Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ტექნიკური და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები > ასტრონომია II |
Posted by: Taba 8 Apr 2014, 14:23 |
ავტორი kabal ბარო ალლ , თემის http://forum.ge/?f=66&showtopic=33994746 გაგრძელება პირველი ნაწილის TOP 10 იუზერი:
michael_ 421 nforumi 389 ქაფქიანა 284 sv@mp 182 Hushta 116 ბეჟანბეჟანი 112 WOO 104 Kakha 86 asphurcela 74 |
Posted by: არწივი9 8 Apr 2014, 14:25 | ||
პირველ ადგილზე ვყოფილვარ |
Posted by: Taba 8 Apr 2014, 14:28 |
არწივი9 განყოფილების მესი(ა) ხარ |
Posted by: ბეჟანბეჟანი 8 Apr 2014, 14:54 | ||||
მე როდისღა ვპოსტე ამდენი? |
Posted by: nforumi 8 Apr 2014, 18:40 |
Taba არ დამინახიხარ რამდენი ხანია, ახლა გამოჩნდი და ასტრონომიის ასტრონომიული თემა დახურე ? |
Posted by: forum-ge 9 Apr 2014, 12:49 |
მე ღადაობის გარეშე მაინტერესებს რატომ არის მარსის უმეტესობა სურათები შავ-თეთრი. ოფიციალური მიზეზი რა არის? შეთქმულების თეორიების გარდა სხვა რა მიზეზია? |
Posted by: boone 10 Apr 2014, 01:41 |
მეც დავფიქსირდები ახალ თემაში ისე 288მდე რატო აიყვანეთ? მოდი ერთ საკითხს დავსვამ : შეიძლება სიცოცხლე არსებობდეს დედამიწაზე არსებული კანონზომიერების გარეშე ? მაგ უჟანგბადო სივრცეში ანდა 100გრადუსიან სიცხეში ? ჩემმა მეგობარმა მითხრა (ფიზიკოსია) რომ სავსებით შესაძლებელიაო და რანაირად ჰო კიდე შალიკოს სიტყვები გამახსენდა წინისწინა გვერდზე მარსზე რომ იყო ლაპარაკი : ორი ამოუხსნელი ამოცანა აწუხებს კაცობრიობას არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და რამდენი ამომრჩეველია საქართველოშიო . ძნელია არ დაეთანხმო . |
Posted by: nforumi 10 Apr 2014, 09:48 | ||||
boone
მარსზე სიცოცხლის საკითხი გაირკვევა ალბათ, საქართველოს ამომრჩეველთა რაოდენობის კი ვინ იცის!...
რატომ უნდა იყოს შეუძლებელი ვითომ? რა პრობლემაა? ცხადია შესაძლებელია შესაბამისი ადაპტირებული ვარაინტის არსებობა |
Posted by: Taba 10 Apr 2014, 11:03 | ||||||||
nforumi
კი არ დავხურე გავხსენი boone
რაღაცის მოძებნა მონდოდა და რომ ვიწვალე, მერე მივხვდი რომ ამდენი გვერდია
კანონი ადამიანის მოგონილია და ის მერე გარემოსთან შედარებულია. კანონ-ზომიერი(მაგარია ქართული) ნიშნავს მოგონილი კანონით რომ იზომება
ამას ზოგიერთი ბაქტერია ადვილად უძლებს |
Posted by: nforumi 10 Apr 2014, 12:09 | ||||
Taba
მე იმ პირველ თემას ვგულისხმობ, ასტრონომიული გვერდების რაოდენობით რომ იყო.
რატომ იწვალე, გვერდების რაოდენობა რომ დიდია სერჩი აღარ მუშაობს ? |
Posted by: Davion 10 Apr 2014, 12:41 | ||
boone
როგორ არ არსებობენ, ანაერობი ბაქტერიები უჟანგბადო სივრცეში არსებობენ და ჟანგბადი კლავს, ექსტრემოფილები ოკეანის ფსკერზე წყალქვეშა ვულკანური გაზების გამოსასვლელ ადგილებთან სადაც ტემპერატურა 100-ზე მეტია იქაც არსებობენ. ყინულშიც არსებობენ და მარილებით გაჟღენთილ წყალში. |
Posted by: Oldboy 10 Apr 2014, 15:17 | ||
http://www.space.com/21589-why-does-curiosity-take-black-white-images-video.html ქვები, კლდეები და ა.შ როა, შავ-თეთრი საკმარისია და ვთქვათ ნიადაგის ანალიზისთვის ფერადს იღებენ, რომ დეტალები გაარჩიონ. 17 კამერაა და ზოგი ფერადს იღებს, ზოგი შავ-თეთრს. ანუ შავ-თეთრი თუა, ესეიგი დიდად მნიშვნელოვანი არაფერია იქ |
Posted by: forum-ge 10 Apr 2014, 22:37 | ||
Oldboy
მადლობა |
Posted by: ბეჟანბეჟანი 10 Apr 2014, 23:30 | ||
forum-ge
რატომ შავთეთრი. ფერადი სურათებიც ბლომად არის. მზის სიშორის გამო დედამიწასთან შედარებით ცოტა არაბუნებრივი ფერები აქვს, წითელში გადადის. ფოტოშოპში ავტომატური ფერებს რომ მისცემ, დედამიწის ქვებისგან ვერ გაარჩევ და ზოგი ამით სპეკულირებს, აქაო და მარსის ფერებს გვიმალავენო. სიმამდვილეში კი აქაური ქვა იქ რომ წაიღო, წითლად გამოჩნდება. მიზეზი კი მარსის შემადგენლობასთან ერთად, მზის მეტად დაშორებაადედამიწასთან შედარებით. |
Posted by: ქაფქიანა 11 Apr 2014, 20:58 | ||
უა, რამდენი მიპოსტია. იმიტომ იღებენ შავ-თეთრად რომ რომ მარსზე ფერების აღქმა ატმოსფეროს სხვა ფიზიკურ-ქიმიური შედგენილობის გამო განსხვავდება დედამიწისეული აღქმისგან. იქ ფერები იცვლება და სულ სხვაა. რა თქმა უნდა წითელი მწვანედ არ გარდაიქმნება და მწვანე ლურჯად, მაგრამ ინტრაქრომატული სპექტრი-ანუ ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ერთი ფერის ელფერები, სულ სხვაგვარად გამოიყურებიან ვიდრე დედამიწაზე. პლუს ამას ემატება ჩვენთვის არატრადიციული განათება-მაგალითად აისისას და დაისისას მარსზე მზე ლურჯდება. მარსის ფერადი სურათები მოდიფიცირებულია დედამიწის ატმოსფეროსთვის. რეალურად ინტრაქრომატული სპექტრი როგორია მარსზე კაციშვილმა არ იცის, სანამ პირველი პილოტირებული ექსპედიცია არ შედგება. ინტრაქრომატული სპექტრი მთვარესაც აქვს იდეაში, მაგრამ ატმოსფეროს არარსებობის გამო მთვარის ინტრაქრომატული სპექტრი უმნიშვნელოდ განსხვავდება დედამიწის ანალოგისგან. |
Posted by: boone 12 Apr 2014, 17:27 |
ჯერ ჩვენ უნდა დავადგინოთ რა არის სიცოცხლე და მერე ვეძიოთ სხვა პლანეტებზე . მაგალითად ქვამარილის კნიტი იზრდება მაგრამ ცოცხალია ? |
Posted by: ქაფქიანა 12 Apr 2014, 20:49 |
რა ამის პასუხია და კალიუმის 40 იზოტოპის დაშლისას გამა გამოსხივება გამოიყოფა თუ არა? |
Posted by: Boudicca 14 Apr 2014, 21:18 |
მივფიქსირდები. ეს წიგნი ხომ არ გაქვთ შემთხვევით ვინმეს წაკითხული? http://press.princeton.edu/titles/9938.html |
Posted by: boone 14 Apr 2014, 22:37 |
მსგავსი წიგნია ილიაუნიში უნდა წავიკითხო იქ ზოგადად გალაქტიკებზეა. ერთი უნდა გადავსახლდე დედამიწიდან . |
Posted by: Boudicca 15 Apr 2014, 11:39 | ||
boone
რამდენი დრო დამიკარგავს დოკუმენტურ ფილმებში - წიგნის წაკითხვა სულ სხვაა, გონება გამეხსნა ისე როგორც ჩვილს ეხსნება ფილტვები დაბადებისას |
Posted by: ბეჟანბეჟანი 15 Apr 2014, 21:16 |
დღეს მგონი მთვარის დაბნელებააო. რომელ საათზეა? |
Posted by: Sally1 15 Apr 2014, 21:24 |
ჩემი საყვარელი თემაა ასტრონომია , საჯარო ბიბლიოთეკაში საინტერესო წიგნები ვერ ვნახე ვინც იცით ნათარგმნი წიგნები დაწერეთ ავტორები და სად ვნახო |
Posted by: boone 15 Apr 2014, 21:33 | ||
Sally1
ნათარგმნი არ ვიცი მარა ილიაში (ვაკის პარკთან) არის "გალაქსის" ქვია . მაგარი რაღაცაა უნდა გამოვიტანო |
Posted by: ბეჟანბეჟანი 15 Apr 2014, 21:44 | ||
ეჰ, ყოფილა უკვე, ამ დილით. მთვარის სრული დაბნელება. პირველი ამ წელს. საქართველოდან არ ჩანდა. |
Posted by: Kakha 16 Apr 2014, 22:02 |
http://blogs.discovery.com/inscider/2014/04/new-saturn-moon.html კასინიმ საინტერესო მოვლენა დააფიქსირა, სატურნის ახალი მთვარის დაბადება |
Posted by: Nirvana11 16 Apr 2014, 23:44 |
sky map google ს აპლიკაციას თუ ვინმე ხმარობთ, ერთი პრობლემა მაქვს სონი იქსპერია მაქვს და უკუღმა აჩვენებს ანუ ეკრანით უნდა მიუშვიღო ობიექტს რომ დააფიქსიროს და რა უბედურება ჭირს ხომ არ იცით? |
Posted by: 024 18 Apr 2014, 01:36 |
პირველად ვიპოვეთო ეგეთიო იმედია ზომა ეყოფა და დადებას შევძლებ მზის სისტემა იპოვეს 5 პანეტიანი |
Posted by: spiridon_surajia 18 Apr 2014, 12:01 |
ასტრონომებმა ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც მათი თქმით აქამდე აღმოჩენილ ყველ პლანეტაზე მეტად ჰგავს დედამიწას. ”ბი-ბი-სი”-ს თანახმად, პლანეტას ”Kepler-186f” ეწოდა და იგი ე.წ ”ორბიტალურ ზონაში” მდებარეობს-ვარსკვლავების ისეთი განლაგებში, სადაც სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პირობებია. აქ არც ძალიან ცხელა და არც ძალიან ცივა. მეცნიერების ვარაუდით, პლანეტის ზედაპირზე თხევადი სახით წყლის არსებობაა დასაშვები, რაც ცოცხალი ორგანიზმების განვითარებისათვის უმთავრესია. ”Kepler-186f” ზომებიდან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ ეს კლდოვანი პლანეტაა. http://news.ge/ge/news/story/86289-aghmoachines-planeta-romelits-dzalian-hgavs-dedamitsas უფრო მეტი ინფორმაცია გააქვთ ვინმეს? რა მანძილითაა დაშორებული და ა.შ? |
Posted by: Boudicca 18 Apr 2014, 12:05 | ||
სადღაც 600 სინათლის წლით... თუ ვინმე უძლიერესი ტელესკოპით შეგვხედავს იქედან ლეონარდო და ვინჩის აინახავს |
Posted by: spiridon_surajia 18 Apr 2014, 12:16 |
Boudicca თუ პირიქით ნატოში გაერთიანებულ საქართველოს? ძაან მაინტერესებს როგორ შეიძლება ასეთი რამ, დაუშვათ ვიღაცამ ძალიან შორეული მანძილიდან ამ მომენტში რომ შეხედოს დედამიწას როგორ შეიძლებაწარსულში რაც იყო იმის დანახვა? |
Posted by: Oldboy 18 Apr 2014, 12:34 | ||
spiridon_surajia
რაღაც რომ დაინახო, იქიდან სინათლემ უნდა მოაღწიოს შენამდე. თუკი ობიექტისგან გაშორებს 100 სინათლის წელიწადი, ხედავ როგორი იყო 100 წლის წინ. მთვარისგან გვაშორებს 1 სინათლის წამი, ამიტომ ვხედავთ ისეთს, როგორიც იყო 1 წამის წინ, ასევე მზეს - 8 წუთის წინ და ა.შ. ეს დროა საჭირო იქიდან დედამიწამდე სინათლის მოსაღწევად. ხოლო თუ ისეთი ტელესკოპი გაქვს, რომ ობიექტი ძაან გაადიდო და ზედაპირი დაინახო, წარსულის მოვლენებსაც მიადევნებ თვალს. |
Posted by: 024 18 Apr 2014, 12:46 |
spiridon_surajia Boudicca ესე მაჩვენებს ჩემი პროგრამა აიპედზე ქვია ეგზოპლენეტ ძაან მაგარი პროგრამაა |
Posted by: გიორგი XII 18 Apr 2014, 14:16 | ||
Oldboy
მაგ პლანეტამდე მიღწევს რამდენი წელიწადი დასჭირდება? |
Posted by: არწივი9 18 Apr 2014, 15:08 | ||
გიორგი XII
გააჩნია რომელი ძრავით აპირებ იქამდე მიფრენას |
Posted by: boone 18 Apr 2014, 15:15 | ||
Boudicca
500ით დედამიწაზე ოდნავ დიდია . ვსიო წავიდა კოლონიზაცია . ყველა არათეთრკანიანი + ღრუსები ავრეკოთ აქ ჩვენ დავრჩეთ |
Posted by: გიორგი XII 18 Apr 2014, 15:18 | ||
არწივი9
დღევანდელ პირობებში საუკეთესოთი |
Posted by: boone 18 Apr 2014, 15:41 | ||
გიორგი XII
500 სინათლის წელია ყველაზე საუკეთესო რამდენს გადის? მოკლედ სანამ ფარდობითობის თეორიას არ დავარღვევთ ვერ მივაღწევთ. |
Posted by: არწივი9 18 Apr 2014, 15:48 | ||||
გიორგი XII
20 კილომეტრსაც ვერ განავითარებ წამში boone
ეგ გაკეთებულია უკვე: http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1_%E1%83%AB%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90 |
Posted by: გიორგი XII 18 Apr 2014, 15:53 |
არადა საინტერსო იქნება ძალიან რა ხდება მაგ პლანეტაზე. |
Posted by: spiridon_surajia 18 Apr 2014, 17:04 |
რა მაინტერესებს იცით ამ ”Kepler-186f” დააფიქსირა ობიექტი რომელიც დედამიწიდან 600 წლის სინათლის წლით არის დაშორებული და თვითონ ეგ აპარატი რა მანძილითაა დაშორებული დედამიწიდან? ან რა სიჩქარით მოძრაობს? |
Posted by: LJprank 18 Apr 2014, 17:09 |
ქაფქიანა კალიუმ40 რადიაქტიულია ბეტა დაშლით. გამასთვის ენერგია არ ყოფნის. კეპლერი კაი ხნის მკვდარია, და სიტყვა "აღმოაჩინეს" ცოტა გაზვიადებულია |
Posted by: ქაფქიანა 18 Apr 2014, 20:30 | ||
LJprank
კაკ რაზ ბეტა დაშლით არაა რადიაქტიური. ჩვეულებრივ კალციუმს გამოჰყოფს. ელექტრული წართმევით გადადის 40 რადიაქტიურ არგონში. ისე 40 კალიუმი რადიაქტიურია თავისთავად. მაინც მადლობა. |
Posted by: Oldboy 18 Apr 2014, 22:30 | ||||
Voyager 1 გაცდა მზის სისტემას და სიჩქარე აქვს 17 კმ/წმ. 600 სინათლის წელს დაფარავს 10 მილიონ წელიწადში |
Posted by: nforumi 18 Apr 2014, 23:44 | ||
Oldboy
600 სინათლ. წელი რა არის? |
Posted by: Oldboy 18 Apr 2014, 23:59 |
nforumi მანძილის საზომია სინათლის წელიწადი, არ გაგიგია? რასაც სხივი გაივლის ერთ წელიწადში (დაახლოებით 9.5 ტრილიონი კმ) |
Posted by: nforumi 19 Apr 2014, 00:14 | ||
Oldboy
ეგ კი გამიგია, მაგრამ 600 რა შუაშია მეთქი, სადამდე გინდა რომ მივიდეს ? |
Posted by: LJprank 19 Apr 2014, 01:01 |
ქაფქიანა ბეტა დაშლაა http://www.sciencedirect.com/science/article/pii/0029558259902925 გამა გამოსხივება ბეტა დაშლისასაც არის შესაძლებელი. თუ დაშლის მერე ჩნდება რომელიმე ანტი ნაწილაკი, მაგალითად პოზიტრონი. მერე პოზიტრონი ანიჰილირებს და გვაძლევს გამა გამოსხივებას. მაგრამ აქ რაღაც ვერ ვხედავ ანტინაწილაკებს .. თითქოს მშვიდობიანად იშლება |
Posted by: გიორგი XII 19 Apr 2014, 01:04 | ||
Oldboy
აბა ჰე |
Posted by: Mr_Li 19 Apr 2014, 01:44 |
ვარსკვლავი რო მოწყდება და მიქრის სადღაც მაგაზე რამე დოკუმენტური ფილმი არის? როგორ ხდება, რატომ ხდება და ასე შემდეგ თეორიები რამე.. |
Posted by: boone 19 Apr 2014, 03:09 | ||
Mr_Li
ვარსკვლავი არსად არ წყდება ის რასაც ჩამოვარდნილ ვარსკვლავს ვეძახით სინამდვილეშI ატმოსფეროში შემოჭრილი ციური სხეულები -მეტეორებია . |
Posted by: Mr_Li 19 Apr 2014, 03:27 | ||
ხო არვიოციდი, რავი თითქოს ისე ჩანს როსადღაც მოწყდა და მიექანება.. მარა მაინც საინტერესოა, თუ არის რამე დოკ. ფილმი ამ ყველაფერზე.. |
Posted by: Oldboy 19 Apr 2014, 09:16 | ||||
მეორე გვერდზე იყო ეგზოპლანეტაზე საუბარი http://forum.ge/?showtopic=34641302&view=findpost&p=40626919 |
Posted by: nforumi 19 Apr 2014, 09:26 | ||
Oldboy
მერე მაგ მიმართულებით მიდის რო ? ისე მე უახლოეს ვარკვლავამდე მისვლა უფრო დამაინტერესებდა, რომლამდე მანძილიც 4 სინათლის წელია, მაგრამ არც ამას ეყოფა ადამიანის სიცოცხლე... |
Posted by: ქაფქიანა 19 Apr 2014, 10:12 |
LJprank ბეტადაშლა კი აქვს კალიუმს, მაგრამ მაგის დროს რადიაქტიურს არაფერს წარმოქმნის თქო. მაგას ვამბობ. |
Posted by: ElXorxe 19 Apr 2014, 12:29 |
ხალხო იცით რა მაინტერესებს....აი ეს პლანეტა ხო აღმოაჩინეს ეხლა,ანუ დაინახეს ტელესკოპით,რეალურად ხო არის შესაძლებელი რო 200-300 წლის წინათ გაქრა ეგ პლანეტა? ისე სიტყვაზე აი მაგალითად მაგ პლანეტაზე რო მოხვდე,რომელიც დედამიწისგან 490 სინათლის წილით არის დაშორებული,სუპერ დუპერ ))) ტელესკოპით რო შეხედო დედამიწას მართლა დაინახავ 490 წლით უკან მყოფ დედამიწას? |
Posted by: boone 19 Apr 2014, 13:37 | ||
ElXorxe
კი თუ მაგ პლანეტიდან შევხედავთ დავინახავთ ახ.წ 1524 წლის დედამიწას . აი მაგ :1054 წელს კიბორჩხალის ნისლეულს რასაც ვეძახით ჩინური მატიანე მოგვითხრობს რომ ამ წელს აკიაფდა ვარსკვლავი და რამდენიმე კვირის თუ დღის მანძილზე , სავსე მთვარისავით კაშკაშებდა . მოგვიანებით კეპლერი აკვირდებოდა გაბნევას . მაგრამ საქმე ისაა 6 500 წლითაა დაცილებული დედამიწისგან ანუ სუპერნოვა მოხდა 1054 - 6500= 5446 წ. ანუ ძვ.წ 5446 წელს მოხდა სუპერნოვა . წარმოიდგინეთ 960 წლის დაგვიანებით რომ მომხდარიყო. ანუ 4486 წელს როცა პირამიდების აშენებას თითქმის 2 000 წელი აკლდა და დამწერლობაც არ იყო (ან მაშინ იქმნებოდა ) . და დავინახავდით ეხლა კომპიუტერის და კოსმოსის ეპოქაში როცა ვოიაჟერ 1 გასცდა მზის სისტემას . |
Posted by: ElXorxe 19 Apr 2014, 13:46 | ||||
ვააა რა საინტერესოა,ანუ იქიდან რო გადმოხედო დედამიწას ჩვენ არ ვარსებობთ ჯერ? მარა რეალურად ხო ვარსებობთ? ვიზუალი ვერ ასწრებს შეცვლას როგორც მივხვდი |
Posted by: boone 19 Apr 2014, 14:53 | ||
ElXorxe
როგორ არ არსებობ ოღონდ ისინი ვერ გხედავენ . მაგ . ველინგტონიდან (ახ.ზელანდია ) .. ლონდონამდე ( თითქმის 20 ათასი კმ ) რადიოსიგნალის მისვლას სჭორდება თითქმის . 0.1 წმ .(მოდი დავამრგვალოთ და ვთქვათ ზუსტად 0.1 .) და ლონდონში მცხოვრები უსმენს ველინგტინოს რადიოს და ნათქვამ სიტყვას გაიგონბს 0.1 წამის დაგვიანებით ვიდრე ველინგტონში მცხოვრები . ანუ ეს ყველაფერი არსებობს უბრალოდ ლონდონელი გვიან იგებს . მზეზე რო აირების ამოფრქვევა ხდება 8 წუთის დაგვიანებით ვგებულობთ . მაგ 1000 წლით დაცილებული პლანეტიდან ( კეი პაქსი გამახსენდა ) რომ გადმოვხედოთ დედამიწას ისეთი ტელესკოპით , რომელიც ( ნუ ჯერ არ არსებობს ) არა მხოლოდ პლანეტას არამედ იქ მიმდინარე პროცესებს . ანუ დავინახავთ დედამიწაზე რა ხდება . ოღონდ 1000 წლის დაგვიანებით ანუ თუ გვიყურებენ იქიდან სამებას კი ვერ დაინახავენ და თეოდორე გიგნაძეს არამედ დაინახავენ არსუკისძე როგორ აგებს ხიმინჯებს სვეტიცხოვლის ასაშენებლად . |
Posted by: ElXorxe 19 Apr 2014, 15:11 | ||||
გასაგებია...ანუ ეს პლანეტა რაც ნახეს ეხლა იმხელა დაშორებითაა რო ვიზუალური აღქმა იკარგება დროში და ვერ ეწევა მას.... აი ჩვენ მზის სისტემაში როგორაა? მაგალითად ნეპტუნიდან რო შევხედოთ დედამიწას? დიდი დაშორებაა ამ ორ პლანეტას შორის??? |
Posted by: boone 19 Apr 2014, 16:23 | ||
ElXorxe
ნუ მე პროფესიონალი ასტრონომი არ გახლავარ . მარა შენ როგორც ჩანს ძაან დამწყები ხარ . რამდენიმე საათითაა დაცილებული არც კი . ზუსტად არ ვიცი დაგუგლე. აჰ ვნახე 4.3 მილიარდი კმ. ანუ სადღაც 3.5 საათნახევარში ჩახვალ სინათლის მაგისტრალით . |
Posted by: nforumi 19 Apr 2014, 17:43 | ||
boone
ეს მომეწონა, კარგია |
Posted by: boone 21 Apr 2014, 05:41 | ||
nforumi
მიშას გაჰყავდა მარა ახალმა ხელისუფლებამ ასფალტი ვჭამოთO . შეაჩერეს. |
Posted by: nforumi 21 Apr 2014, 13:07 | ||
boone
მიშას კაცო ხაშურამდე გაყავდა, რომ დაიწყეს იმის მესამე წელს უკვე ხაშურამდე უნდა ყოფილიყო მისული. |
Posted by: ninc_lfc 24 Apr 2014, 04:44 | ||
ჰაჰა |
Posted by: boone 24 Apr 2014, 05:14 | ||
ninc_lfc
სინათლე ვჭამოთ ? |
Posted by: iverieli 24 Apr 2014, 10:02 |
Две черные дыры разорвали звезду своими полями Команда астрономов из Института радиоастрономии общества Макса Планка, работающая во главе со Штефани Комосса (Stefanie Komossa), обнаружила уникальную пару сверхмассивных чёрных дыр в центре обычной галактики. О таком открытии учёные сообщают впервые. Разглядеть космические объекты удалось благодаря тому, что они разорвали в клочья своими гравитационными полями близлежащую звезду. მეტად საინტერესო მოვლენას დააკვირდნენ მეცნიერები, თუ როგორ გაანადგურა ვარსკვლავი ორმა შავმა ხვრელმა თავიანთი გრავიტაციული ველით http://www.vesti.ru/doc.html?id=1511688&cid=2161 |
Posted by: ქართლოსი 26 Apr 2014, 21:58 |
სივრცეს დასასრული აქვს? დედამიწის არა, საერთოდ. ............................................ |
Posted by: boone 27 Apr 2014, 03:00 | ||
ქართლოსი
ცოტა მარტივად . |
Posted by: ქართლოსი 27 Apr 2014, 08:47 | ||
boone
გალაქტიკის ბოლო თუ აქვსთქო |
Posted by: nforumi 27 Apr 2014, 10:41 |
ქართლოსი ცოტა გაუგებარია რას კითხულობ. გალაქტიკას რა თქმა უნდა აქვს დასასრული. უფრო სწორად გალაქტიკა ერთი კონკრეტული ობიექტია, რომელიც განფენილია რაღაც მანძილზე. ასევე, არსებობს გალაქტიკათა ჯგუფებიც, რომლებიც სივრცის გარკვეულ ნაწილს იკავებენ. მაგრამ აქვს თუ არა სივრცეს დასასრული, ეს არავინ იცის ჯერ. |
Posted by: ქართლოსი 27 Apr 2014, 20:33 | ||
nforumi
ეს მაინტერესებდა ზუსტად. ცნობილი მათემატიკოსი რომაა მან დათვალაო რამხელაა სივრცე და ესეგი ტყუილია გამოდის. |
Posted by: Kakha 27 Apr 2014, 20:43 | ||
ქართლოსი
)) ცნობილი და თან მათემატიკოსი? ) ეგეთი ბუნებაში არ არსებობს, სამწუხაროდ )) ამასწინათ ერთი სუოპერნოვა აღმოაჩინეს რომელიც არაბუნებრივად კაშკაშა იყო, მომდევნო კვლევებმა გამოარკვია რომ გრავიტაციული ლინზირების შედეგი იყო. ბავშვობაში ჭიანჭველები დაგიწვიათ ლუპით? წარმოიდგინეთ დედამიწა დიდი გრავიტაციული ლინზის სამიზნედ )) |
Posted by: boone 27 Apr 2014, 21:40 | ||
ქართლოსი
სიტყვა სამყარო არის ყოველივე არსებულის ერთობლიობა . ის არაა უსასრულო მაგრამ უსასულოობამდეა გაფართოებადი . |
Posted by: nforumi 27 Apr 2014, 22:08 | ||
Kakha
რა არის, დაბნევას ცდილობ, თუ როგორაა საქმე ? |
Posted by: Kakha 27 Apr 2014, 22:11 | ||
nforumi
ვის დაბნევას? ზოგადად დავწერე ინფო, ის სტატია არ მახსოვს სად იყო. დიდი შანსია რომ ერთ მშვენიერ დღეს ამობუგოს დედამიწა რომელიღაცა ასეთმა ლინზამ |
Posted by: არწივი9 27 Apr 2014, 22:43 | ||
Kakha
რატომ? |
Posted by: Kakha 28 Apr 2014, 08:47 |
არწივი9 არ უყვარს ხალხს მათემატიკოსები ცუდად პიარდება )) |
Posted by: nforumi 28 Apr 2014, 09:18 | ||
Kakha
მე მეგონა ქართლოსს პასუხობდი... არა მგონია გრავიტაციული ლინზირება ემუქრებოდეს დედამიწას. |
Posted by: Kakha 28 Apr 2014, 09:47 | ||
nforumi
რას გულისხმობ? მე როგორც დავწერე, დღესაც გრავიტაციული ლინზის ფოკუსში აღმოჩნდა დედამიწა და მაგის გამო ერთი ვარსკვლავი უფრო კაშკაშა ჩანს ვიდრე უნდა ყოფილიყო. ხოდა ერთ მშვენიერ დღეს სუპერნოვა და ჩვენს შორის გრავიტაციული ლინზა გამოიწვევს გამა სხივებით ყველაფერი ცოცხალის ამობუგვას. |
Posted by: nforumi 28 Apr 2014, 10:46 | ||
Kakha
ახლა მაინცდამაინც ჩვენი ახლო მახლო ვარსკვლავი თუ არ აფეთქდა, რა გამა უნდა იყოს ისეთი რომ საფრთხე შექმნას. კი არა, ყველაზე უახლოეს ვარკსვლავიდან მოვა თუ არა მომაკვდინებელი დოზა, ეგეც საკითხავია. |
Posted by: არწივი9 28 Apr 2014, 11:39 | ||
მათემატიკა საერთოდ ბევრს არ უყვარს, ნამეტანი აბსტრაქტული მეცნიერებაა |
Posted by: nforumi 28 Apr 2014, 12:56 | ||
არწივი9
არ უყვარს კაია, მათემატიკის გარეშე ფიზიკა არ არსებობს. |
Posted by: არწივი9 28 Apr 2014, 13:04 | ||||
ფიზიკა მაინც რაღაც სრულიად კონკრეტულია და ხელშესახები, მათემატიკა კი უფრო აბსტრაქტულია |
Posted by: nforumi 28 Apr 2014, 14:10 | ||
არწივი9
მათემატიკა აბსტრაქტულია, მაგრამ ფიზიკას სწორედ მათემატიკა ხდის კონკრეტულს |
Posted by: boone 28 Apr 2014, 14:51 |
რეებზე მსჯელობთ ოღონდაც ? 3 მილიარდი წელია სიცოცხლე არსებობს და არ მომხდარა ეგეთი რამ ეხლა მოხდება ? |
Posted by: nforumi 28 Apr 2014, 14:59 | ||
boone
ეს რა არგუმენტია? ანდრომედა და ირმის ნახტომი შეეჯახება ერთმანეთს, მიუხედავად იმისა რომ არ შეჯახებულან მიუხედავად იმისა რამდენი მილიარდი წელია არსებობს ორივე გალაქტიკა. |
Posted by: boone 28 Apr 2014, 15:30 | ||
nforumi
ეგენი 4 მილიარდი წლის შემდეგ ეეჯახებიან . უბრალოდ დააუჯერებელია ჩემთვის რომ რაღაც ლინზა ამოწვავს ან ნიბირუ შეგვასკდება ( თუმცა ეს უფრო რეალურია ) . ' ერთადერთი რაც სიცოცხლეს მოსპობს დედამიწაზე არის ბირთვული იარაღი . |
Posted by: nforumi 28 Apr 2014, 15:38 | ||
boone
მეც არ მგონია მაგ რეალური იყოს, მაგრამ შენი არგუმენტია თქო სუსტი. |
Posted by: Kakha 1 May 2014, 22:47 | ||
არწივი9 არადა ფიზიკა მათემატიკის ერთ-ერთი განხრაა, მართალია ეს ამბავი ფიზიკოსებს არ მოსწონთ მარა ფაქტია, მათემატიკის გარეშე ფიზიკა ცარიელ ფილოსოფიად იქცევა boone
არის თეორია რომ ზეახალის გამა გამოსხივებით მოხდა სიცოცხლის მასიური განადგურება დედამიწაზე რამდენჯერმე, უბრალოდ ზოგი ცოცხალი ორგანიზმი გადარჩა დიდ სიღრმეზე არსებობის გამო. |
Posted by: nforumi 2 May 2014, 10:06 | ||
Kakha
პირიქით, მათემატიკა არის ფიზიკის ნაწილი. მათემატიკის განვითარებას ხომ სწორედ ფიზიკის საჭიროება იწვევდა. ისე ქიმიაც ფიზიკის ნაწილია |
Posted by: Kakha 2 May 2014, 14:38 | ||
nforumi
შენ ამბობ რომ მეტყველება არის ლექსის ნაწილი ლექსის თქმის საჭიროება იწვევდა მეტყვლების განვითარება მარა მეტყველბა არაა ლექსის ნაწილი, პირიქითაა |
Posted by: nforumi 2 May 2014, 16:29 | ||
Kakha
კარგი შედარებაა, მაგრამ არაა მთლად ზუსტი |
Posted by: ninc_lfc 4 May 2014, 18:21 |
გამთენიისას აღმოსავლეთით ჩანს ერთი ძალიან კაშკაშა ვარკვლავი. ცისკრის ვარსკვლავი გამახსენდა მაშინვე, ვენერა. მარა საღამოსაც ხომ ჩანს ხოლმე? მზის ჩასვლის მერე. სხვა იქნებოდა თუ ორივე დროს ჩანს ? ჰმ.არც დავფიქრებულვარ აქამდე,"ცისკრის" რატო ქვია მეთქი.. პირველად დავინახე გამთენიისას დღეს. -- ძაან დამწყები რომ ვარ, ვიცი :დ კიდე 2 ვარკსვლავის ამოცნობა მინდა.სულ ჩანს ჩემი აივნიდან.მარა ასე რას გავიგებ ან აგიხსნით :/ ერთი ვენერასავით კაშკაშა არაა ,მარა საკმაოდ დიდია და თბილისის ცაზეც კი მკეთრად ჩანს.ვენერა თუ არ ჩანს,ეგაა სიდიდით #1.მეორე ძაან უცნაურია და ხან მგონია,მე მეჩვენება,რომ განსხვავებულად ანათებს. უფრო მოწითალოდ თითქოს.შეუირაღებელი თვალით მარსს ვიცნობ ეგრე ნათებაზე თუ? სიდიდით არც გამოირჩევა. ნათება აქვს განსხვავებული. |
Posted by: warcraft 7 May 2014, 23:27 | ||
ninc_lfc
stellarium გადმოწერე და მანდ ნახავ ყველაფერს |
Posted by: ninc_lfc 8 May 2014, 00:37 |
warcraft გადმოვწერე. მადლობა!:)) |
Posted by: melodyman/ 8 May 2014, 14:58 |
ე.ი. კითხვა მაქვს ასტროლოგიასთან დაკავშირებით გასაგებია,რომ ცრუმეცნიერებადაა მიჩნეული და მაინტერესებს,ყველაზე მეტად რაში ცდება მათი მოძღვრება ანუ ვიცი რამდენიმე მიზეზი მაგალითად ის,რომ დედამიწას სამყაროს ცენტრად თვლიან 2000 წლის წინ,თუ ზოდიაქოების მიხედვით იყავი მაგალითად სასწორი,დღეს მორიელი გამოდიხარ,იმიტომ რომ დედამიწა გარკევული გრადუსით გადაიხარა თუ როგორცაა და რომ ასტროლოგიის შექმნის დღიდან არაფერი შეცვლილა,რეალურად კი სამყაროში ბევრი რამ შეიცვალა |
Posted by: z125 9 May 2014, 06:37 |
ასტრონომიის მოყვარულებს დააინტერესებს დედამიწის ხედის პირდაპირი ტრანსლაცია 500 კმ სიმაღლეზე 27500 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ხელოვნური თანამგზავრიდან. ასეთი სიჩქარით ის საათნახევარში ურტყავს 1 წრეს და 24 საათში 15-ჯერ ურტყავს წრეს დედამიწას. აქედან გამომდინარე ყოველ 45 წუთში თენდება და ღამდება თანამგზავრზე. მოკლედ Live და ასევე თანამგზავრის ტრეკერი ნახეთ ამ ლინკზე http://eol.jsc.nasa.gov/HDEV/ |
Posted by: xuc0 10 May 2014, 15:16 | ||
მოდი ჯერ აქედან დავიწყოთ ასტრონომია და ასტროლოგია სხვადასხვა მცენაბ. ეს თემა ეხება ასტრონომიას. : ეხლა რაც შეეხება შენ კითხვას. არასწორი ინფორმაცია გავას რაც დაწერე საერთოდ არ არის სწორი. დედამიწას არავინ თვლის ცენტრად. ზოდაიქოს ნიშენები კი იმთ იცვლება როდესაც მზე უსწორდება ზოდაქოს ნიშანს ( ანუ შესაბამის თანავარსკვლავედს) . რაც შეხება რაში ცდებიან ეგ უკვე საკამთო თეემა. ძირითადა რაც მათ შედეგები ის არის რომ აქვთ უზარამაზარი სტატისთიკა უამრავი ხალხის. რაც მართლა ბევრ რამეში ემთხვევა როცა შენ თავას ადარებ. მაგრამ პრობლემა ისა არის რომ შენ მარტო იმას ადარებ რაც იქ წერია და ეძებ მაგ თვისებას შენში. და არ წერია ის თვისება რომელიც შენში ყველაზე განვითარებული. ყცელა ადამიანი ინდივიდუალიური და სხვადასხვა უნარი უნივთარდება. თუ ადამინას ადრეულ ასაკში წააკითებ შეილება დაიჯეროს ეგ და მერე იწყებს ასტროლოგიაში დაწერეი თვისებებით ცხოვრებას. რაც დედამიწის გადახრასთან დაწერე ეგაც არ არის სწორი. საერთოდ ზოდიაქოს 13 ნიშანი არსებობს. არ არის ნახსენები მგველის მჭერის ზოდიახო რადგან მაგ თანავარსკვლავედში მზე დაახლოებით ორ კვირას იმყოფება და ძან ცოტა დროტ ჩათვალეს და ამოიგეს. ეხალ ისევ დააამატეს და იმიტომ გადაიწია ზოგიერთმა ნიშანამა. აი მაგალითად თუ შეხვალ სეტიცხოველში იქ არის კედელზე ფრესკა სადაც ზოდაიქოს ნიშნებაი და თუ დაითვი ნახავ რომ ცამეტია. თან ეგ ფრესკა 11-12 საუკუნშია სესრულებული. |
Posted by: melodyman/ 10 May 2014, 16:09 | ||||||
xuc0
ვიცი ეს თემა რასაც ეხება.ასტრონნომიის გადმოსახედიდან მაინტერესებს ეს საკითხი და მაგიტომაც დავსვი კითხვა აქ
http://www.telegraph.co.uk/news/uknews/1439101/Astrologers-fail-to-predict-proof-they-are-wrong.html
ნუ შეიძლება სწორად ვერ გადმოვეცი აზრი,დაახლოებით ამის თქმა მსურდა |
Posted by: xuc0 10 May 2014, 17:54 | ||
საერთოდ ასტრონომს რო ეუნებიან ასტროლოგია ხარო. ასტრონომებისთვის იგვიე რაც გინება. ასტროლოგია როგორც მეცნიერებათ აგარ ითვლება. ვიდეოში კიდე ნათლად ჩანს მზე გადის თანავარსკვლავედებს. რაც ზევით დაგიწერე. |
Posted by: Boudicca 11 May 2014, 16:23 |
10 ყველაზე უცნაური ეგზოპლანეტა: ერთი ალმასისააო მთლად. მაგრამ პლანეტებს ხომ ვარსკვლავის სინათლის მოკლებით ადგენენ და რა იციან ეხა ალმასისაა თუ ნახშირის - ზემდეტს ხომ არ ვარაუდობენ? |
Posted by: zviiigo 13 May 2014, 20:20 |
კითხვა მაქვს, არ დამცინოთ. მზე ხომ ვარსკვლავია, ანუ გამოდის რომ ის ვარსკკვლავები რომელბსაც ჩვემ ვხედავთ, ისინიც "მზეებია"? იმედია მიხვდით რასაც ვგულისხმობ. |
Posted by: Boudicca 13 May 2014, 20:35 | ||
zviiigo
კი, ვარსკვლავია, ოღონდ რამდენიმენაირი ვარსკვლავის სახეობა არსებობს. არსებობენ მზისნაირი ყვითელი ჯუჯა ვარსკვლვებიც ჩვენს გალაქტიკაში და აგრეთვე სხვანაირი ტიპებისიც. რაღაც პონტში იუპიტერიც ვარსკვლავია, უფრო სწორედ ჩამოუყალიბებელი ყავისფერი ჯუჯა, რომელსაც არ ეყო მის ცენტრში ბირთვული ენერგიის წამოსაწყები ენერგია, თOრემ ალბათ ბისტელარული სისტემა გვექნებოდა ორი მზით, რომლის ფენომენიც უფრო მეტია მგონი გალაქტიკაში ვიდრე ერთი ვარსკვლავის სისტემა. ჩვენს ახლოს მდებარე ვარსკვლავის სისტემაში სამი ვარსკვლავია. P.S. |
Posted by: z125 13 May 2014, 20:38 |
zviiigo მზეებია რას ნიშნავს? მზე სახელია და ის ერთია. როგორც პლანეტები ბევრია ისეა ვარსკვლავებიც. ზოგს დედამიწა ჰქვია, ზოგს იუპიტერი და ზოგსაც მზე. მზე ერთია, სხვა ვარსკვლავებს კი თავთავიანთი სახელები ჰქვიათ თუმცა ისინიც მზესავით ანათებენ, მაგრამ ძალიან შორს არიან ჩვენგან. |
Posted by: ბეჟანბეჟანი 13 May 2014, 22:28 | ||
nforumi
მათემატიკა ფიზიკოსის ხელში ისეთივე ინსტრუმენტია, როგორც თოხი გლეხის ხელში. თუმცა თავის მხრივ, იგივე თოხი მჭედლის ხელში შემოქმედების ნაწილია. მჭედელი თოხის გარდა აკეთებს ხმალს, რომელიც სულ არ ჭირდება გლეხს, მაგრამ ჭირდება მეომარს. ამგვირად აბსტაქციული საგანი მათემატიკა პრაქტიკულ გამოყენებას იძენს ფიზიკოსის ან თუნდაც ბუღალტერის ხელში. ის, რომ მათემატიკას ყველაზე ფართოდ ფიზიკოსები იყენებენ, ფაქტია. თუმცა მათემატიკა იმ დონეზეა განვითარებული, რომ ფრიად საეჭვოა , უახლოეს ათწლეულებში რომელიმე ფიზიკოსს დასჭირდეს მისი პერიპეტიების ცოდნა. |
Posted by: xuc0 13 May 2014, 22:45 |
მათემატიკა რომელ დარგში არ არის ერთი მითხარით აბა? |
Posted by: Boudicca 14 May 2014, 02:35 |
ვისაც ასტრონომია და კლასიკური მუსიკა გევასებათ ჩემსავით: |
Posted by: სამუელკოლტი 14 May 2014, 16:30 |
ასტრონომია ისეთი რამაა რაც არ შჭირდებათ ჯერჯერობით ყოველშმეთხვევაში ადამიანებს . ამიტომაცაა ინტერესმოკლებული |
Posted by: Boudicca 19 May 2014, 22:23 | ||||
სამუელკოლტი
მაგიტომ არაა მეგობარო. შენ თუ პრაქტიკულ ნაწილს გულისხმობ, იმიტომ გეჩვენება შეიძლება ინტერესმოკლებულად, რომ უდიდეს ფინანსებთანაა დაკავშIრებული და კაცობრიობიდან სულ რამოდენიმე ნაცია ახერხებს პრაქტიკულ სამუშაოებს. ამერიკაა პრაქტიკულად 90 % აქედან. მარსის პრიმიტიული კოლონიის დაარსება 2020 წლისთვის, ევროპაზე დრონის გაგზავნა, ტიტანზეც აპირებენ მგონი რამეს... ნასა არის მაგ მხრივ ყველაფერი. ხოლო თუ თეორიული ნაწილიც იგულისხმე, არ გეთანხმები ბუნებრივია. სულ რამდენიმე წელია რაც ახალი პლანეტები აღმოვაჩინეთ ხვადასხვა ვარსკვლავის სისტემაში რაც ჰაბლის ტელესკოპი გაუშვეს კოსმოსში. |
Posted by: არწივი9 19 May 2014, 22:48 | ||
ასტრონომია იყო პირველი მეცნიერება რომელიც ადამიანს დასჭირდა პრაქტიკულ საქმიანობაში |
Posted by: ქაფქიანა 20 May 2014, 12:23 |
სამუელკოლტი ასტრონომია არ სჭირდებათ ადამიანებს? თავი რომ დავანებოთ უდიდეს ცივილიზაციურ გარღვევებს ადამიანის აზროვნებაში და სულ უბრალო პრიმიტიული კუთხით რომ მივუდგეთ, რომ არა ასტრონომია, არ გექნებოდა დღეს მობილური ტელეფონი, მაცივარი, კომპიუტერი, სარეცხის თანამედროვე მანქანა, თანამედროვე ავტომობილები, ინტერნეტი, სამედიცინო ტექნიკა, ნავიგაციური სისტემები. ასტრონომიულმა დაკვირვებებმა მოითხოვეს უზუსტესი ელექტრონიკის განვითარება, რამაც თავის მხრივ ბიძგი მისცა ელექტრონული და ინტეგრალური სქემების წარმოებას და მათ გამოყენებას სხვა სფეროებში. იმის გამო რომ ასტრონომიული დაკვირვებები მოითხოვდა დროში კოორდინარებას, შექიმნა უმარტივესი და პრიმიტიული დამოუკიდებელი ტელეგრაფსგარეშე კავშირი ობსერვატორიებს შორის, რაც მერე სრულჰყო პენტაგონმა თავდაცვის მიზნებისთვის და 80-იან წლებში კი ეს სისტემა იმად იქცა, რასაც დღეს ინტერნეტს ვუწოდებთ. ასტრონომია რომ არა, დროს ვერ განსაზღვრავდი ნორმალურად და მანძილს. ასტრონომია დგას მეცნერეების სათავესთან. პირველი მეცნიერებაა ასტრონომია. მისგან წარმოიშვა ფილოსოფია და მათემატიკა. ეს სამი მეცნიერებააა ყველაზე უძველესი და მათგან ასტრონომია. და საერთოდ, ადამიანს რამე რომ არ სჭირდებოდეს, შესაბამისად არც იარსებებს იმ გაგებით რომ მას არ შეიქმნება. რაკი არსებობს, საჭიროა ესე იგი. ინტერესმოკლებულობას კი რაც შეეხება-მსოფლიოს უდიდესი მეცნიერების სახელები ასტრონომიას უკავშირდებოდა ყოველთვის და თანამედროვე კაცობრიობის უდიდესი მეცნიერი, სტივენ ჰოუკინგი ასტრონომია ზუსტადაც. ბევრი ტვინის გადინება ხდება ამ სფეროში და ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ამ დარგში. ინტერესმოკლებულობის რა გითხრა აბა. ერთ-ერთი ყველაზე ულამაზესი მეცნიერებაა, რაც ოდითგანვე აღელვებს ადამიანს თავისი სილამაზით და წინსვლისკენ უბიძგებს. ცოტა პათეტიკურად კი გამომივიდა, მაგრამ ეგრეა. |
Posted by: Leonardo_91 21 May 2014, 16:44 |
http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=6153564 |
Posted by: obscoral 21 May 2014, 18:40 |
ქაფქიანა ასტრონომია იქეთ იყოს და კარგი ადვოკატი იქნებოდით პ.ს. ფიქს |
Posted by: ქაფქიანა 21 May 2014, 22:20 |
obscoral მოდი ასე ვთქვათ, არ მიყვარს უსამართლობა. |
Posted by: სამუელკოლტი 21 May 2014, 23:07 |
ქაფქიანა ჰო მარა არა მგონია როდესმე თბილისელისთვის ანდრმედას ნისლეულში მიმდინარე პროცესები გახდეს მნიშვნელოვანი . |
Posted by: ქაფქიანა 22 May 2014, 07:40 |
სამუელკოლტი ეგ რა არგუმენტია? ან რას ამტკიცებ მაგით? ცოტა სერიოზული მსჯელობა დადე. |
Posted by: boone 24 May 2014, 02:35 | ||
ქაფქიანა
ზოგადად უცხო ცივილიზაციებით მაშინ ინტერესდებიან როცა საქმე ილევა აი მაგალითად 90-იანებში ამერიკელებს დედამიწაზე საქმე დაელიათ . ანუ სანამ სრული მშვიდობა და კეთილდღეობა არ იქნება ჩვენ პლანეტაზე. მანამ არ დაინტერესდებიან ასტრონომიით . ცოტა მარტივად რომ ვთქვა რა სეჭამო რო ფიქრობ იმაზე მაღალ მატერიებზე იფიქრებ ? |
Posted by: salometallica 25 May 2014, 22:29 | ||
რა ლოგიკაა ..უცნაური.. ისე ნეტა ასტრონომიას ასტროლოგიისაგან არჩევდნენ.. http://observatory.iliauni.edu.ge/ |
Posted by: ქაფქიანა 27 May 2014, 17:31 |
boone აზრს და ლოგიკას ვერ ჩავწვდი. უაზრობას წერ. ..................................................................................... |
Posted by: boone 27 May 2014, 20:26 | ||
ქაფქიანა
რას ვწერ უაზრობას >? როდის იყო უცხოპლანეტელების თემა პოპულარული ყველაზე მეტად ? 90იანებშI . როცა სსრკ დაიშალა და ამერიკელებს დედამიწაზე საქმე დაელიათ . როცა მსოფლიო ტერორიზმი დამარცხდება და მშვიდობა დაისადგურებს მერე წამოიწევს ისევ წინ. |
Posted by: ქაფქიანა 27 May 2014, 23:04 |
boone უაზრობას წერ. ექსრატერესტრიალური სიცოცხლის ფენომენი ყოველთვის იყო და რჩება ასტრობიოლოგიის შესწავლის საგნად. რა ამერიკა, რის სსრკ. |
Posted by: vasovasia 27 May 2014, 23:36 | ||||
ქაფქიანა
არასწორია... ასტრონომიას, ასტროფიზიკაში ნუ ავურევთ... ასტრონომია ფენომოლოგიაა და არა ფუნდამენტური მეცნიერება...
ის თეორიული ფიზიკოსია და არა ასტრონომი....ყველა მისი შედეგი ეხება მიკრო და მაკრო სამყაროს ფიზიკის ფუნდამენტს... |
Posted by: ქაფქიანა 28 May 2014, 10:56 |
vasovasia რა არის არასწორი. რა ფენომენოლოგია-ასტრონომია მეცნიერებათა სისტემაა და ასტროფიზიკა მისი ერთ-ერთი შემადგენელი დარგია. |
Posted by: vasovasia 29 May 2014, 22:20 | ||||
ქაფქიანა
ეს რაც დაწერეთ, ანუ ეს:
ეს პროგრესი არ გამოწვევია ასტრონომიას... არამედ ამ პროგრესმა შექმნა თანამედროვე ასტრო მიმართულებები.. მათ შორის ასტროფიზიკა...რომელც ნიშნავს ვარსკვლავთა ფიზიკას... და მას ქმნიან არა ასტრონომები, არამედ თეორეტიკოს და ექსპერიმენტატორ ფიზიკოსთა პლეადა... სიტყვა ასტრო, უბრალოდ ვარსკვლავია და ის რასაც ემატება ასტრონომიას არ ნიშნავს... ხოლო ასტრონომია, თავისი მეთოდებით ისეთი მარტივია, რომ დღევანდელ უბრალო მოყვარულთაც ძალუძთ... ხოლო ის რასაც ასტროფიზიკა იძლევა არც მოყვარულებს ესმით და არც ასტრონომებს... უფრო მეტიც იქ ბუნება იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ საკმაოდ მცოდნე ფიზიკოსებსაც არ ძალუძთ ამ ფიზიკის გაგება... |
Posted by: ქაფქიანა 29 May 2014, 23:35 | ||
vasovasia რაც ნიშნავს ასტროფიზიკა, მესმის. თუმცამაინც გმადლობთ განმარტებისთვის.
ამის შემდეგ გასაგებია თქვენი პოზიცია. როცა შავზე თეთრს ამბობთ, კამათი უაზრო ხდება. |
Posted by: vasovasia 30 May 2014, 01:12 | ||
ქაფქიანა
აქ ფორუმია და ადამიანები კამათობენ... ეს არაა პერსონალებზე კამათი... არამედ საკითხზე... თუ ფიქრობ, რომ ჩემთვის თეთრი შავია,.... შენ დაამტკიცე, რომ ასე არააა.... |
Posted by: Boudicca 30 May 2014, 01:20 |
ეს ვიდეო მიყვარს მაგრად |
Posted by: ქაფქიანა 30 May 2014, 08:52 | ||||
vasovasia
როდესაც ამას ამბობ:
რის დამტკიცებაზეა საუბარი. |
Posted by: Aspie 3 Jun 2014, 13:34 |
ცეფეიდების ნათობის ცვლილების მიზეზი რა არის? |
Posted by: ქაფქიანა 3 Jun 2014, 17:23 |
Aspie ზედა ფენების პულსაცია, რაც რადიუსის ცვლილებებს და ფოტოსფეროს ტემპერატურის ცვლილებებს იწვევს. |
Posted by: Aspie 3 Jun 2014, 20:34 |
გასაგებია, კიდევ მაინტერესებს რაღაც. ე.ი. ესეთი ფორმულაა: m - M = 5 lg d - 5 სადაც m არის ხილული ნათობა, M - აბოსლუტური ნათობა. და d მანძილი. ვარსკვლავების ხილული ნათობა ცნობილია და აბსოლუტური ნათობაც თუ ზუსტად ვიცით, მანძილს ადვილად გავიგებთ ამ ფორმულით ხომ? და ხომ არ იცი ეს 5-ები საიდან მოვიდა? გამოყვანას არ მომთხოვენ ფორმულის, მაგრამ მაინც აზრზე რომ ვიყო. ქაფქიანა |
Posted by: ქაფქიანა 3 Jun 2014, 21:31 | ||
Aspie ვერნაირად ვერ გავიგებთ მანძილს. მანძილი და აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე (და არა ნათობა) რა კავშირშია ერთმანეთთან?
აზრზე არ ვარ. იქნებ ვინმე უფრო კომპეტენტურმა გვიპასუხოს. |
Posted by: Aspie 3 Jun 2014, 22:26 |
ქაფქიანა უი უკაცრავად. იმ ფორმულაში m არის ხილული ვარსკვლავიერი სიდიდე. M - აბსოლუტური ვარსკვლავიერი სიდიდე. აი ესენი თუ ვიცით ხომ გავიგებთ მანძილს? |
Posted by: nforumi 3 Jun 2014, 23:00 | ||
Aspie
იქ 5-იანის ნაცვლად 2-იანი ხომ არ უნდა იყოს შემთხვევით? და კიდე რაღაც კოეფიციენტი უნდა აკლდეს მე მგონი ფორმულას. |
Posted by: Aspie 3 Jun 2014, 23:55 |
არა, არაფერი არ აკლია, როგორც ვნახე. გადავამოწმე რამდენიმე ვარსკვლავზე და გამოვიდა. თან ეგრე დეტალურად არ მკითხავენ მაგ ფორმულას |
Posted by: LJprank 4 Jun 2014, 19:55 |
Aspie სემინარს აბარებ ბრად? სტანდარტული სანთლის გამოყენების ფორმულაა : |
Posted by: salometallica 4 Jun 2014, 20:46 | ||||
Aspie
სწორი ფორმულაა 5იანები უნდა იყოს.. Aspie და შენ რომელი ხარ? |
Posted by: ronald_wesley 6 Jun 2014, 15:51 | ||
Aspie
ხილული რას ნიშნავს ? თვალით ხილულს ? |
Posted by: Aspie 9 Jun 2014, 14:53 |
ronald_wesley დედამიწაზე მყოფი დამკვირვებლისთვის რამდენად კაშკაშაა. http://www.youtube.com/watch?v=12C4t4Gs3Bw ეს ნახე.. |
Posted by: ქართლოსი 24 Jun 2014, 12:16 |
დედამიწას რა აჩერებს სივრცეში? რატო არ ვარდება დაბლა? =============================== |
Posted by: Kakha 26 Jun 2014, 09:57 |
http://en.wikipedia.org/wiki/Nemesis_(hypothetical_star) ეს რამდენად რეალურია? |
Posted by: Gamayuchebeli 26 Jun 2014, 13:24 |
ხომ არ იცით უახლოესი მეტეორების წვიმა როდისაა და საიდან გამოჩნდება ყველაზე კარგად? |
Posted by: vasovasia 26 Jun 2014, 14:40 | ||
Kakha
მე პირადად არ მჯერა... მტკიცება მაგის არსებობის ისეთივეა, როგორც დარვინის მიერ ადამიანის მაიმუნიდან წარმოშობის.. ამხელა ყავისფერი ჯუჯა რომ არსებობდეს ჩვენთან აუცილებლად დავინახავდით... მას მასა მზეზე ათჯერ პატარა არ უნდა ჰქონდეს, მაშინ წყალბადი ვერ აინთებოდა... ყავისფერი ჯუჯები, პატარა მასის გამო მხოლოდ წყალბად წვავენ და მერე ჩაქრებიან... მათი ტემპერატურა ზევით ვეღარ მიდის, რომ ჰელიუმი აანთონ... ამითომ ის თეორიულად უნდა ჩაქრეს, როგორც წყალბადი დაიწვება და ძირითადი მატერიალი ლითიუმი ექნება... ისე კარგია, აქ სადმე მახლობლად რომ იყოს... წავალთ და ლითიუმს ჩამოვზიდავთ... ბატარიებს გავაკეთებთ... ტესლას გაუხარდება... ეს ხუმრობით ცხადია.. ღმერთმა არ ქნას ჩვენთან ახლო იყოს... ის უზარმაზარია, მაინც.. მზის მასის მეათედი... იუპიტერიც კი 1000ჯერ პატარაა მზეზე... თუმცა ისე, რის არსებობაც აკრძალული არაა, შეიძლება არსებობდეს ჩვენს მახლობლად ...... მთელ სამყაროში ხომ ისინი ძალიან ბევრია... * * * |
Posted by: Kakha 26 Jun 2014, 18:17 |
vasovasia დარვინს რას უწუნებთ? )) |
Posted by: ქაფქიანა 26 Jun 2014, 23:05 |
Kakha აუ, კითხვა რომ დავიწყე, ეგრევე ვიფიქრე, ეს ისაა რომლის არსებობასაც ოორტის ღრუბლის მიღმა ვარაუდობენ-მეთქი და ეგრეც აღმოჩნდა. ამას კაცო ასტრონომიის წრეზე რომ დავდიოდი მოსწავლეთა სასახლეში გაგანია 90-იანებში, იქ მასწავლიდნენ რომ ვარაუდობენ ნემეზიდას არსებობას. როცა მზის ტრაექტორიას აანალიზებენ ნიტო აღარ მახსოვს კასიოპეასკენ, მერწყულისკენ თუ სადაცაა გალაქტიკის ცენტრი, ფლუქტუაციები ფიქსირდება მზის ტრაექტორიაში. ამ ფლუქტუაციებს მზის სისტემის დანარჩენი მასა ვერ ქაჩავს. ჰოდა ოორტის ღრუბლის გარეთ გავიდა რამე ჯერ? თუნდაც იგივე ვოიაჯერი? მე მგონი გავიდა ჰო? |
Posted by: Kakha 26 Jun 2014, 23:26 |
ქაფქიანა კი გავიდა, მარა ვითომ ბნელი ვარსკვლავიაო, ir სპერქტში თუ დავნახავთო, ვოიაჯერზე ეგეთი ტექნიკა არ აყენია, რაღაც ახალ ტელესკოპზე ქონდათ იმედი, 2-3 წელში უნდა ვიპოვოთო წესით, დავკარგე ის ვიდეო, სადღაც ვნახე. * * * აი ვიპოვე |
Posted by: ბეჟანბეჟანი 26 Jun 2014, 23:40 | ||||
ქართლოსი
ერთ დიდ კუს (ძაალიან დიდ კუს) ეყრდნობა. თუ დაკვირვებიხარ დედამიწის გლობუსს, შეამნევდი, რომ ჩრდილო პოლუსთან მიწის ჭაჭანება აღარ არის. თითქოს გადახსნილიაო. კონტინენტები ზემოდან ქვემოთ მოსრიალებენ. ანტარქტიდა უკვე ჩავარდა სამხრეთ პოლუსზე და იქ გაჩერდა. მალე ავსტრალია და მადაგასკარი გაიზიარებენ ანტარქტიდის ბედს. სიმძიმის ცენტრის ქვემოთ წამოღება დედამიწას უფრო სტაბილურს გახდის და რომელიმე ციურ სხეულთან შეტაკებისას ადვილად ვეღარ გადაბრუნდება. კონტინენტების ქვემოთ წამოსრიალების ნაკლია ის, რომ ქვემოთ სამხრეთია და უფრო ცხელა. გადნება ყინული და მტკნარი წყლის მარაგი შემცირდება. ამასთან, როცა ყველა კონტინენტი ერთმანეთს შეეწებება, საოკეანო და საზღვაო ფლოტი აღარ იქნება საჭირო, გარდა თევზსაჭერი სეინერებისა.გვექნება ერთი კონტინენტი და ერთიც ოკეანე. წელიწადში ერთი დღე და ერთი ღამე. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « vasovasia Kakha ქაფქიანა
ჩვენც მოგვითარგმნეთ რა, რაზეა საუბარი. ყველამ არ ვიცით ეს დასაწვავი ინგლისური |
Posted by: ქაფქიანა 26 Jun 2014, 23:47 | ||
ბეჟანბეჟანი
http://postimage.org/ http://postimage.org/ ნუღარ იხუმრებ მსგავსად. * * * ბეჟანბეჟანი ნუ ზოგადი აზრი ისაა რომ ძალიან თეორიულად ჩვენი მზე ორმაგი ვარსკვლავია. მზეს მზის სისტემის გარემომცველი ძალიან უხეშად რომ ვთქვათ მტვრის ღრუბლის-ოორტის ღრუბლის გარეთ მეწყვილე უნდა ჰყავდეს, სავარაუდოდ ყავისფერი ჯუჯა-ე.წ. ,,ნემეზიდა", რომელთან ერთად მზე გალაქტიკის ცენტრის გარშემო გარემოქცევისას პლუს სიმძიმის საერთო ცენტრს გარემოექცევა. მზის ორბიტის ფლუქტუაციები იძლევა მსგავსი დაშვების ალბათობის საფუძველს. მაგრამ ეს ჯერ ძაან ძაან სამეცნიერო სპეკულაციებია. |
Posted by: Kakha 27 Jun 2014, 00:44 |
სადღაც 10-15 წლის წინ ჟურნალ სარკეში თუ სადღაც ეწერა რომ მზის გარშემო მბრუნავი ვარსკვლავი აღმოაჩინესო, ცხადია სარკულ ენაზე, მაშინ მეცინებოდა ამ სტატიაზე, იქნებ სულ ტყულად |
Posted by: ქართლოსი 27 Jun 2014, 09:57 |
ბეჟანბეჟანი მე სუ სხვა რამე ვიკითხე |
Posted by: ბეჟანბეჟანი 27 Jun 2014, 10:57 | ||
ქართლოსი
პლანეტები მოწესრიგებულად რომ მოძრაობენ მზის გარშემო, თავის მხრივ მზე გალაქტიკის გარშემო, გალაქტიკა კიდევ მეგაგალაქტიკის გარშემო და ა.შ. ეს გრავიტაციისა და მინიჭებული სიჩქარის შედეგია (ამბობენ, დიდმა აფეთქებამ გაგვისროლა წერტილოვანი ადგილიდანო) თავად გრავიტაცია რა თოკებისგან შედგება და რას მოყავს მოქმედებაში, ვეჭვობ ვინმემ სრულყოფილი პასუხი გაგცეს. სრულყოფილი კი არა, ვგონებ საერთოდ არ არსებობს ამაზე მეცნიერული პასუხი, გარდა ჰიპოტეზებისა (მაგ: სივრცის გამრუდება, თუმცა აქაც იგივე სიძნელეს ვეჯახებით - რა აიძულებს სივრეს გამრუდდეს? - გიპასუხებენ მასაო მაგრამ მასა როგორ ახვევს სივრეს, ანუ რა თოკებით ექაჩება, აქაც უპასუხოა). ზოგადად კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ რადგან ვმოძრაობთ სივრეში, ე.ი. სადღაც ვვარდებით. ეს "სადღაც" შეიძლება იყოს ჩვენს დაბლა, მაღლა ან გვერდით, ან ერთდროულად ყველა მხარეს (მხარისკენ ან მხარისგან). ისღა დაგვრჩენია, ჯერ-ჯერობით გრავიტაიის შედეგები ვზომოთ და ვიოცნებოთ, თუ როგორ ავხსნათ მისი მექანიზმი. |
Posted by: ქართლოსი 27 Jun 2014, 11:08 | ||
ბეჟანბეჟანი
მზეც მოძრაობს ესეგი? და რა მანძილით ვმოძრაობთ? |
Posted by: ბეჟანბეჟანი 27 Jun 2014, 11:25 | ||
მზის მოძრაობის სიჩქარე გალაქტიკის ცენტრის მიმართ, თავის მხრივ გალაქტიკის მოძრაობის სიჩქარე მეზობელი გალაქტიკების მიმართ და მსგავსი კითხვებს ქაფქიანა, ვასოვასია , კახა და ზოგი სხვა იუზერი გიპასუხებენ. თუმცა თუ მათ შემოსვლამდე დავგუგლავთ, ვიკიპედია ასეთ პასუხს გვაძლევს: "მზე მდებარეობს ირმის ნახტომის ცენტრიდან 26 000 სინათლის წლის მოშორებით და ბრუნავს მის ირგვლივ. ერთ შემობრუნებას გალაქტიკის ირგვლივ ესაჭიროება 225—250 მილიონი წელი, დაახლოებით 220 კმ/წმ სიჩქარით." http://ka.wikipedia.org/wiki/მზე |
Posted by: Kakha 27 Jun 2014, 11:38 |
ქართლოსი აი ნახე ეს http://htwins.net/scale2/ |
Posted by: ქართლოსი 27 Jun 2014, 12:26 | ||
Kakha
რა მაგარი რამეა. მადლობა. ბეჟანბეჟანი მადლობა. |
Posted by: ქაფქიანა 27 Jun 2014, 12:32 |
ქართლოსი ამ სამყაროში ყველაფერი მოძრაობს. მთვარე მოძრაობს დედამიწის გარშემო, დედამიწა მზის, მზე გალაქტიკის, გალაქტიკა მეზობელ ანდრომედას და კასიოპეას გალაქტიკებთან ერთად გალაქტიკათა ადგილობრივი ჯგუფის გარშემო. როგორც ჩანს ისიც მოძრაობს გარკვეული ცენტრის გარშემო. ამის მერე უკვე აღარ ვიცით რა ხდება. ამ ყველაფერს წარმართავს ძალა-გრავიტაცია. ერთი შეხედვით თითქოს ძალიან მარტივი, მაგრამ რეალურად ძალიან ცოტა ვიცით მისი წარმოშობის, გავრცელების, თვისებების და ა.შ, შესახებ. |
Posted by: Kakha 27 Jun 2014, 12:57 |
კიდე ბნელი ენერგიაც მივამატოთ და აღმოჩნდება რომ მხოლოდ სპილოს კუდი გვიჭირავს ხელში მთელი სპილოს მაგივრად |
Posted by: ქაფქიანა 27 Jun 2014, 14:49 | ||
Kakha
ეგ საერთოდ ტაბუა ასტრონომიის. |
Posted by: ქართლოსი 27 Jun 2014, 17:54 |
ქაფქიანა და ეს ამდენივარსკვლავები როა რაღაცისთვის ხომაა საჭირო ხოდა რისთვის. თყუილათ ხომ არ იქნებიან?! და ღამე რო ჩანს ხოლმე ვასკვლავი ჩამოვარდაო თითქოს ეგ რაღაა? და კიდევ სივრცეს დასასრული აქვს თუ არა? |
Posted by: ბეჟანბეჟანი 27 Jun 2014, 22:53 | ||
ქართლოსი
ისეთ კითხვებს სვამ, ხუმრობის ხასიათზე მაყენებ. მაგრამ აღარ იხუმროო და ჰა ღამე რომ ვარსკვლავი ვარდება, ეს არის კოსმოსში მოხეტიალე (სხვათა შორის მკაცრად განსაზღვრულ ორბიტაზე მოხეტიალე) მცირე თუ დიდი ქვები - მეტეორები, რომლებიც გადაკვეთენ დედამიწის ორბიტას და მის გარშემო შემოხვეულ ჰაერში (ატმოსფეროში) შემოჭრისას იწვიან. აი, ხელი მაგრად რომ დააჭირო კედელს და სწრაფად რომ გაუსვა, აუცილებლად იგრძნობ ხელის გახურებას. სიჩქარეს რომ მოუმატო, რაღაც მომენტში ხელი დაგეწვება. ასეთივე ხახუნით, ოღონდ ატმოსფეროში, ხურდება მეტეორი, შემდეგ ინთება და იწვის. ზოგჯერ დედამიწამდე ჩამოაღწევს ხოლმე და მიწაზე ეცემა. გარკვეული ზომის მეტეორი (არც ძაან დიდი და არც ძაან პატარა) ატმოსფეროში ფეთქდება, როგორც მოხდა შარშან რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის თავზე. ვარსკვლავები ცაში ტყუილად არ არიან. თავისი ფუნქციები აქვთ, საქმეს აკეთებენ: იწვიან, მოძრაობენ, თავიანთ პლანეტებს მიათრევენ, ღამეს ალამაზებენ და მეცნიერებს საშუალებას აძლევენ მათზე დაკვირვებები აწარმოონ. რა შეეხება სივრცის სასრულობას: თეორიულად სივრცის (სამყაროს) უსასრულობა ან სასრულობა ამტკიცო, იგივეა, ბარსელონა-რეალის ფანებმა იდავონ ფეხბურთზე. პრაქტიკულად კი ჩვენთვის სივრცე მთავრდება იქ, სადამდეც წვდება ტელესკოპი, ანუ სადამდეც დაიკვირვება, ანუ სადაც მიზეზ-შედეგობრივი კავშირი წყდება. საინტერესო ისაა, რომ დაკვირვებადი სივრცე ფართოვდება. თან გაფართოების სიჩქარე მატულობს. აქედან 15-17 მილიარდი წლის სინათლის სავალზე გალაქტიკების ჩვენგან დაშორების სიჩქარე უტოლდება სინათლის სიჩქარეს და მის იქით რა ხდება "ჩორტ ევო ზნაეტ". |
Posted by: ქართლოსი 28 Jun 2014, 00:50 | ||||
ბეჟანბეჟანი
კვლევები გაგრძელდება ესეგი და ახალი აღმოჩენებიც იქნება. და ვიდეო იქნება ხო ალბათ ტელესკოპით მაქსიმუმი რაც დაინახეს გადაღებული? და უფრო ძლიერი ტელესკოპის შექმნა იქნება საჭირო.
გრავიტაციაშიც მონაწილეობენ ალბათ. |
Posted by: ბეჟანბეჟანი 28 Jun 2014, 11:15 | ||||||
ქართლოსი
რა თქმა უნდა. ნებისმირი მასის სხეულს აქვს თავისი გრავიტაცია და უზარმაზარი ვარსკვლავების გრავიტაციაც მოქმედებს გარემომველ სივრცეზე.
კი, არის. კოსმოსში ორი ტელესკოპია გატანილი, "ჰაბლი" და კიდევ ერთი, უფრო ახალი. ისინი მუდმივად ახდენენ ცის სკანირებას, მონაცემებს დედამიწაზე აგზავნიან და შემდეგ აქ (დედამიწაზე) მუშავდება მეცნიერების მიერ.
რაც უფრო ძლიერია ტელესკოპი, მით უფრო გარკვევით შეიძლება შორეული ციური სხეულების დანახვა. ამიტომ მუდმივად მიდის მუშაობა ტელესკოპების გაუმჯობესებაზე, რომლებიც სინათლის გარდა ხედავენ ელექტრომაგნიტურ ტალღებს და ათასნაირ გამოსხივებას. თუმცა 14-17 მილიარდი სინათლის წლის იქით რამე დავინახოთ, გამორიცხულია. რადგან როგორ გითხარი, ამ მანძილებზე გალაქტიკები სინათლის სიჩქარით გვშორდებიან, რაც იმას ნიშნავს, რომ იქიდან წამოსული სინათლე ვერასდროს ვერ მოაღწევს ჩვენამდე. თუმცა ვინ იცის, დანამდვილებით არავის შეუძლია თქვას, რომ დასავლეთისკენ წასული სინათლის სხივი აღმოსავლეთიდან არ გვიბრუნდება |
Posted by: vasovasia 28 Jun 2014, 20:37 | ||
Kakha
დარვინს არაფერს,.. მაგრამ თუ მაიმუნი ჩემი ბიძაშვილია,.... მაშინ რატომ დარჩა ასე გაუნათლებელი სამუდამოდ... იმ ტიპებმა, ვინც სიკვდილის ვარსკვლავი იწანასწარმეტყველეს, ისინიც დარვინივით მოიქცნე.. დაახლოებით ცხადია... ის რომ რაღაც ორგანიზმების წარმოშობა გაქრობის პერიოდები 25 მილიონია და ან რაღაც გეოლოგიური ქანების პერიოდულობა ამდენსავეა... რატომ უნდა მომივიდეს აზრად რაღაც ყავისფერი ან წითელი ვარსკვლავის არებობა მზის გარშერმო რომელიც თურმე მეტეორებს წარმოშობს, შეაშფოთებს და ისინი აისახებიან დედამიწის რაღაც პერიოდულობაზე... წითელი იმხელაა, გამოირიცხა... იფიქრეს ყავისფერს პატარ მასა აქვს და სადღაც იქნებაოო... მიუხედავად, იმისა, რომ არცერთ ინფრაწითელი სატელიტების აღმოჩენილი ყავისფერი ვარსკვლავების სიაში არ არის.... ასეთი.... |
Posted by: ქაფქიანა 28 Jun 2014, 23:44 | ||||||
ქართლოსი
რას ნიშნავს საჭიროა და ტყუილად იქნებიან? იმაზე თუ გიფიქრია შენ რისთვის ხარ? ან მე, სან კაცობრიობა საერთოდ? რისთვის ვართ საჭირო. იქნებ ტყუილად ვართ?
მეტეორის ვარდნა.
ხუმრობ ალბათ. ეგ კაცობრიობის ცივილიზაციის წინაშე მდგომი გრანდიოზული პრობლემაა. აქვს თუ არა სივრცეს და დროს საზღვრები. ეგ რომ ვიცოდეთ რა გვიჭირს. ბეჟანბეჟანი კაი ნერვები გაქვს. განა რა. პროსტა მე ეგრე არ შემიძლია. |
Posted by: ბეჟანბეჟანი 29 Jun 2014, 14:40 | ||||
vasovasia
იმიტომ რომ არ ქონდა სათამაშო * * * ქაფქიანა
იყო დრო, შენც შეგეძლო |
Posted by: ქაფქიანა 30 Jun 2014, 00:59 | ||
ბეჟანბეჟანი
ეს ფორუმი, (ეს განყოფილება კიდევ ნაკლებად, მაგრამ პოლიტგანყი) საერთოდ გიკარგავს ურთიერთობის სურვილს. ცოტა გავაქტიურდი ეს ბოლო დღეებია. ნეტა რა ძალა მედგა. |
Posted by: Kakha 30 Jun 2014, 11:59 | ||
vasovasia
იმედია ეს ხუმრობაა )) ისე კი ცხადია ამ ვარსკვლავის ჰიპოთეზა ბევრად შორსაა წონადი მტკიცებულებებისგან ვიდრე მაიმუნსა და ადამიანს შორის გენეტიკური თანხვედრა |
Posted by: gubaz_merve 30 Jun 2014, 12:49 |
მზის და მთვარის კალენდარში ვის ძალუძს გამარკვიოს ,საშუალო განათლების პიროვნება ვარ |
Posted by: ბეჟანბეჟანი 30 Jun 2014, 13:20 | ||
ქაფქიანა
ნაკლები სერიოზულობით (ან მეტი იუმორით) მიუდექი საკითხს და ყველაფერი კარგად იქნება. ოღონდ სულ არაა აუცილებელი, პოსტებში ხდებოდეს განწყობის დემოსტრირება. |
Posted by: ქაფქიანა 30 Jun 2014, 18:59 |
gubaz_merve მზის კალენდარი ემყარება ე.წ. ტროპიკულ წელიწადს-ანუ სეზონების ცვალებადობას. ამის საპირისპიროა მთვარის კალენდარი-რომელიც მთვარის ფაზათა ცვლილებას ემყარება. არცერთი ეს კალენდარი არ გამოიყენება სამოქალაქო ცხოვრებაში, სადაც ვიყენებთ სამოქალაქო წელიწადს-მთვარის და მზის კალენდრების გონივრულ შეჯერებას. ასტრონომები დაკვირვებებისთვის იყენებენ ტროპიკულ წელიწადს, ხოლო სამხედროები და მეზღვაურები მთვარის კალენდარს. არც ტროპიკული წელიწადი და არც მთვარის კალენდარი ყოველდღიურ ცხოვრებაში არ გამოიყენება. არც ტროპიკული, არც მთვარის და მითუმეტეს, არც სამოქალაქო წელიწადები იდეალურად ზუსტი არაა. იდეალურად ზუსტი კალენდრის შრქმნის საჭიროება არც დგას, ვინაიდან ჯერ ერთი, დედამიწა დროს ამრუდებს, ხელოვნურ თანამგზავრებზე დრო უფრო ნელა გადის, მეორე დედამიწა მუხრუჭდება. მართალია ძალიან ნელა, მაგრამ მაინც. ევროკავშირი შორეულ პერსპექტივაში გეგმავს ახალევროპული კალენდრის შემოღებას ოცდამეერთე საუკუნის ბოლოს, მაგრამ იქამდე ვიცოცხლოთ. |
Posted by: ბეჟანბეჟანი 30 Jun 2014, 19:27 | ||||
ქაფქიანა
ანუ, მზეზე ვვარდებით თუ პირიქით?
როგორ იხსნება ეს მოვლენა? |
Posted by: nforumi 30 Jun 2014, 19:28 |
ქაფქიანა ჩვენ რომ ვიყენებთ ის რა კალენდარია მაშინ? მე მგონია სწორედ მზის კალენდრის მიხედვით ვცხოვრობთ, არა ? ... |
Posted by: ქაფქიანა 30 Jun 2014, 19:51 | ||||||||
ბეჟანბეჟანი
არ ვიცი სიმართლე გითხრა. იდეაში მზე ისედაც ჩაგვყლაპავს წითელ გიგანტად როცა იქცევა ალბათ.
დეტალებში ვერ ვერკვევი. ფთ-ს ასახსნელად იყენებდა აინშტაინი ამ მოვლენას. რა თქმა უნდა მის დროს თანამგზავრები არ იყო, მაგრამ ჰიპოთეტურ დაშვებებს უშვებდა. ერთი ვიცი, რომ დედამიწა, ისევე როგორც ნებისმიერი სხეული როგორც სივრცეს, ასევე დროს ამრუდებს. nforumi
|
Posted by: z125 30 Jun 2014, 21:00 | ||
ქაფქიანა
თანამგზავრზე არსებული საათი დედამიწაზე რომ დავაბრუნოთ ჩამორჩენილი იქნება აქაურ დროსთან? ნუ ისეთ საათს ვგულისხმობ რომელიც კოსმოსშიც მუშაობს უპრობლემოდ. როგორც მახსოვს უკან დაბრუნებისას ხელოვნურ თანამგზავრზე დრო ისევ აჩქარდება, რადგან თანამგზავრის სიჩქარე დაიკლებს (დამუხრუჭდება) და დედამიწაზე დაბრუნებისას ისევ გაუთანაბრდება აქაურ დროს. ეს ასეა თუ რაღაც ზღაპრიდანაა? ბუნდოვნად მახსოვს. |
Posted by: ქაფქიანა 30 Jun 2014, 21:17 |
z125 ვაიმეეე... მაგდენი რომ ვიცოდე რაღა მიჭირს. დამერწმუნე, კარგად არ ვიცი ეს საგანი. |
Posted by: არწივი9 30 Jun 2014, 22:22 |
z125 ქაფქიანა ფზთ-ის თანახმად დრო უფრო ნელა გადის მასიურ სხეულებთან ახლოს ვიდრე მათგან შორის. ესე იგი რომ ავიღოთ ორი ერთნაირი საათი რომლებიც ერთნაირ დროს აჩვენებენ თავიდან და ერთი მათგან რომ თანამგზავრზე მოვათავსოთ მაშინ იგი: 1) უფრო სწრაფად დაიწყებს სვლას, უფრო ზუსტად კი მისი მიწიერი ორეული შეანელებს სვლას გრავიტაციის გამო. 2) შედარებით დიდი სიჩქარით მოძრაობის გამო თანამგზავრის საათი უფრო ნელა იმუშავებს, მაგრამ ეს ფსთ-ის გამო და ეს დებულება წრიულ მოძრაობაზე ვრცელდება თუ არა-არ ვიცი. |
Posted by: nforumi 30 Jun 2014, 22:50 | ||
ქაფქიანა
სწორედ ეს ვერ გავიგე. ბუნიობის დღეები აღდგომასავით მოძრავია, თუ მის ნახევრად? როგორ უნდა შეაჯერო ერთმანეთს ეს ორი კალენდარი? |
Posted by: ქაფქიანა 1 Jul 2014, 01:22 |
nforumi წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ ზოგადად ვიცი რომ ეგრეა... ისე ბუნიობები უძრავია კაცო. საიდან მოიტანე ბუნიობის მოძრაობა? |
Posted by: CENTURIONI 1 Jul 2014, 08:30 |
საინტერესო სტატია წავაწყდი იაჰუზე.ერთერთ ახალ აღმოჩენილ გიგანტურ მეზობლად მყოფ პლანეტაზე შესაძლოა სიცოცხლის არსებობისთვის ვარგსი პიროებები იყოსო.ე.წ. ჰაბითაბალ ზოუნში ხვდება. Newfound Alien Planet 'Gliese 832c' May Be Able To Support Life Space.com | By Mike Wall Posted: 06/27/2014 9:13 am EDT Updated: 06/27/2014 9:59 am EDT Print Article Share 5291 Tweet 190 96 Share on Google+ Potentially habitable Super-Earth Gliese 832 c appears in an artist's conception against a background of a stellar nebula. A newfound alien world might be able to support life — and it's just a stone's throw from Earth in the cosmic scheme of things. An international team of astronomers has discovered an exoplanet in the star Gliese 832's "habitable zone" — the just-right range of distances that could allow liquid water to exist on a world's surface. The planet, known as Gliese 832c, lies just 16 light-years from Earth. (For perspective, the Milky Way galaxy is about 100,000 light-years wide; the closest star to Earth, Proxima Centauri, is 4.2 light-years away.) Gliese 832c is a "super-Earth" at least five times as massive as our planet, and it zips around its host star every 36 days. But that host star is a red dwarf that's much dimmer and cooler than our sun, so Gliese 832c receives about as much stellar energy as Earth does, despite orbiting much closer to its parent, researchers said. [10 Exoplanets That Could Host Alien Life] Indeed, Gliese 832c is one of the three most Earth-like exoplanets yet discovered according to a commonly used metric, said Abel Mendez Torres, director of the Planetary Habitability Laboratory at the University of Puerto Rico at Arecibo. "The Earth Similarity Index (ESI) of Gliese 832c (ESI = 0.81) is comparable to Gliese 667Cc (ESI = 0.84) and Kepler-62e (ESI = 0.83)," Mendez wrote in a blog post today (June 25). (A perfect "Earth twin" would have an ESI of 1.) "This makes Gliese 832c one of the top three most Earth-like planets according to the ESI (i.e., with respect to Earth's stellar flux and mass) and the closest one to Earth of all three — a prime object for follow-up observations," he added. A team led by Robert Wittenmyer, of the University of New South Wales in Australia, discovered Gliese 832c by noticing the tiny wobbles the planet's gravity induces in the motion of its host star. gliese 832c This artist's illustration compares the size of potentially habitable exoplanet Gliese 832c to that of Earth. The exoplanet may be larger if composed of gas/ice. They spotted these wobbles in data gathered by three separate instruments — the University College London Echelle Spectrograph on the Anglo-Australian Telescope in Australia, the Carnegie Planet Finder Spectrograph on the Magellan II telescope in Chile and the High Accuracy Radial Velocity Planet Searcher (HARPS) spectrograph, which is part of the European Southern Observatory's 11.8-foot (3.6 meters) telescope at the La Silla Observatory in Chile. Gliese 832c is the second planet to be discovered around the star Gliese 832. The other one, Gliese 832b, was found in 2009; it's a gas giant that circles much farther out, taking about nine years to complete one orbit. "So far, the two planets of Gliese 832 are a scaled-down version of our own solar system, with an inner, potentially Earth-like planet and an outer, Jupiter-like giant planet," Mendez wrote. However, it's unclear at the moment just how much Gliese 832c resembles Earth. Indeed, its discoverers think the newfound world may be more similar to scorching-hot Venus, with a thick atmosphere that has led to a runaway greenhouse effect. "Given the large mass of the planet, it seems likely that it would possess a massive atmosphere, which may well render the planet inhospitable," Wittenmyer and his team wrote in their paper, which has been accepted for publication in The Astrophysical Journal. "Indeed, it is perhaps more likely that GJ [Gliese] 832c is a 'super-Venus,' featuring significant greenhouse forcing." |
Posted by: gubaz_merve 1 Jul 2014, 10:15 |
ქაფქიანა nforumi საერთოდ ფილმის ნახვა ჯობს ,ასმეოთხე წუთიდან გამომსვლელი საუბრობს მზის და მთვარის კალენდარზე მანამდე ცინცაძე ხაზგასმით ამბობს რომ ძველქართული კალენდარი ყველა არსებულზე ზუსტია რატომაა შეფასებებში ასეთი განსხვავება? |
Posted by: salometallica 1 Jul 2014, 11:20 |
აპოლო 11-დან გადაღებული დედამიწა.. სადაა ვარსკვლავები? ან აქ სადაა? |
Posted by: gubaz_merve 1 Jul 2014, 14:55 | ||
____________________________________________________________ |
Posted by: vasovasia 1 Jul 2014, 15:19 | ||||
ბეჟანბეჟანი
ვცილდებით... დედამიწისთვის საბედნიეროდ.... ჩვენთვის კი სულ ერთია... თუ არ გავასწრებთ მაინც დავიღუპებით... დედამიწას კი შანსი აქვს, თუ ერთი 200000 კილომეტრით კიდევ დაცილდება , რომ გადარჩეს და თვითმყოფადობა დამოუკიდებელი პლანეტის შეინარჩუნოს, თუ არადა, როგორც კი ჰელიუმი ჩაქრება და მზე წითელ ჯუჯად გადაქცევას დაიწყებს და აფეთქდება, თან წაიღებს დედამიწასაც... და გაქრება ადამიანთა მოდგმის დედამიწისეული ფიზიკურ კვალი....
მიზეზი ორია: პირველი: თუ ის მოძრაობს სხვა სხეულის მიმართ, მაშინ შესაბამისად მისი სიჩქარისა, დრო მასზე განიცდის გაწელვას... მეორე თუ ის გრავიტაციულ ველში იმყოფება ... მაგალითად ჩამოკიდებულია დედამიწის გარშემო ორბიტაზე.... ამ შემთხვევაში დრო ნელდება მისთვის და ასევე დედამიწაზე მყოფი სხეულისთვის..(აქ არ ვითვალისწინებთ დედამიწის ბრუნვას და რაკეტის ბრუნვას დედამიწის გარშემო)... და მიზეზია გრავიტაციული ველის და ჩვეულებრივი აჩქარების ეკვივალენტურობა... რაც ასევე გრავიტაციული ველის უნივერსალობაში მჟღავნდება... ანუ თუ მატერია ქმნის სივრცე დროის მეტრიკის გამრუდებას და ამ სივრცეში მოძრაობა არის გამოვლინება გრავიტაციის და არა გრავატაციული ველის მატერიალურობა, მაშინ აჩქარებაც ამრუდებს სივრცე დროს და გრავიტაციის მსგაცსად გამოვლინდება... აჩქარება კი, მოქმედი ნებისმიერ სხეულზე ქმნის სიჩქარეს, რომელიც იწვევს დროის შეკუმშვა-გაწელვას...... თუ დედამიწა და შესაბამისად სატილიტი მის გარშემო ტრიალებს... მაშინ ეფექტი დროის გრავიტაციული გაწელვის მცირდება... რადგან ტრიალის დროს არსებული ცენტრიდანული აჩქარება ცვლის გრავიტაციულ ეფექტს.... gubaz_merve და ფილმი სად არის? |
Posted by: Kakha 1 Jul 2014, 15:30 |
მე მგონი დედამიწას შანსი არა აქვს წითელ გიგანტს დააღწიოს თავი, ბოლო გათვლებში მზის ზედაპირის გრავიტაციული მოქცევაც გაითვალისწინეს და გამოდის რომ დედამიწა ვერ აღწევს თავს მზეს. |
Posted by: vasovasia 1 Jul 2014, 15:45 | ||
Kakha
კი სწორი ხარ დღევანდელი გათვლებით ასეა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს რამოდენიმე მილიარდი წლის შემდეგ და იქამდე იქნებ რაღაც შეიცვალოს, თან გასარკვევია რას გაითვალისწინებ ამ დაანგარიშებებში.. იქამდე მზის ოჯახი უამრავ წრეს დაურტყავს გალაქტიკის ცენტრის გარშემო და იქნებ რაიმე სხვამ იქონიოს გავლენა..თუმცა ეს გავლენა შეძლება პირიქითაც იყოს.. თუ არადა წითელ ჯუჯას სად წაუხვალ... არადა გაქრება ყველაფერი... საუკუნეებით ნაწვალები, ადამიანის ნაკეთები.. |
Posted by: Kakha 1 Jul 2014, 15:52 |
თუ მანამდე არ გადავსახლდებით სადმე, ან იქნებ დედამიწაც წავიყვანოთ სადმე, ბუქსირით ))) |
Posted by: z125 1 Jul 2014, 16:44 |
ძალიანაც კარგი თუ გაქრება დედამიწა. რა საჭიროა მისი არსებობა? |
Posted by: gubaz_merve 1 Jul 2014, 18:51 |
vasovasia შემეშალა და იმიტომ არ ჩანს ,ეს ფილმია |
Posted by: Kvirila 2 Jul 2014, 07:48 | ||||
წითელი გიგანტად გადაქცევის მერე მზე (თავის დიდი ზომის გამო) იუპიტერის და სატურნის მთვარეებს გაათბობს, ფაქტიურად იგივე დისტანცია იქნება მაგათ შორის როგორც დღეს მზე/ დედამიწას შორის არის. მერე კი ადამიანი თვითონ შექმნის არსებობის პირობებს და გადაბარგდება, მაგალითად კალისტოზე ან ტიტანზე. |
Posted by: nforumi 2 Jul 2014, 10:40 | ||
ქაფქიანა
მაგას ვამბობ ზუსტად. ბუნიობა განისაზღვრება მზის და დედამიწის ურთიერთმდებარეობით და რადგან ის ყოველთვის ერთიდაიგივე დროს არის ჩვენი კალენდრით, ესე იგი ჩვენი კალენდარი მზის კალენდარია. |
Posted by: vasovasia 2 Jul 2014, 14:47 | ||||||||
nforumi
ბუნიობა რომელ დღეს ჰქვია? 21 მარტს?... თუ კი, მაშინ პოზიციით ის მუდმივად დარბის მზის გარშემო.... არა?
თუ 21 მარტია.... მაშინ აღდგომა ხომ მაქედან გამოითვლება... შესაბამისად მთვარის კალენდართანაც გაქვს კავშირი....ირიბად... Kvirila
წითელ გიგანტად გადაქცევის ფაზაში... მზე უამრავ მასას დაკარგავს და მე მგონია დედამიწა დიდ მანძილზე გაიქცევა მზედან....
კარგია ოცნება...წითელი გიგანტობა სულ ერთი მილიარდი წელი იქნება და თუ როგორმე მოესწორო და ახალი სიცოცხლე ჩამოყალიბდა... ცოტა ხნით იარსებებენ და მერე მზე თეთრი ჯუჯა გახდება ... და დაემშვიდობება მზის ოჯახი ყველაფერს.... |
Posted by: nforumi 2 Jul 2014, 15:40 | ||||||
vasovasia
მე მგონი ბუნიობა არის დღეღამტოლობის და მინ/მაქს დღეების წერტილები. 4 წერტილია წელიწადში. და მზის გარშემო სირბილი რას ქვია?
ირიბად ყველაფერი შეიძლება დააკავშირო ერთმანეთს. ერთი სიტყვით 21-22 დეკემბერი არის ყველაზე დიდი ღამე ყოველწლიურად. 21 მარტი დღეღამტოლობა და ა. შ. ესენი მუდმივია. ამაზე მთვარის ფაზების დამატებით ხდება გადასვლა მთვარის კალენდარზე, რომელიც მოძრავია ცხადია მზის კალენდრის მიმართ. შესაბამისად აღდგომა ხან აპრილში, ხან მაისში და ხანაც მარტში - მოძრაობს გარკვეულ დიაპაზონში (თუ არ ვცდებ 42 დღე უნდა იყოს მაქსიმალური განსხვავება).
საჭიროა დედამიწას დავუყენოთ ძრავები, რომლებითაც შევძლებთ სხვა, ახალგაზრდა ვარსკვლავთან გადანაცვლებას... |
Posted by: franki 2 Jul 2014, 15:51 |
shegidzliat gamarkviot ratom chans mtvare marto erti mxridan ? |
Posted by: vasovasia 2 Jul 2014, 16:09 | ||||
nforumi
გასაგებია.. ინგლისურად ეკვინოქსი გაზაფხულის... და მაშინ ზუსტად ეგ არის 21 მარტი... ანუ დღე საიდანაც კათოლიკები ითვლიან აღდგომას გრიგორიანულად და ჩვენ იულიანას კალენდარიდან... ადგილმდებარეობით ეს დღე, დედამიწის პრეცესიის გამო ერთ ადგილას არ არის და იცვლის ადგილს მზის გარშემო დაახლოებით 26000 წლიანი პერიოდით...
კი მაგრამ 19 წლიან ციკლში ხომ თანხვდება მთვარის კალენდარი... მტვარის ფაზებს არ ვითვლით... მაგრამ თვეები ხომ გვაქვს,, რომელიც ირიბად მთვარესთან სინხრონიზირდება... 19 წლიან ციკლში.. ამიტომ შეიძლება უწოდო ჩვენს სამოქალაქო კალენდარს მზე-მთვარის !?... აღდგომა ჩვენი კალენდარით ხვდება მაისში, თორემ გრიგორიანულად არ ხვდება..ძირითადად აპრილშია... და ყველაზე მეტად 19 ში აღდგომას როგორ ითვლიან 21 მარტიდან? ... მე არ ვიცი.. |
Posted by: nforumi 2 Jul 2014, 16:51 | ||||||
vasovasia
ეგ გასაგებია კაცო, მაგ ცვლილება ერთი ორი და რამდენიმე ათეული წლების მანძილზე არაფერია.
