Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > "ჩვენსობას" მსოფლიოში პირველად.


Posted by: axalirevolucia 7 May 2012, 16:41
ჩემსობას
ეს სასაცილო სიტყვა აღნიშნავს დროს, როცა მოსაუბრე წარსულში მყოფი სტატუსის მქონე იყო, საუბრის თემა კი იმ, განვლილი პერიოდის შესახებაა.

ჩემსობას- როცა მე სკოლის მოსწავლე ვიყავი ჩემსობას - როცა მე სტუდენტი ვიყავი ჩემსობას- როცა მე იქ ვმუშაობდი ჩემსობას - როცა მე იქ ვისვენებდი

აი ჩემსობას, როცა მე პენსიონერი ვიყავიო, ვეღარ იტყვის მოხუცი, იმიტომ რომ პენსიონერობის სტატუსი მას ისევ ექნება.

ანდა იტყვის, ოღონდ იქ, იმქვეყნად.


მოდი ეს დროში შეზღუდული ჩემსობასები გავაერთიანოთ და პენსიონერსაც გადავუჯოკროთ -ჩემსობას - ჩემს ცხოვრებაში. ჩემსობას, მივმართოთ შთამომავლებს.


თანაც მოსაყოლი ბევრი გვაქვს, ჩვენსობას, ვინც ახლა ვართ შუა ასაკში ხომ უამრავი მოსაყოლი რამ მოხდა. მოხდა ისეთი, რომელმაც მანამდე არსებული ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა ახალი, განვითარებული და კონფორტული ან სულაც გართულებული და დაძაბული ცხოვრებისკენ.


მაშ ასე, შთამომავალნო,
თქვენს ურიცხვ წინაპრებში ერთერთის ( ერთი თაობის) ცხოვრებაში მოხდა ეს ცვლილებები. ჩემსობას:


მელნიანი კალმები შეიცვალა ბურთულიანი პასტებით,

მოკვდა პროფესია - პასტის დამტენი,

მოკვდა ნივთები- ფაიფურის სამელნე და მისი ჩასადები მოქსოვილი ბუდე

გამოჩნდა ფერადი ტელევიზორი,

თხილამურების პლასტმასის ბათინკები, ახალი თხილამჯრები თავისი ამუნიციით

მანქანებმა ინდივიდუალური მხატვრულისგან მიიღეს უნიფიცირებული ფორმა


თვითმფრინავებს აუპრიხეს ფრთების ბოლოები გამოიგონეს შავცისფერი კინო ჟანრები: საშინელება

ცეკვები : ბრეიკდანსი, ჰიპჰოპი

სპორტები: სნოუბორდი, როლიკები, სკეიტბორდი

კვადროციკლი, სკუტერი, წყლის, თოვლის, სეგვეი,

პარაპლანი, ფრენა ( ვარდნა) ღამურას ფორმით,

მობილური ტელეფონი
კომპიუტერი,
ინტერნეტი,
ელსიდი მონიტორი,
ტაჩსკრინი,
მინიკაბა
ბიკინი,
პორნოგრაფია,
როკი,
უყინულო მაცივარი
ტეფლონი ლიკრა სილიკონი
ორმაგი შუშა- მინაპაკეტი
მეტალოპლასტმასის კარფანჯარა
რუბეროიდი ჰიდროიზოლაცია
უკამერო ბორბალი,
ელექტრომობილი,
ოფისის ცივ- ცხელი წყლის აპარატი,
ელექტრო წყლის მადუღარა
რთული ხელოვნური სუნთქვის აპარატები,
კოკაკოლა, პეფსიკოლა, მაკდონალდსი, ეტქ. გახდა გლობალური ბრენდები,
შემოვიდა ბავშვთა დაბადებისდღეები სპეციალიზებულ ცენტრებში
ლათინური სერიალები,
სერიალები,
კონოგადაღების ტექნიკა, ყველანაირი ფანტაზია რეალურ გამოსახულებად იქცევა + 3 დ გამოსახულება.

ექსტრემალური ატრაქციონები,
ფაქსი, ქსეროქსი, სკანერი, პრინტერი,
3დ პრინტერი,
გაჩნდა და მოკვდა ვიდეომაგნიტოფონი,
ყველა ქვეყანს ჰყავს პრემიერმინისტრი, ან პრეზიდენტი ან მეფე ან ყველა ერთად,
მონარქია ჯერ კიდევ არის რამდენიმე ქვეყანაში ( ნეპალში მაგალითად)
გლობალურად გავრცელდა წესი პრეზიდენტს განმეორებითი არჩევის უფლება მიეცეს მხოლოდ 2 ან 3 ჯერ.
გაერომ დაიწყო სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა

ევროპაში შიდა საზღვრები შესუსტდა ან მოიხსნა დაიწყო გლობალური დათბობა
გაჩნდა ოზონის ხვრელი,
გაჩნდა შიდსი გააკეთეს ცხვირიანი ონკანები
მოკვდა უკანასკნელი ტასმანიური მგელი,
კომუნკკაცია გახდა იაფი
გაჩნდა გლობალური ტელეარხები:
სიენენ, ბიბისი, ემტივი, ფეშენტივი, ევრონიუს, ევროსპორტ, დისქავერი, ნეშენელ ჯეოგრაფიკი, ჰისტორი, რეალტივი,ტრეველი,
საზოგადოება გახდა უფრო განვითარებული,
ტოლერანტული, დემოკრატიული, განათლებული,

