forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (39) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> განბაჟება! დეტალური ინფორმაცია ყველა საკითხზე, VOL 2
temo_777
Administrators


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4380
წევრი No.: 116607
რეგისტრ.: 4-June 10

  გამოგზავნილია: 1 Aug 2016, 16:32  #48483120      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოკლედ გადავწყვიტე დეტალურად აღვწერო საბაჟო საკითხები. ერთი და იგივე კითხვის თავიდან აცილების მიზნით, შევეცდები წინასწარვე ერთ პოსტში ჩავატიო ყველა ის კითხვა, რაც აწუხებდათ წინა თემაში ყოველ გვერდზე მომხმარებლებს. იმედია, ამ პოსტის გადაკითხვა მაინც არ დაეზარებათ.
წინა თემის ლინკი: განბაჟება

დავიწყოთ:

ძირითადად ნივთი ექვემდებარება განბაჟებას:
თუ გზავნილის ღირებულება აღემატება 300 ლარს,
თუ 5 ან მეტი (ეს ცოტა სადავო საკითხია) ერთნაირი ნივთი დევს გზავნილში ან გზავნილის წონა აღემატება 30 კგ-ს.


როგორც აღვნიშნე, ნივთების რაოდენობა ცოტა სადავო საკითხია. ძირითადად ასეა, უმრავლეს გადამზიდს ასე აქვს მითითებული, თუმცა კანონმდებლობაში არაფერი წერია ამ საკითხზე. ზოგ გადამზიდს 3-4 ნივთზეც უწერია, რომ ექვემდებარება განბაჟებას. შესაბამისად, ჩვენს გაუგებარ ქვეყანაში ვერ გაიგებ საბოლოოდ რაშია საქმე. ნივთს როგორც უნდათ, ისე გაატარებენ საბაჟოზე. შეიძლება 7 ნივთი იყოს, მაგრამ არ განაბაჟონ,
მოკლედ, როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ, ხოლო რაც შეეხება კანონმდებლობას, აგერ:

"იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია:
საფოსტო გზავნილის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე–97-ე ჯგუფების შესაბამისი 300 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, აგრეთვე 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;
"

ახლა დეტალურად გავშიფროთ, რას ნიშნავს "თუ გზავნილის ღირებულება აღემატება 300 ლარს"?

ამ შემთხვევაში იგულისხმება ნივთის პროდუქციის თვითღირებულება ტრანსპორტირების და სხვა რაიმე თანხის გარეშე
მაგალითად: თუ ნივთი ღირს 120$ + შიპინგი აქვს 20$, შესაბამისად, ნივთს არ მოუწევს განბაჟება, დღევანდელი კურსის მიხედვით (2.3479). შიპინგი არ ითვლება, გინდ 80$ იყოს მაინც. ნივთი დადეკლარირდება როგორც 120$ (და არა 140$)
და იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის სუფთა ღირებულება ცდება 300 ლარს, მაგას ზემოდან დაემატება + შიდა შიპინგი + წონის გადასახადი, ამ ყველაფერს +18% და დეკლალირების საფასური 5 ლარი. (ზოგ გადამზიდთან უფასოა)
ბაჟის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის მიღებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.



ახლა კი პატარა კითხვა-პასუხი რაც ხშირად აინტერესებს ხოლმე იუზერებს

1) რომელი ბანკის კურსის მიხედვით ითვლება დღგ-ს (საბაჟო) გადასახადი და როდის ხდება დათვლა?

დათვლა ხდება ამანათის საბაჟოზე შემოსვლის დღეს არსებული ეროვნული ბანკის კურსის მიხედვით.
https://www.nbg.gov.ge/index.php?m=2
მაგალითად, თუ ნივთის შეძენის დღეს კურსი იყო 2.3479 და ნივთი ღირდა 125$ ყველანაირი შიპინგების გარეშე, გავიდა 2 კვირა ჩამოვიდა ნივთი და კურსმა შეადგინა 2,5 მაგ შემთხვევაში გადაიხდით სახელმწიფო ბაჟს (18%) იმიტომ, რომ ნივთის ღირებულება გადაცდა 300 ლარს და საბაჟომ გაგიკეთათ სიურპრიზი user posted image


2) თუ სხვადასხვა გადამზიდებით გამოვიწერე ერთ სახელზე, თუნდაც ერთი და იგივე ონლაინ მაღაზიიდან და ჯამში ნივთების ღირებულება აღემატება (ცალ-ცალკე კიდევ არა) 300 ლარს, მომიწევს თუ არა განბაჟება?

