Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ქალი და მამაკაცი > პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა


Posted by: DReamsabout 31 Oct 2016, 14:57
თქვენი აზრი მაინტერესებს, როცა ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყო და ის ადამიანი ნაპოვნი უნდა გყავდეს, ვისთანაც ბედნიერი იქნები. რისი ბრალია რომ არ ხდება ასე?ამბიციების? საკუთარ თავთან დამოკიდებულების? თუ პრიორიტეტების არასწორად გადანაწილების?თუ როგორც იტყვიან, ბედისწერის?თუ აი, შნო უნდა ყველაფერს? თუ იპოვე და ვერ აფასებ/ვერ ხედავ?

Posted by: სნეგირი1 31 Oct 2016, 15:04
ბედნიერება ბუნებრივი მდგომარეობაა... როცა მისთვის რაღაც სჭირდებათ, მანდ სცოდავენ და სწორედ მაგიტომ აქვს მოკლევადიანი, დროებითი ეფექტი...

Posted by: DReamsabout 31 Oct 2016, 15:06
სნეგირი1
აუ როგორი მართალი ხარ

Posted by: LORD VOLDEMOR 31 Oct 2016, 15:10
DReamsabout
შენი. .

Posted by: DReamsabout 31 Oct 2016, 15:17
LORD VOLDEMOR
მაი ლორდ, ვიცი ვიცი sad.gif

Posted by: HurricaneKat. 31 Oct 2016, 15:31
eсли хочешь быть счастливым будь
არ უნდა მეტი არაფერი
QUOTE
თუ იპოვე და ვერ აფასებ/ვერ ხედავ?

იმას არ გეტყვი რაც გაქვს იმით დაკმაყოფილდი მეთქი
მაგან უნდა გაგაბედნიეროს და უფრო მეტს ეცადო

Posted by: Special_1 31 Oct 2016, 15:38
პრიორიტეტების და სურვილების არასწორად გადანაწილების ბრალია სავარაუდოდ. როდესაც ამვობ რომ ყველაფერი გაქვს ბედნიერებისთვის და მაინც არ ხარ ბედნიერი ესეიგი შენშია პრობლემა. არასწორად იგებ ბედნიერების არსს

Posted by: salamander_r 31 Oct 2016, 15:43
სხვასთან ეძებ იმას,რაც მას არ აქვს და იქ არ არის.


ასე დადიხარ ერთი ილუზიის მოავლით შეპყრობილი ან ზიხარ გოდოს მოლოდინში.

Posted by: maxo_maxx 31 Oct 2016, 15:44
სადღაც წავიკითხე,
ბედნიერება გენეტიკურად თანდაყოლილი ნიჭია, ან გაქვს ან არ გაქვს biggrin.gif

Posted by: vix. 31 Oct 2016, 15:50
ბედნიერება ...დადებით განწყობას ..ადამიანი თვითონ იქმნის............
შეიძლება ყველაფრით მაგარი გოგო გყავდეს და მაინც ეძებდე უკეთესს.....
მილიარდი გქონდეს მაგარმ მაინც მეტი გინდოდეს.........
ანუ უკმაყოფილო იყო არსებულით......და რადგან უკმაყოფილო ხარ შესაბამისად ბედნიერიც ვერ იქნები..............

Posted by: salamander_r 31 Oct 2016, 15:51
jump.gif
QUOTE
ბედნიერება გენეტიკურად თანდაყოლილი ნიჭია, ან გაქვს ან არ გაქვს




სისხლის და მიწის ე.წ. ფილოსოფია.


ჰაიჰიტლერ

Posted by: Abidiili 31 Oct 2016, 15:53
მხოლოდ გარემოსი...
შენ რა შუაში ხარ? old.gif

Posted by: ladylike 31 Oct 2016, 15:58
DReamsabout
QUOTE
 პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?


მმმ...

მუდმივი წარუმატებლობის შემთხვევაში ალბათ უნდა დაფიქრდე და რასაც მოიფიქრებ, ყველაფერი პირიქით გააკეთო chups.gif



Posted by: maxo_maxx 31 Oct 2016, 15:58
salamander_r

მედიცინურად, მეცნიერულადაა დამტკიცებულიო, ზოგი ორგანიზმი მუდმივად მეტ რაღაცა ნივთიერებას გამოყოფს რაც იწვევს ბედნიერებას, ზოგი ნაკლებს. ზოგი საერთოდ არა biggrin.gif

Posted by: salamander_r 31 Oct 2016, 16:00
maxo_maxx



givi.gif



კაი


გადაგიწყვეტიათ სამყაროს დასაბამისეული პრობლემა და ეგაა.lol.gif



Posted by: s@likun@ 31 Oct 2016, 17:36
QUOTE
ბედნიერება გენეტიკურად თანდაყოლილი ნიჭია, ან გაქვს ან არ გაქვს

ეგრეა )) ძაან დიდიხანია ამას ვღაღადებ ^^




Posted by: Statham 31 Oct 2016, 17:41
DReamsabout
QUOTE
როცა ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყო

მაიც რა გაქვს ? იქნებ შენ გგონია ეგრე ?

QUOTE
ბედნიერება გენეტიკურად თანდაყოლილი ნიჭია, ან გაქვს ან არ გაქვს

facepalm.gif

Posted by: Blow 31 Oct 2016, 21:14
QUOTE
ბედნიერება გენეტიკურად თანდაყოლილი ნიჭია, ან გაქვს ან არ გაქვს

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: York 31 Oct 2016, 21:57
მოსაზრება, რომ არსებობს ერთი და მხოლოდ ერთი ადამიანი, ვისთანაც ბედნიერი ვიქნებით, მიუთითებს დაჯერებულობაზე საკუთარ განსაკუთრებულობაში და პირწმინდად მცდარია.

Posted by: DORO 31 Oct 2016, 22:04
წარმატება რაღაა რომ ..

რა არის შენთვის ეგ ..რა გინდა და რას ვერ იღებ .
ჯერ ეგ უნდა დალაგდეს და მერე უკვე გაიხსნება გზა



Posted by: Solveig 31 Oct 2016, 22:08
QUOTE
როცა ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყო და ის ადამიანი ნაპოვნი უნდა გყავდეს, ვისთანაც ბედნიერი იქნები. რისი ბრალია რომ არ ხდება ასე?ამბიციების? საკუთარ თავთან დამოკიდებულების? თუ პრიორიტეტების არასწორად გადანაწილების?თუ როგორც იტყვიან, ბედისწერის?თუ აი, შნო უნდა ყველაფერს? თუ იპოვე და ვერ აფასებ/ვერ ხედავ?

1 კონკრეტული მიზეზი არასოდეს არსებობს. გააჩნია ადამიანს და საზოგადოებასაც, სადაც ცხოვრობს.

Posted by: ვივიანა 31 Oct 2016, 22:12
ბედნირება არ უნდა იყოს დამოკიდებული ისეთ ცვალებად "რაღაცაზე"- როგორიც სხვა ადამიანი მაგალითად.

Posted by: Piani Master 31 Oct 2016, 22:21
QUOTE
და ის ადამიანი ნაპოვნი უნდა გყავდეს

ეს რაღაც ვერ გავიგე biggrin.gif ნაპოვნი როგორ უნდა გყავდეს თუ არ გიპოვია ჯერ biggrin.gif რამე ფორმულა არსებობს? ))

Posted by: Ambitious_Person 31 Oct 2016, 23:12
DReamsabout
26 წლამდე ისე მოვედი ხან ვინ მომწონდა ხან ვინ .თან გავააქალღმერთებდი და მიუწვდომლად ვხდიდი.მეგონა ადამიანი სულ ბედნიერი მაშინაა როცა ის ყავს გვერდით ვინც უყვარს .
რავიცი მგონია რომ შეიძლება ბედნიერება სხვა რაღაცეებშიც დაინახო.