მგონი ასეთი წესია: დღეღამტოლობის წერტილის შემდეგ კვირა დღიდან ითვლიან როდის არის სავსე მთვარეობა და იმის შემდეგ კვირა დღეს... თუ მეშლება, გამისწორებს ვინმე იმედია.
19 წლიანი ციკლია? არ მახსოვს. თუნდაც 19 იყოს, 19 წელიწადში ერთხელ ემთხვევა და 18-ჯერ არა. მასე გაჩერებული საათი დღეღამეში ორ საათს უჩვენებს სწორ საათს, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სწორად აჩვენებს. |
Posted by: vasovasia 2 Jul 2014, 19:35 | ||||||
nforumi
რატოა ცოტა?... 0.365 დღე 26 წელში ცოტააა?
შენივე ნათქვამიდან ჩანს , რომ არაა გრიგორიანული კალენდარი მარტო მზის... საწყისი პოზიცია გაზაფხულის ეკვინოქსის, ანუ 21 მარტი არის დაკავშირებული აღდგომასთან და შესაბამისად მთვარის კალენდართან...
მე მგონი ხვდები რომ ეს არ არის უბრალო თანდამთხვევა... არამედ პერიოდული პროცესების თანაფარდობა... |
Posted by: nforumi 2 Jul 2014, 22:28 | ||||||
vasovasia
პირველ მიახლოებაში მთვარის ფაზასთან შედარებით მეასედი რიგის გამოდის.
პირიქით, აღდგომის თარიღის გამოთვლა არის დამოკიდებული მზის კალენდარზე, თორემ მზის კალენდარი, ანუ გრიგორიანული კალენდარი აღდგომით თუ აღდგომის გარეშე ერთნაირად იმუშავებს.
პერიოდული პროცესია და მე მგონია უნდა მეორდებოდეს მე მგონი 42 წელიწადში ერთხელ, თუმცა არათანაბარზომიერი პერიოდებით. მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს არ მესმის. მზის კალენდარი არის მზის კალენდარი და მისი არსი არ იცვლება იმის მიხედვით, თუ რეებია მერე მასზე დაშენებული. |
Posted by: Kvirila 3 Jul 2014, 07:59 | ||
სინხრონული როტაციის გამო, http://en.wikipedia.org/wiki/Tidal_locking http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%A1%D0%B8%D0%BD%D1%85%D1%80%D0%BE%D0%BD%D0%BD%D0%BE%D0%B5_%D0%B2%D1%80%D0%B0%D1%89%D0%B5%D0%BD%D0%B8%D0%B5 |
Posted by: Davion 3 Jul 2014, 08:50 |
აღდგომის თარიღი გამოითვლება და არ არის მიბმული ზუსთად ასტრონომიულ სავსემთვარეობასთან. კათოლიკური ეკლესია სხვანაირად ითვლის და ქრისტიანული სხვანაირად, ანუ საფუძველია ახალი აღგთმის ტექსტი. გამოთვლის ალგორითმის ფორმალიზაცია როგორც მახსოვს გაუსმა მოახდინა პირველად. ასე რომ გრიგორიანუილი კალენდარი მზისაა და ეკლესია იყენებს შერეულ კალენდარს, სადაც თარიღები ზოგი ფიქსირებულია და ზოგი აღდგომის თარიღზეა დამოკიდებული. http://www.tveni.ge/?gverdi=2&svla=paseqi http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%93%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%90 http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B0%D1%81%D1%85%D0%B0%D0%BB%D0%B8%D1%8F |
Posted by: ბეჟანბეჟანი 3 Jul 2014, 09:36 | ||||
nforumi
ბუნიობა ანუ დღეღამტოლობა ორია, გაზაფხულის და შემოდგომის. უგრძეს და უმუკლეს დღეს (ღამეს) კი მზებუდობა ქვია, მე ასე ვიცი. მზის გარშემო სირბილი კი იმას ნიშნავს, რომ ბუნიობა დედამიწის მზის გარშემო ორბიტის ერთიდაიგივე წერტილში არ ხდება. ეს ორბიტაც არასდროს იმეორებს თავის თავს. თუ დღეს მზესთან ყველაზე ახლოს ვართ ზამთარში (ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ზამთარი), იყო და დადგება დრო, როცა მზესთან ყველაზე ახლოს ვიქნებით ზაფხულში, თუმცა ბუნიობა (გაიდეალებურ შემთხვევაში), ისევ 21 მარტს იქნება.
ზუსტად ასეა. ოღონდ დამატებითი პირობა აქვთ, რომ აღდგომა პასექზე ადრე არ უნდა იყოს. |
Posted by: ikafoto 3 Jul 2014, 11:27 |
http://beforeitsnews.com/space/2014/06/nasas-warp-drive-project-speeds-that-could-take-a-spacecraft-to-alpha-centauri-in-two-weeks-even-though-the-system-is-4-3-light-years-away-2-2480072.html გამოვა რამე? |
Posted by: nforumi 3 Jul 2014, 11:37 | ||||
ბეჟანბეჟანი
მგონი მართალი უნდა იყო.
ეგ გასაგებია, მაგრამ მზესთან ახლო თუ შორს ყოფნა სეზონების ცვლილებას არ იწვევს და შესაბამისად მაგ ფაქტორის არგათვალისწინება შეგვიძლია. ანუ, 21 მარტი ყოველთვის არის ბუნიობა, ბუნიობა მზე-დედამიწის ურთიერთგანლაგებიდან გამომდინარეა, შესაბამისად ჩვენი კალენდარი არის მზის კალენდარი. მე მგონი ცხადია. |
Posted by: ბეჟანბეჟანი 3 Jul 2014, 12:24 | ||
nforumi
კალენდარი მზესაა მიბმული, აბა რა. 1 წელი ხომ ის დროა, რასაც დედამიწა უნდება მზის გარშემო შემოვლას (ასტრონომიული წელიწადი). ოღონდ 1 ასტრონომიული წელი წელიწადის დღეებზე უნაშთოდ არ იყოფა და ნაშთი დამატებულია ყოველ მეოთხე წელს - ნაკიან წელიწადს 366-ე დღედ (იულიუსის კალენდარი). მთლად სიზუსტეს ვერც ასე მიაღწიეს, და პაპმა გრიგოლმა დააზუსტა და შევიდა შესწორება (კალენდრის რეფორმა), რომ "თუკი წლის რიგითი ნომერი იყოფა 100–ზე, ის ნაკიანი იქნება მხოლოდ მაშინ, თუკი ის ასევე იყოფა 400–ზე. ამრიგად, 2000 და 2004 წელი ნაკიანი იყო გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, 1900 წელი კი არა. შედარებისთვის, იულიუსის კალენდარის მიხედვით კი სამივე მათგანი იქნებოდა ნაკიანი." ამგვარად, 2100 წელი იულიუსის კალენდრით იქნება ნაკიანი, გრიგორიანულით კი არანაკიანი (რადგან 2100 იყოფა 100, მაგრამ არ იყოფა 400-ზე). და ამ ორ კალენდარს შორის სხვაობა გახდება 15 დღე, ნაცვლად დღევანდელი 14-სა. 2200 წელს 16, 2300 წელს 17, 2500 წელს 18 და ა.შ.) ბოლო ბოლო დადგება მომენტი, როცა ერთი კალენდრით იანვარში ვიქნებით, მეორეთი ივლისში. გასაგებია, რომ იულიუსის კალენდრით ივლისი ზამთარში გადმოვა აბსოლუტური სიზუსტე არც გრიგოლის კალენდარს აქვს და დროდადრო 1 წამით ასწორებენ ხოლმე დროს საახალწლოდ. |
Posted by: Davion 3 Jul 2014, 13:16 | ||
ყველაზე ზუსტი ახალი იულიანური კალენდარია. ბეჟანბეჟანი
ბრუნვის ღერძი ეკლიპტიკის მიმართ იცვლება ვითომ? |
Posted by: ბეჟანბეჟანი 3 Jul 2014, 13:22 | ||
Davion
მართალი ხარ. ეკლიპტიკის მიმართ არ იცვლება. ცუდად ავხსენი. ღერძი გადატანით მოძრაობებს ასრულებს და ხან ჩრდილოეთი მხარეა მზისკენ, ხან სამხრეთი. ე.ი. ბუნიობის დროს მზიდან წამოსული სხივი უნდა იყოს დედამიწის წარმოსახვითი ბრუნვის ღერძის მართობული გავასწორე. უ.ს. წავშალე |
Posted by: vasovasia 3 Jul 2014, 13:57 | ||||||
Davion
ალბათ მართლმადიდებელი ქრისტიანული... თუმცა ბერძნები არა...
ზუსტად ამას ვამბობ მეც...
ცხადია არა... დღე-ღამის ტოლობა ხდება, როდესაც ეკლიპტიკის და მზის ეკვატორის სიბრტყეები იკვეთება... და ცხადია ასეთი წერტილი ორია და ისინი მოძრაობენ.... და გრიგორიანული კალენდარი წარმოიშვა ამ მოძრაობის შესასწორებლად, რომ მასთან მიმაგრებული იყოს აღდგომა... თუმცა საკითხავია სწორია კი ეს შესწორება... რატომ უნდა შევასწოროთ? თუ მზის წელი და მასთან დაკავშირებული კალენდარი გამოხატავს მზის გარშემო პოზიციას, რატომ არ უნდა ირბინოს ამ პოზიციამ... გადავიდეს ივლისი იანვარში და ასე შემდეგ...მაინც დამაინც იანვარი თოვლს უნდა გამოხატავდეს? ამ შესწორების გამო კალენდარი და მისი დრო არ გამოხატავს ზუსტად მდებარეობას... |
Posted by: nforumi 3 Jul 2014, 14:31 | ||||
ბეჟანბეჟანი
სწორია.
აბსოლიტური სიზუსტე არ არსებობს, გასაგებია. მაგრამ 1 წამით როგორ ასწორებენ ხოლმე საახალწლოდ, ეს არ მესმის. |
Posted by: ბეჟანბეჟანი 3 Jul 2014, 14:56 | ||
nforumi
დედამიწა მზის გარშემო შემოვლას უნდება 365,256366 დღე, ანუ 365 დღე 6 სთ. 9 წთ. 10 წმ. და კიდევ რამოდენიმე მინუტი და სეკუნდი. სრულ დღემდე დასამრგვალებლად საათების კომპენსაციას იულიუსის კალენდარი ახდენს ყოველ მეოთხე წელს (6 სთ X 4 = 24 სთ = 1 დღეღამე). ნარჩენი წუთების და წამების საკომპენსაციოდ გრიგოლმა იზრუნა როგორც ზემოთ გვიწერია. წამის მეათედების და მეასედების კომპენსაციას კი ზოგიერთ ახალ წელს საათის ისრის 1 წამით წინ გადაწევით ვახდენთ ისე, რომ არც გრიგოლს ვეკითხებით და არც იულიუსს. |
Posted by: nforumi 3 Jul 2014, 15:26 | ||
ბეჟანბეჟანი
ეგ მაშინ გამოდის დღე-ღამის ხანგრძლივობა არ ყოფილა 24სთ და მიტო... * * * პრინციპში ზაფხულში და ზამთარში სხვადასხვა იქნება დღეღამის ხანგრძლივობა, რადგან ამ ხანგრძლივობას თავის ღერძის გარშემო ბრუნვის გარდა მზის გარშემო ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეც განსაზღვრავს, რაც ზამთარში მეტია... |
Posted by: ბეჟანბეჟანი 3 Jul 2014, 17:13 | ||||
nforumi
საიდან მოიტანე? 1 საათი მიღებულია დღე-ღამის 24-ზე გაყოფით და პირიქითი ნამრავლიც ზუსტად 1 დღე-ღამეს გვაძლევს. უბრალოდ, ერთი ასტრონომიული წელიწადი არაა დღე-ღამის ჯერადი. რადგან ამ დროში დედამიწა თავის ღერძის ირგვლივ შემობრუნდება 365-ზე მეტჯერ, მაგრამ არა 366-ჯერ.
ასეთ წვრილმანებში აღარ ვიცი. თუმცა არ მგონია რამე კავშირში იყოს კალენდართან. |
Posted by: nforumi 3 Jul 2014, 17:20 | ||
ბეჟანბეჟანი
დღე კავშირშია კალენდართან, აბა ისე როგორ იქნება. მთავარია რამდენად მნიშვნელოვან სხვაობას იძლევა. სხვაობას რომ უნდა იძლეოდეს ცხადია. დღე-ღამის საშუალო ხანგრძლივობა უნდა იყოს ზუსტად 24 საათი. თუ ამის ზუსტად აღება ვერ ხერხდება, მაშინ შეიძლება სჭირდებოდეს გასწორება პერიოდულად იმ ერთი წამით, შენ რომ ამბობ. |
Posted by: Kvirila 3 Jul 2014, 23:19 | ||
|
Posted by: Davion 4 Jul 2014, 08:35 |
Kvirila ხო, ტექნიკური შეცდომა მომივიდა აკრეფისას, რა მოხდა მერე მართლმადიდებლური უნდა დამეწერა |
Posted by: ბეჟანბეჟანი 4 Jul 2014, 11:51 | ||||||||
nforumi
მაინც ვერ გამიგე. წელიწადის ხანგრძლივობა დღე-ღამური ხანგრძლივობის ჯერადი არ არის და კალენდრის მთელი პრობლემა ესაა. წელიწადში ზუსტად 365 დღე-ღამე რომ იყოს, აღარც ნაკიანი წელი იქნებოდა საჭირო და აღარც ნახევარწამიანი კორექტირებები. Davion
თუ ხუმრობ, ჩაგეთვალა. თუ არა და... მძიმედაა საქმე |
Posted by: nforumi 4 Jul 2014, 12:25 | ||
ბეჟანბეჟანი
კი და რა ვერ გავიგე? |
Posted by: vasovasia 4 Jul 2014, 14:55 | ||
ბეჟანბეჟანი
მზის წელი სეზონურია და ამდენად მასზე დაყრდნობილ გრიგორიანულ კალენდარს მაინც დასჭირდებოდა დედამიწის პრეცესიის გამო, მიღებული წანაცვლებაის შესწორება . თუმცა კალენდარი ზუსტი იქნება, მაგრამ პოზიციურად მზის გარშემო მცოცავი,, როგორც ახლა.. ამიტომ ჯობია ჯულიან კალენდარი გრეგორიანულს და ასტროფიზიკაში უფრო მეტად ის გამოიყენება.... |
Posted by: nforumi 4 Jul 2014, 15:26 | ||||
vasovasia
ასტროფიზიკაში თარიღებს იულიანური კალენდრის მიხედვით წერენ? ანუ დღევანდელ სტატიას მიაწერენ 21 ივნისი? თუ რას გულისხმობ?
ამაში კიდე ალბათ იმას გულისხმობ დროთა განმავლობაში იავარი რომ გაზაფხული იქნება... |
Posted by: vasovasia 4 Jul 2014, 19:48 | ||||
nforumi
არა... როდესაც რაიმე იზომება კოსმოსში... რაიმე სატელიტი იქნა გაშვებეული სამეცნიერო მიზნით... მონაცემები რომელიც გროვდება და გადმოიცემა დედამიწაზე, ყოველ ბლოკს აქვს 48 ან 64 ბიტიანი ფარდობითი დროს აღნიშვნა, რომელიც არიოს 1 ან 0.1 მიკროსეკუნდის ბიჯით და მიბმულია იულიან კალენდრით, რომელიმე წელს და მერე აქედან ამ სიზუსტით აითვლება ყველაფერი... უპირატესობაა წანაცვლების უქონლობა და შესაბამისად სივრცეში მზე, დედამიწა და ვარსკვლავების ცალსახა ფიქსირებული პოზიცია...
დიახ... |
Posted by: Davion 4 Jul 2014, 20:36 | ||
vasovasia ალბათ ახალი იულიანური კალენდარი იგულისხმება, რომელიც გრიგორიანულზე ზუსტია.. თუ ვცდები? http://en.wikipedia.org/wiki/New_Calendar ბეჟანბეჟანი
ხო, მძიმედ იყო მარა უფრო მძიმედ არის როცა დედამიწის ღერძის ბრუნვა ეკლიპტიკის მართობულიც ხდება მიუხედავად 26000 წლიანი პრეცესიის პერიოდისა ეს ფაქტი უზენაეს კანცელარიაშიც კი არ დაფიქსირებულა გონი ისე რა იცი რა არ ხდება და რა არ მომხდარა ანეკდოტი: "... ლექტორი ასტრონომიის ლექციაზე დაღვრემილი სახით სტუდენტებს ამცნობს რომ საათი გაჩერდაო... საათი... გაჩერდაო... სტუდენტები ხითხითებენ, ამან სუ გააფრიალაო გაჩერდა და ელემენტი გამოცვალოსო ლექტორი კი ... მზის საათი გაჩერდაო... " იცი ხო მზის საათი რა არის ? |
Posted by: nforumi 4 Jul 2014, 22:20 | ||
vasovasia
მაინც ვერ გავიგე. რა წანაცვლების უქონლობაზეა საუბარი, 2100წელი რომ არ არის ნაკიანი? |
Posted by: Kvirila 4 Jul 2014, 22:53 | ||
ვიცი არ ვეტყვი რომის პაპს |
Posted by: vasovasia 5 Jul 2014, 01:11 | ||||||
nforumi
ნებისმიერი კალენდარი კორექტირდება იმ მთელი არაჯერადობის გამო, რომელიც არსებობს დღეღამის ხანგრძლივობასა და მზის გარშემო დედამიწის ბრუნვის ხანგრძლივობას შორის... ამას აკეთებს იულიან კალენდარიც.... მაგრამ გრიგორიანული კალენდარი ასევე აკეთებს კორექციას, დედამიწის ღერძის პრეცესიით გამოწვეულ 21 მარტის დღე-ღამის ტოლობის, ამ თარიღთან წანაცვლების... ანუ გრიგორიანული კალენდარიდან ეკლიპტიკის და მზის ეკვატორის გადაკვეთის ერთი წერტილი უნდა იყოს მუდმივად 21 მარტს... ანუ თარიღი მივაბით ამ წერტილს, ... აღდგომა მუდმივად მის მახლობლობაში იქნება... მაგრამ მუდმივად გვაქვს სივრცეში წანაცვლება მზეს, დედამიწას და ვარსკვლავებს შორის.... გვაქვს ზრდადი სივრცული წანაცვლება... ეს გამორიცხულია იულიანის კალენდარში
ეს რა შუაშია?.... საერთოდ? * * * Davion
არა, ასტროფიზიკოსები დროს უზარმაზარი სიზუსტით ზომავენ და კალენდარის სიზუსტე არ აწუხებთ... უნიკალური სიზუსტით შეუძლიათ ნებისმიერი მომენტის გამოთვლა.... უბრალოდ მოუხერხებელია კალენდარი რომელიც დაცოცავს, გრიგორიანულის მსგავსად... იულიანის კალენდარი არ დაცოცავს და მას მხოლოდ კორექცია სჭირდება... ამდენად საწყისი მომენტი მუდმივად ფიქსირებულია დროში და სივრცეში... |
Posted by: ბეჟანბეჟანი 5 Jul 2014, 01:36 | ||
Davion
როგორ არა |
Posted by: nforumi 5 Jul 2014, 11:50 | ||
vasovasia
როგორ რა შუაშია, ეგ არის რაც განასხვავებს იულიანურისგან გრიგორიანულს. |
Posted by: asphurcela 5 Jul 2014, 12:03 | ||
ბეჟანბეჟანი
ეგ ქვიშის საათი არ არის? რამხელა სურათია ვერა ვხედავ აი მზის საათი: |
Posted by: ბეჟანბეჟანი 5 Jul 2014, 13:01 | ||
asphurcela
აბა ქვიშა? * * * ეპიზოდები ასტრონავტების ცხოვრებიდან. ეს კი ექსკურსია კოსმოსურ ხომალდზე. |
Posted by: gubaz_merve 10 Jul 2014, 08:55 |
დედამიწის ღერძის გადახრის კუთხის გაზომვა თუა შესაძლებელი სახლის პირობებში გრადუსის მეატედის სიზუსტით ?რა ქვია ხელსაწყოს?რამდენი გრადუსითაა გადახრილი ეხლა ოღონდ ზუსტი მონაცემები მჭირდება * * * სექსტანსი ქვია არა? ამით შეიძლება დედამიწის რერძის გადახრის მაჩვენებლის პოვნა? |
Posted by: ბეჟანბეჟანი 11 Jul 2014, 20:58 |
გიგანტური მთვარეო.20:46:30-დან. http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpb&seekTime=11-07-2014%2020:46 ამაღამ დედამიწას სავსე მთვარე ჩვეულზე მეტად მოუახლოვდება და 14-ჯერ უფრო დიდი იქნებაო. უყურეთ და დატკბით. მთაზე თუ ახვალთ, ჩაფხუტიც წაიყოლეთ. |
Posted by: არწივი9 12 Jul 2014, 14:48 | ||
მანდ შემთხვევით მძიმის დასმა ხომ არ დაავიწყდათ? |
Posted by: nforumi 12 Jul 2014, 15:35 |
იყო გიგანტური მთვარე, ვინმემ ნახა ? |
Posted by: z125 12 Jul 2014, 17:16 |
დიდი მთვარე კი იყო მაგრამ მასე დიდიც არა. სხვა დროსაც მინახავს მაგ ზომის. |
Posted by: ქაფქიანა 12 Jul 2014, 21:01 |
14 არა, 14141414141414. როგორ მერევა გული ასეთ ###ობა სათაურებზე. |
Posted by: ბეჟანბეჟანი 16 Jul 2014, 22:41 | ||||||
არწივი9
ქაფქიანა
რაც ვიყიდე,ის მოგყიდეთ. სიტყვა-სიტყვით 14-ს აცხადებდნენ, ბევრი ვზომე იმ ღამეს თითებით (მთვარე), მაგრამ დიდი სხვეაობა ვერ ვნახე. გარდა იმისა, რომ ცოტათი უფრო კაშკაშა იყო. |
Posted by: nforumi 16 Jul 2014, 22:47 |
ბეჟანბეჟანი რამდენი ხანი გავიდა მასუკან, სად იყავი კაცო ამდენხანს ეს აქტიური იუზერი. |
Posted by: gubaz_merve 16 Jul 2014, 22:48 |
შესაძლოა თოთხმეტი პროცენტი იყო რადგან იმ ღამეს მართლაც დიდი მთვარე ვნახე |
Posted by: ქაფქიანა 17 Jul 2014, 12:59 |
ბეჟანბეჟანი შენ რა შუაში ხარ კაცო. მე უბრალოდ ასეთ მყვირალა იდიოტებებზე მერევა გული. მთვარის დისკო რომ 14-ჯერ უფრო დიდი გახდეს ცაზე, ხომ დაესვა წერტილი დედამიწას. |
Posted by: არწივი9 17 Jul 2014, 14:32 | ||
მთლად დედამიწას არა, მაგრამ ჩვენს ცივილიზაციას კი |
Posted by: ბეჟანბეჟანი 17 Jul 2014, 14:47 | ||||
ქაფქიანა
მიტომ ვწერდი,
|
Posted by: nforumi 17 Jul 2014, 21:40 |
ქაფქიანა იუმორში გაატარე ხოლმე რა, რას იშლი ნერვებს |
Posted by: ქაფქიანა 18 Jul 2014, 23:39 |
არწივი9 დედამიწასაც. მოქცევითი ტალღები რომ აღიძვრება მანტიასა და შიდა ბირთვში, მერე ნახავ... |
Posted by: არწივი9 19 Jul 2014, 00:25 | ||
და რას იზამდა ეს კერძოდ? მაგნიტურ ველს შეუქმნიდა საფრთხეს თუ დედამიწაზე ვულკანების და მიწისძვრების ინტენსივობას გაზრდიდა? |
Posted by: boone 19 Jul 2014, 03:06 |
აუ რ მაინტერესებს დაკვირვებადი სამყარო არის 93 მილიარდი სინათლის წლის დიამეტრის. და ეგ როგორ ? მაქსიმუმ 28 უნდა იყოს ? სხვათაშორის ბევრს უკვირდა ეს ფაქტი . |
Posted by: ქაფქიანა 19 Jul 2014, 09:35 | ||
არწივი9 ბუშტში ჩაასხი წყალი და მოიქნიე მკვეთრად. ერთი ნახე მერე, რა დაემართება ბუშტს. შემეშალა, შიდა არა, გარე ბირთვი-თუმცა პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. boone
რაო? |
Posted by: boone 20 Jul 2014, 11:06 |
ქაფქიანა |
Posted by: vasovasia 21 Jul 2014, 02:18 | ||
boone
რატომ უნდა იყოს 28 სინათლის წლის დიამეტრის? სამყარო ფართოვდება შექმნიდან დღემდე და ეს დრო გაფართოების, ანუ სამყაროს ასაკი დაახლოებით 14 მილიარდ წელზე ნაკლებია... თქვენ თვლით რომ, ამ დროში სინათლე გაივლის 14 მილიარდ სინათლის წელს... მას ამრავლებთ ორზე და ღებულობთ სამყაროს დიამეტრს.... ეს ყველაფერი არასწორია... რადგან სინათლის გავრცელებას არაფერი აქვს საერთო სამყაროს ზომასთან... მარტივი ენით სამყაროს დიამეტრი იქნება 14 მილიარდი წელი გამრავლებული სამყაროს გაფართოების სიჩქარეზე... და ეს სიჩქარე ცვალებადი სიდიდეა და თან შეიძლება მეტიც იყოს სინათლის სიჩქარეზე.... უფრო სწორედ არის... ამდენად სამყაროს რადიუსის გამოსათვლელად უნდა ავიღოთ ინტეგრალი დროით ცვალებად სიჩქარეზე... შენი ნათქვამი დიამეტრი არის უბრალოდ 2* ინტეგრალი c*dt დან ნულიდან დღევანდლამდე... სწორი იქნებოდა 2*ინტეგრალi (c/a(t))dt სადაც a(t) არის დროზე დამოკიდებული სამყაროს გაფართოების მასშტაბი... ანუ სივრცის მეტრიკის გაფართოების მასშტაბი... მე არ დავიწყებ დაწვრილებით ფორმულების მოყვანას, რადგან ამ ფორუმს latex არ აქვს და ძალიან ძნელია ფორმულების წერა... თუ გექნება სურვილი შეგვიძლია ამ ფორმულების დაწერაც და ასევე უფრო დაწვრილებით მთელი ამ მოვლენის ფიზიკის განსაღვრა... კერძოდ უნდა შემოვიტანოთ მანძლის განსხვავებული განსაზღვრებები, რადგან როცა მეტრიკა ფართოვდება შემოდის ახლებური მანძლები.... ზემოთ მოყვანილი ფორმულა გამოდის ცნობილი ლემატრიე...ს მეტრიკიდან. ხაბლის კონსტანტის ევოლუციით წითელი წანაცვლების და საყაროს სიმკვრივის კავშირებიდან...კერძოდ a=1/1+z,.... H(z)=H0(1+z)*(1+სიმკვრივე+...) სადაც z- წითელი წანაცვლებაა,H() ხაბლის ცვალებადი კონსტანტა და H0 ხაბლის კონსტანტა დღეს. თუ ამ ფორმულებს გამოვიყენებთ მივიღებთ მიახლოებით ფორმულას რადიუსი სამყაროს = (c/H0)*ინტეგრალი dz/(1+z).. თუ ამოვიღებთ ინტეგრალს მიკროტალღური ფონის განტავისუფლებიდან, ანუ როცა z გახდება დაახლოებით 1100 ზევით დაწერილ ფორმულაში (c/H0) არის ის რაც თქვენ თქვით ანუ 14 მილიარდი სინათლის წელი...ხაბლის რადიუსი. ინტეგრალი არის ლოგარითმი და იქნება 3-ზე მეტი. ანუ რადიუსს ვღებულობთ 42 მილიარდ წელს..თუ ხაბლის კონსტანტას უფრო ზუსტ მნიშვნელობას შევიტანთ, ანუ სიმკვრივესაც გავითვალისწინებთ მივიღებთ 46 მდე.. ეს არის დაახლოებითი გამოთვლა.. თუ გექნება შეკითხვები ან ინტერესი, შეიძლება კიდევ უფრო დაზუსტება.... ქვემოთ მოვიყვანე სურათი, სტატიიდან ტამარა დევისის, დიაგრამა სამყაროს რადიუსზე, რომლიდანაც ჩანს გრაფიკი... ნამდვილი მანძილის(proper distance) და თანმყოლი მანძილის(comoving distance) დროზე დამოკიდებულების... შესაბამისად ზევით მოყვანილი ფორმულის ზუსტი გამოთვლის შედეგი. სადაც ასევე ჩანს დღევანდელი დროს მომენტის გადაკვეთის რადიუსი... |
Posted by: არწივი9 21 Jul 2014, 18:44 |
vasovasia შენი აზრი მაინტერესებს ამ თემასთან დაკავშირებით: http://forum.ge/?showtopic=34576064&hl= |
Posted by: boone 21 Jul 2014, 21:19 | ||||
vasovasia
და ეგ როგორ აინშტაინმა ხომ დაამტკიცა რომ რასაც მასა აქვს სინათლის სიჩქარეს ვერ განავითარებს მით უმეტეს ვერ გაუსწრებს .
ანუ შენ ამტკიცებ რომ 03 მილიარდი არის სამყაროს დიამეტრი და არა დაკვირვებადი სამყაროსი ? |
Posted by: frost 21 Jul 2014, 23:45 | ||||
vasovasia
და სწორედ ამიტომ, რომ მანძილი კოსმოლოგიაში არის მოდელურად დამოკიდებული სიდიდე, რაც პირდაპირი დაკვირვებებით ვერ მიიღება, კოსმოლოგები მის მაგივრად წარმატებით იყენებენ z წითელ წანაცვლებას. boone
ამაზეა ნათქვამი კარგ მთქმელს კარგი გამგონიო... |
Posted by: vasovasia 23 Jul 2014, 15:32 | ||||
boone
აინშტაინს ასე არ უთქვია... მან თქვა, რომ მაიკელსონის ექსპერიმენტი სწორია, მაგრამ ინტერპრეტაცია არასწორია, ანუ მაიკელსონის და სხვების აზრი, რომ არსებობს ეთერი, რომელშიც სინათლე ვრცელდება და ეს ეთერი წარიტაცება დედამიწის მიერ ნაწილობრივ ან სრულად, საერთოდ არ იმსახურებს განხილვას.. და რომ სინათლე უბრალოდ მატერიაა და ვრცელდება, როგორც ნაწილაკი ვაკუუმში, მუდმივი სიჩქარით და მისი სიჩქარე წყაროს მიმართ, არაა დამოკიდებული წყაროს სიჩქარეზე, ასევე სინათლის სიჩქარე დამკვირვებლის მიმარტაც იგივეა და არაა დამოკიდებული დამკვირვებლის სიჩქარეზე... რადგან, ელექტროდინამიკის განვითარებიდან აღმოჩნდა , რომ ბუნებაში ძალის ერთერთი გადამტანი არის სინათლე, ანუ ელექტრომაგნიტური კვანტი, რომელიც მოძრაობს მუდმივი სიჩქარით, ის ვერ მიანიჭებს სხვა სხეულებს თავის ტოლ ან უფრო დიდი სიჩქარეს ვიდრე მას აქვს.. ანუ ეს ნიშნავს, რომ თუ თქვენ გადაწყვეტავთ, თქვენი ზომის ან დიდი სხეულს მიანიჭოთ სიჩქარე, მას უნდა მიაწვეთ ძალით და ის სხეული და თქვენ ერთად ვერ გაიქცევით უფრო სწრაფად ვიდრე ეს თქვენ შეგიძლიათ მაგრამ თუ აღმოჩნდება სხვა რაიმე უფრო სწრაფი ძალის გადამტანი, მას შეუძლია ეს გააკეთოს... ანუ ელექტრომაგნიტური ძალით, რომელც ჩვენი ცხოვრების ფუძემდებელია, სინათლეს ვერ გავუსწრებთ, მაგრამ სხვას აქვს ამის უფლება... სამყაროს გაფართოება ეს არ არის ნივთიერების ნაწილაკების გადადგილება მასზე მოქმედი ძალით, არა... ისინი იმ მახლობლობაში რჩებიან სადაც არიან... იწელება ვაკუუმი თუ მისი განფენილობა სივრცე, რაღაც ჩვენთვის უცნობი მექანიზმით და მას ელექტრომაგნიტურ კვანტებთან არ აქვს კავშირი. ეს ჰგავს გაფუებული ცომის გაფართოებას, რომელშიც თუ მოთავსებულია ჩამიჩები, ისინიც მიჰყვებიან, მაგრამ თვითონ ჩამიჩი არ გადადგილდება, თავისი საკუთარი სიჩქარით. მაგრამ ცომის გაფართოების გამო ჩამიჩები ერთმანეთს სცილდებიან და მათ შორის მანძილი იზრდება... სხვათაშორის ამ მანძილს ჰქვია თანყოლი მანძილი(comoving distance), როგორც ეს ზევით ნახატზეა მითითებული. ანუ ფიზიკური ვაკუუმი, რომელსაც თავისი შინაგანი, ჩვენთვის დღეს უცნობი სტრუქტურა აქვს და რომლის განფენილობა გვიქმნის სივრცის სუბიექტურ შეგრძნებას ... რაღაც, ჩვენთვის უცნობი ქმედებით ფართოვდება და მიათრევს ყველაფერს მასში მყოფს...და მისი გაფართოების სიჩქარე არაა გამოწვეული სინათლის კვანტებით... ამიტომ მას შეუძლია ნებისმიერი სიჩქარე ჰქონდეს....თუმცა არაა გამორიცხული, მასაც აქვს, რაიმე, თავისი შეზღუდვა... მაგრამ ჩვენ ეს არ ვიცით...
კი... თუმცა სამყარო ფართოვდება და ის არადაკვირვებადიც - დაკვირვებადი ხდება... დროში, თუმცა ჩვენ დრო არ გვყოფნის დაკვირვებისთვის.... |
Posted by: Hushta 25 Jul 2014, 11:54 |
გუშინ რა ცა იყოო... ციური დაბომბვა. ღამის 3 საათამდე ვუყურებდი მეტეორებს. |
Posted by: boone 2 Aug 2014, 10:40 | ||
frost
ცოტა გასაგებად დაგეწერა შენც |
Posted by: boone 5 Sep 2014, 21:03 |
ეხლა რომ მოემართება ასტეროიდი „2014 RC“ დედამიწას უახლოვდება. 7 სექტემბერს მას დედამიწისაგან მხოლოდ 40 ათასი კილომეტრი მანძილი დააშორებს. შედარებისთვის ეს მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილზე დაახლოებით ათჯერ ნაკლებია. ასტეროიდი ამერიკული ტელესკოპ „PAN-STARRS 1“-ის საშუალებით შენიშნეს, რომელიც კუნძულ მაუიზე არსებულ ჰავაის ვულკან ჰალეაკალანზეა დამონტაჟებული. ასტრონომების აზრით, ამ ეტაპზე ასტეროიდი საშიშროებას არ წამმოადგენს. მაგრამ სპეციალისტები ყურადღებას აპყრობენ იმ ფაქტს, რომ გარკვეული ხნის შემდეგ განმეორებით და გაცილებით უფრო ახლოს მოხდება დედამიწასთან ამ ასტეროიდის მოახლოება . განმეორებითი მოახლოების შესაძლო შედეგებზე საუბრისაგან კი მეცნიერები თავს იკავებენ. ეს ასტეროიდი რომ დაგვეცეს უფრო სწორად მოსკოვს დაცეს კკონკრეტულად კრემლს რა მოხდება ? |
Posted by: nforumi 5 Sep 2014, 22:00 | ||
boone
ხო, ავტოპილოტით უნდა იყოს |
Posted by: არწივი9 5 Sep 2014, 22:13 | ||
ეგ დამოკიდებულია იმაზე კრემლის ბატონი მოასწრებს თუ არა იმ ყბადაღებულ წითელ ღილაკზე ხელის დაჭერას. თუ მოასწრებს მაშინ ყველას ცუდად წაუვა საქმეები, თუ ვერ მოასწრებს მაშინ კაცობრიობას ერთი დიდი პრობლემა მოაკლდება |
Posted by: ninc_lfc 5 Sep 2014, 22:36 |
ასტრომოყვარულთა კლუბი არ არსებობს რამე, ქალაქგარეთ რომ გადიოდნენ ტელესკოპით ცაზე დასაკვირვებლად ? |
Posted by: Boudicca 7 Sep 2014, 03:11 |
ელექტრო გიტარა უხდება ვარსკვლავებს |
Posted by: kanian_U 13 Sep 2014, 01:45 |
ადრე ვფიქრობდი რომ გამიმართლა რადგან 21-ე საუკუნეში დავიბადე, ახლა პირიქით, ვფიქრობ მაგრად არ გამიმართლა, იმიტომ რომ მე ვერ მოვესწრები კოლონიზაციას, ახალ, საინტერესო პლანეტებს და ვინ იცის, პირველ კონტაქტსაც კი ადამიანებსა და სხვა მოაზროვნე ცივილიზაციას შორის...ეეეჰ თუ მოვესწრები კიდე კაი გადაღრძოებული მოხუცი ვიქნები და უკან გაიკეთონ არ მინდა. |
Posted by: Boudicca 19 Sep 2014, 14:59 |
kanian_U გააქვს ნანახი ფილმი The Midnight In Paris? ადამიანი ყოველთვის უკმაყოფილო იქნები იმ დროსი, რომელშიც დაიბადე, მაგრამ სინამდვილე მხოლოდ ერთია - 21 საუკუნე საუკეთესო დროა ჩვენთვის, რადგან 21 ე საუკუნელები ვართ - ჩვენი გონება ევოლუციის ამ ეტაპზეა განვითარებული… ეხა რომ დაგსვა 24 ე საუკუნეში ვერაფერს გაიგებ და 14 საუკუნეში რომ დაგსვა მოგენატრება ის პროდუქტები სულ რომ მიირთმევ, სხვათაშორის, დაბანაც მოგენატრება და მრავალი სხვა კომფორტი. რატო, მე მოხუციც რომ ვიყო მაინც გამისწორდება მაგრად პირველი კონტაქტი. ვერ გავიგე, პროქსიმა კენტაური ჰერკულესის თანავარსკვლავედში არიო და ვერ ვიპოვე (( |
Posted by: boone 19 Sep 2014, 16:22 | ||
Boudicca
მზეზე 6 000 ჯერ სუსტი ნათობა აქვს და ეტყობა მაგიტომ |
Posted by: Boudicca 19 Sep 2014, 19:24 | ||
boone
ცაზე კი არ ვეძებ კაცო პროგრამა მაქვს ცის რუკაა და ატმოსფეროს გამორთვა შეგიძლია რომ არ შეგიშალოს და იგივეა დედამიწის გარეთ რომ აიხედო კოსმოსში ანუ. მაგრამ მაინც ვერ ვიპოვე (( |
Posted by: ninc_lfc 20 Sep 2014, 02:53 | ||
|
Posted by: Lowlander 20 Sep 2014, 09:29 | ||
Boudicca
კენტავრის თანავარსკვლავედშია |
Posted by: Boudicca 20 Sep 2014, 13:37 | ||
Lowlander
ეტყობა უფრო ძლიერი ტელესკოპი სჭირდება პროგრამას - ჰერკულესს მიჩვენებს მხოლოდ, რომელიც მაგის დედა თანავარსკვლავედია. |
Posted by: boone 20 Sep 2014, 17:11 | ||
Boudicca ninc_lfc
რაღაც აპფისი მართლა დაგვეჯახება? 2029ში? |
Posted by: ninc_lfc 20 Sep 2014, 17:18 | ||
რა პროგრამაა, როგორ ეძებ? ტელესკოპით არა? Boudicca |
Posted by: kanian_U 20 Sep 2014, 23:03 | ||||
სანამ კოსმოსით დავინტერესდებოდი, ძალიანაც კმაყოფილი ვიყავი ამ საუკუნეში ცხოვრებით, მიწერია კიდეც, ვფიქრობდი გამიმართლა მეთქი. არც ვიძახი ამ გონებით გადამსვით მეთქი მომავალში, 24 ე საუკუნეში დაბადებულს, 24 ე საუკუნელის გონება მექნებოდა რა თქმა უნდა, ეს არ მიგულისხმია.
რას ლაპარაკობ, ჩემი მოხუცებულობის ასაკში რომ მოხდეს პირველი კონტაქტი, იმ წამსვე დამარტყამს გული. წარმოიდგინე რამოდენიმე წლის სიცოცხლე დაგრჩა და ყველაზე საინტერესო მოვლენები უნდა გამოტოვო მომავალში...საშინელებაა |
Posted by: Boudicca 21 Sep 2014, 15:17 | ||||
ninc_lfc
Stellarium kanian_U
აპაპაპა მერე სავარაუდოდ მაგ საუკუნესთვის, რომელიღაცა ცხოველებით დასახლებული პლანეტა გვექნება აღმოჩენილი და შესწავლილი მისი თითოეული ნაირსახეობა… მერე ეგ არ დაგაკმაყოფილემდა და იტყოდი, აუ რა მინდოდა ამ 24 ე საუკუნეში გავჩენილიყავი 30 ე ში მოვესწრებოდი უცხოპლანეტელების პირველ ცივილიზაციის აღმოჩენას.. მერე მოგბეზრდებოდა ეგენი (სავარაუდოდ დავიპყრობდით მაგათ როგორც ერნან კორტესმა დაიპყრო აცტეკების იმპერია) და იტყოდი აუ ნეტა 35 ე საუკუნეში გავჩენილიყავი ჩვენზე მაგარი ცივილიზაციის სიგნალს მივიღებდითო.. მერე როცა მაგათაც დავიმეგობრებდით იტყოდი აუ ნედა მე 40 ე საუკუნეში დამსვა შავ ხვრელში შევიდოდით და ვინ იცის იქნებ პორტალიაო… მერე ალბათ სხვა გალაქტიკას მოინდომებდი და ასე შემდეგ. იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ჯიშის თვისებაა მეტი და მეტი ცოდნის მიღება - ამგვარად დაგვიხვეწა ევოლუციამ ტვინი. ვერ იტყვი, მაშIნ, რომ რომელიმე საუკუნეშI კმაყოფილი დარჩებოდი. იმაზე თქვი მადლობა, რომ ვიღაც ლორდი არ მოდის შენს მცირე დასახლებულ სოფელშI და არ ხოცავს ხალხს და არ იპარავს საჭმელს… ჩვენ ძალიანაც კარგ დროში ვცხოვრობთ და თუ შეადარებ აღმოჩენის მნიშვნელობას, ჩვენს სიცოცხლის დროში მზის სისტემაში ერთ რაიმე ბაქტერიას მაინც აღმოაჩენენ და ეს იმხელა ნაბიჯია ვიდრე უკვე აღMოჩენილი ცივილიზაციის შემდეგ ახალი ცივილიზაციის აღMოჩენა, რომ მგონი ასეთი შოკი ჩვენი პლანეტის ცივილიზაციას არ ექნება არასოდეს |
Posted by: ninc_lfc 22 Sep 2014, 00:12 |
Boudicca რომელი ვერსია გაქვს, 0.12.4? |
Posted by: Boudicca 22 Sep 2014, 01:01 | ||
ninc_lfc
0.11.4 |
Posted by: ninc_lfc 22 Sep 2014, 01:09 |
Boudicca უფრო ახალს რატომ არ აყენებ? რამით უფრო მოგწონს ეგ? |
Posted by: boone 22 Sep 2014, 01:17 | ||
Boudicca კომპიუტერული პროგრამაა ?
ლელა ხარ კაკულია ? |
Posted by: Boudicca 22 Sep 2014, 01:19 | ||||||
ninc_lfc
boone
ჰო
არა |
Posted by: kataxxl 6 Oct 2014, 21:36 |
დიდი დურბინდი დავითრიე 70 15 ზე ორიონის ნისლეულობები ვნახე რამოდენიმე დღის წინ ძაან ლამაზი იყო პლეადებს ველოდები და ანდრომედას |
Posted by: ninc_lfc 24 Oct 2014, 01:54 |
http://www.space.com/19195-night-sky-planets-asteroids-webcasts.html Partial Solar Eclipse |
Posted by: the undertaker 24 Oct 2014, 12:54 |
ninc_lfc მარტში იქნება კიდე დაბნელება ოღონდ არასრული. * * * kataxxl რა ფირმის ბინოკლია?ბინოკლით დაკვირვება მეც მიყვარს.12x50 არი ჩემი ბინოკლი.ანდრომედასაც ვხედავ ორიონსაც,ურანსაც და კომეტა აისონიც ვნახე. |
Posted by: ninc_lfc 24 Oct 2014, 13:00 |
the undertaker რამდენად ხშირადაა შესაძლებელი ანდრომედას დანახვა? * * * და მეტეორულ წვიმას არ ელოდებით? ლეონიდების იქნება ნოემბერში. ზუსტად არ ვიცი საქართველოდან როდის ჩანს. თუ გაქვთ ინფო დაწერეთ რა |
Posted by: the undertaker 24 Oct 2014, 13:29 |
ninc_lfc ანდრომედა ეხლა ყოველღამე ჩანს.საჭიროა ბინოკლი ცაზე ანდრომედას ადგილმდებარეობის ცოდნა. ლეონიდები 6დან 30 ნოემბრამდე არი.მაქსიმალური აქტივობა 17 ნოემბერს.რაც მთავარია მთვარე არ შეუშლის ხელს დაკვირვებას. |
Posted by: ninc_lfc 24 Oct 2014, 13:35 | ||
the undertaker
ადვილი უნდა იყოს მოძებნა. კარგადაა ბევრგან ახსნილი. შენ გამოიწერე ბინოკლი? * * * დებილური კითხვა :დ ------------------- * * * https://www.facebook.com/stephenhawking/timeline?ref=page_internal ფეისბუქზეც დაიწყო წერა. |
Posted by: kataxxl 25 Oct 2014, 21:45 |
the undertaker ცელესტონი ქვია. ძაან მაგრა აჩვენებს. რამოდენიმე გალაკტიკა, ნისლეული და ვარსკვლევთა ჯგუფი ვნახე უკვე. სადმე სადაც ბნელი ცაა იქ მინდა წავიღო რომ კარგად დავათვალიერო ცა. ორი ტელესკოპი და ერთი დურბინდი უკვე მაქვს. კიდე ლაზერიც შევიძინე ცაზე სხეულების სანახებლად კარგია კიდე ერთი ტელესკოპის ყიდვა მაქვს გეგმაში |
Posted by: ninc_lfc 25 Oct 2014, 23:49 | ||||||
kataxxl
რა მაგარია, მეც მინდა. :/
ისე ქალაქიდან აკვირდები ხოლმე? |
Posted by: kataxxl 26 Oct 2014, 00:01 |
ninc_lfc კი სახლიდან. მაგრამ ცა ძაან გადანათებული არის ხოლმე |
Posted by: the undertaker 26 Oct 2014, 00:30 |
kataxxl მაგარია.ბინოკლი მეც მაქ მაგრამ ლინზა 50მმ აქ და თუ კარგად ჩაბნელებულ ადგილას არ მოვხვდი ვერ ქაჩავს ისე.ტელესკოპები იყიდე თუ ააწყე? მეც 2 ტელესკოპი მაქ ორივე ჩემი ხელით აწყობილი.ერთი 90მმ-იანი რეფრაქტორი და მეორე 65მმ რეფლექტორი. |
Posted by: ninc_lfc 26 Oct 2014, 00:58 |
როდის მეღირსება ეგ მოწყობილობა. ----------- |
Posted by: kataxxl 26 Oct 2014, 15:45 |
the undertaker ორივე ავაწყე ერთი 70 რეფრაქტორი მეადეს ფირმის. ოტა ვიყიდე და დანარჩენი მე მივამატე მეორე 135 მმ რეფლექტორი. გალილეოს სარკეები ვიყიდე და ავაწყე. გეგმაშია 127 მმ იანი ცელესტრონის კასეგრაინი. პატარა ფოკუსური მანძილის დიდი სარკეები თუ ვიშოვე იმასაც ვიყიდი მაგრამ არ იშოვება |
Posted by: so_asdf 29 Oct 2014, 16:04 |
ასეთი ცა მართლა არის სადმე თუ ფოტოშოპია? ყოველთვის მიჩნდება ეს კითხვა.. კონკრეტულად ეს, პირველ რიგში, ჰორიზონტალურობის გამო მგონია ფოტოშოპი.. (ძაან იდიოტობას თუ ვწერ, ეგეც მითხარით).. ვერტიკალურადაც რომ ჩანდეს, რეალურია? |
Posted by: nforumi 29 Oct 2014, 16:34 | ||
so_asdf
ლამაზი კია, რაც გინდა იყოს |
Posted by: so_asdf 29 Oct 2014, 16:37 |
nforumi ჰო, ძალიან https://500px.com/photo/58436818/hallstatt-austria-by-matei-plesa |
Posted by: kataxxl 30 Oct 2014, 17:54 |
მანდ ფოტოშოპია თორე მასეთია ცა სინამდვილეში და კიდე უფრო ლამაზი უბრალოდ ნათურები რომ არის ღამე ჩართული არაფერი არ სჩანს ისე ეგ სურათი ეიჩდიარი არის და ცა ცალკე დადებული აშკარად |
Posted by: nforumi 30 Oct 2014, 18:48 | ||||
so_asdf
მაგარი სურათებია.
გასაგებია. მაგრამ მგონია რომ რეალური სურათია დადებული... |
Posted by: შოთა.03. 2 Nov 2014, 21:09 |
მცოდნეებო იქნებ თქვენ იცოდეთ, რამდენად რეალურია, რომ აცხადებენ 16-22 დეკემბრამდე მზის დაბნელება იქნება 90% იანიო? მზეზე აფეთქების გამოო? რაღაც დიდი ეჭვის თვალით ვუყურებ პირადად.... თუმცაღა მივესალმები.... |
Posted by: the undertaker 2 Nov 2014, 21:56 |
შოთა.03. ეს არის სისულელე.მსგავსი სისულელე არ წამიკითხავს მე.არ დაიჯერო მსგავსი რამ. |
Posted by: შოთა.03. 3 Nov 2014, 11:56 |
the undertaker ეჰ, ვიფიქრე გამოვიძინებთქო კაი მადლობა.... |
Posted by: execution 3 Nov 2014, 23:56 |
შესაძლებელია რომ შავი ხვრელი იყოს უბრალოდ 1 მთლიანი ატომი? ძლიერი გრავიტაციის ზემოქმედებით რომ დაიშალოს ატომები და წარმოიქმნას უფრო დიდი ატომბირთვის მუხტის მქონე ატომი იგივე რადიაქტიური ნივთიერება იქნებოდა არა? კიდე მაინტერესებს რა მოხდება პროტონს და ელექტრონს რამენაირად თუ შევახებთ ერთმანეთს? სინათლის სიჩქარე მუდმივია თუ კლებულობს? |
Posted by: graviton 10 Nov 2014, 21:40 | ||
Ex3cuTioN
რომელ კლასში ხარ?... |
Posted by: execution 11 Nov 2014, 21:04 |
graviton 12 ში რატომ მეკითხები(თ)? |
Posted by: graviton 12 Nov 2014, 17:06 | ||||||||
Ex3cuTioN
იმიტომ, რომ ეტყობა ფიზიკა არ გიყვარს... მე ასეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ კითხვებისგან.... ან ძალიან ცუდი მასწავლებელი გყავს...
შეუძლებელია... ატომი ვერ იქნება შავიხვრელი... ატომს სტრუქტურა აქვს და შავი ხვრელის სტრუქტურა რა არის ჩვენ არ ვიცით... არსებობს სპეკულაციები, რომ ის გრავიტონული კონდენსატია.... გრავიტაცია ატომებს ვერ დაშლის... ის პირიქიტ ერთმანეთს შეაწებებს ყველაფერს... თუ საკმარისდ ძლიერია... და ვერავითარ დიდ ატომბირთვს ვერ წარმოქმნის
ან მიიღებ წყალბადის ატომს ან ნეიტრონს და ელექტრონულ ნეიტრინოს...
გააჩნია რას გულისმობ... ჩვენს ეპოქაში ის მუდმივია, მაგრამ თუ სამყარო ფართოვდება და ტემპერატურა კლებულობს... ელექტრომაგნიტური ბმის კონსტანტა მცირდება... რაც ნიშნავს სინათლის სიჩქარე იზრდება... |
Posted by: Lowlander 12 Nov 2014, 20:42 |
კომეტაზე დასვეს აპარატი. დიდი დღეა დღეს http://www.space.com/27740-rosetta-comet-landing-success.html |
Posted by: graviton 12 Nov 2014, 20:59 | ||
Lowlander
კი დღეს პირველად კაცობრიობის ისტორიაში კომეტაზე დაჯდა პატარა აპარატი... ვნახოთ რას მოგვზემს ახალს... რადგან ბევრი რამ უკვე ანალიზირებულია ამ აპარატის მიერ კომეტის შესახებ... მასს სპექტომეტრმა და წნევის საზომებმა თითქმის ყველაფერი მოგვცა... ამ ძალიან დაბალი სიმკვრივის კომეტის შესახებ... საინტერესოა მზეს რომ მიახლოვდება, თუ დადნება და მოიცილებს აპარატს... |
Posted by: spiridon_surajia 12 Nov 2014, 22:02 |
graviton საშიში ასტეროიდები და კომეტერი რომლებიც საფრთხეს უქმნიან დედამიოწარ იმატზე რომ დასვან და ააფეთქონ არ შეიძლება? |
Posted by: graviton 12 Nov 2014, 23:06 | ||
spiridon_surajia
თეორიულად ცხადია შესაძლებელია.... პრობლემაა მხოლოდ დრო და ფასი...დაჯდომაც არაა საჭირო.. უბრალოდ ნელი შეჟახებით და აფეთქებითაც შეიძლება... მთავარია სწორ დროს და უშეცდომოდ გაიშვას... ჩვენ დღეს პრობლემა გვაქვს საწვავი და ზომა და შესაბამისად დაზოგვა ამის არ იძლევა დიდი სიჩქარის განვითარებას... სჯობია ადრე გაუშვა , ნელა და დაელოდოს კომეტის საჭირო ადგილზე მოსვლას... როზეტა 2004 წავიდა და 2014 იანვრამდე ეძინა და უცდიდა ... საბოლოოდ უშეცდომოდ გაიღვიძა და გააკეთა ამ კომეტის სკანირება... შემადგენლობის და მაგნიტური ველის შესასწავლად... ახლა კი მშვიდობიანად დაჯდა თუმცა თუ დედამიწის ყოფნა არ ყოფნა წყდება მაშინ მთელი ფული უნდა გაიღო და დიდი რაკეტები გააკეთო... |
Posted by: execution 13 Nov 2014, 01:26 | ||||||||||||
graviton
სიყვარულის რა ვთქვა მაგრამ რაღაც რაღაცები მაინტერესებს, სკოლაში კიდე ამ მასალასთან კავშირი არ მაქვს, (კომერციულშI) საგამოცდო საკითხებზე ვართ მარტო ორიენტირებული.
სხვანაირად გაიგეთ ჩემი დაწერილი ანუ მასიური სხეულების (მზის და ა.შ.) ცენტრში ხომ ხდება ე.წ. nuclear fusion (ქართულად ბირთვული სინთეზი რომაა ეგაა ალბათ ხომ?), ანუ წარმოიქმნება უფრო და უფრო მძიმე ატომები, უფრო მეტი მასის მქონე, ეს ყველაფერი ხომ ძლიერი გრავიტაციის ზემოქმედებით ხდება? და რაც უფრო მძიმეა სხეული მით უფრო მძიმე ელემენტებია მის ცენტრში ამ პროცესის შედეგად წარმოქმნილი, ხოდა ე.წ. chandrasekhar ის ზღვარს რომ გაცდება სხეულის ზომა მერე წარმოიქმნება შავი ხვრელი არა? აქედან ვივარაუდე, რომ მას შემდეგ რაც მასა გაცდება ამ ზღვარს, იგივე პრინციპით მოხდება ,გრავიტაციული ძალა გადააჭარბებს ელექტროსტატიკურ ძალას ატომის შემადგენელ ნაწილაკებს შორის და მოხდება ე.წ. ბირთვული სინთეზი უბრალოდ ამ ზღვარს იქეთ გრავიტაცია იმდენად დიდია რომ მთლიანი სხეული განიცდის კოლაფსს და გარდაიქმნება შავ ხვრელად, რომელიც წარმოადგენს ძალიან ძალიან დიდ ატომს და შედგება იმ ელექტრონების პროტონების და ნეიტრონებისგან რომლისგანაც თავიდანვე შედგებოდა, უბრალოდ შეცვლილი იქნება მათი მდებარეობა და მათ შორის კავშირი, ეს იქნება უკვე ერთი მთლიანი ატომი. თუ ეს შესაძლებელია მაშინ შესაძლებელია თუ არა , რომ სანამ სხეული განიცდის გრავიტაციულ კოლაფსს მის ცენტრში სადაც ფოკუსირებულია გრავიციტაცია არსებობდეს მინი შავი ხვრელი რომელიც თანდათან "იზრდება" და მოიცავს მთელს სხეულს , ჩვენ კი უბრალოდ მას შემდეგ დავინახავთ ამას რაც შავი ხვრელი მთლიანად მოიცავს მას. ზომაში შემცირება კი თან მოჰყვება მისი შემადგენელი ნაწილაკების ახალ წყობას/მდებარეობას/მდგომარეობას, რავიცი რომელი დავწერო ხოდა მაინტერესებდა თუ ეს ყველაფერი თეორიულად შესაძლებელია ,შეიძლება თუ არა ამან ახსნას შავი ხვრელის როგორც ატომის "ფერი" და რადიაცია? რეალურად შავ ხვრელს ხომ შეიძლება გააჩნდეს ფერი , უბრალოდ მისი ეს თავისებურობა (რომ ის უზარმაზარი ატომია) განსაზღვრავს მისგან გამოსხივებული ტალღის ასეთ სიგრძეს რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ვერც ჩვენი ხელსაწყოები აფიქსირებენ? თუმცა რადიაცია ხომ გააჩნია? იქნებ ისაა მისი ფერი ?
ჩვენ რომ არ ვიცით ეს ხომ იმას არ ნიშნავს რომ მას არ გააჩნია სტრუქტურა ან შეუძლებელია იყოს ისეთი როგორიცს ატომის სტრუქტურა?
მე მაპატიეთ დაშლაში ვიგულისხმე ის რომ ცალკ-ცალკე მყოფი ატომები აღარ იქნება(დაშლაში ეს ვიგულისხმე) და მათგან წარმოიქმნება უფრო დიდი ატომი რა, როგორც მზეზე წარმოიქმნება წყალბადისგან ჰელიუმი.
ამის მიხედვით მოვძებნე და ამას გადავაწყდი http://en.wikipedia.org/wiki/Beta_decay ,ეს პროცესია თუ რა ქვია რომ წავიკითხო? ანუ თეორიულად განიხილება ელექტრონის და პროტონის "ძალით" შეხება? მე რა ლინკიც დავაგდე სხვა რამეა მგონი.
რა ვიგულისხმე და , ვთქვათ მზიდან გამოსხივებული სინათლე "მოემართება" ჩვენკენ, ჩვენამდე მთელი გზა ერთი სიჩქარე იქნება თუ თანდათან შენელდება სანამ მოაღწევს ჩვენამდე? ალბათ ამას მზის სინათლით ვერ შევამოწმებთ, ვაკუუმში რა შეანელებს თუ გრავიტაციის ზემოქმედებით ტრაექტორია არ შეიცვალა ანუ ან ირეკლება ან კიდე გრავიტაციის ზემოქმედებით ტრაექტორიას იცვლის არა? ამხელა პოსტი აქამდე არ დამიწერია, პერსონალური რეკორდია |
Posted by: graviton 13 Nov 2014, 16:21 | ||||||||||||
Ex3cuTioN
მე მგონი ისე გავიგე როგორც გეწერა... და ახლა გარდაისახე მთლიანად... შეკითვებიანად... თუმცა კარგია...
ჩანდრასეკჰარის ზღვარი არის ის მასა, როცა გრავიტაცია მეტია, რომ დაძლიოს ელექტრონული გადაგვარება... ელექტრონების სპინით გამოწვეული შეკუმშვის წინააღმდეგობა... მზეზე მაგალითად ძირითადად წყალბადია და ის იწვის(ხდება ბირთვული სინთეზი) და მიიღება ჰელიუმი... ეს გაგრძლდება მანამ სანამ არ გამოილევა წყალბადი... ბირთვული სინთეზის წინააღმდეგობრივი ენერგია არ აძლევს გრავიტაციას გააგრძელოს მზის შეკუმშვა... სანამ არ ჩაქრება მზეზე ეს სინთეზი... მძიმე ელემენტები კი წარმოიქმნება ამ დროს , მაგრამ ისინი ძალიან ცოტაა... მეასედი პროცენტი... როდესაც წყალბადი სულ დაიწვება და ბირთვული სინთეზის ენერიის წყარო გაქრება, ანუ თითქმის მთლიანად გარდაქმნება ჰელიუმად... ამ დროს ის ზომებში გადიდდება და მიიღებ წითელ გიგანტს... მეორეს მხრივ ვარსკლვალავის ცენტრში იწყება შეკუმშვა გრავიტაციით... წნევის გადიდება , ტემპერატურის ... ის შეწყვეტს შეკუმშვას გარკვეულ მანძილზე.. კონკრეტულად კი.. როცა ელექტრონები ძალიან ახლო მივლენ ერთმანეთთან და ყველა გადაგვარებული.. წარმოქმნილი ენერგეტიკული დონეები იქნება დაკავებული... ამ დროს, თუ წნევა და ტემპერატურა იმდენად დიდია, რომ აენთოს ჰელიუმი... დაიწყება შემდეგომი სიცოცხლე ვარსკვლავის.. ჰელიმის გაელვება.. ჰელიუმის სინთეზი... და ეს გაგრძლედება სანამ მთელი ჰელიუმი არ დაიწვება.... წვაში სინთეზს ვგულისხმობ... და ასე გაგრძელდება ეს პროცესი სხვა სინთეზის ციკლემაბდე.... მაგრამ თუ მასა არაა საკმარისი მიიღებ ჰელიუმის ჯუჯას... რადგან გრავიტაცია ვერ ერევა , ვერ აჭარბებს ელექტრონულ წნევას... და ტემპერატურაც დაბალია ჰელიუმის ასანთებად ანუ ჰელიუმის სინთეზის დასაწყებად... თუმცა თუ მასა მეტია ჩანდრასეკჰარის ზღვარზე.. მაშინ ის გააგრძლებს შეკუმშვას...და შეიძლება გაჩერდეს შემდგომ ზღვარზე... ამ ზღვარს ჰქვია გრძელი სახელი.. ვოლკოვ, ოპენჰაიმერ....... ზღვარი და ეს არის ნეიტრონული სპინური წნევის ზღვარი, რომელიც აღარ აძლევს მეტი შეკუმშვის საშუალებას... მიიღებ ნეიტრონულ ვარსკვლავს.... რადგან როდესაც ვარსკვლავი გადალახავს ჩანდრასეკჰარის ზღვარს... ელექტრონები იმდენად ახლო მივლენ პროტონებთან,.. დაახლოებით 10^-16 მეტრი, რომ იწყება პროტონის შემცველ კვარკებსა და ელექტრონებს შორის სუსტი ურთიერთქმედება... ეს არის ბეტა დაშლის მსგავსი რეაქცია... ანუ რადგან ელექტრონსა და კვარკებს, ამ შემთხვევაში ელექტრონასა და U კვარკს შორის არის W ბოზონის გაცვლით სუსტი ურთიერტქმედება... ეს გარდაქმნის ამ კვარკს D კვარკად... ელქტრონი გარდაიქმნება ნეიტრინოდ და გაიქცევა იმ ადგილიდან საერთოდ... ამიტომ არის ამ პროცესის დროს უამრავი ნეტრინული გამოსხივება და სამყაროც სავსეა სხვადსხვა კოსმოსური ნეიტრინოებით მიღებული D კვარკი და დანარჩენი U, D კვარკი გვაზლევს ნეიტრონს UDD... ასე გაქრება პროტონები და გვექნება მხოლოდ ნეიტრონები... არავითარი ატომური სტრუქტურა... ამ დროს სიმკვრივე უზარმაზარია 10^10-20 კგ/მკუბი.. და ეს ჯერ კიდევ არაა შავი ხვრელი... ეს ნეიტრონული ვარსკვლავია... არავიტარი ატომური სტრუქტურა მას აღარ აქვს... ამ დროს მხოლოდ ნეიტრონები არიან ვარსკვლავში.. თუ აღმოჩნდება, რომ მასა უფრო დიდია ვიდრე ეს ახალი ზღვარი, ვოლკოვ... მათი, მაშინ ეს ვარსკვლავი გააგრძელებს შეკუმშვას შავი ხვრელისკენ... მაგრამ გზაზე კიდევ ბევრი წინააღმდეგობაა შეკუმშვის ... შემოდის თამაშში კვარკული დონე, კვარკის ფერი... ანუ შემდეგ ნეიტრონებიც გაქრება.. დაიშლება შემადგენელ კვარკ წყვილებად... მოდი აღარ გავაგრძელებ... აქედან უკვე ცხადია შენი ატომის სტრუქტურა აღარ არსებობს...
სიტყვა ფერს ბევრი გამოყენება ქვს.. შენ რას გულისმობ..?. ერთი არის ოპტიკაში დაახლოებით სინათლის სიხშირესთან ასოცირდება... თუმცა არაა სიხშირე.. არის კვარკის ფერი და მას კვარკის მუხტის რაობას ეძახიან.... შენ რას გულისხმობ... რაც შეეხება შავი ხვრელის გამოსხივებას არსებობს ჰოკინგის გამოსხივება... ამაზე ალბათ მერე..
ეს არა მოხდება შავი ხვრელისკენ მსვლელობის გზაზე.... მაგრამ როდესაც მასა სხეულის დიდია და შეუძლია სინთეზი მაღალი ელემენტების... მაშინ წარმოქმნება დიდი ბირთვების ელემენტები... და სინთეზი გაჩერდება რკინასთან... ალბათ... მაგრამ ეს არაა სვლა შავი ხვრელისკენ, პირიქით მაღალ ელემენტურ-ენერგიული ბირთვული სინთეზის ციკლები...
კი ესაა დაახლოებით... ანუ ან პროტონი იშლება, ან ნეიტრონი... თავისით ან შეჯახებით... ამათ ყველას ჰქვია ბეტა დაშლა... და ისინი დაფუძნებულია სუსტ ურტიერთქმედებაზე W ბოზონების გაცვლით, როდესაც ღებულობ ახალ კვარკს და ელექტრონ + ანტი ნეიტრინოს.. ან პოზიტრონ + ნეიტრინოს... როცა პროტონს ეჟახება ელექტრონი ზევით დავწერე რა ხდება... თუმცა ეს ყველაფერი მთლად ასე არაა... როცა ელექტრონს ძალიან დიდი ენერგია აქვს დაჯახებისას პროტონთან... მაშინ პროტონის შემადგენელი კვარკებისგან მიიღება უამრავი ნაწილაკ- ჯეტები...
თუ ვაკუუმის სიმკვრივე შეიცვლება .. შეიცვლება სინათლის გავრცელების სიჩქარეც... სხვანაირად მის სიჩქარის შეცვლა შეუძლებელია, რადგან მას მასა არ აქვს, ანუ მასზე, ფოტონზე ურთიერთქმედება არ არის... ანუ ის ინერციულ აჩქარებას ვერ მიიღებს... ანუ სიჩქარეს ვერ შეიცვლის... მას მასა არ აქვს, რადგან არ ურთიერთქმედებს ხიგსთან... არ ურთიერთქმედებს თავის თავთან, რომ მიიღოს აჩქარება... |
Posted by: execution 13 Nov 2014, 20:14 | ||||||||
graviton
ხო გაუგებრად მიწერია, ვერ ჩავატიე მოკლე ტექსტში რასაც ვფიქრობდი ამდენი არ ვიცოდი შავ ხვრელად გადაქცევის ეტაპებზე, მაგრამ იგივე არ გამოდის? შემადგენელი ნაწილაკების სტრუქტურა ირღვევა და წარმოიქმნება ახალი სტრუქტურა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში განაგრძობს რღვევას( ეს შემთხვევა გვაინტერესებს ჩვენ , ქვემოთ დავწერ დანარჩენს...)
ანუ მხოლოდ ნეიტრონებისგან შედგება შავ ხვრელად გადაქცევამდე ვარსკვლავი? ჰოკინგის the brief history of time ში წერია რომ ნეიტრონის ვარსკვლავს უკვე თეთრი ჯუჯისგან განსხვავებით "ცოცხლობს"(ანუ სტრუქტურას შენარჩუნებულია) exclusion principle-ით(ეს პრინციპი კარგად ვერ გავიგე ამ შემთხვევაში ვთვლი უბრალოდ ძალად რომელიც ხელს უშლის ნაწილაკების სტრუქტურის შემდგომ ცვლილებას) პროტონებსა და ნეიტრონებს შორის, განსხვავებით თეთრი ჯუჯისგან სადაც თეთრი ჯუჯა "ცოცხლობს" ელექტრონებს შორის იგივე exclusion პრინციპით. თან ახლა გუგლშიც დავსერჩე და ორეგონის უნივერსიტეტის საიტზე წერია რომ http://abyss.uoregon.edu/~js/ast122/lectures/lec19.html , ძირითადად ნეიტრონებისგან შედგება და მცირე რაოდენობით superconducting protons ( ზეგამტარი პროტონებისგან? ) ვიკიზე კი ეს წერია: One model describes the core as superfluid neutron-degenerate matter (mostly neutrons, with some protons and electrons) ახლა რაც დავწერე სწორია? ანუ მცირე რაოდენობით პროტონებისგან და ძირითადად ნეიტრონებისგან შედგება(ან შეიძლება შედგებოდეს სხვადასხვა თეორიების/მოდელების მიხედვი) არა ნეიტრონული ვარსკვლავი? ეს ხომ ატომბირთვის სტრუქტურაა სადაც ნეიტრონების რაოდენობა ძალიან დიდია პროტონების რაოდენობასთან შედარებით, იზოტოპის სტრუქტურა არ გამოდის?
მაშ ეს ეფექტი არ ადასტურებს სინათლეზე გრავიტაციის ზემოქმედებას? როგორც ვიცი აინშტაინის ფარდობითობის თეორია შეიცავდა ამ ეფექტს და შემდგომში დამტკიცდა დაკვირვებით. აი ლინკიც ვიპოვე http://en.wikipedia.org/wiki/General_relativity#Light_deflection_and_gravitational_time_delay
ანუ იმას ვგულისხმობ , რომ როგორც ცნობილია სინათლე ვერ აღწევს "შავ ხვრელს აქეთ" , ხოდა ის შესაძლებლობა განვიხილე , რომ იქნებ სინათლე კი ირეკლება მისგან ,მაგრამ თუ ჩავთვლით რომ შავი ხვრელი "ატომია" როგორც ზემოთ დავწერე, ეს ხომ შეცვლის იმას თუ რა ტალღის სიგრძის მქონე ელექტრომაგნიტურ გამოსხივებას აირეკლავს ის? შეიძლება თუ არა ვივარაუდოთ, რომ ეს გამოსხივებაა ჩვენთვის ცნობილი ჰოკინგის გამოსხივებაა? ეს ყველაფერი ჩემი მოკრძალებული აზრით |
Posted by: graviton 14 Nov 2014, 17:41 | ||||||||||
Ex3cuTioN
არა ... მარტო ნეიტრონებისგან რომ ვერ იქნება შედგენილი, ცხადია ხვდები....ცენტრში იქნება უფრო დიდი სიმკვრივე და ზედაპირისკენ შემცირდება და ეს ცხადია გავლენას მოახდენს შემადგენლობაზე...ცენტში ალბათ უფრო კვარკული სტრუქტურა... მერე ნეიტრონები... მერე დაშორებით ალაბთ ცოტა პროტონებიც გამოჩნდებიან, რადგნ მანძილი, დაშორება იზრდება და მათ დამოუკიდებელი არსებობა შეუძლიათ.. მერე ელექტრონებიც იქნება... ზუსტი სტრუქტურა ძალიან ძნელია ვინმემ იცოდეს.. არის მხოლოდ მოდელები და თეორიები დღეს.. .
ზევიტ დაგიწერე.. მე სხვა ტერმინი ვიხმარე, ელექტრონული სპინური წნევა, ან ნეიტრონული სპინური წნევა... ორივეს აზრი ერთია.. რადგან ორივე ფერმიონია ნახევარი სპინით და აკმაყოფილებს მატი სტატისტიკური ენერგეტიკული განაწილება ფერმი დირაკის სტატისტიკას... რომელშიც მთავარს როლს თამაშობს ეგ პაულის, სპინების exclusion principle, რომლის აზრია, რომ ერთ და იგივე ენერგეტიკულ მდგომარეობაში, მხოლოდ ორი ფერმიონი შეიძლება იყოს, სხვადსხვა სპინის მიმართულებით.. და მეტი არა... ამდენად როდესაც გრავიტაცია კუმშავს მასას... პირველი პრობლემა ელექტრონებს წარმოეშვებთ... ისინი დაიკავებენ ყველა ენერგეტიკულ მდგომარეობას და მეტი ელექტრონების ახლო მისვლა შეუძლებელი იქნება ამ ამ პაულის პრინციპ[ის გამო, ანუ სპინური ურთიერთქმედების განზიდვის წნევის გამო... მაგრამ ეს ძალაც სასრულია და თუ გრავიტაცია უფრო ძლიერი აღმოჩნდება... ის ამ სპინების ძალას გადალახავს და გააგრძელებს შეკუმშვას... სანამ იგივე ნეიტრონული სპინური წნევა არ შეეწინაააღმდეგება..
როდესაც სტაბილურობა დადგება, ანუ გრავიტაციას აღარ შეუძლია გააგრძელოს შეკუმშვა, რადგან ეს პაულის პრინციპის წიააღმდეგობრივი ძალა აღარ აძლევა საშუალებას შეკუმშვის... დაიჭყება ნეიტრონული ვარსკვლავის არსებობა, ანუ სიცოცხლე... როგორც ჰოკინგს უნდა დაუძახოს... ამ დროს ამ ვარსკვლავის შემადგენელი ნეიტრონები და დანარჩენი ნაწილაკები ურტიერთგაცვლის გამო იწყებენ ენერგიის დაკარგვას და ხდება ტემპერატორის დაწევა...სადღაც 10^8 კელვინისკენ... ეს მაღალი ტემპერატურაა, მაგრამ ჩვენთვის თორემ ნეიტრონული ვარსკვლავისთვის არააა.... ანუ ხდება კონდენსირება....წარმოშვება ნეიტრონების დამაკავშირებელი ურთიერთქმედება ... მოხდება ნეიტრონების დაწყვილება და ფერმიონული სტრუქტურის ბოზონურ წყვილებად ფორმირება.... ეს კი ნეიტრონული სედენადობააა... ასევე ცოტაოდენ პროტონებს შორის მოხდება დაწყვილება... მსგავსად როგორც დაბალ ტემპერატურაზე ზეგამტარ ნივთიერებაში წყვილდებიან ელექტრონები... ამით ხდებიან პროტონები ზეგამტარი... არის ეს ატომბირთვი? ჩემის აზრით არა... სახელი შეგიძლია რაც გინდა დაუძახო... რაღაც ბირთვის ნაერთი... მაგრამ მასში აბსოლუტურად სხვა ფიზიკური პროცესები მიდის ვიდრე ჩვეულებრივ ატომ ბირთვში... ჩვეულებრივ ატომ ბირთვში პროტონები ცოტაა (მაქსიმუმ 2-3 ჯერ)... მაგრამ პროტონები მართავენ სტრუქტურის მთლიან სტაბილურობის ყოფაქცევას.... და მაშში გრავიტაცია არაფერს წარმართავს...აქ კი გრავიტაცია წკიპზეა წონასწორობის... თუმცა შეგიძლია რაც გინდა დაუძახო, მაგრამ ფიზიკა აბსოლუტურად სხვააა...
ცხადია გრავიტაციის თეორიაში დღეს პრობლემები გვაქვს...აქ ბევრი რამ კიდევ გასარკვევია... მაგრამ რაც გვაქვს დღეს და რაც ყველაზე კარგად ხსნის ჯერჯერობით მოვლენებს არის აინშატინის ფარდობითობის თეორია.... ამ თეორიაში გრავიტაციული ველის ცნება არ არსებობს... ამ ადამიანს უნდოდა ამით, და შეიძლება მართალს სწორია აჩქარების და გრავიტაციის გაიგივება... და ამდენად ორივე უბრალოდ სივრცე დროის გამრუდებაა, რომელშიც ინერციით მოძრაობს მატერია.... ე.წ. გეოდეზიურ ხაზზებზე.. ასევეა სინთლე, ის უბრალოდ აგრძელებს მოზრაობას გამრუდებულ სივრცეში...ესა არაა უღიერთქმედება, რომელიც შეაყოვნებს ნაწილაკის, ამ სემთხვევაში ფოტონის მოძრაობას... ის გაივლის გამრუდებულ ტრაექტორიაზე და მეტი დრო დასჭირდება მისვლაში, რადგან გაუგრძელდება გზა... და ამით სინათლით გამოწვეული მოვლენები შეუვნდება... ანუ დრო გაიწელება... ამას ჰქვია გრავიტაციული დროის შენელება... მაგრამ სიჩქარე არ შეიცვლება... თუმცა ვერავინ ვერც იმას გამირიცხავს, რომ ფოტონს რაღაც სხვა გზებით ჩვენთვის უცნობი დღეს... მაგალითად აქსიონური.. ან სხვა... ფოტონს შესძენს მასას 10^-35 ევ-ს... მაგრამ ესაც კი იმდენად მცირეა დღეს, რომ მისი გავლენის დანახვა Dრევამდელი მგრძნობიარობის დონეზე .... არ შეგვიძლია...
ე.ი. შენ ჩვეულებრივ ფერს ფოტონის სიხშირეს გულისხმობდი... ჯერ ერთი ჰოკინგის გამოსხივება არ არის ჩვეულებრივი ფოტონების გამოსხევება... აქ ჰოკინგი იმას გულისხმობს, რომ ხვრელის შიგნით ფოტონი განიცდის დაყოფას ნაწილაკ ანტინაწილაკაD და ერთს ჩაყლაპავს მეორე გარეთ გამორბის... მაგრამ ესაც მხოლოდ მოდელია... Dრემდე ამის მსგავსი არავის არაფერი დაუკვირვებია... და შეიძლება აბსოლუტურად არასწორია... ატომში ელექტრონების ორბიტალური განლაგების სტრუქტურა განაპირობებს სხვდასხვა სიხშირის ფოტონების გამოსხივებას... არეკვლისას ჯერ ჩაყლაპავს ელექტრონი, აღიგზნება და მერე უკან წავა და გამოასხივებს ამასვე უკან..... ახლა მითხარი რა სტრუქტურა აქვს შავ ხვრელ "ატომს" რომ ეს გააკეთოს.....? ერთი რამ კი არის, როდესაც შავი ხრელი ყალიბდება... ამდროს უამრავი მასების გადადგილება, აჩქარება... ჩაყლაპვა მიდის და დაიკვირვება რენტგენული გამოსხივება.. მაგრამ ეს არაა ის... რასაც შენ ამბობ... მეორეც სინათლის კვანტების ენერგია განპირობებულია ათომში ელექტრონების ელექტრომაგნიტური ბმების ენერგიით... და ის არის ჩვეულებრივი ენერგიის-სიXშირის ჩვენ რომ ვხედავთ... თუმცა არის ასევე რენტგენული და ცოტა მასზე მაღალი ენერგიების.... შავ ხვრელში არის უზარმაზარი ენერგიის განაწილება ... რა ენერგიის ფოტონი უნდა წარმოშვას, რომ შენ დაინახო გარეთ? ეს იმდენად მაღალი ენერგიის კვანტებია შიგნით, რომ ისინი იმავე გარემოში იშლებიან უამრავი ათასი ჯურის ნაწილაკებად... |
Posted by: execution 15 Nov 2014, 21:43 |
graviton მადლობა რომ არ დაიზარეთ ამდენის წერა , ჩემი ვარაუდი ზედმეტად მარტივი იყო და არ მქონდა გათვალისწინებული პროცესები რომლებიც არ ვიცოდი , მაგრამ საინტერესო ჩანს , რამე რესურსს ხომ ვერ მირჩევდით წასაკითხად? უფრო მოყვარულებისთვის განკუთვნილს? |
Posted by: kataxxl 26 Nov 2014, 22:33 |
აქ წიგნები გამოქვეყნებულა 127 იანი ცელესტრონი ჩამომივიდა თავისი ლაზერული სამიზნით და რობოტიზირებული სადგარით ველოდები კაი ამინდს ტესტირებისთვის |
Posted by: ქაფქიანა 27 Nov 2014, 17:54 |
ქართული სუბტიტრები ჩაურთეთ. (თუ გინდათ)... |
Posted by: Arcticmonkeys 29 Nov 2014, 01:26 |
გამარჯობა, არ ვიცოდი სად მეკითხა და ბოლოს აქ გადავწყვიტე :3 ასტრალში ვინც გასულა ან დილით გაღვიძებულს უგრძვნია რო სული სხეულში არარის აშკარად მითხარით რო მსგავსი რაღაცეები ჩვეულებრივი პროცესია და ადამიანის ჯანმრთელობას და ფსიქიკას არ ვნებს |
Posted by: boone 29 Nov 2014, 04:04 | ||||
Arcticmonkeys
ტემა შეფგეშალა!
|
Posted by: kanian_U 30 Nov 2014, 21:34 |
ვარსკვლავთშორისი მოგზაურობისათვის ყველაზე ოპტიმალური სტატია რაც ვნახე, მინიმუმ 22 ე საუკუნის მეორე ნახევარს ასახელებდა. ბლიად. |
Posted by: the undertaker 7 Dec 2014, 23:21 |
გაინტერესებთ თუ არა არ ვიცი მარა მაინც ვიტყვი დეკემბრის ბოლოს იანვრის შუა რიცხვებამდე კომეტა იქნება.C/2014 Q2 (Lovejoy) ბინოკლით გამოჩNდება. მეტეორიტების წვიმაც დაიწყო 4 დეკემბერს,14-ში იქნება პიკი,საათში 120 ანთება და 17-ში მორჩება.რადიანტი იქნება ტყუპების თანავარსკვლავედის მიმართUლებით(ჯემინიდები) |
Posted by: 024 12 Dec 2014, 14:31 |
ძალიან მაინტერესებს რამოდენიმე სტატია წავიკითხე და შემხვდა 2ჯერ უკვე мнимое время წავიკითხე ვიკიპედიაში, ასევე ჰოკინგის ახნა და ა.შ. ვერ გავიგე რა არის იქნებ ადამიანური ენით აგვიხსნათ ჩვენ ჩაინიკებს რა არის ეს мнимое время |
Posted by: execution 12 Dec 2014, 15:33 | ||
kanian_U
წინასწარ ვერავინ ვერაფერს იტყვის http://www.ted.com/talks/regina_dugan_from_mach_20_glider_to_humming_bird_drone?language=en აქ არის კარგი მაგალითი , 1895 წელს ლორდ კელვინმა (მეტი მის შესახებ http://en.wikipedia.org/wiki/William_Thomson,_1st_Baron_Kelvin) განაცხადა რომ ჰაერზე მძიმე საფრენი აპარატის დამზადება შეუძლებელია, 1903 წელს ექსპერტმა აეროდინამიკოსებმა განაცხადეს რომ შესაძლებელია 10 მილიონ წელში შევქმნათ მფრინავი აპარატიო. 2 თვის შემდეგ კი ორვილ ვრაითმა განახორციელა პირველი ფრენა , რომელიც მხოლოდ 12 წამს გაგრძელდა კარგი ვიდეოა , მოტივაციური. |
Posted by: ქაფქიანა 12 Dec 2014, 19:19 |
024 დროის ერთეული კვანტურ მექანიკაში, რომელიც ჩვეულებრივ დროიტ ღერძს პერპენდიკულარულად ჰკვეთს და სრულიად სხვა დროს აღწერს. აღიწერება საკმაოდ რთულად და ძევს სტანდარტული, ლობაჩევსკისეული გეომეტრიის, სტანდარტული სივრცე-დროითი კონტინუუმის გარეთ. რეალური დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არსებითად არაა რეალური. იგი მხოლოდ და მხოლოდ რეალობის ჩვენეული სუბიექტური ასახვის, ჩვენი წარმოსახვის ნაყოფია. აი წარმოსახვითი დრო კი სავარაუდოდ რეალობა უნდა იყოს. ვერაფერი ვერ გაიგე? მეც ეგრე ვარ. სულ ესაა, რაც შემიძლია გითხრა. დაწვრილებით: https://en.wikipedia.org/wiki/Imaginary_time |
Posted by: severuss 21 Dec 2014, 22:33 |
მაინტერესებს ამ სტატიაში სწორი ინფორმაცია დევს თუ არა.?... http://ucnauri.com/234484/10-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%97%E1%83%98-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AA-%E1%83%90/ |
Posted by: execution 21 Dec 2014, 22:39 |
severuss თუ არ ვცდები სწორია. |
Posted by: ronald_wesley 22 Dec 2014, 00:50 |
სივრცული ხვვრელის შესახებ გსმენიათ ? ანუ მაგალითად ვართ ერთ ადგილას რამდენიმე ნაბიჯს გადავალთ და მილიონობით სინათლის წელს გავივლითო , . |
Posted by: severuss 22 Dec 2014, 13:57 |
ronald_wesley რაღაც პორტალების მსგავსია? სად გაიგე სივრცული ხვრელის შესახებ.. |
Posted by: ronald_wesley 22 Dec 2014, 21:06 | ||
severuss
ნუ გამიგია რა |
Posted by: severuss 24 Dec 2014, 01:09 |
ვინ მეტყვის, შესაძლებელია თუ არა სინათლის სიწრაფის კილომეტრებში გამოთვლა. ? აი როგორც ბგერის სიჩქარე ჰაერში 1200 კმ/საათია |
Posted by: ქაფქიანა 24 Dec 2014, 13:51 |
severuss 300 00 კმ/წმ... .......................................... |
Posted by: VAMPIRE_W 24 Dec 2014, 15:16 |
თეორიულად მაინც შესაძლებელია შეიქმნას ისეთი კოსმოსური ხომალდი, რომელიც სინათლის სიჩქარით იმოძრავებს? |
Posted by: execution 24 Dec 2014, 15:40 |
VAMPIRE_W არა უთვალავი ენერგია სჭირდება , რადგანაც სიჩქარის მატებასთან ერთად სხეულის მასა იზრდება და მეტ მასას კიდევ უფრო მეტი ენერგია სჭირდება. |
Posted by: severuss 24 Dec 2014, 23:26 | ||
300 000 კმ/წმ? და კმ/სთ- ში როგორ იქნება? |
Posted by: ქაფქიანა 25 Dec 2014, 11:23 |
severuss მაგდენი მათემატიკა უნდა იცოდე. გადაიანგარიშე. |
Posted by: ვაკო_მარქსი 25 Dec 2014, 11:58 | ||
severuss
108*10^7 |
Posted by: severuss 25 Dec 2014, 12:32 |
ქაფქიანა მადლობ კაცური კაცი , შენ მათემათიკის მასწავლებლად გამოდგები 1 080 000 000 უფ რა ბევრია. ვაკო_მარქსი გაიხარე |
Posted by: bfjribhs 26 Dec 2014, 15:57 |
ერთი კითხვა მაქვს ადამიანის კოსმოსზე დაკვირვების პროცენტი რამდენია ანუ რამდენს ვხედავთ ტელესკოპებით და რამდენს-ვერა |
Posted by: GeorgeDirac 26 Dec 2014, 16:12 |
bfjribhs 4%, დანარჩენი 96% ბნელი მატერია და ბნელი ენერგიაა, რომელზეც ბევრი არაფერი ვიცით. |
Posted by: bfjribhs 26 Dec 2014, 16:49 | ||
GeorgeDirac
ეგ ვიცი მე ვგულისხმობ ტერიტორიული თვალსაზრისით (და არა მატერიის) რამდენის გაკონტროლების თავი გვაქვს. ანუ არის იმის შანსი რო მოგვიახლოვდეს რამე ობიექტი ისე რო გვიანი იყოს გამოვლენა |
Posted by: Quest 28 Dec 2014, 15:11 | ||
bfjribhs
ბნელი მატერიის დიდი გროვა რომ მოგვიახლოვდეს, ვერც ვერაფერს გავიგებთ. ის კიდე პლანეტების ორბიტებს შეცვლის |
Posted by: VAMPIRE_W 2 Jan 2015, 12:13 |
ამის დანახვა თბილისიდან შესაძლებელი იქნება? |
Posted by: severuss 5 Jan 2015, 19:09 |
VAMPIRE_W საინტერესო რამეა. თუ გაარკვიე შემატყობინე ) რა მაინტერესებს , ატომები კოსმოსში არიან ? |
Posted by: David27 6 Jan 2015, 17:59 |
საახალწლო ნიუსი მზიდან: http://www.nasa.gov/content/solar-dynamics-observatory-welcomes-the-new-year/#.VKvnyyuUe2q |
Posted by: JSN 6 Jan 2015, 20:54 |
კარგო ხალხო, ჩვენთან რომელი ადგილებია საუკთესო სტარგეიზინგისთვის? |
Posted by: severuss 6 Jan 2015, 22:05 |
საწყის სინგულარობა რას ნიშნავს. რა არის სინგულარობა? |
Posted by: severuss 8 Jan 2015, 23:45 |
ნუთU ამოწურეთ ეს ამოუწურავი თემა. რატომ აღარავინ პოსტავს აქ რამე თქვით კაცო, ვა |
Posted by: Kvirila 13 Jan 2015, 20:44 |
მალე პლუტოს ვიხილავთ. ნიუ ჰორაიზონის კამერებიდან გამოსახულების ხარისხი დედამიწაზე ინდივიდუალური შენობის დანახვის ეკვივალენტი იქნება . https://www.youtube.com/watch?v=_LBJz4TxG0I პლუტო/ჩარონის (ქარონის) არასტანდარტული ორბიტა |
Posted by: execution 13 Jan 2015, 22:36 |
severuss ბევრი არ მესმის მაგრამ მე როგორც ვიცი ისე გეტყვი: სინგულარობა არის შავი ხვრელი მაგალითად , სადაც ფიზიკის კანონები არ მოქმედებენ , როგორც ჰოკინგი ამბობს laws break down , ასეთივე სინგულარობაა დიდ აფეთქებამდელი პერიოდი, ალბათ ეს იგულისხმება საწყის სინგულარობაში ეს არის წერტილი სადაც მატერიის რომელიმე მახასიათებელი უთვალავია (ქარტულად რაღაც არ გამოდის, infinite ) მაგალითად სიმჭიდროვე (შავ ხვრელში) |
Posted by: არწივი9 13 Jan 2015, 22:39 |
severuss Ex3cuTioN სინგულარობაა ის ადგილი/მომენტი როცა დრო-სივრცის სიმრუდე უსასრულობას აღწევს და ამ დროს რა ხდება არავინ იცის |
Posted by: Boudicca 18 Jan 2015, 17:07 |
პლუტონის მიღმა მინიმუმ ორი პლანეტა შეიძლება იყოსო. http://www.agenciasinc.es/en/News/Trans-Neptunian-objects-suggest-that-there-are-more-planets-in-the-solar-system ერთი ისედაც იცოდნენ მგონი სიყვარულის ქალღმერთის სახელი ქვია ბერძნული მითოლოგიიდან. |
Posted by: BenderRodriguez 18 Jan 2015, 22:12 | ||
severuss
კოსმოსში არ ვართ ეხლა? Boudicca მინიმუმ ორიო? 1500 მდე პლანეტოიდი შეიძლება იყოს პლუტონს მიღმა |
Posted by: nforumi 18 Jan 2015, 23:31 | ||
Boudicca
პლანეტა თუ ჯუჯა პლანეტა? |
Posted by: უჩინარი 20 Jan 2015, 00:38 |
და ეს პლუტონის მიღმა რამეთუა აქამდე რატო ვერ გაიგეს რამდენმა მკვლევარმა ხომალდმა ჩაიარა მაგ მხარეს დედამიწისხელა პლანეტებიო და როგორ ვერ შენიშნეს |
Posted by: არწივი9 20 Jan 2015, 00:44 | ||||
უჩინარი
კაი ხანია ვიცით ტელესკოპების საშუალებით
არც ისე ბევრს ჩაუვლია, მაგრამ ისინი ძველები იყვნენ და არც ისე იოლია ამოდენა სივრცეში რისიმე დანახვა |
Posted by: nforumi 20 Jan 2015, 11:35 | ||
უჩინარი
მაგხელა სივრცეში კი არა თვითმფრინავს ვერ პოულობენ აგერ რამდენიმე ათასი კილომეტრის რადიუსში. |
Posted by: Annatar 22 Jan 2015, 12:28 |
დედამიწისნაირი პლანეტა აღმოაჩინეს სიცოცხლის სარტყელში. http://www.nasa.gov/ames/kepler/nasas-kepler-discovers-first-earth-size-planet-in-the-habitable-zone-of-another-star/#.VMCvVNKUfE1 |
Posted by: nforumi 22 Jan 2015, 13:21 | ||
კიდეც რომ იყოს მანდ ჩვენი დონის ცივილიაცია, 500 წლის მერე მივიღებთ სგინალს... |
Posted by: Boudicca 22 Jan 2015, 16:51 | ||||
ვაახ ჩემი გამაჟრიალა. nforumi
ჩვენი დონის ცივილიზაციის არსებობა მაგ პლანეტაზე რომ არსებობდეს შანსი მინიმალურია, რადგან როგორც გავიგე, ვარსკვლავი ძალიან ახალგაზრდაა. ალბათ იქ ეხა ვულკანური ამოფრქვევები, რამდენიმე თვიანი გადაუღებელი წვიმები და კომეტების ბათქაბუთქია როგორც ჩვენთან იყო. მაგრამ წყალში როგორც ჩვენთან იყვნენ უძველესი მედუზები და სხვა მარტივი ორგანიზმები, მაინც შეიძლება რამე დაცურავეს ან ამოდიოდეს იმ სახით რასაც ჩვენ მცენარეს ვეძახით. |
Posted by: nforumi 22 Jan 2015, 17:42 | ||
Boudicca
მესმის ამის შანსიც მინიმალურია. |
Posted by: Mari Paranoid 26 Jan 2015, 00:19 |
ნისლეულებზე და ირმის ნახტომზე ვარ გაგიჟებული. რა სილამაზეა, გამაოგნებელი. ტელესკოპი მინდა "ღმერთის თვალი" |
Posted by: nforumi 26 Jan 2015, 08:59 | ||
mariparanoid
მართლა ძალიან მაგარია... |
Posted by: არწივი9 27 Jan 2015, 00:31 | ||
mariparanoid
აი, ეს კი კატის თვალია: |
Posted by: the undertaker 27 Jan 2015, 00:35 |
mariparanoid ჰო მაგრამ ტელესკოპში შავთეთრად ჩანს.პატარა ტელესკოპებში კი ნისლეულები ნაკლებად კონტრასტულია. |
Posted by: web_nts 27 Jan 2015, 01:37 | ||||
http://www.newscientist.com/article/dn12546-biggest-void-in-space-is-1-billion-light-years-across.html ამაზე რას იტყვით ასტრონომებო? რას კოსმოსურ მოვლენას შეიძლებოდა მსგავსი სიცარიელის შექმნა გამოეწვია? თუ უბრალოდ დაემთხვა და მაგ ტერიორიაზე არაფერი მოხვდა 1 მიალიარდი სინათლის წლის ზომის აბსოლიტური სიცარიელე, შავი მატერიაც კი არ არის... ~9 460 730 472 580 000 000 000 კილომეტრი სიცარიელე, სიბნელე და წარმოუდგენელად დაბალი ტემპერატურა ასეთი ნიუსები კაცობრიობის უსუსურობის შეგრძნებას კიდევ უფრო მიღრმავებს ომები, ტერორიზმი და ათასი საზიზღობა ხდება ამ საწყალ პლანეტაზე და როგორი აფსურდული ჩანს ეს ყველაფერი სამყაროსთან და მის ზომებთან მიმართებაში Annatar
მიახლოებით დედამიწის ზომაა, თავის მზიდან სიცოცხლის არსებობისთვის საჭირო დისტანციის დაშორებით. მაგრამ ჟანგბადის და წყლის არსებობას რა თქმა უნდა ვერ დაადგენენ ისე არ მესმის რატომ ხარჯავენ ამდენ თანხებს და ენერგიას დედამიწისნარი პლანეტების აღმოჩენისთვის. სიცოცხლის არსებობას ვერ დაადასტურებ ვერაფრით მაგ მანძილზე და ასეულობით სინათლის წელსაც ვერანაირად ვერ გავივლით რომ გადავსახლდეთ. მარსის კოლონიზაციას მიაწვნენ ურჩევნიათ nforumi
true! |
Posted by: nforumi 27 Jan 2015, 08:49 | ||
web_nts
მარსის კოლონიზაცია კი არის შესაძლებელი რო? ხელოვნურ პირობებში კოსმოსშიც შეიძლება იარსებო, სულ არ ჭირდება პლანეტა... |
Posted by: web_nts 27 Jan 2015, 10:22 | ||
nforumi
პლანეტა არ გჭირდება საარსებოდ, მაგრამ გჭირდება გრავიტაცია. სანამ ხელოვნური გრავიტაციას არ შექმნიან მანამდე ღია კოსმოსში კოლონია წარმოუდგენელია. იმას თავი დავანებოთ რომ უწონადობაში ინტენსიური ვარჯიში და არანორმალური კონტროლი გჭირდება ყველაფრის ორგანიზმის ფუნქციების შესანარჩუნებლად, ამის გარდა სპეის სთეიშენში მოთავსებული უბრალო უნიტაზიც კი მილიონობით დოლარი ჯდება |
Posted by: nforumi 27 Jan 2015, 12:39 | ||
web_nts
მარსის გრავიტაცია მგონი ძალიან ცოტაა. ისე კი ხელოვნური გრავიტაციის პროექტი არსებობს, მბრუნავი ცილინდრის შიგა ზედაპირი... |
Posted by: არწივი9 27 Jan 2015, 14:36 |
http://www.spacetelescope.org/images/heic1502a/zoomable/ |
Posted by: უჩინარი 28 Jan 2015, 14:59 |
web_nts რამდენიმე ათ წლეულის წინ არც კი ვიცოდით თუ სხვა ვარსკვლავებს გააჩნდათ პლანეტები. ახლა კიდე უფრო და უფრო მეტ პლანეტებს პოულობენ რომელიც დედამიწას ჰგავს. რისთვის იხარჯება ფული და რო გავიგოთ უფრო მეტი ვიდრე ვიცით, ეხლა უკვე ვიცით რომ მზის სისტემა ერთადერთი არაა კოსმოსში. რომ სხვა ვარსკვლავებსაც გააჩნია ეს სისტემა და აქ თუ გაჩნდა სიცოცხლე შესაძლებელია იქაც გაჩენილიყო. დრეს რო იქ წასვლა არ შეგვიძლია არ ნიშნავს რომ არ უნდა განხორციელდეს კვლევა ამ მხრივ, ხვალ რა იქნება რა იცი, უმეტესი დიდი აღმოჩენა ისე მოხდა თავიდან შეიძლება გაუმართლებელი რო ჩანდა ფულის ხარჯვა. |
Posted by: nforumi 28 Jan 2015, 16:12 | ||||
არწივი9
რაო, რამდენ ხანში უნდა ჩაგვეხუტოს ეგ მშვენიერება? ისე აქ მგონი მეოთხედი ნაწილია მარტო. უჩინარი
რა თქმა უნდა. ელექტრობას რომ იკვლევდნენ, ვერავინ წარმოიდგენდა რამოდენა გამოყენება ექნებოდა სულ ახლო მომავალში. ახლა კიდე ელექტრობის გარეშე არსებობა არის რთული წარმოსადგენი. მკვლევარმა მეცნიერებამ წინასწარ არ იცის რაში გამოიყენებს მის აღმოჩენას გამოყენებითი მეცნიერება... |
Posted by: Mari Paranoid 28 Jan 2015, 16:52 |
ორიონის ნისლეული კარინას ნისლეული სამ ნაწილიანი ნისლეული ცხენისთავა ნისლეული ლაგუნას ნისლეული ჩემი ფავორიტი - გულის ნისლეული მილისებრი ნისლეული ჯადოქრისთავა ნისლეული ომეგას ნისლეული გაგრძელება იქნება ... |
Posted by: nforumi 28 Jan 2015, 17:41 |
mariparanoid ძალიან მაგარი სურათებია, ლამაზი. |
Posted by: უჩინარი 30 Jan 2015, 04:04 |
რაღაც პლანეტა ხო აღმოაჩინეს ეხლა სატურნზე 200 ჯერ დიდი რკალები აქო, ხოდა მაგხელა რკალები რო სატურნს ქონდეს მთვარეზე მაგრა გამოჩნდებოდაო. რა უცნაური იქნებოდა |
Posted by: nforumi 30 Jan 2015, 09:24 | ||
უჩინარი
საინტერესოა. სად აღმოაჩინეს, რა მანძილზეა ჩვენიდან? |
Posted by: Mari Paranoid 30 Jan 2015, 14:06 |
ტელესკოპი რა ღირს ნეტა? მოკვდავი ყიდვას შეძლებს? ამას უყურეთ |
Posted by: უჩინარი 30 Jan 2015, 14:08 |
nforumi http://www.sciencedaily.com/releases/2015/01/150126135208.htm |
Posted by: nforumi 30 Jan 2015, 15:26 | ||
უჩინარი
420 სინათლის წელიო, რა ახლოს ყოფილა |
Posted by: Kvirila 2 Feb 2015, 05:20 | ||||||
დაახლოებით ასეთი სურათია |
Posted by: Annatar 3 Feb 2015, 12:29 |
Jack-O-Lantern Sun |
Posted by: არწივი9 5 Feb 2015, 23:25 |
პლუტონის და მისი თანამგზავრის ქარონის პირველი სურათები გადაღებული კოსმოსური ხომალდის http://en.wikipedia.org/wiki/New_Horizons-ის შორეული სადაზვერვო მოწყობილობის (LORRI) მიერ: http://pluto.jhuapl.edu/News-Center/News-Article.php?page=20150204 |
Posted by: Mari Paranoid 6 Feb 2015, 00:10 |
|
Posted by: Kvirila 6 Feb 2015, 07:00 | ||
საინტერესო თემაა, ზაფხულში გადაიღებს პლუტოს პირველ რეალურ სურათებს. 58,536 km/h სიჩქარით მიფრინავს, იუპიტერმა ამოარტყა გრავიტაციული პანჩური თორე უფრო ნელა მიფრინავდა |
Posted by: nforumi 6 Feb 2015, 09:26 |
Mari Paranoid ძალიან მაგარი სურათებია. |
Posted by: არწივი9 6 Feb 2015, 12:27 | ||||
Kvirila
კი, 14 ივლისს ჩაუქროლებს პლუტონს
არა მარტო მაგიტომ, გაშვებისას მას რაკეტამ ძალიან დიდი საწყისი სისწრაფე მიანიჭა და ესეც მნიშნელოვანი იყო |
Posted by: nforumi 6 Feb 2015, 16:37 | ||
არწივი9
ანუ ლაპარაკია იმაზე რომ New Horizons მაგ დროს იქნება ყველაზე ახლოს ვიდრე აქამდე რომელიმე ხომალდი... ? |
Posted by: არწივი9 6 Feb 2015, 16:41 | ||||
კი, რადგან როგორც ვიცი არცერთი ხომალდი ჯერ აქამდე პლუტონთან ასე ახლოს არ მისულა |
Posted by: nforumi 6 Feb 2015, 18:10 | ||
არწივი9
საინტერსოა. ამ ხომალდის მისია პლუტონის შესწავლაა ესე იგი, თუ ვოიაჯერივით უნდა გავიდეს მზის სისტემიდან? |
Posted by: ქაფქიანა 7 Feb 2015, 12:37 |
nforumi იდეაში უნდათ ოორტის ღრუბლამდე რომ მივიდეს. მაგრამ კოიპერის სარტყელს თუ მიაღწია, ეგეც დიდი წარმატება იქნებაო. |
Posted by: nforumi 7 Feb 2015, 13:53 | ||
ქაფქიანა
რატო? ვოიაჯერმა თუ მოახერხა მიეღწია და გაცდენოდა კიდეც მზის სისტემის საზღვრებს, რატომ ვერ უნდა მიაღწიოს... ? ისე, ეგეც საკითხავია, რა არის მზის სისტემის საზღვარი როგორც ასეთი, რას უნდა დავარქვათ, რას ქვია? |
Posted by: ქაფქიანა 7 Feb 2015, 14:49 | ||
nforumi საწვავის მარაგი აქვს შეზღუდულიო. არ არის გათვლილი ვოიაჯერის ტიპის მისიადო. პლუტონი მისცემს მცირე შეშფოთებას და სანამ ეს შეშფოთება გაქაჩავს, შეეცდებიან იქამდე ამოძრავონ, მერე არ ვიცით რა იქნებაო...