არა.
სხვადასხვა გადამზიდთან შეძენილ ნივთებს თუნდაც ერთ სახელზე და ერთ საიტზეც ვერანაირად ვერ მოუწევს განბაჟება
იმიტომ რომ ერთ რეისში ის ვერანაირად ვერ მოხვდება.
მაგ. თუ usa2georgia-სგან გამოიწერეთ 280 ლარიანი ნივთი და სიტყვაზე usshop-თან კიდევ 280 ლარიანი ერთი და იგივე დროს, ნივთს არ შეეხება განბაჟება!!!!


3) თუ სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან გამოვიწერე ნივთები ერთ სახელზე, ერთ გადამზიდზე და ერთი და იგივე დროს (რა თქმა უნდა თუ ცალ-ცალკე არ აღემატება 300 ლარს) მოუწევს თუ არა განბაჟება??

არა, არ მოუწევს განბაჟება სხვადასხვა ონლაინ მაღაზიებიდან გამოწერილ ნივთებს, თუ სიტყვაზე ცალ-ცალკე არ აღემატება 300 ლარს.
P.S ზოგიერთ გადამზიდს უწერია თავიანთ გვერდზე: "მეგა მარკეტები, ერთიანი გადახდის სისტემით, (amazon, eBay) ითვლება ერთ მაღაზიად."
როგორც იტყვიან ხოლმე bull·shit
user posted image

არაა ეს მართალი, ადრე ვითომ მასე თვლიდნენო როგორც მითხრა ერთ-ერთმა გადამზიდმა. მაგრამ წარმოიდგინეთ იბეი და ამაზონი როგორ უნდა იყოს ერთი და იგივე მაღაზია. user posted image
სავარაუდოდ, 18% რომ გატენონ, უბრალოდ ეს ამბავი მგონია!

გავაგრძელოთ. კიდევ რა კითხვებია ხოლმე მოვიფიქროთ user posted image


4) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ღირებულება არ აღემატება 300 ლარს?
და შემთხვევით ან თუნდაც განგებ ჩავწერთ დეკლარირებაში სხვა თანხას? ან საერთოდ არ ჩავწერთ?


არც, არაფერი არ მოხდება!!!
საერთოდ ნივთი ითვლება არადეკლარირებადად თუ არ აღემატება 300 ლარს!!!
მაგრამ თუ ჩაწერთ სხვა თანხას (ან საერთოდ არ ჩაწერთ) დიდი ალბათობით გააჩერებენ და მოგთხოვენ ინვოისს!
(ისედაც სწორ თანხებზე 90% მაინც ითხოვენ user posted image )
ასე რომ სჯობს ნებისმიერ შემთხვევაში დაადეკლარიროთ თქვენი ნივთი user posted image


5) რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ნივთის ღირებულება აღემატება 300 ლარს და განგებ ჩავწერთ სხვა თანხას განბაჟების თავიდან აცილების მიზნით?

ოო აქ არის რაც არის user posted image
ნუ პრინციპში ალბათ დიდი არაფერი. პატარა ჯარიმაა (გააჩნია შემცირებული თანხის ოდენობას )
ზოგს რომ გონია ნივთის ღირებულების 100% და 200% გაათმაგებული ასე არაა.
არავინ მოგატყუოთ!
შემცირებული თანხის (და არა ნივთის ღირებულების) 40%-ს იხდით პირველ ჯერზე + დღგ-ა კიდევ მგონი.
თუ, რა თქმა უნდა, 3000 ლარზე მეტი არა ღირს ნივთი. ხოლო განმეორებით ქმედებაზე შემცირებული თანხის 100%-ს ჩაგახუტებთ საბაჟო.
ესეც ჩვენი საგადასახადო კოდექსი
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1043717

"4. საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება დეკლარანტის (ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებულის გარდა) ან მისი წარმომადგენლის მიერ –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 200 პროცენტის ოდენობით.
6. ფიზიკური პირის მიერ 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე წარდგენილ საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში არასწორი მონაცემის არსებობისას იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 40 პროცენტის ოდენობით.
7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, –
იწვევს პირის დაჯარიმებას საბაჟო დეკლარაციაში შემცირებული იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების თანხის 100 პროცენტის ოდენობით."