კი ბევრი წყვილია ერთად ტკბილად ცზოვრობენ და ერთმანეთს ავსებენ მაგრამ მგონი ზომიერება საჭიროა და ზედ არავის უნდა გადაყვე .
ფლირტი და შეყვარებული აუცილებელია თუმცა მეორე ნახევრად არ უნდა მოიხსენიო .იმიტომ რომ მარტო დაიბადე სრული და არა ნახევარი

Posted by: აბარავიცი 31 Oct 2016, 23:38
ბედნიერებაა როცა მარტო ერთი გოგო გევასება ადამიანს და ეგრე ძალიან იშვიათად ხდებაო up.gif





Posted by: aca baca banci bunca 31 Oct 2016, 23:43
იმიტომ რომ ზედმეტად ორიენტირებულია ადამიანი უწუბუწუპრუწუებზე. :დ ან ზედმეტად ბანძი როჟაა. აი პრაგმატულს რომ ეძახის თავის თავს და თუ დღნა...ნ ან დღნ..ვს წარმატება რომ გონია და მერე მაინც წარუმატებლად რომ გრძნობს თავს. :დ

Posted by: kriketi-1985 1 Nov 2016, 00:17
ალბათ რაც უფრო ცდილობ ბედნიერება იპოვო, მით უფრო გისხლტება ხელიდან, ცდილობ - არ გამოდის, არ ცდილობ და მაინც არ მოდის.

Posted by: DReamsabout 1 Nov 2016, 13:08
QUOTE (salamander_r @ 31 Oct 2016, 15:43 )
სხვასთან ეძებ იმას,რაც მას არ აქვს და იქ არ არის.


ასე დადიხარ ერთი ილუზიის მოავლით შეპყრობილი ან ზიხარ გოდოს მოლოდინში.

ჰო, ეგრე ვარ. მგონი ილუზიური რაღაცეები მირჩევნია, იმიტომ რომ რეალურად სულ ნაგვები მხვდებიან გზაზე facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif

Posted by: ხელმკუხე 1 Nov 2016, 14:14
DReamsabout
QUOTE
 პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?

ბედიერებაზე საუბრები არასერიოზულია და თემის სათაური უფრო ახლოსაა პრბლემასთან.

უმრავლეს შემთხვევაში მიზეზი ჩვენი გაუცნობიერებლი კომპლექსები და ქცევის ერთი და იგივე, მუდმივად განმეორებადი მოდელია.
ჩვენი ტიპაჟი (ტემპერამენტი, არაცნობიერე მისწრაფებები, კომპლექსები და ა.შ.) იზიდავს გარკვეული ტიპის პარტნიორებს ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც ზოგჯერ "ახალ" ადამიანებად გვეჩვენება, მაგრამ სინმადვილეში ახალი მხოლოდ შეფუთვაა, შიგთავსი კი ისევ ის "ყაყაა" რაც იქამდე იყო.
საკუთარი პრობლემების გაცნიობიერებას მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები მოაქვს პირადი ცხოვრების სფერიში(ც) smile.gif
ვიმე უნდა დაგეხმაროს.

Posted by: levani169 1 Nov 2016, 14:19
"ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ,"პოლლიტრიანის" ბოთლაში მნახე" biggrin.gif

Posted by: DReamsabout 1 Nov 2016, 14:19
QUOTE (ხელმკუხე @ 1 Nov 2016, 14:14 )
DReamsabout
QUOTE
 პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?

ბედიერებაზე საუბრები არასერუოზულია და თემის სათაური უფრო ახლოსაა პრბლემასთან.

უმრავლეს შემთხვევაში მიზეზი ჩვენი გაუცნობიერებლი კომპლექსები და ქცევის ერთი და იგივე, მუდმივად განმეორებადი მოდელია.
ჩვენი ტიპაჟი (ტემპერამენტი, არაცნობიერე მისწრაფებები, კომპლექსები და ა.შ.) იზიდავს გარკვეული ტიპის პარტნიორებს ჩვენს ცხოვრებაში, რომლებიც ზოგჯერ "ახალ" ადამიანებად გვეჩვენება, მაგრამ სინმადვილეში ახალი მხოლოდ შეფუთვაა, შიგთავსი კი ისევ ის "ყაყაა" რაც იქამდე იყო.
საკუთარი პრობლემების გაცნიობიერებას მნიშვნელოვანი და პოზიტიური ცვლილებები მოაქვს პირადი ცხოვრების სფერიში(ც) smile.gif
ვიმე უნდა დაგეხმაროს.

ჰო, მართალი ხარ. ზუსტად ეგეთი პრობლემა მაქვს facepalm.gif

Posted by: Hermyon 1 Nov 2016, 14:20
DReamsabout
ანუ კაცი გინდა გვერდში რომ გყავდეს და არ გყავს?
ვერ მივხვდი ცოტა უკეთესად ახსენი

Posted by: YogaHosers 1 Nov 2016, 14:21
QUOTE
პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?

ინტელექტის არ ქონის

Posted by: DReamsabout 1 Nov 2016, 14:25
Hermyon
ისეთი არა, როგორიც მინდა lol.gif

Posted by: Hermyon 1 Nov 2016, 15:17
DReamsabout
QUOTE
ისეთი არა, როგორიც მინდა

აანუ უკეთესი გინდა?

ეგ ბევრ რამეზეა დამოკიდებული მათ შორის გარეგნობაზეც yes.gif

Posted by: DReamsabout 1 Nov 2016, 15:18
QUOTE (Hermyon @ 1 Nov 2016, 15:17 )
DReamsabout
QUOTE
ისეთი არა, როგორიც მინდა

აანუ უკეთესი გინდა?

ეგ ბევრ რამეზეა დამოკიდებული მათ შორის გარეგნობაზეც yes.gif

ვიცი facepalm.gif სწორედ ამიტომ მიკვირს cry.gif

Posted by: suntqvа 1 Nov 2016, 15:26
ვერ გვიგე შენ ბედნიერებას ეძებ თუ ადამიანს ? smile.gif

Posted by: DReamsabout 1 Nov 2016, 15:28
suntqvа
პირად ცხოვრებაში წარუმატებლობაზე ვსაუბრობ მე.
ჯერ იმაზე არ მაქვს საქმე მიმდგარი გაცნობის განცხადებები გამოვაქვეყნო:დ

Posted by: suntqvа 1 Nov 2016, 15:29
DReamsabout
არა უბრალოდ ისიც არ გაქვს გარკვეული რა გაწუხებს რეალურად.

Posted by: DReamsabout 1 Nov 2016, 15:31
suntqvа
ჰო, შეიძლება მართალი ხარ

Posted by: suntqvа 1 Nov 2016, 15:34
DReamsabout
საერთოდ ადამიანის პოვნა არ უნდა გჭირდებოდეს იმისთვის რომ ბედნიერი იყო. ძნელია გააცნობიერო, მაგრამ თუ მოახერხებ კარგად იგრძნობ თავს.

Posted by: DReamsabout 1 Nov 2016, 15:37
suntqvа
ყველამ ეს თქვა. საკუთარ თავთან კოჰაბიტაცია ყველაზე დიიდი ბედნიერებაა, ეს ვიცი.
მე პირად ცხოვრებაში წარუმატებლობას ვგულისხმობ.

Posted by: Turf 1 Nov 2016, 15:44
DReamsabout
რამდენი წლის ხარ?


რატომ ფიქრობ რომ წარუმატებელი ხარ?

რას აკეთებ წარმატებისთვის?

