ჯერ წალეკეს, მერე წაუძინეს"ოთხი ერის" სტარტზე ზელანდიამ სტუმრად თავიდანვე წალეკა ავსტრალია,
მაგრამ ბოლოს კიდეც წაუძინა და 20 ქულით’ღა მოუგოOvaluri.comxa.com/2017
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"
მისივე ფეის’ბუქის ეტლი 2016 წლის აპრილის ბოლოდან
https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი = ქვემოთაა ! ))"ოლ ბლექსი" ბრიტანეთის "ლომებთან" ფრედ გაყრის შემდეგ გამწარებული იყო. კივებს აგვისტოს დამდეგს დასრულებული ზე 18-ის 26-ვე (!) შეყრაშიც ეძლიათ ოზები. სამეზობლო, გარდამავალი "ბლედისლოუს თასიც" 2003 წლიდან ერთ’თავად "შავებს" უპყრიათ. ასე რომ, "ყველაფრის ჩემპიონის" მორიგი გამარჯვება მოულოდნელი არანაირად არ ყოფილა
და მაინც, უცნაური იყო ის ფორა, რაც ზელანდიას საწყის 50 წუთში ჰქონდა -- 8 უპასუხო ლელო და 54:6. როგორც ნამატჩევს აღიარა კაპიტანმა ქიარან რიდმა, ამ დროს ყველაფერი გამოგვდიოდა და თავიც სიზმარში გვეგონაო. მეტოქის სიძაბუნის გარდა, გუნდმა ამას, ეტყობა, თავისი რესურსის ბოლომდე გახარჯვითაც მიაღწია. ჰოდა, დასკვნით 30 წუთში მთლად რომ გამოელია ძალა, 4 ლელო იქეთ მიიღო * 54:34
პრესის შტურმიავსტრალია უსასტიკესი და უსიტყვო მარცხის გამო, რაღა თქმა უნდა, მოთქვამს. მეტრმა, გრეგ გრაუდენმა "ვოლაბები" მოშლილ რობოტებს შეადარა და ისიც იკითხა, ამოტოლა ჯამაგირებს რაში იღებენო; ძველმა მგეზავმა მაიქლ ლაინაფმა კი შენიშნა, რომ ამ პროფესიონალებმა არ იციან პასი და ბოჭვა, ანუ ის, რაც სკოლის ასაკში უნდა ესწავლათო
დაიწერა, "ოლ ბლექსმა" მეტოქეს ისეთი დღე დააწია, თითქო მსოფლიო თასის ჯგუფში "მეორე დონის" ქვეყანას ერაგბებოდაო. ეგეც ითქვა, რომ "სიდნის ბლედისლოუ"ზე დასწრებამ შეუქცევლად იკლო - 73,824 (2015)> 65,328 (2016) > 54,846 (2017). არადა, თუ შარშან კივებმა ი’არა’კაცეს და ოზებს თამაშის დილას პოლიცია მიუგზავნეს, წლეულს თავად მოუხდათ "ყვითელი პრესის" შტურმის მოგერიება
ოზებმა ქვეყანა თავიდან შეუყარეს არონ სმითს, შარშან, აეროპორტში, ხეიბართა საპირფარეშოში დიაცი რომ შელალა, იმის დეტალები დაუმალა კავშირს და თავი იოლად დაიძვრინაო, ჯერომ კაინოს კი გამოუქექეს, რომ სიდნი’ში თურმე მოდელს ჰყვარობს და უმალავს, რომ შინ ცოლი და სამი შვილი ჰყავს. ამის გამო კაინო კივეთში მიბრუნდა და აღარ უთამაშია, მისმა დუბლიორმა ლიამ სქვაიერმა კი "დაგლიჯა"