გავაგრძელოთ, user posted image იმედია არ მოიწყინეთ.
იმიტომ, რომ მგონი მე მოვიწყინე user posted image


6) შეიძლება თუ არა რამენაირად თავი ავარიდო განბაჟებას?

არაკანონიერად ვერანაირად!
99% დაიწვებით. ის კი არა ერთი პერიოდი იბეიზე ნაყიდ ნივთებს item number-ის საშუალებით აგდებდა და როდესაც ითხოვდენენ ინვოისის გადაგზავნას, შესაბამისად fake ინვოისებსაც ხვდებოდნენ ზუსტად მაგ item number-ის საშუალებით. (პრინციპში ახლაც აგდებს,უბრალოდ აღარ დავწერ როგორ)
ასე რომ დაიწვებით!!! და არ გირჩევთ ინვოისის გაყალბებას!
ინვოისს თუ არ გადაუგზავნით და თუ შეამჩნიეს, რომ უეჭველი შეცვლილი ინვოისია, საბაჟო ექსპერტიზა დაადგენს ფასს (თავიანთ სასარგებლოდ) და ისე განაბაჟებენ.



7) აქვთ თუ არა უფლება ინვოისის არდაკმაყოფილების შემთხვევაში მოითხოვონ ექაუნთის გახსნა?

მოგეხსენებათ ალბათ, ვინც იწერთ ხოლმე ამანათებს ხშირად ონლაინ მაღაზიებიდან შედარებით უფრო დაბალ ფასებში ვიდრე მასე ღირს, 100%-იდან 100-ვესთვის მოუთხოვიათ ექაუნთის გახსნა. და ისიც არა ერთხელ, და საბოლოოდ მიუყვანიხართ ამ მდგომარეობამდე user posted image

კატეგორიულად არა აქვთ უფლება ექაუნთის შემოწმების სასამართლოს გარეშე!!!
აი ჯერ მივიდეს საქმე სასამართლომდე და მერე გამახსნევინონ ექაუნთი, ძირითადად ფსიქოლოგიური პრესში ყავხარ მაგ დროს, დაახლოებით ისეთი, როდესაც მაგალითს მოვიყვან და საკრედიტო ოფიცრები რომ ადგებიან სახლში უკანონოდ და 1000 სისულელეს რომ ემუქრებიან და საბოლოოდ ვერაფერს ვერ აკეთებენ. თუმცა უმრავლესობას სჯერა ეს და მაინც ემორჩილებიან!

რისთვისაა აბა ეს კონსტიტუცია და მუხლები???

მუხლი 6
1. საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას.

მუხლი 20
1. ყოველი ადამიანის პირადი ცხოვრება, პირადი საქმიანობის ადგილი, პირადი ჩანაწერი, მიმოწერა, საუბარი სატელეფონო და სხვა სახის ტექნიკური საშუალებით, აგრეთვე ტექნიკური საშუალებებით მიღებული შეტყობინებანი ხელშეუხებელია.აღნიშნული უფლებების შეზღუდვა დაიშვება სასამართლოს გადაწყვეტილებით ან მის გარეშეც, კანონით გათვალისწინებული გადაუდებელი აუცილებლობისას.


მუხლი 40
1. ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.


2. არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს.

3. დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, საბრალდებო დასკვნა და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.


ჯერ დამიმტკიცოს რომ მე ვარ მატყუარა და დამნაშავე, წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები და მერე მომთხოვოს ექაუნთის გახსნა.
მხოლოდ ესე ეჭვის საფუძველზე და ჰარი-ჰარალეზე არაა მოსული რაღაცის დაბრალება და + კიდე დაბრალებაც კანონით ისჯება.

ვაახ რამდენი ვილაპარაკე ერთი ვუდუს თოჯინა მინდა რა user posted image


მუხლი 41
2. ოფიციალურ ჩანაწერებში არსებული ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან, მის ფინანსებთან ან სხვა კერძო საკითხებთან, არავისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი თვით ამ ადამიანის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით დადგენილი შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჯანმრთელობის, სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად.



8) ითვალისწინებს თუ არა საბაჟო გიფტ კარტებს და დისკაუნტ კოდებს?? ან კიდე მსგავს ფასდაკლებებს.