Posted by: Hermyon 1 Nov 2016, 15:52
DReamsabout
რას უწუნებ მაინც შენ კაცს განათლებას, გარეგნობას, ჯიბის სისქეს თუ ხასიათებს?

Posted by: DReamsabout 1 Nov 2016, 15:54
Hermyon
ჩემი კაცი არ არის :დ

Posted by: natia-ameli 2 Nov 2016, 00:53
მესმის შენი, მეც ეგრე ვარ და სულ მიკვირს ხოლმე რატო და ყოველი მორიგი ადამიანის გამოჩენისას უკვე მაინც იმ განწყობით ვარ რო არ გამოვა არაფერი და ის არ აღმოჩნდება, არ აეწყობა ურთიერთობა. მოწონებაც მალე ქრება, ინტერესიც.
თუმცა ასე თუ ისე მაინც ბედნიერი ვარ და მარტოც მშვენივრად ვგრძნობ თავს, და ახალ ურთიერთობებზეც არ ვაპირებ უარის თქმას. ასე რომ, მოლოდინს თუ მოულოდნელობასაც არაუშავს.

Posted by: არმეძებო 2 Nov 2016, 01:44
კარმის ამბავია,გეშინოდეს შენი სურვილების ისინი შეიძლება ახდესო,
აი ეგაა კარმა,რაც არ უნდა ხელები იქნიო,შენი ვნებების გველეშაპებს ვერაფერს ვერ დააკლებsmile.gif)
პიზდეცი ვარ თან ინტელექტუალიsmile.gif

QUOTE
მეც ეგრე ვარ და სულ მიკვირს ხოლმე რატო და ყოველი მორიგი ადამიანის გამოჩენისას უკვე მაინც იმ განწყობით ვარ რო არ გამოვა არაფერი და ის არ აღმოჩნდება, არ აეწყობა ურთიერთობა. მოწონებაც მალე ქრება, ინტერესიც.

ალბათ წინა ცხოვრებაში ბევრი ბიჭი გაამწარე,ამის გამო ისჯებიsmile.gif)

Posted by: masaki 2 Nov 2016, 09:11
QUOTE
როცა ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყო და ის ადამიანი ნაპოვნი უნდა გყავდეს, ვისთანაც ბედნიერი იქნები. რისი ბრალია რომ არ ხდება ასე?

არ ვეძებ. არ მცალია. არ მჭირდება.
* * *
"იმ" ადამიანის გარეშეც, ძალიან კარგად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. :დ

Posted by: masha 3 Nov 2016, 08:18
არმეძებო
მე რომ არ მეშინია
იმიტომ არ მიხდება?

Posted by: narkozeli 5 Nov 2016, 23:59
QUOTE
ბედნიერება გენეტიკურად თანდაყოლილი ნიჭია, ან გაქვს ან არ გაქვს 


როგორ მაწყობს ეს biggrin.gif




Posted by: Zodiac. 6 Nov 2016, 00:51
QUOTE
პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?

უფულობის






იყო უკვე?

Posted by: DReamsabout 6 Nov 2016, 00:56
Zodiac.

user.gif user.gif

Posted by: masaki 20 Feb 2017, 00:10
DReamsabout

smile.gif
..........................

Posted by: _nite_ 20 Feb 2017, 14:48
QUOTE
პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?

წარუმატებლობას რას ეძახით გააჩნია

ვიღაც თუ გათხოვილია არ ნიშნავს რომ წარმატებულია პირად ცხოვრებაში

Posted by: gamura8677 20 Feb 2017, 17:35
QUOTE
წარუმატებლობას რას ეძახით გააჩნია

ვიღაც თუ გათხოვილია არ ნიშნავს რომ წარმატებულია პირად ცხოვრებაში


ვოტ!

Posted by: ანანასი 21 Feb 2017, 16:40
ამაზე ნაკლებად წარუმატებელი არ უნდა იყო
p.s
ბოლო 1 თვის ისტორიაა ეს
მანამდე უარესებია boli.gif
http://www.picz.ge


Posted by: Turf 21 Feb 2017, 16:43
QUOTE (ანანასი @ 21 Feb 2017, 16:40 )
ამაზე ნაკლებად წარუმატებელი არ უნდა იყო
p.s
ბოლო 1 თვის ისტორიაა ეს
მანამდე უარესებია boli.gif
http://www.picz.ge

facepalm.gif


მომწერე ხოლმე და გირჩევ რამეს yes.gif

Posted by: ანანასი 21 Feb 2017, 16:57
Turf
QUOTE
მომწერე ხოლმე და გირჩევ რამეს

თავი დავანებე ვაბშე მაგის დედაც #####ან
აღარ ვეკარები

» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Turf 21 Feb 2017, 17:08
ანანასი
1X გეთანხმები,ბევრი აკლია კატლეტიკოს თან.
აი სიიტზე ვერაფერს გეტყვი

ცოტა ნიტო თამაშია მაგრამ ამას ვფიქრობ
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: ანანასი 21 Feb 2017, 17:13
Turf
კაი ბელტივით 7 კუშია.
წავედი ლეპტოპი შევაცურო აპარატში
თუ რამეა ხვალ კალკულატორით მოგწერთ user posted image

Posted by: Turf 21 Feb 2017, 17:38
ანანასი
კაი რაა

თამაშის გამო როგორ ალომბარდებ down1.gif

თან მე რას მიჯერებ,ცოდვაში ნუ მაგდებ lol.gif mad.gif

Posted by: ანანასი 21 Feb 2017, 17:47
Turf
chasaricxi aparatidan gwer
xo uechveli dajdeba brat
xalxs ar vushveb tu ramea rom aspaltianad amovtxaro chem otaxshi mivayudo :ramesmaili:

Posted by: Turf 21 Feb 2017, 18:03
ანანასი
lol.gif

სგ სგ ბრატ

იუვეზე დადე კიდე drug.gif

Posted by: HE-HE 22 Feb 2017, 17:54
QUOTE (ანანასი @ 21 Feb 2017, 17:47 )
Turf
chasaricxi aparatidan gwer

არადა ეგ შესაძლებელია მაგრამ მე ვიცი რომ შენც იცი ეგ smile.gif\]

თემას რაც შეეხება, უნდა დაფიქრდე რა გიშლის ხელს რომ იყო ბედნიერი და მერე ის რაღაც მოაგვარო. ასეთები არ დაილევაო მეტყვით ეხლა და მართლებიც იქნებით. ამიტომ მიირეთ საკუთარი თავები ისეთებად როგორებიც ხართ და გარშემო მოცემულობაც და დააფასეთ. რომ დააფასებთ გახდებით ბედნიერები.

Posted by: siml11 22 Feb 2017, 21:50
DReamsabout
QUOTE
პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?

გააჩნია რას აკეთებ ამისთვის და იმის მიხედვით უნდა განსაზღვრო რა შეცდომებს უშვებ......

Posted by: Ambitious_Person 22 Feb 2017, 22:46
მეც ვერ ავიწყვე პირადი ცხოვრება .
ეხ რას იზამ არის რაღაცეები რასაც ვერ მიიღებ

Posted by: sandroEVO 22 Feb 2017, 22:54
QUOTE
ბედნიერება გენეტიკურად თანდაყოლილი ნიჭია, ან გაქვს ან არ გაქვს 


facepalm.gif

Posted by: tamuniko_3 8 Mar 2017, 02:07
ერთი და იგივე არასწორი ტაქტიკის... ზუსტად ეგრე ვიყავი მეც ერთი რაღაც დებილი სტრატეგია მქონდა და ყველასთან ერთი და იმავე შედეგს ვიღებდი სანამ ტაქტიკა არ შევცვალე და ეხლა მშვენივრად ვგრძნობ თავს. საკუთარ თავიც უფრო მეტად დავაფასე, თვითშეფასებაც ამიმაღლდა და არც მამაკაცების მხრიდან ყურადღებას ვუჩივი, პირიქით smile.gif

Posted by: masaki 14 Jul 2017, 23:35
QUOTE
 პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?

