#52167716 · 12 Feb 2018, 12:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ მოვიკითხე ამ ჯიშის ამბავი და თბილისში ნელნელა ცოტავდებაო.
რატომ, გული მწყდება.
14 წელი მყავდა ლეტიცია. ბოლო 13 წლამდე იყო ლეკვივით ჯანმრთელი და მხიარული. 13 წლის ასაკში დაემართა პიომეტრა და სასწრაფო საოპერაციო გამიხდა, ძალიან გული მწყდება, ადრეულ ასაკში რომ არ გავუკეთე სტერილიზაცია. ოპერაცია კარგად გადაიტანა, მაგრამ დაეწყო სახსრების პრობლემები. ოპერაციიდან 6 თვე დამოუკიდებლად დადიოდა, თუმცა ერთ მხარეს იქცეოდა. წაქცევისგან განუვითარდა ჰემატომა და გახდა საოპერაციო. ოპერაციის შემდეგ დამოუკიდებლად ვეღარ ადგა და ვეღარ გაიარა. დამყავდა უკანა კიდურების საჭერებით, თბილისის ზღვაზე ვაცურავებდი. ეს იყო მისი მოძრაობის ერთადერთი საშუალება.
სექტემბერში ჭამა შეწყვიტა, ვერანაირმა გადასხმამ ვეღარ უშველა და დამტოვა.
ვერცერთი ადამიანი/ცხოველი ვერ შემიცვლის ლეტიციას. 14 წელი ერთად გადავატარეთ. მე დალმატინელი აღარასოდეს მეყოლება, მაგრამ ცხოვრებას ალამაზებენ, მხიარულები, კეთილები და ცხოვრების მოყვარებულები არიან.
|