გააჩნია შემთხვევას!
ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს!
რა სახით არის წარმოდგენილი ინვოისში,როგორი გიფტ კარტაა და ასე შემდეგ,
თუ მაგალითად თქვენ იყიდეთ სპეციალურად 50$-იანი გიფტ ბარათი, ნივთი ღირდა სიტყვაზე 170$ და თქვენ გადაიხადეთ 120$ +50$ გიფტ ბარათით, მაგას არ ჩათვლიან და გადაიხდით ჩვეულებრივად დღგ-ს რა თქმა უნდა.
კიდევ გააჩნია ინვოისს, როგორი სახით არის წარმოდგენილი. მნიშვნელობა ენიჭება აგრეთვე subtotal-ში რა არის მითითებული. საბტოტალში თუ ნივთის ღირებულება 300 ლარზე მეტი არაა, მაშინ წესით არ უნდა დაგაკისრონ საბაჟო გადასახადი.
თუ იბეიზე მაგალითად make offer-ით 180$-იან ნივთზე დაგთანხმდათ 90$ზე, შესაბამისად დაადეკლარირებთ 90$ და არა 180-ს.
რაც შეეხება საჩუქარს, საჩუქარიც ბაჟდება მიუხედავად იმისა რომ თქვენ არაფერი გაქვთ გადახდილი.
თუ, რა თქმა უნდა, არა აქვს ინვოისი გამოყოლებული რომელიც ადასტურებს რომ 300 ლარზე ნაკლები ღირს.

ახლა ძალიან დავიღალე და თუ რაიმე გამახსენდა კიდევ დავამატებ.
user posted image



პ.ს.
არ დააჩაგვრინოთ თავი საბაჟოს! mad.gif
user posted image


user posted image

This post has been edited by GunsN on 1 Aug 2016, 23:25


--------------------
Intel® Xeon® Processor W3690
ASUS Sabertooth X58
G.SKILL Ripjaws Z Series 32GB 1866 (ფაფუუ)
Crucial MX300 750GB Limited Edition
Cooler Master V8
Corsair GS800
MSI GeForce GTX 680 OC TWIN FROZR
COOLER MASTER CM Stacker STC-T01-UWK
GENIUS SW-HF5.1 5005; 150W
Kate789
Batman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18943
წევრი No.: 27415
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 1 Aug 2016, 16:51  #48483293      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
temo_777
სხვა დროს დაელოდე ხოლმე 100 გვერდამდე ასვლას.
მეც ველოდებოდი იმ თემის 100 გვერდამდე ასვლას და მერე მაინც შენთვის უნდა მეთხოვა, ახალი გახსენი-მეთქი.
პოსტი არის სუპერ.
ახლა ჩავუჯდები და უფრო დეტალურად გადავიკითხავ. დეტალებს ჩავასწორებ.

This post has been edited by Kate789 on 1 Aug 2016, 16:52


--------------------
Мы ведем себя абсурдно, гротескно и смехотворно, но послольку все вокруг ведут себя точно так же, это поведение постепенно начинает казаться нам нормалным.
Знаешь, за что я тебя люблю? Я тебя люблю, потому что я с тобой не знаком. И даже если бы я тебя знал, все равно любил бы.
Scharfschutze
ძალიან ცუდი მემბერი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5005
წევრი No.: 14052
რეგისტრ.: 29-October 05

გამოგზავნილია: 1 Aug 2016, 16:52  #48483307      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
temo_777
QUOTE
მაგ აითიმ ნამბერის საშუალებით. (პრინციპში ახლაც აგდებს,უბრალოდ აღარ დავწერ როგორ)

დაწერე კაცო პირიქით, დაჟე საბაჟოს მივაწოდოთ, იქნებ აღარ წაიღონ ტვინი ამდენი ხანი ნივთების გაჩერებით და შემოწმონ ხოლმე მალევე, ვიღაც აფერისტების გამო მე რატომ უნდა ვზარალდებოდე. 3 კვირაა საბაჟოზე გდია ჩემი მონიტორი facepalm.gif


--------------------
http://www.youtube.com/user/Scharfschutze001/featured
temo_777
Administrators


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4380
წევრი No.: 116607
რეგისტრ.: 4-June 10

გამოგზავნილია: 1 Aug 2016, 16:57  #48483341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kate789
QUOTE
სხვა დროს დაელოდე ხოლმე 100 გვერდამდე ასვლას.