გაჩნდა პოლიტიკური და საზოგადოებრივი თოქშოუები,
ჩინეთის მილიარდმა მოსახლემ ერთბაშად გაიხადა ნაცრისფერი კიტელები, გადმოჯდა ავტომობილებზე და ჩაიცვა ევროპულად. და ჩააცვა მთელს მსოფლიოს.
სათამაშოების 80% ჩინეთშია ნაწარმოები, საოჯახო ტექნიკის 70%

ტერორისტებმა გამოიყენეს სამგზავრო თვითმფრინავები საბრძოლო იარაღად, რაკეტად.
ირანელ მუსულმანთა იმამმა სიკვდილი მიუსაჯა ინდოელ მწერალს, რომელიც 30 წლის შემდეგაც ცოცხალია.
გაჩნდა რელიგიური ტელეარხები,
ტელექადაგებები. ტელეკონკურსები: ნიჭიერი, ყველაზე ჭკვიანი, ვის უნდა 20 ათასი, ეკივოკი, ბავშვთა და ზრდასრულთა ვიქტორინები, ტელე და რადიო არხთა რაოდენობა განუსაზღვრელად გაიზარდა 3 დან 333 მდე.

ომის წარმოება რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით მტრის სამოქალაქო მოსახლეობაში დამპყრობის მხილება იმით, რომ შენიანს კლავ, ანუ დამპყრობმა წესრიგი ვერ დაამყარა.
ინ ვიტრო განაყოფიერება და სუროგატი დედები ინგლისური ენა გახდა გლობალურად აღიარებული საერთაშორისო ენა ( ჯერ ცოტა უკლია) .

ოპტიკურბოჭკოვანი კაბელები სატელიტური თანამგზავრებით ინფორმაციის გაცვლა.
ბლოგები, ფეისბუკი, ტვიტერი, ფორუმები,

სკოჩი, ფხრიწიანი სამაგრი გიფსოკარდონი, შეკიდული ჭერი, ტუალეტის დეზოდორები სხვადასხვა მტვერსასრუტი ცირკულარული,
გენეტიკა, კლონირება, ღეროვანი უჯრედების ბანკი,

ფეხბურთის ევროლიგა,
ცვლილებები ფეხბურთის წესებში. ქუჩაში ვიდეოდაჯარიმება, ეკონომიური ნათურები
ბანკის კარტები
ბანკომატები
ფეიბოქსები,
ემპეტრი,
დივიდი,
ბლურეი ,
ბლუთუსი,
ვაიფაი,
პოლიტიკა: ვიეტნამის ომი ავღანეთის ომი, დაიშალა სსრკ, გაერთიანდა გერმანია, დაიყო კორეა, ირანში გამეფდა მუსულმანური ფეოდალიზმი, არაბული რევოლუციები ერაყი, ავღანეთი პოსტსსრკს შემდგომი ეთნოომები: აზერბაიჯანი სომხეთი, საქართველო , უიგოსლავია,
2012 წელს ჯერ კიდევ: მსოფლიოს ლიდერთა 10% ეროვნულ- ეთნოგრაფიული ტანსაცმლით დადის, საერთაშორისო შეხვედრებზეც. ( აფრიკა, არაბეთის ზოგიერთი ქვეყანა, ირანი, პაკისტანი, ავღანეთი, )
მუსულმანურ ქვეყნებში ქალებს ჩადრი ახურავთ.
რელიგიას და ეკლესიას პოლიტიკაში დიდი როლის თამაში შეუძლია .

გამომრჩა რამე?

Posted by: CYB-ORG 8 May 2012, 19:51
axalirevolucia
სგ! up.gif
მაგარი თემაა!
დავამატოთ, ვინც რას შევძლებთ.


Posted by: sold_ier 9 May 2012, 01:19
უშუქობა
უგაზობა
უწყლობა
კომპიუტერი
კაბელური ტელევიზია
სამოქალაქო ომი
რევოლუცია
ომი რუსეთთან
მოიჭრა ხეები აღმაშენებელზე და სხვაგან
ფეჩით გათბობა
გაგრძელდა ბულვარი

დანარჩენი მეზარება biggrin.gif

Posted by: axalirevolucia 12 May 2012, 06:34
ფურშეტი
და შვედური მაგიდა გახდა გლობალური სასტუმროებში .

პოვერ პოინტი აუცილებელი ლექციისთვის.

კარდანიანი ( უცეპო ველოსიპედები, როგორც ბათუმშია)

დელფინარიუმები

"კომეტა"

ჰაერის ბალიშზე მცირავი გემი ( პროპელორებით)

აქვაპარკები

" პალმეტური" ვაშლი, ვაშლის ჯიში, რომელიც ვაზივით საყრდენზე იზრდება და პამიდორივით ბევრს ისხავს.

ფეხსაცმელი: ბოტასი, კეტასი, კეტი,
ტოპიკი,
(გოგოების ჩანჩურა შარვალს არ შევიტან ამ სიაში, იმედია მასზე მოდა სამუდამოდ მოკვდება)
პამპერსი ( მეწერა მგონი?).
იატაკის ჩვარის პლასტმასის ჯოხი ადვილად სატრიალო.








Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)