ოორტის ღრუბელია ეგ. |
Posted by: nforumi 7 Feb 2015, 16:08 | ||||
ქაფქიანა
მე რატო დავსვი კითხვა: ცხადია რომ არ არის ადგილი, რომელსაც როგორც კი გაცდები, მზის მიზიდულობა აღარ არის, ეს ძალა ექსპონენციალურად მიილევა. ოორტის ღრუბელს ცოტათი რომ აცდება (ასე რამდენიმე ასეული მილიონი კილომეტრით ), ვითომ აღარ მოქმედებს მზის მიზიდულობა?
თუ ინფორმაციის გადმოცემის უნარი შერჩა, პლუტონი მაინც შეისწავლონ. თუ არა, იქცევა ხელოვნურ მეტეორად ალბათ |
Posted by: არწივი9 7 Feb 2015, 16:36 | ||||
იმის იქით სხვა ვარსკვლავის გრავიტაცია სძალავს თუმცა გააჩნია მაგ მიმართულებით უახლოესი ვარსკვლავი რა მანძილზეა |
Posted by: nforumi 7 Feb 2015, 18:18 | ||
არწივი9
მაგ ადგილამდე რამდენიმე ასეული მილიონი კილომეტრი კი არა, 1 -2 სინათლის წელია და კიდე მიმართულებას გააჩნია. აქ ვგულისხმობ უახლოესი ვარსკვლავისკენ თუ წავალთ... |
Posted by: ქაფქიანა 8 Feb 2015, 12:09 |
არწივი9 nforumi 4.3. სინათლის წელიწადში ალფა ცენტავრია. მართლაც რომ საინტერესო საკითხია. როგორც მზის სისტემაში პლანეტებს გააჩნიათ თავიანთი გრავიტაციული ჭები და მათ საზღვრებად ლაგრანჟის წერტილები, მსგავსი ლაგრანჟის წერტილები ყველა ვარსკვლავს ექნება ცხადია. |
Posted by: არწივი9 8 Feb 2015, 13:27 | ||
ქაფქიანა
ეგ მხოლოდ იმ ერთი მიმართულებით, მაგრამ თუ არ ვცდები New Horizons მაქეთკენ სულაც არ მიფრინავს, საკითხავი ისაა მაგ მიმართულებით რომელია უახლოესი ვარსკვლავი და რა მანძილზე |
Posted by: ლაბარნა 8 Feb 2015, 13:56 | ||
არწივი9
ვიკიში ვნახე, საგიტარიუსის თანავარსკვლავედისკენ მიემართებაო. მანამდე 300 წელი ოორტისკენ უნდა იფრინოს მაგანაც ალბათ. მერე 30 000 წელი ან მეტი ოორტში გავლას მოუნდება და მერე მილიონი წლები უნდა იფრინოს ალბათ, სანამ რომელიმე ვარსკვლავი დაიჭერს ორბიტაში. )) საგიტარიუსის მიმართულებით ყოფილა რძიანი გზის ძლიერ მკვრივი უბანი, მანდ დაჭერა ან დაბრაწვა არ ასცდება... პე.ეს. თითქმის გარანტირებულია, რომ ყველა ამგვარ პიონერ ზონდს ჩვენვე დავიჭერთ, როგორც კი სიჩქარეებს დავაწინაურებთ... |
Posted by: Giorgi1970 8 Feb 2015, 14:25 |
გამარჯობათ. ბიჭებო, ბავშვისთვის (და მომენტ ჩემთვისაც ) მინდა ტელესკოპი გამოვიწერო. რათქმაუნდა სერიოზულს ვერ შევწვდები ფასის გამო, მაგრამ იქნებ ამარჩევიოთ საშუალო ფასიანიდან ნორმალური. ბავშვი 7 წლისაა და არამგონია აბასთუმნის ტელესკოპი დასჭირდეს ჯერ http://www.ebay.com/itm/Celestron-21035-70mm-Travel-Scope-/181626724785?pt=LH_DefaultDomain_0&hash=item2a49cbe1b1 ეს მგონი ტუფტა უნდა იყოს http://www.ebay.com/itm/F360x50-High-expansion-HD-Refractive-Astronomical-Telescope-Monocular-/251703807725?pt=LH_DefaultDomain_2&hash=item3a9ab74eed ეს http://www.ebay.com/itm/Barska-300-Power-Starwatcher-Telescope-AE10100/111585587407?_trksid=p2047675.c100005.m1851&_trkparms=aid%3D222007%26algo%3DSIC.MBE%26ao%3D1%26asc%3D28772%26meid%3Def9bcc3899e142c8a60b234646b67d2a%26pid%3D100005%26rk%3D2%26rkt%3D6%26sd%3D111594066417&rt=nc მოკლედ, მთვარე რომ დაინახოს ახლოდან და თუ პლანეტები გამოჩნდება, მთლად უკეთესი ეხლა არ მითხრათ, მთვარე ბინოკლშიც ჩანსო |
Posted by: DoomVS: 8 Feb 2015, 14:50 |
მეც მაინტერესებს ტელესკოპზე რაღაცეები და აქაური ლინკი მოგვეცით რა.. |
Posted by: ქაფქიანა 8 Feb 2015, 16:21 | ||||
ლაბარნა
|
Posted by: ლაბარნა 8 Feb 2015, 16:52 |
ქაფქიანა ჰო, კარგი, მშვილდოსნის და ირმის ნახტომის. ახლა კმაყოფილი ხარ? ვიკიში საერთოდაც ჩაიდანს იყო შედარებული მშვილდოსნის თანავარსკვლავედი და ირმის ნახტომი კი _ ჩაიდნის ტუჩიდან ამომავალ ორთქლს. მე მომეწონა. არ თქვა ახლა, ჩაიდნური გემოვნება გაქვსო! |
Posted by: ქაფქიანა 8 Feb 2015, 17:14 | ||||
ლაბარნა
დიახ. მოდერი ხარ და ამასთან საკმაოდ განათლებული იუზერი. სხვასთან შედარებით, მეტი მოგეთხოვება. თანაც...
|
Posted by: iberia_iberia 8 Feb 2015, 17:18 |
the undertaker ლაბარნა ქაფქიანა ანუ აზრი არ აქვს პატარა ტესელკოპის ყიდვას? არ ჩანსო ის სილამაზეო რასაც დიდი ტელესკოპებით მიიღებაო სამწუხაროა. სახლის პირობებში არის რაიმე ცოტა მოზრდილი ტელესკოპები რომ გადაიღოს შორეული ვარსკვლავეები და გალაქტიკები? და თუ არსებობს რა ღირს და ასე შემდეგ... ასტრონომიის თემაა და არავინ არ ინტერესდება რომ აუხსნას მცოდნე ხალხმა უბრალო მოკვდავთ. |
Posted by: ლაბარნა 8 Feb 2015, 17:30 | ||||
ქაფქიანა
ვაღიარებ, მართალი ხარ. iberia_iberia
უნდა გა მ ო ვ ტ ყ დე, თავად მიკროსკოპთან უფრო ახლოს ვარ პრაქტიკაში, ვიდრე ტელესკოპთან. რაც შემიძლია, ამ თემას ერთ ნიჭიერ ახალგაზრდას ვაჩვენებ, ვინც ეს-ესაა შეიძინა ტელესკოპი. ვნახოთ, რას გაგვიზიარებს საკუთარი გამოცდილებიდან. |
Posted by: ქაფქიანა 8 Feb 2015, 17:57 |
iberia_iberia ცხადია, პატარა გარჩევადობის ტელესკოპი დიდს რომ ვერ აჯობებს, რა რთული მისახვედრია. მაგრამ უაზრო რატომაა. სამოყვარულო დაკვირვებებისთვის გამოდგება. იყიდე და დატკბი. ნეტა მეც მქონდეს სამაგისო ფინანსები. |
Posted by: the undertaker 8 Feb 2015, 18:02 |
iberia_iberia ქალაქგარეთ თუ ივლი რაღაცეებს ნახავ.დიდ ტელესკოპს დიდი თანხა უნდა.+გჭირდება ccd კამერა რო კარგი ფოტო გადაიღო.თვალით მაინც ვერ გაარჩევ ნისლეულებს და გალაქტიკებს კარგად.გააჩნია ფინანსები რამხელაზე გაგწვდება. |
Posted by: nforumi 8 Feb 2015, 18:27 | ||
არწივი9
არ მგონია რომ ხომალდი რამე ერთი მიმართულებით მიფრინავდეს, მაგ შემთხვევაში მზის მიზიდულობას ვერ გადალახავდა... |
Posted by: iberia_iberia 8 Feb 2015, 18:31 |
ლაბარნა ქაფქიანა the undertaker მადლობთ პასუხისთვის. თუმცა კიდევ უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო და ასევე ფასები, ზომები, და ასე შემდეგ... მთავარია რომ ფოტოზე დააფიქსირო და კარგი სურათი გამოვიდეს ეხლა თვალით რომ ვერ გაარჩევ მთლად HD ხარისხში მეც ვიცი . მარა მაინც ხომ არსებობს ცუდი, საშუალო და კარგი ტელესკოპები თავის ფასთან და ხარისხის მნიშვნელობით? თუ სახლში ან აგრაკზე რომ გქონდეს ან რომ წაიღო აზრი არ აქვს მაინც ვერაფერს დაინახავს კაცი? ანუ რაც ამ თემას შეეხება და უფრო პოპულარული რომ გახდეს ასტრონომია უნდა მეტი დაიწეროს და ამასთან უფრო კონკრეტული ინფორმაციაა საჭირო ჩემი ზრით. მაინც მადლობა მწირი პასუხისთვის. |
Posted by: ქაფქიანა 8 Feb 2015, 18:41 |
iberia_iberia 800 ლარი ყელში ამოგივა. ამაზონზე დასერჩე და გამოიწერე. თბილისის ცაზე თუ აპირებ დაკვირვებას, წყალში ჰყრი ფულს. წაიღე სოფელშ, ტყეში, აგარაკზე და იქიდან დატკბი. თბილისის ცა არ ვარგა. |
Posted by: iberia_iberia 8 Feb 2015, 19:59 |
ქაფქიანა ვნახოთ მოვიფიქრებ. გაიხარეთ. |
Posted by: Giorgi1970 8 Feb 2015, 22:09 |
the undertaker იცოდე, ერთი ტელესკოპი უნდა შემირჩიო აქ რომ ლინკები დავდე, რომელი სჯობია საჩემოდ? |
Posted by: multitate 8 Feb 2015, 22:14 |
ვინმემ დამიწერეთ რა რა პარამეტრებს და ტექნიკურ მახასიათებლებს უნდა მიექცეს ყურადღება ტელესკოპის ყიდვის დროს კარგი ცუდი რა არის -ბი + ბი და ას შ... ან რამე სასწავლო ლინკი დადეთ ან რამე )) |
Posted by: the undertaker 8 Feb 2015, 22:22 |
iberia_iberia თბილისიდან თუ აპირებ დაკვირვებას 90 მილიმეტრიანი რეფრაქტორი გეყოფა. თუ ქალოაქგარეთ გინდა დადგმა მაშIნ დობსონიანი ტელესკოპი კარგი იქნება ჩემი აზრით. Celestron,meade,orion უშვებს კარგი ხარისხის ტელესკოპებს. * * * Giorgi1970 სალამი.ლინკებს ვერ ვხედავ და... პმ გამოუშვი თუ გინდა.. multitate გააჩნია სად გინდა გამოყენება.ქალაქში რეფრაქტორი საკმარისია. თან რეფრაქტორი ადვილი მოსავლელია რეფლექტორთან შედარებით. |
Posted by: aeroo 11 Feb 2015, 16:11 |
http://www.spacetelescope.org/images/heic1502a/ მეგობრებო ამ საიტიდან გადმოვწერე ანდრომედას გალაქტიკის მაღალხარისხიანი ფოტო რომ დაიდო, 4.3 გიგაბაიტია და პბს აქ გაფართოება ფაილს და ვერ ვხსნი, ხომ არ იცით ვინმემ როგორ გავხსნა, ან საიდან გადმოვწერო ეგ სრული ფოტო? |
Posted by: execution 11 Feb 2015, 17:29 |
aeroo ეგ ფორმატი ფოტოშოპში იხსნება მაგრამ მაინც გაუჭირდება ჩემი აზრით |
Posted by: kanian_U 12 Feb 2015, 22:22 | ||||
Mari Paranoid გინდა ვირტუალურად მაინც მოხვდე მაგ ნისლეულებში?
ასევე Hourglass Nebula the Eagle Nebula Crescent Nebula |
Posted by: არწივი9 12 Feb 2015, 22:43 | ||||||
nforumi
აბა ორი მიმართულებით ხომ ვერ წავა? ლაბარნა
გააჩნია რამდენად მკვრივი უბანია, ასე მზის სისტემაც საკმაოდ მკვრივ უბანშია როგორც ვიცი, ეგრეთ წოდებულ "Spiral arm"-ში, არ ვიცი ამას ქართულად ზუსტად როგორ ეწოდება, ალბათ "სპირალური მხარი"?
და ალბათ მუზეუმში შევინახავთ |
Posted by: nforumi 12 Feb 2015, 23:45 | ||
არწივი9
არა შვიდი მე ვიგულისხმე წრფივად ვერ წავა მეთქი. ანუ კონკრეტული ერთი მიმართულება ვერ ექნება. |
Posted by: არწივი9 13 Feb 2015, 01:14 | ||
nforumi
მიმართულები ზუსტადაც რომ ერთი იქნება, მაგრამ სხვადასხვა სხეულების გრავიტაციის გამო წრფეზე ვერ იფრენს |
Posted by: nforumi 13 Feb 2015, 08:48 | ||
არწივი9
ვერ მივხვდი რას გულისხმობ ერთ მიმართულებაში და კიდე, რამე კონკრეტული მიზანი არის არჩეული მზის სისტემის გარეთ? |
Posted by: Kvirila 13 Feb 2015, 18:08 | ||
კააპერს დიდი ალბათობით მიაღწევს და კომუნიკაციის საშუალებაც აქვს, პლუტოს რომ ჩაუვლის ბელტზე 2018-ში ან 19 ში ჩავაოა New Horizons carries extra hydrazine fuel for a KBO flyby; its communications system is designed to work from far beyond Pluto and its scientific instruments can work in light levels even lower than the dim sunlight at Pluto. თუ ნასამ 2017 -ში ფული გამოყო მისია გაგრძელდება დანარჩენი აქ: http://pluto.jhuapl.edu/Mission/The-Path-to-Pluto/Mission-Timeline.php » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « * * * დღეს ძველი ტელესკოპით კალისტო და განიმედი დავინახე, იუპიტერი ისეთი კაშკაშა იყო რომ აიო და ევროპა ვერ გამოვყავი ჟუპიტერისგან აქ თქვენი დრო ჩაწერეთ და მიხვდებით ადგილმდგომარეობის მიხედვით რომელი მთვარე ჩანს თქვენს ტელესკოპში. http://www.shallowsky.com/jupiter/ |
Posted by: Immanuel 15 Feb 2015, 00:22 |
გამარჯობა ყველას! რა უნდა გთხოვოთ მე როგორც ასტრონომიის მოყვარულს რომელსაც არანაირი პროფესიული შეხება ამ სფეროსთან არ მაქვს (სამედიცინოს სტუდენტი ვარ), რომელ წიგნს მირჩევდით? სულ ცოტა ალბათ გამეგება, მარა დიდ ასტრონომიას ვერ შევწვდები გაითვალისწინეთ და იქნებ გქონდეთ კიდევაც პდფ ვერსია ან თუ არ გაქვთ იქნებ მე ვიშოვო მოკლედ მადლობა წინასწარ, ეს თემა რაღანც აღმოვაჩინე კიდე შემოვიხედები ხოლმე და დარწმუნებული ვარ აქაც ბევრ საინტერესოს წავიკითხავ |
Posted by: არწივი9 15 Feb 2015, 00:35 | ||||
nforumi
ნუ ხომ დაწერეს აქ რომ ოორტის ღრუბლამდე მივაო Immanuel
შალვა საბაშვილი. „ზეცათა ლაბირინთებში“. |
Posted by: nforumi 15 Feb 2015, 10:31 | ||
არწივი9
მზის სისტემის გარეთ მეთქი |
Posted by: ქაფქიანა 15 Feb 2015, 11:26 | ||
არწივი9
ორიონის შტო. ირმის ნახტომის ის სპირალი, სადაც მზის სისტემა მდებარეობს. http://en.wikipedia.org/wiki/Orion_Arm Immanuel შალვა საბაშვილი. ასტრონომია. ინტელექტის გამომცემლობა. შარშან გამოვიდა. ყველგანაა და მარტივ ენაზეა ახსნილი. მაგას რომ დაამხეცებ, მერე ილიაუნში თუ ხარ, ჩემი მაიორები აირჩიე გაზაფხულის სემესტრიდან-ასტრონომიის საფუძვლები და შესავალი კოსმოლოგიაში. |
Posted by: არწივი9 15 Feb 2015, 17:26 | ||
ქაფქიანა
მანდ თავისუფალი დასწრების მსგავსი თუა რამე? |
Posted by: Mari Paranoid 15 Feb 2015, 21:16 |
kanian_U ძალიან მინდა |
Posted by: ქაფქიანა 15 Feb 2015, 21:21 | ||
არწივი9
კი. |
Posted by: Immanuel 15 Feb 2015, 22:12 |
ქაფქიანა არწივი9 მადლობთ! წავიკითხავ დიიიიდი სიამოვნებით |
Posted by: არწივი9 15 Feb 2015, 22:40 | ||||
შეგიძლია მითხრა როდის კერძოდ? |
Posted by: ქაფქიანა 16 Feb 2015, 09:47 |
არწივი9 როდესაც დაიწყება. არ ვიცი ჯერ. |
Posted by: BAKURMEFE 19 Feb 2015, 14:39 |
ადრე ამ თემას ვკითხულობდი ხოდა ლაივსტრიმის ლინკები იდო და მობილურით ვერ ვნახე, და ხოარ მოგეპოვებათ ლაივსტრიმის ლინკები დედამიწის ხედით? ნასას უდევს მემგონი |
Posted by: ლოგიკⒶ 20 Feb 2015, 03:25 |
Giorgi1970 გააჩნია შენ ტელესკოპისგან რას მოელი იმ დონის ტელესკოპით რასაც ყიდულობ მთვარეს ნახავ კარგად და მაქსიმუმ იუპიტერი სატურნი დაათვალიერო დანარჩენს ვერ გაწვდება (თეორიულად დაინახავ სხვა ობიექტებსაც მაგრამ ისე ვერა რომ გესიამოვნოს) შეეცადე ცოტა უფრო დიდი ლინზით შეარჩიო მაგალითად 114 მილიმეტრი მშვენიერი ზომაა http://www.amazon.com/Celestron-21045-Equatorial-PowerSeeker-Telescope/dp/B0000Y8C2Y/ref=sr_1_41?s=electronics&ie=UTF8&qid=1424387984&sr=1-41&keywords=reflector+telescope უბრალოდ ამ რელფაქტორებს თავისი მინუსი აქვთ გააჩნია შენ რა პირობებში გეგმავ გამოყენებას |
Posted by: safar1981 20 Feb 2015, 17:50 |
გამარჯობათ.იმ კვირაში მივდივარ ბაკურიანში და მიმაქვს ტელესკოპი რომლის მონაცემია: ნიუტონის რეფლექტორი, სარკის დიამეტრი 135მმ, მზის სისტემის პლანეტების გარდა რის დამზერას შევძლებ? ანდრომედას გალაქტიკა და ორიონის ნისლეულიც ვიცი, არის კიდევ სხვა გალაქტიკა ან ნისლეული ან კიდევ რამე საინტერესო რომელიც ჩემი ტელესკოპით გამოჩნდება? გთხოვთ ნუ დაიზარებთ ინფორმაციისთვის,მადლობა წინასწარ ყველას. * * * ტელესლოპის ოკულარის ფილტრები ხომ არ გაქვთ ვინმეს ? |
Posted by: Kvirila 20 Feb 2015, 22:54 |
ნასას ახალი სურათები, ტიტანის ზედაპირი თითო სურათი 112 კმ თავის თხევადი მეთანის (ეთანის) ტბებით და მდინარეებით. კასინიდან ზაჟიგალკა უნდა ჩააგდო მანდ |
Posted by: არწივი9 20 Feb 2015, 23:08 | ||
Kvirila
უნდა დაწვა ნახშირწყალბადები? მაგრამ საამისოდ ჟანგაბდია საჭირო რომელიც მანდ არ არის |
Posted by: nforumi 20 Feb 2015, 23:19 | ||
არწივი9
Kvirila მეც ამის დაწერას ვაპირებდი |
Posted by: Kvirila 21 Feb 2015, 05:47 | ||||
2040 ისთვის ნასა ამზადებს ტიტანზე მისიას წყალქვეშა ნავით. მაგათ გავატან ზაჯიგალკას და ჟანგბადის ბალიშს თუ ცოცხალი ვიქენი |
Posted by: nforumi 21 Feb 2015, 10:36 | ||
Kvirila
|
Posted by: არწივი9 21 Feb 2015, 17:26 |
პლუტონის თანამგზავრები http://en.wikipedia.org/wiki/Nix_%28moon%29 და http://en.wikipedia.org/wiki/Hydra_%28moon%29 ბრუნავენ პლუტონის და ქარონის ირგვლივ: http://www.planetary.org/blogs/emily-lakdawalla/2015/02180916-new-horizons-spots-nix-hydra.html |
Posted by: safar1981 22 Feb 2015, 14:30 | ||
გთხოვთ მიპასუხოთ მიპასუხოთ ჩემს კითხვაზე |
Posted by: lela_85 22 Feb 2015, 17:59 |
ჩვენი საყვარელი და ყველაზე საინტერესო საამყარო :* |
Posted by: ქაფქიანა 23 Feb 2015, 10:57 | ||
safar1981
ჯერ პლანეტები დამზერე საკაიფოდ. ნისლეულების მეტი რაა. გველის თავანავარსკვლავედს შეეცადე მისწვდე. საკაიფო ნისლეულია მანდ-არწივის ნისლეული და მისი ნაწილი-შემოქმედების სვეტები, იგივე ღვთაებრივი ხელი. კიბორჩხალას ნისლეულსაც დაინახავ. ნისლეულებიდან კიდევ ცხენის თავი. ყურადღებით დააკვირდი მთვარეს. მთვარეებიდან კიდევ იუპიტერის გალილეის მთვარეებს-იოს, ევროპას, განიმედეს დ აკალისტოს. მტელი მზის სისტემა მოიარე. ალბათ იცი, მაგრამ მაინც სეგახსენებ-არც კი გაბედო მზისთვის შეხედვა. |
Posted by: safar1981 23 Feb 2015, 12:30 |
ქაფქიანა მადლობა მოვნახავ ჯერ ცის რუკებზე მდებარეობას მერე კი ლაივში მოვნახავ |
Posted by: ქაფქიანა 23 Feb 2015, 13:01 |
safar1981 აი ეს პროგრამა გადმოქაჩე და დაიყენე. ძალიან მაგარია. http://www.stellarium.org/ka/ |
Posted by: safar1981 23 Feb 2015, 16:57 | ||||
ვითომ მაგ ნისლეულებს შევამჩნევ ჩემი ტელესკოპით ? |
Posted by: არწივი9 23 Feb 2015, 17:17 | ||
მე ვერ დავაყენე და ხომ არ იცი რაშია საქმე? |
Posted by: safar1981 23 Feb 2015, 17:42 |
არწივი9 სავარაუდოთ ან ვიდეო კარტის ახალი დრაივერი უნდა ჩაწერო ან ცოტა წინა ვერსია უნდა დააყენო სტელარიუმი. ჯობია ჯერ ვიდეო კარტის დრაივერი განაახლო |
Posted by: grooveco 23 Feb 2015, 17:50 |
safar1981 რა მოხდება თუ მზისკენ გაიხედავ ? |
Posted by: არწივი9 23 Feb 2015, 18:13 | ||
იქნებ მითხრა როგორ უნდა გავაკეთო ეს |
Posted by: safar1981 23 Feb 2015, 18:39 |
არწივი9 თუ ლეპტოპი გაქვს მოდელის მიხედვით მოძებნე გუგლიში ვიდეო დრაივერები ბოლო ვერსია და გადმოწერე და დააყენე, თუ მაგიდის კომპიუტერი გაქვს მაშინ გაიგე რა ვიდეო კარტა გიყენია და შესაბამისად გადმოწერე მისთვის ახალი დრაივერი და დააინსტალირე ან კიდევ მესამე ხერხი გადმოწერე და დააინსტალირე პროგრამა Uniblue DriverScanner და მაგით დაასკანერე კომპი და და რომელიც მოძველებური დრაივერებია გიჩვენებს და დააჭირე აფდეითს |
Posted by: არწივი9 23 Feb 2015, 20:41 | ||
safar1981
როგორ უნდა გავიგო? სად წერია ეს? |
Posted by: safar1981 23 Feb 2015, 21:00 |
არწივი9 my computer მარჯვენა კნოკპკით დააჭირე და გამოვა ფანჯარა და დააჭირე manage და შემდეგ device mannager * * * grooveco თუ მზის ფილტრის გარეშე გაიხედები ( მზის ფილტრი მუქი ფერისაა დაახლოებით როგორც სვარკის შუშა) ტელესკოპი მოახდენს მზის სხივების კონცენტრაციას (ფოკუსირებას) შენს თვალის ბადურაზე და წამის მეათედში დაგწვავს ( როგორც მზეს გამადიდებელი შუშა რომ მიუშვირო და ჭიანჭველები დაწვა) )) |
Posted by: არწივი9 23 Feb 2015, 22:39 | ||
safar1981
აი ასეთი მაქვს: |
Posted by: safar1981 23 Feb 2015, 22:50 |
არწივი9 მოძებნეთ გუგლიში და გადმოწერეთ NVIDIA GeForce9600 GT driver რომელიც იქნება უახლესი გადმოწერეთ და დააინსატალირეთ. სავარაუდოთ მაგის ბრალი უნდა იყოს რომ არ ეშვება |
Posted by: grooveco 23 Feb 2015, 23:58 |
safar1981 აჰა გასაგებია, და ეგ მზის ფილტრი ახლავს ტელესკოპს ? თუ ცალკე უნდა იყიდო ? |
Posted by: safar1981 24 Feb 2015, 00:59 |
grooveco ცალკე იყიდება.მარა რად გინდა მზის ლაქების გარდა ვერაფერს დაინახავ სავარაუდოთ |
Posted by: grooveco 24 Feb 2015, 01:41 |
safar1981 აჰა გასაგებია, და ეგ მზის ფილტრი ახლავს ტელესკოპს ? თუ ცალკე უნდა იყიდო ? |
Posted by: არწივი9 24 Feb 2015, 20:32 | ||
მადლობა, გამოვიდა |
Posted by: safar1981 24 Feb 2015, 20:38 |
არწივი9 არაფერს................ |
Posted by: Kvirila 25 Feb 2015, 06:27 |
------------------------------ მარსზე, http://www.nasa.gov/jpl/msl/pia19105/#.VO0HD_nF95g * * * 715 მილიონი წლის წინ დედამიწა ასე გამოიყურებოდა http://www.bbc.com/earth/story/20150112-did-snowball-earth-make-animals ენცელადას და ევროპას გავდა http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/8/86/Color_polar_maps_of_Enceladus_PIA18435_Nov._2014_full_size.jpg |
Posted by: ქაფქიანა 26 Feb 2015, 09:37 | ||
Kvirila
დიდი რამე. ორდოვიცულ-სილურულის მიჯნაზე იყო ეგ გამყინვარება. 715 მილიონი წლის წინ კი არა, სულ რაღაც 12 000 წლის წინათაც ეგრე გამოიყურებოდა დედამიწა, ოღონდ მარტო მაღალი და საშუალო განედები, როცა ბოლო, ვიურმული გამყინვარება დამთავრდა. და თუ ჩვენ მართლაც ინტერსტადიალში (გამყინვარებათაშორის ეპოქაში) ვცხოვრობთ, სავარაუდოდ 17 000 წლის შემდეგ დედამიწა კვლავ მასეთი იქნება. |
Posted by: Kvirila 26 Feb 2015, 18:40 | ||||
ეს ფაქტი მაინტერესებს ევროპაზე და ენცელადუსზე სიცოცხლის არსებობის თვალსაზრისით და არა როგორც დედამიწაზე არსებული კლიმატური პირობები. ვინ იცის რა ხდება ევროპის ყინულოვანი საფარის ქვეშ აი ეგ მართლა საინტერესოა ნასას ფანტაზიები: |
Posted by: ქაფქიანა 27 Feb 2015, 09:21 |
Kvirila კი, ნამდვილად საინტერესოა. გეთანხმები. ყურადღება, ყურადღება!!! მცირე ინფორმაცია!!! როგორც იცის, ილიაუნმა წლების წინ გამოსცა სტივენ ჰოუკინგის ,,დროის მოკლე ისტორია," გამოიცა მცირე ტირაჟით და მალე გათავდა. გუშინ სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე რომ შარშან კვლავ გამოსცა ეს წიგნი ილიაუნმა ხელახლა და აბა თქვენ იცით დაეძალეთ. მე პირადად რომ დავინახე, თვალებს არ ვუჯერებდი. იყიდება ლიგამუსში, ილიაუნის წიგნის მაღაზიაში. ფასი: 3.80 ლარი. |
Posted by: s-n-r 27 Feb 2015, 14:51 | ||
ქაფქიანა
სად მდებარეობს ტერიტორიულად? |
Posted by: ქაფქიანა 27 Feb 2015, 15:08 |
s-n-r სად და ილიაუნში, ვაკეში. ვაკის გუდვილთან. პიქსელის გვერდზე. ყოფილი პუშკინი და მოგვიანებით სულხან-საბა. |
Posted by: Animist 28 Feb 2015, 16:12 | ||
ქაფქიანა
ილიაუნიში წიგნი რას ნიშნავს იციან? |
Posted by: ქაფქიანა 28 Feb 2015, 20:04 |
Animist რა გინდა რომ თქვა? ილიაუნის დოქტორანტი და ლექტორი ვარ. გინდა რამე? |
Posted by: safar1981 28 Feb 2015, 23:26 |
ქაფქიანა კონკრეტულად რის შესახებ არის წიგნი დაწერილი. დროზე? |
Posted by: Immanuel 1 Mar 2015, 11:58 | ||
კიდე დაწერეთ ხოლმე რა ეგეთი იაფი და კარგი წიგნის პონტი რო იქნება ვიყიდე გუშინ |
Posted by: ქაფქიანა 1 Mar 2015, 12:09 | ||
safar1981
ძალიან ზოგადად თუ ვიტყვით, ასტრონომიის თანამედროვე პრობლემებზე. Immanuel მეც შემთხვევით აღმოვაჩინე და უმალვე გაგიზიარეთ. |
Posted by: Front National 1 Mar 2015, 12:16 |
შუადღემშვიდობის მეგობრებო! ხომ ვერ მეტყვით აბასთუმნის ობსერვატორია დღეს რა მდგომარეობაშია? გზა როგორია? რემონტი ხომ არ ჩატარებია? ფოტოები თუ გაქვთ თქვენი შეგიძლიათ დადოთ? და კიდევ ერთი: როგორც ასტრონომიის დიდ მოყვარულსა და გულშემტკივარს, ხომ ვერ დაწერდით თქვენ ანალიზს საქართველოში ასტრონომიის მომავლის შესახებ? მით უფრო მრავალი თქვენგანი პოლიტიკის განყოფილებაშიც პოსტავს და ამ მხრივ პოლიტიკურ ანალიზსაც მიაშველებს. |
Posted by: Kvirila 1 Mar 2015, 18:31 |
.............................. მართლა ესეთი ბარდაგია? https://lh5.googleusercontent.com/-ASbyBXoe8Cw/VPHLvSu1rqI/AAAAAAABwjA/M4DqKE9MMt0/w400-h354-no/2015%2B-%2B1 ჩვენი უახლოესი სამეზობლო 4.37 light years from the Sun, ალფა კენტავრი. შუაში წითელ წრეში კი პროქსიმა. რას არკვევენ ამდენ წერტილებში არაპროფესიონალისთვის გაუგებარია * * * ----------------------------------------------- * * * ------------------------------------ |
Posted by: kanian_U 2 Mar 2015, 22:32 | ||
ჰოდა ითამაშე Mass Effect, საუკეთესო sci fi უცხო ცივილიზაციები, პლანეტები, სისტემები, ნისლეულები, უმაგრესი სთორი, გარემო და თავგადასავლები ჩვენს გალაქტიკაში ეეეჰ, მომენეტრა |
Posted by: Kvirila 4 Mar 2015, 15:44 |
მზის სისტემაში არსებული ატმოსფეროების ქიმიური შემადგენლობა, მერკურიზე ჟანგბადიც ყოფილა მაგრამ ატმოსფეროა ძალიან თხელი. ტიტანზე ატმოს.წნევა თითქმის როგორც დედამიწაზე, მარტო ჟანგბადია ჩასატანი - |
Posted by: ქაფქიანა 4 Mar 2015, 15:50 |
Kvirila ჰო, ეგრეთ წოდებული ვილიამბურგის პარადოქსი. ამიტომ ითვლება მერკური და ტიტანი კოლონიზაციისთვის საწყის ობიექტებად. |
Posted by: Kvirila 4 Mar 2015, 16:05 | ||
ტემპერატურა? ტიტანზე -180 ია და მერკურიზე კი -170 დან + 400 მდე გააჩნია რომელ მხარეზე ხარ. მაგ ფაქტს რას უზავენ ვილიამბურგზე დადე ლინკი, არ მსმენია რა არის? |
Posted by: account66 5 Mar 2015, 15:49 | ||
დუბლიონკებს ჩავიცვამთ და ჩრდილში დავდგებით |
Posted by: Kvirila 6 Mar 2015, 01:22 |
----------------------------- https://plus.google.com/u/0/102371865054310418159/posts/FZMoi9sgFT3?pid=6122836605053078738&oid=102371865054310418159 * * * ---------------------------------------------- |
Posted by: nforumi 6 Mar 2015, 08:31 |
Kvirila ამ ვიდეოში ბოლო ფრაზა ყველაზე მაგარი იყო |
Posted by: ქაფქიანა 6 Mar 2015, 09:18 |
Kvirila აი ძალიან თუ გაინტერესებს, ჩემი ძველი თემა ნახე: http://forum.ge/?f=66&showtopic=34264046&st=0 |
Posted by: nforumi 6 Mar 2015, 15:05 | ||
ქაფქიანა
რა ქენი, გრავიტაციის პრობლემა გადაჭერი, თუ ვერა კიდე ? |
Posted by: Kvirila 6 Mar 2015, 18:13 | ||
500 წლის მერე მართლა შეიძლება ვინმეს ეყიდა ჰა ჩევედით ცირესთაან Dawn-ით , თუ არა ჯერ? |
Posted by: nforumi 6 Mar 2015, 19:00 | ||
Kvirila
აბაა ისე, ხო არიან ვიღაცეები ვარსკვლავებს რომ ყიდულობენ. ამაში დიდი დეფიციტი არ არის ისე, მარტო ჩვენ გალაქტიკაში ერთ ადამიანზე 50-ოდე ვარსკვლავი მოდის |
Posted by: ქაფქიანა 6 Mar 2015, 20:05 | ||
nforumi
ნწ. |
Posted by: Kvirila 6 Mar 2015, 21:03 | ||
რაღაცა მდაგვარი ტიტანისთვის კეთდება, კორნელის უნივერსიტეტში უჯრედის შექმნა უნდათ რომელიც დაბალ ტემპერატურებზე მეთანით გამოიკვებება, მეტაბოლიზმსაც შესძლებს და ჟანგბადის გარეშეც იარსებებს. Специалисты по молекулярной динамике под руководством Палетт Клэнси и Джеймса Стивенсона из Корнелльского университета имеют положительные ответы на эти вопросы. Они создали теоретическую модель, позволяющую предположить, что некие формы жизни, питающиеся метаном, могут существовать без кислорода в подобных Титану условиях. http://www.gazeta.ru/science/2015/03/06_a_6433481.shtml ჟანგბადი..ტიტანი.. |
Posted by: nforumi 6 Mar 2015, 21:14 | ||||
ქაფქიანა
Kvirila
მარსის საკითხი გადაწყდა ეტყობა უკვე ისე კარგია, საინტერესოა თუ გამოვა. |
Posted by: Kvirila 6 Mar 2015, 22:03 | ||
ამათ თუ არ გამოუვიდათ სხვას ვის გამოუვა ნობელის პრემია მიღებული პროფესორების სია კორნელის უნივერსიტეტში http://en.wikipedia.org/wiki/List_of_Nobel_laureates_affiliated_with_Cornell_University |
Posted by: nforumi 6 Mar 2015, 23:05 | ||
Kvirila
ის რომ ადრე ნობელის პრემია მიიღო ვინმემ, სულაც არ ნიშნავს რომ ყოველი შემდეგი კვლევა წარმატებული იქნება უბრალოდ იმას უსვამს ხაზს რომ სერიოზული ხალხია დაკავებული ამ საქმით. |
Posted by: არწივი9 7 Mar 2015, 00:40 |
ამერიკელების კოსმოსური ხომალდი http://en.wikipedia.org/wiki/Dawn_%28spacecraft%29 ჩაჭერილ იქნა ჯუჯა პლანეტა http://en.wikipedia.org/wiki/Ceres_%28dwarf_planet%29 მიერ. ცერერას სურათები რომელიც ამ ხომალდმა გადაიღო ამა წლის 1 მარტს 49 000 კმ მანძილიდან: http://dawn.jpl.nasa.gov/feature_stories/Dawn_First_Orbit_Dwarf_Planet.asp |
Posted by: nforumi 7 Mar 2015, 10:53 | ||
არწივი9
ცერერა აბა რისი ცერერაა ისე გიწერია თითქოს არ იყო გათვალისწინებული და იმან მოულოდნელად დაიჭირა |
Posted by: უჩინარი 7 Mar 2015, 14:44 |
"აინშტაინის ჯვარი" აღმოაჩინეს როგორც გავიგე მირაჟის ფენომენია რომელიც ბატონმა ალბერტმა "იწინასწარმეტყველა" 1 სუპერნოვაა მაგრამ იმ მასისაა რომ იწვევს დრო-სივრცის დეფორმაციას, სინათლე წრიულად მოძრაობს და 4 სუპერნოვა გვეჩვენება |
Posted by: Kvirila 7 Mar 2015, 17:55 | ||
ცერერა ეტყობა რუსულად არის, პირველად მესმის ინგლისურად ც(ს)ირიეს არის http://www.merriam-webster.com/dictionary/ceres |
Posted by: gubaz_merve 7 Mar 2015, 18:01 |
მაინტერესებს ამჟამინდელი მონაცემები დედამიწის დახრის კუთხის შესახებ ? რამდენი გრადუისია ? თქვენ თავად თუ ზომავთ დამოუკიდებლად და როგორ? |
Posted by: არწივი9 7 Mar 2015, 20:44 | ||||
დააზუსტე რა დახრაზეა საუბარი და რის მიმართ Kvirila
ქართულად სწორედ ცერერა ჰქვია |
Posted by: gubaz_merve 7 Mar 2015, 21:50 |
არწივი9 დედამიწის ღერძის გადახრის კუთხე გალაქტიკის მიმართ |
Posted by: Kvirila 8 Mar 2015, 00:02 | ||
გალაქტიკის რა მოგახსენოთ და მზის სიტემის ორბიტის მიმართ 23.4° ანეკდოტი გამახსენდა ჭიჭიკია და ბიჭიკიაზე კოსმოსში ჭიჭიკია: პრიბორი? ბიჭიკია: ვასემნადცატ (18) ჭიჭიკია: რაის ვასემნადცატ? ბიჭიკია: აბა რაის პრიბორი |
Posted by: Annatar 8 Mar 2015, 02:26 |
One of the most Earth-like planets in our galaxy Gliese 581d 'really does exist,' astronomers say: http://www.independent.co.uk/news/science/one-of-the-most-earthlike-planets-in-our-galaxy-gliese-581d-really-does-exist-astronomers-say-10092811.html?cmpid=facebook-post |
Posted by: Kvirila 8 Mar 2015, 07:59 |
---------------------------------- ლამაზია ვენერა, ცოტა ცხავს ნამეტანი |
Posted by: z125 8 Mar 2015, 08:44 |
სპეციალურად ასტროფოტოგრაფიისთვის ნიკონმა შექმნა ახალი კამერა D810A რომელიც D810-ის მოდიფიცირებული ვერსიაა და აღჭურვილია ისეთი ფილტრით რომელიც ბლოკავს ინფრაწითელ სხივებს, მაგრამ ატარებს H-alpha (656.28nm) სხივებს. ასევე ამ კამერას შეუძლია 15 წუთიანი დაყოვნების ფოტოების გადაღება მანუალ რეჟიმში. ამ კამერით გადაღებული ნებულას ეს და სხვა სურათები იხილეთ ნიკონ ევროპის ფლიკრს-ის გვერდზე https://www.flickr.com/photos/nikonphotostream/ https://flic.kr/p/r9FhNphttps://flic.kr/p/r9FhNp by https://www.flickr.com/people/63022955@N05/, on Flickr https://flic.kr/p/qSpey2https://flic.kr/p/qSpey2 by https://www.flickr.com/people/63022955@N05/, on Flickr |
Posted by: gubaz_merve 8 Mar 2015, 09:36 |
Kvirilaრა საეჭვო დამთხვევაა არა? როგორ ზუსტად ემტხვევა ზოდიაქოს ნიშნის ცხრილსhttps://www.youtube.com/watch?v=puB8v04OQwc რა ხდება წარღვნა ხომარ გვიახლოვდება :)72 წელიწადში ერთი გრადუსით მატულობსო ,ბოლობოლო რამდენ ხანში აკეთებს სრულ ბრუნს? ხომ არის პროგრამები რომელიც წლების მიხედვით თვლის დედამიწის დახრის კუთხეს |
Posted by: Kvirila 8 Mar 2015, 19:34 | ||
The Earth’s tilt varies over a 42,000 year period, ranging from 22.1 degrees to 24.5 degrees. უახლოესი 13000 წელი არაფერი გვემუქრება, მერე ზამთარში დაცხება და ზაფხულში აცივდება ანუ ავსტრალიას სეზონს გაუცვლით. მარა "მერე" მერემ მოიკითხოსო The direction that the Earth’s axis is pointed also changes over a long cycle, lasting almost 26,000 years. Right now, the Earth’s north pole is pointed towards the star Polaris. Over the course of this cycle, the seasons for summer and winter reverse (at 13,000 years), and then return to their original positions (after another 13,000 years). |
Posted by: nforumi 8 Mar 2015, 23:29 | ||
Kvirila
რას ამბობ კაცო... იქნებ თარიღიც დაასახელო როდის მოხდება ეს ! ... |
Posted by: Kvirila 9 Mar 2015, 00:29 | ||||
http://www.universetoday.com/26778/tilt-of-the-earth/ |
Posted by: nforumi 9 Mar 2015, 09:11 |
Kvirila ისა, ამას როგორ აკეთებ, სმაილიკებიც რომ გადმოდის კომენტარში? ჩვეულებრივი ჩამოკოპირებისას არ გადმოაქვს. და არც ერთმანეთში ჩადგმული ტექსტები გადმოდის კიდე.... |
Posted by: არწივი9 9 Mar 2015, 13:44 | ||
|
Posted by: nforumi 9 Mar 2015, 14:12 | ||||
აბა ვნახო ... ასეთი მარტივი ყოფილა |
Posted by: gubaz_merve 10 Mar 2015, 11:17 |
Kvirila ესე მარტტივად გგონია რომ შეიცვლება ? როგორ წარმოგიდგენია ? |
Posted by: nforumi 10 Mar 2015, 11:36 | ||
gubaz_merve
ესე მარტივად რას ქვია სინამდვილეში ეგ ამბავი ერთბაშად კი არ ხდება, ნელ-ნელა, წელიწადში 1/26000-ით და ჩვენ მაინც ვერაფერს შევამჩნევთ, უბრალოდ ახლა ზამთარში (ჩვენთნ როა ზამთარი) თუა დედამიწა მზესთნ უფრო ახლოს, 13 000 წლის შემდეგ ზაფხულში იქნება... 6500 წლის შემდეგ გაზაფხულზე და ა. შ. |
Posted by: gubaz_merve 10 Mar 2015, 12:11 | ||||
ეგ გასაგებია,მაგრამ ვითომ მაგ ამბავს ნოეს , გილგამეშის და დეფკალეონას მითებში აღწერილი წარღვნები მოყვება თუმცა კავკასიაზეა ნათქვამი სხვადასხვა დროს მის ოთ მხარეს ოკეანის წყლები ურეცხავენ პირსო ფაქტიურად სამოთხე რა სადაც ადამთან და ევასთან ერთად მზია და ზეზვა სილაში თამაშობდნენ პატარაობისას |
Posted by: nforumi 10 Mar 2015, 12:21 | ||
gubaz_merve
აუჰ... კავკასია მართლაც ახალგაზრდა მთაა და მართლაც არის ზღვის ნიჟარები აღმოჩენილი საკმაოდ მაღლა ზვის დონიდან, მთებში, მაგრამ მაგას 13 000 წელი არ უშველის, დაახლოებით 1000-ზე უნდა გაამრავლო და კიდე 10-ზე მერე ქაფქიანას ეცოდინება უფრო ზუსტად. |
Posted by: ქაფქიანა 10 Mar 2015, 12:40 | ||
nforumi
რა მეცოდინება? კი, კავკასიონი ახალგაზრდა მათათა სისტემაა, მაგრამ რაის 13 000 წელი. ახალგაზრდა ნიშნავს რომ სადღაც 40-20 მილიონი წლისაა. ძველგაზრდა არის მაგალითად ურალი, ასე 680-720 მილიონი წელი. 13 000 წლის წინ რა მოხდა რომ? 12 000-10 000 წლის წინ დამთავრდა ბოლო გამყინვარება-ვიურმი. |
Posted by: nforumi 10 Mar 2015, 12:49 | ||||||||
ქაფქიანა
არ იცი თუ ?
მერე მე არასწორად დავწერე ? ნახე:
ანუ, 13 მილიონსა და 130 მილიონს შორის არის მეთქი.
ხო, ამ მცირე გამყინვარებების შესახებ გამიგია. ბოლო 50 ათას წელიწადში რამდენიმე იყო როგორც ვიცი. |
Posted by: ქაფქიანა 10 Mar 2015, 14:46 |
nforumi არასწორად გაიგე. უბრალოდ ვიკითხე, რა უნდა ვიცოდე თქო. |
Posted by: nforumi 10 Mar 2015, 14:53 | ||
ქაფქიანა
იკითხე მაგრამ დასმულ კითხვაზე პასუხი კი გაეცი მაინც, ესე იგი ისე იკითხე, ყასიდად ისა, სადღაც ჭიათურასთან რაღაც უძველესი სელის ნაქსოვის ნაშთები აღმოაჩინესო, ამ წინეებზე იყო ტელევიზორში, ხომ არ იცი რამე? |
Posted by: gubaz_merve 10 Mar 2015, 17:12 |
https://www.youtube.com/watch?v=p1E7V6V6btM#t=2661ორმოცდამეოთხე წუთიდან ჰემატრიული გაშიფრვა ხდება სიტყვა "წელიწადის'' გამოდის რომ ამ სიტყვაში უზუსტესი კალენდარია თუ ვინმეს ოდესმე შეუქმნია,ამიტომაა იოანე ზოსიმე როვცა ამბობს "ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს." დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი ბერი არსენი ამბობს რომ ჩვენ ქართველები ვართ არიან ქართველთა შთამომავლები რომლის კვალს ჰიტლერი ეძებდა კავკასიაში ,იმ კავკასიელთა ვისი დეენემიც ეგვიპტელთა ფარაონების დეენემში აღმოაჩინეს,თან კავკასიაშივეა ნაპოვნი ხელოვნური მეგალითური ნაგებობანი რომელთა დანიშნულება სავარაუდოდ საჰაერო შახტებია რომელიც მიწისქვეშა კომპლექსისთვის არის განკუთვნილი ,არსებობს მოსაზრება რომ ხვამლის მთა რომლის სახელთან ღმერთებს უკავშირებენ ერთგვარი თავშესაფარი იყო ასევთქვათ კიდობანი,მიხეილ სააკაშვილმა გააჟღერა იდეა რომ სურს მეტრო გაიყვანოს სვანეთში ხვამლის მთის გავლით,მართლაც რომ იდეაა თუ შესრულდა კარგია. მანამდე კი პირი რეისის რუკის ისტორიას მოუსმინეთ https://www.youtube.com/watch?v=WUHlrOVpm2Y |
Posted by: nforumi 10 Mar 2015, 17:39 | ||
მოსმენილი მაქვს. მიკვირს რომ თამაზ გამყრელიძე ესწრება ამას, მაშინ როცა თვლის რომ ქართული ანბანი საერთოდ ქრისტიანობის შემოსვლის მერე არის შექმნილი... ისადა, ეს საკითხები ასტრონომიას ეკუთვნის? |
Posted by: asphurcela 10 Mar 2015, 17:40 | ||
საოცრება ხარ რა გუბაზ მეფეო. აი მაკვირვებ უკვე |
Posted by: gubaz_merve 10 Mar 2015, 17:53 | ||
nforumi
ისევე როგორც აღმოჩენილი სელის ძაფი asphurcela ბიჯოუუ ქსელზეა ლაპარაკი ,მე მიწისქვეშა ქარხნები და ინფრასტრუქტურის სუნი მცემს მესამე მსოფლიოს დაწყებამდე თუ ჭკუით მოიქცევი შენ ადგილსაც გამონახავენ |
Posted by: asphurcela 10 Mar 2015, 18:02 | ||
ჰო ჰო, კი, აბა რა, რათქმაუნდა. (მენჯთაშორის კოტოში შემოუწყვეთ, ორივე მხრიდან) https://www.youtube.com/watch?v=QfW3qTHI6Jc&list=PL-gHvL1YsxLPr1-k-blTJqu7lH1_V6FMh&index=5 |
Posted by: nforumi 10 Mar 2015, 18:03 | ||
gubaz_merve
ხო, ეგეც, დავშორდით თემას |
Posted by: gubaz_merve 10 Mar 2015, 18:32 | ||||
asphurcela
ეგი ბიძოს შემოუწყვეთ ციტა ხანში მენჯში მოხვდება პანღური nforumi
რატო ეგ ლექცია რომელიც წინა გვერდზე დევს სავსეა ასტრონომიული ცნობებით,მსოფლიოში უზუსტესი კალენდარი ქართულია ცთომილება 1 წამიო და შენ მეუბნები თემას ავცდითო |
Posted by: nforumi 10 Mar 2015, 18:54 | ||
gubaz_merve
ცთომილება 1 წამიო? როგორ შეიძლება ასეთი ზუსტი კალენდარი 37 ასონიშანში იყოს ჩადებული, როგორ წარმოგიდგენია? |
Posted by: gubaz_merve 10 Mar 2015, 19:06 | ||||
უყურე დაკვირვებით და ნახავ რომ შესაძლებელია |
Posted by: nforumi 10 Mar 2015, 19:48 | ||
gubaz_merve
მოდი რა იქნებ სხვამ უყუროს და თქვას. ასფურცელა, თქვი რა შენი აზრი. |
Posted by: Kvirila 10 Mar 2015, 20:27 |
-------------------------------------------- მთვარის მაგივრად იუპიტერი რომ ყოფილიყო |
Posted by: gubaz_merve 10 Mar 2015, 22:56 |
საინტერესოა ოფიციალური მონაცემი თუ რა სიჩქარით ბრუნავს დედამიწა თავისი ღერძის ირგვლივ? * * * Kvirila იუპიტერი რომ იყს ჭიქაში ღელვას გამოიწვევს , ჭიქა თუ იქნება საერთოთ მუდმივი ცუნამი იქნება თანმსდევი იუოიტერის ადგილმდებარეობის მიხედვით. * * * nforumi ფირში ოცდამეთხუტმეტე წუთიდან იწყება კალენდრის ირგვლივ ლაპარაკი asphurcela შენ ახალი თავსატეხი გაქ ამოსახსნელი 03212015 https://www.youtube.com/watch?v=7orag5DbhMw * * * აბა გადავამოწმოთ დედამიწის სიჩქარე ღერძის გარშემო ეკვატორზე460,768მეტრი წამშია ,გაინტერესებთ საიდან მოვიტანე?გიზაში ჰეოპსის პირამიდის 2 გვერდის ჯამია ეს რიცხვი. https://www.youtube.com/watch?v=M3kNGIcNDA0#t=4709 |
Posted by: z125 11 Mar 2015, 06:35 | ||
gubaz_merve
რას იძლევა ეგ ფაქტი? მოვიდნენ ჩემი ტერფის სიგრძეც გაზომონ, იქნებ რამეს დაემთხვეს. |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 08:33 |
ხო რა ვიცი შესაძლოა მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ მასში ჩახაზული წრეწირის გარშემოწერილობა რომ გამოაკლო შემოხაზულს მიიღებ229,797169 მეტრს,ეს კი 229,792458 მილიონი მეტრი წამში ეს ოფიციალურად აღიარებული სიჩქარეა სინათლის მოკლედ თუ ვივარაუდებ რომ ზუსტად 40000კილომეტრია ეკვატორი,მაშინ ერთ წამში გაივლის...0,462962962კმ წამში . * * * https://www.youtube.com/watch?v=55IeRQAsvOY ოცდამერვე წუთზეა გალაქტიკა ,ძალიან წააგავს ჩვენ ბორჯღალს,რაშია საქმე ხომ ვერ მეტყვით |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 08:56 | ||||||
gubaz_merve
ეს ვერ გავიგე რას გულისხმობ z125
gubaz_merve
რა უნდა ვნახო, ის რომ ასოების რიცხვითი მნიშვნელობები რაღაცას ემთხვევა? |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 09:01 | ||
nforumi
რავა ყველაფერი ემთხვევა თვითკორექტირებად კალენდარზეა საუბარი პირამიდის 2 გვერდის სიგრძე ეკვატორზე მოძრავი წერტილის სიჩქარეს ემთხვევაო ფილმში საუბრობენ და გადავამოწმე რა ნავსიაკი პაჟარნი . რამდენია ზუსტად დედამიწის გარშემოწერილობის სიგრძე ეკვატორზე? |
Posted by: ქაფქიანა 11 Mar 2015, 09:13 | ||
nforumi
დიახ, ძოძუანას მღვიმეში პროფესორმა ნიკა თუშაბრამიშვილმა. ძალიან კარგად ვიცნობ. |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 09:23 | ||||
ქაფქიანა
გვითხარი რა ხდება მერე, მარტო ყურმოკრულზე ნუ დამტოვებ ... gubaz_merve
მითხარი ნებისმიერი სიტყვა და რამეს დავამთხვევ ხალხი არის ბიბლიის ტექსტში ეძებს წინასწარმეტყველებებს და შენ წარმოიდგინე პოულობს |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 09:25 |
რადგან დაიწყეთ საუბარი მაშინ თვალსაჩინოებისთვის ესეც იყოს https://www.youtube.com/watch?v=EhzDXAAVL1I თუ თქვენც იგივე სურათს ხედავთ კადრში ნიშანდობლივია ბორჯღალზე ამოტეხილი ნაწილი საეჭვოდ ემთხვევა მზის სისტემის განლაგებას გალაქტიკის ცენტრისადმი |
Posted by: ქაფქიანა 11 Mar 2015, 09:59 |
nforumi ნეშნლ ჯიოგრაფიკში იყო ამას წინა ნომერში რაც ხდება... |
Posted by: asphurcela 11 Mar 2015, 13:15 | ||
ვერ მოვახერხე ვერც იმ პირამიდების ნახვა.... წიგნს რო ავიღებ ხოლმე ისე გარბის დრო კითხვაში, ვერ ვიგებ ღამის პირველი საათი რო ჩამოაკაკუნებს. |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 16:48 |
132 წელიწადში რამდენი ნაკიანი წელიწადია? |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 17:08 | ||||
asphurcela
ოო, გასაგებია.
ახალი კალენდრით 4 საუკუნეში არის 97 ნაკიანი წელიწადი. |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 18:37 |
nforumi როგორც ჩანს ქართულ კალენდრის მიხედვით 94 ნაკიანი წელი გამოვა ამიტომ ვამბობ რომ ქართული კალენდარი ყველაზე ზუსტია რამაზ პატარიძის ნაშრომის შესახებ რა ვიცით? p.s. ცოტა ხანი მაცალე მგონი შეცდომა დავუშვი ,გადავთვლი |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 18:47 | ||
gubaz_merve
94 უფრო სწორია შენი აზრით ვიდრე 97 ? |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 18:58 |
ხო იყოს ჯერჯერობით 94 ნაკიანი წელიწადი ,მე თვალსაჩინოებისთვის კრიტიკული აზრი მინდა ,შეგიძლია შემეკამათო ოღონდ ციფრებით? |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 19:30 | ||
gubaz_merve
რაში უნდა შეგეკამათო? რომ 97 უფრო ზუსტია? |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 19:39 |
ა ბატონებო 400 წელიწადში 12622770000 წამია |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 19:55 | ||
gubaz_merve
ეგ რა დათვალე? |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 19:57 |
nforumi 400 წელი სანამ გავა რამდენი წამი გაივლის |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 20:03 | ||
gubaz_merve
მაგ რიცხვშიც შეიძლება გარკვეული რაღაცეების ნახვა. 1=ა, 2=ბ, ხედავ, ქართული ანბანის პირველი ორი ასოა. ორი 7-იანია, 7 კიდე განსაკუთრებული რიცხვია, ჩვენი ბორჯღალი ხომ 7 ქიმიანია... კარგად თუ ჩაუჯები კაცი, კიდე ბევრ რამეს აღმოაჩენ. |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 20:06 |
nforumi ნუ რას იზამ ეტყობა ვერ ხვდები რაზეც ვლაპარაკობ თუ გინდა შევეჯიბროთ სიზუსტეში თქვი რამოდენიმე ათასწლეული და ვინ მალე გადათვლის წამის სიზუსტით |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 20:19 | ||
gubaz_merve
რა უნდა მაგის გადათვლას კაცო, ჩავწერ იქსელ-ში ფორმულას და დათვლის. ვერ მივხვდი მე მგონი რას მთავაზობ... |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 20:24 |
nforumiწამებში თუ დათვალა წავაგე და ეგ არის ხო კაი გავიარეთ შესაძლოა ეს აქტუალურიც აღარ იყოს ,საინტერესოა რამაზ პატარიძის წიგნს ინტერნეტში თუ მივაგნებ ,კალენდარზე აქ ნაშრომი რომელიც ქართულად ითვლება და როგორც ნახე წამის სიოზუსტით გამოირჩევა. * * * საგულისხმო ის არის რომ ამ კალენდარს მრავალი ათასი წლის წინ ვხმარობდით |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 20:35 | ||
gubaz_merve
აი პრაქტიკულად როგორ ხდებოდა მაგ სისტემის გამოყენება ეგ არის საინტერესო. მითუმეტეს რომ ლექტორი ამბობს, მაშინ ასოებიც არ იყო, მოგვიანებით შეიქმნაო... |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 20:57 | ||||
მე ვფიქრობ რომ ალეკო ცინცაძე საბოლოო ჯამში გზას ასცდა.იონე ზოსიმეს მთავარი გზავნილი უყურადღებოდ დატოვა ,მოკლედ მოვყვები,ტექსტში ნათქვამია რომ ქართული ენა უძველესია და მის ასაკსაც ასახელებს 94 წელი თუმცა იქვე ამბობს რომ " წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ" ანუ 94X365=34310 დღეა პლიუს მინუს 18 დღე მეზარება ზუსტად დათვალა მიახლოვებით34339" წელი ათასი - ვითარცა ერთი დღჱ" ანუ34339000 წელი-ამდენი ხნის მარტო ქართული ენაა,ის ენა რომელზეც ბაბილონის გოდოლამდე ადამიანები ლაპარაკობდნენ. ასმეოთხე წუთიდან რაულ გვეტაძის მოხსენება არანაკლებ მნიშვნელოვანია. * * * სწორედ ანბანის თარიღს ეხება_____________________________________________ * * * ასევე მთვარის კალენდარს__________________________________ |
Posted by: execution 11 Mar 2015, 21:27 |
gubaz_merve ეს როგორ დათვალეთ? იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომ 23 hours 56 minutes and 4.1 seconds ეს დროა 1 დღე და ეს არის 86 164.1 წამი და დედამიწა 365.242189 (ეს ბოლო 2 იანი დამრგვალებულია 189 დან)ბრუნს აკეთებს მზის ტროპიკულ წელში (დრო რომელიც სჭირდება დედამიწას რომ იგივე პოზიციაზე დაბრნუნდეს ვიკიპედიის მიხედვით) » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « 86 164.1 x 365.242189 x 400 = 12 588 305 798,88596 ამდენ წამს მივიღებთ ჩემი აზრით ეს უფროა მორგებული დედამიწის მოძრაობა/ბრუნვაზე მოწეულზე რომ იციან აღმოჩენების გაკეთება ისეთი ხომ არ გავაკეთე რამე ? |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 21:33 | ||
gubaz_merve
ამ დროს ადამიანები არსებობდნენ? |
Posted by: asphurcela 11 Mar 2015, 21:50 | ||
ეგეთ აღმოჩენებს და უკეთესებს, აგერ გუბაზა მოუწეველზე აკეთებს და შენ წარმოიდგინე მაგას რო მოაწევინო რას იზავს.. ნობელს აიღებს 8 ჯერ |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 21:53 | ||
asphurcela
რას ველოდებით მაშინ, მოვააწევინოთ რამე |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 23:08 | ||
Ex3cuTioN სწორედ ეს მომენტი მაინტერესებს,რატომ ითვლება დღე და ღამე და შესაბამისად წლები ამის მიხედვით,დედამიწა ხანდახან აჩქარებას განიცდის ხან კი შენელებას მაგრამ დრო ამით ხომ არ იცვლება ის სტანდარტულია. asphurcela nforumi
ვის შეუძლია რომ საწინააღმდეგო ამტკიცოს ეს სფერო ჯერ შეუსწავლელია,მე უბრალოდ თქვენს ცხვირწინ არსებულ ფაქტებზე ვამახვილებ ყურადღებას,მოწევა თქვენ ორივეს მართლა არ გაწყენდათ ცოტას მაინც დაგაფიქრებდათ შექმნილ სიტუაციაზე როცა თქვენ მიერ შექმნილი ვირტუალური სამყარო ნაწილებად იშლება რადგან ფაქტები სულ სხვას მეტყველებენ ვიდრე ადამ და ევას ზღაპარია https://www.youtube.com/watch?v=2shZFp6aVpo |
Posted by: Kvirila 11 Mar 2015, 23:17 |
------------------------------------------------------ კარგი სურათია |
Posted by: asphurcela 11 Mar 2015, 23:18 | ||||||
gubaz_merve მევასები, კაი ტიპი ხარ, რადგან ჩემს იუმორს იგებ და არ გწყინს ხოლმე
აჩქარებას სულ განიცდის, რადგან ელიფსზე მოძრაობს (თითქმის წრეზე). ანუ მრუდ წირზე და ამიტომ აქვს მას აჩქარების მდგენელი. ალბათ გინდოდა გეთქვა სიჩქარეს იცვლის, როცა ელიფსის სხვადასხვა წერტილში იმყოფება. ამ შემთხვევაში წელიწადი რა არის? - ეს არის ბრუნვის ერთი პერიოდი. ანუ ის დრო, რომელიც სჭირდება 1 სრულ ბრუნს მზის გარშემო. ეს ბატონო არის 1 წელიწადი. წამებში ყველა წელი არ უდრის ერთმანეთს და დროთა განმავლობაში დაგროვდებოდა განსხვავება კალენდარსა და ასტრონომიულ დროს შორის, რომ არ იყოს 29 თებერვალი, რომელიც ასწორებს ამ განსხვავებას. ალბათ ამაზე უკვე ისაუბრეთ ამავე თემაში, არ ვიცი.
აქ ვერ გავიკე კონკრეტულად რა კითხვა დასვი. არასტანდარტული დრო როგორი უნდა იყოს? Kvirila
მართლაც. არადა როგორ გაუფხაჭნია გველეშაპს. ეტყობა დაჯდომისას ცუდად დაეშვა და ბრჭყალებით გახაზა |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 23:19 | ||
gubaz_merve
კი, ზღაპარია ნამდვილად. კაცო, ხალხი ვეფხისტყაოსნის ენას ვერ გებულობს, აღარაფერს ვამბობ შუშანიკის წამებაზე, და შენ გინდა თქვა რომ 15 000 წლის წინ ქართულად ლაპარაკობდნენ? |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 23:25 |
asphurcela ქართული კალენდარით 128 წელიწადში 31 ნაკიანი წელია. ეს 46751 დღეა .მე ეხლა ვიწყებ ამ სფეროში ჩიჩქვნას * * * დღე და ღამე გათენბებით ხომ არ იზომება , არსებობს საათი ,24 საათიანი სისტემა , |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 23:35 | ||
gubaz_merve
მიდი აბა, გაგვახარე აღმოჩენებით |
Posted by: gubaz_merve 11 Mar 2015, 23:37 |
nforumi შენ როგორ წარმოგიდგენია 35 ათასი წლის წინ საქართველოში ნახეს იასამნის ფერი ძაფი და ლაპარაკი ქართულად არ შეეძლოთ * * * რაულ გვეტაძეს რომ უსმინო π-ის მნიშვნელობაც კი იკითხება ჩვენ წელთა აღრიცხვამდე,ეგვიპტელებზე ხომ ვილაპარაკეთ უკვე იმათ კავკასიური დეენემის ფარაონებმა პირამიდა ააგებინეს სინათლის სიჩქარე და დედამიწის ეკვატორის სიჩქარეა ჩადებული თან ეგვიპტელები ახსენებენ პირველ დროს როცა ფარაონები ღმერთები იყვნენ მერე ნახევარღმერთები და ბოლოს მოკვდავნი ,რა საჭიროა ასეთი კლასიფიკაცია თუ რეალობასთან არ გვაქ საქმე |
Posted by: nforumi 11 Mar 2015, 23:59 | ||||
gubaz_merve
|
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 00:08 | ||||
Ex3cuTioN
400 წელი გავყავი 128ზე მივიღე3,125 128წლიან ციკლში 31 ნაკიანი წელია ეს გამოდის46751დღე გადავიყვანე წამებში და ბოლოს 3,125 გადავამრავლე
* * * 128 წლიანი პერიოდი საეჭოდ ემთხვევა მაის ტომების 4X128 = 512 წლიან ციკლს რა აერთიანებთ ამათ გარდა იმისა რომ დღეების რაოდენობა ემთხვევა |
Posted by: Kvirila 12 Mar 2015, 04:06 | ||||
მალე ადამიანიც ჩავა, იუტაში მარსისათვის რაკეტის ნაწილი გამოსცადეს დიდი ტვირთის ამწეობა რომ ქონდეს ისეთი. ენცელადუსი რა დღეშია ჰმ, აქაც მეთანი ყოფილა |
Posted by: z125 12 Mar 2015, 06:03 | ||||
gubaz_merve
ანუ შენი ანგარიშით დღე-ღამეში 86400 წამია ეგ შედეგი რომ მიიღე? იქნებ ახსნა რატომაა შენი ანგარიშით დღე-ღამეში 86400 წამი და არა
??? თუ თვლი რომ დღე-ღამეში ზუსტად 24 საათია ანუ 1440 წუთია ანუ 86400 წამია მაშინ რაღატომ გჭირდება ნაკიანი წლების ანგარიშში შემოტანა? შენ ითვლი წამების არა ფაქტიურ რაოდენობას არამედ პირობით (მიახლოებით) რაოდენობას. იგივე მოსაზრებით შეგეძლო ჩაგეთვალა რომ წელიწადში ზუსტად 365 დღეა და აღარ დაგჭირდებოდა კორექტირება, მაგრამ რადგან პრეტენზიას გამოთქვამ წამის სიზუსტით ანგარიშზე მაშინ მასეთი მიდგომით შეცდომას უშვებ და შენი საბოლოო შედეგის ცდომილება შედაგენს 34464201.11404 წამს რაც უდრის 399.98 დღეს. ანუ თუ დავამრგვალებთ ეს არის 400 დღე. 400 წელზე 400 დღის ცდომილება? რა საინტერესო დამთხვევაა? ეხლა ამ დამთხვევასაც რაღაცას დაუკავშირებ ალბათ და იტყვი რომ შემთხვევითი არაა. 400 წელში რამდენი წამია? აგერ ამ იუზერმა გაგცა სწორი პასუხი https://forum.ge/?showtopic=34641302&view=findpost&p=44007114 |
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 08:29 | ||
z125 ზუსტად ამის გამო შემოვედი რომ გადავამოწმო თუ 128 წელიწადში46751 დღეა მაშინ 400 წელიწადში უნდა იყოს146096.875გადვამრავლოთ 12588305747,1875 12588305747,1875 აი განსხვავება 12 588 305 798,88596 ცხადია რომ განსხვავება გვექნებოდა რადგან დღის საზომათ სხვადასხვა დროს ვიყენებთ მოდი ეხლა შევამოწმოთამათი სხვაობა51,69846 წამია მაინც რატომ გვაძლევს ამ განსხვავებას ჯობია ამაზე ვიმსჯელოთ * * *
იმედია ეხლაც შეძლებ სწორი პასუხის ამოცნობას თუმცა უნდა ვაღიარო რომ სწორი შენიშვნა იყო ნაკიან წლებთან და არა დამთხვევებთან ესე რამ გაგახარა? * * * ალბათ საკონტროლოზე რომ იჯექი სკოლაში ხელს აფარებდი ნაწერს |
Posted by: z125 12 Mar 2015, 09:03 | ||||||
gubaz_merve
ვერაფერი გავიგე ალბათ რომ მეძინება იმის ბრალია, ნაწილობრივ შენი ბრალიცაა რადგან სრულად ვერ აყალიბებ ამოცანის პირობებს. რას ანგარიშობ კპნკრეტულად?თუ 400 წელიწადში რამდენი წამია ეგ უკვე ამოხსნილია იმ იუზერის მიერ. არ ეთანხმები?
საინტერესო დამთხვევა იყო საინტერესო იუზერის უნებლიე ცდომილების გამო.
არა არ ვაფარებდი, პირიქით ვეხმარებოდი ხოლმე მაგრამ ისე მეც ხუთიანი და ვინც იწერდა იმასაც? ეს უსამართლობაა |
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 09:30 | ||||||||||
რა ვიცი მე სულ სამიანი ან ოთხიანი მქონდა და არც ვიწერდი თუმცა ბევრსაც არ ვწერდი ოღონდ ვინც იწერდა ჩემი მასწავლებელი 2იან უწერდა იცოდა ვის რა ბაგაჟი ქონდა მგონი მართლა საინტერესო რამ უნდა გამოვარკვიოთ ,მე 128 წლიანი ციკლი გადავიყვანე წამებში და მოვარგე 400 წელიწად , რატომ იძლევა 51 წამიან განსხვავებას? * * *
ამ ორო ამონახსნიდან ორივე სწორია თუმცა რომელი უფრო ზუსტია იმის გარკვევას ვცდილობ და მგონი ჩემი ზუსტია * * * 12588305747,1875 აი განსხვავება 12 588 305 798,88596 |
Posted by: asphurcela 12 Mar 2015, 10:06 |
gubaz_merve ისევ ნატვრისთვალს ეძებ ელიოზ? შე კაცო, აიღე რამე თანამედროვე ასტრონომიის წიგნი. განსაკუთრებით ინგლისურენოვანი და წაიკითხე, თითქმის ყველა შენს კითხვაზე იპოვი პასუხს. კაი მე მაქვს სადღაც პდფ ფაილად უზარმაზარი წიგნი. თუ მივაგენი გიწილადებ. ახალი წიგნი იყო მახსოვს, მაგრამ სამწუხაროდ მეც ვერ წავიკითხე ჯერ. ამ ბოლო დროს ცოტა ბევრი საქმე მომეყარა და იმათ ვუთმობ დროს და ვეღარ ვკითხულობ "კლასგარეშე" ლიტერატურას. სადღაც ფლეშკებში მაქვს და მოძებნა უნდა. |
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 10:35 | ||
asphurcela
ინგლისური არ ვიცი.გარდა ამისა მე კი არ ვეძებ რაც ნაპოვნია იმის პოპულარიზაციას ვცდილობ,ფაქტია რომ რაზეც მკვლევარები აკეთებენ აქცენტს საფუძველმოკლებული არ არის,ნუ ფილტრი რა თქმაუნდა საჭიროა მაგრამ როცა დაშიფრულ გზავნილში რომელიც ამბობს რომ ლასი ცან ყართანო აღმოაჩენ 128წლიან კალენდარს რომელიც მართლაც ძალზედ ზუსტია ძალაუნებურად გაფიქრებს ადამიანს რარაც რაღაცეებზე ნუ ყველას რათქმაუნდა არა https://www.youtube.com/watch?v=p1E7V6V6btMძალიან საინტერესო მოხსენებაა კაკ მინიმუმ უნდა მოუსმინო,უამრავი ინფორმაციის შემცველია,მათ შორის ძირითადი ასტრონომიულია. |
Posted by: nforumi 12 Mar 2015, 13:58 | ||||||
gubaz_merve
აუცილებლად უნდა ისწავლო.
ეს უფრო რთული საკითხია, რადგან ჯერ საჭიროა შეისწავლო, რათა მიხვდე, რამდენად ღირებულია ის რაც ნაპოვნია. როგორც წესი ავტორს ყოველთვის ეჩვენება რომ ძალიან მაგარ რაღაცას მიაგნო. საკითხის შეძენა კი დიდ დროს მოითხოვს, უფრო მეტს, ვიდრე ინგლისურის სწავლა.
გასარკვევია ეს კარგად. საინტერესოა, ჯერ სიტყვა იყო და მერე კალენდარი თუ ჯერ კალენდარი და მერე სიტყვა? |
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 15:25 |
nforumi რათქმაუნდა ჯერ სიტყვა იყო ოღონდ რომელ პლანეტაზე ამას ღმერთი გვამცნობს განსჯის დღეს ოცდამერვე წუთზეა გალაქტიკა რომელიც ძალიან წააგავს ჩვენ ბორჯღალსhttps://www.youtube.com/watch?v=55IeRQAsvOY ზოგი სიტყვა მართლაც შექმნილია ასტრონომიული შინაარსის გათვალისწინებით და ამის მტკიცება ხდება ალეკო ცინცაძის,რაულ გვეტაძის ,ეს ადამიანები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ერთიდაიგივე დასკვნამდე მივიდნენ და წარმოადგენენ მაგალითებს რომელიც გამყარებულია ასტრონომიული ფაქტებით. ვინ იყვნენ ის ადამიანები ვინც მზის სისტემას ლას -არე შეარქვეს |
Posted by: z125 12 Mar 2015, 15:58 | ||
gubaz_merve
არ არის შენი ზუსტი. მიახლოებითია და თან ანგარიშში საშუალო სიდიდეებს იყენებ რაც ზუსტი არაა და იძლევა ცდომილებას. წარმოიდგინე გაქვს 3 ცალი 10 მეტრიანი ჯოხი და ერთიც 14 მეტრიანი ჯოხი. ამ ოთხივე ჯოხის სიგრძეები რომ შეკრიბო მიიღებ 44 მეტრს. საშუალოდ 1 ჯოხის სიგრძე იქნება 44/4=11 მეტრი. ეხლა დავუშვათ დაგიმატეს ისეთივე სიგრძის 2 ჯოხი (10 მეტრიანი ან 14 მეტრიანი ან ორივე ერთად). რა სიგრძის იქნება 6-ვე ჯოხი ერთად? შენ ამას ანგარიშობ საშუალოდ ერთი ჯოხის სიგრძის გამოყვანით რაც იძლევა ცდომილებას იმ 4-სგან განსხვავებულ ჯოხების რაოდენობის შემთხვევაში. სინამდვილეში ზუსტი ანგარიში თუ გინდა ამ ჯოხების სიგრძეები უნდა შეკრიბო ფაქტიურად და არ ისარგებლო საშუალო სიგრძით. შენი ანგარიშიც მსგავს შეცდომაზეა დაფუძნებული. პირველი რაც გააკეთე 400 წელიდან გამოიანგარიშე 128 წლიანი ციკლის რაოდენობა და მიიღე 3.125. ანუ გაქვს 3 სრული ციკლი და მეოთხეს 1/125 ნაწილი. 400 რომ იყოს 128-ის ჯერადი მაშინ შენი ანგარიში იქნებოდა ზუსტი იმდენად რამდენადაც ზუსტად იცი ერთი 128 წლიანი ციკლის ხანგრძლივობა წამებში. შენი მეორე შეცდომა კი ის იყო რომ შენს მიერ გამოყენებული 128 წლიანი ციკლის ხანგრძლივობა წამებში ასევე არაა ზუსტი რადგან ისიც მიახლოებითი სიდიდეა. ერთადერთი ზუსტი ანგარიში არის ის როგორც იმ იუზერმა დაწერა. |
Posted by: execution 12 Mar 2015, 16:04 | ||
gubaz_merve
მაგის მიხედვით იმიტომ ითვლება რომ აჩქარება და შენელება მაგაში იგულისხმება უკვე, საშუალოა უკვე ეგ და არა ის თუ რა ეგონათ საუკუნეების წინ |
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 16:28 |
z125 მანახე აბა რომელ ჯერადს გულისხმობ რომ უპირატესობას ანიჭებ?46751X3,125=146096,875 დღე ეს წამებში არის 12588305747,1875 სხვაობა არის 51,69846 წამი 2 გამოთვლას შორის რომელიც 400 წელიწადში არსებულ დროს შეეხება ,ნამეტან ძნელ საქმეს მოკიდე ხელი Ex3cuTioN საქმეც მაგაშია რომ წარსულში სწორად თვლიდნენ ხოლო ის რაც მე დავწერე ჩემი ვარაუდი იყო :)128 წელიწადში 31 ნაკიანი წელი რამოდენიმე ათასი წლის წინ ასე ითვლიდნენ საქართველოში,ჩვენ ეხლახან მიღებულ კალენდარს ადარებთ მაშინდელს და მაინც სხვაობაა 400 წელიწადში51,69846 წამი |
Posted by: z125 12 Mar 2015, 16:56 | ||
gubaz_merve
ის რაც 128 წლისთვის ზუსტია, 1/125 ნაწილისთვის საშუალოა, მიახლოებითია და ზუსტი არაა. 1/125 ნაწილი 16 წელია. 400 წელში გაქვს სამი 128 წლიანი ციკლი და პლიუს 16 წელი. 16 წელზე ცალკე იანგარიშე რამდენი წამია და მიუახლოვდები ზუსტ შედეგს. |
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 17:02 |
z125გარდა ამისა ნუ დაგავიწყდება რომ 3,125 კონკრეტულად 400 წელს უდგება და ეგ ციფრი მუდმივად ცვლადი იქნება ხოლო დრო უზუსტესი, ზემოთ ჩავასწორე მაგრამ მომასწარი დაწერა იქნება ყურადღება აღარ მიაქციო დეა ამიტომ ვამბობ |
Posted by: z125 12 Mar 2015, 17:07 |
gubaz_merve შენი თეორიით დღე-ღამეში რამდენი წამია? შენთვის 1 წელი ზუსტად რას ნიშნავს და რამდენი დღეა და წამია შენებურ 1 წელში? ჯერ ესენი ჩამოაყალიბე და შემდეგ გავაგრძელოთ. |
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 17:11 |
z125 ვიკიპედიის მიერ აღიარებული სტანდარტი,რადგან 24 საათიანზე შენი არგუმენტი დამაჯერებელი იყო გარდა ამისა ისედაც ვაპირებდი ოფიციალური დროით გადათვლას მე ის აღარ გავითვალისწინე რომ შეცვლილ კალენდართან მქონდა საქმე ოდნავ არასრულყოფილია ვიდრე ძველქართული |
Posted by: z125 12 Mar 2015, 17:12 |
gubaz_merve პასუხი ვერ მივიღე. ანუ აღიარებ რომ იმ იუზერის გათვლა სწორია? |
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 17:21 |
რა თქმაუნდა ის გათვლა სწორი იყო მე დიდი სხვაობა მომცა რადგან მცდარი გზით წავედი მაგრამ ეხლა რა ხდება? ჩვენ ეხლახან მიღებულ კალენდარს ვადარებთ მაშინდელს და მაინც სხვაობაა 400 წელიწადში51,69846 წამია რამაზ პატარიძეს ააქვს ნაშრომი ამ თემაზე , მგონი 1980 წელს უნდა იყოს გამოშვებული წიგნი * * * მგონი სათანადოდ არ ვხსნი 128 წელი გამრავლებული365 =46720ამას დამატებული ასოცდარვაწელიწადში 31 ნაკიანი დღე არის 46751 ეხლა მაინც ხვდები რა სიზუსტესთან გვაქ საქმე? * * * asphurcela თომა მოი ერთი აბა ეხლა რას იტყვი კორექტირებად კალენდარზე რომელიც 128 წლიან ციკლს გადის |
Posted by: z125 12 Mar 2015, 18:09 |
gubaz_merve კალენდრები რას ამბობდნენ ძველად არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ თანამედროვე კალენდარში არის ზუსტად 365 დღე. ამასთან თითოეული დღე არის ზუსტად 24 საათიანი. სინამდვილეში კი არც დღე-ღამეა ზუსტად 24 საათიანი და არც წელიწადია ზუსტად 365 დღიანი. სავარაუდოდ ვიკიპედიაში მოყვანილი რიცხვები არის ზუსტი, მინიმუმ ყველაზე ზუსტი. ეს განსხვავება წლების განმავლობაში გროვდება და შემდეგ ასწორებენ ნაკიან წელში ერთი 24 საათიანი დღის დამატებით, რომელიც ასევე ზუსტი არაა და კვლავ ტოვებს ცდომილების რაღაც ნაწილს, რომელიც ასევე გროვდება წლების განმავლობაში. ჩემი აზრით ყველაზე ზუსტი კალენდარი იქნებოდა ის, რომლის საწყისი დროის ერთეული არის 1 სრული ბრუნი დედამიწის ღერძის გარშემო ანუ 1 დღე და 1 ღამე. ამასთანავე უნდა დავიკიდოთ წელიწადის განმარტება და შემოვიღოთ ახალი განმარტება. მაგალითად წელიწადი იყოს 1000 დღე=100 თვე. თვეში იყოს 10 კვირა, კვირაში 10 დღე. იდეალურ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს საათის, წუთის და წამის განმარტებებიც და მაგალითად 1 საათის ხანგრძლივობა იყოს ზუსტად 1/24 დრო დედამიწის მიერ 1 ბრუნის შწსრულების ანუ 1 დღე და ღამის. შესაბამისად 1 წუთი იქნება 1 საათის 1/60, 1 წმ იქნება 1 წუთის 1/60. ასეთი კალენდრის მინუსი ამჟამინდელ კალენდართან შედარებით იქნებოდა ის რომ სეზონები მუდმივი აღარ იქნებოდა. მაგალითად გაზაფხული წელიწადის ხან პირველი თვე იქნებოდა, ხან მეორე და ხანაც მეათე. სამაგიეროდ აღარ დაგვჭირდებოდა კალენდრების გასწორება და ეს კალენდარი დღეებს ზუსტად დაითვლიდა. |
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 18:17 |
z125 ახლა თვეებს ვსდიოთ https://www.youtube.com/watch?v=p1E7V6V6btM თავმოყვარე ასტრონომმა ამ ლექციას უნდა უსმინოს და თანამედროვე ფილტრის გამოყენებით სასარგებლო ინფორმაციით გაიმდიდროს ცოდნა p.s. z125 ხოდა თუ ყურადღება მიაქციე გათვლების დაწყებისას კრიტიკული აზრის არსებობას გავუსვი ხაზი,რაც შეეხება ფირს კაი ასტრონომი არ ხარ, არც ქართველი ხარ?რაც შეეხება მცდარ გათვლებს რამოდენიმე პოსტის წინ მიმტკიცებდი რომ 128 წლიანი სისტემის შემოღება არასწორიაო როგორც ბოლოს ჩავწვდი თურმე უზუსტესია . |
Posted by: z125 12 Mar 2015, 18:27 | ||
gubaz_merve არ ვარ მე ასტრონომი და არც ამ საკითხებზე ფიქრით ვიღლი თავს. შენთან პოლემიკაში იმიტომ შემოვედი რომ მათემატიკურ გათვლებში უზუსტობა შევამჩნიე. მათემატიკაში ერთ პატარა უზუსტობას ან მცდარ დაშვებას მივყავართ კრახამდე. შეცდომით მიღებულ რეზულტატზე აგებული თეორია ძირფესვიანად იმსხვრევა ხოლმე ამიტომ ფრთხილად უნდა ხოლმე გათვლებს როცა აკეთებ და აბსოლუტურად ყველა ნიუანსი უნდა გაითვალისწინო. ყოველი მოქმედების წინ შენ თავს დაუსვი კითხვა: რატომ ასე და არა ისე? და დაასაბუთე. ასევე საწყის მონაცემებს და პირობებსაც დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ საწყისი მონაცემი ან პირობა არასწორია რაც არ გინდა სწორად იანგარიშო თუ არ იცი რომ ის არასწორი იყო მცდარ შედეგს. მიიღებ )) * * * gubaz_merve კალენდრების პრობლემა ისაა რომ დედამიწის ერთი ბრუნი მზის გარშემო მისი 1 ბრუნის ღერძის გარშემო ანუ დღე-ღამის ჯერადი არაა და ამას არაფერი ეშველება. ამიტომ სხვა არაფერი დაგვრჩენია შევეგუოთ. კალენდრის არცერთი შესწორება ზუსტი არაა, ყველა მიახლოებითია. ამიტომ როცა დროის ზუსტი გამოთვლა გინდა წამებში ყოველთვის ისარგებლე ვიკიპედიის რიცხვებით. დაითვალე დღეები და გადაამრავლე რამდენი წამიცაა ერთი დღე-ღამე. როდესაც დღეებს ითვლი ვიღაცის მიერ შესწორებულ კალენდრებში ავტომატურად შენ ანგარიშში შემოგაქვს ის ცდომილება რაც იმ შესწორების შემდეგაც დარჩა. დაიმახსოვრე: არცერთი შესწორება კალენდარში ზუსტი არაა, მათ შორის არც ნაკიანი წლები და არც 128 წლიანი ციკლიც. იმედია ეს დაგეხმარება. * * * gubaz_merve
არასწორად გაგიგია ჩემი დაწერილი ან საერთოდ ვერ გაგიგია რა დავწერე. წვალებით ვწერ ისედაც რადგან კომპთან არ ვზივარ და ვცდილობ მოკლედ დავწერო ხოლმე. შენ ამბობ რომ 128 წელში არის X წამი. ჯერ ეს არის დასამტკიცებელი რომ X წამია და არა Y. მეორე: დავუშვათ რომ X წამია. 400 წელში არის 3.125 ციკლი (128 წლიანი). თუ ერთი სრული ციკლი X წამია ეს იმას არ ნიშნავს რომ ნახევარი ციკლი X-ის ნახევარია. რატომ? იმიტომ რომ ეს ციკლი თანაბარი არ არის ანუ ის შეიცავს ნაკიან და უნაკო წლებს რომელთა ხანგრძლივობა სხვადასხვაა. ამიტომ სიზუსტისთვის ისინი ცალ-ცალკე უნდა დათვალო. სწორია ის რომ თქვა 2 ციკლი 2X წამია, 3 ციკლი 3X წამია, მაგრამ არასწორია რომ თქვა 1/125-დი ციკლი 0.125X წამიაო. ახლა იანგარიშე აბა თავიდან? არ დაგავიწყდეს პირველი არგუმენტიც: მე ვთვლი რომ 128 წლიანი ციკლი X წამი არაა ზუსტად. არამედ არის 128 გამრავლებული ვიკიპედიის მიხედვით გამოთვლილ წელიწადის ხანგრძლივობაზე წამებში. მაგრამ აქ უნდა გავითვალისწინოთ წელის განმარტებაც: წელში ვგულისხმობთ რას? კალენდარულ წელს ანუ 365 სრულ დღე-ღამეს თუ ასტრონომიულ წელს ანუ დედამიწის მიერ მზის გარშემო შესრულებულ 1 სრულ ბრუნს? მას შემდეგ რაც ყველა ტერმინის განმარტებები გვექნება მერე უკვე შეგვეძლება ზუსტი ანგარიში. მანამდე არა. |
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 19:43 | ||
z125
მოკლედ მართალი ხარ ამ ამბავში ,მოდი შევაჯამოთ 128 წლიანი ციკლით თვლა არის სწორი 128X365=46720 ამდენი დღის გავლის შემდეგ იცოდნენნ რომ 31 დღე ცდომილება იყო ,ეს დასკვნაა და კამათს აღარ ექვემდებარება ...ალბათ . თუ ვინმეს აინტერესებს ზემოთ მოცემულ ფირში 50ე წუთიდან არის ახსნა ლასი ცან ყარ თან გვაძლევს რიცხვით მნიშვნელობას 46751 |
Posted by: z125 12 Mar 2015, 20:10 | ||
gubaz_merve
როგორ ხვდებოდნენ რომ 31 დღე იყო ცდომილება და არა 50? შეგიძლია დაწერო ის ფორმულა რომლითაც ეგ 31 დღე მიიღება თავისივე განმარტებებით? |
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 20:18 |
z125ზუსტი მექანიზმი რამაზ პატარიძეს უნდა ქონდეს აღწერილი თავის წიგნში უნდა მოვძებნო მეც მაინტერესებს პასუხის მრავალგზის გადამოწმება გონივრულია |
Posted by: z125 12 Mar 2015, 20:21 |
gubaz_merve მიდი აბა მოძებნე და Gანვიხილოთ. შენ ხომ დაიანგარიშე ეგ 31 დღე თუ არა? თუ კი მაშინ დაწერე როგორ დაიანგარიშე განმარტებებით რა და რატომ. |
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 20:24 |
ეგ კი არა პრეცესიის რიცხვიც იცოდნენ 48 გრადუსი თავიდან შემდეგ 47 ჩემი ცოდნა მხოლოდ ამ ფირში არსებულ ინფოს ეყრდნობა ჯერჯერობით თუმცა არცთუ უსაფუძვლოა ამ ფირში არსებული ვერსია. |
Posted by: z125 12 Mar 2015, 20:28 |
gubaz_merve რა იცოდნენ და რა არა ეგ სხვა თემაა, მე მინდა ფორმულა რითაც ღებულობ 31 დღეს. რომელ ფირზე ლაპარაკობ? ვიდეოზე? არც ერთი ვიდეოსთვის არ მიყურებია, სად მაქვს მაგეების ყურების დრო? დაწერე ფორმულა თუ იცი. შენ როგორ იანგარიშე? |
Posted by: gubaz_merve 12 Mar 2015, 20:32 |
z125 ჯობს ალეკო ცინცაძეს მოუსმინო ზემოთ ფირშია ორმოცდამეთერთმეტე წუთი ოცდამეათე წამი( დავზოგავ დროს) * * * საერთოთ დროზე მსჯელობა მიდის ოცდამეთხუტმეტე წუთიდან * * * z125 ფორმულა გაინტერესებს იოანზე ზოსიმეს გზავნილშია სადაც ასოებით გამოსახავს ,ჰემატრიის სფეროში გადავდივართ ლ-ასი ც-ან ყ-არ თ-ან ანუ წრე შეიცან ყართანო ყარის მერე ღანი მოდის და ამ რიცხვმნიშვნელობათა ჯამი 46751ს გვაძლევს ,საერთოთ კალენდრის თვლა სიტყვა წელიწადით იშიფრება და მოკლედ თუ გაინტერესებს იქ უკვე დაწვრილებით წერია მეც ეხლა ვეცნობი ნელა ნელა * * * მოკლედ ... მე მეგონა ერთობლივი ძალებით შევეცდებოდით გარკვევას თუმცა რაღაცრაღაცეები მაინც გაირკვა ,უმჯობესია ამ თემას შევეშვა და რაიმე ახალი შევქმნა და იქ ვიმსჯელოთ ძველქართული ასტრონომიის ირგვლივ,მანამდე ცოტას მოვემზადები |
Posted by: Annatar 13 Mar 2015, 00:10 |
NASA confirms there's an ocean on Jupiter's moon Ganymede http://www.theverge.com/2015/3/12/8199689/jupiter-moon-ganymede-hidden-ocean-water |
Posted by: z125 13 Mar 2015, 00:37 | ||||
gubaz_merve
აუ ეს რას მასმენინებ? ერთი რამეც არ უთქვამს დამაჯერებლად და დასაბუთებულად. იქ დამსწრე ხალხსაც ზოგს ეძინა და ვინც უსმენდა სახეზე ეწერათ ვერაფერს იგებდნენ.
