გსმენიათ, ალბათ, მიწისძვრა რომ მოხდებოდა და ეკლესიის სკამაოები რომ გაჰკიოდნენ, ღმერთი გვსჯისო, ხომა?
საქმე იმაშია, რომ ბუნებრივ კატაკლიზმებს მართლაც წინ უსწრებს საზოგადოებრივი დეგრადაცია, მაგრამ სკამაოები ცუღლუტობენ - ღმერთი არ სჯის ადამიანებს!
ადამიანები გრძნობენ უბედურების მოახლოებას და გაუცნობიერებლად იწყებენ ბიძინობების კეთებას.
დღეს ისეთი კულმინაციური მეგაბიძინობა მოხდა, აგერ რომ ჯავახეთის კალვერაა თუ რა ოხრობაა, ის ხომ არ აპირებს რამეს და ჩვენი კოლექტიური ქვეცნობიერიც ამიტომ ხომ არ გვეიმასშვება?
თან ქარიც ისეთი უქიქინებს, მიწისძვრის წინ რომ იცის ხოლმე და მე პირადად მიმაჩნია, რომ რაც უფრო ნაკლებ დროს ვიქნებით შენობაში, ვინძლო უკეთესი იყოს...
ჰოდა, მარტო ხომ არ დავდგები გარეთ ასეთ ამინდში? სჯობია აქციაზე გავიდე, მაგრამ უკვე ვეღარ გავიგე, სად - ისე დაარბენინებს მელია ხალხს აღმა-დაღმა, რომ უკვე მეც კი დავიბენისავით... უბრალოდ გავალ გლდანში, უბანში და მგონი აქეთაც ამოირბენენ...
პუსუ: თოთოების გასაგონად - კაკულია არ ვარ!