არც წარმატებული და არც წარუმატებელი. საერთოდ არ მაქვს biggrin.gif

Posted by: sashka-gogo 18 Jul 2017, 09:43
QUOTE (DReamsabout @ 31 Oct 2016, 13:57 )
თქვენი აზრი მაინტერესებს, როცა ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ბედნიერი იყო და ის ადამიანი ნაპოვნი უნდა გყავდეს, ვისთანაც ბედნიერი იქნები. რისი ბრალია რომ არ ხდება ასე?ამბიციების? საკუთარ თავთან დამოკიდებულების? თუ პრიორიტეტების არასწორად გადანაწილების?თუ როგორც იტყვიან, ბედისწერის?თუ აი, შნო უნდა ყველაფერს? თუ იპოვე და ვერ აფასებ/ვერ ხედავ?



დამერწუნე ბედის ბრალია, უამრავი წესიერი განათლებული მშვენიერი
ადამიანი ვიცი რომელიც მარტოა და ყოფილა გულგატეხილი,
მინახავს ასევე კოშმარა ხალხი ძალიან ბედნიერები, ბედ იღბალი ვსიო!



Posted by: gamura8677 19 Jul 2017, 12:25
QUOTE
პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?

QUOTE
დამერწუნე ბედის ბრალია

QUOTE
ბედ იღბალი ვსიო!


ბედს მივენდოთ და ВСЁ? (O)

მერე ახალი საკითხი წამოიჭრება, უმოქმედობა.


Posted by: BabeRock 19 Jul 2017, 13:55
სურვილის ან მისწრაფების ნაკლებობაა
მე მგონია რომ თუ გსურს რომ გქონდეს პირადი ცხოვრბეა კარგად, გექნება კარგად

Posted by: gamura8677 19 Jul 2017, 14:25
QUOTE
თუ გსურს რომ გქონდეს პირადი ცხოვრება კარგად, გექნება კარგად

+1

Posted by: dat111 19 Jul 2017, 14:31
ბედნიერება ინტელექტის უკუპროპორციულია, მეტი IQ = ნეკლები ბედნიერება biggrin.gif
ანუ რაც მაღალგანვითარებულია ადამიანი მით ნაკლებადაა ბედნიერი, კვლევებიც არის მაგ თემაზე biggrin.gif

Posted by: _nite_ 19 Jul 2017, 16:19
რას ჰქვია პირად ცხოვრებაში წარმატება?
..............................................................

Posted by: Rayleigh 19 Jul 2017, 16:30
dat111
დიახ დიახ მეგობარო, ბედნიერი იმიტომ არ ხარ, რომ.. სინამდვილეში გენიოსი ხარ! აბა რაჰ.

Posted by: ia-viola 19 Jul 2017, 17:15
რიტორიკული შეკითხვა : რა არის ბედ-იღბალი. ადამიანისგან დამოუკიდებელი რაღაც სუბსტანცია/მდგომრეობა თუ რაღაც.... რომელიც ადამიანს ან გენეტიკურად მოყვება ან სადმე შემთხვევით ქუჩის კუთხეში შეხვდება?

ნურას უკაცრავად.

დავიწყოთ იქიდან რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია მონდომება,, მიზანი და რწმენა იმისა, რომ ის ამას შეძლებს. ეს ყველაფერი კი მისივე ფსიქიკიდან მოდის.

ბედნიერებას ჩვენ თავად ვქმნით.

სხვა საკითხია რა არის ბედნიერება. ბედნიერება ერთისთვის შეიძლება ის იყოს რომ იმ დღეს საჭმელი აქვს და მშიერს არ სძინავს, მეორისთვის ძვირად ღირებული ნივთები და ვიღაცისთვის უბრალოდ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა. ის რაც ერთს აბედნიერებს, მეორესთვის ის შეიძლება უბედურების მომტანიც კი იყოს.

კიდევ, მგონია რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკუთარ განწყობებსა თუ შეხედულებებს. სამყარო მართლა ამ პრინციპით მოქმედებს: რა ძალითაც ვმოქმედებთ ჩვენ მასზე, ის იმავე ძალით უკანვე გვიბრუნდება.

და ბოლოს, ვისწავლე ჭკუა და აღარ ვუზიარებ ჩემს განცდებსა თუ სიხარულს შურიან და ბოღმიან ადამიანს (რომელიც შეიძლება ჩემს მიმართ კეთილგანწყობილიც კი იყოს).

ცოტა კი წავიფილოსოფოსე, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობ. და რაც მთავარია, არ ვთვლი თავს უბედურ და წარუმატებელ ადამიანად. პირიქით.

Posted by: ჯარჯი 19 Jul 2017, 17:57
QUOTE
პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?


იდენტობის მძაფრი გავლენით.

რომ მიეჩვევა ადამიანი რომ "თვითონ" ასეთია მაერე ჯერა რომ "მასეთია" და სულ აღარ ვითარდება იმიტომ რომ "ის"-"ასეთია" და მორჩა. სამაგიეროდ ამტყუნებს ერს,ჯიშს, ქვეყანას, მთავრობას, მეზობლებს, მშობლებს, მეგობრებს და ა.შ


არავინ არ ვარ არასდროს და ამიტომ ჩემთვის ადვილია....იდეალური მე
givi.gif biggrin.gif

Posted by: bigmaster 19 Jul 2017, 18:36
ეგ იმის ბრალია რო იმ გარემომ სადაც გაიზარდე დაგარწმუნა რო ეს და ეს უნდა გქონდეს იმისთვის რო ბედნიერი იყო. ალბათ შენ ფიქრობდი აქამდე რო ბედნიერი რო ყოფილიყავი უნივერსიტეტი უნდა დაგემთავრებინა მერე სამუშაო დაგეწყო ვინმე კაი ოჯახისშვილ ბიჭს გაყოლოდი კაი სამსახურიანს და მანქნიანს, ამეებს რო მიაღწიე ბოლოს აღმოჩნდა რო არ ხარ ბედნიერი

Posted by: eleonichka 19 Jul 2017, 18:56
dat111
ისე იკრიჭები შენ ძაან ბედნიერი უნდა იყო user.gif user.gif user.gif drug.gif
* * *
QUOTE (dat111 @ 19 Jul 2017, 14:31 )
ბედნიერება ინტელექტის უკუპროპორციულია, მეტი IQ = ნეკლები ბედნიერება biggrin.gif
ანუ რაც მაღალგანვითარებულია ადამიანი მით ნაკლებადაა ბედნიერი, კვლევებიც არის მაგ თემაზე biggrin.gif

....................................................

Posted by: LORD VOLDEMOR 19 Jul 2017, 20:02
QUOTE (dat111 @ 19 Jul 2017, 14:31 )
ბედნიერება ინტელექტის უკუპროპორციულია, მეტი IQ = ნეკლები ბედნიერება biggrin.gif
ანუ რაც მაღალგანვითარებულია ადამიანი მით ნაკლებადაა ბედნიერი, კვლევებიც არის მაგ თემაზე biggrin.gif

ზოგი რა დონეზე იტყუებთ თავს, რომ გაექცეთ რეალობას lol.gif lol.gif

Posted by: Muon 19 Jul 2017, 20:43
DReamsabout
სახელი უნდა გამოიცვალო და თუ შესაბამის სახელს დაირქმევ ყველაფერი დალაგდება!