მე მგონი მაგას საერთოდ შეეშვა ის სჯობია, დროს დაკარგავ ტყუილად. რა მიკვირს იცი? კაცო იმ იოანე ზოსიმეს თუ სათქმელი ჰქონდა და თქმა უნდოდა პირდაპირ ვერთქვა? რას შიფრავდა ამ რიცხვებს და სათქმელს? |
Posted by: gubaz_merve 13 Mar 2015, 01:39 |
z125 არ დაგავიწყდეს რომ ის მონასტერში წერდა ამას და თუ არა ჰემატრია უბრალოდ ეს ხელნაწერი ჩვენამდე ვერ მოაღწევდა ხო რთულად აღსაქმელია უკვე მერამდენედ ვუსმენ მაგრამ პატარიძის წიგნს მივაკვლიე იქნება იქ უფრო გარკვევით ეწეროს ,ისე მართალია ზის ჰუმანიტარული განათლების ხალხში და კაციშვილი არაფერს ეკითხება დარწმუნებული ვარ ან მე ან შენ რომ ყოფილიყავი გამოვწურავდით ამ ამბავს კალენდართან დაკავშირებით,მე არ ვამბობ რომ სისულელეს ამბობს უბრალოდ არ ხსნის სათანადოდ და არც არავინაა რამე კითხოს ,მეორე ფირსაც ვუყურე მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში აკეთებს მოხსენებას იქაც არავი ეუბნება არაფერს არა ფაქტი ერთია რომ რაღაცა სიმართლის მარცვალია და მე მზად ვარ ჩავეძიო სკაიპში რომ გვალაპარაკა კონფერენცია იმენნოი იქნება პრაჟარკა მისლეი |
Posted by: z125 13 Mar 2015, 02:28 | ||||
gubaz_merve ჰაჰაჰა, მოკლედ მაგარი კაცი ხარ რა სკაიპი მაგარი იყო * * * gubaz_merve
აზრი არ აქვს, არანაირი საიდუმლო არ გაუშიფრავს მაგ კაცს. რასაც ვიდეოში ლაპარაკს, ნუ მცირე ფრაგმენტს მოვუსმინე და რაც მოვუსმინე რაღაც შეთითხნილ ზღაპარს ჰგავს. რომელ წელში მოღვაწეობდა ზოსიმე? იმ დროისთვის კაცობრიობას და მითუმეტეს ზოსიმეს ვერ ექნებოდა იმის საშუალება და უნარი გაეზომათ დღე-ღამის და წელიწადის ხანგრძლივობა ისეთი სიზუსტით როგორც დღეს შეუძლიათ. მარტო ზოსიმე ხომ არ იყო კაცო? მსოფლიოში არავინ იცოდა სხვამ რაც ზოსიმემ იცოდა? ან ამ მარტოხელა ზოსიმეს, რომელიც მონასტერში ცხოვრობდა და იმის საშუალებაც არ ჰქონდა ნორმალური ენით დაეწერა თავისი აზრები კალენდართან მიმართებაში როგორ მოახერხებდა ეგეთი კვლევების და სამუშაოების ჩატარებას უჩუმრად? რატომ, რატომ "დაშიფრა" ეს ყველაფერი? ძალიან არასერიოზული მოხსნებაა და მიკვირს რომ საერთოდ შედგა. |
Posted by: gubaz_merve 13 Mar 2015, 08:38 | ||
z125
აი აქ კი ცდები ეგვიპტური კუბიტის სიგრძეა π-φ^2=3,1416-2,618=0,5236 მეტრი როცა დიამეტრი ერთი მეტრის ტოლია. π ვთქვათ შემთხვევით აღმოჩდა ჰეოპსის პირამიდის განზომილებებში φ-ი არის ოქროს რიცხვი φ=1.6180339887498948482... ცნობილია რომ ჰეოპსის პირამიდა არის 440 კუბიტი.440X0.5236=230,384 მეტრი თუ ამ სიგრძის მქონე კუბში ჩავხაზავთ წრეს ხოლო მეორე წრეს კუბს გარს შემოვატარებთ და მიღებული წრის გარშემოწერილობებს გამოვაკლებთ ერთმანეთს მივიღებთ სინათლის სიჩქარის მაჩვენებელს მილიონ მეტრ წამში და ამას ახლავე გავაკეთებ თვალსაჩინოებისთვის 230,384 მეტრი ეს მცირე წრის დიამეტრია ,ამ წრის გარშემოწერილობის სიგრძე რომ გავიგოთ დიამეტრი უნდა გავამრავლოთ3,1416 ეს უდრის 723,7743744 მეტრს , კვადრატზე შემოხაზული წრეწირის დიამეტრის შეფარდება კვადრატში ჩახაზული წრეწირის დიამეტრთან ყოვლეთვის ფესვი ორის ტოლია..ესეიგი ფესვი ორიდან 1,4142135X7723.7743744=1023,571536374 ამას გამოვაკლოთ723.7743744=229,79716 . 229,792458 მილიონი მეტრი წამში ეს ოფიციალურად აღიარებული სიჩქარეაო,ჩვენი რიცხვი კი229,797169-მეტრია ჰეოპსის პირამდის 2 გვერდის ჯამი ეკვატორზე არსებული წერტილის სიჩქარეა 2X 230,384= 462,962962მეტრი წამში.ეკვატორის სიგრძე მიახლოვებით 40075კილომეტრია.აბა გადათვალე უცბათ 40075000მეტრი გავყოთ 86 164.1 წამზე =465,100894მეტრი * * * ეს ტექსტი დავაკოპირე ,ალეკო ცინცაძის ვიდეოს დავურთე ცოტა შევაფუცხუნე ,ისიც შენსავით ფიქრობს ქრისტიანულ დოგმებშია მოქცეული,იოანე ზოსიმემ ბევრი გზავნილი გამოუშვა მომავალში მაგალითად ის რომ ქართველებს ისტორია მოგვპარეს ებრაელებმა,კაბალა ქართულია, თალმუდი უკუღმა როგორ იკითხება? თუ არ ვცდები ებრაელები მარჯვნიდან მარცხნივ წერენ თუ ეს ასეა ეს ტექსტი მთლიანად გადაწერილია. * * * თუ პირამიდების ისტორიამ და მსოფლიო ცივილიზაციის ჩრდილში მყოფი ისტორიას გინდა გაეცნო https://www.youtube.com/watch?v=M3kNGIcNDA0#t=4709 უყურე ამას აქ ნამდვილად არ მოიწყენ |
Posted by: asphurcela 13 Mar 2015, 12:02 |
z125 სწორ ანალიზს აკეთებთ, გეთანხმებით ყველაფერში. gubaz_merve წუხელ ძილის წინ ჩავრთე ეგ "ფირი", ინტერესის გამო. არამეცნიერულ მიდგომად მომეჩვენა და აი რატომ. დასაწყისში, ასე თუ ისე, ნორმალურად იწყებს. იღებს სიტყვა მესიას და უთანადებს მათემატიკურ რიცხვებს თითო ასოს: მ ე ს ი ა მ = 13; ე = 5; ს = 20; ი = 10; ა = 1; 13+5+20+10+1 = 49 კარგი, შიფრირების ეს ლოგიკა სავსებით გასაგებია. მერე იღებს "ქეს" სიტყვას და ასვე კრებავს მის რიცხვით მნიშვნელობებს და იღებს 49-ს. ამით ასკვნის, რომ ქეს = მესიას. კარგი ბატონო და სხვა სიტყვათა კომბინაციებსაც რომ დაუჯდება 49, ისინიც მესიას უდრის? ამით იმის თქმა მინდა, რომ როცა ამტკიცებ ქეს=მესიასთან ტოლობას, ეს პასუხის ეს ვარიანტი უნდა იყოს ერთადერთი, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს მეცნიერულ წონას. ვინაიდან ენაში ძაან ბევრი სიტყვა დაჯდება, რომელთა ასოთა ჯამი 49 გამოგივა, ეს იმას ნიშნავს, რომ ქეს=მესია ტოლობა არაა ერთადერთი და მასზე მსჯელობის აგება არ არის გამართლებული. შემდეგ ბლა ბლა ბლა და რომელიღაც მომენტში იღებს სიტყვას "წელი" და იხილავს მის გაშიფრის წესს: აიღო ლ, რიცხვითი მნიშვნელობითო 30 და რიგით 12. გაამრავლა და მიიღო 360. მერე ადგა და ე = 5 მიამატა და მიიღო 365. გაუხარდა. მაგრამ ი-მ და წ-მ გაუჩინა თავსატეხი. რა მოეხერხებინა ამ ასოებისთვის. იფიქრა იფიქრა და წ გადათარგმნა როგორც წრე. ვა- გაოგნდა მისი მიგნებით და აღმოჩენით და დაასკვნა რომ წელი მისტიური სიტყვაა. ჯერ ერთი წ ბევრნაირად შეიძლება გავშიფრო და იგივე წარმატებით ვთქვა: წერო (ბავშვები მოყავს), წყარო (სიცოცხლის დასაბამი), წიბო, წამწამი, წუთისოფელი, წაწალი და ასე შემდეგ. გაუგებარია ის ლოგიკა, რის გამოც წ წრის აღნიშვნაა მხოლოდ და ის ერთადერთია. გაუგებარია, რატომ ვერ შეიკრიბა წ-ს რიცხვითი მნIშვნელობები და ვერ ჩაჯდა რამენაირად 365-ის მისაღებად. გაუგებარია, რატომ ამრავლებს 12-ს 30-ზე, და არ კრებავს? ასევე გაუგებარია ბოლოში ი-მ რა დააშავა. მაშასადამე საქმე გვაქვს ხელოვნურად, რამენაირად და რაგზითაც არ უნდა დაჯდომოდა "წელში" მოეძებნა 365 და ამას რა გზით იზავდა, უკვე მნიშვნელობა აღარ ქონდა. აი აქ დამთავრდა საბოლოოდ ჩემი მისადმი სმენის ინტერესი და წავედი დასაძინებლად. სხვა საკითხია და საკმაოდ ძლიერი არგუმენტებია რასაც z125 წერს ამავე თემაში. მოკლედ კარგი რჩევა მოგცეს მეფეო. დაანებე თავი ამ სისულელეებს და რამე ღირებულს მოკიდე ხელი |
Posted by: gubaz_merve 13 Mar 2015, 12:21 |
asphurcela ღირებულს რა სამსახური მაქ და ვმუშაობ ეხლა ვარ დასვენების პროცესში მომდევნო ორი კვირა კიდე ისევ ვიმუშავებ მერე დასვენება და ისევ ასე ამ ინტერვალში კიდენა ვერთობი გეთანხმები ბევრ რაღაცას შიფრავს და მეც ავღნიშნე რომ ის ქრისტიანულ დოგმებშია მოქცეული თუმცა ესე ხელაღებით ყველაფრის უარყოფა არასწორია ადამიანის აზროვნება სუბიექტურია რამაზ პატარიძის წიგნში შესაძლოა მეტი სიცხადე იყოს კალენდართან დაკავშირებით. ფაქტია რომ ნეკრესში საკულტო ნაგებობა დგას რომელსაც ასტრონომიული დანიშნულება ქონდა,ესევროპაში ეგონათ რომ დედამიწა სამყაროს ცენტრია * * * https://www.youtube.com/watch?v=HvTL4lPj-Ro |
Posted by: asphurcela 13 Mar 2015, 17:42 | ||
gubaz_merve
მზის და ცეცხლის თაყვანისმცემლები იყვნენ ადრე და მზის ამოსვლა ჩასვლა და წლის ხანგრძლივობები თუ დაითვალეს, დიდი ამბავი ცხადია ისტორული ღირებულება აქვს ამ ნაგებობებს. შესაბამისად მისი აშენების დროს რაც უფრო მისტიურ კუთხეს დაიჭერდნენ მზის მიმართ, მით ასიამოვნებდნენ ღვთაებას (მზეს) და მით მეტ მოსავალს მისცემდა პატივისცემის ნიშნად. მსხვერპლას სწირავდნენ და რა მერე, მაგარი ცოდნა ჰქონდათ? რისი დამტკიცება გინდათ, მაინც ვერ გავიგე. რომ ძველმა ხალხმა უფრო მეტი იცოდნენ, ვიდრე ეხლა თუ როგორაა თქვენი საქმე |
Posted by: gubaz_merve 13 Mar 2015, 18:54 |
asphurcela ძველმა ხალხმა არა გარკვეულმა კატეგორიამ შესაძლოა ,მე არ გამიკვირდება ერთ დღესაც მფრინავი ობიექტი რომ მოადგეს დედამიწას და ქართულად დაგველაპარაკონ ამ ფილმის ყურების შემდეგ https://www.youtube.com/watch?v=Jl0xgEcVASk გამიჩდა მოსაზრება რომ შესაძლოა დედამიწის ირგვლივ ერთ სარტყელში მოქცეული მასიური ობიექტები რომელიც ადამიანის მიერაა შექმნილი ხომ არ არის ან არ იქნა გამოყენებული კატასტროფის თავიდან ასაცილებლად,მაგალითად არსებობს ვერსია რომ მაგნიტური პოლუსების სწრაფი შეცვლით შესაძლოა გარკვეული ხანი დედამიწის ატმოსფერო დაუცველი გახდეს მზის სხივებისაგან და ეს ნაგებობები შესაძლოა ხელოვნური მაგნიტური ველის შესაქმელადაა აგებული,შენ როგორც ფიზიკოსი უშვებ თუ არა ასეთ შესაძლებლობას ,მაგალითად ტესლა უსადენო გადაცემაზე საუბრობდა და დედამიწის და ატმოსფეროს კომბინაციაში შესაძლებელია თუ არა მართლაც შეიქმნას მაგნიტური ველი ? |
Posted by: asphurcela 13 Mar 2015, 19:09 | ||||||||||
რამე შენობა ნაგებობეზე ამბობ? ტაძრებისმაგვარს და პირამიდებს და 2 ქვას ქვაზე დადებულს? (მაგ ფილმისთვის არ მიყურებია)
რომელ კატასტროფას აგვაცილებდა ეგ ნაგებობები?
იმ შემთხვევაში თუ გაუქრებოდა ველი დედამიწას?
ვერ დავუშვებ, რადგან ისინი ვერაფერს ვერ შექმნიდნენ მითუმეტეს კოლოსალულად განფენილ მაგნიტურ ველს. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ველი მცირეა და 0.5 გაუსია. ძველი ხალხს ჰა ჰა შეექმნა ლოკალურად აგნიტუსი ველი. დედამიწისნაირს ვერ შექმნიდნენ. ეხლა ვერ შექმნი და მაშIნ ხო მითუმეტეს.
ტესლას შეიძლება ბევრი რამ ეთქვა, მათ შორის სისულელეც. თუმცა უმეტესობას აბრალებენ, რომ მან "თქვა". მოკლედ ეგ შენობა ნაგებობები რას იცავდნენ არ ვიცი, მაგრამ თუ ეგონათ რომ იცავდნენ, ეგ არაა გასაკვირი. შენნაირი იდეინი მმართველები ეყოლებოდათ და თავში რა მოუვიდოდათ, ვინ იცის |
Posted by: gubaz_merve 13 Mar 2015, 19:33 | ||
asphurcela პასუხი წინასწარ ვიცოდი რა ჟანრისაც იქნებოდა განსაკუთრებით ეს ადგილი მომეწონა
* * * asphurcela კაცურად ნახე ეგ ფილმიც და ქვების მასიდან გამომდინარე მითხარი რომ არსებობს ამწეკრანი რომელიც ამ ქვებს აწევს თუნდაც 2 ამწეკრანი ერთს .ქვის დამუშავების ხარისხზე აღარ ვსაუბრობ . |
Posted by: asphurcela 13 Mar 2015, 20:05 | ||
მაგ ბოლო ვდეოშია? გადახვევებით ვერსად ვიპოვე ქვები. ამწეკრანი არა მაგრამ სხვა ხერხებით აჰქონდათ სიმაღლეზე დიდი ქვები. რაღა შორს მიდიხარ, საქართველოს მთიან რეგიონებში რა მწვერვალებზეა აგებული კლესიები და სალოცავები და რამხელა ნათალი კლდის ქვებია ატანილი. იყენებდნენ 9-12 უღელ ხარს. ცხენებს, თვითონ ხალხი რა ძლიერი იყო... რა პრობლემაა. სამაგიეროდ ათეული წლები შენდებოდა ერთი ნაგებობა, სულ მცირე და თუ გრანდიოზული იყო საუკუნესაც აჭარბებდა, 1 ქვის ატანას რო 1 წელი მოუნდები, ააშენებ აბა რას იზავ |
Posted by: gubaz_merve 13 Mar 2015, 20:12 |
asphurcela https://www.youtube.com/watch?v=M3kNGIcNDA0#t=4709 ოცდამეცხრამეტე წუთიდან |
Posted by: Kvirila 13 Mar 2015, 21:33 | ||
საინტერესო მთვარეა გეოლოგიურად აქტიური, ერთადერთი სხვა მთვარეებს შორის რომელსაც თავისი მაგნეტოსფერო აქვს. |
Posted by: nforumi 13 Mar 2015, 21:45 | ||
asphurcela
ასეთი კითხვა მაქვს შენთნ. უცებ რომ რაღაც მოხდეს და ჩვენი ცივილიზაცია გაზრეს (წარღვნა, ატომური ომი, კომეტის შეჯახება ან უბრალოდ აორთქლდეს ყველა ადამიანი). როგორ ფიქრობ, 10 000 წლის მერე რა კვალი იქნებოდა ჩვენი ცივილიზაციისაგან დარჩენილი? |
Posted by: asphurcela 13 Mar 2015, 21:57 | ||
nforumi
ალბათ გაინტერესებს უფრო თუ რა მინიშნებები დარჩებებოდა ჩვენი ცივილიზაციის განვითარების მაჩვენებელი. ანუ რა დონემდე ვიყავით ასულები. ვფიქრობ ძალიან ბევრი მინიშნება დარჩებოდა. ჯერ ერთი კოსმოსში გატანილი აპარატურა. მთვარეზე მოდულები, მარსზე რობოტები. (ჩავთვალოთ, რომ სატელიტები ჩამოვარდნენ ზედაპირზე) მერე, დედამიწაზეც, ისეთი რა უნდა მოხდეს, რომ რკინა ბეტონის ნაგებობების ნამარხები არ შემორჩეს. ერთადერთი ისეთი მეტეორი უნდა დაეჯახოს, რომ მაღალი ტემპერატურის გამო გაადნოს მთელი ქერქი დედამიწის. ამ შემთხვევაში არაფერს აღარ აქვს გადარჩენის შანსი თუ დადნა ყველაფერი. მაგრამ სხვა შემთXვევვებში დარჩება ფაბრიკა ქარხნების ნამარხები. ავტომობილები და სხვა წვრილმანი აპარატურა. ზოგი მიწისქვეშა ლაბორატორია. რავი აბა. მე რატომ მეკითხები, მე რა, შენზე უკეთესად ვვაზროვნებ თუ კატასტროფების სპეციალისტი ვარ? |
Posted by: nforumi 13 Mar 2015, 22:35 | ||
asphurcela
მე კიდე ვფიქრობ რომ უმეტესი რამ არ დარჩება, რკინა დაიჟანგება დადაიშლება, ბეტონიც. პირამიდების ქვებიც იშლება აგერ და მიუხედავად იმისა რომ გრანდიოზული ნაგებობა კიდე 10 ათასი წლის განმვალობაში შეჭამს დრო და ჟამი. სხვა სიცოცხლე აყვავდება ალბათ და გადაუვლის ყველაფერს, რასაც კი ადამიანური კვალი ატყვია. აგერ ჩერნობილიდან რამდენი წელი გავიდა და უკვე გატყიურდა იქაურობა. ამიტომ ვთქვი, რა დარჩება, რა კვალი? რა გაუძლებს ამდენ დროს? |
Posted by: gubaz_merve 13 Mar 2015, 23:20 |
asphurcela https://www.youtube.com/watch?v=vUpBDpBFj7Y ეს იმ საკითხის ირგვლივაა რასაც შეეხე თუ რა დარჩება ცივილიზაციიდან?მე ვიცი შენ ამას არ უყურებ ობიექტური მიზეზის გამო თუმცა ვიღაცა მაინც ნახავს |
Posted by: z125 14 Mar 2015, 07:14 | ||||||
gubaz_merve
ამას მეუბნები ამაზე?
კაი მაშინ მითხარი რით ზომავდნენ დროს იმ დროს და რა სიზუსტით? asphurcela
აი ზუსტად ჩამოაყალიბე ახლა შენ ჩემი აზრები ჩემი აზრით ზოსიმემ არათუ დაშიფრა რამე არამედ არც კი იცოდა ის რიცხვები რასაც ცინცაძე ახსენებს იმ ვიდეოში. ცინცაძეს რომ არ ჰქონოდა ცოდნა სხვა წყაროებიდან მიღებული ვერაფერსაც ვერ "გაშიფრავდა" ზოსიმეს ნაწერებიდან. მაგალითად ცინცაძეს რომ არ ცოდნოდა წელიწადში 365 დღე რომ არის ის სიტყვა წელიწადს ვერასოდეს "გაშიფრავდა" და ა.შ.. |
Posted by: gubaz_merve 14 Mar 2015, 08:19 |
z125 მდინარესთან რომელსაც ოქროს ნაწილაკები მოაქ დგახართ ლაფათქით და ცხვრის ტყავით და რატომღაც ოქროს მოპოვება ლაფათქით გადაწყვიტეთ * * * z125 თუ სურვილი გექნება წამო და ამ თემაში გაზიარებ ჭეშმარიტებას ,ყოველ შემთხვევაქში შევეცდები https://forum.ge/?f=9&showtopic=34523474&st=1410 |
Posted by: z125 15 Mar 2015, 07:38 | ||||
gubaz_merve
ჰა?
ეჰ შემოვიხედე მანდ და ჩემთვის გაუგებარ ენაზე ლაპარაკობს ხალხი, ვერაფერი გავიგე ბოლო გვერდს გადავავლე თვალი წამიერად. მეთქი შენ გახსენი შენი თემა და იქ მეპატიჟებოდი |
Posted by: nforumi 15 Mar 2015, 10:10 | ||
gubaz_merve
და შენ ზუსტად იცი რომ ფლობ ჭეშმარიტებას? |
Posted by: z125 15 Mar 2015, 14:56 |
nforumi ზუსტად არა მაგრამ ცინცაძის სიზუსტით ეცოდინება. |
Posted by: nforumi 15 Mar 2015, 15:22 | ||
z125
|
Posted by: ქაფქიანა 18 Mar 2015, 11:19 |
ახალი ამბები!!! ახალი ჰორიზონტები გადმოსცემს, ქარონის ზედაპირი დიდი ალბათობით გაყინული ოკეანეა, რომლის ფსკერზეც სითბური აქტივობა შეიმჩნევაო. უკვე საკამრისად მიუახლოვდა ნიუ ჰორაიზონსი პლუტონს. შეგახსენებთ რომ ეს ზონდი ტრანსპლუტონურ ორბიტაზე ივლისში გავა. ასე რომ საინტერესო ამბები გველოდება. |
Posted by: iverieli 18 Mar 2015, 12:10 |
18 марта 201511:00 Астробиологи создают каталог цветов для поиска инопланетной жизни Чтобы облегчить поиск жизни на планетах за пределами нашей Солнечной системы, международная группа учёных создала библиотеку "цветов жизни" — красочный каталог, содержащий перечень цветовых "подписей" микробной жизни Земли, которая может быть найдена и на поверхности иных миров. Новая база данных даёт людям больше шансов приблизиться к ответу на вопрос о присутствии жизни за пределами нашей планеты. "Эта база данных даёт нам новое представление о том, как могут выглядеть далёкие обитаемые миры, — рассказывает ведущий автор исследования профессор астрономии Лиза Кальтенеггер (Lisa Kaltenegger) из Корнельского университета, изучающая экзопланеты и модели потенциально обитаемых миров. — Мы рассмотрели самые разнообразные наборы форм жизни, некоторые из которых встречаются в самых недружелюбных для живых организмов частях Земли". http://www.vesti.ru/doc.html?id=2434434&cid=2161 სიცოცხლის ფერების კატალოგის მიხედვით ასტრონომები დაადგენენ არის ტუარა პლანეტებზე სიცოცხლის კვალიო. მემგონი ჭმუჭნიან |
Posted by: ქაფქიანა 18 Mar 2015, 12:52 |
iverieli რატომ ჭმუჭნიან? საინტერესო იდეაა... |
Posted by: marisaxo 20 Mar 2015, 02:02 |
z125 შენ აქ რა გინდა ხალხ ხვალ ანუ უკვე დღეს რომელ საათზეა მზის დაბნელება? და საერთოდ საქართველოდან გამოჩნდება? |
Posted by: execution 20 Mar 2015, 03:07 |
marisaxo ჩვენთან ნაწილობრივი იქნება დილის საათებში იქნება თუ არ ვცდები აი საათები წერია აქ მაგრამ ჩვენთან რომელზე იქნება არ ვიცი, ალბათ 11 ს კენ. http://www.timeanddate.com/eclipse/solar/2015-march-20 |
Posted by: z125 20 Mar 2015, 07:32 | ||
marisaxo
აჰაჰა, მაინტერესებს ესეც, უფრო სწორედ ხანდახან ვიჭყიტები, პროფი არ ვარ ქაფქიანა შენ დაწერე მგონი თუ სხვა ვინმემ ტელესკოპით მზეს არ გახედოთ, დაგაბრმავებსო და ეგ კამერის ლინზაზეც მოქმედებს? მაგალითად 100-200 მმ ლინზით რომ გახედო საზიანოა ეგეც? |
Posted by: ქაფქიანა 20 Mar 2015, 11:17 | ||
z125
შენ... ღადაობ ხო? |
Posted by: marisaxo 20 Mar 2015, 13:18 |
z125 სენსორზე მოქმედებს როგორც მსმენია, ლინზებზე არამგონია |
Posted by: z125 20 Mar 2015, 13:59 | ||
ქაფქიანა
არა, სრული სერიოზულობით ვიკითხე. რატომ? marisaxo ლინზების დაზიანება კი არა კაცო, თვალის დაზიანება მზის სხივების გამო. ლინზას რო არაფერი მოუვა კი ვიცი. |
Posted by: ქაფქიანა 20 Mar 2015, 14:16 | ||
z125
რავი აბა. მერე არ მკითხო კარგი ოფთალმოლოგები სად ვნახოო. დაელოდე, იქნებ ვინმე მოკვდეს და დონორად გექცეს თვალზე. |
Posted by: z125 20 Mar 2015, 14:39 | ||
ქაფქიანა
|
Posted by: უჩინარი 20 Mar 2015, 14:56 |
დღეს ჩემთან ღრუბლები იყო და ზუსტად მაგ დროს ცოტა გათხელდა ღრუბელი მზის ადგილას უსათვალოდ მშვენივრად ჩანდა |
Posted by: Kvirila 25 Mar 2015, 22:49 |
|
Posted by: Boudicca 6 Apr 2015, 14:46 |
როგორი იქნებოდა ჩვენი ცა სატურნის ბეჭდები რომ ჰქონოდა დედამიწას? http://www.planetary.org/blogs/jason-davis/20130626-earths-skies-saturns-rings.html |
Posted by: ქართლოსი 7 Apr 2015, 22:55 |
რამდენი მზე არსებობს?? ======================== ======================== |
Posted by: Tariel 7 Apr 2015, 23:01 | ||
Boudicca
კიდევ კარგი არ აქვს. 6 თვე ალბათ მზეს ვერ დავინახავდით ნორმალირად ან უფრო ნაკლები. |
Posted by: Boudicca 8 Apr 2015, 10:55 | ||
Tariel
ეს უბეჭდო პლანეტაზე განვითარებული არსება პოსტავ ამას. რომ ჰქონოდა ის ბეჭდები შესაბამისად განვითარდებოდი და პრობლემა არ გექნებოდა |
Posted by: Tariel 8 Apr 2015, 10:59 | ||
Boudicca
პრობლემა არც ახლა მაქვს ზემოთხსენებულ ბეჭდებთან. |
Posted by: ქაფქიანა 9 Apr 2015, 14:16 | ||
ქართლოსი
ყველა ვარსკვლავი მზეა. მარტო ჩვენს გალაქტიკაში ასეულობით მილიარდი ვარსკვლავია. ჩვენი გალაქტიკის გარდა, ასეულობით მილიარდი გალაქტიკა არსებობს ჩვენს სამყაროში და ჩვენი სამყაროს გარდა, ალბათ ასეულობით მილიარდი სამყარო არსებობს... |
Posted by: ქართლოსი 9 Apr 2015, 17:46 | ||
ქაფქიანა
რო ანათებს და გვათბობს მაგაზე ვამბობ. |
Posted by: nforumi 9 Apr 2015, 18:07 | ||
ქართლოსი
თავიდანვე ვერ გავიგე რას კითხულობდი, იქნებ უკეთ ჩამოაყალიბო კითხვა... რას ეძახი მზეს? ჩვენ მხოლოდ ერთი მზე გვათბობს, დანარჩენი იმდენად შორს არის რომ იქიდან მოსული სინათლის გავლენა დედამიწაზე თითქმის ნულის ტოლია. |
Posted by: kanian_U 9 Apr 2015, 18:07 |
ქართლოსი ჰოდა რო ანათებს და გვათბობს, მილიარდობით არის მასეთი, უბრალოდ შორს არიან ძალიან. ერთადერთი ჩვენი მზის სითბო აღწევს ჩვენამდე. |
Posted by: ქაფქიანა 9 Apr 2015, 18:08 |
nforumi kanian_U გაანებეთ თავი. თავისი ჭკუით ღადაობს ვერ ატყობთ? |
Posted by: chipmunck 13 Apr 2015, 21:24 |
დავფიქსირდები, დიდად ვერ ვერკვევი ასტრონომიაში მაგრამ ძალიან მაინტერესებს, საინტერესო პოსტები და სტატიებია |
Posted by: ქაფქიანა 14 Apr 2015, 08:10 | ||
chipmunck
არც ჩვენ ვართ კოპერნიკები და აინშტაინები. უბრალოდ ჩვენც ძალიან გვაინტერესებს. ასე რომ ველქამ ბრო... უფს, ბრო არ ყოფილხარ. კარგი. ველქამ სისთა... |
Posted by: chipmunck 14 Apr 2015, 20:17 | ||
ქაფქიანა
ჰაააჰ კარგი იყოოო, გმადლობთ გმადლოოობთ, ნელნელა მეც გავერკვევი |
Posted by: Boudicca 14 Apr 2015, 20:43 | ||
chipmunck
ასტრონომიაში რომ ერკვეოდე მაგარი მოსაბეზრებელი პიროვნება უნდა იყო ასტრონომია უნდა გქონდეს ჰობად და დაბოლების პონტში უნდა ახედო ხოლმე ვარსკვლავებს, თორე აბა ვთქვათ, ვარსკვლავ არქტურუსის პოლარული ვარსკვლავისგან დახრილობა თუ იცი ზეპირად მუღამი აღარ აქვს ყოველი ახალი ინფო აღტაცებით და დაბოლილობით უნდა მიიღო ველქამ |
Posted by: chipmunck 14 Apr 2015, 23:44 | ||
Boudicca
ტელესკოპით არასოდეს გამიხედავს როგორ მაინტერესეეებს |
Posted by: Kvirila 24 Apr 2015, 02:35 |
--------------------------------------- განიმედი იუპიტერის ფონზე |
Posted by: nforumi 24 Apr 2015, 10:29 | ||
Kvirila
მაგარი სურათია... |
Posted by: ქაფქიანა 24 Apr 2015, 12:41 |
Kvirila ისე იუპიტერი უფრო განიმედეს ფონზე. :დ |
Posted by: Kvirila 24 Apr 2015, 20:07 | ||||||
ტიტანს რა კარგი ქუდი ახურავს * * *
---------------------------------------------- |
Posted by: ქართლოსი 25 Apr 2015, 23:16 |
სივრცეს აქვს საზღვარი? ------------------------------- ======================== |
Posted by: ვივიანა 25 Apr 2015, 23:20 |
დამწყებისთვის რაიმე წიგნი ქართულად გამოცემული არსებობს ? |
Posted by: infinite/ 25 Apr 2015, 23:32 | ||||
|
Posted by: asphurcela 26 Apr 2015, 01:05 |
ეხლა ამ მომენტში მთვარის ცოტა სამხრეთით კაშკაშა სინათლე როა, რა თანამგზავრია ეგ? ან რატომ უნთიათ შუქები? ცოტა რო ჩამობნელდა გვარიანად კაშკაშებდა და ვარსკვლავი მეგონა. ეხლა ღამის ორი დაიწყო და ფანჯრიდან რო გავხედე და ისევ ქ ეკიდა კი გამიკვირდა. მეე მივხვდი რო რაღაც ვერაა მთლად კარგად და ის არაა ვარსკვლავი. ტელესკოპის აწყობა დამეზარა და ბნოკლით გავხედე და კიდევ რაღაც მცირე ნათურებიც ჩანს. ვისაც ტელესკოპი გაქვთ გახედეთ აბა და მოგვახსენეთ რაშია საქმე |
Posted by: chipmunck 26 Apr 2015, 18:23 |
ასტეროიდი როდის უნდა დაგვეცეს? |
Posted by: Kvirila 27 Apr 2015, 06:01 | ||
------------------------------------- სატურნი ტიტანის ფონზე (ან პირიქით) * * *
ჰკითხა ერთმა დინოზავრმა მეორეს 65 მილიონი წლის წინ, |
Posted by: ქაფქიანა 27 Apr 2015, 08:29 |
asphurcela აიესესია ალბათ. სხვა რა უნდა იყოს. |
Posted by: execution 27 Apr 2015, 14:36 | ||
აიესესი რამდენიმე საათი ერთ ადგილზე არ იქნებოდა, რათქმაუნდა თუ მთვარის მოძრაობას არ დაემთხვა რაც ნაკლებად სავარაუდოა. |
Posted by: asphurcela 27 Apr 2015, 16:53 | ||
ISS იმ მომემტში არ მინახავს ლაივში სად იმყოფებოდა. მარა ეს კაი ხანი იყო ადგილზე. მთვარე სახლშI რო მივედი, საღამოს სადღაც ზენიტისკენ იყო, ხოლო ეგ შუქი სადღაც დასავლეთის ცაზე, ჰორიზონტიდან კაი მაღლა. და მერე წინა პოსტი როდავწერე შუა ღამისას რო გავიხედე, მთვარე გადასული იყო ბლომად და ის ისევ იქ იჯდა. მთლად ისევ იქ იყო თუ არა მაგის თქმა არ შემიძლია, მაგრამ იმ რეგიონში იყო. ანუ ვარსკვლავივით არ "ჩასულა". ამიტომ დავასკვენი რო რაღაც თანამგზავრია. მერე ბინოკლით (ხელი კანკალებს და ზუსთად ვერ ვარჩევდი), რაღაც სტრუქტურა კი ამოუჩნდა, მცირე სინათლეები მთავარის გარშემო. არადა მაქვს ტელესკოპი, მარა დამეზარა ყუთიდან ამოღება და აწყობა. * * * ISS სადღაც ავსტრალიასთანაა. და ეს შუქი ისევ გუშინდელ ადგილასაა ამ წუთას. |
Posted by: ქაფქიანა 28 Apr 2015, 08:46 |
asphurcela შეიძლება რომელიმე გეოსტაციონარული თანამგზავრია. საღამოს ცაზე მოკაშკაშე ვენერა ან იუპიტერი შეიძლება იყოს, მაგრამ იასნია, უძრავი არა. |
Posted by: Venus_s 28 Apr 2015, 12:16 | ||
asphurcela
და იქნებ უცხოპლანეტელების ხომალდია? |
Posted by: ბეჟანბეჟანი 28 Apr 2015, 14:12 |
Ex3cuTioN asphurcela ქაფქიანა აიესესი (ISS ) რა არის, რატომ არის და სად არის? |
Posted by: asphurcela 28 Apr 2015, 16:43 | ||
ბეჟანბეჟანი ინტერნეიშნელ სპეის სტეიშენ. ინტერნეტში მაგაზე ქვეყანა ინფო დევს. ქაფქიანა
აშკარად თანამგზავრია, რადგან წუხელ მაგალითად ყველა ვარსკვლავი ჩავიდა მის გარდა და არათუ ჩავიდა ეს, აღმოსავლეთითაც კი ამოიწია. ცუხელ ხილვადობა ცუდი იყო და ბინოკლში ბევრი არაფერი გამოირჩეოდა. ჩემი ფანჯარიდან ცოტა "უხეურხული" კუთხით ჩანს (ნახევრად კედელი ეფარება) და აღარ ავაწყე ტელესკოპი. რომც ამეწყო ვერ მივუდგებოდი დასანახად. ეზოში ან სახურავზე ატანა - არ ღირდა და შევეშვი. ცხადია თანამგზავრია რაღაც საკვლევი iss ის მსგავსი, მაგრამ ისს არაა, რადგან ლაივსტრიმმა მისი მდებარობა ვაბშე დედამიწის მეორე მხარეს აჩვენა და ამიტომ გამოვრიცხე. უბრალოდ მაინტერესებს რომელი თანამგზავრია. სატელიტური თეფშებისაც გამოირიცხა, რადგან იცვლის ადგილმდებარეობას. ვფიქრობ ევროპამ გაუშვა რაღაც საკვლევ-სამეცნიერო მიზნით და პროჟექტორიც ამიტომ უნთია, თორე რა ჯანდაბად უნდა პროჟექტორი... რავი აბა ახედეთ ამ საღამოს დასავლეთის ცას, არ გაინტერესებთ? |
Posted by: Tariel 28 Apr 2015, 20:03 | ||
asphurcela
არ მგონია პროჟექტორმა ეგრე გაანათოს, მე უფრო მზის ანარეკლი მგონია ისს-ს მსგავსად. |
Posted by: Komponent 28 Apr 2015, 21:12 |
asphurcela ააწყე კაცო ტელესკოპი (სურათიც გადაუღე, გავარჩიოთ, იქნებადა უცხოპლანეტელია) |
Posted by: execution 28 Apr 2015, 21:50 |
შეუიარაღებელი თვალით ვერაფერი დავინახე ისედაც კაშკაშებს bright side of the moon ) |
Posted by: VAMPIRE_W 28 Apr 2015, 23:13 |
ისე არსებობს რამე სამოყვარულო ჯგუფი რომელიც იკრიბება, გადის ჩაბნელებულ ადგილას და ათვალიერებს ვარსკვლავეს, თან ეხმარება ახალ წევრებს ტელესკოპის შერჩევაში და მისი გამოყენების და ვარსკვლავების თვალიერების სწავლაში? |
Posted by: Boudicca 29 Apr 2015, 01:45 | ||
VAMPIRE_W
შენ გინდა სხვამ დაგიღეჭოს ყველაფერი? თან გაინტერესებს, თან გეზარება? |
Posted by: ვივიანა 29 Apr 2015, 01:46 | ||
|
Posted by: Kvirila 29 Apr 2015, 06:52 | ||
გალილეო გალილეი 450 წლის წინ: ასწავლიდა ტელესკოპის შერჩევას, გამოყენებას და ვარსკლავების თვალიერებას. |
Posted by: ქაფქიანა 29 Apr 2015, 08:44 |
asphurcela წუხელ ვერ მოვახერხე და დღეს შევეცდები. პროჟექტორი რად უნდა? შეიძლება ატმოსფეროს მაღალ ფენებს იკვლევს და იმიტომ. |
Posted by: execution 29 Apr 2015, 09:25 | ||
მე ვარ მასე ბევრ რამეზე მინდა ვიცოდე , გავაკეთო მარა მეზარება. |
Posted by: VAMPIRE_W 29 Apr 2015, 10:17 | ||||
Boudicca
რა შუაშია დაზარება? რომ მეზარებოდეს სწავლაც არ მომინდებოდა. უბრალოდ აზრზე არ ვარ საიდან დავიწყო, მითუმეტეს ტელესკოპის გამოყენება ვინმემ უნდა გასწავლოს, როცა შორიდანაც არასდროს არ გინახავს ტელესკოპი მგონი ვერ შეძლებ შენთვითონ იყიდო, ააწყო და სრულყოფილად გამოიყენო. თან ცის რუკებიც უნდა იცოდე, საიდან რა ჩანს და ა.შ. ინტერნეტში რომ დევს რაღაც მასალები გასაგებია, მაგრამ არ არის ისეთი საინტერესო, პრაქტიკული და ნაყოფიერი როგორც პირისპირ ახსნილი. ასე რომ ასეთი ჯგუფის არსებობა და გამოცდილების გაზიარება არ იქნებოდა ცუდი. Kvirila
მადლობა, დავუკავშირდები. |
Posted by: asphurcela 29 Apr 2015, 18:34 | ||||
ქაფქიანა
წუხელ ცოტა ღრუბლები ირეოდნენ. არ ვიცი პროჟექტორი რად უნდათ, მარა ფაქტია, რომ უნთიათ სინათლე. (გვიან იძინებენ ეტყობა) Komponent
ისეთი დაღლილი მივჩანჩალდები ხოლმე, ჩემო კეთილო, რომ ტელესკოპი კი არა ლინსდი ლოჰანი (lindsay lohan) რო დამხვდეს შიშველი, იმასაც ვერ ვიხმარ |
Posted by: არწივი9 1 May 2015, 12:14 |
ამერიკულმა ხომალდმა http://en.wikipedia.org/wiki/MESSENGER გუშინ დაამთავრა მისი მოღვაწეობა პლანეტა მერკურის შესასწავლა და მის ზედაპირს შეასკდა: |
Posted by: Muscle137 1 May 2015, 19:14 |
და ეგ ფოტო მესენჯერის გადაღებულია? რეალურად ვითომ ეგ ფერებია მერკურიზე? |
Posted by: ქაფქიანა 4 May 2015, 16:52 |
Muscle137 არა, ეგ რეალური ფერები არაა. ჰიფსომეტრიული ფერებია, ლურჯი დაბალი ადგილებია, წითელი მაღალი. მერკურის რეალური ფერები რუხია. მთვარესავით. |
Posted by: Animist 9 May 2015, 14:24 | ||
VAMPIRE_W
http://stellarium.org გადმოწერე ეს პროგრამა |
Posted by: koba71786 15 May 2015, 20:24 |
მოგესალმებით ეს მართალია? მთვარემდე 4 საათი მარსამდე ორი კვირა დედამიწიდან მთვარემდე მიღწევა 4 საათში იქნება შესაძლებელი - ბრიტანელი მეცნიერი როჯერ შოიე აცხადებს, რომ ვარსკვლავური გზის შლამის სიჩქარის საიდუმლო ამოხსნა, რაც დედამიწიდან მის თანამგზავრამდე მოგზაურობის დროს შეამცირებს. http://1tv.ge/ge/videos/view/141463.html |
Posted by: irakliii 15 May 2015, 21:15 |
დასავლეთის მხარეს ძალიან კაშაშ ვარსკვლავი რო ჩანს რა პლანეტაა ეგ? ამ 4 დან რომელიღაცაა მგონი http://www.picz.ge |
Posted by: kanian_U 16 May 2015, 19:44 | ||
მეც შევამჩნიე ეგ ვარსკვლავი, ძალიან ანათებდა. მეთქი ალბათ სირიუსია, მაგრამ გადავატრიალე მთელი სტელარიუმი და სირიუსს არ მანახებდა მერე დავიკიდე. |
Posted by: Tariel 17 May 2015, 13:04 |
ანდროიდისთვის google sky map_იც კარგი პროგრამაა ცაზე პლანეტების და ვარსკვლავების მოსაძებნად |
Posted by: Future> 18 May 2015, 13:58 |
მთვარისა და დესამიწის გრავიტაცია. მთვარის გრავიტაცია მოქმედებს ჩვენზე. ორი შემყტხვევა: როდესაც მთვარე ჩვენსადაც ვართ თავზეა და მეორე როცა დედამიწის მეორე მხარესაა, რამდენად მძიმდება და მსუბუქდება ობიექტი დედამიწაზე? ვერ მოვიძიე სამწუხაროდ და მეც ვერ გამოვთვალე ხაინტერესოა მძიმე იქნება თუ არა კოსმონავტი მთვარის ბნელ , მეორე მხარეს. ეს მზის შემთხვევაშიც უნდა მუშაობდეს წესით არ გიფიქრიათ? და კოსმონავტი რომელიც სისტემის გარეთაა. ტამდენად გაუჭირდება ამის ცვლილება , გრძნობდეს და შემდეგ აღარ გრძნობდეს ამ გრავიტაციას |
Posted by: Animist 18 May 2015, 17:03 | ||||||
kanian_U
სირიუსს რა უნდა მაისის ღამის ცაზე?
მიწა გათიშე, განახებს მიწის ქვეშ ვარსკვლავებს, ჯვრის თანავარსკვლავედის დასავლეთითაა დიდი ძაღლის თანავარსკვლავედი და "ძაღლის ყელი" არის სირიუსი )) ხალხო, სტელარიუმს უამრავი ხელსაწყო აქვს, ატმოსფერო გამორთე, მიწა წაშალე, გადაახვიე-გადმოახვიე, ადგილ-მდებარეობა შეაცვლევინე, ვარსკვლავების სახელები გამოაჩენინე, თანავარსკვლავედები და რავი ყველაფერი )) რა ვერ იპოვეთ ან რაზე გაქვთ კიდე ეჭვი? irakliii
მანდ ორი პლანეტა და ორი ვარსკვლავი ჩანს )) კაპელა და პროციონი ღამის ცაზე ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავების ათეულში შედის )) ინფო მაგათზე: http://en.wikipedia.org/wiki/List_of_brightest_stars თბილისის ადგილმდებარეობა დააყენე, გაიხედე მაგ დროს დასავლეთისკენ და მიხვდები )) |
Posted by: kataxxl 1 Jun 2015, 00:37 |
irakliii ვენერაა გუშინ ვაკვირდებოდი ტელესკოპით 154 და 308 გადიდებებით ნახევარ ფაზაში იყო, ატმოსფერული პირობები საშინელი სიცხის გამო. დღეს უკეთესი ატმოსფერული პირობები იყო მაგრამ დრო არ მქონდა კიდე ვნახე ტყუპების ორმაგი ვარსკვლავი |
Posted by: ქართლოსი 2 Jun 2015, 21:50 |
ბოლოს და ბოლოს კოსმოსის სივრცეს დასასრული აქვს? ყველაზე შორს სადამდე იცის ადამიანმა სივრცე რამხელაა? |
Posted by: kanian_U 2 Jun 2015, 22:19 | ||||
ქართლოსი
ეგ ყველაზე მეტად საინტერესოა, მაგრამ არავინ იცის. https://www.google.com/search?q=Does+the+universe+have+an+ending&oq=Does+the+universe+have+an+ending&gs_l=serp.12...17991.17991.0.18608.0.0.0.0.0.0.0.0..0.0....0...1c.2.64.serp..0.0.0.Q-Y_DsrOhgw
|
Posted by: kataxxl 2 Jun 2015, 22:59 |
ქართლოსი საქმე არც ასე ადვილად არაა უბრალოდ არ იციან ეხლა მოიგონეს ბნელი მატერია ბნელი ენერგია ვერ აუხსნიათ ის რაც ჩვენს გარშემო ხდება ამის გარდა ვერც გრავიტაციას ხსნიან ასევე არაა აღმოჩენილი ყველა ნაწილაკი არსებობს სამყაროს მრავალგანზომილებიანობის თეორია მოკლედ რომ ვთქვათ ძაან შორს ვართ ისწინიდან |
Posted by: ბეჟანბეჟანი 3 Jun 2015, 00:35 | ||
ქართლოსი
ჩვენთვის კოსმოსი იქ მთავრდება, სადამდეც ვიხედებით თანამედროვე ტელესკოპებით. ეს მანძილია სადღაც 14 მილიარდი სინათლის წელი. პერსპექტივა იმისა, რომ უკეთესი ტელესკოპის შექმნის შემდეგ 15 მილიარდ სინათლის წელს გავიხედებით, არ არსებობს. რადგან 14 მილიარდი სინათლის წლის იქით დაშორებული ობიექტები (გალაქტიკები, მეტაგალაქტიკები...) ჩვენგან უკანმოუხედავად გარბიან სინათლის სიჩქარით და მათგან სინათლის მიერ წამოღებული ინფორმაცია ჩვენამდე ვერასდროს ვერ მოაღწევს. |
Posted by: ქართლოსი 3 Jun 2015, 00:55 |
kataxxl ბეჟანბეჟანი kanian_U მადლობა. და ისიც არ ვიცი დღე და ღამე როგორ ხდება. მზეს რამე ეფარება თუ როგორაა? მადლობა. |
Posted by: ბეჟანბეჟანი 3 Jun 2015, 01:42 | ||
ქართლოსი
კი, ნამდვილად ასეა. მზეს ეფარება თავად დედამიწა. წარმოიდგინე თავი სადმე ველზე, ზამთარში, ღამით, ანთებულ კოცონთან. როცა სახე ცეცხლის მხარეს გაქვს, სახე განათებულია და თბება. კეფა სიბნელეშია ზურგზე გცივა. ზურგის გასათბობად უნდა შეტრიალდე და ზურგი კოცონს მიუფიცხო. ზურგს ცეცხლი გაანათებს და გათბება. ამასობაში წინა (სახის) მხარე დაიწყებს გაცივებას. მერე ისევ შებრუნდები და ა.შ. ჩათვალე, რომ გაყინულ და ბნელ კოსმოსში დედამიწაც ასე ბრუნავს მზის წინ. განათებული და თბილი მხარე დღეა, გაცივებული და ცივი მხარე კი ღამეა. სულ ესაა. ამის ახსნას შეეწირა ჯორდანო ბრუნო. |
Posted by: ქართლოსი 3 Jun 2015, 18:23 |
ბეჟანბეჟანი ესეგი 24 საათში 360 გრადუსით ტრიალდება დედამიწა მზის ირგვლივ? |
Posted by: ბეჟანბეჟანი 3 Jun 2015, 19:40 | ||
ქართლოსი
დიახ! მაგრამ დავაზუსტოთ. 360 გრადუსით შემოტრიალდება არა მზის ირგვლივ, არამედ თავისი ბრუნვის ღერძის ირგვლივ. ხომ გახსოვს, კოცონთან რომ ვიდექით და ადგილზე ვტრიალებდით გაყინული სხეულის გასათბობად? - აი ისე. ამავდროულად დედამიწა მზის გარშემოც მიგორავს. მზის ირგვლივ შემოვლას დედამიწა 1 წელიწადს უნდება. ე.ი. გამოდის, რომ სანამ დედამიწა მზის ირგვლივ ერთ სრულ წრეს შემოწერს, ამასობაში თავისი ღერძის გარშემო 365-ჯერ დატრიადება. |
Posted by: Tariel 3 Jun 2015, 20:20 | ||
ბეჟანბეჟანი
მაგას არ ემატება ან აკლდება ის ბრუნი რომელიც მზის ირგვლივ შემოვლის დროს ავტომატურად ასრულებს? |
Posted by: ბეჟანბეჟანი 3 Jun 2015, 20:40 | ||
Tariel
არაფერი არ ემატება. რამდენჯერაც დაგვადგება მზე, იმდენი დღე იქნება. მაგელანმა დედამიწას როცა შემოუარა, მაშინ დაკარგა ერთი დღე. |
Posted by: Tariel 3 Jun 2015, 21:01 | ||
ბეჟანბეჟანი
დავუშვათ დედამიწა არ ბრუნავს თავის ღერძის გარშემო ანუ არის გაჩერებული, ერთი წლის განმავლობაში ხომ იხნება 1 დღედაღამე? |
Posted by: ქართლოსი 4 Jun 2015, 07:32 | ||
ბეჟანბეჟანი
დედამიწა ხომ არ დგას არაფერზე? რაღაც სივრცეში არის ? და რა ძალა ატრიალებს დედამიწას? |
Posted by: Tariel 4 Jun 2015, 09:41 | ||
ქართლოსი
იგივე ძალა რაც მთვარეს და სხვა ციურ ობიექტებს, ერთხელ აქვს მინიჭებული ენერგია და მუდმივად მოძრაობს, რადგან არაფერი აჩერებს. |
Posted by: Blank 4 Jun 2015, 11:06 |
გუშინ აღმოვაჩინე, რომ აიესესის სამანტა კრისტოფორეტის შევხვედრივარ |
Posted by: ბეჟანბეჟანი 4 Jun 2015, 13:41 | ||||
Tariel
კი დედამიწის ღერძის დახრილობის გამო ეგ ეფექტია პოლუსებზე, სადაც წელიწადში ერთი დიდი დღე და ერთიც დიდი ღამეა. რაც იწვევს ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროებში ზამთარ-ზაფხულის მონაცველობას. ქართლოსი
დედამიწა, დღევანდელი გაგებით, არაფერზე არ დგას და სივრცეში მოძრაობს. ძალა, რაც ამაგრებს მზის სიახლოვეს და აიძულებს ტრიალს, ქვია გრავიტაციის ძალა. მიუხედავად იმისა, რომ ვიცით გრავიტაციის გამოვლინებები და კანონები, თავად გრავიტაცია რა ჯანდაბა და დოზანაა, კაციშვილმა არ იცის. ანუ არ ვიცით რა შემადგენლობის ძაფებით არიან ერთმანეთზე მიბმული მზე და დედამიწა, დედამიწა და მთვარე,.. სივრცე, სადაც ციური სხეულები (პლანეტები, ვარსკვლავები, გალაქტიკები) მოძრაობენ, კოსმოსი ქვია. ვარსკვლავთშორისი სივრცე თითქმის ცარიელია, აქა-იქ თუ ჩაიქროლებენ კოსმიური ქვები, მეტეორიტები. სიცარიელეს, სადაც ერთეული ატომებიც კი სანთლითაა საძებნი, ვაკუუმი ქვია. მაშასადამე, პლანეტიდან პლანეტამდე, ვარსკვლავიდან ვარსკვლავამდე და გალაქტიკიდან გალაქტიკამდე გვაქვს ვაკუუმი. დღეისათვის უკვე თვლიან, რომ ვაკუუმი სულაც არ ყოფილა აბსოლუტური სიცარიელე. უფრო მეტიც, იქ ყოფილა რაც ყოფილა. ოღონდ რა, ჯერ-ჯერობით არ ვიცით. |
Posted by: ქართლოსი 4 Jun 2015, 20:57 | ||||
ბეჟანბეჟანი Tariel
გრავიტცია ელექტრული მიზიდულბა არაა ეგ ესეგი?
ვაკუუმი არის ამოტომბული სივრცე ჰაერი რომ ამოტუმბო ? და ამ ვაკუმში მოლეკულები და ატომები არის კიდე? დედამიწააზე რომ შექმნა გააქრო გრავიტაცია რამე დანადგარი რომ შექმნა ტრანსპორტისთვის მგონი კარგი რაღაცა გამოვა ცოტა ენერგია დაჭირდება სამოძრაოდ და რაც მთავარია ეკოლოგიურად სუფთა. ისე კოსმონავტობას დიდი გამბედაობა, უნდა რამე რო მოხდეს იქიდან როგორ უნდა ჩამოაღწიო? |
Posted by: Tariel 4 Jun 2015, 23:39 | ||||||||||
Blank
სად შეხვდი? ბეჟანბეჟანი
მე მაგას არ ვგულისხმობდი, წარმოიდგინე ნათურა და მის გარშემო დაატრიალე ბურთი ისე, რომ ეს ბურთი თავის ღერძის გარშემო არ დატრიალდეს. ქართლოსი
გრავიტაცია ელექტრომაგნიტური ტალღაა თუ არ ვცდები.
ვაკუუმი არის აბსოლუტურად ცარიელი სივრცე, სადაც არც ჰაერია და არც რაიმე სხვა აირი.
თუ საერთოდ გადარჩი ეგ დიდი პრობლემა არ უნდა იყოს. |
Posted by: არწივი9 4 Jun 2015, 23:52 |
პლუტონის და ქარონის ახალი ფოტოსურათი: http://pluto.jhuapl.edu/soc/Pluto-Encounter/view_obs.php?image=data/pluto/level2/lor/jpeg/029527/lor_0295272133_0x630_sci_3.jpg&utc_time=2015-05-30%3Cbr%3E06:10:15%20UTC&description=OpNav+Campaign+4%2C+LORRI+1X1&target=PLUTO&range=53.9M%20km&exposure=100%20msec |
Posted by: ბეჟანბეჟანი 4 Jun 2015, 23:56 | ||||||
Tariel
კი-თქო. ქართლოსი
კი, ეგაა. და მართალია იქ არც მოლეკულებია და არც ატომები, მაგრამ ისეთი რაღაცაა, რაც კაცობრიობამ ჯერ კიდევ არ იცის.
არა. ახლა ავიღოთ "ელექტრული მიზიდულობა", აქაც ვიცით მისი კანონები, მაგრამ არ ვიცით მექანიზმი. ანუ ვიცით, რომ დადებითი და უარყოფითი მუხტები ერთმანეთს იზიდავენ, მაგრამ რანაირად, რათოკებით და ბარჯებით ეჭიდებიან ერთმანეთს - არ ვიცით. |
Posted by: ქართლოსი 5 Jun 2015, 01:14 | ||
ბეჟანბეჟანი
იმუხტებიან ნაწილაკები და იზიდავენ, ესეგი იძენენ ძალას, ენერგიას რომლებითაც მიიზიდავენ ერთმანეთს. |
Posted by: koba71786 11 Jun 2015, 02:34 | ||
ბეჟანბეჟანი
ანუ შეიძლება გრავიტაცია გარკვეული ნივთიერებების ნაზავი იყოს? |
Posted by: Kvirila 12 Jun 2015, 05:17 |
-------------------------------------- Plutonian moon Nix, ეს ნესვი რა უკუღმართად ტრიალებს |
Posted by: afcika 13 Jun 2015, 16:43 |
ხალხო, ტელესკოპის ყიდვა მინდა ასტროფოტოგრაფიისთვის. Canon 1100D მაქვს გადასაღებად. ტელესკოპს რაც შეეხება, საქართველოში იყიდება სადმე? 400$ მაქვს ბიუჯეტი. რჩევა მჭირდება რომელი ვიყიდო. გავიგე refractive ყველაზე კარგიაო |
Posted by: არწივი9 13 Jun 2015, 17:14 | ||
სწორედ გუშინ იყო საჯარო ლექცია თავისუფალ უნივერსიტეტში ასტროფოტოგრაფირებაზე რომ დასწრებოდი მაშინ ეგ ხალხი ამ კითხვებზე ზუსტ პასუხებს გაგცემდა |
Posted by: ლოგიკⒶ 13 Jun 2015, 17:42 |
afcika შეიძლება ფოტოგრაფიაში რაღაც ნიუანსები იყოს თუმცა ზოგადად ვერ ვიტყვი რომ კარგია რეფლაქტორის კონსტრუქცია... შენ თუ ბუნებაში გახვალ და სადმე ივლი მაშინ კასაგრეინის კონსტრუქციაა ყველაზე კარგი იმიტომ რომ პატარა და მოხეხებული იქნება ტელესკოპი ტელესკოპებში ძირითადად არის 3 სახის კონსტრუქცია პირველი კონსტრუქცია არის refractor შუქი ჩვეულებრივად შედის და პირდაპირ ხედავ ამ შუქს... ამ ტექნოლოგიის მინუსი ისაა რომ შენ თუ დიდი ლინზა გინდა რათა მეტი შუქი მიიღო ანუ უფრო ნათელი გამოსახულება გქონდეს ამისთვის საჭიროა ტელესკოპის სიგრძის გაზრდა ანუ საკმაოდ დიდი ტელესკოპებია სიგრძეში მეორე კონსტრუქცია არის reflector აქ როდესაც შუქი შედის ტელესკოპში ძირზე აყენია სარკე რომელიც ირეკლავს შუქს და როგორც ნახატზე ხედავ ზემოთა მხარეს ხდება გამოსახულების დანახვა... პლიუსი ისაა რომ ტელესკოპის ეფექტური სიგრძე პრაქტიკულად ორმაგდება ანუ რეფრაქტორთან შედარებით რეფლექტორი შეიძლება თითქმის ორჯერ უფრო მოკლე იყოს მაგრამ მინუსი ისაა რომ გამოსახულებას ამოყირავებულს დაინახავ ანუ ცა ქვემოთ ჩანს ხმელეთი კი ზემოთ და ნავიგაციაც ცოტა გართულებულია ამის გამო მესამე კონსტრუქცია არის cassegrain აქ შუქი ეცემა ძირს ირეკლება მიდის ტელესკოპის დასაწყისში კვლავ ირეკლება და ძირისკენ მიდის სადაც ხედავ ამ გამოსახულებას... პლიუსი ისაა რომ ამ კონსტრუქციაში ტელესკოპის ეფექტური სიგრძე პრაქტიკულად სამმაგდება ამდენი არეკვლის გამო ანუ რეფრაქტორთან შედარებით 3-ჯერ მოკლე იქნება ხოლო რეფლექტორთან შედარებით 1.5-ჯერ მოკლე ასევე აქ ის პლიუსია რომ გამოსახულება არაა ამოყირავებული და ყველაფერს ჩვეულებრივად ხედავ... აშკარა მინუსები არააქვს ამ ტექნოლოგიას უბრალოდ ვინაიდან რამდენიმე სარკეა გამოყენებული გაფუჭების შანსები იზრდება (რაც უფრო პრიმიტიულია ტექნოლოგია მით უფრო გამძლეა) პ.ს. ასევე გააჩნია რისი გადაღება გინდა თუ ბუნებაში გადიხარ და ხედები უნდა გადაიყო კასეგრეინს გირჩევ პატარა ძლიერი და კომფორტულია მისი ტარება... თუ ვარსკვლავებს უნდა უღო მაშინ რეფლექტორს გირჩევ იმიტომ რომ უფრო იაფი ღირს და დიდი ლინზა აქვთ ვარსკვლავების გადაღებისას მთავარია არა ზუმი არამედ დიდი ლინზა მინიმუმ 127 მილიმეტრიანი რომ მაქსიმალურად მეტი სინათლე მიიღო და მკაფიოდ გამოჩნდეს ობიექტები |
Posted by: არწივი9 17 Jun 2015, 01:19 |
მზად ხართ 14 ივლისისთვის? |
Posted by: chipmunck 18 Jun 2015, 16:28 | ||
საინტერესოა, ეკრანიზაცია 14 ივლისსვე მოხდება? მაინტერესებს სად ვნახო? |
Posted by: xornabujeli1000 18 Jun 2015, 19:10 |
afcika ტელესკოპებზე ლოგიკ@მაც კარგად აგიხსნა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია კარგი ეკვატორული შტატივი და ასტრონომიული დანიშნულების ფილტრი, გააჩნია რის გადაღებას აპირებ. გამომდინარე იქიდან, რომ ტელესკოპზე გეგმავ კამერის დამაგრებას, deep space ფოტოგრაფიას უნდა აპირებდე, რისთვისაც რამდენიმე წუთიანი, ან საათიანი ექსპოზიციები დაგჭირდება. მაგრამ ცა მუდმივად ტრიალებს და მაგის დასაბალანსებლად ეკვატორული შტატივია საჭირო, თან იაფიანს არ ეცე 700-800 დოლარიანებშია მინიმალური ხარისხის, რაც შეიძლება გამოგადგეს. თან სინათლით დაბინძურებული ცის გათვალისწინებით სპეციალური ფილტრი დაგჭირდება, cls, ან UHC ფილტრები, თუ გინდა რომ H-a, H-b და OIII-ის დიაპაზონში ყველაფერი გადაიღო თანაბრად, ან ცალ-ცალკე მაგ სიხშირეებისთვის ინდივიდუალური ფილტრები იშოვო. ოღონდ ეგ ფილტრებიც 100-200 დოლარის ფარგლეშია, ან შეიძლება უფრო ძვირადაც შეგვდეს . საშველი არაა ძვირიანი ჰობი გაქ არჩეული |
Posted by: არწივი9 18 Jun 2015, 19:44 | ||||
ოფიციალურ საიტებზე: http://pluto.jhuapl.edu/ http://www.nasa.gov/mission_pages/newhorizons/main/index.html |
Posted by: chipmunck 18 Jun 2015, 20:03 |
არწივი9 გადავხედავ გაიხარეეე |
Posted by: Annatar 19 Jun 2015, 02:55 |
საინტერესო თეორიაა Scientist Proposes That Black Holes are Harmless Holograms http://www.iflscience.com/space/black-holes-might-be-harmless |
Posted by: walsch 19 Jun 2015, 16:26 |
ესეც პასუხი გრავიტაციაზე. http://astrowhat.tumblr.com/post/120864444252/blunt-science-neil-degrasse-tyson-on-the |
Posted by: Blank 19 Jun 2015, 19:07 |
14-ს კი მოუთმენლად ველოდები, მაგრამ ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით მიმძაფრდება ადამიანების სისაწყლის შეგრძნება. საკუთარ ეზოს ვსწავლობთ და გვიხარია |
Posted by: kanian_U 20 Jun 2015, 19:45 |
Signs of Alien Life Will Be Found by 2025, NASA's Chief Scientist Predicts http://www.space.com/29041-alien-life-evidence-by-2025-nasa.html უახლოეს ათწლეულებშიო, ჰმ |
Posted by: არწივი9 21 Jun 2015, 00:33 | ||
https://en.wikipedia.org/wiki/James_Webb_Space_Telescope-ს დიდი იმედი მაქვს პირადად მე |
Posted by: Lupus_sat 21 Jun 2015, 01:19 |
Hi all! Sorry, I do not speak Georgian, so I write in English. I'm astronomy amateur, member of Minsk Planetarium astronomy club (Belarus). Could you write me forums or resources of amateur astronomers from Georgia? I could not find such resources in Google. |
Posted by: Future> 21 Jun 2015, 02:14 | ||
hi there. I think we all here intrested in astronomy, but i dont think if on this forum have anyone club about it. you can also ask it in group facebook https://m.facebook.com/groups/698316136907929?ref=m_notif¬if_t=group_comment_reply . hope this link will work for you. What exactly are you searching? just amateurs? you can post here i think |
Posted by: ლოგიკⒶ 21 Jun 2015, 02:30 | ||
Lupus_sat probably we dont have such a forum... write here if you are interested in something i almost reported you... thought you were a bot არწივი9
დიდი ხანია თემის გახსნას ვაპირებ ამ ტელესკოპზე და მეზარება მასალების მოძიება... ეხლა რო ახსენე იქნებ გავხსნა საბოლოოდ |
Posted by: ninc_lfc 21 Jun 2015, 02:49 | ||
ჰმ. "We know where to look. We know how to look" საკმარისია ასეთი განცხადებების გაკეთებისთვის? |
Posted by: Lupus_sat 21 Jun 2015, 03:19 | ||
Thanks for reply. Yes, I searching for amateurs. It's interesting for me what astroomy amateur activity present in neighboring countries -- maybe we could make joint observations. First of all about me, our club and belarusian astronomy amateurs in generally. Maybe this information will interesting for you. My name is Vitaly, I'm astronomy amateur with 18 years of experience. I living in Minsk, the capital of Belarus. I was the first leader of our Minsk Planetarium astronomy club. The area of my interests in amateur astronomy: - Observation of artificial satellites (photometry, astrometry, radiotelemetry receiving, etc.) - Observations of meteors (radioobservations of meteor trails echo, video-observations). - Observations of asteroid occultations (see wonderful english article about these phenomena: http://www.eclipsetours.com/paul-maley/occultations/) Also I like hiking, combining them with astronomical observations. Every year we organize Belarusian astronomy festival (8th at this year) -- http://www.baf2015.belastro.net/, for belarusian and foreign astronomy amateurs. About our club you can find information there (in russian): http://planetarium.by/club.php and http://www.planetarium.by/club_work.php The main web-place of belarusian amateur astronomy communication is forum: http://forum.belastro.net. Of course, we like visual observations, astronomical photo (see, for example, http://www.astronominsk.org/Planets/Planets_en.htm), and "expeditions" to search for dark places. If you are interested in such observations (satellites, meteors, asteroid occultations), or you want to cooperate with us - we will be very happy. |
Posted by: Future> 21 Jun 2015, 18:15 | ||||
It's a good idea but... as seems you guys have good equipment unlike me, what's cost too much or need good country infrastructure. I hope here is such amateurs and I'll try to find out. Who I know about it, havnt such good equipment, but there are few guy who making some observation what they can. you give us contact information, better facebook. Your forum is on russian language and i can read. so I'll register on. more information willntbe bad. 18 year experience is awsome, I think my teacher in university had less information in addition, we havnt astronomys faculty on bachelor dagree, only on magister. also bad insfrastructure just one good observation base in Abastumani, where is far from my city. so here is not good human resources for astronomical issues, its just my opinion, hope im wrong. __________________________ ისე მართლა, რატომ არ არის ცალკე განყოფილება ასტრონომია? რაღაც ძალიან მიგდებულია ამ ფორუმზე, სხვა ფორუმიც მგონი არ გვაქვს , ტიპებს პარამეცნიერებები აქვთ და ასტრონომია ბევრად დიდია და საინტერესო! |
Posted by: kanian_U 23 Jun 2015, 19:18 |
ასე გამოჩნდებოდა ანდრომედა დედამიწიდან, უფრო კაშკაშა რომ იყოს. |
Posted by: xornabujeli1000 24 Jun 2015, 03:48 |
ზაფხულის თვეებში გომბორის უღელტეხილზე კაი ხედებია ასტროფოტოგრაფიისთვის თუ გვიან ღამე არ გეზარება გარეთ გამოსვლა და ბნელი ადგილის ძებნა http://pix.ge/ |
Posted by: ლოგიკⒶ 24 Jun 2015, 04:34 | ||
ninc_lfc
როგორ შეიძლება იმის პროგნოზირება თუ როდის აღმოვაჩენთ იმას რაც არაა აღმოჩენილი? შეიძლება სიცოცხლე ძალიან იშვიათი მოვლენა იყოს და ვერც ვერაფერი აღმოვაჩინოთ კიდე კაი ხანი |
Posted by: ninc_lfc 24 Jun 2015, 13:15 | ||
ლოგიკⒶ
მეც მაგ აზრის ვარ და გამიკვირდა სტატიის დასაწყისშივე აღნიშვნა "high-ranking NASA scientists say". მართლა საკმაოდ მაღალი რანგის მეცნიერების განცხადებებია გამოქვეყნებული. რა საინტერესო სამუშაო აქვთ ისე. ერთ-ერთი განმცხადებელი დაახლოებით ჩემს ასაკში უკვე ვენერას გეოლოგიას იკვლევდა |
Posted by: არწივი9 25 Jun 2015, 22:09 |
მიზანი სულ ახლოვდება |
Posted by: ბეჟანბეჟანი 26 Jun 2015, 23:33 | ||
ეს რა არის, რა მიზანი ახლოვდება? |
Posted by: არწივი9 26 Jun 2015, 23:39 | ||||
https://en.wikipedia.org/wiki/New_Horizons უახლოვდება პლუტონს და ქარონს, 14 ივლისს ჩაუქროლებს მათ |
Posted by: tebulooo 27 Jun 2015, 21:53 |
მაინტერესებს სამყაროს დროს როგორ ზომავენ მეცნიერები? მაგალითად სამყარო შეიქმნა 14 მილიარდი წლის წინ, ან თუნდაც როცა ამბობენ სამყაროს შექმნიდან ამდენი და ამდენი წლის შემდეგ შეიქმნა ესა და ეს გალაქტიკა ან ვარსკვლავი. რა წელია ეს? ეს ხომ შეუძლებელია დედამიწისეული წელი იყოს, რადგან მზის სისტემის სხვადასხვა პლანეტებზეც კი განსხვავებული წლები და დღეების ხანგრძლივობა გვაქვს. ხოდა ამას ვერ ვიგებ რა საზომით ზომავენ ამ წლებს? |
Posted by: Tariel 27 Jun 2015, 22:14 |
tebulooo დედამიწისეული წლებია, სამყაროე შექმნის (დიდი აფეთქების) დროს რომ ყოფილიყო დედამიწა მაგდენი წელი გავიდოდა. |
Posted by: Blank 27 Jun 2015, 22:31 | ||
tebulooo
დედამიწისეული წლებით არის 14 მილიარდი სხვა პლანეტის წლებით სხვა იქნება |
Posted by: koba71786 28 Jun 2015, 00:39 |
Blank Tariel და როგორ ზომავენ მაგას რა მექანიზმებით? 100 პროცენტიანია? იქნებ 1 მილიონი წლისაა? |
Posted by: Blank 28 Jun 2015, 02:23 |
koba71786 13,73 +/- 0,12 მილიარდი 1 მილიონი წლის ვერ იქნება, რადგან მაშინ მასში არსებული სხეულები თვით სამყაროზე უფრო ძველი გამოდის. ვარსკვლავის სიცოცხლის ციკლისა და ვარსკვლავთა სფერული გროვების შესწავლს გზით დაადგინეს სამყაროს ასაკის ქვედა ზღვარი, რომელიც თუ არ ვცდები 11 მილიარდი გამოვიდა. დიდი აფეთქების შედეგად დარჩენილი თერმული გამოსხივების გაზომვით დაადგინეს (გარკვეული ცდომილებით რა თქმა უნდა) სამყაროს შემადგენლობა, სიმკვრივე და გაფართოების სიჩქარე. შემდეგ ამჟამინდელი სამყაროდან გადაახვიეს დიდ აფეთქებამდე. ანუ იანგარიშეს რამდენი დრო უნდა გასულიყო, რომ დიდი აფეთქების შემდეგ სამყარო ყოფილიყო ისეთი, როგორიც ახლა არის. ჰოდა ბოლო მონაცემებით გამოდის ზუსტად ეგ ციფრი |
Posted by: ლოგიკⒶ 28 Jun 2015, 03:39 |
tebulooo koba71786 გეტყვით რამოდენიმე ზოგად მეთოდს... ფიზიკურ დონეზე რაღაც ობიექტის წლოვანების დადგენა ხდება რადიომეტრული დათარიღებით (აქ უამრავი სხვადასხვა მეთოდია) კოსმოსს რაც შეეხება ჩვენ ვიცით სამყარო რა სიჩქარით ფართოვდება ასევე ვიცით რომ ეს ერთი წერტილიდან დაიწყო ხოდა უკან რომ გადავახვიოთ მივიღებთ 13.8 მილიარდ წელიწადს... ასევე არსებობს redshift ეს არის წამოსული სხივი რომელიც სამყაროს გაფართოების გამო გზაში გაიწელა და ჩვენამდე გაწელილი მოვიდა ვინაიდან ვიცით სივრცე რა სიჩქარით ფართოვდება და რამდენი დრო სჭირდება სხივის გაწელვას შესაძლებელია გამოვითვალოთ ეს სხივი რამდენი ხანი მოდიოდა ჩვენამდე... სხივებზე უფრო ადრეულ პერიოდებს რაც შეეხება მანდ სავარაუდოდ იქნება მათემატიკურ გამოთვლების და სიმულაციების ხარჯზე გამოყვანილი თარიღები თუმცა თავს ვერ დავდებ (არვიცი ზუსტად) ეს არის ზოგადი ინფორმაცია თუ გინდათ უფრო კონკრეტულად ავხსნი რედშიფტი ან რადიომეტრული დათარიღება რაარის და როგორ ხდება მისი გამოთვლა |
Posted by: Tariel 28 Jun 2015, 09:50 | ||
koba71786
დინოზავრები ცხოვრობდნენ 150 მილიონი წლის წინ. |
Posted by: koba71786 29 Jun 2015, 01:50 | ||||||
Blank ლოგიკⒶ მადლობა.გასაგებია თუმცა ეს კი ვიციტ რო ესე იყო?
იქნებ სულაც არ მომხდარა ეს დიდი აფეთქება ან ერთი წერტილიდან არ დაწყებულა სამყარო? Tariel
|
Posted by: Blank 29 Jun 2015, 11:33 |
koba71786 დიდი აფეთქების მოდელი არის სამყაროდ წარმოშობის მეცნიერულად ყველაზე გამართული მოდელი, რომელიც ამჟამად არსებულ ყველა თეორიას ავსებს, ხსნის და ამყარებს ყველა კოსმიურ ფენომენსა და მტკიცებულებას. ორი ძირითადი მადასტურებელი მაინც წითელი ძვრა ანუ ე.წ. რედშიფტი და კოსმიური მიკროტალღური ფონია, რომებზეც ზემოთ დაიწერა. |
Posted by: ლოგიკⒶ 29 Jun 2015, 23:47 | ||
koba71786
რა მოხდა მაშინ? რითი აიხსნება ეს ყველა ფენომენი რასაც ვაკვირდებით? თავიდან როდესაც გამოითქვა დიდი აფეთქების ჰიპოთეზა ამ დროს გამოთვალეს და გაკეთდა პროგნოზები თუ დიდი აფეთქება მართლა მოხდა მაშინ მომავალში უნდა აღმოვაჩინოთ A B C ფენომენი და იცი რა მოხდა? ყველა პროგნოზი გამართლდა 1) ფონური მიკროტალღური გამოსხივება დადასტურდა... ეს გამოსხივება ზოგადად იმას ნიშნავს რომ წინათ არ არსებობდნენ არც ვარსკვლავები არც პლანეტები და მხოლოდ ატომები იყო მიმოფანტული მთელ კოსმოსში რომელიც შემდგომ გრავიტაციის მეშვეობით შეეჯგუფდნენ და შეიქმნა პირველი ვარსკვლავები თუ გალაქტიკები... თავის მხრივ ამაზე მეტყველებს კიდევ სხვა მტკიცებულებებიც მაგალითად როგორიცაა ჩვენ სამყაროში სხვადასხვა ელემენტების რაოდენობის შეფარდება ერთი მეორესთან ან გინდაც პირველ გალაქტიკებზე დაკვირვება და სხვა მრავალი 2) ფონური გამოსხივების ტემპერატურა ზუსტად დაემთხვა პროგნოზირებად დიაპაზონს 3) "კოსმიურ ინფლაციასაც" ვხედავთ 4) სამყარო ფართოვდება ეხლა ვფიქრობ როგორი შეიძლება იყოს დიდი აფეთქების ალტერნატიული თეორია? დღევანდელი რელობიდან გამომდინარე ეგ თეორია ვერ იარსებებს ასეთი თეორიისთვის საჭირო იქნება დამატებითი ფიზიკის კანონების გამოგონება (რომელ კანონებსაც დღეს ვერ ვაკვირდებით) ხოდა გამოვა რომ გვაქ 2 თეორია პირველი სადაც პროგნოზები მართლდება და არსებობს ბევრი მტკიცებულებები ხოლო მეორე თეორია რომელიც მოითხოვს მრავალ ჰიპოთეტიურ ფიზიკის კანონებს რომლის არანაირი მტკიცებულებაც არარსებობს... რომელი უფრო სავარაუდო გგონია? |
Posted by: Tariel 30 Jun 2015, 00:18 |
ერთი რამე მაინტერესებს, რატომ 13.7 მილიარდი წელი? უფრო ადრე რატომ არ მოხდა დიდი აფეთქება? |
Posted by: ლოგიკⒶ 30 Jun 2015, 00:24 |
Tariel დიდი აფეთქება არ იწყება ჩვენგან ანუ არასწორია იმის თქმა უფრო ადრე რატომ არ მოხდა აფეთქებაო შენ შეგიძლია იკითხო ადამიანი რატომ გაჩნდა 13.7 მილიარდი წლის მერე დიდი აფეთქებიდან და უფრო გვიან რატომ არ გავჩნდით პ.ს. დიდ აფეთქებამდე დრო არ არსებობდა... დრო შეიქმნა აფეთქების მომენტში ამიტომ ვერ იტყვი რომ მანამდე დიდი ხანი არაფერი ხდებოდა და მერე მოხდა (დრო უბრალოდ არარსებობდა) ადამიანის ტვინისთვის რთულია ამის გააზრება განსაკუთრებით ბევრი თუ არ გიფიქრია ასეთ კონცეფციაზე და ახალია ეს აზრი შენთვის მაშინ ვერ გაიაზრებ უდროობა როგორ შეიძლება იყოს |
Posted by: Tariel 30 Jun 2015, 00:37 | ||
ლოგიკⒶ დრო არ არსებობდა, შესაბამისად არაფერი არ იცვლებოდა.