ო.კ
უბრალოდ მეთქი არ დამასწრონ თქო biggrin.gif
და მინდოდა ყველას დეტალურად სცოდნოდა ყველაფერი

Scharfschutze
QUOTE
დაწერე კაცო პირიქით

პრინციპში მართალი ხარ.
დიდი არაფერი, advanced-ში გადადიხარ და sold-ს მოუნიშნავ და ისევ აგდებს smile.gif
ხოლო სიტყვაზე თუ ნივთი რაოდენობრივად ააქვს სელერს,მაგ სოლდის მონიშვნის გარეშეც აგდებს.
ანუ თუ კვლავ იყიდება

This post has been edited by temo_777 on 1 Aug 2016, 17:01
Scharfschutze
ძალიან ცუდი მემბერი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5005
წევრი No.: 14052
რეგისტრ.: 29-October 05

გამოგზავნილია: 1 Aug 2016, 17:39  #48483737      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
temo_777
QUOTE
პრინციპში მართალი ხარ.
დიდი არაფერი, advanced-ში გადადიხარ და sold-ს მოუნიშნავ და ისევ აგდებს
ხოლო სიტყვაზე თუ ნივთი რაოდენობრივად ააქვს სელერს,მაგ სოლდის მონიშვნის გარეშეც აგდებს.
ანუ თუ კვლავ იყიდება

up.gif შემთხვევით ხომ არ იცი ტელეფონით შესაძლებელია საბაჟოზე გავარკვიო ჩემი ნივთი რატომაა გაჩერებული ამდენხანს ან რამე ამდაგვარი? ფიზიკურად მისვლა რომ არ მომიწიოს, მეზარება თელავიდან მაგის გამო ჩამოსვლა და ბესტექსის გადამკიდე კიდევ ეგენი როდის მოაბავენ გამოტანას თავს, 3 კვირა გადის უკვე
Gogla1990
The Good


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16130
წევრი No.: 154210
რეგისტრ.: 19-September 12

გამოგზავნილია: 1 Aug 2016, 18:06  #48483944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
temo_777
მშვენიერია, მადლობა თემო ასეთი ინფორმაციული თემისთვის

კანონი კანონია, მაგრამ კი იცი როგორც იცავენ, ჭაღარა გამიჩინეს მთელი ზაფხულია, ერთი ნივთი ვერ ჩამომიტანია ნორმალურად, დააგდებენ საბაჟოზე და ველოდები კვირაობით
ინვოისებსაც ვუგზავნი, ექაუნთსაც ვაძლევ(არადა არ უნდა ვაძლევდე) მაგრამ მაინც დროში იწელება, 2 წუთიანი პროცედურას 2 კვირას წელავენ

Scharfschutze
QUOTE
შემთხვევით ხომ არ იცი ტელეფონით შესაძლებელია საბაჟოზე გავარკვიო ჩემი ნივთი რატომაა გაჩერებული ამდენხანს ან რამე ამდაგვარი?

აზრი არ აქვს, ყველაფერზე გიპასუხებენ გარდა იმისა რასაც კითხავ biggrin.gif
QUOTE
3 კვირაა საბაჟოზე გდია ჩემი მონიტორი

12-ში გაჩერებული ამანათი აგერ ახალი თვე დაიწყო და ეხლაც იქ გდია biggrin.gif


პ.ს
წინა თემაში ვონი დავიმსახურე ბილწსიტყვაობისთვის, არადა როგორია კორექტულად მიუდგე ასეთ უპასუხისმგებლო, მხოლოდ ხელფას/პრემიების დარიგებაზე ორიენტირებულ სამსახურს vis.gif


--------------------
”მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.”
temo_777
Administrators


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4380
წევრი No.: 116607
რეგისტრ.: 4-June 10

გამოგზავნილია: 1 Aug 2016, 18:27  #48484111      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Scharfschutze
პმ-ში მოგწერე რაღაც.