Posted by: BabeRock 20 Jul 2017, 15:59
QUOTE
ანუ რაც მაღალგანვითარებულია ადამიანი მით ნაკლებადაა ბედნიერი, კვლევებიც არის მაგ თემაზე

კი, განვითარდები და მერე კთხვები გიჩნდება, მერე სასოწარკვეთა გიპყრობს, რომ ბედნიერება არ მოვა, ნაკლი ყველაფერს აქვს, ბოლოს მაინც მოვკვდებით..
მერე კიდევ ცოტას განვითარდები და მიხვდები, რომ ასეთია ცხოვრება და დეტალებში ქექვაში ცხოვრების განლევას, კარგი ამინდითა და ყავის სურნელით ტკბობაც კი სჯობს..
ამის შემდეგ არჩე3ვანის საკითხი დგება, გინდა რომ იყო ბედნიერი და გქონდეს პირადი, თუ არ გინდა

Posted by: DORO 20 Jul 2017, 20:48
არჩევანის სიმწირის ბრალია.
500 ადამიანში მხოლოდ ორიოდეა ვისთანაც მიეწყობოდა და დაემთხვეოდა .

შეიძლება პირველ მეორე ცდაზე ამოვიდეს ის და შეიძლება 476 უნდა გაატარო ხელში .:დ

ეგრეა .

Posted by: Adi 17 Oct 2017, 14:44
Zodiac.
QUOTE
უფულობის

ფული მაქვს მაგრამ საერთოდ არ მაქვს პირადი ცხოვრება.
არც არასდროს მქონია.

Posted by: _nite_ 17 Oct 2017, 14:59
QUOTE
რიტორიკული შეკითხვა : რა არის ბედ-იღბალი. ადამიანისგან დამოუკიდებელი რაღაც სუბსტანცია/მდგომრეობა თუ რაღაც.... რომელიც ადამიანს ან გენეტიკურად მოყვება ან სადმე შემთხვევით ქუჩის კუთხეში შეხვდება?

ნურას უკაცრავად.

დავიწყოთ იქიდან რომ ადამიანისთვის შეუძლებელი არაფერია. მთავარია მონდომება,, მიზანი და რწმენა იმისა, რომ ის ამას შეძლებს. ეს ყველაფერი კი მისივე ფსიქიკიდან მოდის.

ბედნიერებას ჩვენ თავად ვქმნით.

სხვა საკითხია რა არის ბედნიერება. ბედნიერება ერთისთვის შეიძლება ის იყოს რომ იმ დღეს საჭმელი აქვს და მშიერს არ სძინავს, მეორისთვის ძვირად ღირებული ნივთები და ვიღაცისთვის უბრალოდ საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა. ის რაც ერთს აბედნიერებს, მეორესთვის ის შეიძლება უბედურების მომტანიც კი იყოს.

კიდევ, მგონია რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საკუთარ განწყობებსა თუ შეხედულებებს. სამყარო მართლა ამ პრინციპით მოქმედებს: რა ძალითაც ვმოქმედებთ ჩვენ მასზე, ის იმავე ძალით უკანვე გვიბრუნდება.

და ბოლოს, ვისწავლე ჭკუა და აღარ ვუზიარებ ჩემს განცდებსა თუ სიხარულს შურიან და ბოღმიან ადამიანს (რომელიც შეიძლება ჩემს მიმართ კეთილგანწყობილიც კი იყოს).

ცოტა კი წავიფილოსოფოსე, მაგრამ მართლა ასე ვფიქრობ. და რაც მთავარია, არ ვთვლი თავს უბედურ და წარუმატებელ ადამიანად. პირიქით.


იდეალიზმი
აი ესაა ბედნიერება
ეჰ

Posted by: BESTER 17 Oct 2017, 15:05
QUOTE
პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?

ან იდეალისტი ხარ ან სულელი

Posted by: _nite_ 17 Oct 2017, 15:07
QUOTE
პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?

დიდი მოთხოვნილებების რომელსაც მის გარშემო არსებული რეალობა ვერ ესადაკება ან ვერ "აკმაყოფილებს"

შინაგანი განწყობის რომელსაც ადამიანები თავად ვერ ხვდებიან, არ უნდათ რეალურად დალაგებული მყუდრო და მოსაწყენი ურთიერთობა, იზიდავთ ინტრიგები, გულთყრები,განცდები ტანჯვები.

გამართლება/გაუმართლებლობის, უნდა შეხვდე იმას ვინც გეყვარება და ეყვარები.

გაუცნობიერებელი შიშის რომ დაებმებიან და დაკარგავენ ეფემერულ თავისუფლებას, ახალგაზრდობას, აიკიდებენ მათთვის რასაჭირო ვალდებულებებს

ეს ვარიანტები შემხვედრიახშირად, მეტი არ მაფიქრდება ახლა

Posted by: JamesDorado 17 Oct 2017, 15:17
_nite_
ეხლა რაც დაწერე ზუსტად ეგრე ვყოფილვარ smile.gif) აი ზუსტად smile.gif))

საშინელი გრძნობაა და ძაან თრთგუნასვ ადამიანს... მე ვფიქრობდი რომ ალბათ სუსტი ვარ ამ მიმართულებით და თითქოს ცხოვრება მერეოდა

Posted by: Hermyon 17 Oct 2017, 15:22
_nite_
დაშორდი მთავარსარდალს და დაუბრუნდი ფორუმს?
Adi
QUOTE
ფული მაქვს მაგრამ საერთოდ არ მაქვს პირადი ცხოვრება.

რამდენის ხარ?

Posted by: FREE-ON 17 Oct 2017, 15:27
_nite_
QUOTE
დიდი მოთხოვნილებების რომელსაც მის გარშემო არსებული რეალობა ვერ ესადაკება ან ვერ "აკმაყოფილებს"

QUOTE
გაუცნობიერებელი შიშის რომ დაებმებიან და დაკარგავენ ეფემერულ თავისუფლებას, ახალგაზრდობას, აიკიდებენ მათთვის რასაჭირო ვალდებულებებს

იეს , მერე მიდიხარ სასროლად რენჯზე , დაცლი რამდენიმე აბოიმას მიირბენ მოირბენ ამასობაში მოგშივდება გამოხვალ კაი სუფრას გადაირტყავ, მერე საღამოს შტანგასაც გადაირტყავ , ჯაკუზშიც განიბანები , მოხვალ სახლში და კინგსაიზ საწოლსაც გადაირტყავ და ხვდები რომ უარესიც შეიძლება მომხდარიყო , სღ მამაშენოვიჩო იტყვი და მეორე დღესაც იგივე

Posted by: _nite_ 17 Oct 2017, 15:35
Hermyon
QUOTE
დაშორდი მთავარსარდალს და დაუბრუნდი ფორუმს?


სამსახური გამოვიცვალე და დაკავებული ვიყავი, ახლა ცოტა ლაითი დღეები მაქვს და ვწერ, მერე,ასე ორ-სამ კვირაში ისევ გავუჩინარდები სამსახურის გამო და ვინმე ახალ ფოლუმელთან ინგრიგები შეგიძლია შემომტენო. გადახედე კონტიგენტს, ნორმალური აარჩიე ვინმე.

პს ვგიჟდები ფორუმელებზე ჩემზე მეტი რომ იციან ჩემს პირად ცხოვრებაზე givi.gif
* * *
JamesDorado
QUOTE
ეხლა რაც დაწერე ზუსტად ეგრე ვყოფილვარ

მაგ ოთხიდან რომელი?

FREE-ON
QUOTE
მეორე დღესაც იგივე

მესამე დღესაც მეოთხე დღესაც და ერთ დღესაც მიხვდები რომ უკვე მარტო დარჩენის შიში შემოგეპარა და მოიყვან ცოლს biggrin.gif

Posted by: JamesDorado 17 Oct 2017, 15:43
_nite_

QUOTE
შინაგანი განწყობის რომელსაც ადამიანები თავად ვერ ხვდებიან, არ უნდათ რეალურად დალაგებული მყუდრო და მოსაწყენი ურთიერთობა, იზიდავთ ინტრიგები, გულთყრები,განცდები ტანჯვები.