უფრო ლოგიკური იქნება ალბათ_ დროის შექმნის მომენტში მოხდა დიდი აფეთქება, რადგან თუ დრო არ არსებობდა არ მოხდებოდა რაიმეს ცვლილება და აფეთქებაც არ მოხდებოდა შესაბამისად. |
Posted by: ლოგიკⒶ 30 Jun 2015, 00:47 | ||
Tariel
დრო და სივრცე არის ერთი ანუ დროის გარეშე სივრცე არ არასებობს და პირიქით სივრცის გარეშე დრო შესაბამისად როდესაც ჩნდება დრო ეს იმას ნიშნავს რომ გაჩნდა სივრცეც ანუ ეს ორი რამ თუ გაჩნდა ესეიგი აფეთქებაც მოხდა საერთოდ აფეთქება ნიშნავს რომ გაჩნდა დრო სივრცე და ენერგია შესაბამისად ვერ იტყვი რომ აფეთქებამდე რაღაც გაჩნდაო იმიტომ რომ ეს რაღაცა თვითონ აფეთქებაა |
Posted by: Tariel 30 Jun 2015, 01:03 | ||
ლოგიკⒶ
ხოდა აი რამ განაპირობა დრო სივრცის გაჩენა, რატომ გაჩნდა, რაღაცა ხომ მოხდა? და კიდევ, თუ სივრცე არ არსებობდა, რა იყო ამ ადგილზე, სადაც პლანეტები და გალაქტიკები მოძრაობენ დღეს? |
Posted by: Lemarc 30 Jun 2015, 01:06 | ||
ლოგიკⒶ
რაღაცა წინაპირობა ხომ უნდა ჰქონოდა მაგ კვანტურ ფლუქტუაციებს საიდანაც მივიღეთ მატერია და ენერგია? არაფრიდან უცებ რაღაცა ნაწილაკი გაჩნდეს,მიიღოს უსასრულოდ დიდი სიმკვრივე და ტემპერატურა და მისი კოსმიური ინფლაციის შემდეგ ამხელა გრანდიოზულ სივრცედ გარდაიქმნას წარმოუდგენელია და გაუგებარია. ენერგიის მუდმივობის კანონთანაც წინააღმდეგობაში მოდის. |
Posted by: ლოგიკⒶ 30 Jun 2015, 01:39 | ||
Lemarc Tariel რატომ აფეთქდა უცნობია
ამის შესახებ რაც მაქ ნანახი ასტროფიზიკოსები ამბობენ რომ ჩვენ სამყაროს ნულოვანი ენერგია გააჩნიაო ანუ არსაიდან შეიძლება გაჩენილიყო... ზუსტად ვერ გეტყვი ეს რას ნიშნავს არ ჩავძიებივარ ამ საკითხს შეიძლება ვინმე აქაურმა გვიპასუხოს კონკრეტულად... და ზოგადად მერე მეც ვაპირებ რომ გავარკვიო ნულოვანი ენერგია რას ნიშნავს |
Posted by: Blank 30 Jun 2015, 06:59 |
ნაწილაკი საიდან გაჩნდა, რა პროცესები უძღვოდა წინ აფეთქებას, რატომ აფეთქდა და ა.შ. ამ კითხვებზე პასუხი არასოდეს გვექნება რადგან მეცნიერება ეყრდნობა ფაქტებს და მტკიცებულებებს, აფეთქებამდელის შესახებ კი ასეთი რამ არ არსებობს. ამიტომ ამბობენ რომ აფეთქებამდე იყო არაფერი. არც დრო, არც სივრცე, და შესაბამისად არც რამე მოვლენა ან ფიზიკის კანონი. რაც იმას ნიშნავს, რომ არც ენერგიის კონსერვაციის კანონი დარღვეულა რადგან ასეთი კანონი უბრალოდ არ არსებობდა (ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ვგულისხმობ კანონს მისი ბუნებრივი ფორმით და არა ადამიანის მიერ აღმოჩენილ-გაწერილს). აფეთქებამდე კიდეც რომ ყოფილიყო რამე, მისი გაზომვისა და დამტკიცების შეუძლებლობის გამო, ყველაფერი ვარაუდის დონეზე დარჩება. |
Posted by: არწივი9 1 Jul 2015, 00:56 |
პლუტონი და ქარონი 29 ივნისს გადაღებული სურათის მიხედვით, მანძილი - 18,2 მილიონი კილომეტრი http://pluto.jhuapl.edu/soc/Pluto-Encounter/data/pluto/level2/lor/jpeg/029786/lor_0297860108_0x630_sci_1.jpg |
Posted by: არწივი9 1 Jul 2015, 01:01 |
პლუტონის ბრუნვის ანიმაცია: * * * როგორ ჩაუქროლებს New Horizons პლუტონს: |
Posted by: არწივი9 2 Jul 2015, 21:52 |
Posted by: Blank 3 Jul 2015, 00:54 |
ჩვენი ციცქნა კითხვა: სტელარიუმი მაკზე ვისაც გაქვთ, სულ ასე პრობლემებით მუშაობს? ფაქტიურად ვეღარ ვიყენებ. ერთი ეგ მაქვს ღრუბლიან ამინდში დასამშვიდებლად და ეგეც ვერ ჩამირთავს |
Posted by: Kvirila 3 Jul 2015, 04:13 | ||
ჰანს კლოსი გამახსენდა |
Posted by: არწივი9 3 Jul 2015, 19:39 |
http://whereispluto.info/en |
Posted by: არწივი9 4 Jul 2015, 22:30 |
Posted by: არწივი9 4 Jul 2015, 22:34 |
Posted by: არწივი9 8 Jul 2015, 19:18 |
პლუტონის რუკა: |
Posted by: არწივი9 8 Jul 2015, 22:17 |
პლუტონი 8 მილიონ კილომეტრ მანძილზე: |
Posted by: ქაფქიანა 9 Jul 2015, 11:08 |
არწივი9 საინტერესოა. ერთი ნახევარსფერო ასეთი დაბალი ალბედოთი? ნუთუ რამე სითხეა? |
Posted by: ლოგიკⒶ 9 Jul 2015, 11:44 |
აი საინტერესო სურათებია კილომეტრების და დღეების მიხედვით http://www.abc.net.au/news/2015-07-09/pluto-comes-into-focus/6566818 |
Posted by: execution 9 Jul 2015, 13:45 |
ლოგიკⒶ მაგ ლინკში იყო 2007 წელს გადაღებული სურათი , იუპიტერს და იოს რომ ჩაუფრინა ხოდა იოზე ის ლურჯი რა არის? |
Posted by: Kvirila 10 Jul 2015, 08:31 | ||
იოს უპიტერის გრავიტაცია ატერორებს, მოქმედი ვულკანებით არის სავსე. http://photojournal.jpl.nasa.gov/catalog/PIA01081 |
Posted by: არწივი9 10 Jul 2015, 23:05 |
ქარონის ბრუნვა: |
Posted by: execution 10 Jul 2015, 23:49 | ||
ლამაზია, გოგირდს და გოგირდის ორჟანგს აფრქვევსო |
Posted by: Merab_Arakhamia 12 Jul 2015, 23:47 |
ეს ერთი თვე იქნება დაახლოებით (შეიძლება ბევრად მეტიც,ზუსტად ვერ ვიტყვი) , დასავლეთის ცაზე ზან კაშკაშებს რაღაც...დავიჯერო ვენერაა? ადრე არ იყო მსგავსი რამ... რა არის იქნებ მითხრათ. |
Posted by: kanian_U 12 Jul 2015, 23:54 |
Merab_Arakhamia არქტურუსია. ,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,, |
Posted by: Merab_Arakhamia 13 Jul 2015, 00:02 | ||
kanian_U
მართლა? მადლობა არ ვიცოდი . ნაღდად იცი რომ ეგ არის? რასთან არის დაკავშირებული მისი ნათების მატება? ცოტა მივგუგლ-მოვგუგლე...ყველაზე კაშკაშა ვარსკვავებში მეოთხე ადგილზე ყოფილა... მეჩვენება პირველზე ხომ არაა თქო? |
Posted by: kanian_U 13 Jul 2015, 00:29 |
ეს გადმოწერე http://www.stellarium.org/ იმ ქალაქზე დააყენე სადაც ცხოვრობ და ყველა ვარსკვლავს, პლანეტას ნისლეულს და ასე შემდეგ განახებს ისე როგორც შენი საცხოვრებლიდან ჩანს. ახლა რომ ჩავრთე, დასავლეთით ყველაზე კაშკაშა არქტურუსია და რავიცი. |
Posted by: the undertaker 13 Jul 2015, 01:16 |
Merab_Arakhamia შენ რასაც უუურებ ეგ ვენერაა.არქტურუსს ვენერასთან შედარებით ნაკლები სიკაშკაშე აქვს.ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი სირიუსია. |
Posted by: აკაცია 13 Jul 2015, 14:55 |
სსაინტერესო პოსტები გაქვთ მეგობრებო, მგონი არ მოვიწყენ ფორუმზე |
Posted by: Merab_Arakhamia 14 Jul 2015, 00:33 | ||||
kanian_U
კარგი გადმოვწერ...ვნახო აბა ჩვენი ცა the undertaker
მეც ვფიქრობდი რომ ვენერა იყო,მაგრამ ასე ზააან კაშკაშა რატომაა თქო ბოლო ხანები? არ მგონია მეჩვენებოდეს... |
Posted by: Blank 14 Jul 2015, 01:35 |
Merab_Arakhamia გააჩნია რა დროს ნახე. თუ ადრე საღამოს, მაშინ ვენერა იქნებოდა. თან ასეთი კაშკაშა, ალბათ ვენერა. ვენერა და იუპიტერი ტელეფონის ბანძ კამერაშიც კაშკაშებენ ამასწინათ საყვარლად მისკუპული ჰყავდა იუპიტერიც და ძალიან ლამაზი იყო. |
Posted by: ლოგიკⒶ 14 Jul 2015, 12:44 |
Merab_Arakhamia ანდროიდის ტელეფონი თუ გაქ ეს პროგრამა გადმოწერე და პირდაპირ ტელეფონის მონიტორით ნახავ სად რომელი პლანეტაა... მთავარია სენსორები მწყობრში იყოს თორე შეიძლება არასწორად გაჩვენოს https://play.google.com/store/apps/details?id=com.google.android.stardroid&hl=en (ჯიპიესიც უნდა ჩართო რომ დაადგინოს შენი ადგილმდებარეობა ან ხელით მიუთითო ქალაქი) |
Posted by: არწივი9 14 Jul 2015, 13:34 | ||
ასე დაბალ ტემპერატურაზე ან თხევადი წყალბადი იქნება თხევად მდგომარეობაში ან თხევადი ჰელიუმი |
Posted by: არწივი9 14 Jul 2015, 13:43 |
პლუტონის და ქარონის ზომები დედამიწასთან შედარებით: |
Posted by: Future> 14 Jul 2015, 15:05 |
40 წუთში ჩავალთ, მაგრამ შემდეგში აშკარად აგრძელებს მოგზაურობას... მეგონა მის ორბიტაზე კვლევისთვის იყო გაგზავნილი |
Posted by: michael_ 14 Jul 2015, 17:40 |
Future> ისე სწრაფად მიქრის რომ ვერ დაატორმუზებდა |
Posted by: არწივი9 14 Jul 2015, 18:46 | ||
Future>
საამისოდ ძალიან ბევრი საწვავი იქნებოდა საჭირო |
Posted by: არწივი9 14 Jul 2015, 18:53 |
პლუტონის ახალი სურათი: |
Posted by: ბეჟანბეჟანი 14 Jul 2015, 23:20 | ||
არწივი9
ფერები (თეთრიდან ყავისფერამდე) რას აჩვენებს? |
Posted by: the undertaker 14 Jul 2015, 23:54 | ||
Merab_Arakhamia
როდის არ იყო ვენერა კაშკაშა რო?ვენერა სულ ეგეთი კაშკაშაა. |
Posted by: Future> 15 Jul 2015, 01:42 |
michael_ არწივი9 ხო მაგრამ იმედი მქონდა, კვლევითვის ჩაეორბიტებოდა, მაგრამ აშკარად ბევრი უნდა საწვავი. და ისე გააგრძელა იგივე სისწრაფით აშკარად და ეყოფა ეგ სიჩქარე მზის სისტემას რომ გაცდეს? არამგონია ახლ სავავს ხარჯავდეს და წესით ხომ უნდა იკლბდეს მისი სიჩქარე გრავიტაციის გამო ნუ 14 კმ წმ სწრაფია კოსმოსშიც კი მაგრამ თვით დედამიწა უფრო სწრაფად მოძრაობს |
Posted by: Tariel 15 Jul 2015, 10:32 | ||
ბეჟანბეჟანი
ეგ ფერები ბუნებრივია, ანუ როგორც რეალურად ჩანს ისეა გადაღებული. |
Posted by: არწივი9 15 Jul 2015, 11:23 | ||||
ბეჟანბეჟანი
კარგად ვერ გავიგე რა მკითხე Future>
კი რათქმაუნდა |
Posted by: Southwind 15 Jul 2015, 12:00 | ||
არწივი9
რა საწვავს იყენებს ისე ამისთანას 9 წელი რო ეყო და კიდე რამდენი წელი უნდა იფრინოს, ერთი ზაპრავკით ? |
Posted by: აკაცია 15 Jul 2015, 12:26 | ||
ეს მეც მინტერესებს და კიდე ერთი ჩაინიკური კითხვა კარგად ამიხსნის ვინმე პლანეტებს მრგვალი ფორმა რატომ ააქვთ? რომ ბრუნავენ მაგიტომ? |
Posted by: ninc_lfc 15 Jul 2015, 12:52 |
--- |
Posted by: არწივი9 15 Jul 2015, 12:58 | ||
Southwind
რა საწვავი ერთხელ მიანიჭა რაკეტამ საჭირო სისწრაფე და ეგაა (ნუ ზოგ შემთხვევაში გრავიტაციული მანევრებითაც ზრდიან სისწრაფეს).............მზის გრავიტაციის გამო ამ ხომალდის სისწრაფე კი შემცირდება ნელ-ნელა მაგრამ ფრენას მაინც გააგრძელებს |
Posted by: Future> 15 Jul 2015, 13:12 |
აკაცია ოპტიმალურია მასისთვის მრგვლი ფორმის ქონა, ბალანსდება რადგან ყველა ნაწილაკს ცენტრისკენული მიზიდულობა აქვს. არაპროფესიონალური პასუხი ახლა ვიკიზე ვკითხულობ, ახალმა ჰორიზონტმა არა მარტო პლუტონი არამედ იუპის და სხვა სხეულების კარგი სურათები მოგვაწოდა. მისი ახლანდელი კურსი ჩვენი გალაქტიკის ცენტრისკენაა. მას გააჩნია თბოელექტრული გენერატორი რომლის ძალა ყოველ 4 წელსი 5% ით იკლებს. ამის გარდა საწვავი გააჩნია 77 კილოგრამი, ჰიდრაზინი რომელსაც მხოლოდ მიმართულების კორექტირებისთვის იყენებს (ახლა განახევრდებოდა ეს საწვავი სავარაუდოთ ) დანარჩენი როგორც ვთქვი ის არ იყენებს საწვავს ასაჩქარბლად, მან მიიღო თავდაპირველი სიჩქარე დედამიწიდან აფრენისას დაახელობეით 15კმ წმ რაც საკმარისი იყო მზის სისტემას მოშორებოდა, ხოლო ეს ჰიდრაზინის ძრავები მიმართულებას აძევდა. სიჩქარე კი ვაკუუმში მაინც დაიკლებს ოდნავ, მაგრამ როგორც მითხრეს მზის სისტემას გაცდება, რადგან მიმართულებას თვითონ აძლევს. მისი გენერატორი ერთ ათ წელში ასვარაუდოთ ორჯერ ნაკლებ ენერგიას გამოიმუშავებს, მაგრამ ეყოფა სურათების გადასაღებად :დ მოკლედ რამოდენიმე მილიონი წელი რომ გაძლოს იქნებ ჩავიდეთ საგიტარიუს ალფამდე |
Posted by: michael_ 15 Jul 2015, 13:53 | ||
Southwind აკაცია საწვავი გჭირდება მხოლოდ ხომალდისთვის საწყისი სიჩქარის მისანიჭებლად და შემდეგ მცირე მანევრირებისთვის. საწვავის 99% იხარჯება იმისთვის რომ დედამიწის მიზიდულობა დაძლიოს და ორბიტაზე გავიდეს. აკაცია
პლანეტები სფერული ფორმისაა იმიტომ რომ გრავიტაცია ობიექტის ცენტრიდან თანაბრად მოქმედებს სამი განზომილებით. მაგალითისთვის რომ აიღო და დედამიწაზე უზარმაზარი მთა დადგა, (ევერესტზე ბევრად დიდი) წონის გამო ის დაიშლება. სწორედ ამიტომ დიდ სხეულებს ვერ ექნება მკვეთრად არაწესიერი ფორმა, ნებისმიერი დიდი ამოზნექილი ნაწილი ზედაპირზე განეფინება. ასტეროიდებს აქვთ არაწესიერი ფორმები, სწორედ იმიტომ რომ მათი გრავიტაცია მცირეა. პლანეტები საკმარისად დიდია (მძლავრი გრავიტაცია აქვთ) იმისთვის რომ სფერული იყვნენ. |
Posted by: აკაცია 15 Jul 2015, 14:20 |
michael_ შენ გაიხარე მე მეგონა რო ბრუნავენ მაგის გამო იყო გრავიტაციაც ლოგიკურია ისე ეატომ ვერ მომაფიქრდა |
Posted by: asphurcela 15 Jul 2015, 15:27 |
პლანეტების სიმრგვალის მიზეზი, ძირითადად მათი ადრეული ცხოვრების წიაღში იძებნება. როდესაც პლანეტა ყალიბდება, ის ძირითადად გავარვარებული მასაა თხევად მდგომარეობაში. ის ჩამოყალიბების გზაზე იერთებს სხვადასხვა კოსმოსურ ნარჩენებსაც. ბოლოს, ცივდება და მკვრივდება მისი ზედაპირი. სანამ სულ სითხეა, მისივე გრავიტაციის გავლენით იკავებს ბირთვის ფორმას (სფერო ბირთვის ზედაპირს ჰქვია). რადგან თუ სისტემაზე მხოლოდ ამ სისტემის გრავიტაცია მოქმედებს (უფრო დიდი დოზით, ვიდრე ახლომდებარე ვარსკვლავი) მაშინ სისტემა იღებს სფეროს ფორმას. მაგალითად წყლის წვეთი კოსმოსში (ხომალდებში). სითხე ვერ ინარჩუნებს ფორმას, დენადია და ემორჩილება მასზე მოქმედ ძალებს. ეს ძალები კი ცენტრისკენულია. შემდეგ, მთებს, მთაგრეხილებს, კლდეებს და ასეთ ოღროჩოღრო ამოზნექილობებს ვულკანები ტოვებენ. ამოიფრქვევა და ცივდება. შედეგად იღებს მუწუკის ფორმას |
Posted by: Blank 15 Jul 2015, 15:55 |
რა მაინტერესებს, ვოიჯერებს რომ არ გაუსწრებს გასაგებია, მაგრამ ვარსკვლავთშორის სივრცეში გავა? მისიაში ჯერჯერობით არ უწერია, მაგრამ ეგრე ვოიჯერებიც სატურნს არ უნდა გასცდენოდნენ. |
Posted by: michael_ 15 Jul 2015, 16:53 |
Blank გავა ახალი ჰორიზონტების კითხვა პასუხში როგორც წავიკითხე, საკმარისი სიჩქარე აქვს 49 000 კმ საათში |
Posted by: Blank 15 Jul 2015, 21:00 | ||
michael_
კარგია თუმცა აქტიური რამდენად იქნება თუ პიონერებივით ესეც უნდა გაითიშოს? |
Posted by: michael_ 15 Jul 2015, 23:50 |
Blank დაახლოებით 2035-მდე იმუშავებს ბატარიაო ასე რომ იმედაი სხვა ობიექტებსაც გადაიღებს. |
Posted by: nforumi 16 Jul 2015, 00:01 | ||
asphurcela
მანდ უფრო მნიშვნელოვანი დედამიწის ქანების მოძრაობა უნდა იყოს, რაც ზოგჯერ საერთოდ არ არის დაკავშირებული ვულკანთან. |
Posted by: ბეჟანბეჟანი 16 Jul 2015, 00:15 | ||||||
არწივი9
Tariel
ე.ი. პლუტონის ზედაპირული ქანები არაერთგვაროვანია. საინტერესოა რატომ. michael_
აი, ეგეთი ბატარეა მინდა ტელეფონში |
Posted by: Future> 16 Jul 2015, 00:57 |
ბატარეა არა, უფრო გენერატორია |
Posted by: ქაფქიანა 16 Jul 2015, 09:26 | ||
Future>
ეუფ. გალაქტიკის ცენტრს ვინ ჩივის, ოორტამდე მაინც მიაღწიოს... |
Posted by: Blank 16 Jul 2015, 09:56 | ||
ქაფქიანა
მანამდე ალბათ გაითიშება. ვოიჯერზე უფრო დაბალი სიჩქარე აქვს და ორტამდე არ მისულა ჯერ ვოიჯერი |
Posted by: asphurcela 16 Jul 2015, 10:17 | ||
nforumi
ხო, რათქმაუნდა. დიდი ქანების მოძრაობები წარმოქმნიან დიდ მთათა სისტემებს. მაგრამ ამ დიდი ქანების მოძრაობას ხომ ისევ გეოთერმული ძალები იწვევენ? ისე თუ დაკვირვებიხარ, სადმე გზა როა გაჭრილი კლდეში, მთიან რეგიონებში, როგორაა "ჩალაგებული" კლდის შრეები, გაბრტყელებული ქვები. ფენოვანი ხაჭაპურის ფენებივით. ანუ შეგიძლია თვალნათლივ დაინახო საიდან იპრესებოდა ქანები და საით იყო ძალები მიმართული. სანამ ჯერ კიდევ ბოლომდე იქნებოდა გაცივებული, მანამდეა მიპრესილი. ქვემოდან ზემოთ კი არაა, არამედ თითქმის ჰორიზონტალურად მოქმედებდა ძალები და სიპი ქვები თითქმის ვერტიკალურად დგანან. ქაფქიანა გეოგრაფი ხარ ხო, თუ სწორად მახსოვს? თქვენი "რეზიდენცია" თსუ II კორპუსში აღარაა და სად წახვედით? |
Posted by: ქაფქიანა 16 Jul 2015, 10:30 |
asphurcela უი აღარაა? მე ილიაუნელი ვარ... არც ვიცოდი თუ თსუ-ს გეოგრაფები მეორე კორპუსში აღარ იყვნენ. ვკითხავ აბა... Blank მითუმეტეს. გალაქტიკის ცენტრს ეხუმრებით? ერთი კიდევ სამი-ოთხი საუკუნე გვინდა, იქამდე რომ გავქაჩოთ... |
Posted by: Blank 16 Jul 2015, 10:45 |
ქაფქიანა არ მახსოვდა და ახლა გადავამოწმე. ვოიჯერს 300 წელი დასჭირდება ორტამდე მისაღწევად და 30 000 წელი - მის გასავლელად. 40 000 წელი დასჭირდება, რომ 17,6 სინათლის წლით დაშორებულ ვარსკვლავს ჩაუაროს და გალაქტიკის ცენტრამდე კიდევ 100 000 სინათლის წელიწადია. მოკლედ, ჩვენი მზის სისტემის ობიექტს მივაღწიეთ და თავი მაგრები გვგონია. |
Posted by: nforumi 16 Jul 2015, 10:50 | ||||
asphurcela
ვფიქრობ ასეა, მაგრამ ეს ხომ ვულკანი არაა მაინც...
მე მეგონა მზის სისტემას გაცდენილი იყო უკვე ვოიაჯერი... სადაა ეხლა ? |
Posted by: Blank 16 Jul 2015, 11:04 |
nforumi გასცდა. ვოიჯერ 1 ვარსკვლავთშორის სივრცეშია უკვე |
Posted by: michael_ 16 Jul 2015, 11:19 |
nforumi გააჩნია მზის სისტემის საზღვრებს როგორ განვსაზღვრავთ თუ მივიჩნევთ რომ მზის სისტემა მთავრდება ჰელიოსფეროსთან ერთად მაშინ გაცდა თუ ოორტის ღრუბელს ან მზის გრავიტაციდან მთლიანად თავის დაღწევის მანძილს ჩავთვლით მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი დარჩა ვოიაჯერს |
Posted by: ქაფქიანა 16 Jul 2015, 11:23 |
Blank ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ორტი არა, ოორტი. |
Posted by: nforumi 16 Jul 2015, 11:25 |
Blank michael_ მადლობა პასუხებისთვის. რა მანძილზე მზიდან, რა სიჩქარით მიფრინავს და რამდენი უნდა ქონდეს ობიექტს მაგ ადგილზე სიჩქარე რომ მზის მიზიდულობა დასძლიოს სრულად? |
Posted by: ქაფქიანა 16 Jul 2015, 11:35 |
nforumi 100 000 ა.ე.-ზეა მზიდან. (1. ა.ე. [ასტრონომიული ერთეული]=150 000 000 მლნ. კმ. [მანძილი მზიდან დედამიწამდე]). დანარჩენებს იტყვიან აქ მცოდნე ხალხი... |
Posted by: Blank 16 Jul 2015, 11:41 | ||
ქაფქიანა
რაც არის. ქართულად სახელები არ ვიცი თითქმის არაფრის და ვიკის ქართულ ვერსიას ვამოწმებ ხოლმე როცა მჭირდება. Oort cloud წერია როგორც ორტის ღრუბელი Kuiper belt როგორც კოიპერის სარტყელი |
Posted by: ქაფქიანა 16 Jul 2015, 11:57 |
Blank ჰოდა არის ოორტი და არა ორტი. კი არ გატყუებ. დამიჯერე ეგრეა. ის კაცი გვარად ოორტი იყო, ვინც ეგ აღმოაჩინა... |
Posted by: Blank 16 Jul 2015, 12:12 |
ქაფქიანა არც მიკადრებია, რომ იტყუები. ნამდვილად არ გადამიმოწმებია გვარის წარმოთქმა. როგორც ვიკიში ვნახე, ისე დავწერე. თან ინგლისურადაც ზოგჯერ ორტს ამბობენ, სავარაუდოდ იქაც შეცდომით, რადგან ჰოლანდიელი იყო, რაც არც ვიცოდი. |
Posted by: nforumi 16 Jul 2015, 12:24 | ||
ქაფქიანა
ეს დაახლოებით 1.5 სინათლის წელია ? კარგა შორს ყოფილა უკვე... უახლოესი ვარკსვლავი 4 სინათლის წლითაა დაშორებული, ასე რომ მგონი შეიძლება ჩაითვალის მზის სისტემიდან გასულად. ოორტი რა მანძილზეა მზიდან ? ვიკიპედიაში წერი 0.8 სინათლის წელი. |
Posted by: ქაფქიანა 16 Jul 2015, 12:32 |
nforumi უი არა, ეგ ოორტის ღრუბელია მანდ, თორემ ნიუ ჰორაიზონსი პლუტონთანაა ჯერ... |
Posted by: nforumi 16 Jul 2015, 13:35 | ||
ქაფქიანა
არა, აქ მე ვოიაჯერს ვგულისხმობდი. 2012 წლის 25 აგვისტოს „ვოიაჯერ 1“ ადამიანის მიერ შექმნილი პირველი მოწყობილობა გახდა, რომელიც მზის სისტემას გასცდა. რობოტები აღჭურვილნი არიან მრავალი სამეცნიერო ინსრუმენტით, ფოტო და რადიო დანადგარებით, ინფრაწითელი და ულტრაიისფერი სპექტომეტრებით და სხვა მრავალი მოწყობილობით. „ვოიაჯერების“ მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი ინფორმაციით ბევრი ახალი აღმოჩენა მოხდა და ნათელი მოეფინა ბევრ კითხვას. ამერიკულმა კოსმოსურმა აპარატმა “Voyager-2“, რომელიც გაშვებულ იქნა 1977 წლის 20 აგვისტოს, 2007 წლის ავისტოში მიაღწია მზის სისტემის საზღვარს და სამუდამოდ დატოვა მზის სისტემა. თუმცა ვერ ვნახე ამ ხომალდებთან კავშირის საქმე როგორაა, მოდის კიდე სიგნალი? რა პერიოდუობით? |
Posted by: michael_ 16 Jul 2015, 14:34 |
კავშირი ვიცი რომ აქვთ კიდევ ორივე ვოიაჯერთან თუმცა დეტალები არ ვიცი, მე მგონი იშვიათად "ცოცხალი ვარ" სიგნალებს იღებენ ან რაიმე გაზომვების, როგორიც არის დამუხტული ნაწილაკების ინტესივობა და ა.შ. რომელიღაც დოკუმენტურ ფილში იყო ვოიაჯერებზე, სათაური არ მახსოვს. თუ ვნახე დავლინკავ |
Posted by: Blank 16 Jul 2015, 14:40 |
nforumi ორივესთან არის კავშირი, თუმცა ენერგიის დასაზოგად გამორთულია ყველაფერი, რისი გამორთვაც შეიძლება. სიგნალი მაინც ძალიან სუსტი მოდის. სავარაუდოდ კიდევ ერთი 10 წელი გაქაჩავს და გაწყდება კავშირი. |
Posted by: goga27 16 Jul 2015, 15:33 | ||
და რა აზრი აქვს მაგის კავშირს თუნდაც 10 ან 20 წელი კიდე გააქაჩინონ ბატარეებს ძილის რეჟიმით მიანც ვარსკლავთსორის სივრცეში არის და შემდეგ ობიექტამდე მისაღწევად არც ბატარეა გვეყოფა და არც ჩვენ ვიქნებით ))) |
Posted by: asphurcela 16 Jul 2015, 16:21 | ||||
ქაფქიანა
გაირკვა, ისევ ამავე კორპუსში არიან, მხოლოდ სხვა ადგილას.
ოკ. 2-3 დღის წინ ინგლისური ენის მცოდნე გეოგრაფს ეძებდნენ, დიპლომის სათაურის შესამოწმებლად. დაეწვა ერთ პატივსაცემ პიროვნებას და ახლიდან უბეჭდავდნენ. |
Posted by: michael_ 16 Jul 2015, 16:59 |
goga27 სხვა გაზომვებს ჩაატარებს, მაგალითად ვარსკვლავთშორისო სივრცეში მოძრავი ნაწილაკების, ან კოსმოსური სხივების და ა.შ. |
Posted by: Blank 16 Jul 2015, 17:04 | ||
ეს რა დამიწერია 100,000 სინათლის წელიწადია სულ ჩვენი გალაქტიკის დიამეტრი goga27 არც არანაირი. 300 წელიო ოორტამდე და 300 წელიწადში იმედია რამე უკეთესი გვექნება გაშვებული. ისე მის მესიჯზე რას ფიქრობთ, იპოვის და წაიკითხავს ვინმე სანამ განადგურებულა? * * * michael_ შეძლებს მაგდენს? |
Posted by: Tariel 16 Jul 2015, 17:51 |
ვოიაჯერების და მისი მიმდევრების ადგილი დედამიწაზე, მუზეუმშია, იმედი მაქვს ოდესღაც ადამიანი უკან დააბრუნებს. |
Posted by: ქაფქიანა 16 Jul 2015, 17:55 |
asphurcela ინგლისურენოვან გეოგრაფს თუ კიდევ დასძებნიან, გამოუშვი რა... მაგის მეტი რა ვიცი... |
Posted by: asphurcela 16 Jul 2015, 18:24 |
ქაფქიანა ამჟამად სათაური იყო სათარგმნი, თან ისე, ფულის გარეშე და რათ გინდა ეგეთები. ოკ თუ რამეა მეცოდინება. მგონი გიპოვე FB ზე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული... |
Posted by: ქაფქიანა 16 Jul 2015, 20:13 | ||
asphurcela
პმ. |
Posted by: goga27 16 Jul 2015, 20:55 | ||||
არმგონია რომ მესიჯი ვინმესთან მივიდეს მანამდე განადგურდება ეგ აპარატი რომელიმე სხეული შეეჯახება ან რამე მოუვა ჩემი აზრით დღეს ჩვენ მიუხედავად იმისა რომ ადამიანის შექმნილია აპარატი ახერხებს მილიარდობით კილომეტრის დაფარვას და მზის სისტემასაც კი გასცდა მიანც ძალინა ძალიან დაბალ დონეზე ვართ ჩვენი დღევანდელი და ათწლეულების შრომა მხოლოდ და მხოლოდ ყოფნის ჩვენი მზრის სისტემის კვლევას რაც თითქმის შევისწავლეთ ყველა პლანეტაზე იყო თითქმის ჩვენს მიერ შექმნილი აპარატები მაგრამ ჩვენი მზის სისტემა ტრლიონჯერ და უფრო მეტჯერ პატარაა ამხელა სივრცეში ჩვენ გვინდა გარღვევა გვჭირდბეა ისეთი აპარატი რომელიც სინათლის სისწრაფით იმოძრავებს ესეც არ იქნება საკმარისი დიდ მანძილებზე მაგრამ თუ ჩვენ მივაღწევთ ისეთ ტექნოლოგიებს რომ ჩვენმა აპარატებმა სინათლსი სისწრაფით იმოძრაონ მაშინ როგორც ჩვენ მზის სისტემა შევისწავლეთ შეგვიძლია ირმის ნახტომის შესწავლაზეც ვიფიქროთ რათქმაუნდა რთული იქნება რადგან ირმის ნახტომი ძაან დიდია ჩვენთვის სხვა გალაქტიკებამდე მიღწევაზე საერთოდ არ მაქ საუბარი ალბათ მაგისთვის რაღაც არნახული და წარმოუდგენელი ტექნოლოგია გვინდა რომ მივაღწიოთ მაგრამ მე მიანც მგონია რომ სინათლის სისწრაფე არარის ლიმიტი და არსებობს რაღაც რაც აძლევს საშვალებას რომ გალაკტიკიდან გალაქტიკამდე მილიარდობით წელი არ დაჭირდეს აპარატს ან რაიმე სხეულს მაგრამ მაგის აღმოჩენამდე ძან ბევრი გვიკლია |
Posted by: asphurcela 16 Jul 2015, 21:30 |
goga27 სასვენმა ნიშნებმა რა დაგიშავეს? |
Posted by: goga27 16 Jul 2015, 21:40 | ||
სასვენ ნიშნებთან ცუდი ურთიერთობა მაქ |
Posted by: Blank 16 Jul 2015, 22:17 |
goga27 ადრე ვკითხულობდი ნანოზონდებზე რაღაცას. ანუ აქედან სინათლის სიჩქარესთან მიახლოებული სიჩქარით დიდი რაოდენობით ნანო ზონდების მტვერს "მივაყრით" ვარსკვლავებს. ეს ალბათ ყველაზე "რეალური" საშუალება იქნებოდა უახლოეს მომავალში. |
Posted by: goga27 16 Jul 2015, 23:26 | ||
შეგიძლია დალინკო მერე თუ ნახე მაგ სიახლეზე რამე ისე სხვა საშველი არ გვაქვს სინათლის სიჩქარის განვითარებაზე თუ არ ვიფიქრეთ ეს მინიმუმ რომ წინ წავიწიოთ გალაკტიკის და ზოგადად სამყაროს კვლევაში თორე ის სიჩქარეები რაც დღეს გვაქვს მზის სისტემის გარდა ვერაფერს შევისწავლით თან ისიც რამდენი ათწლეულები ჭირდება ჯერ მარტო ვოიაჯერ 1 ს რამდენი წელი დაჭირდა 19 მილიარდი კილომეტრის დასაფარად |
Posted by: nforumi 16 Jul 2015, 23:33 | ||
goga27
თითქმის ? |
Posted by: Blank 16 Jul 2015, 23:58 |
goga27 ის ლინკი არაა, რაც ვნახე, მაგრამ მაინც http://www.nbcnews.com/id/31665236/ns/technology_and_science-innovation/#.VagH-nicO9Y ეს ვიკიში რაც ვიპოვე https://en.wikipedia.org/wiki/Starseed_launcher https://en.wikipedia.org/wiki/Interstellar_travel#Nanoprobes ეს მგონი სხვა რამეა საერთოდ, მაგრამ იგივე დანიშნულებით შეიძლება გამოყენება |
Posted by: michael_ 17 Jul 2015, 01:50 | ||||
ჯერ კიდევ ბევრი საიდუმლოა
შანსი მცირეა მაგრამ მაინც არის მილიარდობით და ტრილიონობით წელი იძლევა იმედს რომ იქნებ ის ოქროს დისკი მაინც იპოვონ ოდესმე როგორც არქეოლოგიური არტეფაქტი |
Posted by: nforumi 17 Jul 2015, 09:59 | ||
michael_
ჯერ კიდევ ბევრი კი არა ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ვიცით მე მგონი. თვით დედამიწაც კი არ არის შესწავლილი საკმარისად კარგად. |
Posted by: goga27 17 Jul 2015, 13:50 | ||
მადლობა ლინკისთვის ჩაუჯდები აბა იქნებ რამე გუაგო )) ხო რაც შეეხება წინა პოსტებს მემგონზე რა გაგიკვირდათ მზის სისტემა ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობია და ბევრი რამე არ ვიცით გეთახმები დედამიწაც კი არარის მთლაიანდ შესწავლილი მზის სისტემას თავი როდავანებოთ )))) რაც შეეხება ოქროს ფირფიტას მე მიანც იმის შანსი რომ ვინმე იპოვის და გაშიფრავს ძაან მცირეა არ მგონია მაგ აპარატმა უცხო ცივილიზაციამდე მიაღწიოს თუ არსებობს სადმე ახლო მახლო ეგ ცივილიზაცია სავარაუდოდ ირმის ნახტომში თუ არის მარა არამგონა |
Posted by: Blank 17 Jul 2015, 15:37 | ||
რას ამბობ, ასეულობით მილიარდი ვარსკვლავებიდან როგორ შეიძლება ერთ-ერთის ირგვლივ მაინც არ ტრიალებდეს სიცოცხლისთვის ხელსაყრელი პირობების მქონე პლანეტა. მე ვფიქრობ, რომ ირმის ნახტომში არის, თუმცა სანამ მიაღწევს, რამეს შეეჯახება ფირფიტა და განადგურდება. ცდად ყველა ვარიანტში ღირდა აი ჩვენ რომ ვიპოვოთ მსგავსი ფირფიტა, რა მოხდება ხომ წარმოგიდგენიათ რაღაც დასკვნებს კი გამოვიტანთ ალბათ, მაგრამ იმ ცივილიზაციის მოძებნას და დაკავშირებას ვერ მოვახერხებთ, იქნება ზღვიდან გამორიყულ ბოთლში ნაპოვნი წერილივით. საინტერესოა, რამდენი რელიგია განადგურდება და რამდენი მოახერხებს "ახსნის" მოძებნას.. |
Posted by: asphurcela 17 Jul 2015, 15:47 | ||
არცერთიც არ განადგურდება და იცი რატომ? არ ჩადის მათ გონებამდე მეცნიერული სიახლე. ფბ ზე უნდა ნახო რა ხდება, ვიღაცა ფეინტში ჩაჯღაბნის რაღაცას და დიდება უფალოს ათასობით კომნტარი აქვს. ბოლოს ვნახე, ნასას მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჯვარი გინდ ხის იყოს გინდ რკინის ელექტრონებს იღებს ვერტიკალური მიმართულებით კოსმოსიდან და ჰორიზონტალურად გააფრქვევსო და მადლი ეფინება დედამიწასო. (მადლი ელექტრონებით) ამას ქონდა ათასობით "დიდება უფალს" კომენტარი. რაზე უნდა ესაუბრო ამ ხალხს? უცხოპლანეტელების მესიჯი მივიღეთო? გეტყვიან მაი ბიძია ეშმაკი იქნება და შეეშვითო. აზრი არ აქვს, ძაან შორს არიან. |
Posted by: Blank 17 Jul 2015, 15:56 |
asphurcela ეგ ხოო, ფბ-ზე შესვლის მერე სიცოცხლე არ მინდება ხოლმე. მაგრამ სხვა თუ არაფერი, კრეაციონიზმს ხომ გამოეცლება საფუძველი. შერჩევითი რწმენა ხომ არ იქნება, ჰო შესაქმის ნაწილი არაა მართალი, მაგრამ დანარჩენს წყალი არ გაუვაო? |
Posted by: არწივი9 17 Jul 2015, 16:00 | ||||
Blank
სიცოცხლე მაინცდამაინც არ ნიშნავს გონიერ ცივილიზაციას, მით უმეტეს ტექნიკურად განვითარებულს
და რამეს გავუგებთ რო მანდ წაწერილ ტექსტს ან ნიშნებს? |
Posted by: goga27 17 Jul 2015, 16:10 | ||||
ნუ არა გამორიცხული რომ ირმის ნახტომშიც იყოს სიცოცლე შეიძლება არც იყოს და სხვა რომელიმე გალაკტიკაში იყოს ჩვენ მეზობლად რავიცი ამას ვერ ვიტყვით თუმცა იმის ნახტომი როგორც ვიცი ერთ ერთი უძველესი გალაკტიკაა და სრულიად შეიძლება თუ დედამიწაზე არის სიცოცლე ირმის ნახტომშიც იყოს |
Posted by: Blank 17 Jul 2015, 16:13 | ||||||
არწივი9
ვიცი. მაგრამ სიცოცხლის ხელსაყრელობა აუცილებელი პირობაა ცივილიზაციის არსებობისთვის. და მაინც, საკმაოდ ბევრი პლანეტაა და არის დიდი ალბათობა, რომ იყოს ცივილიზაცია, იმჰო.
თვითონ ფაქტი უფრო მნიშვნელოვანი იქნება, ვიდრე მესიჯი. ჩვენ მისამართი დავწერეთ მეცნიერულ ენაზე. მათაც თუ მსგავსი მესიჯის გაგზავნა მოახერხეს, მოფიქრებული ექნებათ საშუალება, ასე ვთქვათ "საერთო ენა" რომელზეც იქნება მესიჯი. რაღაცას მაინც გავიგებთ, თეორიები გვექნება. მოკლედ, კარგა დიდი ხნის სამუშაო/თავშესაქცევი გვექნება. goga27
სამწუხაროდ, ირმის ნახტომშია თუ სხვა გალაქტიკაში, ჩვენთვის ჯერჯერობით მაინც თანაბრად მიუწვდომელია. |
Posted by: goga27 17 Jul 2015, 16:23 | ||||
ნუ ხო ეხლა ფბ-ზე რაც ხდება ბუნებრივია რელიგის გავლენა ადამიანებზე ძალიან დიდია ადრე გეცოდინება რომ მზის დაბნელება და სხვა უამრავი ბუნებრივი მოვლენა კავშირში იყო ღმერთებთან და მათთან ასოცირდებოდა მაგრამ მეცნიერება რო განვითარდა გავიგეთ რომ სინამდვილეში ღმერთი და ღმერთები არანაირ კავშირში არ იყვნენ ამასთან ასეა დღესაც შეიძლება ბევრ მოვლენას ღმერთს უკავშირებენ მაგრამ გავა ათწლეულები ასწლეულები და ბევრ რამეს გაეცემა პასუხი არ არის საჭირო ასეთი რადიკალიზმი რომ ყველაერი შექმნა ღმერთმა და ყველაფერი რაც ხდება მისსი ნებით ხდება. მიუხედავად ამ ყველაფრისა მე მაინც სასტიკად არ ვეთახმები იმ მოსაზრებას რომ დიდი აფეთქება და სამყაროს დაბადება არაფრისგან მოხდა მიმაჩნია რომ ამ აფეთქების უკან რაღც ან ვიღაც არსებობს შეიძლება ამას ვუწოდოთ ღმერთი შეიძლება ვუწოდოთ შემოქმედი რაც გინდათ არაქ მნიშვნელობა უბრალოდ მე იმის მჯერა რომ ვიღაცამ ან რაღაცამ შექმნა ეს სამყარო. ასევე ობიექტურად მიმაჩნია იმის განხილვაც რომ ჩვენი სამაყარო კომპიუტერული სიმულაციაა რატომაც არა? |
Posted by: Blank 17 Jul 2015, 16:36 | ||
goga27
მაგრამ ეს მოსაზრებები დაუსაბუთებელი და გარკვეულწილად გადაუმოწმებადია. ერთხანს სიმების თეორიით ვიყავი გატაცებული და პარალელური სამყაროებით. მაგრამ სანამ არ იქნება დასაბუთებული, მოსაზრებებად და რწმენად დარჩება. |
Posted by: asphurcela 17 Jul 2015, 17:22 | ||||
ამას აქვს ერთი ახსნა, რომლის არსის ჩამოსაყალიბებლად მე არ ვარ კომპეტენტური, უფროსწორად დეტალებში არ ჩამიხედავს. მაგრამ მუშურ გლეხური ენით ეს ასეა: +1 + (-1) = 0 ანუ 0 = +1 + (-1) სადაც +1 ენერგიაა, ხოლო -1 "ანტიენერგია" მოგეხსენებათ რომ აინშტაინის ფორმულა აკავშირებს მასას და ენერგიას. ანუ მასა პრინციპში ეს ენერგიაა. ეხლა. დიდი აფეთქების დროს გაჩნდა კოლოსალური ენერგია. მაშასადამე უნდა გაჩენილიყო "ანტიენერგიაც". სად არის ის და სად წავიდა? არსად არ წასულა, ის აქვეა, ჩვენს ირგვლივ და მას დღეს სივრცეს ვუწოდებთ - ამბობს სავარძელს მიჯაჭვული ჰოკინგი. სწორ მინდორზე რომ გორაკი ააშენოთ, მიწას საიდან მოიტანთ? უნდა ამოთხაროთ სხვაგან და ერთგან დააგროვოთ. ანუ, გორაკი ენერგიაა, გაჩენილი ორმო "ანტიენერგია" ანუ სივრცე-ო. განაცხადა იგავარაკის ენით პატივცემულმა. ცხადია აქ ბევრი კითხვა ჩნდება. ეხლა რატომ არ ხდება მსგავსი რამ? ან როგორაა სივრცე ანტი ენერგია? რატომ არ განულდება სივრცე ენერგიასთან ურთიერთქმედებით? პასუხი: ხდება ეხლაც. მიკროსამყაროს დონეზე იბადება და ქრება უამრავი წყვილი ნაწილაკებისა. ჩნდებიან და ქრებიან... დეტალები იხილეთო მგონი ქრომოდინამიკაში. მოკლედ მთლად სისულელე არ უნდა იყოს მსი ნათქვამი, მიუხედავად რამდენჯერმე წაგებული სანაძლეოსი
რა პროცესორი უძლებს ასეთ სირთულეს? მე არ მიმაჩნია ეს სერიოზულ მოსაზრებად. ანუ ვიღაცის ავატარები ვართ ჩვენ ყველანი - ესე გამოდის. რავი აბა რა გითხრათ, არ მიფიქრია მაგ საკითხზე სერიოზულად. ალაგ ალაგ შეიძლება ფიქრი, ავტობუსით მგზავრობისას შორ მანძილზე |
Posted by: goga27 17 Jul 2015, 17:24 | ||||
სიმართლე გითხრა არ მჯერა სიმების თეორის და პარალელური სამყაროების ))) ამ მხრივ რაიმე წინსვლა არის? მე რაღაც არ მსმენია რომ რამე წინსვლა იყოს ამ თეორიაზე |
Posted by: koba71786 17 Jul 2015, 18:01 | ||
asphurcela
რელიგიაშიც არიან ფანატები და ყველას მასე ნუ მიაწერ, მე მაგალითად მწამს ღმერთის არსებობის და მჯერა მეცნიერების აღმოჩენების და ასე შმედგე არაფერი წინააღმდეგობაში არ მოვდივარ მეცნიერებასთან თუ ღმერთი მწამს. მატერიალურ სამყაროს იკვლევს მეცნიერება,რატომ უნდა მქონდეს წინააღმდეგობა მასთან? ანდა პირიქით მეცნიერებას რელიგიასთან? ყველა რელიგია,ყველა წარმოდგენა ღმერთზე, არ იგულისხმება |
Posted by: Blank 17 Jul 2015, 18:06 | ||||
goga27
არანაირი. მაგრამ საფიქრალად საინტერესოა, ისევ და ისევ
|
Posted by: David27 17 Jul 2015, 20:05 | ||
ნამდვილად საინტერესო თეორიაა. არც ისე რთული წარმოსადგენია, როგორი იქნება ჩვენს მიერ შექმნილი ვირტუალური სამყარო მომავალში, რამდენად მძლავრი კომპიუტერები მოახდენენ რენდერს უზუსტესი ფიზიკით და ზე-გარჩევადობით, თან ხელოვნური ინტელექტიც შექმნის პროცესშია უკვე... იქნებ შორეულ მომავალში მათაც დაიწყონ თავიანთ პიქსელებში ''ჰიგსის ბოზონის'' ძებნა )) |
Posted by: nforumi 17 Jul 2015, 21:01 | ||
goga27
გამორიცხული არაა კი არა, ნამდვილად არის ირმის ნახტომში სიცოცხლე. |
Posted by: ლოგიკⒶ 17 Jul 2015, 22:48 | ||||
asphurcela
ხელოვნური ინტელექტის შექმნა საკმაოდ რეალური პერსპექტივაა თუ შეიქმან ასეთი ინტელექტი მაშინ მას ირგვლივ სამყაროსაც დაუპროგრამებ დავუშვათ სიმს-28 თამაში გამოვიდა ხელოვნური ინტელექტით... ხო იქნება ეგ ესე ვთქვათ სხვა განზომილება და სხვა სამყარო? რატომაა გამორიცხული რომ ანალოგიურ სამყაროში ვიყოთ ჩვეენც? გინდაც ჩვენ რომ ვერ შევქმნათ ასეთი სამყარო ეგ არაფერსაც არ ნიშნავს და არ ეწინააღმდეგება იმ აზრს რომ სხვამ შექმნა nforumi
|
Posted by: michael_ 18 Jul 2015, 01:40 | ||
nforumi
საიდან ინფორმაცია? მე ვფიქრობ დიდი შანსია იყოს, მაგრამ სანამ არ გვაქვს მონაცემები ვერ ვიტყვით. ბუნებას სიურპრიზები უყვარს. |
Posted by: goga27 18 Jul 2015, 02:11 | ||||||||||
სწორი ხარ არ მესმის რატომ გამორიცხავენ მე პირადად ძალიან ვემხრობი იმ მოსაზრებას რომ დიდი აფეთქება და ზოაგდად სამყარო არის კომპიუტერული სიმულაცია გავა რამოდენიმე ათწლეულები შეიძლება ასწლეულებიც მარა უფრო ალბათ ათწლეულები და ადამიანები შექმნიან ხელოვნურ ინტელექტს. დღეს მეცნიერები თავიანთ ლაბორატორიებში არსებულ დიდ მძლავრ კომპიუტერულ სისტმეებში აწყობენ სამყაროს მოდელრიებას ასევე ადამიანები ქმნიან სიმს 4 სიმსითის და სხვა უამრავ მსგავს სიმულატორებს და როცა ჩვენ ასეთ დაბალ დონეზე ვართ და ამდენს ვახერხებთ რატომ გამოვრიცხავთ რომ ჩვენ შექმნილი ვართ და ვცხოვრობთ კომპიუტერულ სიმულაციაში რაც შეეხება ირმის ნახტომში არსებულ სიცოცხლეს არავინ არ იცის ეს არის თუ არ არის მიუხედავად ირმის ნახტომის დიდი მაშტაბებისა მზის სისტემასთან ირმის ნახტომი სამყაროსთან შედარებით უმცირესია ზომებით ამიტომ შეიძლება ირმის ნახტომშიც იყოს შეიძლება მეზობელ გალაკტიკაში ან სულაც რამოდნეიმე სინათლსი წელიწადით დაშორებულ გალაკტიკაში ჯერ ეგ არ ვიცით * * *
თუ ოდესმე გაირკვევა რომ ჩვენ მართლაც კომპიუტერული სიმულაციაში ვართ ძალიან საინტერესო იქნება ამავდროუალდ ჩვენც ვქმნით კომპიუტერულ სიმულაციას თავის ხელოვნური ინტელექტით რომელცი არცთუისე შორეულ მომავალში მოხდება ათწლეულები გვინდა და მივაღწევთ ალბათ მაგ შედეგს მაგრამ წარმოიდგინე რომ ჩვენ რომელიც კომპიუტერულ სიმულაციაშივცხოვრობთ ვქმნით ასევე კომპიუტერულ სიმულაციას სადაც არსებები ვითარდებიან და შეიძლება მათაც შექმნან მსგავსი სამყაროს სიმულაცია და ასე შემდეგ ხო თუ ჩვენი სამყარო კომპიუტერული სიმულაციააა ჩვენ ისე კი არ უნდა გავიდოთ რო დგას იქ რაგაც დატა ცენტრში მილიონობით სერვერები თAვის ი7 თუ რაღაც პროცესორებით და რამებით და რადგან იქ სულ სხვა ტექნოლოგია იქნება ან რავიცი რაღაც სხვა რაც საშვალებას იძლევა სამყარო იყოს იმ სახით და განვითარდეს გაფართოვდეს როგორც ეხლა არის |
Posted by: nforumi 18 Jul 2015, 08:55 | ||
michael_
100%-იანი ინფორმაცია მაქვს |
Posted by: asphurcela 18 Jul 2015, 09:49 | ||||||
მეც 100% იანი ინფო მაქვს, რომ ირმის ნახტომში არის სიცოცხლე ნფორუმი ჰაიჰარალედ არაფერს წერს. (ჯო აბა ჩვენ სად ვცხოვრობთ? წეროს ნახტომში?) * * *
ამაშია საქმე. რასაც აქ წერთ, ეგ არ არის კომპიუტერული სიმულაცია. კომპიუტერს რას ეძახიტ თქვენ არ ვიცი, მაგრამ მე ელექტრონული გამომთვლელი მანქანა მგონია, სადაც მკაცრად განსაზღვრული ალგორითმით სრულდება გარკვეული ბრძანებები. ეხლა, დავუშვათ, რომ ჩვენ ვართ რაღაც დიდი სიმულაციის ნაწილი. ამ შემთხვევაში ერთერთი ლოგიკური ვარიანტი (თუ ერთადერთი არა) იქნებოდა ავატარის ვარიანტი. ანუ არსებობს ვირტუალური სამყარო, თავისივე ვირტუალური კანონებით და მასში მცხოვრები ბიოლოგიური არსებებით. ჩვენ ადამიანები ვართ "ვიღაც ზე არსებების" ავატარები. ვიბადებით, ვთამაშობთ და ვკვდებით - ვუბრუნდებით იმ სამყაროს საიდანაც შემოვედით. რელიგიაც დაახლოებით მაგას ამბობს. მხოლოდ სხვანაირი ენით. რადგან წინა საუკუნეებში რო დაეწერათ ავატარები ვართ და სიმულაციურ სამყაროში ვცხოვრობთო, შენ ხო არ გააფრინეო ეტყოდნენ ცეცხლთაყვანისმცემლები. მეცნიერული თვალსაზრისით ეს არასერიოზული ჰიპოთეზაა, მაგრამ გამორიცხვით არავინ არაფერს გამორიცხავს. მეცნიერებას არ ჭირდება ამ ჰიპოტეზის გამორიცხვა, ეს მისმა ავტორმა უნდა დაამტკიცოს, რომ ეს ასეა. ჰიპოტეზის მტიცების გარეშე არსებობას დიდი ხანი სიცოცხლე არ უწერია, მანამ სამან რამე წესიერი ხელჩასაჭიდი არ იქნება. ნებისმიერ ჰიპოთეზას აქვს არსებობის უფლება, კონსტიტუციის მე-X-ე მუხლის, მე-Yე პარაგრაფით ეხლა, თუ სამყარო სიმულაციაა, რა საჭირო იყო მილიარდობით წლით დაშორებული გალაქტიკა, რისთვის არსებობს ის თუ ჩვენთან პირდაპირი კავშირი არ აქვს? უფრო მახვილგონივრული იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენ, დედამიწელები, ერთი დიდი პროექტის მონაწილენი ვართ, რომელსაც ჩვენზე მეტად განვითარებული არსებები ატარებენ, ან სხვა გალაქტიკიდან, ან ჩვენივე გალაქტიკიდან. მაგრამ პროქტი ისეა დაყენებული, რომ ისინი უხეშად არ ერევიან ჩვენს საქმეში. შეუძლიათ, მაგრამ არ ერევიან. აკვირდებიან სადამდე წავა ჩვენი ამბიციები, როგორია სოციალური მოწყობის საუკეთესო ვარიანტი, რომელთანაც ადამიანი თვითონ უნდა მივიდეს. გავიარეთ პერიოდები, კაციჭამიობიდან - კოსმოსამდე. მთელი ეს საუკუნეები ერთმანეთის დაჭმის მეტს არაფერს ვაკეთებდით. ეხლაც ეგრეა, უბრალოდ ქვა შეცვალა შუბმა და მახვილმა, მერე თოფმა, მერე ბომბმა, ეხლა პოლიტიკამ. ბრბოს თუ მოშივდა - საოცრებები მოხდება. ირთვება ჯუნგლის კანონი - ძლიერი ჭამს სუსტს. ბრბოს არ უნდა მოშივდეს. ეს იციან ზემოთ მდგომებმაც. მოკლედ ჰოპოტეზები მაქვს ტონა 3 ლარად nforumi PM ნახე, პლიიიზ. |
Posted by: David27 18 Jul 2015, 10:36 | ||||
რა თქმა უნდა, იმ ''მანქანების'' ჩვენს ელექტრონულ კომპიუტერებთან შედარებაც კი არ შეიძელბა...
ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ ნებისმიერი ცივილიზაცია თავისი განვითარების პერიოდში შექმნის ახალ(ხელოვნურ), თავისთან მიმსგავსებულ სიცოცლხის ფორმას, როგორც ჩვენს შემთხვევაში ხდება რობოტების და მომავალში მათი ბევრად დახვეწილი ანალოგების სახით, ეს შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც ჯაჭვი -∞ დან +∞ მდე. სავსებით შესაძლებელია ეს ყველაფერი ხდებოდეს ე.წ. ''კომპიუტერულ სიმულაციაში'' |
Posted by: michael_ 18 Jul 2015, 11:01 | ||||
nforumi
გვითხარი მერე კაციობრიობის ყველაზე დიდი საიდუმლო გცოდნია
გამორცხვით ეგრე ვერაფერს გამორიცხავ მაგრამ ეს ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფილოსოფიური დაშვებებია, სადაც უთვალავი ვარიანტი შეიძლება მოვიგონოთ, და ვერც ერთი გამოვრიცხოთ |
Posted by: asphurcela 18 Jul 2015, 11:09 | ||
დედამიწა, შე კაი კაცო. ჩვენ აბა რის ნახტომში ვცხოვრობთ? ხო დავწერე ზემოთაც. |
Posted by: michael_ 18 Jul 2015, 11:11 |
asphurcela ეგ როგორ გამომრჩა მე ვიფიქრე nforumi-ს კონტაქტი აქვს და გვეტყვის მეთქი |
Posted by: Blank 18 Jul 2015, 11:12 | ||||
ანუ როგორც გავიგე, გულისხმობთ სიმულაციას, სადაც სიმსისგან განსხვავებით "შემოქმედი", გნებავთ "მოთამაშე" არ ერევა? თუ ასეა მაშინ, კარგი თავშესაქცევი აზრია... გარკვეულწილად ბიოლოგიურ დეტერმინიზმთანაც მოდის შესაბამისობაში... ანუ შემოქმედმა შექმნა მხოლოდ თამაშის საფუძველი, პრიმიტიული ფორმების დონეზე და მერე ნებაზე მიუშვა ყველაფერი, რომ ენახა როგორ განვითარდებოდა მოვლენები და როდის დაიწყებდა სიმულაცია საკუთარი თავის შეცნობას. თუ ერევა "შემოქმედი", მაშინ ნაკლებ საინტერესო ხდება ყველაფერი. აზრი ეკარგება სამყაროს შესწავლას, წინსვლა-პროგრესს, რადგან მაინც ყველაფერი ისე იქნება, როგორც შემოქმედი გადაწყვეტს. ეს იგივეა, რასაც ნებისმიერი რელიგია ქადაგებს.
+1 და მაინც, პარალელური სამყაროები უფრო თავშესაქცევი და საინტერესო საფიქრალია, ჩემთვის პირადად.
მართალია ეს კაცი, რას ერჩით ვერ ვხვდები |
Posted by: ლოგიკⒶ 18 Jul 2015, 14:01 |
goga27 თან ნახე ეხლა რაშია საქმე მეთექვსმეტე საუკუნეში ხალხს წვავდნენ ჯადოქრობისთვის ხო? რამდენი წელია რაც მეცნიერული მეთოდი დამკვიდრდა და რეალურად სამყაროს შესწავლა დაიწყო კაცობრიობამ? მაქსიმუმ 300 წელი ხო? ხოდა სიცოცხლე არსებობს 3.8 მილიარდი წელი წარმოიდგინე სამასი წელი რა პატარა დროა ეს საერთოდ არაფერია... პრაქტიკულად ყოველ დღე რაღაც სფეროში ახალი აღმოჩენა ხდება და მუდმივად ვითარდება კაცობრიობა და ამ ყველაფრის ფონზე როგორი უგუნური უნდა იყოს ადამიანი რომ თქვას ჩვენ უკვე ყველაფერი ვიცითო და სიმულაციაში არ ვცხოვრობთო დავუშვათ რომ კაცობრიობამ ვერ შექმნა ხელოვნური ინტელექტი ამის მიუხედავად ჩვენ დღეს გვაქვს 100%-იანი თეორიული შანსი რომ ადამიანის ყველა მოლეკულა ჩავწეროთ პროგრამულ ემულაციაში ანუ მარტივად რომ ვთქვა ამ რეალობაში არსებული სიცოცხლე გადავაკოპიროთ პროგრამაში სადაც იგივენაირად წავა პროცესები უბრალოდ სხვა "განზომილებაში" იქნება... დაჟე შეიძლება მხოლოდ განაყოფიერებული კვერცხუჯრედის გადაკოპირება და შემდეგ მაქედან ადამიანის გაზრდა... რეალურად ამის გაკეთება შეუძლებელია იმიტომ რომ კომპიუტერული სიმძლავრეები არ გვყოფნის ძალიან მცირე ქიმიური რეაქციების ემულაციას რამდენიმე თვე სჭირდება... ამ პრობლემის გადაჭრა არის კვანტური კომპიუტერები რომლის გამოჩენის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება რთული ქიმიური პროცესების ემულაცია ისე რომ ლაბორატორიაში აღარ იქნება საჭირო ექსპერიმენტების ჩატარება პირდაპირ კომპიუტერში რამდენსაც გინდა იმდენ ექსპერიმენტს ჩაატარებ თან უფრო სანდო იქნება კომპიუტერული შედეგები იმიტომ რომ მანდ გამორიცხულია ის ხარვეზები რაც რეალური ექსპერიმენტის დროს შეიძლება მოხდეს (რათქმაუნდა პროგრამას რამე ბაგები თუ არააქვს) |
Posted by: kanian_U 18 Jul 2015, 15:37 |
უცხოპლანეტელების თვალით დანახული ადამიანი » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: nforumi 19 Jul 2015, 01:22 | ||
michael_
|
Posted by: the undertaker 20 Jul 2015, 10:53 |
კომეტა გამოჩენილა დასავლეთით მზის ჩასვლის შემდეგ.ბინოკლით კარგად ჩანს.Comet C/2014 Q1 (PanSTARRS) |
Posted by: asphurcela 20 Jul 2015, 11:37 | ||
დიდება უფალს. ვინმე წმინდანი დაიბადებოდა ცაგარეიშვილმა იცის? (ჯერ ნუ ეტყვით) |
Posted by: Tariel 20 Jul 2015, 15:26 |
asphurcela ნამდვილი სასწაულია, დავუჩოქოთ |
Posted by: the undertaker 20 Jul 2015, 15:41 |
მეგონა დაგაინტერესებდათ თქვენ კი საღადაოდ აიგდეთ :\ |
Posted by: Tariel 20 Jul 2015, 16:42 | ||
the undertaker
საინტერესოა მართლა |
Posted by: asphurcela 20 Jul 2015, 18:20 | ||
შენს საწყენად ნამდვილად არ დამიწერია მაგრამ FB ზე იციან ხოლმე მსგავს სურათებზე მაგის მიწერა ისე, იუმორის პონტში დავწერე, თორე ეგ ინფო ნამდვილად საყურადღებოა ასტრონომიის თვალსაზრისით. აგერ ერთერთი მაგალითი. მართალი კომეტა არაა, მარა არც ნაკლებია: https://www.facebook.com/pages/%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%91%E1%83%93%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%90/823347214425143?fref=nf |
Posted by: Blank 21 Jul 2015, 09:36 |
asphurcela ლუკა მეტრეველი და ეს კომეტა შეუიარაღებელი თვალით ჩანს? |
Posted by: the undertaker 21 Jul 2015, 11:18 |
Blank ქალაქგარეთ თუ გახვალ კი.გუშინ დავინახე,ძალიან ცუდად ჩანს თბილისიდან.ბინოკლით ვუყურებდი 30x80 |
Posted by: kataxxl 21 Jul 2015, 23:47 |
მოდერი და პატრონი არ ყავს ამ თემას???? |
Posted by: michael_ 23 Jul 2015, 22:28 |
კეპლერ 452b დედამიწის ბიძაშვილი ამჟამად ყველაზე მეტად დედამიწის მსგავსი პლანეტა, გარემოექცევა მზის მაგვარ ვარსკვლავს, სიცოცხლისთვის ხელსაყრელ ზონაში, ვარსკვლავიდან დაშორება მხოლოდ 5%-ით მეტია დედამიწა მზის მანძილზე. პლანეტა დედამიწაზე 1.6-ჯერ დიდია http://www.nasa.gov/press-release/nasa-kepler-mission-discovers-bigger-older-cousin-to-earth |
Posted by: Tariel 23 Jul 2015, 23:04 |
არის რაიმე შანსი, რომ გავიგოთ არის თუ არა მასზე სიცოცხლის ნიშნები ან კვალი ან რამე ეგეთი? |
Posted by: michael_ 23 Jul 2015, 23:32 |
Tariel მომავალში უფრო ზუსტი დაკვირვებებს და ხელსაწყოებს თუ გამოვიყენებთ არის შანსი. რადიო სკანირება, ატმოსფეროს სპექტრული ანალიზი და ა.შ. თუ 100%-ით ვერა, დიდი ალბათობით ალბათ შეიძლება ჩემი აზრით კონკრეტულად ამ შემთხვევაში საქმეს ართულებს ის რომ ეს პლანეტა საკმაოდ შორსაა. 1400 სინათლის წელი. |
Posted by: Tariel 24 Jul 2015, 00:40 |
როდის შეძლებს ადამიანი სხვა მზის სისტემის პლანეტის სურათის გადაღებას ნეტა (კარგი ხარისხის), ან კიდე წარმოიდგინეთ სხვა პლანეტაზე, რომ ჩვენნაირები აღმოვაჩინოთ, ექნებათ დენი, ინტერნეტი ან რამე ეგრეთი? |
Posted by: DibidiDabada 24 Jul 2015, 00:48 |
რა კარგი თემაა, ფიქსირრ -------------------- |
Posted by: goga27 24 Jul 2015, 01:39 |
გვჭირდება უფრო მძლავრი ტელესკოპები ვიდრე დღეს გაგვაჩნია რადგან ჩვენ არ შეგვიძლია ვიმოძრაოთ სინათლის სისწრაფით და რომც შეგვეძლოს მაინც არა საკმარისი იმიტომ რომ 1400 წელი ადამიანი ვერ ძლებს დედამიწაზე რომ არაფერი ვთქვათ კოსმოსში ერთადერთი რაც გვრჩება ესტელესკოპების განვითარებაა და ისევ მზის სისტემიდან ყურებაა ))) დავუშვათ რომ ჩვენი მზის სისტემიდან 1400 ან თუნდაც 300-400 და მეტი სინათლის წლით დაშორებულ პლანეტაზე არის სიცოცხლე ჩვენ მიანც ხო ვერ მივაღწევთ მანდ აზრი? ალბათ სიგნალს გაუშვებენ და იმ იმედად ვიქნებით რომ ისინი გვიპასუხბენ ან უკეთეს შემთხვევაში მოგვინახულებენ ))) |
Posted by: CENTURIONI 24 Jul 2015, 07:42 |
მაგ პლანეტაზე ვკითხულობი გუშინ რომ დედამიწაზე მილიარდ ნახევარი წლით დიია და შეიძლება უკვე გარდაცვალების ასაკში იყო ანუ სითბური გაზების დაგროვების პერიოდი იყოს დამდდგარი და ა.შ. თან ძალიან შორს არიწ დეამიწიდან ა რამენა მოხდება ზუსტი ინფოს მოპოვება ამ პლანეტის შესახებ საინეტერსოა. 1400 სინათლის წლით თუა ჩვენგან დდაშორებული სულ რომ რადიო სიგნალები უგზავნო სანამ პასუხი მოვა კაცმა არ იცის რა იქნება ან ქ ან აქ, თუ რა თქმა უნდა იქ განვითარებული სიცოცხლის მაგავრი რამე არსებობს. |
Posted by: asphurcela 24 Jul 2015, 08:49 | ||||
რას ემდური თემას? გადასარევი თემაა.
რაჭველები უკვე ჩასულან - პურს აცხობენ. ნასას ტელესკოპი რო შეუნიშნავთ მათკენ მიმართული - ამათ ხო ყველგან მოგვაგნესო რა.. ცოტა სერიოზულად: ძალიან შორსაა. 1400 სინათლის წლით არის დაშორებული. ანუ... რომც შეგეძლოს სინათლის სიჩქარით გაფრენა, 1400 წელიწადი უნდა რაკეტას იქ ჩასვლამდე. მეორენაირად: ვინმემ რომ რადიოსიგნალი გამოგზავნოს ეხლა, 1400 წლის მერე მოვა ჩვენამდე. ისე, ვთქვათ სიცოცხლე განვითარდა იქაც, იგივენაირი ევოლუციით, ან მსგავსით, როგორც ჩვენთან, რა გამოდის: ამ მომენტში ჩვენამდე მოდის 1400 წლის წინანდელი ინფორმაცია. ნუ რაც იგივეა, რომ ჩვენიდანაც იმათთან 1400 წლიანი დაგვიანებით მდის. თუ ისინი არიან განვითარებულები ჩვენზე უკეთ, მაშინ ამ მომენტში ისინი ხედავენ გახურებულ ომებს, რომელიც ჩვენთან 1400 წლის წინ იყო. იფიქრებენ აბა ესენი ჯერ ველურები არიან, ამათ ჩვენ ვერაფერს გავგებინებთო. ჩენ რომ შეგვეძლოს პლანეტის უფრო დეტალურად დაკვირვება, ჩვენც 1400 წლის წინანდელი სურათი დაგვხვდება. დიდი ალბათობით - ისინიც ველურები იქნებოდნენ. მაგრამ, ისეთი მდებარეობა უკავია, რომ მეჯრა მინიმუმ მცენარეული საფარი მაინც ექნება და დიდი იმედი მაქვს ცხოველებიც იქნებიან. საინტერესო ეპოქაში დავიბადეთ, ვაღიაროთ. კიდე კაი ჩვენს წელთ აღრიცხვამდე არ გავჩნდი. |
Posted by: Blank 24 Jul 2015, 09:51 | ||||
თუ ჩვენზე განვითარებულები არიან, როგორმე მიხვდებიან, რომ "ძველ კადრებს" ხედავენ. განვითარების დონე მეორე ხარისხოვანია იმჰო. ჩვენ რომ სადმე უბრალოდ სიცოცხლე ვნახოთ, უკვე დიდი აღმოჩენა იქნება და აქ მარტო მცენარეები ყოფილან, ეგ არ გვაინტერესებსო და არ მოვატრიალებთ ტელესკოპს. მითუმეტეს თუ გონიერი ცივილიზაცია, თუნდაც ველურები ვნახეთ. სავარაუდოდ, ისინიც ასევე მოიქცევიან. თუ ძალიან, ძალიან განვითარებულები არ არიან და ჩვენნაირი იმდენი არ ჰყავთ აღმოჩენილი, რომ ინტერესი აქვთ დაკარგული.
რა ვიცი, მე მაინც რამდენიმე ასეული წლით გვიან დაბადებას ვისურვებდი. |
Posted by: nforumi 24 Jul 2015, 10:28 | ||
Blank
მომავალში მოგზაურობაზე იფიქრე მაშინ |
Posted by: misha20123 24 Jul 2015, 11:02 | ||
საინტერესო თემაა ბოლო გვერდებს გადავხედე:უპ ამერიკის ეროვნულმა კოსმოსურმა სააგენტომ ახალი პლანეტა აღმოაჩინა, რომელიც დედამიწას ტყუპისცალივით ჰგავს. “ახალი დედამიწის” ფოტოები “ნასამ” ორბიტალურ ტელესკოპ “კეპლერიდან” მიიღო. პლანეტა თავისი ვარსკვლავის გარშემო ბრუნავს დაახლოებით იმავე დისტანციით, როგორითაც დედამიწა, თუმცა მისი დიამეტრი დედამიწაზე თითქმის 60 პროცენტით მეტია. ახალი პლანეტა, პირობითი სახელწოდებით “კეპლერი” მეცნიერებმა უკვე შეიყვანეს ე.წ. “სუპერპლანეტების” სიაში. დედამიწის მსგავსი პლანეტებიდან ის ჩვენს პლანეტას აგებულებითა და რელიეფით ყველაზე მეტად ჰგავს.
100-200 წლის მერე დავბადებულიყავით ჯობდა |
Posted by: Tariel 24 Jul 2015, 11:48 |
1400 სინათლის წლით დაშორებულ პლანეტაზე რა სურათი უნდა გადაიღო, როდესაც 4.5 სინათლის საათით დაცილებული პლანეტის, მკაფიო სურათი არ გვქონდა, სულ რაღაც 10-15 დღის წინ. |
Posted by: Blank 24 Jul 2015, 11:54 | ||
თეორიულად რომ ვიმსჯელოთ. პრაქტიკულს კი რაც შეეხება, ამიტომაც იქნებოდა კარგი რამდენიმე საუკუნით გვიან დაბადება. სუართი მაინც რომ იყოს. პლანეტშორისი და მზის სისტემათშორის მოგზაურობის შესაძლებლობას ალბათ რამდენიმე საუკუნეც არ ეყოფა. ძალიან უსუსურები ვართ, აი ძალიან |
Posted by: Annatar 24 Jul 2015, 11:55 |
მიზიდულობის ძალა მაგ პლანეტაზე 2-ჯერ მეტია, ადამიანი როდესმე რომც დასახლდეს მანდ საერთოდ სხვანაირად მოუწევს ცხოვრების მოწყობა. http://www.bbc.com/news/science-environment-33641648?SThisFB&fb_ref=Default |
Posted by: misha20123 24 Jul 2015, 11:56 | ||
1-2 საუკუნე ეყოფა მგონია |
Posted by: Feel_For_You 24 Jul 2015, 12:02 | ||
სურათს ნახავ თუ 2018 მდე მოიცდი But given the fact that Kepler-452b 1,400 light-years away, we're going to need much stronger telescopes than we have right now to actually see the planet, and get some insight into what's going on there. And fortunately, we're about to get one that will be perfect for the job - the James Webb Telescope. |
Posted by: michael_ 24 Jul 2015, 12:19 | ||||
Tariel
სურათზე არც არის საუბარი, კლასიკური გაგებით, შეიძლება ძლიერი კოსმოსური ტელესკოპით რამდენიმე ფოტონის დაჭერა, ტრანზიტის დროს მშობელი ვარსკვლავის სინათლე თუ გაივლის ატმოსფეროში, არომლის სპექტრული ანალიზი გვეტყვის რისგან შედგება ატმოსფერო. თუმცა არ ვიცი ეს მანძილი ამ მეთოდისთვის შეიძლება ბევრია. * * * Blank
ხო თუ ცივილიზაციამ გააგრძელა განვითარება და პროგრესი ბევრი მეცნიერის აზრით 21-ე საუკუნე ყველაზე საშიში, ცივილიზაციის ბედის გადამწყვეტი საუკუნეა საკითხი ასე დგას, ჩვენი პროგრესი უფრო სწრაფად იზრდება თუ ის პრობლემები რომლებსაც ამ გზაზე ვქმნით. |
Posted by: Blank 24 Jul 2015, 13:22 | ||||
Feel_For_You
ეგ კარგი რამეა ნამდვილად. იმედია წინ წავიწევთ ასეთი პლანეტების შესწავლაში და ვეგეტაციას მაინც ვიპოვით სადმე. michael_
ის პრობლემები უფრო დიდია და ბევრია, რაც მეცნიერული პროგრესის გარეშეც უკვე სახეზეა. ასე რომ უფრო სწრაფი ტემპებით გვჭირდება განვითარება, რომ ეს ყველაფერი დავძლიოთ. სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს. მაგრამ 21-ე საუკუნე მართლა ძალიან მნიშვნელოვანია იმჰო იმიტომ, რომ ახლა წყდება გვინდა ეს პროგრესი თუ არა. |
Posted by: asphurcela 24 Jul 2015, 14:06 |
პროგრესს რაც შეეხება... თქვენი აზრით რაში გამოიხატება ტექნოლოგიური პროგრესი? რამე მნიშვნელოვანი შეიცვალა რაკეტების გაშვებაში? პროცესორი გაძლიერდა - ეს კი ბატონო. მართვა უფრო საიმედო გახდა (იმედია). სხვა რა მოხდა ისეთი, რასაც ადრე არ იყენებდნენ ასტრონომები? აგერ ვოიაჟერი მე რო დავიბადე მაშინ გაუშვეს. |
Posted by: Blank 24 Jul 2015, 14:30 | ||
asphurcela
ამას ვჩივი მეც. ახალი ტელეფონის გამოშვება, თუნდაც ახალი ტელესკოპი, ჩვენივე მზის სისტემის ობიექტის პირველი (!!) ფოტოები... ეს ყველაფერი პათეტიკურად გამოიყურება თუნდაც იმასთან შედარებით, რაც იგივე 60-70-იან წლებში იყო. თუნდაც უფრო გვიან, როდესაც ერთბაშად კომპიუტერი გაჩნდა ყველა სახლში. პროგრესს დავარქმევდი რომ იყოს მაგალითად, თესლა ყველა გარაჟში არათუ უმნიშვნელოა ჩვენი წინსვლა, ამავდროულად იმაზეც მიდის დავა, საჭიროა თუ არა გენური ინჟინერია, ხელოვნური ინტელექტი და ა.შ. სკეპტიკოსები პროგრესს ყოველთვის ეყოლება, მაგრამ 21-ე საუკუნეში მაინც ასეთ ელემენტარულ საკითხებზე არ უნდა ვკარგავდეთ დროს, იმჰო. |
Posted by: ТЕА 24 Jul 2015, 15:22 |
კეპლერის მიერ აღმოჩენილი დედამიწის მსგავსი პლანეტა მეცნიერების "იმედია" დედამიწის განადგურების შემთხვევაში მაგრამ საინტერესოა როგორ აპირებენ იქ გადაბარგებას, 1400 სინათლის წლითაა ჩვენგან დაშორებული ორიონის მეთოდის გამოყენებას აპირებენ... |
Posted by: misha20123 24 Jul 2015, 15:26 | ||
ვაფშე შესაძლოა უკვე აღარც არსებობს ეგ პლანეტა არა? |
Posted by: tebulooo 24 Jul 2015, 15:37 | ||
Blank
არა მე ვფიქრობ რომ უფრო საინტერესო იქნებოდა 2015-2020 წლის ფარგლებში დავბადებულიყავით, რადგან რამოდენიმე საუკუნით გვიან რომ დავბადებულიყავით ჩვენთვის ისეთივე უინტერესო იქნებოდა სხვა პლანეტებზე სიცოცხლის არსებობა როგორც დღეს ის რომ ამერიკა არსებობს და დედამიწა მრგვალია. ხოლო ჩვენ და განსაკუთრებით ზემოთ მოყვანილ პერიოდში დაბადებულებს წინ ბევრი საინტერესო ამბები და სურპრიზები გველის. მე მჯერა რომ სადღაც 20-30 წლის განმავლობაში კიდევ ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი. 50 წლის შემდეგ კი შეიძლება რომელიმე ახლო მდებარე პლანეტის კოლონიზაციაც მოვახდინოთ |
Posted by: misha20123 24 Jul 2015, 15:41 | ||
არც უნდ ამაგდენი ხანი მარსის კოლონიზებას ხომ ვაპირებთ მალე რეალითი შოუს პონტია რაღაც ხალხს რომ უშვებენ მარსზე ნუ ალბატ მალევე მოკვდება სუყველა მოხალისე მაგრამ შემდეგ ჯერზე უფრო მეტი გამოცდილებიტ გაუშვებენ სხვებს |
Posted by: Blank 24 Jul 2015, 15:55 | ||||
თუ სიცოცხლე არის, ერთი რამ მაინც ვიცით, რომ დაბალი იქნება ყველა და ყველაფერი. სხვა დანარჩენი ვების ტელსკოპის გამართვამდე არ გვეცოდინება?
ნუ ჰო ალბათ, როცა სხვა პლანეტებზე სიცოცხლე სიახლე კი არა მოცემულობაა, ალბათ უინტერესოც იქნებოდა. თუმცა აღმოჩენების ხანას რომ გადავახტე და პირდაპირ კოსმიური ხომალდების, ინტერპლანეტარული ვიზების საუკუნეში ვცხოვრობდე, არ ვარ წინააღმდეგი. ან სულაც 1 ბილეთი მომავალში და ეგაა. |
Posted by: tebulooo 24 Jul 2015, 16:03 |
Blank ხოო რო გადაახტე კაია, პროსტა ვისურვებდი ერთი დღით გადამახედა ერთი 300 წლით წინ რა იქნება და როგორ. |
Posted by: asphurcela 24 Jul 2015, 16:55 | ||
ზღაპრებია ეხლა ეს ყველაფერი ამ ეტაპზეც და მინიმუმ მომდევნო 300 წელიც. ელემენტარული, ატმოსფეროს ზევით ულევი მზის ენერგია ვერ ჩამოგვიტანია ზედაპირზე, აქვე ახლოს და მარსზე კოლონიზაცია არა იხვი დედამიწაზეა უამრავი რამ, რისი გაკეთებაც შეიძლება და იმის ტრაკი არ გვაქ ჯერ, არც ფინანსურად და არც პოლიტიკურად. |
Posted by: goga27 24 Jul 2015, 17:13 | ||||
სწორი ხარ ჯერ მზის ენერგიასაც ვერ ვიყენებთ ნორმალურად როგორც საჭირა რომელ კოლონიზაციაზეა საუბარი მთვარეზე აპირებენ მუდმივ ბაზის აშენებას როგორც წავიკითხე და ამაში ნასა და აუროპის კოსმოსური სააგენტო ერთობლივად მუშაობენ მაგრამ რათ უნდათ მთვარეზე ბაზა ვერ ვხვდები. საერთოდ ძალიან ნელი ტემპით ვითარდებით ამ სფეროშიკი ბატონო ბევრი რამე დაიხვეწა განვითარდა ტელეფონი ინტერნეტი სხვა ტექნოლოგიები სამედიცინო სამხედრო და სხვა სფეროებში მარა დიდ მაშტაბებზე და იმ სფეროში რასაც კოსმოსის ათვისება და შესწავლა ქვია ჯერ ისევ დაბალ დონეზე ვართ ერთადერთი ალბათ რაც ამ სფეროში წარმატებულად შეიძლება მივიჩნიოთ ეს არის ვოიაჯერები საერთაშორისო კოსმოსური სადგური და ის მნიშვნელოვანი ტელესკოპები რაც შევქმენით თუმცა ის დიდი ტელესკოპებიც როგორებიც არის ჰაბლი და სხვები რამდენი წელია იყურება კოსმოსში და ისეთი მნიშვნელოვანი ჯერ არაფერი რო ამ სფეროში დიდი აღმოჩენა იყოს ძან ნელი ტემპით ვითარდება ეს სფერო როცა ნასას 30 მილიარდი აქ ბიუჯეტი და ქვეყნები 30 მილიარდზე ბევრად მეტს ხარჯავენ სამხედრო სფეროში მაგარი მიტყდება მილიარდები და ტრილიონები იხარჯება მსოფლიოში იარაღის წარმოებაე და მაგის ანხევრის ნახევრის ნახევარი იხარჯება კოსმოსის და სამყაროს შესწავლაზე ))) |
Posted by: asphurcela 24 Jul 2015, 17:16 | ||
100% ით გეთანხმები. ერთმანეთის დაჭმისთვის ვხარჯავთ დედამიწელები ტრილიონებს და ეს რომ სასარგებლო მეცნიერებას მოხმარდეს და ტექნოლოგიები წაიწიოს წინ, ერთ ადგილზე კიდიათ მავანს. ნასაც დიდი ბრძოლით და უბედურობით იმტკიცებს ხოლმე პროექტებზე თანხას. მოსახლეობა სულელდება, რო გაიგებენ კოსმოსური პროექტი რომ ფინანსდება, რაში ხარჯავთ ჩვენს ფულსო. შე მამაცხონებულო 5 ჯერ მეტი რომ ადამიანის მოსაკლავად იხარჯება ეგ არაფერი? მოკლედ რა... |
Posted by: michael_ 24 Jul 2015, 17:20 | ||
asphurcela
ხო გააჩნია რა დროის მონაკვეთზე ვსაუბრობთ პროგრესის აღწერისას, 20-30 წელში უზარმაზარი ნახტომები ვერ მოხდება, მიუხედავად იმისა რომ თანამედროვე ეპოქაში გაცილებით სწაფად ხდება ცვლილებები. ისე კომპიუტერმა მართლაც უზამრაზარი ნახტომი გააკეთა ბოლო ათწლეულებში. იხვეწება მეთოდები და ტექნოლოგიები. სიტყვაზე ტელესკოპის ფუნდამენტური პრინციპი იგივეა, მაგრამ სარკის ზომა გაიზარდა, შემოვიდა ლაზერის გამოყენება, ადაპტაციური ოპტიკა, რაც როგორც ვიცი ვოიაჯერის გაშვების დროს ჯერ კიდევ არ იყო. იგივე კომპიუტერული გამოთვლის სისწრაფე და ციფრულ ფორმატზე გადასვლა აადვილებს ბევრ რამეს. 20 -30 ან თუნდაც 40 წელიწადში რთულია რევოლუციურად ახალი ტექნოლოგიების გამოგონება, მსგავს მონაკვეთებში ალბათ უფრო იხვეწება "ძველი" ტექნოლოგიები |
Posted by: misha20123 24 Jul 2015, 17:21 |
მთლად კოლონიზება არ მიგულისხმაი პირდაპირი გაგებით ასე თუ ისე გემოს გაუსინჯავენ მარსსაც ადამიანები |
Posted by: goga27 24 Jul 2015, 17:24 | ||||||
ხალხი კი სულელდება გეთახმები მარა ეს უფრო პოლიტიკაა რომელიც მიზნად ისახავს დედამიწაზე პირველობას და სულ კიდიათ შენი კოსმოსი ბიუჯეტის დიდი ნაწილი მიდის ჯარის და იარაღის გაძლიერებაზე დანარჩენი ნაწილი ხალხის პირობებზე და რაც მორჩება იმას კიდე მეცნიერებს კვლევებისთვის ))) არ ვიცი შეიძლება ნასას 30 მილიარდ დოლარზე მეტი აქ ბიუჯეტი და მალავენ მაგრამ ოფიციალურად მემგონი 30 მილიარდი აქ თან შეუმცირდა როგორც ვიცი და მართლაც სირცხვილია რუსეთი და ამერიკა ტრილიონობით თანხას იხდიან ახალი რაკეტების და სამხედრო ტექნიკისთვის ასეთი უაზრო პოლიტიკა აქვს მსოფლიოს ლიდერებს ))) * * *
ხო იმედია მარსის გემოს გაუგებს ადამიანი ისე მარსზე რა პირობებია ტემპერატურა როგორია ??? |
Posted by: Blank 24 Jul 2015, 17:31 |
რა კოსმოსის შესწავლის თანხებზეა საუბარი, გლობალური დათბობა ვერ დაიჯერა ხალხმა. გადაგვიყოლებს მეწვრილმანეობა. პ.ს. ნასას ბიუჯეტის საცოდაობა ვებგვერდზეც ეტყობა |
Posted by: koba71786 24 Jul 2015, 19:21 |
ამერიკის სამხედრო ბიუჯეტი წელს მგონი 500 მილიარდამდეა. წარმოიდგინეთ მთელი მსოფლიო ქვეყნების სამხედრო ბიუჯეტი რომ მეცნიერების განვითარებაში მიემართოს და კოსმოსის ათვისებაში ეხ არაფერი გვეშველება სანამ არ მივხვდებით რომ დედამიწა ცალცალკე ქვეყნებით კი არ იზომება არამედ იმით რომ ეს ყველა ჩვენთაგანის სახლია |
Posted by: Feel_For_You 24 Jul 2015, 21:11 | ||
koba71786
ეგ მოხდება ერთადერთ შემთხვევაში პლანეტათაშორისი ომები წარმოიდგინე დედამიწას საფრთხე დაემუქროს და სხვა რასამ მოინდომოს ჩვენი კოლონიზაცია ამ შემთხვევაში გარეშე მტრის წინააღმდეგ მთელი დედამიწა გაერთიანდება ბუნებრივია. ყველაზე საინტერესო რა არის იცით? მერატომღაც ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი მაგ პლანეტაზე ცივილიზაციის მიმართ, თუმცა შეიძლება არსებობდნენ მცენარეები და ცხოველები (დინოზავრების პონტში) გონიერი არსება არ მგონია არსებობდეს მანდ. თუმცა როდესაც ვიფიქრობ რომ ეგ პლანეტა 1400 სინათლის წელიწადით არის დაშორებული (ძალიან პატარა მანძილია კოსმოსში) ჩვენსავე ირმის ნახტომის გალაქტიკაში წარმომიდგენია რამდენი რამე იქნება ანდრომედაში და მის იქით გალაქტიკებში ყველაზე დიდი თავსატეხი კაცობრიობისთვის არის ის, რომ გაიგოს რამხელაა ანუ დედამიწა რამხელაა? რაღაცის ზომა ხო ყოველთვის ნიშნავს რაღაცასთან მის შედარებას და ასე აღიქმება ადამიანის ცნობიერებაში რა დიდია და რა პატარა თუმცა ჩვენ აზრზე არ ვართ რამხელა ვართ სამყაროში... |
Posted by: Blank 24 Jul 2015, 21:29 |
საჭირო და კაცობრიობისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია მეცნიერების პოპულარიზაცია. პატარა ასაკიდანვე, მაგრამ სკოლაში განსაკუთრებით. არა ბრტყელ-ბრტყელი სახელმძღვანელოები, არამედ დაბალ კლასებშივე საინტერესო და მიმზიდველი წიგნები, რომ ინტერესი გაუღვივოს ბავშვს. მთავარი ეგაა, ინტერესი! დანარჩენს თვითონ მიხედავს, ცოდნას თვითონ გაიღრმავებს. ამას გარდა, პოპულარულ ენაზე დაწერილი სატელევიზიო შოუები, რომლებიც მრავლადაა, მაგრამ ქართულად და ქართული ტელეარხებით - არცერთი. პ.ს. ჰოკინგმა 100 მილიონიანი ინიციატივა წამოიწყო უცხო პლანეტებზე გონიერი სიცოცხლის საძებნადო. თვითონ თანხა არაა ბევრი, მაგრამ კეპლერის და მოგვიანებით ჯეიმს ვების ტელესკოპის პარალელურად იქნება ეგ ძიება და კი უნდა გაზარდოს პოვნის ალბათობა. |
Posted by: misha20123 24 Jul 2015, 22:57 |
მეცნიერების შეფასებით, ის მზეზე 1,5 მილიარდი წლით უფროსია, მისი ასაკი 6 მილიარდ წელს ითვლის. ვარსკვლავი, რომლის ირგვლივაც პლანეტა ტრიალებს, 20 პროცენტით უფრო კაშკაშა და 10 პროცენტით უფრო მსხვილია, ვიდრე მზე. ახალაღმოჩენილი პლანეტა გედის თანავარსკვლავედში, დედამიწისგან 1400 მზის სინათლის დაშორებით იმყოფება. ის 1030-ე ეკზოპლანეტაა, რომლის არსებობაც დადასტურდა. ამჟამად ნასა 4696 ციურ სხეულს იკვლევს. ნასას პრესკონფერენციაზე აგრეთვე განაცხადეს, რომ აღმოჩენილია 11 პლანეტა, სადაც ცხოვრება შესაძლებელია. |
Posted by: Tariel 24 Jul 2015, 22:58 | ||
Feel_For_You
აქამდე თუ უცხო ცივილიზაციამ მოაღწია ჩათვალე, რომ ჩვენი იარაღი მათ წინაშე იქნება, როგორც სათამაშო ბავშვისთვის. მათთან ბრძოლა, ჩემი აზრით, ჩვენთვისვე საზიანო იქნება. |
Posted by: ТЕА 24 Jul 2015, 22:59 | ||
misha20123
ახლა ვუყურე კურიერში გაუშვიათ რეპორტაჟი დედამიწისნაირი პლანეტა იპოვა კეპლერმაო არადა რამდენი ხანია ნაპოვნია მე ის მაინტერესებს ეს "კეპლერი" რა დროს გაუშვეს ან ასეთი რა სიჩქარით მიფრინავს რომ 1400 სინათლის წლით დაშორებულ პლანეტას მიაგნო... ნუ, whatever სამყარო იმხელაა დედამიწა თუ ერთადერთია სადაც სიცოცხლეა მაშინ წესით არ უნდა ვარსებობდეთ და "შემთხვევითობის" (ღმერთის) მსხვერპლი ვართ ძალიან ბევრი კითხვა და ვარაუდი მაქვს მაგრამ მეფანტება... ვერ ვაკავშირებ... რომელიღაცა რგოლი მაკლია |
Posted by: misha20123 24 Jul 2015, 23:02 | ||
ТЕА
მეცნიერების შეფასებით, ის მზეზე 1,5 მილიარდი წლით უფროსია, მისი ასაკი 6 მილიარდ წელს ითვლის. ვარსკვლავი, რომლის ირგვლივაც პლანეტა ტრიალებს, 20 პროცენტით უფრო კაშკაშა და 10 პროცენტით უფრო მსხვილია, ვიდრე მზე. ახალაღმოჩენილი პლანეტა გედის თანავარსკვლავედში, დედამიწისგან 1400 მზის სინათლის დაშორებით იმყოფება. ის 1030-ე ეკზოპლანეტაა, რომლის არსებობაც დადასტურდა. ამჟამად ნასა 4696 ციურ სხეულს იკვლევს. ნასას პრესკონფერენციაზე აგრეთვე განაცხადეს, რომ აღმოჩენილია 11 პლანეტა, სადაც ცხოვრება შესაძლებელია. რავი მართლაც რამდენი პლანეტაა სადაც სიცოცხლე შესაძლებელია |
Posted by: Tariel 24 Jul 2015, 23:04 | ||
ТЕА
კეპლერი ტელესკოპია და აწარმოებს პლანეტების აღმოჩენას ტრანზიტული მეთოდით, მე როგორც ვიცი. |
Posted by: Blank 24 Jul 2015, 23:09 |
ტელესკოპია კეპლერი ეგზოპლანეტებზე |
Posted by: ТЕА 24 Jul 2015, 23:11 | ||||||
misha20123
და თავად პლანეტა დედამიწაზე უფრო მოშორებითაა მაგ მზისგან
სიცოცხლე თუ შესაძლებელია მაშინ რატომ არ არსებობს უკვე? ნასას ელოდებოდა ის პლანეტა?
ბევრ პლანეტაზე შეიძLება იყოს ბაქტერიების მსგავსი არსებები, უფრო იქ სადაც სითხეა... ან რამე გიგანტური დონდლო არსებები, მაგრამ ადამიანისთვის შესაბამისი პლანეტა ჯერ არაა აღმოჩენილი, ანუ სადაც ატმოსფერო იქნება... ამაზე მეტად მაინც არცერთი პლანეტა არ მეყვარება |
Posted by: Blank 24 Jul 2015, 23:22 | ||||
ТЕА
არ იციან არსებობს თუ არა და რა ფორმით, მაგრამ შესაძლებელია
ატმოსფერო აუცილებლად ადამიანის და საერთოდ სიცოცხლის ნებისმიერი ფორმის არსებობისთვის ხელსაყრელ პირობებს არ ნიშნავს. ამ პლანეტებს ხელსაყრელი მდებარეობა აქვთ, მაგრამ სხვა არაფერი იციან ჯერ. კეპლერ 452ბ-ს დედამიწაზე უფრო დიდი ხანია, რაც ეს ხელსაყრელი მდებარეობა უჭირავს, ამიტომ წესით საკმარისი დრო უნდა იყოს სიცოცხლის გასაჩენად, თუ რა თქმა უნდა არის ხელსაყრელი პირობები. ისე სხვა პლანეტაზე არსებულ სიცოცხლის გონიერ ფორმას რა უნდა ეწოდოს? გვაქვს ასეთი სიტყვა საერთოდ? |
Posted by: asphurcela 24 Jul 2015, 23:46 | ||
ТЕА
გგონიათ იმ პლანეტას ჩაუარა, ან მიუახლოვდა? |
Posted by: Feel_For_You 25 Jul 2015, 00:55 |
ეს ამბავი თქვენ წარმოიდგინეთ ძველია უბრალოდ ახლა გახდა პოპულარული ნიუსი ასეთ ეგზოპლანეტებს დიდიხანია იკვლევს ნასა და რამდენიმე საინტერესო პლანეტაა აღმოჩენილი სადაც იცხოვრება, მაგრამ შორს არიან ნამეტანი |
Posted by: CENTURIONI 25 Jul 2015, 08:10 | ||
ტელესკოპია კოსმოსში რომელიც დედამიწის გარშემო ტრიალებს და ცის ერთ გარკვეულ ადგილს აკვირდდება უკვე დიდი ხანია და აღმოაჩენს პლანეტებს უამრავი პლანეტა აღმოაჩინეს უკვე მეცნიერებმა მაგარმ ყველა განლაგებული არაა სიცოცხლისთვის ვარგის ზონაში ანაც გაზოვანი გიგანტებია და არა კლდოვანი პანეტები. იმდენად შორსაა ეს პლანეტებ და ვარსკვლავები ჩვენგან რომ ძალიან ძნელია დედამიწის მაგვარი პლანეტებს ანახვა მათი ზომების გამო იმ მეთოდიდან გამომდინარე რომლის მეშვეობითაც ამ პლანეტების აღმოჩენა ხდება. 2018 წელს ახალ უკეთეს ტელესკოპს გაუშვებენ კოსმოსშI რომელიც ბევრად უფრო გააუმჯობესებს ამ პროცესს ვნახოთ დრო გვაჩვენებს რა და როგო . მარა საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც ძალიან შორსაა ჩვენგან რამის დანახვა ან გაანალიზება რომ შეგვეძლოს ნორმალურად. |
Posted by: shavnabada92 25 Jul 2015, 12:17 |
სინათლის სიჩქარით მოძრაობისთვის საჭირო ენერგია რომ მოგვაძებნინა გავარტყი სიცოცხლეს სხვა პლანეტებზე აქ დედამიწაზე ისეთ რაღაცებს ჩავატარებდით ბოლოსდაბოლოს დროში ვიმოგზაურებდით (მომავალში) ჰოუკინგს თუ დავუჯერებთ |
Posted by: ТЕА 25 Jul 2015, 13:20 | ||||||||||
Blank
ადამიანისთვისაა აუცილებელი და ვერ გადავცხოვრდებით, თუ ჟანგბადი არ იქნება
უცხოპლანეტელი ერქვა აქამდე და თავად ალბათ ისევე ექნებათ სახელი როგორც ჩვენ გვქვია ადამიანები ვკითხავთ და გვეტყვიან asphurcela
არა, ვიცი რომ საკმაოდ შორსაა, მაგრამ მაინც, როგორ აპირებენ იმ პლანეტის გამოკვლევას ასე "შორიდან" shavnabada92
ასტრონავტი გავხდებოდი
მერე გვწყობს ჩვენ ეს? სრული ქაოსი იქნებოდა |
Posted by: shavnabada92 25 Jul 2015, 18:22 |
ТЕА რატომ? მომავალს ვნახავდით ოღონდ წარსულში ვეღარ დავბრუნდებოდით |
Posted by: Blank 25 Jul 2015, 20:22 | ||||||
ТЕА
ადამიანისთვის კი არის აუცილებელი, მაგრამ ატმოსფერო ყოველთვის ჟანგბადის არსებობას არ ნიშნავს.
