nocs_13კი, ასე 2011-12 წლებში. ზუსტად არ ვიცი, რადგან მე 2009 ში წამოვედი საქართველოდან და 2013 შო დავბრუნდი, გარდაიცვალაო მითხრეს.
რადიოფიზიკის კათედრა ებარა. მერე თსუ-ს ცნობილ მოვლენებს შეეწირა და გადგა განზე. თან ასაკშიც იყო.
თავის ხელით აწყობილი ეპრ დანადგარი ქონდა. ეხლაც არსებობს, მარა არ ამუშავებენ ამ დანადგარს. სხვა აქვთ.
ერთ რამედ ღირდა მაჰგასთან საუბარი.
ლექციებზე ვიცოდით მაგის "სუსტი" წერტილი და ვთხოვდით ხოლმე მოეყოლა საინტერესო მოგონებები თავის ჯეელობის და მეცნიერებთან ურთიერთობის კურიოზები.
ერთხელ, ძველ 60-70 იანებში წასულან თუ სწორად მახსოვს ავიაქარხანაში რაღაც სპეციალური ალმასის პირის მქონე რაღაც საჭრელის გასალესად.
იმდენად სპეციფიკური ყოფილა ამის გალესვა, რომე ამ დანადგარს ცალკე სპეციალისტი ემსახურებოდა.
რო მისულან, ის სპეციალისტი არ დახვედრიათ ადგილზე, გასულია და მოვაო ასე ნახევარ საათშო. დაბრძანდით დაელოდეთო.
ამდგარა ეს სანაძე, ჩაურთავს ეს დანადგარი და გაულესავს ეს რაღაც ძალიან სათუთი და რაღაცა.
რო მოსულა ის კაცი, გაოცებულა, ვინ ხართ სად მუშაობთო? ფიზიკოსი ვარ ლექტორიო, უთქვამს ამას.... მოკლედ იქ უნდა ყოფილიყავით, მე ვერ ვყვები კარგად
სვარკის აპარატის დახვევაზე მივეხმარე ერთხელ. ბარბის თოჯინას დაამსგავსა ისე ლამაზად გააკეთა.
ბოლოს ჩემს დისერტაცია-დესერტაციაზე ვნახე ცხონებული. ჯიპით იყო და 1-2 ჭიქა დალია.
nocs_13რომელ წლებში სწავლობდი თსუ-ში?
მე 1994-98 ბაკალავრიატი 98-2000 მაგისტრატურა..