ნუ ტანჯვას არა smile.gif)

QUOTE
გაუცნობიერებელი შიშის რომ დაებმებიან და დაკარგავენ ეფემერულ თავისუფლებას, ახალგაზრდობას, აიკიდებენ მათთვის რასაჭირო ვალდებულებებს


თითქოს ესე, ნუ შეიძლება შენ ვერ გადმოცემ სრულყოფილად ან მე არ შემიძლია ახსნა, მაგრამ შინაარსობრივად დაახლოებით ეს მდგომარეობა მქონდა

Posted by: FREE-ON 17 Oct 2017, 15:51
_nite_
QUOTE
მესამე დღესაც მეოთხე დღესაც და ერთ დღესაც მიხვდები რომ უკვე მარტო დარჩენის შიში შემოგეპარა და მოიყვან ცოლს

არადა ჩემს მიერ ჩამოთვლილი რამეების დათმობა უფრო ძნელია , რის გამო თან , როცა მარტოობის შიში შემომეპარება და გადავწყვიტავ რომ მიზანი აღარ მაქვს , უი უი ბევრი მშვიდად ვეღარ დაიძინებს <3

Posted by: Adi 17 Oct 2017, 17:18
Hermyon
QUOTE
რამდენის ხარ?

27-ს აღარაფერი მიკლია

Posted by: _nite_ 17 Oct 2017, 18:10
FREE-ON
QUOTE
არადა ჩემს მიერ ჩამოთვლილი რამეების დათმობა უფრო ძნელია ,

შენ რაც ჩამოთვალე ეს შეიძლება ოჯახის პარალელურად არსებობდეს.
შიში კი ოხერია,

Posted by: Hermyon 17 Oct 2017, 18:19
Adi
ფული თუ გაქვს არ უნდა გიჭირდეს წესით
გარეგნობის კომპლექსი გაქვს?

Posted by: Adi 17 Oct 2017, 18:27
Hermyon
QUOTE
ფული თუ გაქვს არ უნდა გიჭირდეს წესით
გარეგნობის კომპლექსი გაქვს?

არ მიჭირს ნამდვილად
არც გარეგნობის კომპლექსი მაქვს.
ჩაკეტილი ტიპი ვარ უბრალოდ.
არ მსიამოვნებს ზედმეტად ადამიანებთან ურთიერთობა.
* * *
აქამდე არ ვიყავი ასე, უფრო სწორად, დიდი გახსნილი და მეგობრების მოყვარული არც აქამდე ვყოფილვარ მაგრამ მერე ჩავიკეტე მეტად უფრო.
გარეგნობაზე რო ვთქვა უხეხულია მაგრამ საკმაოდ ნორმალური ტიპი ვარ. ქუჩა იქნება, თუ სხვა თავშეყრის ადგილი აშკარად ვგრძნობ გოგოების ყურადღებას. რამდენიმე წლის წინ მსიამოვნებდა ეს ყურადღება ეხლა მაგრად მკიდია უკვე.

Posted by: FREE-ON 18 Oct 2017, 09:18
_nite_
QUOTE
შენ რაც ჩამოთვალე ეს შეიძლება ოჯახის პარალელურად არსებობდეს.

ნწ , ეკონომიკის მთავარი პრინციპი მოთხოვნილებები უსაზღვროა რესურსები შეზღუდული

Posted by: _nite_ 18 Oct 2017, 12:01
FREE-ON
QUOTE
ეკონომიკის მთავარი პრინციპი მოთხოვნილებები უსაზღვროა რესურსები შეზღუდული

შეზღუდული რესურსების პირობებშიც ახერხებს ზოგი. გაჭირვებამაჩვენე გაქცევას გაჩვენებ - პრინციპით

Posted by: HurricaneKat. 18 Oct 2017, 12:06
QUOTE
ნწ , ეკონომიკის მთავარი პრინციპი მოთხოვნილებები უსაზღვროა რესურსები შეზღუდული

ნწ
მოთხოვნილებები ისე უნდა შეუსაბამო მიწოდებას რომ მოთხოვნად გადაიქცეს

Posted by: natia-ameli 20 Oct 2017, 21:41
QUOTE
შინაგანი განწყობის რომელსაც ადამიანები თავად ვერ ხვდებიან, არ უნდათ რეალურად დალაგებული მყუდრო და მოსაწყენი ურთიერთობა, იზიდავთ ინტრიგები, გულთყრები,განცდები ტანჯვები.


ეს არის ჩემი შემთხვევა ზუსტად. აღარ მინდა, ცუდია, როგორ გამოვსწორდე, უნდა გამოვსწორდე. დრამების დედოფალი ვარ. რა მეშველება.

Posted by: masaki 26 Oct 2017, 17:08
QUOTE
პირადი ცხოვრება

vis.gif facepalm.gif

Posted by: vinchenz@ 27 Oct 2017, 01:25
ალბად ადამიანების მიმართ ინტერესის ნაკლებობის გამოა ბევრი მარტოხელა და მარტო სული...სხვის მიმართ ინტერესის არ არსებობის ან ნაკლებობის გამო. ინტერესში არ ვგულისხმობ სათავისო ზედაპირული ინტერესის დაკმაყოფილებას, არამედ რომ გაინტერესებს როგორია, რა მოსწონს იმ სხვა ადამიანს, რას ფიქრობს და როგორ, როგორია სხვადასხვა სიტუაციებშ, როცა უღრმავდები ადამიანის არსს და ა.შ. და არა ინტერესი- იმიტომ, რომ შენს სტანდარტებში ჯდება.
ვფიქრობ, რომ გადადო შენი პირადი სტანდარტები და ფანტაზიები და უბრალოდ სცადო ადამიანების კარგად გაცნობა, აუციოლებლად იპოვი იმას, ვინც ბედნიერს გაგხდის. ალბად შენ უნდა შეგეძლოს სიყვარული, იმისთვის რომ სხვამაც შეგიყვაროს.
მყავს რამოდენიმე მეგობარი, კარგი, ლამაზი და "წარმატებული"(მეზიზღება ეს სიტყვა) გოგონები, ნუ ახალგაზრდა ქალები, მთლად გოგოები არ არიან. რაც ვიცნობ, მათ გარშემო კაცი არ გაჭაჭანებულა. მართლა ლამაზები არიან,ჭკვიანები, საქმიანები ნუ არაფერი აკლიათ, გარდა ბედნიერებისა, ანუ არ ვგულისხმობ ქორწინებას და ოჯახს ქართული ტრადიციული გაგებით, აკლიათ სიყვარული. რატომ გაუგებარია.

Posted by: masha 27 Oct 2017, 01:32
vinchenz@
QUOTE
ალბად ადამიანების მიმართ ინტერესის ნაკლებობის გამოა ბევრი მარტოხელა და მარტო სული...

ნუ ზოგიერთი ადამიანი ადრე დაბრძენდება ხოლმე
და იცის აპრიორი რომ ხალხი ბრბოა, ანუ მარტივად
ძირითადად ადამიანები არიან ღლეები
ჰოდა, არ უნდა რა პრობლემები

Posted by: masaki 27 Oct 2017, 02:01
28 წლის ვარ და არ მქონია საერთოდ პირადი ურთიერთობა დღემდე. მოწონებითაც არავინ მომწონებია სიყვარულზე ზედმეტია საუბარი.
ალბათ ვინჩენცამ რაც დაწერა ეგაა.
ნუ არ მინდა ზედმეტი პრობლემები. სიმყუდროვე და სიმშვიდე მირჩვენია ყველაფერს.