ვარსკვლავებს იკვლევენ სპექტრული ანალიზით. ეგზოპლანეტების გამოკვლევა ცოტა უფრო რთულია, რადგან თვითონ არ ანათებენ. ამიტომ ერთმანეთს უდარებენ ვარსკვლავის სპექტრს სანამ მის წინ ეგზოპლანეტა ჩაივლის და როცა მის წინ ეგზოპლანეტაა, რადგან ამ დროს სინათლის ნაწილი მის ატმოსფეროში გადის. ასე შეიძლება ატმოსფეროს ნაწილობრივ შესწავლა და მისი შემადგენელი ზოგიერთი აირის, მათ შორის წყლის ორთქლის აღმოჩენა. shavnabada92
ისე რა საოცარია, დროში მოგზაურობა რომ უფრო რეალური გამოდის, ვიდრე მზის სისტემათშორისი ან გალაქტიკათშორისი მოგზაურობა. |
Posted by: shavnabada92 25 Jul 2015, 20:33 | ||||
რეალური არა ალბათ უფრო შედარებით მარტივი თეორიულად |
Posted by: ТЕА 25 Jul 2015, 21:11 | ||||||||
shavnabada92
ადამიანს შეუძლია მომავალი გათვალოს მაგრამ წარსულში და მომავალში ფიზიკური მოგზაურობა სისულელე მგონია.. Blank
აბა რას ნიშნავს
ვნახე მაგ თემაზე დოკ. მასალა... საინტერესო იყო
რანაირად |
Posted by: shavnabada92 25 Jul 2015, 21:18 | ||
ТЕА წარსულში შეუძლებელია ვერ მოხდება ვერასდროს ლოგიკურად მაშინ ვიღაც მომავლიდან უნდა გვსტუმრებოდა აი მომავალში შეიძლება მაინტერესებს მე მომავალი არა პირადი ჩემი (არა ეგეც მაინტერესებს) არამედ უფრო გლობალური, როგორი განვითარებული იქნება დედამიწაზე მეცნიერება,როგორ ცვლილებას განიცდის კაცობრიობის მორალი რა პოლიტიკურ-ეკონომიკური წყობა გველოდება წინ ან ვიქნებით თუ არა საერთოდ
ამნაირად |
Posted by: ТЕА 25 Jul 2015, 21:36 | ||||
shavnabada92 სტივენს კარგი ფანტაზიის უნარი აქვს, ფიქრის მეტი მაინც არაფერი ევალება
ფიზიკურად?! აი ახლა მე ვარ აქ - ჩემი ფიზიონომია არის აქ.... და აქ გავქრე და გავიჩითო სადღაც 2050 წელში (???) ადამიანის ფიზიონომია არაა იმდენად "ამტანი" რომ დროში მოგზაურობას გაუძლოს - შესაძლებელი რომც იყოს... მაქსიმუმ გონებით "იმოგზაურო" და ეს ვიცი რომ ძალიან მალე იქნება შესაძლებელი.... ტვინი ხომ ყველანაირ ინფოს ინახავს, უბრალოდ ჩვენ არ გვახსოვს და ღრმა მეხსიერებაში ინახება, როგორც ძველი ნივთები მტვრიან სკივრში... დადგება დღე როცა ადამიანის ტვინს "გახსნიან" და კადრებს ფლეშკაზე გადმოიტანენ - როგორც ფილმს... მომავალს რაც შეეხება, თითქმის ყველა ადამიანს აქვს წინასწარმეტყველების უნარი... უბრალოდ ყველა ვერ იყენებს... ამ "ნაოჭსაც" ალბათ მიაგნებენ მეცნიერები და თითოეული ადამიანის "შესაძლო" მომავალს კადრებად ამოკრეფენ მართალია ეს ფანტაზიის ნაყოფი უფრო იქნება ვიდრე წინასწარმეტყველება მაგრამ, ჯერ იყო აზრი და შემდეგ სიტყვა... ჯერ წარმოიდგენ, შემდეგ ახორციელებ... მგონია რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება "მომავლის კადრებს"... ჩემი თეორიის საავტორო უფლება უნდა მოვითხოვო
აი ზუსტად ამ სურვილის/ინტერესის გამო მზად ვარ დავლიო უკვდავების წყალი - თუკი არსებობს პ.ს. Deja Vu <<< თუ არ გაქვს ნანახი - უყურე, მგონი დაგაინტერესებს |
Posted by: shavnabada92 25 Jul 2015, 21:50 |
ТЕА არა ვერ გამიგე მარტივად რომ ავხსნა ჩაჯდები შენ მატარებელში რომელიც იმოძრავებს წრიულად სინათლის სიჩქარით შედეგად მატარებელში დრო გავა შედარებით ნელა ვიდრე გარეთ მაგ 2015 წელს ჩაჯდები მატარებელში დაახლოებით 1 საათი იმოძრავებ გამოხვალ და რეალურად 3 საათი გექნება აქაური დროით ნამგზავრი(აღარ მახსოვს ზუსტი ციფრები) 1 წამის მეასედითაც თუ მოხდება მომავალში მოგზაურობა ჩათვალე გამართლებულია ცდა პრინციპი ნაპოვნია ეს ყველაფერი რა ტქმა უნდა ჰიპოთეზის სახითაა თუ მოიგონებენ ისეთ ხელსაწყოს რომელიც შეძლებს სინათლის სიჩქარით მოძრაობას ღირს ალბათ ანალოიური ცდის ჩატარება პ.ს ვიდეოს თუ უყურებ ეს ყველაფერი დეტალურადაა ახსნილი პპს მაქვს ეგ ფილმი ნანახი მომწონს |
Posted by: misha20123 25 Jul 2015, 21:55 | ||
ადამინი რომ გაყინო და 50 წლის მერე გაალღო ეს ვარიანტი არ წავა? |
Posted by: shavnabada92 25 Jul 2015, 22:02 | ||||
არ ვიცი მე მგონი კვდომას დაიწყებს ადამიანის უჯრედები და ორგანოები 50 წლის განმავლობაში ყინულში მანქანა რო არ მუშაობს და დაყენებულია იმას უჭირს მუშაობა და ეხლა შენ გაჩერებული ადამიანი წარმოიდგინე 50 წლის განმავლობაში პ.ს ექიმები დათაგე |
Posted by: ТЕА 25 Jul 2015, 22:20 | ||
shavnabada92 არა, შენ ვერ გამიგე... სინათლის სიჩქარით გადაადგილებას შეიძლება რაღაც მეტალმა გაუძლოს (ესეც მეეჭვება) მაგრამ ადამიანის სხეული ვერ აიტანს... ნუ ეს 1 პრობლემა და 2. შენ თეორიულად მაინც დაშვებულად მიგაჩნია რომ შეიძლება უკვე მომხდარ და წასულ/მკვდარ მომენტში გაჩნდე?! ინტერსტელარის გავლენა იგრძნობა თუ ვცდები ?! misha20123
მხოლოდ მომავლისთვის წარსულში რანაირად უნდა იმოგზაურო (გარდა იმ ვარიანტისა რაც მე დავწერე) ვერ წამომიდგენია.. არა წარმოდგენით რატომაც ვერ - ფანტაზიას საზღვარი არ აქვს, მაგრამ დაშვებულად არ მიმაჩნია |
Posted by: Blank 25 Jul 2015, 22:28 | ||||||||
ТЕА
ატმოსფერო — აირისებრი გარსი, რომელიც ციურ სხეულებს ირგვლივ აკრავს გრავიტაციის გამო.
არც გაქრები და არც არსად გაჩნდები თუ სინათლის სიჩქარით ან მასთან მიახლოებული სიჩარით იმოძრავებ მაგალითად კოსმოსური ხომალდით, შენთვის დრო უფრო სწრაფად გავა, ვიდრე მათთვის, ვინც დედამიწაზე დავრჩებით და რომ მობრუნდები, აქ მომავალი დაგხვდება.
აინშტაინის თეორიას ეყრდნობა, ეგ ერთი. მეორეც, ფანტაზიორი სტივენ ჰოკინგი
რა ჩააცივდი ამ გაქრობა-გაჩენას. სინამდვილეში კი, აბსოლუტურად რეალურად, წარსულში ვმოგზაურობთ ყოველ წამს. ირგვლივ რასაც ხედავ, ყველაფერი წარსულია. არა ფილოსოფიური ან აბსტრაქტული გაგებით, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით. |
Posted by: asphurcela 25 Jul 2015, 22:44 | ||
ТЕА
რა საიტერესო პოსტები გაქვთ |
Posted by: shavnabada92 25 Jul 2015, 23:03 | ||
თეორიულად ყველაფრის დაშვებაა შესაძლებელი მაგრამ სირთულეს ვხვდებით როცა პრაქტიკულ განხორციელებასთან მიდგება საქმე |
Posted by: kanian_U 25 Jul 2015, 23:14 | ||
ეხლა გადავხედე და ნასას დაფინანსება ყოფილა 18 მილიარდი ეს არი მართლა სემიჩკის ფული, ხელფასებზე და არსებული რესურსების შენარჩუნებაზე ყოფნით ალბათ სამხედრო დაფინანსება კი 500+ მილიარდი, იმაზე მეტი, ვიდრე ნატო+რუსეთი koba71786
ჰოო? მერე სამხედრო ტექნოლოგიები სად წავიღოთ, დავაკონსევროთ? რეალურად, მასიური კოლონიზაციის შემთხვევაში ძლიერი სამხედრო შესაძლებლობები ძალიან საჭიროა. თუ ჯერ გავიდეთ მზის სისტემიდან და მერე ვიფიქროთ როგორ ვაწარმოოთ პოტენციური სამხედრო მოქმედებები წინა საუკუნის დაკონსერვებული F-22 ით? |
Posted by: ТЕА 25 Jul 2015, 23:15 | ||
shavnabada92
ლოგიკურად წარსულში მოგზაურობა შეუძლებელი უნდა იყოს, მაგრამ იავც... asphurcela თქვენსავით |
Posted by: michael_ 25 Jul 2015, 23:18 | ||||
kanian_U
გადავადნოთ და ტელესკოპები გავაკეთოთ i'm serious
ვისი მასიური კოლონიზაცია? შემთხვევით ხომ არ გჯერა რომ აქ რომელიმე უცხოპლანეტური რასა ჩამვა და "დამოუკიდებლობის დღის" (კინოფილმი) მსგავს ომებს დაიწყებს? ;givi: |
Posted by: nforumi 25 Jul 2015, 23:29 | ||
Blank
არა, წარსულს ვხედავთ, მივემგზვრებით მომავლისკენ. |
Posted by: kanian_U 25 Jul 2015, 23:31 | ||||
michael_
ვისი არა, რისი. რისი და საცხოვრებლად ვარგისი პლანეტების კოლონიზაცია, ოღონდ მე ცოტა შორს წავედი და იდეაში დავუშვი რომ ვარსკვლავთშორისი მოგზაურობა შესაძლებელია სინათლის სიჩქარეზე სწრაფად, ნუ დავუშვათ ჭიის ხვრელებით, ალკუბიერეს მეთოდით, არ აქვს ამას მნიშვნელობა, მთავარია რომ სივცეში გადაადგილება ძალიან სწრაფად შეგიძლია, ასეთი შესაძლებლობების შემთხვევაში კოლონიზაცია ბევრად უფრო მასიური და სწრაფი იქნებოდა. ანუ რაც უფრო გაფართოვდება კაცობრიობა, მით უფრო საჭირო იქნება სამხედრო ძალები.
თუ შენ უშვებ, რომ ადამიანის გარდა კიდევ შეიძლება აღმოჩნდეს ამ გალაქტიკაში მოაზროვნე ცივილიზაცია, მაშინ გამოდის რომ ასეთი შეიძლება კიდევ ბევრი იყოს. არ იცი რა დროს რას და ვის წააწყდები, რა საფრთხეები დაგექმუქრება სივრცული გაფართოების შემთხვევაში, რა გამოწვევების წინაშე დადგები კოლონიზაციისა და უცხოების წინაშე...ძლიერი სამხედრო სფერო საჭიროა და ეს არ უნდა იწვევდეს დავას მემგონი, მაგრამ ნასას რომ მინიმუმ გახუთმაგებული ბიუჯეტი არ აწყენდა კიარადა ძალიან კარგი იქნებოდა, ესეც კრისტალია. |
Posted by: michael_ 25 Jul 2015, 23:40 | ||
kanian_U
თუ ჩვენთან მოვიდა ცივილიზაცია ჭიის ხვრელებით, მე მგონი მნიშვნელობა არ აქვს წყალბადის ბომბი გვექნება თუ მხოლოდ ტირის თოფები. ისინი ისე წინ იქნებიან ტექნოლოგიით ჩვენთან შედარებით რომ ნებისმიერ შემთხვევაში გააკეთებენ იმას რაც უნდათ,. ჩვენი სამხედრო ტექნოლოგია სასაცილოდ არ ეყოფათ. თუ სადმე არიან ისეთები ვისთანაც ჩვენი სამხედრო ტექნოლოგიით დაპირისპირებას აზრი აქვს, ისინი ჩვენამდე მაინც ვერ მოვლენ, იმიტომ რომ ჩვენნაირი მაჩანჩალები იქნებიან დედამიწაზე გაჩაღებული პლანეტათაშორისო ომები მთლიანად პოპულარული კულტურის წარმოსახვაა, როცა ისეთ ცივილიზაციას რომელსაც აქამდე მოსვლა შეუძლია, შეუძლია ისე გაგიკეთოს რაც მოესურვება რომ ამას ვერც მიხვდები. მეორე საკითხია ის თუ რატომ უნდა სჭირდებოდეს ასეთ ცივილიზაციას ჩვენი პლანეტის დაპყრობა. როცა იგივე ნივთიერებები და ელემენტები ყველგანაა რაც ჩვენთან, (რესურსი უხვადაა, შესაბამისად ენერგიაც) ერთადერთ მიზანს ვხედავ ეს არის მეცნიერება და შესწავლა, |
Posted by: Blank 25 Jul 2015, 23:51 | ||||
nforumi
ვხედავთ, გვესმის, ვგრძნობთ... michael_
საკუთარი პლანეტის განადგურების საშიშროება (ვარსკვლავის გაფართოება, სათბურის ეფექტი), მოსახლეობის ზრდა... ანუ იგივე მიზეზები, რაც ჩვენ გვაქვს |
Posted by: michael_ 25 Jul 2015, 23:53 | ||
Blank
თუ ჭიის ხვრელებში ძრომიალი შეუძლიათ და სინათლის სიჩქარეზე სწრაფად გადაადგილება. პლანეტაც ექნებათ ნაპოვნი და თუ გაჭირდა ხელოვნურსაც ააშენებენ. თუ მართლა ალფა კენტავრზე მეზობლად არ არიან და გამოგონებისთანავე პირველად ჩვენთან არ გაჩერდებიან |
Posted by: asphurcela 25 Jul 2015, 23:54 | ||
მოსახლეობის რაოდენობას გააკონტროლებ. შეაგდებ რამე შავ ჭირს და გაჟუჟავ ზედმეტს. ან დაუწესებ ჩინელებივით ჯარიმას 1 ზე მეტ შვილზე. |
Posted by: nforumi 25 Jul 2015, 23:57 | ||
Blank
კი, წარსულს. მივდივართ მომავალში ანუ ჩვენამდე მოსული ნებისმიერი ინფორმაცია უკვა წარსულია. მაგრამ ჩვენ "მოძრაობა" მომავლისკენაა თან ისეთი ტრანსპორტით, რომ ვერ ჩამოხვალ |
Posted by: michael_ 25 Jul 2015, 23:57 |
მოსახლეობის ზრდა და გლობალური დათბობა არის ჩვენნაირი ცინგლიანი პატარა ცივლიზაციის პრობლემები. ცივილიზაცია რომელიც ვარსკვლავთშორის მოგზაურობას ეწევა მისთვის ეგ არაფერია. |
Posted by: kanian_U 25 Jul 2015, 23:58 | ||||||
michael_
ეს ძალიან "ადამიანური" აზროვნებაა, თუ გინდა პოპულისტურიც უწოდე, ეგეც მიდის. ანუ ყველაფერს ადამიანური თვალით ვხედავთ და ვაზროვნებთ და ისინიც ჩვენნაირები გვგონია. "აი ასე რომ იყოს, ისინი ამას არ იზამენ, რა ლოგიკაა ამაში, რაში აწყობთ". მაგრამ ადამიანურ ლოგიკას ვერ დაუქვემდებარებ იმას, რისი არსებობაც კი ჯერ არ იცი. არადა წარმოდგენა არ გვაქ საერთოდ, ვინ არიან, როგორები არიან, როგორ აზროვნებენ, რამდენი არიან (რაც ბევრი, მეტი პოტენციური საფრთხე). მე საერთოდ მგონია, რომ თუ არსებობენ (იმედია) ისეთები არიან როგორებსაც ვერავინ წარმოიდგენს, არავის უფიქრია, არავის დაუხატავს, არავინ დაფიქრებულა, იმიტომ რომ ძალიან "არაადამიანურები" არიან, უბრალოდ ცდებიან ადამიანის წარმოსახვის უნარს. ძლიერი სამხედრო სფერო უბრალოდ აუცილებელია, ჩემი აზრია. |
Posted by: michael_ 26 Jul 2015, 00:16 | ||
kanian_U კი ადამიანურია, მაგრამ ამ ლოგიკაში მხოლოდ ყოველდღიური წარმოდგენები არაა, არამედ ფიზიკურად გამართლებული აზრიც დაპყრობა რისთვის არის საჭირო?, ცივილიზაციის არსებობას სჭირდება გაზრდა და განვითარება, გაზრდა და განვითარებას რესურსი და ენერგია, დაპყრობა კი ამ ყველაფრის მიღების ერთ-ერთი მთავარი საშუალება. თუ რესურსი და ენერგია შეგიძლია მიიღო ყველგან, მაშინ დაპყრობას აზრი არ აქვს და ვიმედოვნებ რომ არა მხოლოდ ჩვენი ადამიანური პერსპექტივით. ძირითადი აზრი ესაა, თუმცა ბევრი სპეკულაციაც შეიძლება, მაგალითად ზეცივილიზაცია რომელიც მთელ სამყაროს გარდაქმნის გამომთვლელ რობოტებად, ან ჩვენი განადგურება რაღაც სამეცნიერო პროექტში ჭირდება, ან როგორც დაგლას ადამსს აქვს გალაქტიკური მაგისტრალი გაყავს
კი წარმოდგენა არ გვაქვს, თუმცა არის რაღაც მომენტები რითაც შეგვიძლია ძალიან ზოგადი რამეები ვთქვათ, მაგალითად ისინიც უნდა ემორჩილებოდნენ ფიზიკურ-ქიმიურ კანონებს, რადგან ჩვენ სამყაროში ცხოვრობენ, დარვინის ბუნებრივ გადარჩევას და ა.შ. თუ ტექნოლოგიური ცივილიზაციაა უნდა აღწერდნენ და სწავლობდნენ ამ კანონებს მათემატიკის მეშვეობით. რადგან ჩვენ საერთო სამყაროში ვცხოვრობთ, გვექნება საერთო საკომუნიკაციო ენა, მეცნიერება და მათემატიკა. კონკრეტული პლანეტების პირობებიდან გამომდინარე შეიძლება რაღაცეების ვარაუდი. |
Posted by: Blank 26 Jul 2015, 00:18 | ||||||||
nforumi
1 საათი საათში სიჩქარით მაგრამ ამავდროულად ყველა გრძნობით წარსულში ვართ. michael_
იქნებ არიან. იქნებ რიგით მეჩვიდმეტე კოლონია ვიყოთ, რა მნიშვნელობა აქვს.
წითელ გიგანტს რა უნდა დაუპირისპირონ რო? თუმცა თუ პირველებმა მათ მოგვაგნეს, მაშინ მართლა არანაირი აზრი არ აქვს სამხედრო სფეროს განვითარებას. თუ აქ მოვიდნენ, აპრიორი ჩვენზე ბეეევრად განვითარებულები არიან და ჩვენგან წინააღმდეგობა კბილის ჩხირის ქნევის ტოლი იქნება. თუ ჩვენ ვაპირებთ დაპყრობას, მაშინ კიდევ ჰო, მაგრამ მანამდე დაპყრობის თუ არა, მათი აღმოჩენის და იქამდე მისვლის საქმეს მივხედოთ. kanian_U
საინტერესოა ამაზე მსჯელობა. ადრე ვუსმინე რიჩარდ დოკინსს უცხოპლანეტელების სავარაუდო მახასიათებლებზე საუბრობდა. დიდი ალბათობით დედამიწაზე არსებული სიცოცხლის ფორმებიდან ყველაზე გავრცელებული თვისებები ექნებათო. დაახლოებითი წარმოდგენის შექმნა შეიძლება.. |
Posted by: michael_ 26 Jul 2015, 00:23 | ||||
Blank
ასე ახლოს ძალიან ნაკლებად არის მოსალოდნელი. ალფა კენტავრამდე 4 სინათლის წელია. მსგავსი დონის ცივილიზაციას უნდა ქონდეს იმხელა ინჟინერია რომ აქედანვე უნდა ვხედავდეთ. მათი ხელოვნურად გამოსხივებული ენერგია 4 წელიწადში უნდა მოდიოდეს. რადიოტალღები იქნება თუ სხვა ნებისმიერი.
ბოლო ბოლო გაეცლებიან, თუ ჭიახვრელი და ვარსკვლავთშორისო მოგზაურობა შეუძლიათ ან საერთოდ შეაჩერონ ნუკლეოსინთეზი ჩვენ ეს ვერ წარმოგვიდგენია მაგრამ II ტიპის ცივლიზაციას უკვე უნდა შეეძლოს ვარსკვლავების მანიპულირება. ჭიახვრელებიც უფრო ასეთი ცივილიზაციის ტექნოლოგიაში იქნება. I think |
Posted by: Blank 26 Jul 2015, 00:55 | ||
michael_ ახლო მომავალზე არაა საუბარი. ამჟამად შეიძლება ჩვენზე ნაკლებ განვითარებულები არიან, მაგრამ ხომ შეიძლება მომავალში ჩვენსავით სისულელეებზე არ დახარჯონ დრო და ფინანსები და დაგვასწრონ აღმოჩენა და კოლონიზაციის მცდელობა. მოკლედ, განვითარებული ცივილიზაციის პირველივე ნიშანწყლის შემდეგ შეგვიძლია დავიწყოთ შეიარაღებაზე ზრუნვა, მანამდე მეცნიერებაშია ჩასადები თანხები.
ჰოდა გაეცალნენ და ჩვენ მოგვადგნენ თან ისიც არ დაგვავიწყდეს, რომ ევროპელებს საფრთხეში ყოფნა არ დასჭირვებიათ იმისათვის, რომ ამერიკა აღმოეჩინათ. იქნებ უბრალოდ სწავლობენ სამყაროს, დამოგზაურობენ და კოლონიზებასაც ახდენენ როცა დაბალგანვითარებული ცივილიზაცია შეხვდებათ და გაუვათ, რატომაც არა. |
Posted by: michael_ 26 Jul 2015, 01:31 | ||||
Blank
განვითარების პროცესში შევამჩნევთ, მივიღებთ რადიო მესიჯებს და შეიძლება დიალოგიც გამოგვივიდეს. რადგანაც ახლოს იქნებიან. სანამ მოვლენ გვეცოდინება
წითელი გიგანტები, არც თუ ახლოს არიან ჩვენთან, ყველაზე ახლოს მყოფი 88 სინათლის წლითაა დაშორებული, რამდენადაც ვიცი ყველა დიდი სუპერნოვას კანდიდატი ჩვენგან საკმაოდ შორსაა, ანუ სანამ ჩვენამდე მოვლენ, გზაზე იქნება უამრავი სიცოცხლისთვის ვარგისი სტაბილური ვარსკვლავი, ჰოდა რაღა შორს წავიდნენ მე არ მითქვამს რომ ცივილიზაცია მხოლოდ მაშინ აღმოაჩენს, ან ფართოვდება როცა საფრთხე ემუქრება. კოლონიზება შეიძლება, უბრალოდ მე ის სცენარი მგონია გულუბრყვილო სადაც მოდიან და ომებს იწყებენ როგორც ჰოლივუდურ ბლოკბასტერებშია. რეალურად შეიძლება ეს ისე ხდება რომ ვერც ვხვდებოდეთ, მაგალითად დედამიწაზე იზრდებოდეს რაიმე უცხო სხეული, ბიოლოგიური ან ხელოვნური, ან მანქანების კოლონია, რეავიც |
Posted by: Blank 26 Jul 2015, 09:43 | ||||
michael_
არ არის აუცილებელი უკვე წითელი გიგანტის ფაზაში იყოს. შეიძლება ჩვენზე წინდახედულები არიან. ჩვენც რომ უკვე ვეძებდეთ გადასახლების ალტერნატივებს ხომ კარგი იქნება. მაგრამ სხვა საფრთხეები უფრო ახლო მომავალში გვემუქრება, ვიდრე ეგ.
არა, მაგაში გეთანხმები. ისე რაზეც ჩვენთან ახლა მიდის საუბარი, თვითგამრავლებადი ნანო კოსმოსურ ხომალდები და ხელოვნური ინტელექტით კოლონიზაცია, შეიძლება ჩვენთან უკვე ხორციელდება. |
Posted by: misha20123 26 Jul 2015, 09:47 |
ყველაზე დიდი საფრთხე თვითონ დედამიწაზევეა და ადამინი ქვია * * * http://kirkita.com/%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%AA-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90/ |
Posted by: HeLL 26 Jul 2015, 11:54 |
misha20123 ეს ის პონტია, წინა კვირაში undertaker - რომ გამოვიდა კასტილებით |
Posted by: misha20123 26 Jul 2015, 12:17 | ||
HeLL
|
Posted by: misha20123 28 Jul 2015, 22:19 |
როგორ იპოვეს პლანეტა? ტელესკოპი "კეპლერი" NASA-მ გაუშვა 2009 წელს: მისი მისიაა - ეგზოპლანეტების ძიება, რომლებიც ბრუნავენ მზის სისტემის გარეთა პერიმეტრზე, კერძოდ გედის თანავარსკვლავედში. ტელესკოპი ეძებს პლანეტებს იმგვარი ვარსკვლავის "დასახლების ზონაში", რომელიც ძალზედ წააგავს ჩვენს მზეს. ეგზოპლანეტების ამოსაცნობად "კეპლერი" იყენებს ტრანზიტულ მეთოდს: უკვე ექვსი წელია ის კოსმოსის განსაზღვრულ მონაკვეთზე აანალიზებს რამოდენიმე ასეულობით ათასი ვარსკვლავის სიკაშკაშეს, რათა დააფიქსიროს დაბნელებანი, რომლებიც პროვოცირებულია რამოდენიმე ვარსკვლავის პლანეტების მიერ. ზოგჯერ პლანეტა უვლის ვარსკვლავის (ანუ თავისი მზის - რედ.) ორბიტას და როცა უპირისპირდება მისგან გამომავალ სინათლეს "კეპლერი" "მზის" დაბნელებას აფიქსირებს. ვარსკვლავის დაბნელება თუ განსაზღვრული პერიოდულობით ხდება, მაშასადამე, ტელესკოპმა აღმოაჩინა ახალი პლანეტა. ინფორმაცია დროებითი შუალედების შესახებ, რომლებითაც ბრუნავს პლანეტა ვარსკვლავის გარშემო, შეიძლება საკმარისი აღმოჩნდეს, რათა გამოანგარიშებულ იქნას მისი ზომა ან ზედაპირის ტემპერატურა. მაშასადამე, განსაზღვრულ იქნას გამოსადეგია თუ არა ის სიცოცხლისთვის. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « * * * მრავალ პრობლემატურ კითხვაზე თავისუფლად შესაძლებელია პასუხები მომავალში, კერძოდ, 10-12 წელიწადში მივიღოთ, რამეთუ მეცნიერება ძალზედ სწრაფად ვითარდება. მზის სისტემის პლანეტების, როგორც ფიზიკური სხეულების შესწავლა მხოლოდ რამოდენიმე ასეული წლის წინათ დაიწყეს, ხოლო პირველი პლანეტები სხვა ვარსკვლავთა გარშემო სულ რაღაც 20 წლის წინ აღმოაჩინეს. ის მეთოდები, რომლებითაც დღეს ვეძებთ პლანეტებს სხვა ვარსკვლავთა გარშემო, შესაძლებლობას გვაძლევს აღმოვაჩინოთ არსებულ პლანეტათა მხოლოდ მიზერული ნაწილი. ტელესკოპი "კეპლერი", რომელმაც ცნობილი პლანეტების უდიდესი ნაწილი აღმოაჩინა, პოულობს მხოლოდ იმ პლანეტებს, რომელთა ორბიტების სიბრტყეში შემთხვევით აღმოჩნდნენ დედამიწის ორბიტის გავლით მიმავალი პლანეტები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება პლანეტების პროეცირება ცენტრალურ ვარსკვლავზე. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენს ვარსკვლავურ სისტემაში - გალაქტიკაში - არსებობს არა ათობით ან ათასობით, არამედ მილიარდობით პლანეტა, რომელიც შესაძლოა დედამიწას წააგავდეს. თუმცა ისინი ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველნი დარჩებიან. |
Posted by: misha20123 30 Jul 2015, 22:55 |
http://intermedia.ge/სტატია/63680/89/ |
Posted by: 024 31 Jul 2015, 22:48 |
...................................................... დღეს წავიკითხე ფეისბუკში ეწერა ლურჯი მთვარე უქნებაო და შევეშვი აღარ წავიკითხე ბილომდე და ეხკა ესე ჩანს ბაკურიანიდან და რატოა ასე? ვიკიპედიაში კითხვას აქ დაწერეთ რა მოკლედ |
Posted by: michael_ 31 Jul 2015, 23:16 |
ლურჯი მთვარე - ანუ 2.7 წელიწადში ერთხელ თვეში ორი სავსემთვარეობა (ფერი არაფერ შუაშია) შენთან კამერის გამო ჩანს ალბათ არ ვიცი |
Posted by: Blank 31 Jul 2015, 23:19 | ||
024
ლურჯ მთვარეს თვის მეორე სავსემთვარეობას ეძახიან, რაც ამაღამაა, მაგრამ ფერთან არანაირი კავშირი არ აქვს, უბრალოდ ასე ჰქვია. ლურჯად კი მთვარე ატმოსფეროში არსებული მტვრის გამო შეიძლება ჩანდეს. პირველს მეორესთან კავშირი არ აქვს. მეორე არასოდეს მინახავს, ლამაზი იქნება. გაგიმართლა. |
Posted by: chipmunck 31 Jul 2015, 23:47 |
კოსმოსში დროის შეჩერების ფაქტორებმა დამაინტერესა და ეს კომენტარი ვნახე... რამდენად შეესაბამება სიმართლეს? არსებობს რაიმე დამადასტურებელი ფაქტი? კოსმოსში დრო არ ჩერდება,დრო დამოკიდებულია გრავიტაციაზე(მიზიდულობის ძალაზე და აქედან გამომდინარე კი სიმძიმის ძალაზე) და სიჩქარეზე,კოსმოსში კი მიზიდულობის ძალა ვრცელდება,ციური სხეულები მოძრაობენ ვარსკვლავების გარშემო თავის მხრივ ვარსკვლავები გალაკტიკების გარშემო და ასე შემდეგ, გამომდინარე აქედან რადგან კოსმოსში მიზიდულობის ძალა ვრცელდება ესე იგი დრო არ ჩერდება არამედ ნელდება. დედამიწაზე დრო უფრო სწრაფად გადის ვიდრე კოსმოსში რადგან ჩვენთან მიზიდულობის ძალა მეტია ვიდრე კოსმოსში,უფრო მასიურ სხეულებზე კი დრო კიდევ უფრო მალე გადის ზემასიურზე კიდევ უფრო ნელა,ხოლო "შავ ხვრელებზე" დრო საერთოდ ჩერდება,დრო ასევე ჩერდება თუ რაიმე სხეული სინათლის სიჩქარით მოძრაობს მაგალითად ფოტონებისთვის (ელექტრომაგნიტური ურთიერთქმედების გადამტანი ბოზონები) დრო არ არსებობს ნუ ზოგადად. |
Posted by: kanian_U 1 Aug 2015, 00:19 | ||||
chipmunck
კი.
კი. |
Posted by: misha20123 1 Aug 2015, 09:17 | ||
შესწავლილია შავი ხვრელი თუ ვინ დაამტკიცა რომ ჩერდება? |
Posted by: michael_ 1 Aug 2015, 11:11 |
misha20123 აინშტაინის ფარდობითობის მიხედვით დრო და სივრცე განუყოფელია, ერთმანეთზეა დამოკიდებული, შავი ხვრელის მოვლენათა ჰორიზონტზე სივრცის გამრუდება უსასრულობას აღწევს, ამიტომ იქ დრო ჩერდება გარეშე დამკვირვებლისთვის, და არა იმისთვის ვინც მოვლენათა ჰორიზონტზე იმყოფება. ანუ თუ შავ ხვრელში ვარდები, შენთვის ჩვეულებრივად გადის დრო, მაგრამ ვინც შორიდან გიყურებს იმისთვის შენ იყინები დროში. ფარდობითობის თეორიის მიხედვით ასეთია სცენარი |
Posted by: misha20123 1 Aug 2015, 11:24 | ||
michael_
ფართობითობის თეორიის მიხედვით გასაგებია მაგრამ არამგონია შავი ხვრელის შესახებ იმდენი ცოდნა გვქონდეს ყველაფერი ზუსტად ვივიარაუდოთ |
Posted by: michael_ 1 Aug 2015, 11:49 |
misha20123 ხო "ყველაფერი" ძალიან ფართო სპექტრია აქ კი საუბარი იყო დროის "გაჩერებაზე" ფარდობითობა კი კარგად გატესტილი თეორიაა, მართალია შავი ხვრელი ახლოდან არ გვინახავს, მაგრამ მასე უნდა მოხდეს, დრო ფარდობითია, სატელიტების ლოკალური დროც კი სხვანაირად გადის ვიდრე ჩვენი |
Posted by: chipmunck 1 Aug 2015, 20:43 |
kanian_U აჰააა ....... ქართულად ვერ ვიპოვე და რამე თუ მოგეპოვებათ ან ლინკი რომ მომცეთ ან აქ დააკოპიროთ სულ მწირე ინფორმაცია მაინც |
Posted by: kanian_U 1 Aug 2015, 22:43 | ||
სად არი ქართული რესურსები და კაი ცხოვრება. ინგლისური თუ იცი. http://lmgtfy.com/?q=time+dilation |
Posted by: chipmunck 3 Aug 2015, 20:59 | ||
kanian_U
მადლობააააა, ნუ ცოტა ვიცი და რამეს მოვახერხებ :დ » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: graviton 5 Aug 2015, 16:03 | ||||
michael_
აბა განმარტე როგორაა ეს ასე?... ე.ი. შენ ხვრელში ხარ და შენთვის დრო ჩვეულებრივ გადის? მაშინ დრო რა არის.? სად ამბობს ამას ფარდობითობის თეორია...? chipmunck
აქ ერთმანეთის საწინააღმდეგო აზრები, რომ არის ვერ ხედავ? |
Posted by: chipmunck 5 Aug 2015, 16:33 |
graviton ეს კომენტარი დავაკოპირე და ჩემი მოსაზრება არ ყოფილა კარგი იქნებოდა დაკვირვებით წაგეკითხა |
Posted by: michael_ 5 Aug 2015, 16:44 | ||||
graviton
სანამ ხვრელში აღმოჩნდები, უფრო რომ დავაკონკრეტო. დრო არის მოვლენების ქრონოლოგია, დრო ჩვეულებვრივად გადის ვგულისხმობ იმას რომ შენთვის მოვლენები კვლავ ჩვეული ტემპით ენაცვლება ერთმანეთს, მიუხედავად იმისა სად ხარ. და ჩვეულებვრივად განიცდი ამ მსვლელობას. გარეშე დამკვირვებელი კი შეიძლება სულ სხვანაირად აღიქვამდეს შენ ლოკალურ დროს, ეს დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ გრავიტაციულ ველში იმყოფები ან რა აჩქარებით მოძრაობ.
რადგანაც ფარდობითობა ამბობს რომ დრო ფარდობითია და ყველასთვის ლოკალური, შესაბამისად იქ სადაც მეტია სივრცის გამრუდება იქ უფრო ნელა მიდის დრო გარეშე დამკვირვებლის პერსპექტივით. შავი ხვრელი კი ამ ეფექტს ექსტრემალურად წარმოაჩენს. |
Posted by: misha20123 5 Aug 2015, 16:53 |
ინტერსტელარი ნახეთ მანდაც მასე ხდება ვეთანხმები სეხნაის თუმცა კაციშვილმა არ იცის სინამდვილეში რა დ აროგორ ხდება შავ ხვრელში თუ შავ ხვრელტან |
Posted by: graviton 5 Aug 2015, 16:55 | ||||||||||
chipmunck
რა მნიშვნელობა აქვს დააკოპირე, თუ შენ თვითონ დაწერე ,.. აზრობრივად საწინააღმდეგო წინდადებები, რომ წაიკითხე, და პასუხიც კი მიიღე... რა გამოვიდა...? კი თუ არა.. * * * michael_
რას ნიშნავს სანამ ხვრელში აღმოჩნდები? ხვრელთან ახლო იქნები, და დრო ძალიან ნელა გავა თუ საერთოდ არ გავა... შეკითხვისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს..... ფოტონები შენთან აღარ მოდიან, თუ ძალიან დიდ ტრაექტორიას ხაზავენ სანამ მოვლენ შენთან, ამას იქ მყოფი დამკვირვებელი ვერ ხვდება? სპეციალური თეორიით აჩქარებული ხარ, ის კი აბსოლუტურია....
ეს ვერ იქნება დროის განმარტება... როგორც გარეშე დამკვირვებელი გარდაქმნის დროს, ისე შიგნითა დამკვირვებელიც, გარდაქმნის დროს გრავიტაციის გათვალისწინებით, ანუ გამრუდების.... არ ირღვევა კოზალობა, მაგრამ შიგნითამაც და გარეთამაც კარგად იციან რა სჭირთ მათ დროს...
ეს რა შუაშია, საკითხი ეხება , იცის თუა არა დიდი გრავიტაციის პირობებში მყოფმა დამკვირვებელმა, რომ მისი დრო შენელდა... გარეშესთან შედარებით? თუ გარეშემ იცის ... რა უშლის ხელს შიგნითამაც იცოდეს...? ის ხომ აჩქარებულია... * * * misha20123
ზღაპრები არ გვინდა.... |
Posted by: misha20123 6 Aug 2015, 12:30 |
ნასას კოსმოსურმა აპარატმა DSCOVR-მა პლანეტა სხვა რაკურსით დააფიქსირა. მთვარე დედამიწის ფონზე ზონდმა 16 ივლისს გადაიღო. მანამდე ასეთი რაკურსით გადაღებული მთვარის სურათი ნასას არქივში არ მოიპოვებოდა. |
Posted by: არწივი9 6 Aug 2015, 14:03 |
misha20123 აი მაგის ანიმაცია: |
Posted by: grooveco 6 Aug 2015, 14:30 |
ისე ხალხო თქვენი მოსაზრებით, აი ჩართეთ ყოველგვარი ფანტაზია, როგორ წარმოგიდგენიათ, ვინ ან რამ გააკეთა ჩვენი მზის სისტემა ესე იდეალური , აბსოლიტურად ყველაფერი ხელს უწყობს ჩვენს პლანეტას რომ მასზედ განვითარებულიყო სიცოცხლე, და მეორე საკითხი, რატომღაც მგონია რომ მარტო დასაზვერად და კოსმოსის შესასწავლად არ უშვებენ ამ სპუტნიკებს, რაღაც უნდა არსებობდეს რის გამოც იხარჯება კოლოსალური თანხები და უსაზღვრო ტვინის რესურსი, |
Posted by: the undertaker 11 Aug 2015, 10:46 |
პერსეიდების მოქმედების მაქსიმუმი ახლოვდება.მოემზადეთ |
Posted by: misha20123 11 Aug 2015, 10:51 | ||
ანუ ეგ რას ნიშნავს? რამე ეცუდისთვის ვემზადოთ? |
Posted by: Blank 11 Aug 2015, 11:04 | ||||
პიკი არ იყო, მაგრამ წუხელ ვუყურებდი, სულ რამდენიმე დავითვალე, სხვა არ გამოჩნდა. რა მაინტერესებს, რაღაც თხელი ღრუბელი ჩნდებოდა მოულოდნელად და არსაიდან და სწრაფადვე იფანტებოდა. ძალიან ახლოს კი იყო ისე, მაგრამ პერსეიდებთან კავშირში იქნება? * * * misha20123
მეტეორების წვიმაა აგვისტოს შუა რიცხვებშია ხოლმე. ულამაზესი სანახაობაა, როგორც ვიცი, მაგრამ მაგ პერიოდში სულ ქალაქში მიწევდა ხოლმე, ამიტომ ვერ ვნახულობდი კარგად. წელს პატარა ქალაქში ვარ, მაგრამ მაინც მხოლოდ რამდენიმე დავინახე. პიკი 12-13-ია ხო? ვეცდები გავიდე ქალაქგარეთ. |
Posted by: the undertaker 11 Aug 2015, 12:53 |
Blank კი პიკი13 ში არის.თან მთვარე არ შეუLის ხელს დაკვირვებას.პიკის დრო საათში 100-120 ანთება იქნება.ღრუბელზე არ ვიცი რა გითხრა. |
Posted by: misha20123 11 Aug 2015, 12:57 |
Blank შეუიარაღებელი თვალით მაინც არ გამოჩნდება და აზრი ? |
Posted by: Blank 11 Aug 2015, 13:03 | ||
the undertaker ჰო, ახალი მთვარეა მგონი, არა? უნდა ვეცადო სადმე შორს გავიდე, იმედია მოვახერხებ. misha20123
გამოჩნდება. წუხელ ის რამდენიმეც კი ძალიან ლამაზი იყო. წამების შუალედით იყო ერთმანეთისგან. საათზე ცოტა მეტი ვუყურებდი, მაგრამ მერე ძილს ვერ მოვერიე. |
Posted by: misha20123 11 Aug 2015, 15:50 | ||||
Blank
თუ მოვერევი ძილს დავაკვირდები |
Posted by: the undertaker 11 Aug 2015, 19:53 |
Blank არა ჯერ არაა ახალი მთვარე კლებაშია,ძალიან ვიწრო ზოლია დარჩენილი. misha20123 ყველაზე კშკაშა მეტეორიტების წვიმა პერსეიდები და ჯემინიდებია.ძალიან კარგად გამოჩNდება. |
Posted by: koba71786 11 Aug 2015, 20:23 |
the undertaker რომე საათზე იქნება და როდის? |
Posted by: the undertaker 11 Aug 2015, 20:48 |
koba71786 12-13 არის პიკი ანუ 100 ანთება საათში.ნახვა როცა დაღამდება შეგიძლია პერსევსის თანავარსკვლავედიში იქნება რადიანტი ანუ შემოსვლის წერტილი. |
Posted by: ლოგიკⒶ 13 Aug 2015, 01:55 | ||||||
გუშინ ერთი ნახევარი საათი ვუყურებდი მეტეორების წვიმას ძალიან მაგარი იყო
ანუ მთვარის ბნელ მხარეს არ აღმოჩნდა უცხოპლანეტელების ბაზა საიდანაც ფარულად გვიტევენ ხოლმე? grooveco
ეს არის სუფთა ალბათობის დამსახურება... მხოლოდ ჩვენ გალაქტიკაში 100 მილიარდზე მეტი ვარსკვლავია (ჩვენნაირი მზის სისტემები) ხოლო სამყაროში ვარაუდობენ რომ 200 მილიარდზე მეტი გალაქტიკა უნდა იყოსო ეხლა გადაამრავლე ეს ციფრები ერთმანეთზე და ცხადი იქნება რომ ამდენი სხვადასხვა ვარიანტებიდან რომელიღაცა ვარსკვლავზე აღმოჩნდებოდა რომელიმე პლანეტა ისეთი პირობებით რომელზეც სიცოცხლის არსებობა იქნებოდა შესაძლებელი უფრო საინტერესო კითხვა იქნებოდა რატომ არსებობს ჩვენ სამყაროში ასეთი სწორი კანონები რომელიც იძლევა საშუალებას რომ სიცოცხლემ იარსებოს? რატომ გვაქ ფიზიკის ეს კანონები და არა სხვა?
არასწორი ინფორმაცია გაქ კოსმოსზე იხარჯება ძალიან მიზერული თანხები სამხედრო შეიარაღებას ჯანდაცვას რეკლამებს და ათას სხვა სფეროს რომ შეადარო ეს ცხადი გახდება... მოტივებს რაც შეეხება მოტივი არის ახალი ცოდნის მიღება, განვითარება და პროგრესი ასევე ჩვენი სახეობის გადარჩენა (კოსმოსური საფრთხეების თავიდან აცილება რათა დინოზავრების ბედი არ გავიზიაროთ) და შორეულ პერსპექტივაში სამყაროში გავრცელება ანუ სხვა პლანეტებზე გადასახლება |
Posted by: misha20123 13 Aug 2015, 10:43 | ||
ყველაფერი ტყუილი ყოფილა |
Posted by: nforumi 13 Aug 2015, 10:47 | ||
misha20123
|
Posted by: dato:) 13 Aug 2015, 11:37 | ||
ლოგიკⒶ
წუხელაც იყო, ძალიან მაგარი იყო |
Posted by: ლოგიკⒶ 13 Aug 2015, 14:04 |
misha20123 ეხლა ვკითხულობდი ფორუმებზე ამბობენ რომ ალბათ მიწის ქვეშ გადაიტანეს თავისი ბაზებიო ასე რომ ჯერ არ უნდა დავკარგოთ იმედები dato:) თან 2-3 კაი დიდი მეტეორი ჩამოვარდა ასეთივე დიდი კვალით |
Posted by: ქაფქიანა 13 Aug 2015, 14:18 |
ეს ვიდეო ნახეთ აუცილებლად: ბოლომდე უყურეთ. |
Posted by: nforumi 13 Aug 2015, 14:48 | ||
ქაფქიანა
ვნახე, კარგი იყო... მაგრამ რამე განსაკუთრებული უნდა შეგვემჩნია? |
Posted by: dato:) 13 Aug 2015, 15:38 |
ლოგიკⒶ ხო ზალიან მაგარი იყო გუშინ დამთავრდა არა ეგ ამბები? |
Posted by: misha20123 13 Aug 2015, 16:40 |
ლოგიკⒶ შეიძლება მაგათ ისეთი ტექნოლოგია აქვთ (დამცავი ფარის მაგვარი)ჩვენთვის უხილავი გახადეს ბაზები |
Posted by: ქაფქიანა 13 Aug 2015, 17:05 |
nforumi არა. ისე, უბრალოდ. |
Posted by: nforumi 13 Aug 2015, 17:11 | ||
ქაფქიანა
|
Posted by: dato:) 13 Aug 2015, 22:50 |
დღესაც იყო რაღაც-რაღაცეები |
Posted by: Kandinskaia 14 Aug 2015, 02:01 |
ქალაქგარეთ ვიყავი დღეს სპეციალურად გასული მაგისთვის, ძალიან მაგარი იყო |
Posted by: kataxxl 14 Aug 2015, 11:34 |
2 დიდი პერსეიდი ვნახე ისეთი რომ ბოლს ტოვებდა და 2 პატარა. მერე დამეზარა და დავიძინე |
Posted by: Blank 14 Aug 2015, 17:23 | ||
აქ ოდნავ ღრუბლიანი იყო ბოლო 2 ღამე და სულ ორიოდე მეტეორიღა ვნახე. ერთ-ერთი საკმაოდ დიდი იყო.
სხვათაშორის ჰოკინგს აქვთ The Grand Design-ში ეგ კითხვა განხილული, მაგრამ (ჩემთვის) საკმაოდ არადამაკმაყოფილებელ პასუხამდე მიდის. ამბობს, რომ როგორც ჩვენ ვართ ერთ-ერთ- პლანეტა ერთ-ერთ მზის სისტემაში ერთ-ერთ გალაქტიკაში, ასევე ეს სამყარო არის უამრავ სამყაროთა შორის ერთ-ერთი და რომ აქ მოქმედებენ ისეთი ფიზიკის კანონები, რომლებიც უშვებენ სიცოცხლის არსებობას, არის მხოლოდ და მხოლოდ ალბათობა. თვითონ კითხვაც ისეთია, დამაკმაყოფილებელი და დასაბუთებული პასუხი ალბათ ვერც ექნება. ასეთი კანონებია და რას გავაწყობთ. არ იქნებოდა ასეთი, იქნებოდა სხვანაირი და ვიმსჯელებდით (ან სულაც ვერ ვიმსჯელებდით იმიტომ რომ არ ვიარსებებდით) იმ "სხვანაირი" კანონებიდან გამომდინარე და მათზე დაყრდნობით. |
Posted by: grooveco 15 Aug 2015, 11:44 |
ხო მაგრამ ყველაფერი ეგრე ალბათობა ხომ არ იქნება ?? ჩემი თვალით არ მინახავს მართალია ის ნახატები და ნიშნები რაც აღმოჩენილია მსოფლიოს უძველეს ცივილიზაციებში, მაგრამ ხომ არსებობს ? მოგონილი ხომ არ არის ? ჯერ კიდევ მაიას ტომის დროს იცოდნენ კოსმოსზე საკმაოდ ბევრი რამ, საიდანღაც ხო მოვიდა ეგ ცოდნა ? ის დახატული უცნაური საგნებები, უცნაური ხალხი, რაღაც ხომ უნდა არსებობდეს ? |
Posted by: goga27 16 Aug 2015, 14:15 | ||||
ჰოკინგის თქმით თუ ეს სამყაროც იმ სამყაროებშია მოთავსებული რომელიც უამრავია ჩვენ სამყაროს შორის და არსებობს უამრავი ჩვენაირი სამყაროები წარმოგიდგენია რა მაშტაბებზეა აქ საუბარი ჯერ მარტო ჩვენი სამყაროს ხილული ნაწილი მილიარდობით გალაკტიკას ითვლის რომ არაფერი ვთქვათ ვარსკალვებზე და რაც ხილული არარის ვინ იცის კიდე რამხელაა ჯერ მარტო ჩვენი სამყარო მე მიანც იმ თეორიას ვიზიარებ რომ სამყარო არის კომპიუტერული სიმულაცია |
Posted by: Blank 16 Aug 2015, 22:32 | ||||
grooveco
ყველაფერი არა, მაგრამ ალბათ იმაზე მეტი, ვიდრე ადამიანებს გვინდა ვაღიაროთ. მაგრამ ეს მაიას ტომი ვერ დავუკავშირე საუბრის თემას რატომღაც... goga27
მე პირადად ორივე თეორიასთან იგივე პრობლემა მაქვს: უცნობს უცნობით ხსნიან. არ ვიცით რატომ გვაქვს ასეთი კანონები? - ალბათ ბევრი სამყაროა და სხვა სამყაროში სხვა კანონებია, ან კომპიუტერული სიმულაციაა და სამყარო ამ კანონებით შექმნეს. ანუ ორივე შემთხვევაში უცნობს და ამოუხსნელს უცნობით და ამოუხსნელით "ვხსნით" და იყოს მაშინ ის თავდაპირველი უცნობი, რაღაც ვწვალობთ. |
Posted by: ლოგიკⒶ 17 Aug 2015, 03:43 | ||
Blank
ისტორიის მანძილზე ხშირად ზუსტად ასე ხდებოდა რაც უფრო მეტ გაუცემელ კითხვას ვცემდით პასუხს სულ უფრო მეტი კითხვები იბადებოდა და თითქმის უეჭველი შეიძლება იმის თქმა რომ ჩვენი სამყაროს კანონებიც ასეთი შემთხვევაა შეუძლებელია ამ მოვლენის ახსნა ისეთი რამით რაც კიდევ უფრო მეტ კითხვებს არ გააჩენს მე ყველაზე უფრო იმაზე მწყდება გული რომ შეიძლება ვერც ვერასდროს ამოიხსნას ეს პრობლემა grooveco მაგ ნახატებში და პირამიდებში იცი რაარის პრობლემა? მანდ არაფერია კონკრეტულად ისეთი რაც გამორიცხულია რომ იმ პერიოდის ხალხს სცოდნოდა მაგალითად გალაქტიკებისა და შავი ხვრელების შესახებ ან ბაქტერიების შესახებ და ასე შემდეგ ასეთი ინფორმაცია არ წერია უბრალოდ არის ზოგი ცოტა რთულად გასარკვევი რამ ან გინდაც რთულად მისაღწევი რამ აშენებული (მაგალითად პირამიდები) ხოდა როცა ადამიანის ფანტაზია ერთვება ხალხი ფიქრობს რომ ჩვენზე განვითარებული ცივილიზაციები არსებობდნენ ან უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ მაგრამ რეალურად ამის მტკიცებულებები არარსებობს |
Posted by: nforumi 17 Aug 2015, 10:00 | ||
ლოგიკⒶ
ისე, შეიძლება ბევრი ისეთი რამ იცოდნენ, რაც დღესაც არ ვიცით. სწორედ ის რომ არ ვიცით კონკრეტულად რა იცოდნენ, იწვევს მითების წარმოშობას. |
Posted by: Blank 17 Aug 2015, 13:23 | ||||
ლოგიკⒶ
ერთია, როცა კითხვებს ბადებს, მეორეა, როცა პოტენციურად დაუდასტურებადია ეს პასუხი. იგივე წარმატებით შეიძლება "ვამტკიცოთ", რომ ღმერთის შექმნილია სამყარო სწორედ ამ და არა სხვა კანონებით.
მსგავს საკითხებთან მიმართებაში ჩემი დამოკიდებულება ცოტა არ იყოს, ვერ გამირკვევია. ერთის მხრივ ვფიქრობ, რომ მათ დადასტურებული პასუხი არასოდეს გაეცემა, მეორეს მხრივ კი ასე ხელის ჩაქნევაც არ მომწონს. იქნებ რაც ახლა მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის თემად მიგვაჩნია, მომავალში დადასტურდეს. |
Posted by: ლოგიკⒶ 17 Aug 2015, 20:37 | ||||
nforumi შეიძლება ქვის დამუშავების რაღაც ტექნიკა ქონოდათ რაც ახლა არვიცით უფრო სწორად ეს დანამდვილებით ასეა ვინაიდან ბევრი რამ ჯერ რთულად ასახსნელია თუმცა იგივე ასტრონომიაში ვერ ეცოდინებოდათ ჩვენზე მეტი ყოველ შემთხვევაში ამის მტკიცებულებები არარსებობს Blank
მემგონი ეს ყველაფერი უფრო ვარაუდის დონეზეა ვიდრე მტკიცების... სავსებით შესაძლებელია გამოითქვას ვარაუდი რომ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო ისევე როგორც ვივარაუდოთ რომ უამრავი სამყაროებიდან რომელიღაცა ვართ
რეალურად მეცნიერება სადღაც 300 წელია რაც არსებობს და ამ მონაკვეთში ნებისმიერ ადგილას ვერავინ წარმოიდგენდა 30-50 წლის მერე რამხელაზე განვითარდებოდა ტექნიკა და რამხელა წინსვლები იქნებოდა ამიტომ ჩვენც ზუსტად ამ სიტუაციაში ვართ წარმოდგენა არაგვაქ მომავალში რა მოხდება... შესაძლებელია სამყაროს საზღვრებს გარეთ არც დაგვჭირდეს გასვლა უბრალოდ კომპიუტერულ სიმულაციებში ვნახოთ ყველაფერი რა როგორაა |
Posted by: grooveco 18 Aug 2015, 00:35 |
ძალიან ნელა ვითარდება ეს სფერო და ძალიან რთულად, სულ ყველაზე უაზრო პარალელიც რომ მოვიყვანოთ, რომ ავიღოთ კოსმოსში პირველად აპარატის გაშვებიდან დღემდე დიდად არ განვითარებულა ტექნოლოგიები , არადა ლაპარაკია რამოდენმიე ათწლეულზე,, იგივენაირად რომ ავიღოთ სხვა სფეროში,, სხვაობა კოლოსალურად დიდია . |
Posted by: ლოგიკⒶ 18 Aug 2015, 01:28 |
grooveco წინათ ამერიკა და საბჭოთა კავშირი ეჯიბრებოდა ერთმანეთს ცივი ომი იყო და ზუსტად ამ მიზეზით ვითარდებოდა ეს ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ეს არის ნასას ბიუჯეტი პროცენტებში წლების მიხედვით და როგორც მახსოვს შენ ამბობდი საეჭვოდ ბევრი ფული იხაჯრებაო კოსმოსზე ხო? წითელ გრაფაში არის არმიის ბიუჯეტი მხოლოდ 2011 წელს რაც იყო ხოლო რუხ გრაფაში არის ნასას ბიუჯეტი შეჯამებული 53 წლის მანძილზე რაც ქონდათ |
Posted by: nforumi 18 Aug 2015, 12:12 | ||
ლოგიკⒶ
მე არ მითქვამს ჩვენზე მეტი მეთქი. თუმცა არ არის გამორიცხული ისეთი რამე ცოდნოდათ, რაც დღეს ვერ წარმოგვიდგენია რომ იმ დროში შეიძლებოდა იმის ცოდნა... ძაან ხომ არ ჩავახვიე? |
Posted by: grooveco 18 Aug 2015, 13:32 |
ლოგიკⒶ აჰა გასაგებია, მადლობა დიდი, ისე ძალიან კარგია დღეს ძალიან ბევრი ბიზნესმენი აპირებს ფულის ჩადებას მაგ სფეროში, კოლაიდერის ამბავი რაღაც ძალიან მიიმალა და რა ხდება მანდ ნეტა, 2016 წლისთვის აპირებენ მგონი კიდევ ერთ შეტაკებას, გუშინ ვუყურე დოკუმენტურს კოლაიდერზე და ღვთის ნაწილაკზე, რა საოცრება შექმნეს, კაცის ხელით გაკეთებული ალბათ ყველაზე დიდი და რთული პროექტი რაც კი განხორციელებულა |
Posted by: goga27 18 Aug 2015, 14:25 |
სამარცხვინოა ეს ყველაფერი როცა მეცნიერებაზე და კოსმოსზე იხარჯება კაპიკები და ამეირკა რუსეტი და დიდი ქვეყნები მილიარდებს და ტრილიონებს ხარჯავენ რო ახალი ბომბი ახალი ტნაკი ახალი ავიამზიდები და ახალი გამანადგურებლები გამოუშვან. დიდი ქვეყნები გადართული არიან როგორმე მოიპოვონ მსოფლიოში პირველობა და იყვნენ ვინმეზე პირვლეი და ძლიერი თავისი შეაიარაღებით იმის მაგივრად რომ მსოფლიო ეცადოს მთელი ფული ჩადოს ჯანდაცვაში განათლებაში მეციერებაში და მსგავს სფეროში. ჩვენ ადამიანები სანამ არ შევიცვლით ამ უაზრო პოლიტიკას და არ მოვეშვებით ფულის და შრომის იმის ჩადებაში თუ ვინ დავაშინოთ ვის რამდენი რაკეტა ან ავიამზიდი ყავდეს მანამდე მზის სისტემას ვერ გავცდებით ასობით და მილიონობით წელი! არასწორად იხარჯება მსოფლიოს რესურსი და ამის გამო მეცნიერება და კოსმოსი ნელი ტმეპით ვითარდება სამაგიეროდ ვითარდება ახალი ავიაგამანადგურებლებსი და ავიამზიდების სფერო სწრაფად ვითარდება რაკეტების და მძიმე ტექნიკის სფერო და ამას საკმაოდ კარგად იყენებენ მერე უამრავი ომები და ხალხის ხოცვით )) |
Posted by: grooveco 18 Aug 2015, 21:13 |
goga27 ert azramde rom mivides xalxi sachiroa rogorc filmebshi xdeba. safrtxis arseboba gare samyarodan |
Posted by: ლოგიკⒶ 19 Aug 2015, 00:43 |
nforumi ყველაფერში გეთანხმები grooveco კი კოლაიდერი ყველაზე რთული და დიდი მოწყობილობაა რაც როდისმე კაცობრიობას შეუქმნია... ჯერ ჯერობით ეგ კოლაიდერია ყველაზე საინტერესო წყარო სიახლეების და კიდე 2018 წელს უშვებენ ჯეიმს ვების ტელესკოპს რის წყალობითაც უნდა გავიგოთ პირველი გალაქტიკები როგორ ყალიბდებოდა და სხვა დეტალები |
Posted by: goga27 19 Aug 2015, 19:17 | ||
კოლაიდერი მართლაც კაცობრიობის ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევაა კოლაიდერი რო არა არ გევცოდინებოდა ელემენტარულ ნაწილაკებზე და უამრავ რამეზე თუნდაც ეხლა რომ ვწერთ აქ და განვიხილავთ ამ საკითხს კოლაიდერის და და ცენრში დაწყებული საქმის დამსახურებაა ასევე დიდი მიღწევაა კოსმოსის კვლევაშის საერთაშორისო კოსმოსური სადგური ასვეე დიდი მიღწევაა ვოიაჯერები და ის აპარატები რომლებიც მზის სისტემას გაცდნენ და ყველა მზის სისტემის პლანეტები გადაიღეს და გამოიკვლიეს ასევე დიდი მიღწევაა ჰაბლი და სხვა ტელესკოპები რომლებიც ბევრ რამეში გაგვარკვიეს და გაგვარკვევენ მაგრამ მაინც ნელა ვითარდება ეს სფერო და ეს იმის ბრალაი რომ მსოფლიო თავს არ იკალვს და დიდა არ წუხდება ფინანსურად ამ სფეროს უფრო განვითარებაში |
Posted by: ლოგიკⒶ 19 Aug 2015, 23:00 |
goga27 ფორუმი კოლაიდერის დამსახურება რომ იყოს ცოტა მეეჭვება მაგრამ ცერნის ნამდვილად არის დიდად რომ არ ვითარდება ეს სფერო ხალხის ბრალია მოსახლეობის ძირითად ნაწილს საერთოდ არ აინტერესებს მეცნიერება მთავარია ჭამონ და დალიონ იქ გალაქტიკაა თუ რახდება არც იციან და არც უნდათ რომ იცოდნენ... მეცნიერებას დიდი მოგება რომ არ მოქონდეს ბიზნესისთვის ალბათ საერთოდ ჩამკვდარი იქნებოდა ეს სფერო |
Posted by: goga27 20 Aug 2015, 02:57 | ||
ხო რათქმაუნდა ცერნის დამსახურება რადგან მანდ შეიქმნა www კოლაიდერის დამსახურება კიდე ელემენტარული ნაწილაკების და სხვა უამრავი მნიშვნელოვანი ნაწილაკების აღმოჩენაა ატომები პროტონები კვარკები და სხვა კოლაიდერი მარლაც მნიშვნელოვანი რამა და იმედი მაქვს სიმძლავრეს კიდე გუაზრდიან ხშირად არ იდება აქ სიახლეები ცერნზე და კოლაიდერზე რა ხდება ამ ეტაპზე რაზე მუშაობენ და რა იგეგმება სამომავლოდ როგორც ვიცი რამოდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ უფრო გაძლიერბეული სიმძლავრით გაეშვა მარა რა ცდები მიდის და ასე შემდეგ კაი იქნება თუ აქ დაიწერება ხშირად |
Posted by: Front National 23 Aug 2015, 20:57 |
|
Posted by: Anonimous@Server 24 Aug 2015, 03:18 | ||
ისე, რა საწყლები ვართ კაცმა რომ თქვას... ღატაკი ობოლი ბავშვი რომ დგას საკონდიტროს ვიტრინის წინ, ტკბილეულის მთებს რომ უყურებს საცოდავად და ვერ ეხება, ასე ვუყურებთ ჩვენც ვარსკვლავებს. იმ განსხვავებით, რომ ყველაზე ღატაკ ბავშვსაც კი აქვს შანსი როდესმე იყიდოს ტკბილეული, ჩვენ კი ვერასოდეს მივფრინდებით ვარსკვლავებამდე. მხოლოდ შორიდან უნდა ვყლაპოთ ნერწყვი... |
Posted by: nocs_13 24 Aug 2015, 19:37 | ||
რათა მერე? ჩრ.კორეამ ხომ გაუშვა კაცი მზეზე ღამით? თან მზეც ხომ ვარსკვლავია? |
Posted by: nforumi 25 Aug 2015, 22:12 | ||
nocs_13
|
Posted by: execution 26 Aug 2015, 09:06 |
ხო ღამით გაუშვეს რომ ჩრდილში არ დაცხებოდა |
Posted by: kataxxl 26 Aug 2015, 09:12 |
Anonimous@Server მივფრინდებით ნუ ნერვიულობ ტექნოლოგიების ამბავია რათქმაუნდა თუ იქამდე ერთმანეთი არ გავწყვიტეთ ან ასტეროიდი არ ჩამოვარდა |
Posted by: gubaz_merve 27 Aug 2015, 07:41 |
დღეს ღამე მთვარე ჩადგება დედამიწასა და მერკურს შორისო და ვნახოთ ერთი რა გამოჩდება ,ამბობენ მკაფიო სურათი იქნებაო. |
Posted by: asphurcela 27 Aug 2015, 09:17 | ||
gubaz_merve
სტელარიუმში შევამოწმე და მერკური და მთვარე ალთა ბალთასაა. სად წაიკითხე ეგ ინფორმაცია? ბევრი ტყუილი იწერება ინტერნეტში |
Posted by: nforumi 27 Aug 2015, 09:33 |
asphurcela ამაღამ მივდივარ აბასთუმანში, რა ვნახო, რას მივაქციო ყურადღება? (პირველად მივდივარ) |
Posted by: asphurcela 27 Aug 2015, 09:53 |
nforumi ყოჩაღ შენ. ობსერვატორიაშიც შეხვალ. თუ უბრალოდ აბასთუმნის ჰერზე? რავი აბა, წაიღე რამე ბინოკლი მაინც, კაია სამოყვარულო ტელესკოპი თუ გექნება. ცა დაათვალიერე, სატურნი გამოჩნდება მზე რო ჩავა და დაბნელდება დასავლეთის ცაზე. სადღაც 9-10 საათისთვის იქნება კარგი დრო მისთვის, მერე ჩავა ისიც. მერე გამოჩნდება იმრის ნახტომი, ჩVენი გალაქტიკის ნაწილი. მერე მთვარე იქნება კარგი სანახავი. მთვარის ზემოთ კაშკაშა ვარსკვლავი ალტარი იკიაფებს. |
Posted by: Blank 27 Aug 2015, 09:55 |
და თუნდაც ჩადგეს, რა უნდა გამოჩნდეს? |
Posted by: gubaz_merve 27 Aug 2015, 10:18 |
asphurcela მე თანამშრომელმა მითხრა იმას კიდე მამამისმა ვნახოთ დღეს გამოჩდება,ისე მაგ პროგრამაში ჩანს თუ რომელი პლანეტაა ახლოს თუ ცალცალკე შეგყავს? შეიძლება სხვა პლანეტაა,ისე დამაჯერებლად კი მითხრა დღეს ღამე მკაფიოდ გამოჩდებაო |
Posted by: asphurcela 27 Aug 2015, 10:25 |
gubaz_merve http://postimg.org/image/98p2m83r7/ ყველაფერს გიჩვენებს სტელარიუმი. ცხადია მოდელირებულია, მაგრამ ასტრონომების მიერ შექმნილი პროგრამაა და დროდადრო აპდეითს აკეთებს. ან ახლი ვერსია იდება და გადმოწერ. ეხლა მერკურს დავასკრინშოტებ http://postimg.org/image/m2gynws6n/ მზე ჩადის, მიჰყვება მერკური. მთვარე ჯერ ტყემალზე ზის. ხედი ორივეშემთხვევაში საქართველოდან არის. მერკური ამ სურათზე მონიშნულია 4 ნათელი ხაზით, პროგრამის მიერ. მარცხნივ მისი პარამეტრები ჩანს. ცხადია ახლოს მოყვანა შემიძლია გადიდებით, მაგრამ მთვარეც მინდოდა მჯდარიყო კადრში. |
Posted by: nforumi 27 Aug 2015, 10:52 | ||||||||||
asphurcela
ობსერვატორიაში შევალ რა თქმა უნდა.
მადლობა, მივყვები შენს ინსტრუქციას |
Posted by: gubaz_merve 27 Aug 2015, 14:32 |
asphurcela გასაგებია,მე საბერძნეთში ვარ.ვითომ შეიძლება აქედან სხვა ხედი გამოჩდეს? |
Posted by: nforumi 28 Aug 2015, 10:16 |
asphurcela ვიყავი, ვნახე, მოვიწონე ! ისე, ეს პირველად გავიხედე ნამდვილ ტელესკოპში და კიდე ბევერი რამის დანახვას ვისურვებდი, მაგრამ იმდენი ხალხი მოვიდა, მომიხდა უფრო მალე გამოვსულიყავი იქედან, ვიდრე მინდოდა. |
Posted by: asphurcela 28 Aug 2015, 10:34 |
nforumi მშვენიერია. მე არასრდროს ვყოფილვარ აბასთუმანში. რა დაგანახეს კონკრეტულად? მთვარეს ნახავდით უეჭველი. სხვა რამე პლანეტა თუ გაჩვენეს? |
Posted by: gubaz_merve 28 Aug 2015, 13:05 |
asphurcela ღამის 4 საათი იყო როცა მთვარეს ორჯერ დიდი პლანეტა ამოუდგა ზურგში,წითელი მკრთალი ნათება,იყო თუ არა ეს მარსი ძნელი სათქმელია.თუ არ გეზარება გადაამოწმე სტელარიუმში ვითომ ათენიდან აკვირდებოდე ისე. |
Posted by: Blank 28 Aug 2015, 14:40 |
gubaz_merve აქ რაც ჩანს არის ალტაირი, ვეგა და დენები » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: nforumi 28 Aug 2015, 19:06 | ||
asphurcela
მთვარე თავისთავად. მერე სატურნი გამოვიდა ღრუბლიდან და ის ვნახეთ. აღფრთოვანებულია ჩემი ცოლი სატურნით. მართლა ძალიან მაგარია რეალში რომ ხედავ. |
Posted by: MamuGeo 29 Aug 2015, 01:21 |
მე ვარ ნამყოფი აბასთუმნის ობსერვატორიაში, ძალიან მაგარია და გავიხედე კიდეც ტელესკოპში. ზუსტად არ მახსოვს რომელი პლანეტა იყო ის მაგრამ ძაან მაგარი იყო. |
Posted by: gubaz_merve 29 Aug 2015, 07:27 | ||
თურმე 2002 წლიდან ვიღაც ავრცელებს ერთიდაიგივე ინფოს რომ 28 აგვისტოს მარსი გამოჩდება ძალიან ახლოს და მსგავსი განმეორდება 200 წელიწადშიო |
Posted by: Kvirila 29 Aug 2015, 07:30 | ||
|
Posted by: nforumi 29 Aug 2015, 09:05 | ||
gubaz_merve
ვინ სად როდის ? |
Posted by: gubaz_merve 29 Aug 2015, 16:16 | ||||
ერთი ბერძენი რომელიც ინეტში ავ რცელებს ინფოს ყოველ წელსო |
Posted by: misha20123 30 Aug 2015, 10:20 |
NASA-ს 6-კაციანი გუნდი ერთი წლის მანძილზე იზოლირებულ გარემოში იცხოვრებს, რომელიც მარსზე არსებული საცხოვრებელი პირობების სიმულაცია იქნება. ჯგუფი ჰავაიზე, მძინარე ვულკანის ტერიტორიაზე დაასახლეს, რომელიც წითელი პლანეტის ლანდშაფტს წააგავს. ისინი ერთი წლის მანძილზე სპეციალურად შექმნილ კომპლექსში იცხოვრებენ, სადაც 28 აგვისტოს ჩაიყვანეს. მათ არ ექნებათ სუფთა ჰაერი, ახალი საკვები. ჯგუფის წევრები არიან: ფრანგი ასტრობიოლოგი, გერმანელი ფიზიკოსი და ოთხი ამერიკელი - პილოტი, არქიტექტორი, ჟურნალისტი და გეოლოგი. მეცნიერების ვარაუდით, ექსპერიმენტი ხელს შეუწყობს მარსზე ადამიანის პირველი ექსპედიციის მომზადებას, რომელიც 2030 წლისთვის იგეგმება. |
Posted by: nforumi 30 Aug 2015, 12:01 | ||
gubaz_merve
ანუ ყოველი წლის 28 აგვისტოს ხდება მაგ ამბავი? |
Posted by: asphurcela 30 Aug 2015, 12:22 | ||
nforumi
ერთი ბერძენი კი არ აკეთებს მაგ სისულელეებს, არამედ ვინმე მოცლილი (არაერთი თან) დახატავს ფეინთში რამეს, მიაწერს ეგეთ აბსურდს და ავრცელებს ფეისბუკში. ამ უტვინო თინეიჯერებსაც მეტი არ უნდათ და აშეარებენ და აშეარებენ და ასე ვრცელდება ხოლმე სისულელეები. ამ წინებზე იყო "მარსი მოუახლოვდება დედამიწას 2000 კილომეტრზეო" და იყო ერთი გამიშვი გამაკავე |
Posted by: Blank 30 Aug 2015, 12:36 |
და რომ იციან ასტრონომია მაინტერესებს, რამდენჯერაც გამოჩნდება, იმდენჯერ მთაგავენ, მილინკავენ... |
Posted by: არწივი9 30 Aug 2015, 14:07 | ||
უკან დაბრუნებას არ აპირებენ? |
Posted by: nforumi 30 Aug 2015, 16:33 | ||
asphurcela
რამდენჯერმე ვნახე კიდე ასეთი: ამ წლის აგვისტოში არის 5 პარასკევი, 5 შაბათი და 5 კვირაო. ასეთი რამ 200 წლიწადში ერთხელ ხდებაო მხოლოდო და თუ გააზიარებ, ბარაქა შემიგავო ოჯახშიო... ეს ვიღაცამ დაწერა გასაგებია ცოტა უბერავს, მაგრამ რატომ აზიარებენ ამას ვერ ვხვდები. |
Posted by: Kvirila 30 Aug 2015, 20:38 | ||||
აი ესე ოქტომბერში გამოდის, ნასას ფანტაზიას საზღვარი არ აქვს |
Posted by: soccerplayer118 6 Sep 2015, 08:44 |
რა შეუკიტინეს ამ მარსს... დასვეს ქიურიოსითი და არაფერი არაა მანდ მაგრამ მაინც ჯიუტად არ ეშვებიან... ის რესურსები რაც მარსის პროექტებს უნდათ რომ მოახმარონ , ჩემი აზრი უკეთესი იქნება რომ მოხმარდეს რიმელიმე აქტიური და ატმოსფეროს მქონე მთვარეების შესწავლას: ევროპა, ენსელადუსი ან თუნდაც ტიტანი ... |
Posted by: nforumi 6 Sep 2015, 08:48 | ||
ისინი თვლიან რომ თავაიანთი განსაკარგავი ფულით მარსი უნდა გამოიკვლიონ ჯერ. სხვას თუ სხვა აზრი აქვს, რაც უნდა ის იკვლიოს თავისი ფულით, რა პრობლემაა. |
Posted by: David27 6 Sep 2015, 14:24 | ||
soccerplayer118
მთლად მასე მარტივადაც არაა საქმე, ძალიან ბევრია კიდე გამოსაკვლევი მაგ პლანეტაზე, რასაც დღევანდელი მარსმავალი ვერ შეძლებს, ამიტომ იგეგმება ადამიანის ექსპედიცია მარსზე |
Posted by: grooveco 6 Sep 2015, 19:24 |
soccerplayer118 ესეიგი რაღაც არის მარსზე ისეთი რაც იწვევს ასეთ ინტერეს და მის ათვისების აუცილებლობას |
Posted by: Psychoanalysis 7 Sep 2015, 15:58 |
როგორც ჩანს მარსისკენ სწრაფვა თანდათან მძაფრდება. სავარაუდოდ რამდენიმე წელიწადში ადამიანების სიძულვილი უსაზღვრო იქნება ერთმანეთისადმი, რაც გამოწვეული იქნება ხალხთა სიუხვით, შესაბამისად, მოსალოდნელი გაჭირვებით. ტერიტორიების დაცვა-ტაცებით... როდის ვიყავით ადამიანები ყველაზე ჭარბად, რომელ ეპოქაში? მგონი ახლა. თუ სწორად მივუხდი მეეცნიერებს და ფულიან მოცლილებს, კოლონიზაციაზე დიდი იმედები მყარდება. ისე ყველაზე მაღალი დასალაშქრი მწვერვალი მარსზე მდებარეობს. წარმომიდგენია მთამსვლელები თვეობით რო ცოცავენ და ეწირებიან. ოლიმპი 28 000 მეტრია. " 2040 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია, რომლის დროსაც პირველი ადამიანი დაეშვება მარსზე " კითხვა მაქვს: დაახლოებით რა დრო არის საჭირო ამ სულ რაღაც, სადღაც 78 მილიონი კილომეტრის დაძლევა? |
Posted by: RedShark 7 Sep 2015, 16:17 | ||
დაახლოებით 1 წელი... |
Posted by: Blank 7 Sep 2015, 17:25 |
რას გადაეკიდნენ ნასას თანხებს, ვერ ვხვდები. ვერ წარმომიდგენია, რამის შესწავლა როგორ შეიძლება იყოს უაზრო, მაგრამ თუნდაც იყოს, ამაზე უაზროდ დახარჯული თანხები არ უნახავთ? განსაკუთრებით კი ისეთ ქმედებებში, რომელსაც ადამიანის სიცოცხლე და პლანეტა ეწირება. |
Posted by: Psychoanalysis 7 Sep 2015, 18:22 |
RedShark ეხლა თბილისი-ბათუმის მატარებელი გამახსენდა. 1 წელი რა იჯდება |
Posted by: RedShark 7 Sep 2015, 18:28 | ||
Psychoanalysis
ეგ დოკუმენტური ფილმი სწორედ მაგაზეა. 60 - იან წლებში ჩაატარეს ექსპერიმენტი, 3 ადამიანი ჩასვეს ერთი წლით საკმაოდ მცირე სივრცეში, აინტერესებდათ რამდენად აიტანდა ადამიანის ფსიქიკა ამას... |
Posted by: execution 7 Sep 2015, 18:34 | ||
ეჩვევი მაგას 3 დღის შიგნით 2 ჯერ რომ მომიწია იქეთ-აქეთ მგზავრობა მივეჩვიე |
Posted by: iBoss 8 Sep 2015, 19:17 |
მანდ ვინმე დახურულ სივრცეს მიჩველი პატიმრები გაუშვან არ გაუჭირდებათ 1 წელი მგზავრობა |
Posted by: nforumi 8 Sep 2015, 20:59 | ||
I_Boss
|
Posted by: soccerplayer118 9 Sep 2015, 15:18 | ||
Blank
უფრო აზრიანი ადგილებიც არსებობს....(ტიტანი, ევროპა, განიმედე, ენსელადუსი. და ა.შ.) ადგილები სადაც თვითონ ნასა ამბობს რომ მარსზე გაცილებით უფრო დიდი ალბათობითაა კოლონიზაცია შესაძლებელი მაგრამ მაინც მარსი. . . ნასა რასაც ფიქრობს იმის 10 პროცენტს თუ აწვდის მოსახლეობას, დანარჩენს საიდუმლოდ ინახავს... რა აქვს ჩაფიქრებული არავინ იცის, ნასამ კარგად იცის რომ მარსის კოლონიზება შეუძლებელია ... ამხელა მკვდარი ქვა მოძრაობს ორბიტაზე, მისი გაცოცხლება შეუძლებელია როგორც ჩვენი მთვარის... |
Posted by: nforumi 9 Sep 2015, 22:06 | ||
soccerplayer118
შენ რა იცი ნასამ რა იცის ? |
Posted by: koba71786 10 Sep 2015, 00:54 | ||
soccerplayer118
სრულიად გეთანხმები,რაღაუნდა აღმოჩნდეს ისეთი მანდ რომ კოლონია დაფუძნდეს,წყლის ნაყვა მგონია მე მარსი, ყველაზე მეტად ევროპა მაინტერესებს |
Posted by: Future> 10 Sep 2015, 11:26 |
ევროპაზე რომ დაიხარჯოს ტრილიონები, და ათეულობით წლები, და ვერაფერი გამოვიდეს ეგ უფრო დიდი ზარალი არ გამოვა? იქ ჩასვლა კიდევ მეტი რისკია, რამდენი წელი უნდა ისხდნენ დახურულ სივრცეში. ადამიანს უწონობაში გაძლება თვეები უჭირს. ფაქტობრივად ამ ტექნიკით მანდ გაშვება ნიშნავს რომ ჯლავ კოსმონავტებს. ვფიქრობ ჯერ მეზობელი პლანეტა შევისწაავლოთ სჯობს. მითუმეტეს არაა პატარა მარსი როგორც ევროპა. მთვარეზე პპატარა თანამგზავრზე დასახლება ვერ იქნება მარტივი. მიყტუმეტეს იუპიტერის გვერდზე, სადაც დიდი რისკია მეტეორიტების, და თუ მიწის ქვეშ ოკეანეებია საინტეტესოა იუპიტერის გრავიტაციის ქვეშ ეოგორი იქნება. 100 წელზე მეტი დაჭირდება მანდ რომ რობოტი გაუშვან და 300 წელზე მეტი ადამიანს შესაძლებლობა რომ ჰქონდეს მანდ ჩასვლის. მარსის ექსპედიცია გამოცდილებას მოგვცემს. თან ეს დღევანდელი კვერცხია და ხვალინდელ ქათამს 100 წელზე მეტი დაჭირდება. |
Posted by: nforumi 10 Sep 2015, 12:03 | ||
Future>
კაცმა არ იცის სინამდვილეში რომელია კვერცხი და რომელი ქათამი. |
Posted by: Future> 10 Sep 2015, 14:19 |
nforumi ჩვენა სიცოცხლეში რისი შესაზლებლობა გვაქვს ეგაა კვერცხი და ქათამი მე და შენ რომ არ ვიქნებით ეგაა. მარსზე წაავლაც ძალიან საეჭვოა უბრალოდ მეტად ალბათური |
Posted by: nforumi 10 Sep 2015, 16:01 | ||
Future>
ასი წლისაც არ ვიქნები ბებერი!.. გულს ნუ გაიტეხ ბაჩუკი |
Posted by: NewHuman 11 Sep 2015, 02:55 |
ნასას გადაღებული სურათი რა საოცარია.. |
Posted by: nforumi 11 Sep 2015, 08:02 | ||
NewHuman
მაგარი სურათია. მაგრამ რომ კაშკაშებს ის რა არის, მზე? ასეთი ჩანს ატმოსფეროს გარედან გადაღებული? |
Posted by: NewHuman 12 Sep 2015, 01:16 | ||
nforumi
კი მზეა დიდი რაც ანათებს აი ნასას ოფიციალური გვერდი ფბ ზე და კარგ რამეებს დებენ ხოლმე https://www.facebook.com/NASA/photos/a.10150678928476772.407088.54971236771/10153529011466772/?type=1 |
Posted by: nforumi 12 Sep 2015, 11:22 | ||
NewHuman
დედამიწიდან სულ ყვითელი ჩანს, სინამდვილეში მთლად ასე არ არის ესე იგი... |
Posted by: ლოგიკⒶ 13 Sep 2015, 16:15 | ||
ყვითელს რომ ვარ შეჩვეული ვერ ვიცანი ლურჯი მზე nforumi
როგორც მახსოვს მზე ყველაზე მეტად მწვანე ფერის სპექტრს ასხივებს მაგრამ ჩვენი თვალი რატომღაც ფერების ასეთ კომბინაციას მწვანედ ვერ აღიქვავს (ამიტომ არარსებობს მწვანე ვარსკვლავები) ატმოსფეროში აზოტი შთანთქავს იისფერ და ლურჯ ფერებს (ამიტომაა ცა ლურჯი) ხოდა რა სპექტრიც რჩება ეგ ყველაფერი ყვითლად ჩანს... მზის ჩასვლისას მზე იმიტომაა წითელი რომ სხივს ატმოსფეროს უფრო დიდი ნაწილის გავლა უწევს ლურჯი და იისფერი მაქსიმალურად შთაინთქმება და შესაბამისად უფრო წითელი სპექტრი რჩება მაგრამ ნეტა ცა რატომ არ ჩანს გაცილებით უფრო ლურჯი მაგ პერიოდში? |
Posted by: nforumi 13 Sep 2015, 19:12 | ||||
ლოგიკⒶ
დაახლოებით ასე ვიცოდი მეც.
ცა რა შუაშია მაგ დროს, ჩვენ თავზე რომ არის, იქ ხომ არ გადის სხივები მაგ დროს, ჰორიზონტთან ახლოს მოდის. |
Posted by: ლოგიკⒶ 13 Sep 2015, 23:33 | ||
nforumi
ჩვენ თავზე არ გადის მაგრამ ჰორიზონტიდან ხომ მოდის ხოდა ეგ ჰორიზონტი უნდა იყოს წესით გაცილებით უფრო ლურჯი მაგრამ ეხლა მივხვდი აზოტი მხოლოდ მზის შუქიდან ხომ არ შთანთქავს ლურჯ ფერს არამედ სხვა აზოტის ატომებისგანაც შთანთქავს ამიტომ ჰორიზონტი კი არის ლურჯი მაგრამ სანამ ეგ სილურჯე ჩვენამდე მოაღწევს მანამდე გზაში შთაინთქმება და იფანტება ეგ სინათლე ალბათ |
Posted by: nforumi 14 Sep 2015, 10:29 | ||
ლოგიკⒶ
მზე თუ მოწითალო ფერს იღებს, გამოდის ყვითელ ფერსაც შთანთქავს ატმოსფერო, ასე რომ 'უფრო ლურჯი' მაინც არ უნდა იყოს. |
Posted by: NewHuman 16 Sep 2015, 14:12 |
|
Posted by: koba71786 16 Sep 2015, 23:13 |
NewHuman რა ლამაზია ჩვენი სახლი ატმოსფერო რა მაგრად ჩანს |
Posted by: ლოგიკⒶ 17 Sep 2015, 20:02 | ||
არ დავწერ რაარის რომ ცოტა დაიბნეთ თავიდან nforumi
კი მაგრამ საქმე ხომ დოზებშია? ლურჯი შთაინთქმება მაქსიმალურად ხოლო ყვითელი შეიძლება მინიმალური რაოდენობით მოსცილდეს ასე რომ ცა მაინც უნდა იყოს ლურჯი ან ცისფერი მაგრამ ეს რომ ასე არარის ამის ერთადერთ ლოგიკურ ახსნად მე იმას ვხედავ რომ ცის ლურჯი ფერი ჩვენამდე ვერ აღწევს ეგ სილურჯეც შთაინთქმება და იფანტება გზაში (ერთადერთი წითელი ფერია რომელიც მაქსიმალურად გამძლეა და ყველაზე მეტი რაოდენობით აღწევს ჩვენამდე) |
Posted by: nforumi 17 Sep 2015, 20:19 | ||
ლოგიკⒶ
კაცო, წითელ ფერს იღებს, ესე იგი ყვითელიც ისევე შთაინთქმება, როგორც ლურჯი... |
Posted by: ლოგიკⒶ 17 Sep 2015, 22:02 |
nforumi არა ყვითლისა და წითლის ნარევი იძლევა სტაფილოსფერ ფერს და მზის ჩასვლისას შეიძლება ითქვას რომ მოწითალო სტაფილოსფერია ცა და არა სუფთა წითელი კარგად შთაინთქმება უფრო მაღალი სიხშირის ტალღები ჩვენ თვალამდე მოსული ფერებიდან ყველაზე მეტია წითელი მერე სტაფილოსფერი მერე ყვითელი და ასე შემდეგ ყვითელი ფერი გაცილებით უფრო მეტია ვიდრე ლურჯი ამას საერთოდ რა მტკიცება სჭირდება დღისით რაც ხდება ცაში იგივე ხდება მზის ჩასვლისას უბრალოდ ცოტა მეტი რაოდენობით |
Posted by: nforumi 17 Sep 2015, 22:13 | ||
ლოგიკⒶ
ხო, კარგი, მარა... ჩვენ რაზე ვდაობთ ? |
Posted by: ლოგიკⒶ 17 Sep 2015, 23:16 |
nforumi არვიცი... შენ ჩემთან ცარიელ ადგილზე გიყვარს კამათი ერთი რამე კაი საკამათო თემას შემოვაგდებ რაშიც ჩვენი აზრები განსხვავდება რომ კაი გულიანად ვიკამათოთ |
Posted by: nforumi 18 Sep 2015, 10:56 | ||
ლოგიკⒶ
მიდი, გამოუშვი |
Posted by: Kvirila 19 Sep 2015, 07:21 |
თოიძის ნახატი, რა ექნა კაცს სისულელეებს ახატინებდნენ https://vimeo.com/channels/staffpicks/139407849 |
Posted by: nforumi 19 Sep 2015, 09:27 | ||
Kvirila
ეეჰ, მარტო დახატვას რა უჭირს, ისეთი ცემენტი დაგვიტოვა ტვინებში იმ ეპოქამ, ჯერ კიდე ვერ მოგვიშორებია და კიდე კარგა ხანს ვერ მოვიშორებთ. |
Posted by: Kvirila 21 Sep 2015, 02:14 | ||||
შედი პოლიტიკის განყოფილებაში, რაცხა ვერ გხედავ იქ მზის ანარეკლი ტიტანის ერთერთ ტბიდან, კასინის ბოლო ვიზიტი იყო სატურნს უნდა დააჯახონ http://ww2.kqed.org/science/2015/09/04/the-cassini-spacecraft-gets-set-for-a-grand-finale/ |
Posted by: nforumi 21 Sep 2015, 11:50 | ||
Kvirila
უჰ, როცა ვიყავი რა აზრი ქონდა რო? სანამ ერთმანეთის პოზიციის გაგებას არ ვისწავლით, კამათს აზრი არ აქვს. |
Posted by: the undertaker 25 Sep 2015, 11:25 |
28–ში გამთენიისას მთვარის დებანლებაა.სრულ დაბნელებას ვერა მაგრამ დასაწყისს მაინც ვნახავთ.ეს დაბნელება გამორჩეული იმითია რომ მთვარე ამ დროს პერიგეაში იქნება. http://astronet.ge/28-%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%98/ |
Posted by: ბეჟანბეჟანი 27 Sep 2015, 18:39 |
ხვალ "ნასა" მარსზე უმნიშვნელოვანესი აღმოჩენის შესახებ განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ "ნასას" ოფიციალური საიტი იტყობინება. პრეს-კონფერენცია ვაშინგტონის დროით დილის 11.30 წუთზე, "ნასას" შტაბ-ბინაში, ჯეიმს ვების აუდიტორიაში ჩატარდება. ღონისძიებას "ნასას" ტელევიზია საიტზე პირდაპირ ეთერში გადასცემს. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ: "ნასას" პლანეტოლოგიის დირექტორი, ჯიმ გრინი, მარსის პროგრამის კვლევის წამყვანი მეცნიერი, მაიკლ მეიერი და სხვა მკვლევარები. ჟურნალისტებს კითხვების დასმა შეეძლებათ როგორც ადგილიდან, ისე ტელეფონით. კონკრეტულად რა აღმოჩენის შესახებ იქნება საუბარი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის, მაგრამ წინასწარი ინფორმაციით, აღმოჩენა "წითელი პლანეტის" შესახებ რევოლუციურია. http://presa.ge/new/?m=society&AID=38096 ნეტავ რას იტყვიან? |
Posted by: ლოგიკⒶ 27 Sep 2015, 20:03 | ||
იმედია კვლავ წყალი არ აღმოაჩინეს და მართლა რაღაც რადიკალური იქნება თეორიულად ყველაზე მაგარი სიახლე სიცოცხლის აღმოჩენა იქნებოდა თუმცა მაგრად მეეჭვება |
Posted by: არწივი9 27 Sep 2015, 21:42 | ||
რამდენიმე წლის წინ ასეთივე დაგეგმილი პრეს-კონფერენცია იყო რომელიც ეხებოდა ცოტათი განსხვავებული მეტაბოლიზმის მქონე ბაქტერიებს (დნმ-ში ფოსფორის მაგივრად დარიშხანიო) და სინამდვილეში საპნის ბუშტი აღმოჩნდა ამ ფორუმზეც იყო ამის შესახებ თემა გახსნილი: https://forum.ge/?f=66&showtopic=34190797&hl=%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98&st=0 |
Posted by: nforumi 27 Sep 2015, 22:28 | ||
არწივი9
ნასას აფიორა? ისე ეგენიც ჩალიჩობენ რაღაცას, დაფინანსება რომ მოიპოვონ... |
Posted by: CENTURIONI 28 Sep 2015, 08:26 |
იტყვიან თხევადი წყალი აღმოვაჩინეთო . |
Posted by: misha20123 28 Sep 2015, 10:29 |
ASA-მ კოსმოსური ტელესკოპის Hubble მიერ ბუშტის მაგვარი გალაქტიკის - NGC 3521 ახალი ფოტო წარმოადგინა. ვარსკვლავთა გროვას აქვს დამახასიათებელი მსუბუქი და შალისებური სახე. სხვა ანალოგიური გალაქტიკების მსგავსად, NGC 3521 არ აქვს ჩამოყალიბებული სტრუქტურა საკუთარ სპირალურ შტოებში, ისეთი სპირალური გალაქტიკისგან განსხვავებით, როგორიცაა მაგალითად Messier 101. გალაქტიკა NGC 3521-ის 30% განლაგებულია ბამბისმაგვარ ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც მისი დაახლოებით მეათედი ნაწილი განლაგებულია თავად შტოებში და ხასიათდება ინტენსიური ვარსკვლავწარმოქმნით. NGC 3521-მდებარეობს დედამიწიდან 40 მილიონი სინათლის წელიწადის მანძილზე, ლომის თანავარსკვლავედში. ვარსკვლავთა გროვის დიამეტრი ფასდება 50 ათასი სინათლის წელიწადით. გალაქტიკა 1784 წელს ბრიტანელმა ასტრონომმა უილიამ გერშელმა აღმოაჩინა. გალაქტიკას გარს აკრავს ბუშტის ფორმის მსგავს ერთგვარი ღრუბლები. ტელესკოპ Hubble -ს შეუძლია გამოიკვლიოს კოსმოსი ხილულ, ინფრაწითელ და ულტრაიისფერი გამოსხივების დიაპაზონში. კოსმოსური ტელესკოპი Hubble - 1962 წელს ამერიკის ნაციონალურმა მეცნიერების აკადემიამ შეიმუშავა დიდი ორბიტული ტელესკოპის პროექტი, 1977 წელს კონგრესმა ხმა მისცა მის აგებას. ტელესკოპს სახელი ედუინ ჰაბლის საპატივსაცემოდ ეწოდა, რომელმაც აღმოაჩინა გარე გალაქტიკები და პირველმა დაადგინა, რომ სამყარო ფართოვდება და არ არის სტატიკური და უცვლელი, როგორც მანამდე მიიჩნეოდა. ტელესკოპის კონსტრუქცია 1985 წელს უკვე მზად იყო, მაგრამ ორბიტაზე მისი გაშვება გადაიდო 1986 წელს კოსმოსური შატლის გაშვებისას მომხდარი კატასტროფის გამო. ტელესკოპი საბოლოოდ 1990 წლის 25 აპრილს გაუშვეს ორბიტაზე. თუმცა სულ მალე ნასამ აღმოაჩინა რომ ტელესკოპის სარკეს ჰქონდა მცირე ბზარი. 1993 წელს მოხდა მისი შეკეთება.. Hubble- მასა 11 ტონაა, მისი ორბიტიდან დაბრუნება, სავარაუდოდ, 2030 წელს მოხდება |
Posted by: nforumi 28 Sep 2015, 10:36 |
misha20123 ის წერია რითია ეს აღმოჩენა ანსაკუთრებული ? |
Posted by: misha20123 28 Sep 2015, 10:37 |
nforumi აბა მე რავიცი |
Posted by: Unico 28 Sep 2015, 10:41 |
misha20123 მთვარის სურათები დადევი შენ, მთვარის. |
Posted by: misha20123 28 Sep 2015, 10:44 |
Unico გიყვარს ხომ შენ მთვარე? |
Posted by: Unico 28 Sep 2015, 10:47 |
misha20123 კი და წუხელ იყო ე.წ. "წითელი მთვარე" ვეძებ კარგი ხარისხის სურათებს ^_^ შენ ჩემზე მეტი წვდომა გაქვს ^_^ |
Posted by: Tom Creo 28 Sep 2015, 10:59 |
|
Posted by: nforumi 28 Sep 2015, 12:30 | ||
misha20123
ბოდიში ბატონო... |
Posted by: misha20123 28 Sep 2015, 12:34 | ||
nforumi რისი ბოდიში Unico
დაგუგლე იპოვი ადვილად |
Posted by: არწივი9 28 Sep 2015, 16:17 | ||
http://www.space.com/30586-supermoon-lunar-eclipse-2015-blood-moon-photos.html |
Posted by: misha20123 28 Sep 2015, 17:44 |
რით არარ დაიწყო ეგ კონფერენციაც დაწერეთ მერე რას იტყვიან |
Posted by: ლოგიკⒶ 28 Sep 2015, 18:25 |
http://www.space.com/17933-nasa-television-webcasts-live-space-tv.html ერთ საათში ანუ რვის ნახევარზე დაიწყება პრესკონფერენცია და ვნახოთ |
Posted by: Future> 28 Sep 2015, 18:42 |
http://astronet.ge/%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AF%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%96%E1%83%94/ Unico http://www.boredpanda.com/moon-rising-timelapse-la-dan-marker-moore/ ესეც დვალის მარსის პრესკონფერენციას. მგონი წყალი აღმოაჩინეს, და თ მიკროორგანიზმია, ძალიან საინტერესო იქნება უკვე Breaking: NASA reveals evidence of liquid water on Mars. That implies that there was liquid water there very recently to leave this residue of hydrated salts. It confirms that water is playing a role in these features," დავიჯერო კიდევ ერთი ნაბიჯით გვასწრებს მარსი? :დ მეტს ველოდი, იმედია რამე მიკროორგანიზმსაც ნახავენ მაგრამ ამ მარილიან ზედაპირზე არამგონია, მოკლედ მაინც კარგი რამეა |
Posted by: ლოგიკⒶ 28 Sep 2015, 19:23 |
პიზდეეეეეც კვლავ წყალი აღმოუჩენიათ არა ხო ვამბობდი წყალს აღმოაჩენენ თქო არა? ეს მათი ჰობია მარსზე წყლის აღმოჩენა |
Posted by: Future> 28 Sep 2015, 19:28 |
ლოგიკⒶ მარილიანი წყალია ეს |
Posted by: Unico 28 Sep 2015, 19:31 |
Future> არწივი9 მადლობა, გაიხარეთ. |
Posted by: misha20123 28 Sep 2015, 19:32 |
წყალი ხომ ისედაც აღმოაჩინეს ადრე კაით რა ეხლა ბაკურიანის აღმოაჩინეს თუ ბახმაროსი ? |
Posted by: უჩინარი 28 Sep 2015, 21:02 |
misha20123 ადრე დაასკვნეს რომ ერთ დროს წყალი იყო მარზე და ეხლა სეზონურად ჩნდება ეს დინებები. მარა შიგ ქლორიც ყოფილა ასე რომ ცოცხალს ვერაფერს იპოვნიან დიდი ალბათობით |
Posted by: misha20123 28 Sep 2015, 21:03 |
უჩინარი ქლორი კლავს? რაც მე ქლორიანი წყალი მისვია ონკანის |
Posted by: Future> 28 Sep 2015, 21:37 | ||
ქლორს ონკანში მაგიტომ უშვებიან მიკროორგანზმები მოკლას, მაგრამ დაბალი კონცენტრაციით. მარსზე იციქნ უკვე? თუ ვარაუდობენ, რობოტმა რაო |
Posted by: nforumi 28 Sep 2015, 21:59 | ||
უჩინარი
რატომ, თუ დედამიწის მიკროორგანიზმებს ანადგურებს, ეს აპრიორი ნიშნავს რომ მარსის მიკროორგანიზმებსაც იგივეს უზამს? |
Posted by: ratomac aRa 28 Sep 2015, 23:01 |
http://radikal.ru/big/1e62707ddb754080af6dfd2ec4c6ec5c |
Posted by: misha20123 29 Sep 2015, 11:28 |
ეს სისხლიანი მთვარე 2033 წლამდე აღარ განმეორდებაო მცოდნოდ ახომ დავაკვირდებოდი |
Posted by: ლაბარნა 29 Sep 2015, 12:28 |
misha20123 საღამოს ჩანდა სისხლიანი მთვარე. დილით (როცა დაბნელება იყო) აღარ, ღრუბლებიც ეფარებოდა თბილისის იმ ნაწილიდან, საიდანაც მე ვაკვირდებოდი. ბევრი არაფერი დაგიკარგავს. ratomac aRa თევზაობის დროა. |
Posted by: misha20123 8 Oct 2015, 20:43 |
დღეს ნასა პლუტონზე საოცარი აღმოჩენის შესახებ გააკეთებს განცხადებას ვა რა ხდება აქაც წყალი? |
Posted by: zaza1234 8 Oct 2015, 21:48 |
https://twitter.com/NASA/status/652153622248095745 |
Posted by: nforumi 8 Oct 2015, 23:03 |
zaza1234 რა არის ეს, წყალი? თუ რაღაც სხვა? |
Posted by: zaza1234 9 Oct 2015, 09:43 |
nforumi გაყინული წყლის მარაგი და ცისფერი ცა აღმოაჩინეს http://astronet.ge/%E1%83%9E%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%AA%E1%83%90/ |
Posted by: nforumi 9 Oct 2015, 10:05 | ||
zaza1234
მადლობა, საინტეროს იყო. |
Posted by: ქაფქიანა 9 Oct 2015, 11:10 |
ორ კვირაში წყლის აღმოჩენა ერთმანეთის მიყოლებით ორ პლანეტაზე. ნუ, პლუტონი აღარაა პლანეტა, მაგრამ ჩვენ ის თაობა ვართ, რომლისთვისაც პლუტონი მაინც პლანეტად დარჩება. |
Posted by: nforumi 9 Oct 2015, 11:48 | ||||
ქაფქიანა
და რა მერე?