სანდო ვერაამატჩამდე ორივე გუნდი იქადნებოდა, გემოზე ვიბურთავებთო. და მართლაც, "გაკეთდა" 397 პასი (215+182) და 273 სოლოზე (150+123) 1208 მეტრი (556+652) მოგროვდა, ბურთს კი ფეხი სულ 23-ჯერ (9+14) ჰკრეს
კივებმა ხაზიც ორჯერ მეტად ჭრეს 27-13 და ვიდრე წაუთვლემდნენ, ბოჭვაც სულ ოზებს უცუდდებოდათ. ზემოთ დამოწმებული წყაროსთანახმად, ვოლაბებს შემტევი 30-ჯერ გაუსხლტათ, რითაც დაცვის საიმედობა 77% გამოუვიდათ. და მათ ბურთიც მეტად კარგეს 21-12
სხვა წყაროს მიხედვით, ავსტრალიას მეტოქე მატჩში 48-ჯერ გაექცა -- ჩვენებურად კვირა დილის მდგომარეობით, და 32-ჯერ’ღა -- ოთხშაბათის ვერსიით, ხოლო ზელანდიის 40 "გატარება" 23-მდე დავიდა ამავე გადასინჯვით. აქედან ცხადია, რომ ეს სტატისტიკები სანდო ვერაა, მაგრამ ზოგად სურათზე კი მაინც გვიქმნის წარმოდგენას
მორიგი, ახალი წესითავსტრალიის ახალი კაპიტნის, მაიქლ ჰუპერის თაოსნობით, გუნდი ჰაკაზე მეტოქისკენ მიმართული სოლივით დადგა
მალევე მწარედ მოხვდა "ლომების" მეორე ტესტში წითლით გაძევებულ, ნაჩქარევად’სასჯელ’მოხდილ სონი-ბილ ვილიამსს და დაბარბაცდა, მაგრამ არც კივმა და არც ნეიტრალურმა ექიმმა შერყევაზე გასასინჯად არ გაიყვანა - რაკი "მსოფლიო რაგბის" მორიგი, ახალი წესით, მინიმუმ 10 წუთით უნდა გამოჰკლებოდა თამაშს
ვოლაბებმა დასაწინაურებლად ბევრი იმუშაკეს -- 14 ფაზა აკინძეს * 3:0 @ 5’, შავებმა კი იოლად დაუდეს საპასუხო ლელო: ნაკრებში 15 ნომრად დაწინაურებულმა დამიენ მაკ’ქენზიმ გადაკიდებული გამოაქცუნა და რაიან ქროთიმ გააგრძელა იერიში, შემდეგ ფაზაში კი, სხარტი პასებით, ბოდენ ბარეთმა, ბროდი რეთალიქმა და რიდმა ფრთაზე გააჭენეს სქვაიერი * 3:7 @ 12’
ოზთა შემდეგი შტურმისას ბურთი მსაჯს მოხვდა წითელ ზოლში * 6:7 @ 16’, ლელო კი ისევ იქეთ დაიდო: მწყობრის შუა’წელში რომ მწარედ ცდებოდნენ 10 კვირის უთამაშებელი ქერთლი ბილი და 12 კვირით ნაუქმარი სამუ კერევი, რიკო იოანემ 10 მეტრიდან, გარედან შემოურბინა თვით იზი ფოლაუს * 6:12 @ 18’
რბევა გაგრძელდაავსტრალია მთლად წაახდინა შემდეგმა ლელომ: ჰუპერის უხეირო პასს ასცდა ვილ გენია, ბერნარდ ფოლის ანასხლეტს კი - ბილი; ბურთი ქროთის კერძი შეიქნა და იოანემ დუბლი შეასრულა * 6:19 @ 22’
ტაიმის ბოლომდე შავებმა კიდევ სამჯერ დაალელოვეს მასპინძლები: ბურჯმა (!) ჯო მუდიმ რომ დაფინტა, ბარეთმა დაგეზა ქროთი * 6:26 @ 26’ სონი-ბილმა ახლოდან იძალა * 6:33 @ 35’, 10-მეტრა შერკინებიდან კი არონ სმითმა გრძელი პასით ახეირა იგივე ქროთი * 6:40 @ 40+’