Posted by: Divergent 28 Oct 2017, 17:45
QUOTE (DReamsabout @ 31 Oct 2016, 14:57 )
თქვენი აზრი მაინტერესებს, როცა ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ  ბედნიერი იყო და ის ადამიანი ნაპოვნი უნდა გყავდეს, ვისთანაც ბედნიერი იქნები. რისი ბრალია რომ არ ხდება ასე?ამბიციების? საკუთარ თავთან დამოკიდებულების? თუ პრიორიტეტების არასწორად გადანაწილების?თუ როგორც იტყვიან, ბედისწერის?თუ აი, შნო უნდა ყველაფერს? თუ იპოვე და ვერ აფასებ/ვერ ხედავ?

ხშIრად ვინც წარუმატებელია პირად ცხოვრებაშI მას აქვს აგრესია საწინააღმდეგო სქესის მიმართ.
თუ ცნობიერად არა ქვეცნობიერად მაინც და განიზიდავს საწინააღმდეგო სქესს. ძალიან ბევრი ფაქტორია-ეს უმნიშვნელოვანესი რაც დავწერე.


masaki
რადგან არავინ მოგწონებია როგორც ზემოთ ადვწერე საწინააღმდეგო სქესს ვერ იტან ან შენი რომელიმე მშობელი ვერ იტანს -შენი ქვეცნობიერი განიზიდავს საწინააღმდეგო სქესს. შეგიძლია იმეორო აფირმაციები-მე მიყვარს საწინააღმეგო სქესი

Posted by: marimari11 28 Oct 2017, 19:21
QUOTE
პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?

თავს იმით ვიმშვიდებ რომ მე ვარ ძალიან კარგი givi.gif ჯერ ჩემსავით კარგი არავინ შემხვედრია და იმიტომ არ მიმართლებს lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: გათახსირებული 28 Oct 2017, 21:19
marimari11
QUOTE
თავს იმით ვიმშვიდებ რომ მე ვარ ძალიან კარგი  ჯერ ჩემსავით კარგი არავინ შემხვედრია და იმიტომ არ მიმართლებს

lol.gif 39 წლის რომ გახდები იმით დაიმშივიდე თავი რომ ისეთი კარგი და საოცარი არსება ხარ...ვერ ამოხსნა ვერავინ შენი ფენომენი და პატრა ღიპზე
დატატუნე givi.gif

ტყუპი ქალებს აქვს საშინელი გემოვნებოა.. ასე ამბობენ.. შეიძლება შენ ქე ხარ პრინცესას დონე ,მაგრამ გემოვნება არ გაძლევს საშვალებას გაშალო ფრთები up.gif

რაღაცა იქნება ისე არ დარჩები givi.gif რა გინდა მოდერნი ხარ ,ფულიანი და ფუმფულა up.gif
გმოვნება დახვეწე და ეგაა...

მე უკვე შევეგუე იმ აზრს რომ ხანმოკლე ურთერთობებისთვის ვარ შექმნილი.... givi.gif

იმენა სკოლის პეროდში გადიოდა სერიალი მეამბოხე სული და იქ რომ იყო მია აი ეგეთი გოგო თუ არ გამოჩნდა ცოლის მომყვანი არ ვარ up.gif
ძაან არ განიცადოთ :დ ლევნას რეკორდი უნდა მოვხსნა lol.gif
მერე მე და ლევან გავიჩითებით აქ....
100წლის რომ ვიქნებით მაინც გოგოებს დავუწყებთ კერვას givi.gif

Posted by: ninicool 28 Oct 2017, 21:27
marimari11
QUOTE
თავს იმით ვიმშვიდებ რომ მე ვარ ძალიან კარგი  ჯერ ჩემსავით კარგი არავინ შემხვედრია და იმიტომ არ მიმართლებს 

არადა, მართლა ეგრე იქნება, დარწმუნებული ვარ.

თუმცა, მარტო ყოფნა წარუმატებლობად არ მიმაჩნია. ერთზე მეტი ადამიანი მყუდროების დარღვევის საწინდარია. იმ მეორესთან ერთად ადრე თუ გვიან ახალი ადამიანის საჭიროება იჩენს თავს, რასაც ნერვები და დიდი ფიზიკური რესურსი მიაქვს, ქალისთვის მითუმეტეს.

ყველაფერს თავისი საზღაური აქვს.

Posted by: DORO 28 Oct 2017, 21:39
ninicool
QUOTE
ყველაფერს თავისი საზღაური აქვს.

++
და თავისი დროც .

Posted by: littlemiss 28 Oct 2017, 21:54
ადამიანს ის აბედნიერებს,რაც არ აქვს
და ის აუბედურებს, რაც ჰქონდა.

სამწუხაროდsmile.gif)

ამ წამს რაც მინდა სტაბილურობაა,მაგრამ როცა სტაბილურად ვიყავი,ვერ შევირგე.
როცა სხეულით და სულით აზარტული ხარ,განიზიდავ და იზიდავ უცნაურ ხალხს, რთულია ერთ ხავსს მოეჭიდო და მხოლოდ ამ ერთით დატკბე.
ზოგს რილეიშენშიფი წიგნებთან აქვს, ზოგს სამსახურთან... არჩევანის ამბავია.

Posted by: ვივიანა 28 Oct 2017, 21:59
რაც დრო გადის უფრო მეზარება სერიოზული ურთიერთობები ვხვდები :დ საერთოდაც ურთიერთობები.


Posted by: გათახსირებული 28 Oct 2017, 22:37
*Artless*
შენ მთვარე გეყოლება ვერძში...

ყველაზე ცუდი გემოვნება გაქვთ! ნუ შენ შეიძლება კიდევ ერთხელ გავმეორდები მთვარე გყვდეს ვერძში....


Posted by: გათახსირებული 28 Oct 2017, 22:55
*Artless*
დარწყმუნებუი ვარ იმდენად ცუდი გემვნების არიან ტყუპები მეც მექნებოდა შანსი givi.gif

შენ გაგიმრთლა up.gif მარის გეყოლება რაღაცაში,ან იუპიტერი...ეხლა არ თქვა ეგეც ტყუპებში მყავსო user.gif
პ.ს სასიყავრულო გამოცდილება არ მქონია ტყუპებთნა user.gif

Posted by: marituna 28 Oct 2017, 22:55
ninicoolდაა , ვის უნახავ ნერვებს და ფიზიკურ რესურსს ? :/

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 28 Oct 2017, 23:03
QUOTE
აი, შნო უნდა ყველაფერს

+1

Posted by: ninicool 28 Oct 2017, 23:05
marituna
QUOTE
დაა , ვის უნახავ ნერვებს და ფიზიკურ რესურსს ? :/

ჯერ ის უნდა დავადგინოთ მაქვს თუ არა ეგ ნერვები და ფიზიკური რესურსები.

ნუ, როგორ ამოვწურე, ეგ ალბათ საინტერესო არ არის ფორუმზე მოსაყოლად.

Posted by: Nielsen 29 Oct 2017, 00:35
დაიკიდეთ პირადი. მთავარია კარიერაა. ბევრი ფული და პროფესიული განვითარება.
ჟინის დასაკმაყოფილებლად არსებობს მომსახურებათა მთელი სერვისები როგორც კაცებისთვის ისე ქალებისთვის.

Posted by: Kaifistka 29 Oct 2017, 01:13
მოდი იქედან დავიწყოთ რა ითვლება წარმატებად პირად ურთიერთობაში?

ქორწინებაა მთავარი ამოსასვლელი წერტილი მაინც ანუ ყველასთვის ურთერთობების საბოლოო მიზანი მაინც მაქეთკენ მიდის ანუ ოჯახი ნიშნავს ხოლმე ხალხისთვის პირად ბედნიერებას ნუ არსებობენ გამონაკლისებიც ალბათ.