Gogla1990
ვიცი გოგლა როგორ არ ვიცი,ყველაზე ცუდი ისაა რომ ვერაფერს ვერა ვცვლით,
ეს თემა მაინც იყოს,რომ რეალურად საქმის კურსში იყოს ყველა რეალურად რისი უფლება აქვთ და რისი არა.
Kate789
Batman


*******
ჯგუფი: Moderators
წერილები: 18943
წევრი No.: 27415
რეგისტრ.: 25-December 06

გამოგზავნილია: 1 Aug 2016, 19:42  #48484629      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
temo_777
QUOTE
ო.კ
უბრალოდ მეთქი არ დამასწრონ თქო

არა არა. ისედაც დღე-დღეზე უნდა მომეწერა შენთვის biggrin.gif
რაღაცები ჩავასწორე, თუმცა ძირითადად ყველაფერი სწორია და ძალიან კარგი პოსტია jump.gif
temo_777
Administrators


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4380
წევრი No.: 116607
რეგისტრ.: 4-June 10

გამოგზავნილია: 1 Aug 2016, 20:08  #48484767      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Kate789
QUOTE
რაღაცები ჩავასწორე

მომეწონა კაი აზრია, უბრალოდ მე-4,5,6,7,8 კითხვებიც გავამუქე,თუ არ ხარ წინააღმდეგი რა თქმა უნდა. smile.gif
QUOTE
ძირითადად ყველაფერი სწორია და ძალიან კარგი პოსტია

მადლობა smile.gif
gogicha93
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1501
წევრი No.: 133427
რეგისტრ.: 6-July 11

გამოგზავნილია: 1 Aug 2016, 21:34  #48485311      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
temo_777
მალადეც, ბევრი გიშრომია, სასარგებლო ინფორმაციააა ამ თემაში თავმოყრილი.
GunsN
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: co-Moderators
წერილები: 17743
წევრი No.: 120779
რეგისტრ.: 9-September 10

გამოგზავნილია: 1 Aug 2016, 22:32  #48485681      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
temo_777
მართლა კარგი და საჭირო ინფორმაციაა, იმედია ამ თემაში შემოსვლისთანავე შენ პირველ პოსტს წაიკითხავს ყველა smile.gif
კარგია თემო up.gif


--------------------
♫ ♪ ♪ ♫ ♩
Trust Us
temo_777
Administrators


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4380
წევრი No.: 116607
რეგისტრ.: 4-June 10

გამოგზავნილია: 1 Aug 2016, 22:40  #48485723      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
gogicha93
GunsN
thx


Kate789
QUOTE
შემცირებული თანხის (და არა ნივთის ღირებულების) 40%-ს იხდით პირველ ჯერზე + დღგ-ა კიდევ მგონი.
თუ, რა თქმა უნდა, 300 ლარზე მეტი არა ღირს ნივთი.

აქ სწორად მეწერა biggrin.gif
3000 უნდა იყოს.

GunsN
Kate789
ჩაასწორეთ რა,მე ვეღარ ვასწორებ
levshen
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 48
წევრი No.: 209528
რეგისტრ.: 29-October 15

გამოგზავნილია: 7 Aug 2016, 20:52  #48528846      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ყური მოვკარი რომ ახალი საბაჟო რეგულაციები მზადდება და მართალია ვითომ?
qishooo
დავითი [STALKER]


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3882
წევრი No.: 128507
რეგისტრ.: 9-March 11

გამოგზავნილია: 19 Aug 2016, 09:47  #48611758      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
სხვადასხვა დღეს სხვადასხვა რეისით ჩამოსულ ამანათებს ერთად მოუწევთ განბაჟება თუკი ერთი და იმავე დღეს მიიტანენ საბაჟოზე?
თუ ცალ-ცალკე განბაჟდება?

პირველი ნივთი 9 აგვისტოს გამოვიწერე, მეორე 12 აგვისტოს, სხვადასხვა რეისით წამოვიდა ორივე,მაგრამ , საიტზე დაწერეს დღეს შევიდა ორივე საბაჟოზეო.
პირველის თვით ღირებულება 300 ლარს ცდება, მეორესი არა.

This post has been edited by qishooo on 19 Aug 2016, 09:49


--------------------
OPHIUCH
"Because war... war never changes"
temo_777
Administrators


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4380
წევრი No.: 116607
რეგისტრ.: 4-June 10

გამოგზავნილია: 19 Aug 2016, 09:58  #48611800      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
qishooo
სხვადასხვა რეისებია და რა თქმა უნდა დაითვლება ცალ-ცალკე.
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 1 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (39) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0224 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]