ჩვენ დავიცავთ ჩვენს ტრადიციებს, არა? |
Posted by: ქაფქიანა 9 Oct 2015, 12:36 | ||||
nforumi
რა და ის რომ ძალიან მაგარია.
ვინ როგორ. |
Posted by: nforumi 9 Oct 2015, 13:49 | ||||
ქაფქიანა
ეს ნიშნავს რომ წყალი სამყაროში ერთ-ერთი კარგად გავრცელებული ნივთიერებაა. თუ ამას გულისხმობ, კი ბატონო. |
Posted by: ქაფქიანა 9 Oct 2015, 13:52 | ||
nforumi
და სხვათაშორის, ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური გამხსნელი. სხვებთან ერთად შესანიშნავი გამხსნელი ცილების და ნახშირწყლების. |
Posted by: nforumi 9 Oct 2015, 16:12 | ||
ქაფქიანა
ერთ-ერთი კი |
Posted by: ლოგიკⒶ 10 Oct 2015, 00:17 | ||
შესაბამისად იზრდება სიცოცხლის გაჩენის ფაქტები და კვლავ ვდგებით ფერმის პარადოქსის წინაშე სხვათაშორის ამბობენ მარსზე სიცოცხლე რომ აღმოჩნდეს (თუ ჩვენ მარსიანელები არ ვართ და მანდ დამოუკიდებლად განვითარდა სიცოცხლე) მაშინ ეს ძალიან ცუდი ამბავი იქნება იმიტომ რომ კოსმოსში უცხოპლანეტელებს ვერ ვხედავთ და ეს მკვეთრად ზრდის იმის ალბათობას რომ ჩვენ ისეთ რამეს აღმოვაჩენთ ან გავაკეთებთ რაც გაგვანადგურებს |
Posted by: Tariel 10 Oct 2015, 00:43 | ||
ლოგიკⒶ
რის აღმოჩენას შეუძლია ჩვენი განადგურება? |
Posted by: nforumi 10 Oct 2015, 00:44 | ||||
ლოგიკⒶ
მე ამის არ მჯერა.
ალბათ ალაბათობას გულისხმობ და არა ფაქტებს არ მგონია იზრდებოდეს, ეგ ჩვენ გვეჩვენება. თორე ბუნებაში რაც იყოს, ის არის ისევ |
Posted by: ლოგიკⒶ 11 Oct 2015, 18:15 | ||||
Tariel
შეიძლება რაღაც ტექნოლოგიის გამოყენება (ბირთვული ბომბების მაგდაგვარი) ან რამე ფიზიკის კანონის აღმოჩენა/გამოყენება და ასე შემდეგ ვარიანტები საკმაოდ ბევრია და ალბათობაც იზრდება იმისა რომ მომავალში რაღაცას აღმოვაჩენთ რასაც ყველა საკმარისად განვითარებული ცივილიზაცია აღმოაჩენს ხოლმე და მერე ნადგურდება პ.ს. gurren lagann ანიმე გააქვთ ნანახი? ირიბად ეხება ამ თემას და საკაიფოა უყურეთ nforumi
რათქმაუნდა იზრდება... ობიექტური რეალობა არ იცვლება თუმცა ჩვენ არვიცით ეს რეალობა როგორია ხოდა თუ აღმოჩნდა რომ რეალობა არარის A და B მაშინ იზრდება იმის შანსები რომ რეალობა იყოს C (იმისდამიუხედავად რომ D და სხვა ვარიანტები კვლავ არსებობს) |
Posted by: fatdata758 11 Oct 2015, 23:15 |
nforumi და რატომ გგონია რომ ბუნებაში რაც იყო ისევ ის არის? იქნებ არსებობდა ჩვენნაირი ცივილიზაცია რომლებმაც გამოიგონეს ისეთი რამ რამაც მათი პლანეტის სასიცოცხლოდ ვარგისიანობა დაკარგა და გადმოსახლდნენ დედამიწაზე ოღონდ ძალიან მცირე ნაწილი. ანალოგიური ჩვენ პლანეტასაც ემუქრება განადგურება უდაბნოები უფრო და უფრო იზრდება რაც გლობალური დათბობით არის გამოწვეული ოზონის შრე განადგურებულია რაც უფრო ამწვავებს ამ პროცესს მაგრამ სადღაც წავიკითხე რომ ოზონის შრის შექმნას ცდილობენო და რამდენად მართალია ან შესაძლებელი არ ვიცი |
Posted by: ლოგიკⒶ 12 Oct 2015, 01:15 |
fatdata758 ოზონის შრე რომ განადგურებული იყოს ჩვენც მალე მივყვებოდით მაგ შრეს უბრალოდ შეთხელებულია და პოლუსებზე არის დიდი ხვრელები საიდანაც რადიაცია შემოდის |
Posted by: ქაფქიანა 12 Oct 2015, 08:44 |
შეთხელებული იყო. ოზონის შრის აღდგენის პროცესი ძალიან კარგად მიდის. ............................................. |
Posted by: the undertaker 12 Oct 2015, 23:20 |
ოზონის შრის აღდგენაში დიდი როლი ითქმაშა ქლორირებული ფრეონების ამოღებამ.2050 წლამდე ფტორირებული მაცივარაგენტებიც ამოვა ხმარებიდან და გადავა ბუნებრივ მაცივარაგენტებზე.რაც საგრძნობლად დააჩქარებს აღდგენის პროცესს. დღეს დღეობით კვლავ გამოიყენება ისეთი მაცივარაგენტები რომლებსაც ძალიან დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია გლობალურ დათბობაზე.ცხრილები მქონდა სადღაც.ავტვირთავ მერე თU გაინტერესებთ რათქმაუნდა. |
Posted by: ლოგიკⒶ 13 Oct 2015, 04:59 |
არვიცოდი ოზონის შრე თუ ღდგება ჩავგუგლე ეხლა და მართლაც ასეა თან გლობალური დათბობა ეხმარება ამ პროცესსო ძალიან კარგს იზავს თუ აღდგება |
Posted by: nforumi 14 Oct 2015, 13:02 |
ლოგიკⒶ fatdata758 მე ვთქვი რომ ფაქტი არ იცვლება იმის მიხედვით, ვიცით თუ არა ჩვენ რამე მის შესახებ... თუმცა ამას არ აქვს მნიშვნელობა ახლა, ოზონის თემა უფრო საინტერესოა... ვითომ მართლა მოახერხა ადამიანმა საშუალება მიეცა ოზონის შრისთვის აღდგენილიყო? |
Posted by: Tariel 14 Oct 2015, 14:07 |
სადღაც წავიკითხე ადრე, რომ რომელიღაც პლანეტაზეც იყო ოზონის შრე (თუ არ ვცდები ვენერაზე) და ამიაკმა შეუწყო ხელი მის განადგურებას. (მის შემდეგ შეცვალეს მაცივრების წარმოებაში ამიაკი ფრეონით) |
Posted by: Datvlas_vin_gtxоvs 14 Oct 2015, 15:34 |
შატლი ვიყიდე და გაზზე გადავიყვანე ბევრ ქსენონს მიწვავდა |
Posted by: ლოგიკⒶ 14 Oct 2015, 17:39 | ||
nforumi ფაქტი გასაგებია რომ არ იცვლება შემთხვევით დავწერე ფაქტი... ალბათობა იცვლება რომელიც მხოლოდ ჩვენი გადმოსახედიდანაა და ობიექტურ რეალობას არ ცვლის
გრაფიკები რაც ვნახე აღდგენაზე ზედმეტია ლაპარაკი უბრალოდ პოზიტიური დინამიკა ჩანს ანუ დაწყებულია აღდგენის პროცესი მაგრამ ჯერ კიდევ დიდი ხანი დასჭირდება ძველ ნიშნულს რომ დაუბრუნდეს თან ნახშიროჟანგი რომ აკავებს სითბოს ამიტომ ატმოსფეროს ზედა ფენებში უფრო აცივდაო და ამის გამო უკეთ წარმოიქმნება ოზონიო |
Posted by: nforumi 14 Oct 2015, 17:46 | ||
ლოგიკⒶ
ეს უკვე ძალიან მაგარი შედეგია, თუ ეს ადამიანის განსაზღვრული ქმედებით არის განპირობებული. |
Posted by: the undertaker 14 Oct 2015, 17:53 |
Tariel ამიაკი არ არის ოზონდამშლელი.პირიქით,ამიაკის მაცივრებზე გადადის განვითარებული სახელმწიფოები.ამიაკიეს ერთადერთ მინუსი ისაა რომ ფეთქებადია და ტან მომწამვლელიც. |
Posted by: უჩინარი 17 Oct 2015, 17:32 |
კეპლერმა უცნაური ვარსკვლავი რო აღმოაჩინა რატომ არაფერს ამბობთ, სინათლე 22%-Iტ ეცემა ხოლმე, როცა ეგზოპლანეტა როცა ჩაუვლის წინ დაახლოებით 1% ვარდება წესით, თან არარეგულარულად ხდება რაც გამორიცხავს პლანეტის ჩავლას. შესაძლოა უცხოპლანეტელების აგებული სტრუქტურააო დაახლოებით ესეთი რამე https://en.wikipedia.org/wiki/Dyson_sphere === http://www.telegraph.co.uk/news/science/space/11937177/Has-Nasas-Kepler-Telescope-spotted-signs-of-alien-life.html |
Posted by: ბეჟანბეჟანი 17 Oct 2015, 22:46 | ||
the undertaker
ორი გამოვიდა |
Posted by: ცერცვა 23 Oct 2015, 00:38 | ||
ქაფქიანა
მაინც როგორ? : ) |
Posted by: ქაფქიანა 23 Oct 2015, 20:26 |
ცერცვა მაინც კარგად. პროვოკაციებს ნუ მიწყობ, თორემ შენ კუბოს პოლიტგანყიდან აქ გადმოვარიხინებ. |
Posted by: ცერცვა 25 Oct 2015, 00:54 |
ქაფქიანა არანაირი პროვოკაცია. :დ სერიოზულად ვკითხულობ, აბა ამ განყში ტყუილა შემოვდივარ ხოლმე? : ) |
Posted by: ქაფქიანა 25 Oct 2015, 17:12 |
ცერცვა გადი, გადაშენდი აქედან. როგორ უმანკოდ კიკინებს, ტყუილად შემოვდივარ ხოლმეო... |
Posted by: უჩინარი 25 Oct 2015, 23:34 |
ესეც 46 მილიარდ პიქსელიანი ირმის ნახტომის სურათი )) http://astro.vm.rub.de/ |
Posted by: 024 28 Oct 2015, 13:39 |
დღეს კაი დღეა იქნებ იპოვონ რამე http://lenta.ru/news/2015/10/28/enceladus/ |
Posted by: ლოგიკⒶ 2 Nov 2015, 10:06 |
მეცნიერებაზე ვერ ვნახე თემა და აქ დავდებ უფრო ვრცელი ჩამონათვალი აქ http://giantleaps.org/ |
Posted by: უჩინარი 3 Nov 2015, 14:27 |
მზ ე |
Posted by: rango 4 Nov 2015, 07:05 |
მეგობრებო. ახლა რო სამხრეთ-აღმოსავლეთის მხარისკენ კაშკაშა ვარსკვლავი ჩანს რა ქვია? |
Posted by: ლოგიკⒶ 4 Nov 2015, 11:07 |
rango ყველაზე კაშკაშა "ვარსკვლავი" პლანეტა ვენერაა ხოლო მაგის გვერდზე კიდე მეორე ცოტა ნაკლებად კაშკაშა ობიექტი იუპიტერია... ასევე ვენერასთან ძალიან ახლოს მარსია მაგრამ არ ჩანს კარგად უნდა დააკვირდე |
Posted by: Blank 4 Nov 2015, 11:44 |
ერთი (სავარაუდოდ სულელური) კითხვა: რას ცვლის ეს ექსპერიმენტი ევერეტის მრავალი სამყაროს ინტერპრეტაციაში? მისი დადასტურების/უარყოფის შესაძლებლობაზე რამდენად ახდენს გავლენას? თუ არაფერი იცვლება? |
Posted by: ronald_wesley 4 Nov 2015, 16:05 |
ვარსკვლავბს შორის მოგზაურობა ანუ აქედან სირიუსზე რამდენ ელში შეიძLება.//??? ანუ ტექნიკა ეგრე როდის განვითარდება??? კიდე სამყარო არის 14 მილიარდი წლის და 93 მილიარდი სიგანეში როგორაა??? მაქსიმუმ 2 8 არ უნდა იყოს??? |
Posted by: Lowlander 4 Nov 2015, 21:55 |
ronald_wesley სირიუსამდე შორია, მარსზე ვერ ჩააღწია ჯერ ადამიანმა სამყარო ფართოვდება სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. |
Posted by: Tariel 5 Nov 2015, 00:20 |
ronald_wesley მზიდან უახლოესი ვარსკვლავი არის დაახლოებით, რომ წარმოიდგინო, ორი სილის ნამცეცი (0.3მმ) 3 კმ დაცილებით, ეგრეა დაახლოები. |
Posted by: Kvirila 5 Nov 2015, 05:19 |
დატკბით ტიტანზე მეთანის ღრუბლებით ენცელადუსის გეიზერებზე რა ხდება ჩემეიარა კასსინიმ? |
Posted by: kikucha 5 Nov 2015, 22:12 | ||
თუ სამყარო ფართოვდება ა და ბ წერტილში და შემდეგ ც წერტილში და ასე შემდეგ სანამ ც მიუახლოვდება მანადე რა არის ? ანუ ბ დან ც მდე ტერიტორია რა არის ? |
Posted by: ლაბარნა 5 Nov 2015, 23:27 |
* * * ნასაიემ, აშკარად დავინახეთ, შავი ხვრელიდან რაღაც გამოვიდაო. ობსერვატორიის რომელიმე თანამშრომელს "ბელაია გარიაჩკა" (ალკოდელირიუმი) ხომ არ დაეწყო ნეტა? http://www.blastr.com/2015-11-4/nasa-just-saw-something-come-out-black-hole-first-time-ever ხომ არავის მოგისმენიათ, რა გამოაცხადეს მარსის ატმოსფეროს შესახებ, ხუთშაბათს ვაპირებთო, რომ დააანონსეს? |
Posted by: koba71786 6 Nov 2015, 03:29 | ||
ლაბარნა
ეტყობა აღარ დაეტია და გამოაგდო ან ძაან მაძღარი იყო და ცოტა ხნით გადადო შესანსვლა |
Posted by: ლოგიკⒶ 6 Nov 2015, 11:38 | ||||
ronald_wesley
სინათლეზე სწრაფად ვერაფერი მოძრაობს სივრცეში ხოლო თვითონ სივრცეს შეუძლია სინათლეზე სწრაფად მოძრაობა... ეხლა რასაც ვხედავთ 14 მილიარდი სინათლის წლით რომაა დაშორებული ეგ ობიექტი 14 მილიარდი წელი გვშორდებოდა ჩვენ და ახლა 46 მილიარდი სინათლის წლითაა დაშორებული kikucha
დღევანდელი ცოდნით ეგ ტერიტორია საერთოდ არარსებობს და მხოლოდ მაშინ ჩნდება როდესაც სივრცე ფართოვდება |
Posted by: ლაბარნა 6 Nov 2015, 12:49 | ||
ლაბარნა
შეიძლება რიკოშეტი იყო. ან იქნება რაღაც სასწაულით გადარჩენილი უცხოპლანეტელების პლანეტა-ხომალდი დავინახეთ. |
Posted by: უჩინარი 6 Nov 2015, 15:24 | ||
ლაბარნა
რა და მარსის ატმოსფერო მზიურმა ქარებმა გააქრესო ანუ არა აქ მაგნეტოსფერო მარს როგორც ჩვენ და ვერ იცავდა |
Posted by: execution 6 Nov 2015, 17:10 |
უჩინარი ეგ ხომ ისედაც ცნობილი იყო? თუ დაამტკიცეს? https://www.nasa.gov/press-release/nasa-mission-reveals-speed-of-solar-wind-stripping-martian-atmosphere აგერ ყოფილა სიჩქარე განსაზღვრეს და საიდან რამდენი დაკარგა |
Posted by: ლოგიკⒶ 6 Nov 2015, 18:00 | ||
მეც ეს უნდა დამეწერა... ჯერ კიდევ ბავშობაში ვიცოდი რომ მარსს მაგნიტური ველი არ ქონდა და მზიდან წამოსულმა ქარიშხლებმა ატმოსფერო გააცალეს ნელნელა ახლა კიდე ვკითხულობ რომ თურმე ნასამ ეს აღმოაჩინაო.... სათაურები აშკარად დამბნევია და არასწორ შინაარს გადმოსცემს |
Posted by: ლაბარნა 6 Nov 2015, 20:34 | ||
უჩინარი
აბა ჩვენ ჩრდილოეთის ციალებმა გადაგვარჩინა ხომ? იდეა მაქვს. შემოვაკრათ მარსს სოლენოიდი და გავატაროთ ატომური ელექტროსადგურებიდან მიღებული დენი. აღდგება მაგნიტური ველი, აღდგება ატმოსფერო, გადავალთ და ვიცხოვრებთ მერე პატიოსნად. |
Posted by: nforumi 6 Nov 2015, 21:06 | ||
ლოგიკⒶ
სივრცე კი ფართოვდება დიდი სიჩქარით, მაგრამ ჩვენ სადაც ვხედავთ ახლა ამ ობიექტებს, იქამდე მანძილი რამდენია? (და არა იქამდე, სადაც შეიძლება იყონ, იქნებ აღარც არსებობენ საერთოდ, რა ვიცით? ) |
Posted by: Lowlander 6 Nov 2015, 21:26 | ||
ჯეტები რომ იფრქვეოდა შავი ხვრელიდან აქამდეც იცოდნენ მემგონი მეცნიერებმა, თუ ესენი სხვა რამეზე საუბრობენ? |
Posted by: perkusia 6 Nov 2015, 23:25 |
ასტრონომებს მინდა ვკითხო, იქნებ ახლა თქვენ გამიგოთ. რატომღაც ჩემი შეკიტხვა ბევრისთის აბსურდული და გაუგებარი მოჩანს. იქნებ პასუხი მითხრათ ან იქნებ ეს ამიხსნათ რა არის აბსურდული აქ. პლანეტებს და ციურ სხეულებს ახასიათებთ ბრუნვითი მოძრაობა, საკუთარი ღერძის მიმართ და რაღაც გარკვეულ ორბიტაზე. ასეთი მოძრაობა შეიძლება იყოს 4 სახის. 1. როცა პლანეტა ბრუნავს ისე რომ – ღერძის გარშემო შემობრუნებისას ორბიტაზეც გადის იმხელა მანძილს რამხელაც არის მისი გარშემოწერილობა. ანუ მისი სიჩქარე ღერძის გარშემო ბრუნვისას და ორბიტაზე ბრუნვისაც არის დაახლოებით ერთნაირი. ანუ თვალსაჩინოებისათვის ისეთი როგორიც არის გაგორება, ბურთი რომ გაგორდება ისეთი. მათემატიკაში ასეთ გადაადგილებას გორვა ქვია. 2. როცა პლანეტა ბრუნავს ღერძის გარშემო ჩქარა, მარა ცოტას გადის ორბიტაზე. ანუ ერთ ბრუნვაში ვერ გადის იმხელას რამხელაც არის გარშემოწერილობა. ანუ თვალსაჩინოებისათვის ეს არის ბუქსავის ანალოგი. ამას მათემატიკოსები დაბუქსავებას ეძახიან. 3. როცა პლანეტა ღერძის გარშემო 1 ბრუნში გადის ორბიტაზე გარშემოწერილობაზე დიდ მანძილს, ანუ ორბიტაზე უფრო ჩქარა მოძრაობს ვიდრე ღერძის გარშემო. ანუ თვალსაჩინოებისათვის ეს გავს გასრიალებას. ამას სრიალს ეძახიან მატემატიკოს 4. და შეიძლება განვიხილოთ კიდევ ასეთი – როცა პლანეტა ღერძის გარშემო ბრუნავს, მარა ორბიტაზე გადაადგილდება საპირისპირო მიმართულებით. ანუ დაახლოებით ასე, ბორბალი რომ წინ ტრიალებდეს მარა უკან გადაადგილდებოდეს. ეს– ოთხივე სახის მოძრაობა შეინიშნება კოსმოსში, ყველა არის სადმე რომელიმე პლანეტაში ან ცდომილში თუ ყველა ერთ წესს ემორჩილება და 1 სახის მოძრაობა ახასიათებს ყველა ცდომილს და ყველა ბრუნავს დედამიწასავით – მე–3 სახის მოძრაობას, გასრიალებასავით. როცა 1 ბრუნში ორბიტაზე უფრო მეტ მანძილს გადის ვიდრე არის მისი გარშემოწერილობა. ? |
Posted by: ლოგიკⒶ 7 Nov 2015, 00:58 |
nforumi შეიძლება არც არსებობდნენ და ამას ვერანაირად გავიგებთ სანამ არ დავინახავთ თუმცა პრაქტიკიდან და გამოთვლებიდან გამომდინარე უეცრად არსად გაქრებოდნენ გალაქტიკები perkusia 1. აქ მეწერა მთვარე ბრუნავს თქო ეგრე მაგრამ არასწორად გამიგია კითხვა... მთვარე ერთ წრეს რომ არტყავს დედამიწას მაგ დროს ერთ ბრუნს აკეთებს ღერძის გარეშმო მაგრამ შენ აშკარად სხვა რამ იკითხე... ზუსტად არვიცი ეგეთი შემთხვევა დაფიქსირებულია თუ არა მოსაძებნია ეგ ინფორმაცია შეიძლება იყოს ჩვენ სისტემაში ასეთი ობიექტი მაგრამ აქ თუ არა რომელიმე სხვა ვარსკვლავებზე უეჭველი იქნება (ჯერჯერობით შეუძლებელია ღერძის ბრუნვაზე დაკვირვება) თუმცა ასეთი შემთხვევა სუფთა დამთხვევა უნდა იყოს და არა კანონზომიერება 2. და 3. პუნქტი ერთდროულად არის მერკურის მოძრაობაში... მერკურის ელიფსური ორბიტა აქვს როდესაც იგი მზესთან ახლოს იმყოფება მაგ დროს ორბიტაზე უფრო სწრაფად მოძრაობს ვიდრე ღერძის გარშემო ხოლო როდესაც მზისგან დაშორებულია მაგ დროს ღერძის გარშემო უფრო სწრაფად მოძრაობს ვიდრე ორბიტაზე... ასეთი მოძრაობის გამო ძალიან საინტერესო ფენომენის დანახვა შეიძლება მერკურიდან მაგალითად მზე როგორ ამოდის შემდეგ ჩერდება ცაში იწყებს უკან სვლას და ჩადის აღმოსავლეთით შემდეგ კვლავ ამოდის და ჩადის დასავლეთით 4. ვენერა ბრუნავს უკუღმა და ასევე ურანსაც უჩვეულო ბრუნვა აქვს 90%-ით არის შემოტრიალებული ანუ გვერდულად ბრუნავს |
Posted by: nforumi 7 Nov 2015, 08:43 | ||||
ლოგიკⒶ
არ გაქრებოდნენ, მაგრამ რა პროცესები განვითარდა ხომ არ ვიცით. იქნებ აღარ გვცილდებიან იმ სიჩქარით, რაც არის გამოთვლილი...
ანუ ფიქრობ რომ მთვარეს რომ დედამიწისკენ სულ ერთი მხარე აქვს მოქცეული, დამთხვევაა? |
Posted by: perkusia 7 Nov 2015, 11:11 |
ლოგიკⒶ გაიხარე ძმა, ჯიგარი ხარ. დიდი მადლობა. მემგონი ის ჭკვიანი კაცი ხარ რომელიც ჩაწვდა ჩემი კითხვის არსს. ვერავინ გამიგო სხვამ |
Posted by: ლოგიკⒶ 7 Nov 2015, 14:30 | ||
nforumi შეიძლება მაგრამ მიჩნეულია რომ სამყაროში ყველგან მოქმედებს ერთნაირი ფიზიკის კანონები (ზოგადად ერთნაირი სიტუაციაა ყველგან) შესაბამისად ძალიან შორს თუ რაღაც ხდება იგივე უნდა ხდებოდეს ჩვენთანაც ანუ ჩვენთან ახლოს მყოფ ობიექტებმაც უნდა შეანელონ ან შეაჩერონ ჩვენგან დაშორება რასაც ვერ ვხედავთ
არა არა ეს გამოწვეულაი "მიქცევა მოქცევის" გამო (tidal locking) იგივე მიზეზით ბრუნავს მერკური ისე როგორც ბრუნავს და ასე შემდეგ... სხვათაშორის დედამიწის ბრუნვა ნელდება და ადრე თუ გვიან გაუტოლდება მთვარის ბრუნვას ანუ ერთი დღე იქნება ერთი თვე... დამთხვევა იქნება ის რომ პლანეტა ორბიტაზე ზუსტად იმ მანძილს გადიოდეს რა გარშემოწირულობაც აქვს მას (როგორც ბორბალი დადის ასფალტზე) perkusia ჭკვიანის რა გითხრა მაგრამ ვინც ასტრონომიაში ვერ ერკვევა და არააქვს წარმოდგენილი პლანეტები სივრცეში როგორ მოძრაობენ ბუნებრივია რომ გაუჭირდება შენი კითხვის მარტივად გაგება... წინაზე მეჩქარებოდა და ვერ დავპოსტე პლანეტის ღერძის გარშემო ბრუნვაზე გავლენა აქვს ძირითადად მხოლოდ ორ ფაქტორს (სივრცის გამრუდებას თუ არ ჩავთვლით) ესენია 1. ფიზიკური შეჯახება რაც მოხდა ვენერასა და ურანის შემთხვევაში და 2. გრავიტაცია ინგლისურად tidel locking ქვია რაც მოუვიდა ჩვენ მთვარეს და კიდე სხვა ობიექტებს... ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი ძალა არ იწვევს იმ ეფექტს რომ რა გარშემოწირულობაც აქვს პლანეტას იგივე მანძილს გადიოდეს სივრცეში შესაბამისად ასეთი შემთხვევა თუ დაფიქსირდა ეს უბრალო დამთხვევა იქნება |
Posted by: perkusia 7 Nov 2015, 14:35 | ||
ლოგიკⒶ
არა, იცი რა არის, კი, ეს გასაგებია თუ მოხდა ასეთი რამ დამთხვევა იქნება, ამას რამე კანონზომიერი ძალა სპეციალურად ვერ შექმნის მარა მაინტერესებდა უბრალოდ გამორიცხვა ხომ არ იქნება, რაიმე ძალა ხომ არ აიძულებდა ასეთ დამთხვევის დროს პლანეტა მაინც ამოეგდო ამ ბალანსიდან, მარა როგორც მივხდი არც ეს მომენტი იქნება. |
Posted by: nforumi 7 Nov 2015, 18:45 | ||||
ლოგიკⒶ
გასაგებია. თუმცა ჩვენ არ გვქვს სამყარო სრულად შესწავლილი და შესაძლოა რამე ფუნდამენტური კანონის შესახებ ჯერ წარმოდაგენაც არ გვაქვს. თორე ისე გასაგებია რასაც ამბობ, კი.
რატო უნდა იყოს ერთი თვე? გამოთვლა შეიძლება რაც იქნება. შორეულ მომავალში დედამიწა და მთვარე ერთმანეთის მიმართ ერთი მხარით იქნებიან მიბრუნებული, მაგრამ საერთო მომენტი არ შეიცვლება. ანუ, დედამიწის ბრუნვა შენელდება, გასაგებია. ხოლო მთვარე გაიწევს უფრო შორს (ამით მისი გარშემოქცევის პერიოდი გაიზრდება). ანუ საბოლოო ჯამში ერთი დღე გაგრძელდება დავუშვათ 240 საათი.... უჰ, რამდენ საქმეს მოასწრებს კაცი ! |
Posted by: ლოგიკⒶ 7 Nov 2015, 21:56 | ||
nforumi
ერთ თვეში ვიგულისხმე მთვარის ერთი წრე თუმცა მართალი ხარ კალენდარული ერთი თვე არ იქნება პრინციპში მეეჭვება რომ ეგ "ერთი თვე" საერთოდ მოესწროს იმიტომ რომ მთვარე როცა შეიქმნა მაგ პერიოდისთვის დედამიწაზე დღეღამე 6 საათი გრძელდებოდა ანუ 4.5 მილიარდი წლის მანძილზე 18 საათი მოემატა თან მთვარე მაშინ ახლოს იყო და უფრო ძლიერად ანელებდა დედამიწას... ხოდა 5 მილიარდ წელიწადში წესით მზემ უნდა დაწვას ჩვენი პლანეტა და სავარაუდოდ მანამდე ვერ მოესწრება მთვარეზე გასწორება |
Posted by: SCO 7 Nov 2015, 22:20 |
ეს მარსის ატმოსფეროს გაქრობა მზის ქარის შედეგად დიდი ხნის წინანდდელი ცნობილი თეორიაა და რატომ გახდა ასეთი ჰიპერ ნიუსი და რატომ პიარდება ასე მთელ FBზე ვერ ვხვდები |
Posted by: kanian_U 8 Nov 2015, 00:00 |
იმიტომ რომ ადრე ერთ ერთი თეორია იყო, ეხლა ერთადერთია. |
Posted by: nforumi 8 Nov 2015, 00:05 | ||
ლოგიკⒶ
ისე მაგ დათვლილი იქნება ალბათ, რამდენი ხანი დაჭირდება, თუ რამე ჩარევა არ იქნება. კაცმა რომ მოინდომოს, იქნება სადმე ინტერნეტში და მოიძებნება. |
Posted by: 024 10 Nov 2015, 15:02 |
http://lenta.ru/news/2015/11/10/mro/ ფოტოზე რო სილურჯეა რა არის ეგ? ნამდვილად ეგ ფერია თუ კონცეპტია? |
Posted by: misha20123 11 Nov 2015, 00:08 |
http://astronet.ge საინტერესო საიტია საინტერესო სტატიებიტ * * * ეს პლანეტა გლორია რაღაა პირველად გავიგე http://www.blog.esoteric.ge/გლორ |
Posted by: Tariel 11 Nov 2015, 00:39 | ||
misha20123
სიმართლე გითხრა არ მჯერა მაგის არსებობის. |
Posted by: Quest 11 Nov 2015, 12:00 |
მოგესალმებით თბილისთან ახლოს მირჩიეთ რა რამე ადგილები საიდან შეიძლება დავინახო გალაქტიკები და ნისლეულები ამითი ვაპირებ გასვლას: Celestron astromaster 114 |
Posted by: ლოგიკⒶ 12 Nov 2015, 01:34 | ||
Quest ეს არის სინათლის დაბინძურების რუკა http://www.lightpollutionmap.info/#zoom=14&lat=5123891.98147&lon=4980570.35007&layers=0BTFFFFTT და შეგიძლია აარჩიო ადგილი მე პირადად თეორიულად ვგეგმავ გასვლას მსხალდიდის (mskhaldidi) ჩრდილოეთით რომ არის მთა აი მანდ მაღალიცაა ბნელიცაა და გაშლილი ადგილიც აქვს თუმცა კარგი ჯიპი უნდა მანდ ასვლას (ნუ ცოტა ხალხი და სამწვადეც არ აწყენდა სიტუაციას)... ასევე გირჩევ stellarium პროგრამა დააყენე რომ ზუსტად გამოთვალო ცაში რა დროს სად იქნება ობიექტი რომ მერე შემთხვევით მთას ან რაღაცას არ ეფარებოდეს misha20123
როდესაც სადმე დაინახავ მაიას კალენდარს ან უცხო პლანეტელების თეფშებს უნდა იცოდე რომ ყველაფეირ რასაც წაიკითხავ არის ზღაპარი იმიტომ რომ მაგ ხალხს აინტერესებს მხოლოდ ფსევდომეცნიერული იდეები ყველაფერი ის რაც არარეალურია |
Posted by: Quest 12 Nov 2015, 11:29 |
ლოგიკⒶ მადლობა -------------------- |
Posted by: llevani 18 Nov 2015, 01:30 |
დღეს დაახლოებით 21.30-ზე პატარა მეტეორი ჩამოვარდა ზედაზენის ქარხანასთან. დავინახე როგორ მოფრინავდა და უცებ ჩაქრა. |
Posted by: the undertaker 18 Nov 2015, 20:04 |
llevani მეტეორიტების წვიმაა ლეოდინები.ძალიან მცირე ზომის ნაწილაკები შემოდის ატმოსფეროში და წამში ორთქლდება.დეკემბერში ჯემინიდების ნაკადი იქნება.საათში 120 ანთება.ბევრია ბოლიდებიც. |
Posted by: iraklidze 23 Nov 2015, 03:07 |
ლოგიკⒶ უფ შენ გაიხარე კაი რუკაა, მოვკვდი ამ ადილგების ძებნით ინტუიციაზე დაყრდნობით |
Posted by: the undertaker 23 Nov 2015, 21:52 |
ხალხ გამთენიისას სამხრეთ აღმოსავლეთით კომეტა C/2013 US10 ჩანს.კარგ ცაზე შეუიარაღებელი თვალით მოჩანს.მოკლედ ვისაც კომეტებზე გიყვართ დაკვირვება შეუდექით საქმეს. |
Posted by: ლოგიკⒶ 23 Nov 2015, 23:58 |
iraklidze the undertaker საინტერესოა... |
Posted by: ქაფქიანა 8 Dec 2015, 11:43 |
ამერიკელები იუპიტერზე ზონს უშვებენ ოცი წლის შემდეგო. მაგარია. NASA returns to Jupiter 20 years after Galileo The Juno spacecraft meets the gas giant July 4, finally ending the decades-long hiatus of Jupiter missions. http://astronomy.com/news/2015/12/two-decades-after-galileos-mission-to-jupiter-humanity-is-poised-for-a-return |
Posted by: nforumi 8 Dec 2015, 12:13 | ||
ქაფქიანა
როცის არის ეგ 20 წლის შემდეგი ? |
Posted by: ქაფქიანა 8 Dec 2015, 15:26 | ||||
nforumi
|
Posted by: nforumi 8 Dec 2015, 20:46 | ||||||
მაგას გეკითხები ზუსტად, როდის იყო ეგ გალილეო მეთქი. თუ გეზარება პასუხი, ეგეც თქვი შე კაცო... |
Posted by: the undertaker 11 Dec 2015, 00:11 |
მოკლედ.მეტეორიტების წვიმა ჯემინიდები დაიწყო.პიკი 13–14 დეკემბერს.რადიანტი ტყუპების თანავარსკვლავედი.საათში 100–120 ანთება.ხშირია ბოლიდებიც.მოწმენდილი ცა უნდა იყოს და საინტერესოა სანახაობაა. |
Posted by: ქაფქიანა 11 Dec 2015, 09:33 |
nforumi 1995-ში კაცო... .................................... |
Posted by: nforumi 11 Dec 2015, 12:00 | ||
ქაფქიანა
ანუ ახლა უშვებენ... თუ გაუშვეს უკვე? |
Posted by: ქაფქიანა 12 Dec 2015, 09:17 | ||
nforumi
ჰო, ჰოოო... ვაიმე არ წერია გასაგებად 4 ივლისსო? |
Posted by: nforumi 12 Dec 2015, 11:13 | ||
ქაფქიანა
? კაი ხო, როგორც არის. მე ინტერესით ველოდები თუ რამე ახალი ინფორმაცია იქნება. |
Posted by: Pickering 17 Dec 2015, 11:38 |
ერთ ფილმში მოვისმინე,აქამდე აღმოჩენილ ყველა პლანეტარულ სისტემაში პლანეტები ზომის მიხედვით არიან დაშორებული თავიანთი მზე-ვარსკვლავისაგანო - ანუ,ყველაზე დიდი პლანეტა ყველაზე ახლოსაა,შემდეგ მოდის ზომით მეორე და ა.შ. ყველგან ასეაო. ერთადერთი მზის სისტემაში არის ეს წესრიგი დარღვეულიო. |
Posted by: Kvirila 21 Dec 2015, 03:43 | ||
65 მილიონი წლის წინ მარსსა და იუპიტერს შორის ბელტიდან წამოსულმა ასტეროიდმაც მაგარი სანახაობა გამართა დედამიწაზე, ჩემი ავატარი შეეწირა მაგ ამბავს 4:00 დან https://www.youtube.com/watch?v=vTdiKs5D4V4 |
Posted by: ლოგიკⒶ 21 Dec 2015, 09:32 |
Pickering მეეჭვება რომ რეალური იყოს ეგ ინფორმაცია თუმცა გადავამოწმებ მაინც რა მიზეზია რომ ვარსკვლავისგან დაშორებით დიდი პლანეტები ვერ წარმოიქმნას? |
Posted by: nforumi 21 Dec 2015, 10:02 | ||
ლოგიკⒶ Pickering
ვინ თქვა ყველგან ასეაო? ვინ დაადგინა? საიდან? |
Posted by: Pickering 21 Dec 2015, 16:02 |
ლოგიკⒶ nforumi * * * ლოგიკⒶ nforumi წყარო არც ისე სანდოა - РЕН ТВის ფილმი. მაინც არი ხსნება... ИНТЕРЕСНЫЕ и Удивительные Факты о Солнечной Системе! ასე ქვია. იუ თუბზე დევს. |
Posted by: ლოგიკⒶ 21 Dec 2015, 18:09 |
nforumi უეჭველი რაღაც ფსევდომეცნიერული წყარო იქნება... მზესთან ახლოს პირიქით პატარა პლანეტები უნდა არსებობდნენ იმიტომ რომ მზე ასე თუ ისე შთანთქავს უმეტეს ობიექტებს და მხოლოდ მცირე დარჩენილი ნაწილებიდან შეუძლია პლანეტას ჩამოყალიბება საერთოდ მორწმუნეებს ძალიან აღაგზნებს ის იდეა რომ ჩვენ განსაკუთრებულები და გამორჩეულები ვართ ამ სამყაროში შესაბამისად მოიგონებდნენ ამ ვერსიას რომ შემდეგ თქვან აი ჩვენი მზის სისტემა როგორი უნიკალური და ბუნების კანონების საწინააღმდეგო არისო |
Posted by: ლოგიკⒶ 21 Dec 2015, 18:13 | ||
აუ ეს პოსტი არც მინახავს ისე დავპოსტე ზემოთ და ხო ზუსტად 10-იანში გავარტყი? რენტივის ასტრონომია და ცოდნა არ გაიშვას ცარიელ ტყუილებზეა მთლიანად ეგ არხი აგებული |
Posted by: Pickering 21 Dec 2015, 18:50 | ||
ეგ ბაზარია ერთი კითხვა მაქვს: მზის სისტემის ყველა პლანეტა ბრუნავს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით,ვენერას გარდა. ასეა? |
Posted by: არწივი9 21 Dec 2015, 18:57 | ||
Pickering
საკუთარი ღერძის ბრუნვაზე თუა საუბარი - კი, ნუ აქ ურანიც შედის |
Posted by: Pickering 21 Dec 2015, 19:01 |
არწივი9 კი,საკუთარ ღერძზის ირგვლივ ბრუნვაზე ბამბობ. მადლობა. ახლა შევამოწმე და PSR 1257+12-ს პლანეტარულ სისტემაშიც ყველაზე პატარა პლანეტა ყველაზე ახლოსაა პულსართან. |
Posted by: ლოგიკⒶ 21 Dec 2015, 19:13 |
Pickering თვლიან რომ ვენერას პოლუსთან დაეჯახა პლანეტა ისეთი სიმძლავრით რომ 180 გრადუსით ამოატრიალა იგი და შედეგად უკუღმა დაიწყო ბრუნვა ასევე ურანი 90 გრადუსითაა მოტრიალებული |
Posted by: Pickering 21 Dec 2015, 19:30 |
ლოგიკⒶ გაიხარე! კარგი ილუსტრაციაა. ეს საიტი ალბათ იცით: solarsystemscope.com მზის სისტემის იმიტაციაა. რომელ პლანეტაზე რამდენ ხანს გაძლებს ადამიანი კოსმოსური სკაფანდრის გარეშე: |
Posted by: უჩინარი 22 Dec 2015, 17:04 |
მარსე რო ეგონათ წყლის დინებებმა გააკეთეს ეს კვალი ეხლა ამბობენ წყალი არ არის, მშრალი ყინულისგან (CO2) არის გამოწვეულიო http://news.discovery.com/space/no-water-required-gullies-on-mars-caused-by-dry-ice-151221.htm |
Posted by: Kvirila 23 Dec 2015, 05:31 | ||
შაყირობენ ალბათ ეგენი მანდ ნაჩვენებია რომ დედამიწაზე 80 მეტის თუ ხარ სკაფანდრით უნდა იარო |
Posted by: gubaz_merve 2 Jan 2016, 10:51 |
რეალური კადრები მარსის 500 კილომეტრიდან ნანახი გაქვთ? |
Posted by: koba71786 2 Jan 2016, 16:10 | ||
gubaz_merve
არააა, დადე აბა აქ |
Posted by: უჩინარი 21 Jan 2016, 00:47 |
რაღაც 9 -ე პლანეტა აღმოვაჩინეთო იძახიან და... http://www.sciencemag.org/news/2016/01/feature-astronomers-say-neptune-sized-planet-lurks-unseen-solar-system |
Posted by: 024 21 Jan 2016, 13:56 |
http://lenta.ru/articles/2016/01/21/theninthone1/ http://lenta.ru/articles/2016/01/21/planetx/ |
Posted by: Front National 21 Jan 2016, 18:57 |
მეგობრებო ერთ წიგნს ვეძებ და იქნებ დამეხმაროთ. ქართული წიგნია, 90-ან წლებში გამოსული როგორც მახსოვს. ასტრონომიის ისტორიაზეა, უილიამ ჰერშელზე, ნიუტონზე და სხვა. ასე 350 გვერდიანი, საკმაოდ სქელი წიგნი იყო. ყდა სქელი, მუქი შინდისფერი, მოყავისფრო ქონდა. ხომ არ იცით ამ წიგნის სახელი? ან სად შეიძლება ვიკითხო? |
Posted by: koba71786 21 Jan 2016, 21:58 | ||
რა მაინტერესებს იცით? ამხელა გალაქტიკებს იკვლევენ და ასე შემდეგ,თუ არ გვაბოლებენ ბევრ რამეში და ასეთი პატარა მზს სისტემა ან მის სიახლოვეს მბრუნავი პლანეტები აქამდე არ უნდა დაენახათ თუ რა? სამყაროს წარმოშობაზე ლაპარაკობენ და ასეთი პატარა ამბავი ეხლა უნდა გაეგოთ? იმაში კი მაგრები არიან ათასობით და მილიონობით სინათლის წლით დაშორებულ პლანეტაზე რომ იძახიან ამდენს იწონის ადა ამდენი მასისააო და ასე შემდეგ კაით რა ან ძაან გვაბოლებენ ან რაღაც თეორიებზე აგებენ ამ ყველაფერს რომელიც 1 პროცენტითაც შეიძლება მიახლოებული არ იყოს სიმართლესთან |
Posted by: ცერცვა 21 Jan 2016, 22:57 |
koba71786 და შენ ბოლი და ოპტიკური ილუზია არ გგონია სამყარო? :დ |
Posted by: koba71786 22 Jan 2016, 00:09 | ||
ცერცვა
მა რა არის ბოლია შენ რა გგონია? არა ბოლი არა მარა ბევრ რამეს ან გვაბოლებენ ან ფინანსების გამო იგონებენ რაღაცეებს, წერტილიც არ ვართ სამყაროში და უკვე როდის რა დაიწყო ან როდიდან ან რამდენი წლისაა სამყარო ყველაფერი ვიცით ათასობით სინათლის წლის იქით გალაქტიკების და პლანეტების მასას ვზომავთ,ისიც ვიცით იქ როგორი ამინდია |
Posted by: უჩინარი 22 Jan 2016, 03:38 |
koba71786 პლანეტა X -ს არსებობაზე კაიხანია საუბრობენ, ნეპტუნის იქით რაღაც ისეთები ხდება რომ მარტო პლანეტის არსებობა თუ ხსნის თან ძაან შორს უნდა იყოს თითქმის მზის სისტემის ბოლოშია და მზის შუქს კარგად ვერ აირეკლევს მაგსიშორეზე ხოდა ეხლა ინფრაწითელით აპირებენ მოძებნას და ვნახოთ... |
Posted by: koba71786 22 Jan 2016, 05:19 | ||
უჩინარი
2016 _ში იქნება მოახლოებაო მაგ პლანეტის,და მართალია? ისე რამე ცვლილებებს გამოიწვევს მაგ პლანეტის მოახლოება? |
Posted by: gubaz_merve 22 Jan 2016, 06:49 |
გადაწერილი შუმერული თქმულებები ცოცხლდება?იოანე ზოსიმე ამბობს სამი დღით ადრე გამოჩდება ღმერთების საცხოვრებელი იქვე ტექსტში განმართება ერთი დღე ვითარცა ათასი წელი ანუ გიგანტები მარტივად რომ ვთქვათ ქართველები ,ენა რომელზეც ბაბილონის გოდოლამდე საუბრობდნენ.დასტურად თავის სიტყვებისა მოყავს ლასი ცან ყარ თან-ო რიცხვითი მნიშვნელობა 46751,ყარ'',რიგითი სათვალავით: ყ(26)+ა(1)+რ(19)=46 ,,ღან''რიცხვ-მნიშვნელობით: ღ(700)+ა(1)+ნ(50)=751 ე ერთად, ,,ყარ''-ისა და ,,ღან"-ის ჰემატრიები 46751 სწორედ ამდენი დღეა 128 წლიან ციკლშVaxo წამის სიზუსტით.ჯერ სადა ხართ ალეკო ცინცაძის წიგნები იკითხეთ გონებას ხსნის ლასარის გალაქტიკამდე . ჩვენი ბორჯღალიც ხომ სპირალური გალაქტიკაა 4ასლი არსებობს ამ ტექსტის და Oთხივე გრამატიკულად არაზუსტია თუმცა რიცხვთა ჯამი 8050ია ყველგან თიQოს რაღაცის თქმა უნდა საუკუნეებიდანდ:წ(4000)+ე(5)+ლ(30)+ი(10)+წ(4000)+ა(1)+დ(4 )=8050 ი ბრუნვის ნიშანია და ჰემატრიაში სათვალავში არ მიიღება. Qართველებს რომ უზუსტესი კალენდარი გვქონდა და ახლანდელით ჩაანაცვლეს გულისწყრომასაც კი გამოთქამდა რად გვინდა არაზუსტი კალენდარიო თუმცა მაშინდელმა ქურუმებმა ისე გადაწიეს კალენდარი რომ 128 წლიან ციკლში ჯდება ყველა ისტორიული მოვლენა რომელთა თარიღებთანაც ქონდათ ისტორიკოსებს პრობლემა. |
Posted by: A1oneman 22 Jan 2016, 12:29 | ||
koba71786
ჯერ დადასტურებული არ არის, მართლაც ნაპოვნია თუ არა მე-9 პლანეტა. ჯერ კიდევ ბევრი რამე აქვთ გამოსაკვლევი. რაც შეეხება იმას, რომ რატომ აქამდე ვერ გამოიკვლიეს მზის სისტემა: კოსმოსში მხოლოდ ისეთი ობიექტების დამზერა და თვისებების შესწავლა არის შესაძლებელი, რომლებიც ასხივებენ და ეს გამოსხივება ჩვენამდე (ტელესკოპებამდე) აღწევს. მზის სისტემის მახლობლად კიდევ უამრავი ობიექტი შეიძლება იყოს, რომელიც ჯერ არ არის აღმოჩენილი, რადგანაც მათ შეიძლება არ გააჩნდეთ საკუთარი გამოსხივება, ხოლო მზის სხივი მათან შიძლება ვერ აღწევდეს, ან თუ კი აღწევს, არეკვლილი სხივი ვეღარ დაიმზირებოდეს ტელესკოპის მიერ, რომელიც მზის სისტემაშია. ამიტომაც არის საჭირო ტელესკოპები გავიდნენ მზის სისტემის მიღმა (რამდენიმე ტელესკოპი გასულიც არის). ერთ-ერთი ასეთი ობიექტი შეიძლება იყოს სწორედ ეგ ეგრედწოდებული "პლანეტა იქსი", რომელიც ჯერ დადასტურებული არ არის, მართლაც არსებობს თუ არა. რაც შეეხება ათასობით სინათლის წელიწადით დაშორებული პლანეტების არსებობას და მასების განსაზღვრას, ეს სრულებითაც შესაძლებელია, რადგანაც ეს პლანეტები მოძრაობენ ვარსკვლავების ირგვლივ, ეს ვარსკვლავები კიდევ ასხივებენ. ვარსკვლავის გამოსხივების სპექტროსკოპული შესწავლით და მის ჩვენი მზის გამოსხივებასთან შედარებით, შესაძლებელია ვარსკვლაის მასის მიახლოებით განსაზღვრა. ხოლო როცა ვარსკვლავის ირგვლივ მოძრავი პლანეტა მოხვდება ტელესკპოპსა და ვარსკვლავს შორის, ვარსკვლავის გამოსხივება იცვლება, ამ ცვლილების შესწავლით კი შესაძლებელია პლანეტის მასის მიახლოებით განსაზღვრა. ასე რომ მეგობარო, ათასობით სინათლის წელიწადით დაშორებული ვარსკვლავების შესახებ ფაქტებში და სამყაროს წარმოშობაზე მეცნიერულად დასაბუთებულ ლაპარაკში არანაირი "ბოლი" არ არის თუმცა მეცნიერულად დასაბუთებული ლაპარაკი დიდი უმრავლესობისათვის მართლაც გაუგებარი იქნება და მართლაც "ბოლი" შეიძლება გამოჩნდეს, ეს საკვირველი ნამდვილად არ არის ასევე ეს "პლანეტა იქსი" შიძლება ნამდვილად "ბოლი" იყოს, სანამ მყარი მტკიცებულებები არ იქნება. |
Posted by: Pickering 22 Jan 2016, 14:24 | ||||
koba71786
სტატიაში წერია, როდესაც ეგ ჰიპოთეეზური პლანეტა თავის ელიფსურ ორბიტაზე გარემოქცევისას ყველაზე ახლოსაა მზესთან,მაშინაც კი ნეპტუნზე უფრო შორს არისო. ასე რომ, იმდენად ახლოს რომ ჩვენთან კატაკლიზმები გამოიწვიოს, არ მოახლოვდება. მაგრამ შეიძლება თუ არა, რომ ვთქვათ კოიპერის სარტყელის რომელიმე ობიექტი გადმოისროლოს დედამიწისკენ არ ვიცი. A1oneman
ვოიაჯერები? |
Posted by: A1oneman 22 Jan 2016, 15:41 | ||
Pickering
ნამდვილად ეგ ორნი ვიცი და სხვები არა |
Posted by: Pickering 22 Jan 2016, 16:13 |
მზის ჩასვლა მარსზე.Curiosity-ის მიერ გადაღებული: |
Posted by: giat 25 Jan 2016, 21:37 |
არიზონას უნივერსიტეტის მეცნიერ-თანამშრომლებმა რომლებიც ეწევიან დაკვირვებებს მარსის პლანეტაზე გამოაქვეყნეს ძველ-ახალი ფოტოები რომლებიც ამტკიცებენ რომ მარსზე არის მდინარეები და ტბები და იყო ამ ტბების განშტოებები და ეს ფოტოები გადაღებულია Mars reconnissance orbiter მიერ მდინარრების განშთტოება რომლებიც ადრეც არდებობდა მარსზე თითქოსდა გაქრა ვიხუსლურად გვეუგვნება რომ -ეს არის ან მდინრის долина расположение на земле და რომ ორივე წყალსაცავის სიდიდე და სტრუქტურა არის იდენტური. მაგრამ ამ მომენტისათვის მეცნიერებს მხოლოდ ფოტომასალა გააგშნიათ -იძახიან რომ წყალსაცავიბი ხან გამოჩნდება და ხან კი იკარგება -ვარაუდია რომ ეს დიდი დროის და დიდი ხნის მანძილზე და განმავლობაში გრძელდებოდა მეცნიერები იკვლევენ იმას თუ მდინარეები და ტბები არსებობდა რით ან როგორ ივსებოდა მათი მარაგი და ისინი ამითი დაადგენენ მარსის კლიმატს |
Posted by: Front National 30 Jan 2016, 08:41 |
მარსის პოლარულ რეგიონში ხეების მსგავსი ობიექტები ასეთია: http://www.space.com/31759-another-world-mars-strange-surface.html?cmpid=514630_20160129_57730666&adbid=10153281133971466&adbpl=fb&adbpr=17610706465 |
Posted by: misha20123 4 Mar 2016, 16:17 |
ირმის ნახტომმა კვდომა დაიწყო http://astronet.ge/ირმის-ნა |
Posted by: lepori 4 Mar 2016, 16:31 | ||
misha20123
რამდენ ხანში მოკვდებაო არ წერია |
Posted by: misha20123 4 Mar 2016, 16:40 |
lepori 1-2 მილიონი წლის ბაზარია ალბათ |
Posted by: lepori 4 Mar 2016, 17:55 | ||
misha20123
მე რამდენი ათეული მილიონის იმედი მაქვს ერთი ორი ცოტაა |
Posted by: ლოგიკⒶ 4 Mar 2016, 20:06 |
რა 1-2 მილიონი კაცო მხოლოდ ჩვენი მზე რომ ავიღოთ კიდევ 5 მილიარდი წელი იქნება აქტიური... გააჩნია სიკვდილში კონკრეტულად რა მოიაზრება მაგრამ მინიმუმ მრავალი ათეული მილიარდი წელი მაინც იქნება აქტიური ჩვენი გალაქტიკა ან ასეულიც შეიძლება |
Posted by: nforumi 4 Mar 2016, 23:36 | ||
misha20123
რას ნიშნავს კვდომა? ვერ გავიგე რა იგულისხმება გალაქტიკის კვდომაში... |
Posted by: misha20123 6 Mar 2016, 22:20 |
NASA-მ პლუტონზე, სავარაუდოდ, თოვლით დაფარული მთები აღმოაჩინა http://www.tabula.ge/ge/story/105327-nasa-m-plutonze-savaraudod-tovlit-dafaruli-mtebi-aghmoachina |
Posted by: nforumi 7 Mar 2016, 09:47 | ||
misha20123
ხო, მეთანის თოვლი. |
Posted by: pato-7 7 Mar 2016, 23:40 |
ერთი კითხვა მაქვს: ირმის ნახტომის "ხაზის" ესე ან საერთოდ დანახვა თუ არის შესაძლებელი? |
Posted by: Raftor 8 Mar 2016, 11:47 |
pato-7 კი... უბრალოდ ქალაქს უნდა მოშორდე... ქალაქის განათება, უშლის ხელს კაშკაშა ცის დანახვას სოფელში სულ ვუყურებ ხოლმე ღამით... პ.ს. ეგ ირმის ნახტომის ცენტრია. მოძრავი მატერია ზემასიური შავი ხვრელის გარშემო |
Posted by: nforumi 8 Mar 2016, 16:02 | ||
Raftor
ყოველთვის არ ჩანს ალბათ ირმის ნახტომის ცენტრი დედამიწიდან, ალბათ იმ სეზონზე, როცა დედამიწა მზესა და ამ ცენტრს შორის არის მოქცეული... |
Posted by: Lowlander 8 Mar 2016, 16:05 |
pato-7 ზუსტად ასე არ ჩანს, მაგრამ დანახვა შესაძლებელია. როგორც ზემოთ დაწერეს ქალაქგარეთ, მეც სოფელში ვაკვირდები ხოლმე. |
Posted by: ლოგიკⒶ 8 Mar 2016, 16:35 |
pato-7 ხაზი რათქმაუნდა ჩანს მაგრამ საქმე იმაშია რომ სურათის გადაღებისას ჩამკეტს ტოვებენ ღიას უფრო დიდხასნ რათა მან მეტი შუქი მოაგროვოს და მკრთალი ობიექტები გაცილებით უფრო კაშკაშა იყოს... ადამიანის თვალი ამას ვერ აკეთებს ამიტომ ასეთ კაშკაშა ცას ვერასდროს ვერ დაინახავ nforumi კვდომაში უნდა იგულისხმებოდეს ის რომ ახალი ვარსკვლავები აღარ იქმნებიან ან მკვეთრად შემცირდა წარმოქმნის რაოდენობა |
Posted by: pato-7 8 Mar 2016, 21:26 |
აღმოსავლეთით კაშკაშა რა არის? სირიუსზე მეტად კაშკაშებს. იუპიტერია? ორიონის ნებულა ჩანს შეუიარაღებელი თვალით? ან ბინოკლით? |
Posted by: nforumi 8 Mar 2016, 22:47 | ||
ლოგიკⒶ
ეგ დიდი ხნის დაწყებული უნდა იყოს მაშინ, სავარაუდოდ. |
Posted by: Lowlander 8 Mar 2016, 22:49 | ||
pato-7
ჩანს, ოღონდ ესეც ისეთი მკვეთრი არაა როგორც სურათებში აჩვენებენ |
Posted by: pato-7 8 Mar 2016, 23:29 |
Lowlander მადლობ პასუხისთვის აღმოსავლეთით კაშკაშა იუპიტერია? თუ არქტურუსი? |
Posted by: ლოგიკⒶ 9 Mar 2016, 00:32 |
სმარტფონი თუ გაქვს გეტყვი კარგ პროგრამას რომლითაც ზუსტად დაადგენ სად რომელი ვარსკვლავია და რახდება ჩამოვწერ იქნებ ვინმე სხვასაც უნდა 1) google sky არის ძალიან მარტივი და უბრალო პროგრამა (ასევე უფასოა) 2) stellarium mobile ძლიერი პროგრამაა მრავალი ფუნქციით და დიდი ბაზით (ადვილად იშოვება გატეხილი ვერსიები) 3) starwalk 2 ასევე კარგი პროგრამაა უფრო დეტალური სურათებითა და უფრო მრავალფეროვანი ინფორმაციით (თუმცა საჩალიჩოა გატეხილი ვერსიის დაყენება) 4) skysafari არის ყველაზე ძლიერი და პროფესიონალური პროგრამა ციურ ობიექტებზე დაკვირვებისთვის ვინც პირველად აყენებს ასეთ პროგრამას უმჯობესია გუგლ სკაი დააყენოს ან რამე მაგდაგვარი პროგრამა რომელიც მრავლადაა ფლეისტორშიც და აიტიუნსშიც... როცა მოგბეზრდებათ ეგ პროგრამა და უფრო მეტი მოგინდებათ მერე დააყენეთ სტელარიუმი და სტარვაქი... ხოლო თუ თქვენ ტელესკოპი გაქვთ რომელიც სმარტფონს უერთდება ან პროფესიონალურ დონეზე გაინტერესებთ ციური სხეულის ორბიტები ადგილმდებარეობა და ასე შემდეგ მაშინ სკაისაფარი არის ამისთვის... ეს ძველი მესამე ვერსიის ვიდეოა ახალ მეხუთე ვერსიაში უფრო მეტი ფუნქციებია |
Posted by: spiridon_surajia 10 Mar 2016, 23:55 |
მართალია რომ არსებობს სამყაროში ისეთი ციური სხეულები რომლებიც ზომით მუშტისოდენაა და წონაში დედამიწას 100 ჯერ აღემატება? |
Posted by: nforumi 10 Mar 2016, 23:57 | ||
spiridon_surajia
ვინ თქვა ეს? |
Posted by: pato-7 12 Mar 2016, 12:56 |
ჩაინიკური კIთხვა მაქვს, რა კავშირია თხუნელას სოროსა(wormhole) და შავ ხვრელს შორის? ანუ ერთი და იგივეა თუ არა? |
Posted by: David27 12 Mar 2016, 18:56 |
pato-7 შავი ხვრელისგან განსხვავებით თხუნელას სორო დამზერილი არ არის და ამ ეტაპზე ფანტასტიკის სფეროა. საერთო ის აქვთ, რომ ორივე პორტალთან ასოცირდება. |
Posted by: nforumi 12 Mar 2016, 23:20 | ||
David27
|
Posted by: ლოგიკⒶ 13 Mar 2016, 06:14 |
nforumi მართალი ხარ მაგრამ გრავიტაციული ტალღებით ხომ მოხდა ახლახანს დამზერა არა? spiridon_surajia გააჩნია რას გულისხმობ მთლიანი ობიექტი უნდა იყოს მუშტისოდენა თუ უფრო დიდი ზომის ობიექტიდან რომ ავიღოთ მუშტის ხელა მასალა ეგ უნდა იწონიდეს დედამიწაზე ასჯერ მეტს? ნეიტრონული ვარსკვლავი ვერცერთ შემთხვევაში ვერ დააკმაყოფილებს მაგ მოთხოვნებს ამიტომ მარტო შავ ხვრელს შეიძლება ჰქონდეს ეგეთი თვისებები შენ ჯერ დააკონკრეტე რა გაინტერესებს |
Posted by: Pickering 13 Mar 2016, 13:13 |
რამდენადაც ვიცი, არსებობენ ობიექტები(სწორედ ნეიტრონული ვარსკვლავები),რომელთა შემადგენელი მატერია იმდენადაა შეკუმშული მძლავრი გრავიტაციის წყალობით,რომ ამ მატერიის ერთი კოვზი ათასობით ტონას იწონის. ვცდები? მგონი, spiridon_surajia-მაც ეს იგულისხმა. |
Posted by: pato-7 13 Mar 2016, 19:09 |
http://www.imovies.ge/movies/44888 მაგარი რაღაცაა |
Posted by: nforumi 13 Mar 2016, 19:48 | ||
ლოგიკⒶ
რისი, თხუნელას სოროსი? |
Posted by: ლოგიკⒶ 13 Mar 2016, 19:49 |
Pickering ერთი ასანთის კოლოფი გავსებული ნეიტრონული ვარსკვლავით იწონის 5 ტრილიონ ტონას ხოლო დედამიწას მილიონჯერ უფრო მეტი მასა აქვს ხოდა ციფრები რომ შეადარო ეს იუზერი ეძებს დაახლოებით ოცდაათ მილიონჯერ უფრო მკვრივ ობიექტს nforumi მართალი ხარ რაზეც გაგეცინა |
Posted by: nforumi 13 Mar 2016, 20:23 | ||
ლოგიკⒶ
ხანდახან უნდა გაიცინო კაცმა, აბა რა |
Posted by: Raftor 15 Mar 2016, 10:06 | ||
კავშირი ისაა რომ ორივე მოვლენა დროსა და სივრცის დეფორმაციას ახდენენ. შავი ხვრელი ალბათ იცი რომ კოლოსალურ გრავიტაციულ ველს ქმნის, აი ეგ თხუნელის თუ მატლის სორო არა. შავი ხვრელის ცენტრი არის სინგულარობის წერტილი და ყველაფერი რაც მისკენ ჩავარდება ფაქტიურად აღარ იარსებებს დროსა და სივრცეში, მაგრამ იმ თხუნელის სოროში შეგიძლია იმოგზაურო და მეორე მხარეს გახვიდე. ფაქტი ისაა რომ ორივე ობიექტში გასვლისას დროში იმოგზაურებ (მომავალში) პროსტა ის შავი პილასოსი დაგბრიდავს... |
Posted by: Quest 15 Mar 2016, 10:58 |
Pickering spiridon_surajia ასი კი არა, ერთი დედამიწაც რომ შევკუმშოთ მუშტის ზომებამდე, შავ ხვრელს მივიღებთ ანუ მასეთი სიმკვრივე მხოლოდ შავ ხვრელს აქვს შავ ხვრელს კიდე ვეღარ შევკუმშავთ |
Posted by: Raftor 15 Mar 2016, 12:32 | ||
კი... ოღონდ მუშტის ზომა არაა საკმარისი მაინც დაახლოებით მიწის თხილის ზომამდე. მზე კი პატარა ქალაქის ზომამდე უნდა შეკუმშოთ.. ნუ დაახლოებით გლდნის ზომამდე |
Posted by: Pickering 15 Mar 2016, 15:54 |
ხომ არსებობს თეთრი ხვრელების ჰიპოთეზაც? მგონი, აინშტაინიც უშვებდა მათი არსებობის შესაძლებლობას. შავი ხვრელის მიერ ჩაყლაპული ობიექტი თეთრი ხვრელიდან გამოდის შავი ხვრელის მასა იმატებს ობოექტების შთანთქის პროცესში? |
Posted by: Raftor 15 Mar 2016, 15:58 | ||
კი... მაგრამ ეგ თეთრი ხვრელი ჩვენივე სამყაროში ვერ ამოიფრქვევა თუ ეს ჰიპოთეზა მართალია მაშინ სადღაც ჩვენი სამყაროს მიღმა ჩნდება სამყარო ანუ დიდი აფეთქება და ჩნდება ახალი სამყარო სწორედ იმ მომენტში როცა ვარსკვლავის ბირთვი შავ ხვრელში კოლაფსირდება. |
Posted by: Pickering 15 Mar 2016, 16:42 | ||
Raftor გაიხარე
სხვა განზომილებები ფიზიკის სხვა კანონებით... წარმოსადგენადაც რთულია... კაცობრიობა მართლაც ძალიან სწრაფად ვითარდება: სულ რაღაც 2-3 ათასი წლის წინ ხალხი ქვებით და ჯოხებით ომობდა,დღეს კი გრავიტაციულ ტალღებს ვაფიქსირებთ, ჩვენი შექმნილი მანქანა მზის სისტემის პერიფერიაში დაფრინავს... უამრავიი ტექნოლოგიური რევოლუცია გველოდება წინ,ფიზიკის ახალი კანონების აღმოჩენა... ჩვენ ხომ ჩვენი ცივილიზაციის ჯერ მხოლოდ გარიჟრაჟზე ვიმყოფებით. მზის წითელ გიგანტად გადაქცევის დროისთვის დედამიწაზე აღარავინ იდარდებს, ადამიანს იმ დროისთვის ბევრი ლამაზი სახლი ექნება აქედან ძალიან შორს. |
Posted by: Raftor 15 Mar 2016, 17:02 | ||
რათმქუნდა... მაგრამ ეგ 2 მილიარდი წელი ძალიან ბევრია ისედაც... 1 000 000 წელი (თუ მანამდე არ გადავშენდით) საკმარისზე საკმარისია რომ ჩვენი გალაქტიკა მთლიანად ავითვისოთ და სრული კოლონიზაცია მოვახდინოთ, იმის გათვალისწინებით თუ უცხო პლანეტელები არ არსებობენ და ჩვენ უნიკალურები ვართ (რაც ძალიან, ძალიან მეეჭვება). რაც შეეხება შენს კითხვასა შავი ხვრელის მასის ზრდასთან დაკავშირებით. ეგეც ეგრეა მისი მასა და შესაბამისად ზომაც იზრდება როცა მატერიას შთანთქავს |
Posted by: nforumi 15 Mar 2016, 19:44 | ||
Pickering
რატომ არა, მშვენიერი და ძალიან ლამაზი სახლია, თანაც მშობლიური. რატო უნდა გავიმეტოთ, გავწიოთ უსაფრთხო მანძილზე. |
Posted by: Pickering 15 Mar 2016, 21:32 | ||||
Raftor
ანუ, შავი ხვრელების მიზიდულობის ძალაც იზრდება და იზრდება. შესაბამისად სულ უფრო მეტ და მეტ ვარსკვლავს ჩაიჭერენ, დროთა განმავლობაში ირგვლივ ყველაფერს შთანთქავენ,მერე ერთმანეთს შეერწყმებიან და ერთ დღესაც გალაქტიკა სიცოცხლეს დაასრულებს როგორც ერთი დიდი შავი ხვრელი. მშვენიერი პერსპექტივაა nforumi
იმ დროისათვის დედამიწა სამუზეუმო ექსპონანტად თუღა გამოდგება. გლობალური დათბობის ტემპს თუ გავითვალისწინებთ, ვენერას 400 გრადუსიანი აწმყო ჩვენი პლანეტის არცთი შორეული მომავალია. |
Posted by: Raftor 15 Mar 2016, 21:59 | ||
დაახლოებით... მაგრამ მთლად ეგრე ერთი დიდი შავი ხვრელით არ დამთავრდება. საქმე იმაშია რომ სამყარო ფართოვდება და რაც უფრო ფართოვდება, მით უფრო სწრაფად იწყებს გაფართოვებას... ამას მეცნიერები ბნელ ენერგიას უწოდებენ. ფაქტიურად ოდესღაც ამ გაფართოვების სიჩქარე სინათლის სიჩქარეს გადააჭარბებს. ე.ი შორეული გალაქტიკებიდან მომავალი სინათლე ჩვენამდე ვეღარ მოაღწევს იმიტომ რომ ჩვენს შორის მანძილი იმაზე სწრაფად გაიზრდება ვიდრე სინათლის სიჩქარე... ხოდა დადგება მომენტი როცა ცაში მხოლოდ ჩვენ გალაქტიკაში არსებული ვარსკვლავები გამოჩნდება. ისინი კი მუდმივად არ იარსებებენ. მოკლედ ნელ-ნელა ცაში შუქები ჩაქვრება და დადგება შავი ხვრელების ბნელი ერა. ყველაზე საშიში ამ ამბავში ისაა რომ შავი ხვრელებიც არ არიან მუდმივები... შავი ხვრელი ასხივებს ე.წ ჰოკინგის გამოსხივებას და ნელ-ნელა ისინიც კარგავენ მასას. მეცნიერების გამოთვლებით ბოლო ჰიპერმასიური შავი ხვრელი გუგოლ წელიწადის შემდეგ გაქრება. გუგოლი არის ციფრი 100 ნულით ერთის შემდეგ, ანუ 10 მეასე ხარისხში. |
Posted by: pato-7 16 Mar 2016, 22:17 |
ანდრომედას და ჩვენი გალაქტიკები, რომ შეეჯახება როცა იქნება სიცოცხლე ხომ განადგურდება? ანუ უნდა გავასწროთ(გაასწროს შთამომავლობამ) სამდე შორს? |
Posted by: Raftor 16 Mar 2016, 22:35 | ||
არა... ვარსკვლავებს შორის მაინც იმხელა მანძილია რომ ძალიან მცირე შანსია იმისა რომ ანდომედას ვარსკვლავები და ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავებიდან რომელიმე ეღტმანეთს დაეჯახება... ამის შანსი 99.99% ია... რაღა მაინცდამაინც ჩვენი მზის სისტემა იქნება უიღბლო ) ერთი ვარიანტი ისაა რომ როცა ეს 2 გალაქტიკა გაერთიანდება არავინ იცის სად აღმოჩნდება ჩვენი მზის სისტემა ამ ახალ გიგანტურ გალაქტიკაში... თუ ცენტრთან ახლოს აღმოვჩნდით მაშინ ცუდადაა საქმე, ან შავი ხვრელი შეგვსანსლავს ან რადიაცია მოუღებს ბოლოს დედამიწას. |
Posted by: Pickering 17 Mar 2016, 00:16 |
ანდრომედას და ირმის ნახტომი შერწყმას და ერთ გიგანტურ გალაქტიკად ფორმირებას, ანუ იმ პროცესს,რაც Raftor-ის დადებულ გიფში რამდენიმე წამშია ჩატეული, სინამდვილეში ალბათ ასეულობით მილიონი წელი დასჭირდება. წარმოუდგენელ მასშტაბებზეა საუბარი. მზის სისტემა საათში 800 ათასი კილომეტრის სიჩქარით მოძრაობს გალაქტიკის ცენტრის გარშემო და ერთი წრის დასარტყმელად 225-250 მილიონი წელიწადი სჭირდება... |
Posted by: misha20123 17 Mar 2016, 16:13 |
დედამიწას 10 აპრილს უმსხვილესი ასტეროიდი 2016 EH157 ჩაუვლის. ამის შესახებ მცირე პლანეტების საერთაშორისო ასტრონომიულ კავშირში აცხადებენ. ასტეროიდი 2016 EH157 რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინეს. მისი დიამეტრი 120-დან 390 მეტრია. ციური სხეული დედამიწისთვის საფრთხის შემცველი არ არის. ასტეროიდი დედამიწას 10,2 მლნ კილომეტრის მანძილზე ჩაუქროლებს. ეს ჩვენს პლანეტასა და მთავრეს შორის არსებულ მანძილზე 26-ჯერ მეტია. |
Posted by: nforumi 18 Mar 2016, 20:13 | ||
რატო კაცო, რა პრობლემაა დააყენო ისეთ მანძილზე მზიდან რომ ზომიერად მიიღოს სითბო. ვერ მოხერხდება მაგის დათვლა თუ რა? |
Posted by: severuss 20 Mar 2016, 19:58 |
გაუმარჯოს space engine ამ სიმულატორს იყენებთ ვინმე? |
Posted by: kote777 30 Mar 2016, 12:54 |
სალამი სასტავ... ანუ ტელესკოპის ყიდვა მინდა სამოყვარულო კარგი ხასრისხის.. და რომელს მირჩევთ რომ ვიყიდო...ან ებეიდან ან სადმე თუა შესაძლებელი კარგი ტელესკოპის ყიდვა..? თუ რამედა მეორადსაც ვიყიდი თუ რათქმაუნდა ვინმე გაყიდით |
Posted by: safar1981 31 Mar 2016, 00:54 |
kote777 Shen pasi tkvi ramdenshi apireb rom chajde tore....kvelaferi sheidzleba |
Posted by: ronald_wesley 13 Apr 2016, 04:07 |
რა მაინტერესებს ყველა ვარსკვლას თავის მზის სისტემა აქვს??? |
Posted by: ლოგიკⒶ 13 Apr 2016, 07:18 |
ronald_wesley შეიძლება არსებობდეს ვარსკვლავი პლანეტების გარეშე თუმცა ჩემი აზრით ეს იშვიათი გამონაკლისი უნდა იყოს |
Posted by: nforumi 13 Apr 2016, 09:46 | ||
ლოგიკⒶ
რატო უნდა იყოს გამონაკლისი? პირველ ვარსკვლავებს საერთოდ ვერ ექნებოდათ კლდოვანი პლანეტები. |
Posted by: pato-7 16 Apr 2016, 19:30 |
http://www.amazon.com/Orion-SpaceProbe-Equatorial-Reflector-Telescope/dp/B00D05BKOW/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1460820562&sr=8-3&keywords=telescope ამ ტელესკოპზე რას მეტყოდით? ლოგიკⒶ |
Posted by: kataxxl 16 Apr 2016, 22:24 |
pato-7 ძვირია და დიდი გემოროი იქნება კასეგრაინი ნახე ჯობია ცელესტრონის ან რეფრატორი მეიდის |
Posted by: ლოგიკⒶ 17 Apr 2016, 01:13 |
pato-7 ტელესკოპებში კარგად ვერ ვერკვევი ამიტომ მოყვარულის დონეზე მოგცემ რჩევებს ეგ ტელესკოპი ცოტა ძვირი მეჩვენება თუ დამწყები ხარ ჯობია უფრო იაფად იყიდო გინდაც ეს ნახევარ ფასში პრაქტიკულად იგივე ტელესკოპს აიღებ http://www.amazon.com/Celestron-21049-AZ-DS-127EQ-PowerSeeker-Telescope/dp/B0007UQNKY/ref=sr_1_1?s=photo&ie=UTF8&qid=1460840601&sr=1-1&keywords=127+telescope მაგრამ არ დაგავიწყდეს რომ ამ ტიპის ტელესკოპებს გამოსახულება აქვთ ამოყირავებული და დღისით გაგიჭირდება რომ რამეს დააკვირდე ცა ქვემოთ იქნება ხოლო ხმელეთი ზემოთ... ასევე პლანეტების სანახავად ეგ ტელესკოპი პოლარულ ვარსკვლავზე უნდა გაასწორო ეს პლიუსიც არის და მინუსიც... მინუსი იმიტომაა რომ ცოტა უნდა ეჩალიჩო მაგ გასწორებებს თან სახლში თუ ხარ და პორალურ ვარსკვლავს თუ ვერ ხედავ ისე გაგიჭირდება ამ ყველაფრის გაკეთება ხოლო პლიუსი ისაა რომ დიდი ხნით თუ აკვირდები ობიექტს გაცილებით უფრო ადვილია რომ ტელესკოპი გააყოლო ანუ სტანდარტულად ტელესკოპი ორი მიმართულებით X და Y მიმართულებით უნდა გაასწორო ყოველ 15-20 წამში ერთხელ იმიტომ რომ პლანეტა ცოტა წინ წაიწევს ხოლო ამ ტელესკოპებზე მხოლოდ X მიმართულება უნდა გაასწორო რაც ბევრად ადვილია |
Posted by: kataxxl 17 Apr 2016, 09:46 |
ლოგიკⒶ ამდენ ამბავს რობოტიზირებულუ კასეგრაინი რომ იყიდოს არ ჯობია? |
Posted by: ლოგიკⒶ 17 Apr 2016, 20:18 |
kataxxl შენ ფასი თქვი თორე მჯობზე მჯობს რა დალვეს » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: kataxxl 17 Apr 2016, 22:03 |
ლოგიკⒶ ფასი მამაცია მაგრამ აბა როგორ გინდა მაშინ მაგას ისევ რეფლექტორი ჯობია რამე უბრალო |
Posted by: pato-7 17 Apr 2016, 23:29 |
ლოგიკⒶ ეგ ტელესკოპი ან ის შენ რომ დადე ნებულები დასანახად გამოდგება? ისე სარკის ზომებიდან გამომდინარე ჯეიმს ვები ჰაბლზე ბევრად ძლიერი უნდა იყოს ხო? |
Posted by: Tocadero 17 Apr 2016, 23:46 |
pato-7 ნებულაზე დიდი ზომის დურბინდიც საკმარისია კაი ცაზე ან თუ მეტი გინდა 8-10-12" სარკე გინდა რაც სათრევად მაგარი გემოროია |
Posted by: ლოგიკⒶ 18 Apr 2016, 00:58 | ||
pato-7 ამბობენ რომ ორიონის ნუბელა თვალითაც ჩანსო თუმცა მე პირადად ვერ ვხედავ ალბათ საკმარისად კარგი მხედველობა არ მაქ... ზოგადად მკრთალ ობიექტებს როცა უყურებ ტელესკოპის ზუმი ნაკლებად მნიშვნელოვანია მთავარია ტელესკოპის დიამეტრი ანუ რაც შეიძლება მეტი შუქი უნდა მიიღოს რომ კარგად დაინახო... ნისლეულების სურათი ფოტოაპარატით გადაღებული გაცილებით უფრო მკაფიო და ლამაზია მაგრამ თვალით ვერასდროს ვერ დაინახავ ეგეთ ნისლეულს უბრალოდ რაღაც მკრთალი ადგილები გამოჩნდება... თუმცა საკუთარი თვალით დანახული სულ სხვა გრძნობაა იმის მიუხედავად რომ კარგად არ ჩანს ხო ჯეიმს ვები გაცილებით უფრო ძლიერია და იგი დაინახავს პირველი გალაქტიკების ფორმირებას kataxxl
ესე გადაჭრით შეუძლებელია რაღაცის თქმა... გააჩნია ბიუჯეტი რამდენი აქვს ადამიანს სად და რა პირობებში იყენებს ტელესკოპს და რა შედეგის მიღება სურს... სამივე დიზაინის გამოყენება შეიძლება სხვადასხვა სიტუაციებში მე პირადად ეს ტელესკოპი მაქ http://www.amazon.com/Orion-10022-TableTop-Maksutov-Cassegrain-Telescope/dp/B002JO06PO/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1460926348&sr=8-1&keywords=orion+starmax კასეგრეინის დიზაინი ავირჩიე იმიტომ რომ ნორმალური ზუმი მჭირდებოდა და ამავდროულად პატარა ტელესკოპი მინდოდა რომ დიდი ჯაბახანა არ მეთრია მაგრამ მინუსი ისააქ რომ 90 მილიმეტრი პატარაა და მთლად კარგად არ ჩანს ობიექტები ხოლო 127 მილიმეტრიანი ორჯერ უფრო ძვირი ღირს |
Posted by: safar1981 18 Apr 2016, 20:47 |
რა მაინტერესებს იცით? რამდენი პიქსელის უნდა იყოს კამერა რომ ტელესკოპზე მიერთებულმა უფრო მეტი ხარისხით აღიქვას ციური ობიექტები ვიდრე თვალმა? ეხლა ჩემს ტელესკოპს მივაერთე ჩემით გადაკეთებული ვებ კამერა რომელიც მაქსიმუმ 2 მგ პიკსელია მგონი....და არ ვარგა ხარისხი....იუპიტერის ზოლები საერთოდ არ ჩანს კამერით...მთვარეც ასეტი უხარისხოა........ მთლიანად მოვხსენი ვებკამერას ლინზები და დავტოვე მხოლოდ მატრიცის ამარა...)) * * * ამ კამერამ ალბათ ერთი 5 ჯერ მინიმუმ გააფუჭა ხარისხი...მე კი მეგონა უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდებოდა ვიდრე ჩემი თვალი ))) * * * ამ კამერამ ალბათ ერთი 5 ჯერ მინიმუმ გააფუჭა ხარისხი...მე კი მეგონა უფრო მგრძნობიარე აღმოჩნდებოდა ვიდრე ჩემი თვალი ))) |
Posted by: Tocadero 18 Apr 2016, 22:43 |
safar1981 გააჩნია რისი გადაჭება გინდა უბრალო სურათი არ ვარგა ვიდეო უნდა ჩაწერო და მერე სპეციალური პროგრამით დაამუშაო და მიიღებ ფოტოს ეს მეთოდი გამოდგება პლანეტებზე მთვარეზე მემგონი დიესელარი ჯობია ნისლეულებზე აღარ მახსოვს |
Posted by: safar1981 18 Apr 2016, 23:36 |
Tocadero ხო მარა კამერა არის საჭირო კარგი, მე ვებკამერა გამოვიყენე რომელიც 2 მგპიქსელიანი და ხარისხი არ ეყო..იუპიტერი ერთი ყვითელ ბურთად მოჩანდა თავისი 3 პატრა ბურთით. იქნებ 5 მგპიქსელიანი ვებ კამერა რომ ავიღო ხარისხი უკეთესი იყოს? კაროჩე მინდა რომ ორიონის ნისლეული უფრო კაშკაშად გამოჩნდეს ვიდრე თვალით ვხედავ ტელესკოპში.... |
Posted by: Tocadero 18 Apr 2016, 23:54 |
safar1981 ნახე ინეტში არის მაგაზე მასალები თვითონ რომ მიყვება ეგ სისტემა გინდა და ვიდეო უნდა გადაიღო და მერე სპეციალური პროგრამით დაამუშაო თვით დევნის სისტემა თუ არ გაქვს ჯობია დაივიწყო |
Posted by: safar1981 19 Apr 2016, 00:02 |
Tocadero აი ასეთი მაქვს... http://www.ebay.com/itm/Celestron-R-A-Single-Axis-Motor-Drive-for-the-AstroMaster-Telescope-93514-/371480927161?hash=item567dfd1bb9:g:3kgAAOSwzvlW-7Jm მარა და მაინტერესებს პლანეტები და მთვარე სხვადასხვა სიჩქარით და სხვადასხვა დახრის კუთხით მოძრაობენ დედამიწის მიმართ? |
Posted by: pato-7 19 Apr 2016, 00:21 |
ერთი კIთხვა მაქვს სახლის პირობებში სარკაინ ტელესკოპს ავაწყობ? რა თქმა უნდა გასართობად მინდა და არა დიდი დაკვირვებებისთვის. თუ კი, შემდეგი კითხა მაქვს: ძირითადი და მეორეული სარკეების ზომებსა და დაშორებას(სარკეებს შორის) შორის რა დამოკიდებულებაა? |
Posted by: safar1981 19 Apr 2016, 09:11 |
pato-7 Ki aackob, sarkeebi unda gamoicero...samokvarulos she.txvevashi linziani girchevia...advilia da iafic dagijdeba...mtavarsa da meorad sarkis(linzis) mandzilis damokidebuleba aris mtavari sarkis fokosuri mandzili...mag. Tu mtavar sarkes an linzas fokosuri mandzili akvs 700mm meoradi sarke unda gantavsdes 700mm is dashorebit... |
Posted by: pato-7 19 Apr 2016, 12:44 | ||
safar1981
გმადლობ. საიდან შეიძლება სარკეების გამოწერა? პ.ს. ფოკუსური მანძილი როგორ გამოვთვალო? |
Posted by: safar1981 19 Apr 2016, 16:09 |
pato-7 Sarkeebs ebay dan gamocer, fokusur mandzils gamotvla ar chirdeba uceria tviton saitze monacemebshi.. |
Posted by: pato-7 19 Apr 2016, 20:38 | ||
safar1981
გმადლობ. აუცილებელი სარკეების გამოწერა? სახლის სარკე არ წავა ხო? |
Posted by: safar1981 19 Apr 2016, 22:47 |
pato-7 კაიფობ ? ტელესკოპის სარკე არის სპეციალური სისქის საშუალოდ (3სმ) და ფოკუსური მანძილით რომელიც მიიღება ამ სარკის ხეხვით სპეციალური ფხვნილებით (სარკეს ეძლევა სფეროს ფორმა, მაგრამ ეს იმდენად უმნიშვნელოდაა თვალით შეუმჩნეველია) |
Posted by: pato-7 19 Apr 2016, 23:41 | ||
safar1981
გამოვიწერ მაშინ, უბრალოდ აწყობის მუღამი მაქვს, იმედია გამოვა რამე. |
Posted by: safar1981 19 Apr 2016, 23:45 |
pato-7 გამოვა აუცილებლად...სასწაული არაფერია...ყველაფრიანად რომ გამოწერო სადღაც 60-80 $ გეყოფა... |
Posted by: pato-7 21 Apr 2016, 20:54 |
ანდრომედა კოლუმბიიდან. რაღაც ვერ ვიჯერებ ამ სურათის რეალურობას |
Posted by: ბეჟანბეჟანი 21 Apr 2016, 21:35 | ||
გაიგეთ? მთვარის 20 მეტრიანი თანამგზავრი აღმოაჩინეს. "მთვარეს საკუთარი თანამგზავრი ჰყავს. ეს გახლავთ 20 მეტრის დიამეტრის ასტეროიდი, რომელიც მთვარის გრავიტაციულ ხაფანგში მოჰყვა. მის გარშემო ერთ ბრუნს ის 3,58 დღე-ღამის განმავლობაში აკეთებს. მისი დასახელება კატალოგში გახლავთ S509356." https://www.facebook.com/photo.php?fbid=1092361320828145&set=gm.1065470450192494&type=3&theater Raftor
სამყარო უკვე ფართოვდება სინათლის სიჩქარეზე დიდი სიჩქარით და შორეული გალაქტიკებზე დაკვირვება რაიმე ფორმით, შეუძლებელია. სწორედ ესაა მიზეზი რომ დაკვირვების არეალი შემოზღუდულია 14 მლრ სინათლის წლით და მის იქით რა ხდება, არავინ იცის. |
Posted by: ronald_wesley 22 Apr 2016, 01:19 |
ბეჟანბეჟანი ეგ მგონი რუსული საიტიდანაა : ვორნი გეკუთვნის თუ მასეა |
Posted by: ბეჟანბეჟანი 22 Apr 2016, 10:44 | ||
ronald_wesley
რუსებს კოსმოლოგიაში ჭკუა მოეკითხებათ. ჯერ მარტო იურა რად ღირს, გაგარინი. |
Posted by: misha20123 22 Apr 2016, 15:00 |
Cosmos: A Spacetime Odyssey ამას უყურებთ? ძალიან მაგარია |
Posted by: ronald_wesley 22 Apr 2016, 16:01 | ||
ბეჟანბეჟანი
მოეკითხებოდათ! ისე ეგეც საეჭვოა იყო თუ არა ! ისე ეგ რო დასცემოდა დედამიწას რა მოხდდებოდა? 20ის კუბი = 8 000 თუ დედამიი სიმკვრივის იქნებოდა 40 კა ტონა გამოვიდოდა |
Posted by: არწივი9 22 Apr 2016, 16:03 | ||
რა არის საეჭვო? |
Posted by: ბეჟანბეჟანი 22 Apr 2016, 16:35 | ||||
ronald_wesley
მაშინ ნილ ამსტრონგიც არ ყოფილა მთვარეზე და ჰოლივუდის ერთ დარბაზშია გადაღებული
იმედია ატმოსფეროში აფეთქდებოდა და ნაწილებად დაიშლებოდა. ერთი დიდი ნაწილი მოსკოვის კრემლსაც დაეცემოდა. |
Posted by: misha20123 22 Apr 2016, 20:08 |
ანდრომედას დ აირმის ნახტომის გაერთიანება იქნება ლამაზი სანახაობაო მხოლოდ რამოდენიმე ვარსკვლავი შეიძლება შეეჯახოს ერთმანეთსო ჩვენ რას ვნახავთ თორემ |
Posted by: Kvirila 23 Apr 2016, 14:56 |
ეს ტიპები ტიტანის ტბებზე უნდა გაუშვა და ჟანგბადის ბალონი გააყოლო Titan's tallest peak is 10,948 feet (3,337 meters) high and is found within a trio of mountainous ridges called the Mithrim Montes. The researchers found that all of Titan's highest peaks are about 10,000 feet (3,000 meters) in elevation |
Posted by: misha20123 24 Apr 2016, 19:53 |
პლეადების ვარსკვლავებზე მითები დ ალეგენდები მომწონდა 100 მილიონის ყოფილან ერტმანეთტან გრავიტაცია აკავებს დაახლოებიტ 100 მილიონი წლის მერე ერთმანეთს დაშორდებიან და აღარასდროს შეხვდებიანო ძველი ხალხი მხედველობას იმოწმებდა მაგ ვარსკვლავების დახმარებიტ თუ 7 დ ან 6 ხედავდი ნორმალური მხედველობად ითვლებოდა თუ 7 ივეს ძალიან კარგად |
Posted by: LJprank 24 Apr 2016, 20:06 |
მთვარის კი არა დედამიწის სატელიტია რომელიც ცოტა ხნით ტრიალებს ჩვენს გარშემო http://www.satobs.org/seesat/Apr-2016/0082.html მზის სისტემას კოსმოლოგიასთან მანდამაინც კავშირი არ აქვს. რუსებს მართლაც მოეკითხებათ ჭკუა კოსმოლოგიაში, მაგრამ იურა იქით იყოს და იმიტომ რომ ყავთ სტარობინსკი და ანრეა ლინდე. ნუ რუსულად ლაპარაკობენ როგორც მინიმუმ |
Posted by: misha20123 24 Apr 2016, 20:15 |
ეტაკიჩო 7500 სინათლის წლის მოშორებითა Hიპერნოვა(თუ როგორც ეწოდება) ზეახალის აფეთქება არაფერი იქნება მასთან შედარებით მისი აფეთქება მეორე მთვარესავიტ გაანათებს 20-30 სინათლის წლის მოშორებიტ თუ სადმე სიცოცხლე არსებობს გაანადგურებს შეიძლება უკვე აფეთქებულიც არის ვინ იცის კარგი სანახაობა იქნება |
Posted by: nitrox 24 Apr 2016, 20:53 | ||
boone
ადრე ვფიქრობდი რომ შესაძლებელი იყო მარა ახლა პირიქით მგონია ფაქტი ავიღოთ: ანარქტიდაზე არის უკიდურესად ექსტრემალური პირობები და ასეა მილიონობით წელიწადი, მაშინ რატომ ვერ ჩამოყალიბდა იქაური პირობებისადმი მდგრადი ცოცხალი ორგანიზმები? |
Posted by: natonato88 24 Apr 2016, 20:56 |
მაგნეტარებზე მეტად nothing amazes me ჰაუ თუ ბი ე ბედეზ სთარ |
Posted by: nitrox 24 Apr 2016, 21:20 | ||
ლოგიკⒶ
სახმელეთო დაკვირვებებზე გამოდგება ეგ ტელესკოპები? და რამდენად ჯობია დიდ ბინოკლებს ხმელეთზე დაკვირვებისთვის? |
Posted by: Raftor 24 Apr 2016, 22:40 | ||
კვაზარზე მეტად? ჰაუ თუ ბი ე დესტროიერ ოფ ოლ სთარს ენდ ოლ ბედეზ სთარს |
Posted by: safar1981 24 Apr 2016, 23:44 |
nitrox ხმელეთზე დაკვირვებისთვის დიდ ბინოკლზე კარგი არაფერია... მაგ. ეს: http://www.ebay.com/itm/Day-Night-Vision-10-90X-Zoom-Outdoor-Camping-Binoculars-Telescope-Case-MG60-/141838331298?hash=item2106392da2:g:zfUAAOSwp5JWVvKa ან ეს ცოტა უფრო ძვირია მარა უკეთესია http://www.ebay.com/itm/Celestron-71012-SkyMaster-20-100x70-Zoom-Binoculars-New-/371313645736?hash=item56740498a8:g:eJkAAOSwv0tVO8JU არსებობს უფო ძვირიანი ბინოკლებიც...მარა ძაან ძვირია ) http://www.ebay.com/itm/Celestron-Echelon-10-x-70-Binoculars-Black-/321566075845?hash=item4aded4ebc5:g:pZcAAOSw0e9UyVul |
Posted by: nitrox 24 Apr 2016, 23:52 |
safar1981 მესამეს მგონი მარტო 10ჯერადი გადიდება აქვს , პირველი კი ძაან იაფია და ხარისხიც შესაბამისი ექნება, მეორე ყველაზე ოპტიმალური ჩანს მარა მე რაც დავდე ტელესკოპები ეგ მგონი ჰიბრიდის პონტია ორივე შეთხვევაში გამოიყენება და როგორი ეფექტი აქვს ეგაა საინტერესო დეტალურად მოაქვს შორი მანძილიდან? |
Posted by: natonato88 24 Apr 2016, 23:53 | ||||
Raftor
სხვადასხვანაირი ემეიზმენთ არის ორივე თავის მხრივ ბედეზია
ფანიშერ ოფ ზე სთარს ენდ ოლ |
Posted by: safar1981 24 Apr 2016, 23:58 |
natonato88 ეხლა მაგ სურათს რომ უყურებთ და რა გრძნობაც გეუფლებათ სწორედ ისეთი გრძბობაა ტელესკოპში რომ ჩაიხედავთ და ლაივში დაინახავთ სატურნს თავისი რგოლით ან იუპიტერს თავისი ლამაზი ზოლებით....გრძნობაა რაღაც სახელს ვერ ვპოულობ...იმქვეყნიური... |