შესვენებაზე კერევის ნაცვლად შევიდა ტევიტა კურინდრანი და ამ შაბათსაც, დანიდინში დაიწყებს 13 ნომრად. რბევა თამაშის განახლების შემდეგაც გაგრძელდა: ბარეთმა დგომელა ჰუპერს აართვა ოვალი, იოანემ გაქუსლა და მაკ’ქენზი მიჰყვა * 6:47 @ 45’, მერე კი ლტოლვილი სქვაიერი ლელოსთან რომ დასცეს, სმითებმა დაიბურთავეს * 6:54 @ 49’
ბილი გათამამდააქ გენია შეცვალა ნიქ ფიპსმა და კარგადაც გაისარჯა, მაგრამ რად გინდა? -- მაიქლ ჩეკა დანიდინში მაინც ვილს აწყებინებს, ხოლო კვაჭად - კვლავაც, დაბერებულ სთივენ მორს
გათამამდა ბილი და ფოლაუს პასით გასერა კივთა დაცვა, მაგრამ მორკინალებმა შეტანილი ვეღარ დაამიწეს. და მაინც, 5-მეტრა შერკინებიდან ფოლიმ ლელოზე მიუშვა ახალბედა, ნალიგარი ქერთის რონა * 13:54 @ 53’
შეცვლებმა ზელანდიას, პირიქით, აწყინა და წუნიც მოუმრავლდა. ფოლაუს ოფლოუდიდან კართან შეიჭრა კურინდრანი * 20:54 @ 56’, მერე კი მაკ’ქენზის პასს ასცდა თი’ჯეი პერენარა და ბილმა 55 მეტრი ირბინა * 27:54 @ 62’
მსაჯებმა თვალი დახუჭეს ფოლის გრძელ "წინ პასზე" და ტევიტასგან ანასხლეტი ფოლაუმ იხელთა * 34:54 @ 69’ მანვე 77’ წუთზე 70 მეტრიდან 15-მდე იარა ზიგზაგურად, მაგრამ მიმყოლებს არდი სავეამ ააცალათ ბურთი, ერთი წუთით ადრე კი ფოლის რომ დაუფარა ბარეთმა, თემიდამ დაასკვნა, ორივემ ერთ’დროულად დაამიწაო
რწმენა შეგვერყაონამატჩევს ჩეიკამ დაიცვა დაცვის გადია ნეითან გრეი, ჩვენი ჩაფლავება არც ტექნიკისა და არც განწყობის ბრალი არაა - უბრალოდ, თამაში არ წაგვივიდა და რწმენა შეგვერყაო. გურუმ, კურინდრანის გარდა, მარქაფიდან დააწინაურა მეორე’ ხაზელი რობ სიმონსიც, ხოლო რონას მაგივრად მოკეთებული დეინ ჰეილეთ-პეთი აიმატა
ზელანდიის ხაზი უცვლელია, შერკინებაში კი ორი სიახლეა: აქილევს’ მტკივან ბურჯს, ოუენ ფრენქსს შეეხიდება ნეპო ლაულალა, კვაჭად კი დაიწყებს დეინ ქოულზი, ვისაც წელს ზედიზედ ერყევა ტვინი
დანიდინის დარბაზში იმსაჯებს ნაიჯელ ოუენსი. კივები ბრძოლას ამჯერად ბოლომდე გეგმავენ, ფსონთ’უხუცესებს კი მათი გამარჯვება ოდნავაც არ აეჭვებთ * 1.03 - 12.0
წითელი კვართიბლედისლოუს ფონზე ბოკე - პუმასის რკენა ყოველთვის იჩრდილება. ორივე გუნდი მარდად თამაშს კი ცდილობს, მაგრამ ტექნიკა ღალატობს ხოლმე. აფრიკას შარშან, სტუმრად, სალტაში მარცხი ეწვნია, და ახლა რევანში რომ აიღო პორთ’ელიზაბეთში * 37:15, გუნება გამოუკეთდა