ხოდა აი ამ ოჯახს რამდენჯერ ქმნი ადამიანი? ერთხელ, ორჯერ, სამჯერ? ანუ შეიძლება რამდენჯერმე.
საშუალოდ ერთხელ ქმნიან, ხდება ორჯერაც და სამჯერაც. მეტჯერ იშვიათობაა.

ცხოვრებაშ კიდე ასობით ადამაინი შეგხდება ვინც მოგეწონება. ბევრთან გექნება ურთიერთობა.
უმეტესობას რა თქმა უნდა დაშორდები.
ოდესმე დაშორდები.

ანუ დაშორება წარუმატებლობა არაა.
თუ ვერ პოულობ კიდე ნუ რაღაც ან გამბედაობა გაკლია ან რაღაც, მაგრამ წარუმატებლობას კი არ ნიშნავს პიროვნული თვისებების ნაკლებობაზე მიუთითებს რომელიც გეხმარება წამოიწყო ურთიერთობა.
ხოდა ამის განვითარებაზე უნდა იმუშავო და არა იფიქრო რომ აი რა უბედური ვარ არავის მოვწონვარ.

თუ მიგატოვეს იმასაც მიატოვებენ ბევრჯერ და საერთოდ უმეტესობა ადამიანს გვაქვს გამოვლილი მიტოვების, დაშორების განცდები სანამ ბედნიერებას მივადგებით.

ამიტომ დაიკიდეთ და მოეშვით.

Posted by: გათახსირებული 29 Oct 2017, 01:17
Kaifistka
ზოდიაქოთი რაა ხარ?

Posted by: Kaifistka 29 Oct 2017, 01:19
გათახსირებული
ლომი.


//////////////////////////

ხო კარგი რჩევა გამახსენა ფორუმელმა.

არასოდეს არ მიანიჭოთ პარამეცნიერებებს დიდი მნიშმვნელობა პარტნიორის არჩევისას და ზოგადად ცხოვრებაში.


Posted by: გათახსირებული 29 Oct 2017, 01:20
Kaifistka
91 ხარ ხომ? sad.gif

Posted by: ninicool 29 Oct 2017, 01:22
Kaifistka
QUOTE
ხო კარგი რჩევა გამახსენა ფორუმელმა.

არასოდეს არ მიანიჭოთ პარამეცნიერებებს დიდი მნიშმვნელობა პარტნიორის არჩევისას და ზოგადად ცხოვრებაში.

ზოგი ნამეტნავად შეპყრობილია მაგ იდეით.

საღი შეფასებების გაკეთებაც კი უჭირთ ხშირად შორსწასული ფორმები თუ აქვთ.

Posted by: Kaifistka 29 Oct 2017, 01:26
გათახსირებული

1990 წლის 9 აგვისტოს დავიბადე საღამოს 11 საათზე ბათუმში.
პირადი რუკისთვის საკმარისია?

ადამიანს როგორ აფასებ მაგის მიხედვით ანუ მართლა გჯერა ახლა რომ ჩემი დაბადების თარიღით ჩემი ხასიათის გამოცნობა შეგიძლია?~

ninicool
QUOTE
საღი შეფასებების გაკეთებაც კი უჭირთ ხშირად შორსწასული ფორმები თუ აქვთ.

აუ ძაან ძაან ბევრი მიანხავს შეპყრობილი.
ამ ფორუმზე მითუმეტეს ცალკე განყოფილება აქვთ.
რავი ბევრ ადამიანს ვისაც პატივს ვცემ მაგისი ჯერა და მაგიტომ არაფერს ვამბობ, თორე აი სისულელედ მიმაჩნია რაა ეგ ყველაფერი.


Posted by: Nielsen 29 Oct 2017, 01:28
ზოგი იმდენად შორს მიდის რომ უკვე ყველგან და ყველაფერში ცდილობს ზოდიაქო დაინახოს. ფილმის ყურებისას ცდლობს გამოიცნოს ესა თუ ის პერსონაჟი რა ზოდიაქო შეიძლება იყოს და თავში ათამაშებს ათას კომბინაციას. უსადაგებს ამა თუ იმ თვისებას. ვიღაც მოეწონა? ცდილობს გაარკვიოს რა ზოდიაქოა, ვენერა სად ეყოლება და ა.შ. და ასე გადადის მავნე ჩვევაში. სულ ზოდიაქოები და პლანეტები უტრიალებს თავში. მთელი მზის სისტემაა თავისი ვენერებით, მარსებით და მერკურებით.

Posted by: gen100 29 Oct 2017, 01:32
ურთიერთობებში წარუმატებლობაზე ყოველთვის ერთი ჩემი ძველი ნაცნობი მახსენდება.

მსუქანი, ეგოისტი, მუქთახორა და ზარმაცი იყო. კოჭლი 4-იანი იყო რა.

როცა გოგოს ამბებზე დგებოდა საქმე 8-ზე ნაკლებ გოგოს ზედ არ უყურებდა. შანსი ქონდა სხვა მსუქან გოგოებთან რომლებიც წესიერი, ჭკვიანი, მხიარული და მოკლედ ერთადერთი ნაკლი სიმსუქნე როა ეგეთ გოგოებს იწუნებდა.

რათქმაუნდა კაი გოგო ამას ზედ არ შეხედავდა ამიტომ სულ მარტო იყო.

იმან იცოდა წუწუნი რო არ მიმართლებსო. დაფიქრდით ხოლმე რა ფასიც ხარ იგივეს ეძებ თუ შენზე ბევრად უკეთესს? 4 თუ ხარ 4-ს ადვილად იპოვი მარა როცა ბევრად უკეთესზე გაქ პრეტენზია მანდ დგება წარუმატებლობის დრო.

შეიძლება ეს არაფერ შუაშია და უბრალოდ უარის/მიტოვების/იმედგაცრუების გეშინია. მაშინ იმუშავე შენ თავზე, დაივიწყე საპირისპირო სქესის არსებობა 2-3 წლით და ამ დროში გახდი ისეთი მაგარი ტიპი როგორიც გინდა რომ იყო.

Posted by: W-G1 29 Oct 2017, 14:43
QUOTE
 პირად ცხოვრებაში მუდმივი წარუმატებლობა, რისი ბრალია?

ჩემ შემთხვევაში, არასტაბილური ხასიათის გამო yes.gif
სხვას ვერ დავაბრალებ რაც ჩემი ბრალია no.gif

Posted by: benito- 29 Oct 2017, 19:09
QUOTE
თუ ვერ პოულობ კიდე ნუ რაღაც ან გამბედაობა გაკლია ან რაღაც, მაგრამ წარუმატებლობას კი არ ნიშნავს პიროვნული თვისებების ნაკლებობაზე მიუთითებს რომელიც გეხმარება წამოიწყო ურთიერთობა.
ხოდა ამის განვითარებაზე უნდა იმუშავო და არა იფიქრო

QUOTE
იმან იცოდა წუწუნი რო არ მიმართლებსო. დაფიქრდით ხოლმე რა ფასიც ხარ იგივეს ეძებ თუ შენზე ბევრად უკეთესს? 4 თუ ხარ 4-ს ადვილად იპოვი მარა როცა ბევრად უკეთესზე გაქ პრეტენზია მანდ დგება წარუმატებლობის დრო.

yes.gif

მე ასეთი ვარ და მორჩაო მერე რო გეტყვიან

საკუთარ თავზე მეტი მუშაობა, მინუსების ამღმოფხვრა და ნკლები "მე ასეთი ვარ და ვერ შევიცვლები" და მერე დადგება ყველაფერი რიგზე : )

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)