მთელი თემა წავიკითხე და აი ჩემი შეკითხვები:
1. რა ზომის საბურავები ვეძებო, რომ ამომთხრელი ტრაქტორის კოვშს მოერგოს, ვიცი, რა ზომისაც ვეტყვი იმას ამოთხრის, მარა თუ თავიდანვე მოსარგო იქნება, ტრაქტორიც ნაკლებს იწვალებს და მეც ნაკლებს გადავიხდი
2. სად ვიშოვი ყველაზე იაფად ჭაში ჩასაწყობ საბურავებს?
3. რატომ არავის გიწერიათ ასეთი ვარიანტი: ჭის ფსკერად 2-3 ფენა მსხვილი ქვა, მერე ზემოდან დალაგებული საბურავები/კასრები
4. ჭას ვაკეთებ უნიტაზიდან 25-30 მ მანძილზე, ეზო დახრილია, უნიტაზის ბაკის წყალი ეყოფა ფეკალიების ბოლომდე გასატანად? ხომ არ სჯობს შხაპის წყალიც ამ ორმოში ჩავუშვა, ნაკლებსაც ვიწვალებ და ფეკალიებსაც უკეთესად "მიაწვება"
დიდი დატვირთვა რომ არ იქნება, სადმე გზაში არ გახმეს და არ გაჭედოს