ბოკემ პუმასი მორკინალებით დაჯაბნა. სანაკრებო კარიერის პირველი ლელოები მიითვალეს არა’თეთრმა გარე’მარბებმა: ქორნალ სქოსანი თუმც მოცელა ხერონიმო დე’ლა’ფუენტემ, ვერ’კი გააკავა და შემტევი წამოდგა * 13:5 @ 38’, ხოლო განელმა რეიმონდ რულმა მოლიდან დაწყებული პასაობა დაასრულა * 23:8 @ 54’
არგენტინა დააღალატა ნიკო სანჩესმა, ვისაც შარშან დარტყმათა 87%გაეტანა. სტუმართა პირველ ლელოზე იან სერფონტეინის უხეიროდ შეცურებული გამოაქცუნა ხოაკინ ტუკულეტმა და ემილიანო ბოფელიმ ფეხით დაუგორა მარტინ ლანდახოს * 6:5 @ 32’
მეორე, ბოფელის ლელოთი ვითარება დაიძაბა საათის თავზე * 23:15, მაგრამ სია კოლისი 6 პასის შემდეგ შეიჭრა ლელოში, ხოლო ახმახი პიტერ-სტეფ დიუ’ტოი ჯახისას მაინც გადასწვდა ხაზს * 37:15 @ 74’
სხვაფრივ, აფრიკას დაემტვრა ჰირითადი 9 ნომერი როს კრონიე (ლნზ), რის გამოც აიმატა იანო ფერმაკ’ი (სთო), არგენტინაში კი უჩვეულოდ გვიან გაფრინდა, და ამ შაბათს პირველად ეცმება ... წითელი კვართი
ფალავნობა * 2017 * ოთხი ერიპირველი რაუნდი
ავსტრალია 34:54 ზელანდია$ავს: ფოლაუ სპეით კერევი (კურინდრანი 41) ბილ რონა (ჰოჯ 68)
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 50) /
სიო (რობერთსონ 61) მორ (პოლოტა-ნაუ 41) ალა’ალატოა (კეპუ 51)
არნოლდ (სიმონს 50) ქოულმენ; ჰენიგან ჰუპერ^კაპ მაკ’მან (ტიმანი 64) -
4ლ: რონა კურინდრანი ბილ ფოლაუ; 4გ 2ჯ: ფოლი
ზელ: მაკ’ქენზი (სოპოანგა 67) ბ.სმით ქროთი (ლენართ-ბრაუნ 50) სბ.ვილიამს რ.იოანე
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 53) /
მუდი (ქროქეთ 51-64) თეილორ (ჰარის 67) ო.ფრენქს (ტუჰუნგაფასი 44)
რეთალიქ ვაითლოქ (რომანო 61) სქვაიერ (ა.სავეა 63) ქეინ რიდ^კაპ -
8ლ: სქვაიერ იოანე (2 3) ქროთი (4 6) ვილიამს მაკ’ქენზი ბ.სმით; 7გ: ბარეთ
რეფ ბარნს (ინგ) 19/08 @ სიდნი, ეი’ენ’ზედ (54 846)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...37&d=15031495493:0(5) 3:7(12) 6:7(16) 6:12(18) 6:19(22) 6:26(26) 6:33(35) 6:40(40+) /
6:47(45) 6:54(49) 13:54(53) 20:54(56) 27:54(62) 34:54(69)
აფრიკა 37:15 არგენტინააფრ: ან.კუცია რულ ჯ.კრილ სერფონტეინ (დე’ალენდე 74) სქოსან
<10-9> იანკის (ბოშ 77) კრონიე (ჰოუხარდ 63) /
მთავარირა (კიცჰოფ 56) მარქს (მბონამბი 74) უსტ’ჰეიზენ (ნიაკანე 74)
ეცებეთ^კაპ მოსტერტ (დიუ’ტოი 60) კოლისი ი.კრილ (ჟლ.დიუ’პრე 60) ქასიმ -
4ლ: სქოსან რულ კოლისი დიუ’ტოი; 4გ 3ჯ: იანკის
არგ: ტუკულეტ მოჟანო ორლანდო (მორონი 56) დე’ლა’ფუენტე ბოფელი
<10-9> სანჩეს (ერნანდეს 54) ლანდახო (კუველი 57) /
ტეტას-ჩაპარო (ნოგერა-პას 68) კრევი^კაპ (მონტოჟა 61) პიერეტო-ეილან (ერერა 54)
პეტი-პაგადისავალ ლავანინი (კრემერ 70) მატერა ლესანა სენატორე (ორტეგა-დესიო 14) -
2ლ: ლანდახო ბოფელი; გ: ერნანდეს; ჯ: სანჩეს
რეფ პუატ (სფრ) 19/08 @ პორთ ელიზაბეთ, მანდელა ბეი (48 ათასი)
ვიდეო >>
https://acrossthetasman.com/attachment.php?...47&d=15031720813:0(12) 6:0(20) 6:5(32) 13:5(38) /
13:8(46) 16:8(49) 23:8(54) 23:15(60) 30:15(67) 37:15(74)
ფალავნობა 2017 [ოთხი ერი] + ბლედისლოუსაქართველოს თარიღითა და დროით
შაბ 19/08 ავსტრალია 34:54 ზელანდია$ სიდნი [ბლ1]
აფრიკა 37:15 არგენტინა პორთ ელიზაბეთ
1 რაუნდი ქ მ-წ*ფ სხვ ლ გატ:გაშ $ ზელანდია 5 1-0 +20 8/4 54:34 1
აფრიკა 4 1-0 +22 4/2 37:15 0
ავსტრალია 0 0-1 -20 4/8 34:54 0
არგენტინა 0 0-1 -22 2/4 15:37 0
ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; 8-ზე ნაკლებით წაგება | მეტოქეზე სამით მეტი ლელოს გატანა - თითო ბონუსი $
ტოლობისას: მეტი მოგება, უკეთესი სხვაობა, მეტი ლელო, ლელოთა უკეთესი სხვაობა, ყომარი
შაბ 26/08 ზელანდია 11.35 ავსტრალია დანიდინ [ბლ2]
არგენტინა 23.30 აფრიკა სალტაშაბ 9/09 ზელანდია 11.35 არგენტინა ნიუ პლიმუთ
ავსტრალია 14.00 აფრიკა პერთ
შაბ 16/09 ზელანდია 11.35 აფრიკა ელბანი
ავსტრალია 14.00 არგენტინა კანბერა
შაბ 30/09 აფრიკა 19.05 ავსტრალია ბლუმფონტეინ
კვი 1/10 არგენტინა 02.30 ზელანდია ბუენოს აირეს
შაბ 7/10 აფრიკა 19.05 ზელანდია ქეიპ’თაუნ
კვი 8/10 არგენტინა 02.30 ავსტრალია მენდოსა
შაბ 21/10 ავსტრალია 13.00 ზელანდია ბრისბენ [ბლ3]
"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (21/08_2017)
1 ზელანდია 9521, 2 ინგლისი 9014, 3 ირლანდია 8539,
4(5) აფრიკა 8451, 5(4) ავსტრალია 8421, 6 შოტლანდია 8247,
7 უელსი 8173, 8 საფრანგეთი 7963, 9(10) ფიჯი 7948,
10(9) არგენტინა 7915, 11 იაპონია 7379, 12 საქართველო 7341,
13 ტონგა 7172, 14 იტალია 7100, 15 რუმინეთი 7027, 16 სამოა 6967
+/-: ზელ 43 ავს, აფრ 35 არგ
სთრიმებიhttp://www.vipleague.tv/sports/rugby.htmlhttp://www.thefeed2all.eu/type/rugby.htmlhttp://www.sportcategory.com/c-11.htmlhttp://livetv.sx/en/allupcomingsports/33/http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html@