Posted by: nitrox 25 Apr 2016, 00:01 |
safar1981 http://www.amazon.com/Benchmark-25-125x88-Waterproof-Straight-Spotting/dp/B001FB5CS8/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1461527674&sr=8-4&keywords=spotting+scope ესეთები არ წავა? |
Posted by: safar1981 25 Apr 2016, 00:06 |
nitrox ცუდი არაა...გააჩნია რის საყურებლად გინდა? კორპუსებში თუ ბუნებაში? თუ კორპუსებში საყურებლად გინდა სახლიდან გამოგადგება, ზუმიც კარგი აქვს.... თუ ბუნებაში და სოფელში,მთებში სატარებლად გინდა დურბინდი ჯობა...უფრო ფართო პლანით ჩანს და დიდი ფართობი გამოჩნდება... |
Posted by: nitrox 25 Apr 2016, 00:09 | ||
safar1981 სახლისთვისაც და ბუნებაშიც
მე პირიქით მგონია ამას დიდი დიამეტრი აქვს ლინზების და ხედვის კუთხეც და გამოსახულებაც უკეთესი ექნება |
Posted by: safar1981 25 Apr 2016, 00:13 |
nitrox არა პირიქით არა...ჯერ ერთი დურბინდით ორივე თვალით იყურები და ხედვის კუთხის არეალიც ორმაგდება....მეორე დურბინდის გადიდება მაქსიმუმ 15X მაგისი კი 25X და ზემოთ...რაც მეტია გადიდება მით ნაკლებია ხედვის არეალი..... |
Posted by: misha20123 25 Apr 2016, 00:14 | ||
ეს ნახეთ მოგეწონებათ დარწმუნებული ვარ |
Posted by: nitrox 25 Apr 2016, 00:15 | ||
safar1981
ნუ მე უფრო დიდ ზუმზე ვარ ორიენტირებული რომ რაც შეიძლება ახლოს დავინახო საგნები და მაგასაც ვითვალიწინებ რაც შენ თქვი http://www.amazon.com/SHENFAN-10-180x100-Binoculars--Hd-Continuous-Travelling/dp/B019SQUSP8/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1461528634&sr=8-3&keywords=180x+binoculars ანშეიძლება ესეც იყოს მარა ამის 180X ზუმი ნორმალური იქნება? ძაან ხოარ დაამახინჯებს გამოსახულებას? |
Posted by: natonato88 25 Apr 2016, 00:16 | ||||||||
safar1981 ტელესკოპი არ მაქვს და მტკივნეული თემაა
არ მინახავს ტელესკოპით, მაგრამ სატურნი თავისი მთვარეებითურთ ისედაც
ა
ეს ხო ცალკე ბედეზია კიდევ
კარგია ეგ, და მისი მსგავსი რამდენიმე სერიალიც ნანახი მაქვს... მეორე სეზონი მგონი აღარც იქნება იმდენი დრო გავიდა |
Posted by: safar1981 25 Apr 2016, 00:20 |
nitrox თუ კონკრეტულად არ არის შენი მიზანი კორპუსებში (ახლო ან უფრო შორ მანძილზე) ადამიანებზე ყურება და ძირითადათ მთვარის ყურება (მთვარის საყურებლად კარგია) მაშინ დურბინდი ჯობია ჩემი აზრით, ოღონდ ნორმალური დურბინდი ....ეს აზრი უკვე 15 წელია მაქვს...)) ეს დურბინდი , ან ამდაგვარი მონაცემების http://www.ebay.com/itm/Celestron-71012-SkyMaster-20-100x70-Zoom-Binoculars-New-/371313645736?hash=item56740498a8:g:eJkAAOSwv0tVO8JU * * * nitrox არა, ეგ დურბინდი არ გამოგადგება მაშინ...ზუმი დაამახინჯებს გამოსახულებას და პატარა ხელის კანკალზეც აირევა ყველაფერი))))) იდეალური და სუფთა გამოსახულება იქნება იმ გადიდების დროს ...ვთქვათ მთავარი სარკის დიამეტრი არის 80მმ ---ზუმი მაქსიმუმ 80X, შეიძლება გაორმაგებაც მაგრამ გამოსახულება ჩაბნელდება და ძირითადათ ციურ სხეულებზე იყენებენ მაღალ გადიდებას.... |
Posted by: nitrox 25 Apr 2016, 00:28 |
safar1981 ერთი რამე მაინტერებს, roof ტიპის ასეთი დიდი ზუმის ბინოკლები არ არის? მარტო porro ტიპის ბინოკლებია 20x მეტი ზუმით რომლებიც მანახე, არადა roof უფრო მევასება და მარტივი კონსტუქციის გამო საიმედოც მგონია უფრო |
Posted by: safar1981 25 Apr 2016, 00:29 |
natonato88 გამოჩნდება ვინმე ზედმეტად კეთილი ადამიანი და გაჩუქებთ ტელესკოპს........ მართლა იმდენი ტელესკოპი მაქვს გაჩუქებული....აღარ დამრჩა... * * * nitrox http://www.ebay.com/itm/Celestron-71426-Cavalry-15x70-Binocular-Olive-Green-/231622573560?hash=item35edc7fdf8:g:C5YAAOSwgQ9VpX0P http://www.ebay.com/itm/Meade-125080-Instruments-15-x-70-Astro-Binocular-Black-/351661028830?hash=item51e0a175de:g:gPAAAOSwKtVWzMcD http://www.ebay.com/itm/Celestron-SkyMaster-Giant-15x70-Binoculars-with-Tripod-Adapter-Bird-Watching-/360978943479?hash=item540c058df7:g:gGAAAOSw-dBTtWcn აი ფიქსირებული ზუმი აქვთ 15X * * * nitrox ესენიც საიმედოა.....რავიცი რას ერჩი) |
Posted by: nitrox 25 Apr 2016, 00:39 |
safar1981 კაი ბინოკლებია ეგენი მარა აი roof ტიპის ბინოკლები ესეთები მევასება და კონკრეტულად ეს მოდელიც დამევასა მაგრად, მარა ასეთებს რატომღაც 20-ზე მეტი ზუმი არ აქვთ და ეგაა ცუდი http://www.amazon.com/Nikon-7583-MONARCH-20x56-Binocular/dp/B00E3URWEA/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1461530170&sr=8-2&keywords=nikon+20x+binoculars |
Posted by: safar1981 25 Apr 2016, 00:44 |
nitrox და არაფერი განსაკუთრებული სხვაობა არაა...უბრალოდ სხვა კონსტრუკციის პრიზმები აყენია roof ტიპის ბინოკლებ_ში.. https://www.google.ru/imgres?imgurl=http%3A%2F%2Fcdn.outdoorgearlab.com%2Fphotos%2F11%2F56%2F237136_14316_XL.jpg&imgrefurl=http%3A%2F%2Fwww.outdoorgearlab.com%2FBest-Binoculars%2FBuying-Advice&docid=meIonJuMWOhzGM&tbnid=_yyjfH9F0pbwgM%3A&w=1024&h=770&bih=979&biw=1920&ved=0ahUKEwiD5bi0kajMAhXqBZoKHR8jCUYQMwgoKAwwDA&iact=mrc&uact=8 |
Posted by: nitrox 25 Apr 2016, 00:51 |
safar1981 მე მქონდა ადრე პორო ტიპის და ხშირად სჭირდებოდა შურუპის დაჭერა ოკულარებს შორის, რაღაც დროის მერე ფოკუსიც აერია და გაორებულად აჩვენებდა გამოსახულებას |
Posted by: safar1981 25 Apr 2016, 00:59 |
nitrox მერე შეიძლება არეული დურბინდის გსაწორება... ალბათ უხარისხო იყო... მე მაქვს საბჭოთა წარმოების და რაც გამოუშვეს არაფერი გაფუჭებია)) კარგი, თუ რამე შემიძლია დაგეხმარები დაწერე...ოღონდ ეხლა თვალები უნდა დავხუჭო ღამემშვიდობისა.... |
Posted by: ronald_wesley 25 Apr 2016, 01:03 | ||
nitrox
შენ ნაღდად ბიძინისტი ხარ . აბა პინგვინი რა ჩემი სირიკოა |
Posted by: safar1981 25 Apr 2016, 01:04 |
nitrox ნისლეულებისთვის და გალაკტიკებისთვის მაგარია http://www.ebay.com/itm/Oberwerk-IF-25x100-Binoculars/111896608794?_trksid=p2047675.c100005.m1851&_trkparms=aid%3D222007%26algo%3DSIC.MBE%26ao%3D1%26asc%3D35389%26meid%3D53e10f6726dd4530b361afe99440a58a%26pid%3D100005%26rk%3D5%26rkt%3D6%26sd%3D281987277035 |
Posted by: Raftor 25 Apr 2016, 02:05 |
natonato88 ეგენი ხო კარგია... მაგრამ ჩემი ოცნება ამ ცხოვრებაში მარტო ერთი რამ არის... მოვესწრო ბეტელგეიზის ჰიპერნოვას, ჩემი ლუბიმჩიკის სიკვდილს... ღამით რომ ვუყურებდე ორიონის მარცხენა მხარს და უცბათ რომ განათდება და მთვარეს დაჯაბნის სიკაშკაშით... ალბათ ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება ამ ქვეყნად. https://youtu.be/dtWeH4-Ugy4 |
Posted by: Tocadero 25 Apr 2016, 09:31 |
safar1981 არაა მაგარი მაგარი 14" ტელესკოია მაგ საქმეზე ეგ ისე მოყვარულთათვის არ უსავს მაგრამ ფასია ტელესკოპის |
Posted by: safar1981 25 Apr 2016, 10:20 |
Tocadero 14" ტელესკოპი კარგია მაგრამ .......ძვირია და დიდია სახლის პირობებში მაშინ უნდა გქონდეს ქალაქგარეთ სახლი .....ეჰ მაგარია...... |
Posted by: natonato88 25 Apr 2016, 11:21 |
Raftor ნუ ეგრე ავრორას ნახვაც გამაბედნიერებს safar1981 დაახლოებით რამდენი ღირს ნორმალური ტელესკოპი/დურბინდი რომ გამოვიწერო? საშუალო ფასი... |
Posted by: safar1981 25 Apr 2016, 12:42 |
natonato88 100$-300$ ასე დაახლოებით |
Posted by: pato-7 25 Apr 2016, 13:01 |
Raftor ჩემი ბედი რო ვიცი მოღრუბლული იქნება მაგ დღეს ეჭვი მეპარება ჩვენ მოვესწროთ მაგას რომელიმე აფეთქება ძველი საუკუნის წყაროებში არის აღწერილი? როგორც მახსოვს ჩინელებს აქვთ შუა საუკუნეებში ვარსკვლავის აფეთქება აღწერილი |
Posted by: natonato88 25 Apr 2016, 19:25 | ||
safar1981
რაღაც ოქროს შუალედში ვიყიდი ახლო მომავალში ახლა მაინც ვერ გამოვიყენებ ნორმალურად და ტყუილად უნდა მომინდეს |
Posted by: safar1981 25 Apr 2016, 23:51 |
natonato88 თქვენ გოგო ხართ ხო? ისე ცოტა ძნელად წარმომიდგენია საქართველოში გოგო იმაში ხარჯავდეს დროს იდგეს და ტელესკოპში იმზირებოდეს....თქვენ არ გეწყინოთ ასეა |
Posted by: ronald_wesley 26 Apr 2016, 00:52 | ||
pato-7
კი ბატონო კიბორჩხალის ნისლეული (რომელიც აბასთუმანის ობსერვატორიაში აღმოაჩინეს). ჩინური მატიანე წერს 1054 წელს აკიაფდა ვარსკლავი და 3 დღის მანძილზეე სავსე მთვარეს უტოლდებოდა 27 აგვისტოს აფეთქდა ზეახალი ვარსკვლავი და შეიქმნა კიბორჩხალისებრი ნისლიანობა. მოგვიანებით კეპლერი აკვირდებოდა მაგ მოვლენას ნუ რეალურად 6 500 წლის წინ აფეთქდა ჩვენდავინახეთ მაგ დროს |
Posted by: misha20123 26 Apr 2016, 01:03 |
ronald_wesley ეტაკიჩოს აფეთქებას მოვესწრებოდეთ უფრო კაი სანახაობა იქნებაო ზეახალის აფეთქებაც კი არაფერი იქნება მაგასტანო |
Posted by: ronald_wesley 26 Apr 2016, 01:07 |
სირიუსი რო აფეთქდეს ჩევენც წაგვლეკავს |
Posted by: Raftor 26 Apr 2016, 02:36 | ||
სირიუსი არც ისეთი ბებერი ვარსკვლავია რომ მის აფეთქებას მოვესწროთ... სავარაუდოდ კაცობრიობა აღარც იარსბებს მაგ მომენტამდე. |
Posted by: ronald_wesley 26 Apr 2016, 03:11 | ||
Raftor
რამდნეიმე მილიონი წეი რატო ერ უნდა ვიარსებოთ? |
Posted by: pato-7 26 Apr 2016, 11:46 |
სირიუსი კი არა მზე არ აგვიფეთქდეს ერთ-ორ მილონ წელში |
Posted by: misha20123 26 Apr 2016, 11:57 |
pato-7 აგვიფეთქდეს ჩვენ რა? 2 მილიონი წლის მერე ისე უნდა იყოს აკაცობრიობა წინ წასული არამხოლოდ უსაფრთხო ადგილი უნდ აქონდეთ ნანახი არამედ ვიპლოჟებიში მოკალათებულნი უნდ აუყურებდნენ მაგ მოვლენას ბოლო-ბოლო მზეა სხვა უბრალო ვარსკვლავი ხომ არაა მილიონობით წელი გვასაზრდოებდა თავისი ენერგიით |
Posted by: Raftor 26 Apr 2016, 16:37 | ||
რამდენიმე ასეული მილიონი წელი უნდა გეთქვა. ჯერ 200-300 მილიონი წლისაა... მთლა ბალღია |
Posted by: natonato88 26 Apr 2016, 16:52 |
safar1981 რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ე.ი. არსებობენ რაა საწყენი, თორემ კი ) |
Posted by: ronald_wesley 26 Apr 2016, 18:43 |
მე ვთქქვი ჩვენმა ცივილიზაციამ რატომ არ უნდა იარსებოსთქო. ისე რა უმნიშვნელოები ვართ |
Posted by: Raftor 26 Apr 2016, 21:07 | ||
არ თქვა... |
Posted by: ronald_wesley 27 Apr 2016, 02:12 |
ისე სამყაროს უსასრულობას რომ ჩაუღმავდე გაგიჟდები! |
Posted by: natonato88 28 Apr 2016, 18:54 |
http://www.iflscience.com/space/moon-discovered-around-dwarf-planet-makemake makemake (მაკიმაკი ) რა უაზროდ ჟღერს |
Posted by: ლოგიკⒶ 28 Apr 2016, 20:05 | ||
ronald_wesley
უსასრულობებზე როცა ვფიქრობ ღრმა დეპრესიაში ვვარდები და თავი მტკივდება ამიტომ საერთოდ შევეშვი მაგ საქმეს natonato88 აზრიანი ჟღერადობაც არსებობს? მე მომეწონა მაკიმაკი |
Posted by: natonato88 28 Apr 2016, 20:59 |
ლოგიკⒶ ცანცარულად ჟღერს მე სატურნის ერთ-ერთი მთვარის სახელი მომწონს enceladus ან იუპიტერის იო... რაის მაკიმაკი |
Posted by: Universe 28 Apr 2016, 21:05 |
ჩვენი მზის სისტემის მოდელის შექმნა გიცდიათ? მოძრაობების სიზუსტეც დაცული რომ იყოს, გამოვა თუ ძალიან რთული იქნება? |
Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 29 Apr 2016, 03:25 |
Universe რაღაც საიტი არსებობს, სადაც პლანეტებს შორის დაშორების თანაფარდობა შედარებით ზუსტი, ნატურალური სქემითაა მოცემული. კარგი საიტია ვიზუალიზაციისთვის. შეიძლება თქვენც იცით. |
Posted by: asphurcela 29 Apr 2016, 11:23 |
ვინცხა-მაღვალაკი ესაა? http://www.solarsystemscope.com/ ან ესე დაგუგლე და უამრავს ამოყრის: planetary system visualization web |
Posted by: spider77 29 Apr 2016, 23:41 |
რა კარგად ჩანს ეხლა იუპიტერი თავისი თანამგზავრებიანად (განიმედი, იო, ევროპა, კალისტო). სამხრეთ აღმოსავლეთით მარსიც ამობრწყინდა. |
Posted by: pato-7 30 Apr 2016, 16:36 | ||
spider77
შიშველი თვალით თანამგზავრებიც ჩანს? მარსი და სატურნიც კარგად ჩანდა გუშინ, განსაკუთრებით მარსის წითელი ნათებაა მაგარი |
Posted by: misha20123 30 Apr 2016, 16:52 | ||
აბა რაღაც სიGიჟეა ქალწულის სუპერკლასტერი მულტისამყაროებზე რომ იფიქრო სულ გაგიჟდები |
Posted by: pato-7 30 Apr 2016, 16:56 |
misha20123 ერთი სამყაროს უსასრულობაზე კიდე შემიძლია ფიქრი, აი მულტისამყაროებთან უკვე ვჭედავ |
Posted by: misha20123 30 Apr 2016, 17:08 |
pato-7 ერთი პლიუსი ისაა, რომ დრო-სივრცის უსასრულობა, სადმე ჩვენი სამყაროს ზუსტი ასლის განმეორების შანს უშვებს. (პარალელური სამყაროსავით რამე) * * * ზეახალმა მეზობელი გალაქტიკის ნაწილის სტერილიზაცია მოახდინა ამერიკელი ასტროფიზიკოსების განცხადებით, დედამიწიდან 30 მილიონი სინათლის წლის მანძილზე მდებარე სპირალურ გალაქტიკაში – М74, მზეზე 200-ჯერ დიდი ვარსკვლავის ზეახლად აფეთქება მოხდა, რასაც 100 მილიონი მზით ნათების ტოლფასი ენერგიის გამოსხივება მოყვა(The Astrophysical Journal). ზეახლის შესწავლა, მიწის ზედაპირზე არსებული შვიდი ტელესკოპითა და კოსმოსური გამა-ობსერვატორიის – „სვიფტი“(Swift), საშულებით მიმდინარეობდა. დაკვირვება 450 დღე გაგრძელდა, რომლის განმავლობაშიც მეცნიერებმა ამ ზეახლის ტემპერატურა, წინამორბედი ვარსკვლავის მასა, რადიუსი და მისი ქიმიური შემადგენელი დაადგინეს. გაირკვა, რომ ვარსკვლავის მასა 15-ჯერ აჭარბებდა მზისას. ტემპერატურა, აფეთქებიდან მეათე დღეს – 12 000 გრადუსს, ხოლო ორმოცდამეათე დღეს 4 000 გრადუსამდე დაიწია. შედარებისთვის, მზის ზედაპირის ტემპერატურა 5,7 ათასი გრადუსია. როგორც ჩანს, ამ ვარსკვლავმა მხოლოდ რამდენიმე ათეული მილიონი წელი იარსება. აფეთქების დროს, ვარსკვლავიდან ამოფრქვეული მატერია ათასი კილომეტრი წამში სიჩქარით მოძრაობდა. SN 2013ej-ს(ტიპი – IIP) სპექტრული ანალიზით, უამრავი ელემენტი გამოცლინდა, რომლებიც აფეთებული ვარსკვლავის შემადგენელში იყო: წყალბადი, ჰელიუმი, კალციუმი, ტიტანი, ბარიუმი, ნატრიუმი და რკინა. ირმის ნახტომის ჩვენს ნაწილში რომ მომხდარიყო, SN 2013ej-ის ტიპის აფეთქების თანმხლები გამა-ანთება, დედამიწის სტერილიზაციას გამოიწვევდა, მასზე არსებული ყველანაირი ორგანიზმების გაანდგურებით |
Posted by: ronald_wesley 1 May 2016, 04:52 | ||
ბეჟანბეჟანი
დავგუგლე და დეზაა ასე რომ ბანი გეკუთვნის თემასთან პირდაპირ ავშირში არაა მარგამ მაინტერესებს ძლერ მიწისძვრას გრძნობენ. თვითმფრინავში. |
Posted by: gubaz_merve 2 May 2016, 14:11 |
დედამიწას მთვარე რომ მოცილდეს დღეღამის ხანგრძლივობა რამდენი გახდება? * * * როგორც ცნობილია ჩვენ გალაქტიკაში 22 პულსარია ,რა იცით ამის შესახებ? |
Posted by: Raftor 2 May 2016, 22:30 | ||||
უცვლელი დარჩება... უბრალოდ ღამით მთვარე არ გამოჩნდება და მზის დაბნელება აღარ იქნება, მეტი არაფერი, თორემ მთრვარის არ ყოფნა მზის ამოსვლზე ხომ ვერ იმოქმედებს. * * *
22 ?.. ეს ალბათ აღმოჩენილი... აღმოუჩენელი რამდენია ეგ ვიკითხოთ. |
Posted by: gubaz_merve 2 May 2016, 22:55 |
Raftor 8 დედამიწა წესით აჩქარდეს უნდა. |
Posted by: Raftor 3 May 2016, 10:44 |
gubaz_merve ეჭვი მეპარება. დედამიწის და მთვარის ბრუნვა უკვე ბალანსშია, ანუ დამოუკიდებლად ბრუნავენ ღერძის გარშემო. დამატებით აჩქარებას მთვარის მოცილებით დედამიწას ვერ მივანიჭებთ. |
Posted by: gubaz_merve 3 May 2016, 12:16 | ||
ბალანსი კი არის მაგრამ ტრაექტორია არის ელიფსური და ყოველ ჯერზე მიდის მცირე ბიძგები რის შედეგადაც მთვარე გვცილდება და საბოლოო ჯამში ორბიტიდან მოწყდება თუ გრავიტაციის მართვა არ ვისწავლეთ მანამდე ამ ფირში მთვარის ორბიტაზეა მოთხრობილი და განხილულია შემთხვევა რაზეც ვსაუბრობთ. პულსარებზე და მათ რადიოტალღებზე ამბობენ რომ აუდიო ჩანაწერი თითქოსდა თავისუფალად შეუძლიათ მიაწოდონ მსურველ 47 ტუკანს და 22 პულსარს მოუსმენდა კაცი , როგორ ფიქრობ რომ მოვინდომოთ ჩანაწერს მივიღებთ ნასადან?https://www.youtube.com/watch?v=IEHnBsXSG_I |
Posted by: ronald_wesley 3 May 2016, 12:22 |
http://rustavi2.com/ka/news/45760 მზის სისტემის გარეთ სამი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს დღეს, 11:37 347 ევროპელმა ასტრონომებმა მზის სისტემის გარეთ სამი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს, რომელთა ზედაპირზე შესაძლოა დედამიწის მსგავსი პირობები და, შესაბამისად, სიცოცხლეც არსებობდეს. ლიეჟის უნივერსიტეტის მკვლევარები აცხადებენ, რომ ეს პლანეტები ზომებით დედამიწასა და ვენერას უტოლდებიან და გაცილებით უფრო მოკლე მანძილზე მდებარეობენ მნათობთან, ვიდრე დედამიწა მზესთან. მათი სისტემა კი მასშტაბებით იუპიტერისა და მისი თანამგზავრების მსგავსია. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ვარსკვლავთა სისტემა, რომელიც ამ სამ პლანეტას მოიცავს, მერწყულის თანავარსკვლავედში მდებარეობს და დედამიწიდან 40 სინათლის წელიწადის მანძილითაა დაშორებული. |
Posted by: misha20123 3 May 2016, 16:24 |
ronald_wesley არც ისე შორს ყოფილან რომ რამე გვესტუმრებოდნენ |
Posted by: Raftor 3 May 2016, 17:14 |
gubaz_merve რომ გვშორდება ეგ მეც ვიცი მაგრამ ღერძის ბრუნვასთან ეგ რა კავშირშია არ ვიცი... |
Posted by: ronald_wesley 3 May 2016, 17:56 | ||
misha20123
ჰო მარა ერთ საუკუნეს მოუნდებოდნენ :შD |
Posted by: misha20123 3 May 2016, 18:08 |
ronald_wesley გზასი არიან იქნებ ვინ იცის |
Posted by: gubaz_merve 3 May 2016, 18:25 | ||
ეგ არც მე მახსოვს კარგად თუმცა როცა მთვარე მოგვცილდება დედამიწაზე მზის გრავიტაცია დაისადვურებს და დასტაბილდება ყველაფერი ოღონდ გეოგრაფიული სურათი შეიცვლება.საქართველოს ტერიტორიების ნაწილი კვლავ ვარგისი იქნება საცხოვრებლად.ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ რომელი მიწა უნდა დაეცვათ თორე მასე დედამიწაზე ქართულად როცა ლაპარაკობდნენ სხვა ეთნოსები არ არსებობდნენ.34310000 წლისაა ქართული ცივილიზაცია. |
Posted by: xornabujeli1000 3 May 2016, 19:50 | ||
მთვარისა და დედამიწის გრავიტაციული ჩაკეტვის პროცესი მიმდინარეობს უკვე 4,5 მლრდ წელია. მთვარე უკვე ჩაკეტილია და ერთი მხრიდან გვიყურებს. იგივე ემუქრება დედამიწასაც მთვარესთან მიმართებაში, უბრალოდ ამას დიდი ხანი დაჭირდება (უფრო მეტი ვიდრე მზის საგარანტიო ვადაა). დასაბამიდან დედამიწის ერთი დღე 6 საათიდან 24 საათამდე გაიზარდა, ასე რო მთვარის გრავიტაცია გვამუხრუჭებს. მთვარე თუ არ გვეყოლება ალბათ შენარჩუნდება ეგ სიჩქარე, მაგრამ სავარაუდოდ დედამიწის ღერძი დაკარგავს სტაბლურობას... ეგ უკვე სხვა პრობლემაა... |
Posted by: gubaz_merve 3 May 2016, 21:37 | ||||
რატო დაკარგავს?იქნებ უმჯობესია თქვა დღევანდელი დახრის კუთხე შეიცვლება * * * საინტერესოა ფიზიკოსების მოსაზრებამოსაზრება რომელიც ამ განყოფილებაში პოსტავს. |
Posted by: xornabujeli1000 4 May 2016, 18:00 | ||
სტაბილურობაში ის იგულისმება რო ღერძის ცვალებადობის კუთხეები გაიზრდება. ამჟამად ყოველ 45000 წელიწადში 22-24 გრადუსებს შორის იცვლება ღერძის დახრა, ანუ ცვლილება 2 გრადუსის ფარგლებშია. მთვარის გარეშე კიდე რამდენიმე ათეული გრადუსი იქნება ცვლილება, როგორც ზოგიერთი ინტერნეტ წყაროები იუწყებიან შეიძლება 0 დან 85 გრადუსამდე შეიცვალოს დახრა რამდენიმე 10000 წელიწადში (ამის რეალურობაზე იმედია დაწერენ ... ) |
Posted by: gubaz_merve 5 May 2016, 02:32 |
https://youtu.be/QcrEY9SiCOAმეშვიდებწუთი ოცდამეხუთე წამიდან ნაჩვენებია მთლიანი ციკლი ღერძის ფახრის.მე უფრო მაინტერესებს რომ მოცილდეს მთვარე მზის გრავიტაცია ფაისადგურებსო , შესაძლოა გასწორდეს კიდეც.მართლა საინტერესოა ფიზიკოსები რას იტყვიან. |
Posted by: ნარუჯევი 5 May 2016, 06:48 |
https://youtu.be/udOnKpji9C0 - - - - - - |
Posted by: pato-7 5 May 2016, 23:58 |
კარგი ვიდეოებია, კარგად ახსნილი, რაც მთავარია სუბტიტრებიც აქვს პლუს ინგლისურშიც გვივარკიშებთ https://www.youtube.com/watch?v=0rHUDWjR5gg&list=PL8dPuuaLjXtPAJr1ysd5yGIyiSFuh0mIL |
Posted by: Front National 6 May 2016, 07:12 |
ემი მაინზერი ამ ვიდეოში ხსნის თუ რისგან შედგება კომეტა და თავად ამზადებს მას. |
Posted by: nforumi 6 May 2016, 17:22 | ||
Front National
მართლა რა თვალნათლივ აჩვენებს , კარგია |
Posted by: Septimius-Severus 6 May 2016, 22:42 |
ასტრონომიას სკოლაში ცალკე საგნად არ ასწავლიან და ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია. ფიზიკასთან ერთად ასტრონომიის სწავლა ალბათ მაშინ იქნებოდა კარგი ფიზიკის წიგნი სრულად რომ იტევდეს ასტროფიზიკის საკითხებს და სწავლების ხანგრძლივობა სულ ცოტა ოთხი სემესტრი, რომ გრძელდებოდეს. სხვა შემთხვევაში, ორ ან ერთ სემესტრად მაინც უნდა არსებობდეს ცალკე საგნად ასტრონომია. ძალიან განუვითარებდა მოზარდს აზროვნებასა და თვალსაწიერს. |
Posted by: ლაბარნა 8 May 2016, 09:51 |
მერკურის მზეზე გადარბენას ვაკვირდებით თუ ვერ ვასწრებთ?? რუკა ამბობს, თქვენთან 9 მაისს საღამოს ან მზის ჩასვლისას გამოჩნდებაო. ვეცდები მოვნახო მაგ დროისთვის ძველი ელ-შედუღების აპარატის მინა, საუკუნეში 13-ჯერ ჩანს სულ. აი მთელი სტატია ინგლისურად, იშვიათი სანახაობა _ მერკური მზის წინ გაივლის: http://www.sciencealert.com/look-up-next-month-mercury-will-pass-in-front-of-the-sun-in-a-rare-event |
Posted by: nforumi 8 May 2016, 13:04 | ||
Septimius-Severus
ძალიან პესიმისტურად ვუყურებ ამ საკითხს. აზრიც კი არა აქვს. |
Posted by: Animist 8 May 2016, 14:26 |
სამშაბათს ჩვენი დროით დილის 5 საათზე NASA პრესკონფერენციას მართავს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის უახლეს აღმოჩენებზე. მაშIნ მართავს ხოლმე როდესაც დიდი ამბავია. დაველოდოთ, ვნახოთ რას გვეტყვიან. აი ეს ლინკი ნახეთ მსჯელობაა იმაზე თუ რა შეიძლება განაცხადოს ნასამ სამშაბათს: https://www.inverse.com/article/15328-here-are-some-wild-guesses-about-nasa-s-looming-exoplanet-discovery-announcement ესეც ოფიციალური განცხადება: https://www.nasa.gov/press-release/nasa-to-announce-latest-kepler-discoveries-during-media-teleconference კეპლერის ტელესკოპი 2009 წელს გაუშვეს კოსმოსში და მის მერე აღმოჩენების გაკეთება არ შეუწყვიტავს. |
Posted by: Future> 8 May 2016, 16:46 | ||
სუსტი ლოგიკის შედეგია |
Posted by: pato-7 8 May 2016, 18:48 |
ისე ეხლა დავფიქრდი და, სინათლის დაბინძურების(light pollution) პირობებში, ხომ მარტო ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავები ჩანს, ამ ლოგიკიტ ხო გალაქტიკის ცენტრიც უნდა ჩანდეს, როგორც კაშკაშა ობიექტი? |
Posted by: asphurcela 8 May 2016, 18:53 |
pato-7 ირმის ნახტომი ხომ ჩანს ღამე დიდ ზოლად? ე.ი. მაგ ლოგიკით ჩანს, რას ერჩი? |
Posted by: pato-7 8 May 2016, 20:15 | ||
asphurcela
განათებულ ქალაქებში არსად არ ჩანს |
Posted by: misha20123 8 May 2016, 20:30 | ||
ხო მასეა მგონი ავსტრალიიდან ყოფილა ყველაზე კაი დასანახი ირმის ნახტომი ზუსტად არ მახსოვს |
Posted by: pato-7 8 May 2016, 20:43 | ||
misha20123
ბნელი ცა და გამჭირვალე ატმოსფერო, ესენია საჭირო |
Posted by: Septimius-Severus 9 May 2016, 12:21 |
ყველაზე უცნაური ვარსკვლავი სამყაროში: |
Posted by: zaza1234 9 May 2016, 20:00 |
https://www.youtube.com/watch?v=xuIkL23Bsb8 მერკური მზესა და დედამიწას შორის |
Posted by: Septimius-Severus 9 May 2016, 20:04 |
მერკურის ტრანზიტი მზის დისკოზე: |
Posted by: pato-7 9 May 2016, 23:52 |
მაინც ყველა მოვკვდებით, სამყაროც სამწუხაროდ |
Posted by: Animist 10 May 2016, 15:39 |
http://www.nasa.gov/news/media/newsaudio/index.html ლინკი დღეს ჩვენი დროით საღამოს 9 საათზე ნასას პრესკონფერენციაზე. |
Posted by: nforumi 10 May 2016, 22:36 | ||
Septimius-Severus
კარგი ვიდეოა. მახსოვს ადრე იხილებოდა აქ ეს საკითხი. |
Posted by: Animist 11 May 2016, 01:38 | ||
ახალი 1284 ეგზოპლანეტის არსებობა დადასტურდა )) აქამდე სადღაც 900 იყო დადასტურებული.. pato-7
ბოლოს როგორ იმედიანად მთავრდება ვიდეო ეტყობა რომ ემოციური არსების მიერაა დაწერილი სცენარი |
Posted by: ronald_wesley 11 May 2016, 17:13 |
http://rustavi2.com/ka/news/46440 |
Posted by: Galaxy-SB 11 May 2016, 18:10 |
თეთრი ღამეები რა მოვლენაა, შეგიზლიათ მითხრათ? |
Posted by: Irakli 11 May 2016, 19:44 |
Galaxy-SB პოლარული დღის განმავლობაში მზე 24 საათი არ ჩადის ჰორიზონტს ქვევით. ეგეთი ფენომენი ხდება იმიტომ დედამიწის ბრუნვის ღერძი დახრილია და ატმოსფეროში ხდება სხივების რეფრაქცია. ძირითადში არის ხოლმე ზაფხულში, ივნისში ან ივლისში პოლარულ განედზე და კიდევ უფრო ჩრდილოეთით (66.5 გრადუსი ჩ. გ). უფრო დაწვრილებით აქეთ: https://en.wikipedia.org/wiki/Midnight_sun |
Posted by: ronald_wesley 11 May 2016, 20:22 |
მასშტაბური აღმოჩენა - ნასას ტელესკოპმა მზის სისტემის მიღმა დედამიწის ზომის 100-ზე მეტი პლანეტა აღმოაჩინა დღეს, 15:44 3021 ნასას ტელესკოპმა მზის სისტემის მიღმა დედამიწის ზომის 100- ზე მეტი პლანეტა აღმოაჩინა. მათ შორის 9 ე.წ. სიცოცხლის ზონაში მდებარეობს, სადაც თხევადი წყლისთვის შესაბამისი პირობები შესაძლოა არსებობდეს. ამერიკის კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ ეს აღმოჩენა ყველაზე მასშტაბურია. ახალი პლანეტები კეპლერის მიერ ნაპოვნი ეგზოპლანეტების კატალოგს დაამატეს, რომელშიც 1284 ახალი პლანეტაა შესული. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ "ირმის ნახტომის" გალაქტიკაში შესაძლოა 10 მილიარდი პლანეტა იყოს, რომლებიც მზის მსგავსი სხეულის გარშემო ბრუნავენ. |
Posted by: nforumi 11 May 2016, 20:37 | ||
Irakli
და კიდე როცა ბევრი სამუშაო გაქვს მაშინ იცის თეთრი ღამეები ისე, ატმოსფერო რომ არ იყოს, თეთრი ღამეები არ იქნებოდა? ეგ უბრალოდ აფართოებს თეთრი ღამეების არეალს. |
Posted by: Irakli 11 May 2016, 21:09 |
nforumi ატმოსფეროს გარეშეც იქნებოდა თეთრი ღამეები, ეგ უბრალოდ ბრუნვის ღერძის დახრის ბრალია. ატმოსფეროს გარეშე უბრალოდ ოდნავ უფრო ჩრდილოეთით იქნებოდა ის განედი, საიდანაც შეიძლება პოლარული ღამეების ან დღეების ნახვა. |
Posted by: Future> 12 May 2016, 01:31 |
https://www.overclockers.ge/index.php?%2Ftopic%2F39527-286-%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%9C-%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9E%E1%83%93%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%2F |
Posted by: funnycannibal 12 May 2016, 01:57 |
დღეს მცხეთიან დავინახე ციდან ჩამოვარდა სასწაული ფერებით რაღაც მწვანე,ლურჯი წითელიც მგონი კუდით თვითონაც მწვანეთ ანათებდა ხოდა ვიღაცამ რამე ისროლა თუ არსებობს რამე მსგავსი :დ ცოტა უაზრო რამეს ვკითხულობ ალბათ :დ |
Posted by: the undertaker 12 May 2016, 13:47 |
funnycannibal მეტეორიტების წვიმაა აქუარიდები და შეიძლება ერთერთი მათგანი დაინახე. |
Posted by: ლოგიკⒶ 12 May 2016, 14:42 |
Earth’s Schwarzschild radius: the volume Earth would have to be compressed in order to form a black hole. |
Posted by: Future> 12 May 2016, 16:35 |
|
Posted by: nforumi 12 May 2016, 19:13 | ||
Irakli
მაგ აღვნიშნე. ატმოსფერო მხოლოდ მცირეოდენ წანაცვლებას აკეთებს სინათლის გაბნევით. |
Posted by: Jermina 14 May 2016, 12:53 |
ერთ გულუბრყვილო შეკითხვას დავსვამ. რატომ არიან გალაქტიკები განლაგებული სიბრტყეზე და არა სფერულად?) |
Posted by: nforumi 14 May 2016, 13:40 | ||
Jermina
გინდა თქვა რატომ აქვთ გალაქტიკებს ბრტყელი ფორმა და არა სფერული. არცთუ ისე გულუბრყვილო კითხვაა. მე ვფიქრობ რომ ბრტყელ ფორმას განაპირობებს ბრუნვის მომენტი. როცა გალაქტიკა ყალიბდებოდა (სავარაუდოდ), ექნებოდა რაღაც ჯამური მომენტი (ანუ იმ მასას, რისგანაც ჩამოყალიბდა ის). დროთა განმავლობაში ნებისმიერი ცალკეული ობიექტი ამ ჯამური მომენტის გასწვრივ ჩამოაყალიბებდა თავის ბრუნვის ღერძს (წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სხვა ობიექტებთან შეჯახების ალბათობა გაეზრდება და ადრე თუ გვიან განადგურდებოდა). ვფიქრობ ასე უნდა იყოს. სხვებიც დაწერენ იმედია. |
Posted by: ლოგიკⒶ 14 May 2016, 14:31 | ||
Jermina რატოა გულუბრყვილო ძალიან კარგი კითხვაა რომლის ახსნაც ცოტა რთულია
ეს აბზაცი ადასტურებს ჩემს მოსაზრებას გალაქტიკის ფორმირების ზოგადი სიმულაცია ეს კი არის ჩვენი გალაქტიკის წარმოქმნის მაქსიმალურად ზუსტი სიმულაცია რომელიც შედგება 18.6 მილიონი ნაწილაკისგან (პირობითად ვარსკვლავისგან) რვა თვე დასჭირდა ამ სიმულაციას ნასას და შვედეთის სუპერკომპიუტერის გამოყენებით |
Posted by: pato-7 14 May 2016, 14:36 |
ჩაინიკური კითხვა მაქვს, ეკლიპტიკა რა არის? |
Posted by: Quest 14 May 2016, 20:51 |
pato-7 მარტივად რომ ვთქვათ, დედამიწის ორბიტის სიბრტეს ეძახიან ეკლიპტიკას |
Posted by: natonato88 14 May 2016, 22:25 |
http://radikal.ru/big/9abfef0de0ae47fd8558836e4a893db4 მარტო არ ყოფილხართ |
Posted by: asphurcela 14 May 2016, 23:26 | ||||
ლოგიკⒶ
ციურიხი შვედეთია? Jermina
მატერიის მოძრაობის გამო ცენტრის ირგვლივ. |
Posted by: nforumi 14 May 2016, 23:58 | ||
asphurcela
მეც მაგ გამიკვირდა რომ წავიკითხე. სხვამხრივ ვფიქრობ სადაო არაფერი უთქვამს. |
Posted by: pato-7 15 May 2016, 00:02 | ||
ალბათ მაინც ვერ მოვესწებით ჩვენ, ან თუ მოვესწრებით მოღრუბლული იქნება |
Posted by: Septimius-Severus 15 May 2016, 00:07 | ||
საინტერესოაა, რომ არის დიდი ალბათობა, რომ იგი უკვე აფეთქდა, მაგრამ სინათლე ჩვენამდე კიდევ დიდი ხანი იმოგზაურებს. |
Posted by: natonato88 15 May 2016, 00:30 | ||
pato-7
ერთი კაი სუპერნოვა ვერ გინახავს კაცს ამ მთავრობის ხელში Septimius-Severus http://radikal.ru/big/a5d5d1d4d9454ee295b0478304c4f79a |
Posted by: Jermina 15 May 2016, 00:43 |
nforumi ბრუნვის მომენტი გასაგებია, მაგრამ ხომ არსებობენ ელიპტიკური და სფერული გალაქტიკებიც, აქ რამ გამოიწვია გალაქტიკის ფორმა? |
Posted by: misha20123 15 May 2016, 00:48 |
ქართულადაც მიაწერეთ ეს ინგლისუტი ტექსტები გაუგებარია ქართული ფორუმია მაინც :X |
Posted by: LJprank 15 May 2016, 00:59 |
ბრტყელია სპირალური გალაქტიკები, რომელთა ცენტრშია ზემასიური შავი ხვრელი და ბრუნვის მომენტის გამო გაბრტყელდნენ. ელიფსურები არა ბრტყელი |
Posted by: ლოგიკⒶ 15 May 2016, 06:25 | ||
asphurcela ხოო მერევა ინგლისურ ქართულად თარგმნისას შვედეთი და შვეიცარია ხოლმე...
ბატელგეუსს რომ ვხედავ მე სულ იმაზე ვფიქრობ რომ 1.5 მილიარდჯერ დიდია ჩვენს მზეზე და რა საოცარია კოსმოსი |
Posted by: RedShark 15 May 2016, 16:40 |
3:10 - დან, რა ჯოჯოხეთურ ხმებს უშვებს სატურნი... |
Posted by: ronald_wesley 15 May 2016, 17:51 |
ასტრონომიის წიგნში ეწერა მზის მოცულობას 350 მილიონჯერ სჭარბობსო. |
Posted by: ლოგიკⒶ 15 May 2016, 17:56 |
ronald_wesley ძველი ინფორმაცია იქნებოდა |
Posted by: ronald_wesley 15 May 2016, 18:02 | ||
ლოგიკⒶ
ჰო წიგნი 2002-3 წლის იყო მონაცემები 90იანების იქნებოდა .. ამაზე ადრეც დაიწერა მგონი. მთვარე რომ არ იყოს ანუ მოგვცილდეს. დედამიწა წაიქცევა ხომ? |
Posted by: misha20123 15 May 2016, 20:01 | ||
არ გაიგონ იტყვიან ჯოჯოხეთი სატურნზეაო |
Posted by: nforumi 16 May 2016, 13:42 | ||||
RedShark
რა ხმა, რის ხმა? ronald_wesley
|
Posted by: RedShark 16 May 2016, 19:57 | ||
nforumi
რაც მაგ ვიდეოშია... |
Posted by: asphurcela 16 May 2016, 20:55 | ||
დაიცა და დედამიწას ეგეთი ხმა აქვს? რაღაც არ მესმის მე |
Posted by: ronald_wesley 16 May 2016, 21:45 | ||
asphurcela
მეც ეგ ვიფიქრე ღლეობაა რაღაცა . ერთი სტატია უნდა დავდო . ასტროლოგია აზროვნების კიბო . დიდია ბოლომდე არ წამიკითხავს მარა კარგია.! კალოჩე მზესა და სირიუსს შორის ბევრად ნაკლებია მიზიდულობა ვიდრე შენს ლეპტოპსა და შენს შორის! https://www.facebook.com/notes/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%99%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%96%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%99%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9D/1092669077452678 |
Posted by: RedShark 16 May 2016, 21:57 | ||
asphurcela
ფიქრობ რომ ფეიკია? ვიცი რომ ვოიაჯერი ახდენდა პლანეტების ჩაწერას... მაგ ვიდეოს ქვეშ კი წერია თანამგზავრების ჩანაწერებიაო... აღარ გადამიმოწმებია... შეიძლება ფეიკიც იყოს... :////// |
Posted by: asphurcela 16 May 2016, 22:13 |
RedShark მთლად ფეიკს ვერ დავარქმევთ, მაგრამ ვოიაჟერმა თუ ჩაიწერა, ჩაიწერდა ელმაგნიტურ სიხშირეს, დაბალ სიხშირეს. ბგერითი ტალღა გამორიცხულია, რადგან კოსმოსში არ ვრცელდება ბგერა. შეიძლება დაბალი სიხშირის ელმაგნიტური ტალღები გადაიყვანეს ყურსასმენ-დინამიკებში. |
Posted by: RedShark 17 May 2016, 00:33 | ||||
asphurcela
რა თქმა უნდა, არც მიფიქრია, რომ მიკროფონით ჩაიწერა ))) მაგრამ...
...ასეთ დაბალ სიხშირეებს როგორ იღებენ? ნუ, რადიომიმღებს ააგებ, ხმაურებიდანაც გამოარჩევ როგორღაც, მაგრამ ანტენა? თვითონ ვოიაჯერს ერთ-ერთი მიმღები სწორედ მაგ სიხშირეებზე მუშაობს: ნახაზზე მონიშნული ანტენები (Planetary Radio Astronomy And Plasma Wawe Antenna) ჩვეულებრივ "შტირევოი" ანტენას ჰგავს, მაგრამ ასეთ სიხშირეებზე მეოთხედტალღური გათვლებით კილომეტრები მოუწევდა, ეგ ანტენები კი მაქსიმუმ 5 - 8 მეტრი თუ იქნება... რამე სხვა მეთოდი/გამოთვლა გამოიყენება ასეთ სიხშირეებზე? |
Posted by: nforumi 17 May 2016, 00:58 | ||||
რა არის მერე მაგ ვიდეოში, ავტორის ფანტაზია? თუ ელ.მაგნიტური ტალღებია გადაყვანილი ბგერითად, მაშინ უნდა იყოს ნათქვამი როგორ და რატომ მასე და არა სხვანაირად. |
Posted by: RedShark 17 May 2016, 01:38 | ||
nforumi
http://www.nasa.gov/vision/universe/features/halloween_sounds.html ნასას საიტზე ეგ ხმები ბევრად უფრო "მშრალია"... შეიძლება ხმოვანი ეფექტები დაადეს... შეიძლება ფეიკიც იყოს... |
Posted by: nforumi 17 May 2016, 10:45 | ||
RedShark
ალბათ, ალბათ |
Posted by: asphurcela 17 May 2016, 11:11 | ||||
RedShark
ანტენა რა პრობლემაა? პირიქით, ძაან პატარა ზომის და კომპაქტური გამოდის, მაგნიტური ანტენა. ყველა ძველ რადიომიმღებს უყენია ფერიტული მაგნიტური ანტენა. გარდა ამისა, უბრალო 1 მეტრიანი ჩხირიც მიიღებს. ცხადია არა ეფექტურად, მაგრამ მიღებით მიიღებს, არაა პრობლემა. nforumi
ცხადია უნდა იყოს ნათქვამი თუ რა მიიღეს და როგორ კონრეტულად, თორე ეგე შეცდომაში შეყავთ ის ხალხი ვინც არ იცის, რომ ბგერა არ ვრცელდება ვაკუუმში (კოსმოსში). ხოდა ხმაო რომ ამბობენ, ეგრევე ადამიანის გონება ისე გარბის, რომ ყურით უნდა მოისმინო მექანიკური რხევები. ზოგადად პლანეტას რომ ჰქონდეს მექანიკური რხევები ეგ არაა ფანტაზია, მასში ხომ მიდის ტექტონიკური ძვრები და შესაბამისად ბგერებიც იქნება მის გარსში. თუმცა დედამიწას რომ ყური დაადო ვერაფერს გაიგებ თუ ახლომახლო მშენებლობა არაა |
Posted by: nforumi 17 May 2016, 14:50 | ||
პლანეტის ყოველი ლოკალური ადგილი მართლა შეიძლება გამოსცემდეს რაიმე ბგერებს (და ალბათ გამოსცემს კიდეც). შეიძლება ჩავთვალოთ რომ ეს ბგერები პლანეტის ხმაა? |
Posted by: Future> 17 May 2016, 14:57 |
nforumi და თუ შორიდან დავაფიქსირებთ ყველა ამ რხევების ერთობას იმ პლანეტისგან, მაშინ ვუწუდოთ ამ პლანეტის ხმა. რა პრობლემაა , რამე კაფსულა კიარ ჩავუშვით რომ პლანეტის ერთ წერტილის ხმა დაგვეფისირებინა, არამედ მისი ზოგადი ფონი |
Posted by: nforumi 17 May 2016, 16:06 | ||
Future>
და შორს რომ არ ვრცელდება ხმა, როგორ დააფიქსირებ? |
Posted by: Future> 17 May 2016, 16:09 | ||||
ხო რა თქმა უნდა ბგერები არ გავრცელდება ვაკუუმში. როგორც ზევით აღნიშნეს ელმაგნიტური ტალღები და ხმაც გადატანითი მნიშვნელობა აქვს პ.ს. არც ვიცი რეალურად რა ხმა დაადეს ამ ვიდეოებს |
Posted by: RedShark 17 May 2016, 17:14 | ||
asphurcela
გასაგებია, ე.ი. ჩვეულებრივი მეთოდებით იღებენ (არ დავინტერესებულვარ სხვა დროს ასეთი დაბალი სიხშირეებით)... |
Posted by: nforumi 17 May 2016, 17:24 | ||
Future>
ისე, ელემენტარული ნაწილაკების რაღაც თვისებებს თუ შეიძლება დაარქვა ფერი, სუნი და გემო, რატომ არ შეიძლება პლანეტის რაიმე თვისებას მისი ხმა უწოდო, რა პრობლემაა. მაგრამ რა თვისებაა ეს, მაინც ვერ გავიგე. |
Posted by: RedShark 17 May 2016, 19:25 |
Чтобы получить «космическую музыку», ученые применили несколько приемов. Во-первых, использовались записи звуковых колебаний заряженных частиц, которые возникли в результате взаимодействия магнитосферы планеты с солнечным ветром. Кроме этого, записывался «голос» самой магнитосферы и шум электромагнитного поля в космосе. Электронные датчики также фиксировали реакцию радиоволн, попавших в «ловушку» и многократно отражающихся между нижнем слоем атмосферы и самой планетой. В основу «космической музыки» также легли записи процесса испускания заряженных частиц кольцами некоторых планет. Большинство мелодий, которые были записаны на музыкальных CD, — это обработанные данные, полученные с легендарных Voyager-1 и Voyager-2. Эти космические аппараты, запущенные в 1977 году в рамках проекта по изучению дальних планет Солнечной системы, до сих пор продолжают удивлять человечество. http://space-audio.org/ ფეიკი კი არა, ესენი თურმე ალბომებსაც ყიდიან http://www.amazon.com/Symphonies-Planets-NASA-Voyager-Recordings/dp/B000001V2O |
Posted by: ronald_wesley 17 May 2016, 19:55 |
ელხლა რუსულები მაკითხე .. მოკლედ რამე მეტეორი მოექანება ჩვენსკენ? |
Posted by: RedShark 17 May 2016, 20:22 | ||
ronald_wesley
ნწ... ემბიენტს გვიმღერის ))) |
Posted by: asphurcela 18 May 2016, 12:23 | ||
nforumi
კარგი შენიშვნაა. მაგრამ ნაწილაკებს ისტორიულად გაეხუმრა ვიღაც და მის რაღაც თვისებებს მიაკერა ეგ თვისებები, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით სისულელე გამოდის ნუ ხმაო როცა ვამბობთ, ხომ ბგერითი ტალღა უნდა იგულისხმებოდეს, წესით და კანონით და არა ელმაგნიტური ფონი. რავი აბა. |
Posted by: nforumi 18 May 2016, 20:33 | ||
asphurcela
ხოდა ერთიდაიგივეა თქო, მაგას ვამბობ. |
Posted by: ლაბარნა 18 May 2016, 23:30 |
ეს სიახლე შენიშნეთ უკვე, ასტრომოყვარულებო? http://www.sciencealert.com/a-binary-star-is-flying-out-of-our-galaxy-and-researchers-don-t-know-why ორმაგი ვარსკვლავის სისტემა ჩვენი გალაქტიკიდან მიფრინავს საათში 2 მილიონი კილომეტრის სისწრაფით და კაციშვილმა არ იცის, რამ მისცა ასეთი მე-15 კოსმოსური სიჩქარე. )) როცა ვფიქრობდი ხოლმე მომავალზე, თავში მომსვლია ფიქრი, რომ დიდი ხომალდის აშენების ნაცვლად, გარე პლანეტები შეუძლიათ გამოიყენონ მომავლის კოსმონავტებს, ვარსკვლავთაშორისი მოგზაურობებისათვის. 1 პრობლემაა, ბევრი ურანის დაწვა მოუწევთ, მაგრად "შესცივდებათ" გზაში. ჰოდა, ახლა მომივიდა თავში ეს აზრი, ნეტა ხომ არაა შესაძლებელი მთელი მზის სისტემა მართო, მზე აქციო რეაქტიულ ძრავად და იმოგზაურო გალაქტიკებს შორის. რომელიმე ფუნდამენტურ კანონს ხომ არ ვარღვევთ ამით? თითქოს არა მგონია, ერთი პრობლემა, მზის "მოთვინიერება" ასე მარტივი არ იქნება, რომ მხოლოდ 1 მხარეს აფრქვიოს პროტუბერანცები... |
Posted by: gubaz_merve 19 May 2016, 01:45 |
პროტუბერანცები არასწორი სიტყვაა .პროტოიბერიელები კიდე ჰო , რადგან იბერიელებს მიაჩნდათ რომ ისინი მზისშვილები არიან, მათი წინაპრები ტიტანები კიდე ვარსკვლავური სიმშვიდის დამცველებად და კოსმოსის მეფეებად მოიხსენიება ებრაულ თქმულებებში. * * * 46751 სწორედ ამდენი დღეა 128 წელიწადში წამის სიზუსტით ,128 იბერიის კოდია , ქართული კალენდარი ჩვენ ანბანში ძევს. |
Posted by: asphurcela 19 May 2016, 11:37 | ||||||
და სხვა ერები ვენერის შვილები არიან თუ რავაა მაი ამბავი?
ხუთკუნჭულა და მე არ ვართ ნახსენები? ლაბარნა
ცალ მხარეს რო ვესროლოთ ბომბი არა? მარა ყველაზე მძლავრი წყალბადის ბომბი ისე იქნება მისთვის, როგორც სპილოს რომ 1 ელექტრონი ესროლო. თან რამოდენიმე ასეულ ათას კილომეტრზეც ვერ მივა ახლოს, დაადნობს. გარდა მაგისა ხომ ბრუნავს მზე და ეგ პროტურბერანცი იტრიალებს კოსმოსში. როგორც იდეა, ცუდი არაა, შენი არსკვლავიანად რო იმოგძაურებ საწვავიც გაქვს თავსე საყრელი და საჭმელ-ჰაერიც |
Posted by: ლაბარნა 19 May 2016, 11:48 | ||||
asphurcela
იქნება ახლო პლანეტებზე დიდი მაგნიტები დავუდგათ და პროტუბერანცებზე გავლენა მოვახდინოთ გარე მაგნიტური ველით? რაღაც ისეთი შეიძლება მოვიფიქროთ, რასაც ამპლიფიკაციის ეფექტი ექნება, ანუ მცირე ენერგიის დახარჯვით დიდი ენერგიები ვმართოთ, როგორც იალქანის და საჭის შემობრუნებით მართავენ ხოლმე ქარში გემს. ორმაგი ვარსკვლავიც კარგი მინიშნებაა, იქნება ეგ სისტემა უფრო იოლი სამართავია? ტრიალებს, ძრავასავითაა თითქოს.
ისედაც, რომც არ იყოს ეგ ხელოვნურად აჩქარებული, მაინც თუ არიან ჩვენს გალაქტიკაში ყოჩაღი და თავზეხელაღებული მკვლევარები, მათ შეეძლოთ ამ შანსის გამოყენება, რომ ემოგზაურათ სხვა გალაქტიკისკენ, თუ ხელთ არ ექნებოდათ რაიმე უკეთესი საშუალება... ჩვენ ხომ შეიძლება კომეტა ან ასტეროიდი გამოვიყენოთ შორს წასასვლელად როდესმე? ასე რომ, შესაძლებელია იქ "ვინმე" იყოს, რა ვიცით... |
Posted by: nforumi 19 May 2016, 13:06 |
asphurcela ლაბარნა კარგი იდეაა, შესაძლებელია მაგის გაკეთება, დაისონის სფერო უნდა გაკეთდეს და გაიხსნას ერთ მხარს, |
Posted by: gubaz_merve 19 May 2016, 16:37 |
ხუთკუნჭულას დონეზე რომაა დასული დღევანდელი ისტორიის პროპაგანდა 2 აზრი არ არსებობს , ზის ოჩოპინტრე და ზღაპრებს ავრცელებს რომ თურმე 70ტონიან მეგალითებს ეზიდებოდნენ ეგვიპტეში ისე უბრალოდ თუმცა აღმოჩდა რომ ეგვიპტე რუკაზე ცენტრია , რომ პირამიდის გვერდები იდეალურად მიუთითებს დასავლეთს, აღმოსავლეთს...ბუდობისას ჩრდილით გვანიშნებს დღის მაქსიმალურ ხანგრძლივობას წელიწადში , მის პარამეტრებშია სინათლის სხივის სიჩქარე , დედამიწის სიჩქარე კოსმოსის მიმართ ,Eგვიპტური კუბიტის სიგრძეა π-φ^2=3,1416-2,618=0,5236 მეტრი როცა დიამეტრი ერთი მეტრის ტოლია. π ვთქვათ შემთხვევით აღმოჩდა ჰეოპსის პირამიდის განზომილებებში φ-ი არის ოქროს რიცხვი φ=1.6180339887498948482... ცნობილია რომ ჰეოპსის პირამიდა არის 440 კუბიტი.440X0.5236=230,384 მეტრი თუ ამ სიგრძის მქონე კუბში ჩავხაზავთ წრეს ხოლო მეორე წრეს კუბს გარს შემოვატარებთ და მიღებული წრის გარშემოწერილობებს გამოვაკლებთ ერთმანეთს მივიღებთ სინათლის სიჩქარის მაჩვენებელს მილიონ მეტრ წამში და ამას ახლავე გავაკეთებ თვალსაჩინოებისთვის 230,384 მეტრი ეს მცირე წრის დიამეტრია ,ამ წრის გარშემოწერილობის სიგრძე რომ გავიგოთ დიამეტრი უნდა გავამრავლოთ3,1416 ეს უდრის 723,7743744 მეტრს , კვადრატზე შემოხაზული წრეწირის დიამეტრის შეფარდება კვადრატში ჩახაზული წრეწირის დიამეტრთან ყოვლეთვის ფესვი ორის ტოლია..ესეიგი ფესვი ორიდან 1,4142135X7723.7743744=1023,571536374 ამას გამოვაკლოთ723.7743744=229,79716 . 229,792458 მილიონი მეტრი წამში ეს ოფიციალურად აღიარებული სიჩქარეაო,ჩვენი ციფრი კი229,797169-მეტრია ჰეოპსის პირამდის 2 გვერდის ჯამი ეკვატორზე არსებული წერტილის სიჩქარეა 2X 230,384= 462,962962მეტრი წამში,ეკვატორის სიგრძე მიახლოვებით40075კილომეტრია. 40075000მეტრი გავყოთ 86 164.1 წამზე =465,1მეტრი.იგივე ბუდობას სირიუსის თავზე მზე ამოდის. აკადემიკოსი ვეკუა გიგანტურ რასაზე საუბრობს თუმცა მისი უეცარი სიკვდილის შემდეგ ტიტანის ძვლები საცავიდან ქრება,https://youtu.be/uJBKqOCbGxkთან ზურა ესენი უკვე იცი თუმცა მაინც ხუთკუნჭულაზე საუბრობ , იცი როგორი სიტუაციაა ..., სასაცილო ვინ , ვინ, მაგრამ ფიზიკოსები მსგავს სიტუაციაში კაკ მინიმუმ სდუმან * * * დიდი ალბათობით ტიტანები მარსიდან არიან, მოვა დრო და მარსზეც იპოვიან ცივილიზაციის კვალს,მარსი ანუ არი , არიელი ელი ძველქართულში მზის და წარმომავლობის აღმნიშვნელია. * * * იბერიელებს ადრე მრავალი სახელით იხსენიებდნენ ისტორიული წყაროები , მაგალითად სუბარებად .პროტუბერიანი რას უკავშირდება? |
Posted by: asphurcela 19 May 2016, 20:33 | ||||||
gubaz_merve
რამდენად დიდია ეგ ალბათობა? და როდის აშენდა პირამიდა და როდის გაუქრა სიცოცხლის ნიშანწყალი მარსს? ნასას მონაცემებით ძალიან ძალიან დიდი ხნის წინ. მაშინ როცა დედამიწაზე ადამიანის ნიშანწყალიც კი არ იყო ჯერ. ლაბარნა
ტიტანებს რომ დაველოდოთ, არა? გაგვათრევენ ისინი სადაც ვთხოვთ. nforumi
ხო, კარი უნდა დავუყენოთ, შესვლა გამოსვლა ხომ გვინდა? |
Posted by: nforumi 19 May 2016, 20:38 | ||
asphurcela
დაისონის სფერო თუ შეიძლება იყოს რეალური, მაშინ იმის გაკეთებაც იქნება შესაძლებელი, რატომ არა? |
Posted by: ლაბარნა 19 May 2016, 22:17 | ||||
nforumi
ნახევრად ამრეკლი ჰიპერბოლოიდი/ნახევარსფეროც წავიდოდა, მაგრამ ასეთს რომ ვერაფერს ვხედავთ მაგ ორმაგ სისტემაზე? ალბათ ძალიან უცნაურად დავინახავდით, ანდა სულაც ჩაბნელდებოდა ვარსკვლავი და ასეთ მოგზაურ ვარსკვლავებს სულაც ვერ დავინახავდით, უჩუმრად დასეირნობენ აქეთ-იქით.
ჰელიოსის ეტლის დამორჩილება ასე იოლი არაა, აგერ ფაეტონმა სცადა და ჩაფლავდა, დროზე გადმოაგდეს კოფოდან, თორემ ანადგურებდა მთელ მზის სისტემას. მართვის ცოტა უფრო მოქნილი მექანიზმი გვინდა, სადავეები და ბურლაკური საჭაპნე თოკები არ გამოდგება! |
Posted by: nforumi 19 May 2016, 22:47 | ||
ლაბარნა
არაა, მაგ არ გამოვა |
Posted by: ლაბარნა 19 May 2016, 23:26 | ||
nforumi
რატომ? თან მივმართავდით სხივს ლაზერივით და იარაღადაც გამოვიყენებდით, დავბუგავდით, ვინც და რაც არ მოგვეწონებოდა გზაში! |
Posted by: gubaz_merve 19 May 2016, 23:55 |
ზურა არაერთი ძველი ჟამთააღმრიცხველი აღნიშნავდა რომ პირამიდები გაცილებით ძველია თუმცა დღევანდელი ისტორიის მამინაცვლები მხოლოდ ჰეროდოტეს ეყრდნობიან რომელიც ისტორიის მამად არის შესული ისტორიაში, ციფრი არ მახსოვს მაგრამ ძალიან ბევრი მზის დაბნელებაა აღწერილი რომელიც გამყინვარებამდელ ხანას აღწევს.გარდა ამისა არსებობს იოანეზოსიმეს ხელნაწერი სადაც ის აღნიშნავს რომ ქართული ენა 94წლით ძველია ყველა სხვა დანარჩენ ენასთან შედარებით, იქვე ხელნაწერში შიფრია რომლის წყალობითაც გახდა შესაძლებელი ქართული კალენდრის აპოკალიფსი, ტექსტი რომ ქართულ კალენდარს ეძღვნება ეჭვგარეშეა რადგან ის სიტყვა წელიწადის ჰემატრიას იმეორებს და როცა ავტორი წამის სიზუსტით დღეღამის ხანგრძლივობას აღწერს მაშინ მისი სიტყვები ყურადსაღებია. ,,დიდება შენ დაღმერთო რომელმან ღირს მყავ და მომმანდე ცოდვილსა ამას აღსრულება საქმეი ესე'' წერს იოანე ზოსიმე გზავნილში სადაც წარმართული ჯვარია გამოსახული და ზედ პირჯვარის გადაწერის მიმართულებით წერია ლ,ც,ყ,თ.ლას-ი ცან ყარ თან.ყართან ღანია ,,ყარ'',რიგითი სათვალავით: ყ(26)+ა(1)+რ(19)=46 ,,ღან''რიცხვ-მნიშვნელობით: ღ(700)+ა(1)+ნ(50)=751 ე ერთად, ,,ყარ''-ისა და ,,ღან"-ის ჰემატრიები 46751 სწორედ ამდენი დღეა 128 წლიან ციკლში დღეთა რაოდენობა წამის სიზუსტით46751/128=365.2421875 94 წელიწადში 34310 დღეა , იოანე ამბობს შიფრს ერთი დღე ვითარცა 1000 წელიო ,ესეიგი 34310000წელიწადი მიახლოვებით , ქართული ენა ბაბილონის გოდოლამდე არსებული ენაა. * * * ლაბარნა სხივზე მოძრაიბა სხივის სისწრაფით შესაძლებელია ,გრავიტაციას უნდა დავეუფლოთ * * * ჩვენი წინაპრები ხომ შესანიშნავად ფლობდნენ გრავიტაციას, 150 ტონიანი ქვები ნასკას მთებზე * * * არსებობს ცნობები რომ კოლხ მეფეებს ზღვაოსნობის საუკეთესო რუკები ქონდათ, პელაზგები იგივე ლაზები ილიადაში საუკეთესო მეზღვაურები არიან ,რუკები ხეზე ამოკვეთილი ყოფილაო, აი ვნახოთ პტოლემეის რუკა ზედ გრძედი და განედია დატანილი , წამზომის გარეშე შესაძლებელია? სომხურ დოკუმენტურში გადავაწყდი ცნობას რომ საქართველოში დაცულია მარსის ამსახველი პარამეტრები , თავისი თანამგზავრებითურთ , ასევე გრადუსის და სეკუნდის განმარტება , სომხები ამ ამბავს მიაწერენ სულხანსაბას თითქოსდა მას ეს რუკა ევროპაში მოგზაურობისას სომხეთიდან გამოაყოლაო ძალიან ბევრი რამ გაბნეულია საქართველოშიც და სათანადო ყურადღება არ ექცევა , მარსის თანამგზავრები როდის აღმოაჩინეს? |
Posted by: nforumi 20 May 2016, 03:21 | ||
ლაბარნა
ნახევარსფეროს შემთხვევაში ეგ ნახევარსფერო მზიდან გაიტყორცნება წნევით. |
Posted by: უჩინარი 21 May 2016, 01:47 |
ევროპაზე შეილება სასიცოცხლო პირობები იყოსო, ნუ ისედაც იყო ეჭვი მარა ეხლა რაღაცეებს დააკვირდნენ ქიმიურ ელემენტებს ოკეანეში და ჩვენი ოკეანეების მაგვარი ბალანსია http://www.nasa.gov/feature/jpl/europas-ocean-may-have-an-earthlike-chemical-balance |
Posted by: ლაბარნა 21 May 2016, 11:04 | ||
nforumi
სფეროს შემთხვევაში კი სფერო გასკდება წნევით. დაწინაურებული მასალები და ტექნოლოგია თუ გვექნება, მოვახერხებთ, მიზიდულობის ძალას და მეორე მხარეს მოქცეულ მძიმე და მტკიცე "სახსრებს" გავაწონასწორებინოთ წნევა... ეგ, რა თქმა უნდა, დღეს ფანტასტიკაა. |
Posted by: nforumi 21 May 2016, 11:18 | ||||
ლაბარნა
არ გასკდება, თუკი დაგროვილ ენერგიას სისტემატურად გამოვათავისუფლებთ ერთი გარკვეული მიმართულებით.
რას ამბობ კაცო!. |
Posted by: severuss 23 May 2016, 01:40 |
გაუმარჯოს! რამე კარგი მხატვრული სერიალი ხომ არ იცით კოსმოსზე? ჰო კიდე, ვისაც ინტერსტელარი ნანახი აქვს, რას ეთანხმებით და რას არა. ზოგადად მაინც. ძალიან მაინტერესებს ამ თემაში მპოსთავთა აზრი ამ ფილმზე. |
Posted by: tartalioti 23 May 2016, 02:04 | ||||
mze arada ai romelime planetis tanamgzavri rom gavxednot? mimontajot rame zrava da haida. Propeloriani ara ogond |
Posted by: misha20123 23 May 2016, 11:26 |
severuss Cosmos: A Spacetime Odyssey ნახე ძალიან მაგარია |
Posted by: severuss 23 May 2016, 12:37 |
misha20123 მადლობ. ვიცი ეს დოკუმენტური სერიალი რამე ისეთი მინდა, მხატვრული . მარა არ მგონია არსებობდეს კოსმოსზე ნორმალური |
Posted by: Future> 23 May 2016, 16:57 |
severuss თუ ვერაფერი ნახე, expanse -ს უყურე ახლა გამოდის. უმარილოა მაგრამ დაწყებად მოჟნა, დოკუმენტური არაა, უბრალოდ სერიალია, სხვა არ ვიცი |
Posted by: severuss 24 May 2016, 14:34 |
Future> მადლობ. ვცდი |
Posted by: pato-7 31 May 2016, 01:54 |
დღეს რა კარგად დავინახე გალაქტიკის ცენტრი, ლამპიონებიდან დაახლოებით 500 მეტრის მოშორებით, რამდენიმე სურათიც გადავუღე, დავდებ მერე. შიშველი თვალითაც კარგად ჩანდა/ჩანს. |
Posted by: misha20123 2 Jun 2016, 00:55 |
მზის სისტემა შავი ხვრელისკენ მოძრაობს? ........... |
Posted by: gubaz_merve 2 Jun 2016, 07:15 | ||
უსადრთხო სარტყელშია თუმცა როდესღაც იქ აღმოჩდება თუმცა მანამდე მზე ალმასად გადაქცევას მოასწრებს. |
Posted by: Quest 2 Jun 2016, 18:23 | ||
severuss
შავ ხვრელთან მასე უსაფრთხოდ მიახლოვებას და შესვლას და თან რო გადარჩა |
Posted by: asphurcela 2 Jun 2016, 18:35 | ||
Quest
არ მინახავს ინსტერსტელარი წესიერად. რაღაც ნაწყვეტებს მოვკარი თვალი ადრე. დროში რო გადაინაცვლებს და წიგნების თაროდან რაღაცის თქმას რო ცდილობს მომავალშI, ეგაა? ისე შავ ხვრელთან მიახლოება რა პრობლემაა, ტუ შავი ხვრელი ძალიან დიდია ზომაში? ჰორიზონტს ისე გადაკვეთ, ვერც გაიგებ თუ რამე გადაკვეთე. მარა აი გულში რა ხდება როცა ხვრელი ძალიან დიდია, ეგ არ ვიცი. ზოგადად რამოდენიმე მზის მასის ტოლი ხვრელების ჰორიზონტი საშიშია, გაწელავს ადამიანს მიახლოებისას და გაგლეჯს ნაწილებად |
Posted by: Quest 2 Jun 2016, 18:50 |
asphurcela კი. ეგაა იქ რაც ნაჩვენები იყო, რაღაც პლანეტის ზომის რიგის იქნებოდა ალბათ თავისი აკრეციული დისკით |
Posted by: misha20123 2 Jun 2016, 19:57 |
იქნებ შავი ხვრელი უბრალოდ კარია და სხვა გალაქტიკაშI შეაღებ კარს |
Posted by: nforumi 2 Jun 2016, 21:49 | ||
misha20123
რატომ უნდა იყოს კარი? |
Posted by: misha20123 2 Jun 2016, 21:57 |
nforumi რატომ არ უნდ აიყოს? რეალურად არაფერი ვიცით შავ ხვრელზე საერთოდ არაფერი |
Posted by: Animist 2 Jun 2016, 22:18 | ||
მე მგონია რომ პორტალია სრულიად ახალ სამყაროში.. ვფიქრობ დიდი სუპერნოვა ახალი სამყაროს დასაწყისია.. თეთრი ხვრელების არსებობაც ვფიქრობ არ უნდა იყოს ფანტასტიკა.. |
Posted by: AXEVALENTINE 3 Jun 2016, 01:27 |
ეს ვორმჰოლები მართლა საინტერესოა რამეა... ამ ბოლოს დავუმუღამე პულსარებს და ქუაზარებს :3 კიდევ კარგი ახლოს არ არიან და ნუ ვერც იქნებიან. |
Posted by: Raftor 3 Jun 2016, 01:32 | ||
პორტალი ნაკლებად რადგან "ჩერეზ შავი ხვრელით" ვერსად ვერ მოხვდება ინფორმაცია. ეს იგივეა დიდ ბლენდერში ჩახტე. მაგრამ თეთრი ხვრელი უკვე სხვა თემაა. |
Posted by: nforumi 3 Jun 2016, 01:36 | ||
misha20123
რა ვიცი, მე "შავი ხვრელი" ხვრელად ვერ წარმოვიდგინე ვერაფრით. შავი ბირთვი რომ დაერქმიათ, უფრო სწორი იქნებოდა. |
Posted by: Animist 3 Jun 2016, 01:45 | ||
Raftor
რატომ არა? ეს ჩვენთვის გაქრება ინფორმაცია და მე ვამბობ რომ ინფო არ იკარგება და სხვა სამყაროში მიდის... |
Posted by: ლოგიკⒶ 3 Jun 2016, 03:39 | ||
nforumi
ხვრელი არის სივრცესთან მიმართებაში... სივრცე რომ ქაღალდად წარმოიდგინო მაშინ ვარსკვლავები პატარა ჩაღრმავებებს აკეთებენ ამ ქაღალდში ხოლო შავი ხვრელი შეიძლება ხევდეს კიდეც ამ ქაღალდს ისე ღრმად აკეთებს ჩაღრრმავებას |
Posted by: nforumi 3 Jun 2016, 09:54 | ||
ლოგიკⒶ
ეტყობა ჩემი წარმოდგენა ამბობს უარს ყველაფერ სხვანაირზე, გარდა ბრტყელისა. |
Posted by: misha20123 4 Jun 2016, 00:11 |
რადგან შავ ხვრელზე ვსაუბრობდიტ http://astronet.ge/შავ-ხვრე |
Posted by: ლოგიკⒶ 4 Jun 2016, 06:18 |
nforumi ასეთი რამ უნდა წარმოიდგინო ოღონდ შავი ხვრელის ნახვრეტი რა სიღრმეა ეგ არვიცით |
Posted by: nocs_13 4 Jun 2016, 09:17 | ||
მე მგონი ზუსტად ეგეთი წარმოდგენა აფუჭებს ყველაფერს. რა იზიდავს იმ "ბურთს" რომელიც ისე გამწარებული აწვება იმ ზედაპირს რომ გახევას ცდილობს? ანუ მაგ ზედაპირის ქვევით უსასრულო მასის ობიექტია? რომელიც თავად არ მოქმედებს ზედაპირზე? ვფიქრობ არასწორი წარმოსახვა უფრო დამაბნეველია. ამიტომაცაა რომ 99% ფიზიკოს-ასტრონომებს არ ესმით პროცესი და მხოლოდ 'მათემატიკის' იმედად ზიან. |
Posted by: nforumi 4 Jun 2016, 10:24 | ||||
nocs_13
რაღა ფიზიკოსები არიან? ლოგიკⒶ
ეგ ნიშნავს რომ არსებობს მეოთხე (და შემდეგი) განზომილება... მაგრამ არსებობს? |
Posted by: nocs_13 4 Jun 2016, 11:25 | ||
ეჰ, მაგაშია ზუსტად მთელი ირონია ამა ყოფიერებისა და ხალხისა რომელნიც ფულებს ჭამენ ვიღაცეებისასა, ვინემ ძროხა მეწველი არ გამოფხიზლდება... |
Posted by: misha20123 4 Jun 2016, 11:27 |
შავი ხვრელის მასის დადგენას ცდილობენო ეგეც თუ იყო შესაძლებელი არ მეგონა |
Posted by: Animist 4 Jun 2016, 11:46 | ||
misha20123
"რა უნდა" - გამოთვლი ობიექტის გრავიტაციის ეფექტს გარშემო ობიექტებზე.. გარშემო მატერიის სიჩქარეს, დაშორებას და ალბათ კიდე რამდენიმე მაჩვენებელს გამოითვლი და "ეგაა" |
Posted by: misha20123 4 Jun 2016, 11:50 | ||
Animist
ხო მასე თვლიან ზუსტადაც |
Posted by: nforumi 4 Jun 2016, 21:07 | ||
nocs_13
ეს უკვე ეკონომიკური პრობლემაა და თან ძალიან სერიოზული. |
Posted by: ლოგიკⒶ 4 Jun 2016, 21:17 | ||||
nocs_13
წარმოსახვა საკმაოდ სწორია უბრალოდ ეს სურათი დახატულია სივრცის ორ განზომილებაში რომ უფრო მარტივად წარმოვიდგინოთ სიტუაცია ხოლო სინამდვილეში სამ განზომილებაში ხდება ეგ ყველაფერი ორ განზომილებაიანი სივრცე ასეთია ხოლო სამი განზომილება ასეთი იქნება
დედამიწა რომ შავ ხვრელად გადაიქცეს ამ შავ ხვრელს ექნება ზუსტად იმხელა მასა რამხელაც დედამიწას ჰქონდა უბრალოდ შავ ხვრელად რომ გადაიქცეს ამისთვის შვარცშილდის რადიუსამდე უნდა დააპატარაო (0.9 სანტიმეტრი უნდა იყოს დედამიწის რადიუსი) და ამ შავი ხვრელის ირგვლივ ძალიან ძლიერად გამრუდდება სივრცე ხოლო ცოტა მოშორებით უკვე ნაკლებად ... ვინაიდან 2-ჯერ რომ მოშორდები ობიექტს გრავიტაციაც კვადრატულად იკლებს ამიტომ თუ შავი ხვრელის დიამეტრი 1.8 სანტიმეტრია და თუ შენ მას 18 სანტიმეტრით მოშორდები მაშინ მაგ ადგილას გრავიტაცია 100-ჯერ უფრო სუსტი უნდა იყოს ვიდრე შავი ხვრელის ზედაპირზე რაც იქნებოდა ამის გამო ხდება ასეთი ექსტრემალური ცვლილებები დედამიწას რომ 18 სანტიმეტრით მოშორდე აქ არაფერიც არ მოხდება ვინაიდან დედამიწის დიამეტრი გაცილებით უფრო დიდია... აი დედამიწის დიამეტრი რომ 10-ზე გაამრავლო და მაგ მანძილით მოშორდე დედამიწას მაშინ 100-ჯერ შემცირდება გრავიტაცია |
Posted by: nocs_13 4 Jun 2016, 22:09 | ||
არც სამი განზომილება არაა საკმარისი, რადგან მანდ გადამწყვეტ როლს სწორადაც რომ დრო-სივრცე თამაშობს, ანუ 3-განზომილებიანი სივრცე კი არ "იზნიქება" არამედ სივრცე-დროის დეფორმაცია ხდება. ანუ ზუსტადაც რომ სივრცული შემადგენელი შეიძლება საერთოდ არ შეიცვალოს. ანუ იმის თქმა მინდა რომ 3-განზომილებიან წარმოსახვაში იკარგება "მთავარი", დროის ფაქტორი. საერთოდ არ ჩანს როგორც საერთო სივრცე-დროის ერთიანობის შემადგენელი. |
Posted by: Tariel 4 Jun 2016, 23:46 |
დავუშვათ კამერა გავუშვით შავ ხვრელში, რომელიც პირდაპირ აგზავნის ციდეოს, დავინახავთ რაიმეს თუ ვერა? |
Posted by: eniqsi 5 Jun 2016, 00:14 | ||
Tariel
რა უნდა დააფიქსიროს და სინათლე გვირაბის ბოლოს. შვარცშილდის რადიუსის მიმართ იმოძრავებს ცე სიჩქარით, ნეიტრინო ან ფოტონი. |
Posted by: asphurcela 5 Jun 2016, 00:51 | ||
nocs_13
მაგას ვეუბნები აგერ 2 კვირაა და მაინც სივრცეო, ცალკე წერენ.. |
Posted by: ლოგიკⒶ 5 Jun 2016, 01:33 | ||
nocs_13
თავიდანვე ეს რომ გეთქვა ამხელა პოსტის წერა აღარ მომიწევდა Tariel შავი ხვრელი იმიტომაა შავი რომ სინათლე ვერ გამოდის გარეთ თორე შიგნით რათქმაუნდა არსებობს |
Posted by: asphurcela 5 Jun 2016, 02:35 | ||
ელ მაგნიტური ტალღები ვერ აღწევენ გარეთ. მხოლოდ ჰოკინგის გამოსხივება (თეორიულად), რომელც სულ სხვა წარმოშობისაა და შიგნიდან გარეთ გამოსვლასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს. |
Posted by: nforumi 5 Jun 2016, 03:45 | ||
asphurcela
მე მგონი აქ ლაპარაკი იყო იმაზე თუ რას გადაიღებს კამერა, სანამ გადაკვეთს ჰორიზონტს. დაემთხვევა ეს ვიდეო იმას რასაც დაშორებული დამკვირვებელი დაინახავს? |
Posted by: nocs_13 5 Jun 2016, 08:33 | ||
იქიდან გამომდინარე რომ 'ქმედების ჰორიზონტთან' დრო ძალიან ნელდება, კამერა ბევრ ვერაფერს გადაიღებს. თეორიულად რომ დავუშვათ რომ კამერა ისე მივა რომ არ დაზიანდეს, ერთი გადაღებული კადრი გარე დამკვირვებლისთვის შეიძლება ათასწლეულებს უდრიდეს. მაგრამ რეალობა ისეთია რომ დაზიანების გარეშე შავ ხვრელთან ვერაფერი მიდის. პირადად მე ყველაზე მეტად მაინტერესებს რა ხდება არა ჰორიზონტზე არამედ რა ხდება ცენტრში. ზოგადად საკითხის სპეციფიურობიდან გამომდინარე მაინტერესებს რეალურად როგორია მაგის ცენტრი და მიმდებარე ტერიტორია. |
Posted by: nforumi 5 Jun 2016, 10:46 | ||
nocs_13
დაშვებაზეა საუბარი. თორე შავ ხვრელთან როგორ მიხვალ? |
Posted by: nocs_13 5 Jun 2016, 12:08 | ||
მე რად უნდა მივიდე? თვითონ მიმიტანს |
Posted by: nforumi 5 Jun 2016, 14:19 | ||
nocs_13
როგორ მიგიტანს? ჯერ მზის სისტემას გაცდი და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ |
Posted by: nocs_13 5 Jun 2016, 20:21 | ||
არა, მადლობ. მირჩევნია აქ დავრჩე... იქანა ღია კოსმოსში მოხეტიალე შავი ხვრელები დადიან და არ მინდა შემთხვევით გადავეყარო.... ისე ვოიაჯერზე ირწმუნებიან გასცდა მზის სისტემასო, მარა მეორე ჯგუფმა არაო, სადაც არის ეგეც მზის სისტემააო ჯერ. |
Posted by: nforumi 6 Jun 2016, 02:23 | ||
nocs_13
რა თქმა უნდა. ნახევარი სინათლის წლით ხომ მაინც უნდა დაგვშორდეს გაცდენილად რომ ჩავთვალოთ. |
Posted by: asphurcela 8 Jun 2016, 19:33 |
რატომ ბრუნავენ პლანეტები მზის გარშემო ერთი მიმართულლებით? (გარადა 2 პლანეტის ) პასუხი: |
Posted by: nforumi 9 Jun 2016, 00:43 | ||
asphurcela ეს ვიდეო მგონი ამას არ აჩვენებს... |
Posted by: natonato88 9 Jun 2016, 20:34 |
http://radikal.ru/big/ef298402708d4230963dbdda9f9297e5 |
Posted by: Raftor 9 Jun 2016, 21:19 | ||
კი. მაგ ვიდეოში ახსნილია თუ რატომ ბრუნავს ყველა პლანეტა ერთი მიმართულებით მზის გარშემო |
Posted by: ირაკლო 10 Jun 2016, 00:04 |
natonato88 |
Posted by: nforumi 10 Jun 2016, 01:45 | ||
Raftor
იმას გულისხმობ მაგალითად რომ აჩვენა ასე უნდა მომხდარიყოს პლანეტების შემთხვევაშიცო? თუ მე გამომრჩა სად არის მაგის ახსნა? ისე, ყველა პლანეტა ერთი მიმართულებით არ ბრუნავს მე მგონი... natonato88 კაია |
Posted by: არწივი9 10 Jun 2016, 01:55 | ||
nforumi
ყველა პლანეტა ერთი მიმართულებით ბრუნავს მზის გარშემო |
Posted by: nocs_13 11 Jun 2016, 11:35 | ||
ლოგიკურია |
Posted by: nforumi 11 Jun 2016, 12:30 |
არწივი9 nocs_13 მართლები ხართ: http://www.myvideo.ge/v/1255130 რაღაც მახსოვდა რომელიღაც პლანეტა პირიქით ბრუნავსო, თავისი ღერძის გარშემო ? |
Posted by: nocs_13 11 Jun 2016, 13:37 | ||||
მაგ ვიდეოში არ ჩანს მთავარი... თავად მზის ბრუვნა საკუთარი ღერძის გარშემო.
იუპიტერის თუ სატურნის თანამგზავრებშია რომელიღაც უკუღმა რომ ბრუნავს და სხვებთან შედარებით ადრე დაეშვება დაბლა. რაც იმას ადასტურებს რომ კატასტროფით შეიქმნა ის თანამგზავრი. |
Posted by: nforumi 12 Jun 2016, 00:20 | ||||
nocs_13
იგივე მიმართულებით უნდა ბრუნავდეს წესით.
საინტერესოა, ვინმემ იქნებ გვითხრას ზუსტად. |
Posted by: natonato88 12 Jun 2016, 01:38 | ||
nforumi
Triton is the largest natural satellite of the planet Neptune...It is the only large moon in the Solar System with a retrograde orbit, an orbit in the opposite direction to its planet's rotation |
Posted by: pato-7 12 Jun 2016, 01:46 |
https://phet.colorado.edu/sims/my-solar-system/my-solar-system_en.html ეს ნახეთ, გასართობიცაა და საინტერესოც |
Posted by: nforumi 12 Jun 2016, 04:39 | ||||
natonato88
მარტო ეს ერთი გამონაკლისია? pato-7
კი |
Posted by: astroastro172 12 Jun 2016, 11:31 |
იქნებ აქ მყოფნი დამეხმაროთ. თუ იცით სად შეიძლება ვიყიდო ტელესკოპი? თბილისში თან ისეთ ადგილას ნორმალური ფასი რომ ჰქონდეს? ან მაღაზია თუა საერთოდ მსგავსი რამეების თბილიში? |
Posted by: natonato88 12 Jun 2016, 11:55 | ||
nforumi
როგორც ჩანს. ანუ საკუთარი პლანეტის გარშემო ორბიტაზე უკუღმა მოძრაობს მარტო ეგ მთვარე მთელს მზის სისტემაში... მაგრამ საკUთარი ღერძის გარშემო ვენერა და თურმე ურანიც უკუღმა მოძრაობენ http://cosmoquest.org/x/365daysofastronomy/2015/04/30/apr-30th-why-do-venus-and-uranus-spin-the-wrong-way/ ეს ასტრონომი ძალიან კარგი ვინმეა, სადღაც 6:00-დან ახსენებს ღერძის გარშემო რომ უკუღმა ბრუნავს მაგას Its north and south poles were flipped, causing it to rotate backwards |
Posted by: nocs_13 12 Jun 2016, 14:11 | ||
უი, ნეპტუნას ჰყოლია. სულ მიმავიწყდა ეგ პლანეტა... უნდა გადავურეკო მერე და მოვიკითხო. |
Posted by: pato-7 12 Jun 2016, 15:55 | ||
natonato88
+1 საერთოდ crashcourse-ს ძალიან კარგი ვიდეოები აქვს ასტრონომიაზე |
Posted by: nocs_13 12 Jun 2016, 23:00 |
ისე კი, ნეტა ურანის თანამგზავრები მანახა როგორ ტრიალებენ რა პუ.სუ. ლაივში, ჩემი თვალით |
Posted by: natonato88 13 Jun 2016, 11:31 |
მართლა 16 მილიონი ჯდება თუ კიდევ რაცხას გვატყუებს ეს მთავრობა ვაი |
Posted by: ლაბარნა 13 Jun 2016, 11:38 |
natonato88 ამ დროს მართლა შეიძლება მზის "დაწევა" 1-2 გრადუსით, ოღონდ გაცილებით ძვირი დაჯდება, მთელი კაცობრიობა უნდა ამუშავდეს. საქართველოს მთავრობას მაინც არ დაუჯდება 16 მილიონზე მეტი მანდ მონაწილეობა, ჩვენ ვინ რას მოგვთხოვს, აქეთ დაგვაფინანსებენ რომ როგორმე სტანდარტებს მივუახლოვდეთ. ატმოსფეროს ალბედო უნდა გავზარდოთ დიმეთილსულფიდის და მსგავსი პროდუქტების წარმოებით და ჰაერში გაშვებით. ნახშირორჟანგის ფიქსაცია უნდა გავზარდოთ, მწვანე საფრის რეგენერაციის ხელშეწყობით და პლუს ამას მთელი ქარხნების ამოქმედებით, რომელიც ნახშირორჟანგს უხსნად მინერალებში დააფიქსირებს. გლობალური აცივება, რომელსაც ამ გზით მივაღწევთ, სრულებით რეალურია. ბოლო-ბოლო, თუ ძალიან გვინდა აცივდეს, ბირთვული ომი დავიწყოთ და რამდენიმე 1000 წლით 5 და მეტი გრადუსით აცივებასაც შეიძლება მივაღწიოთ. |
Posted by: natonato88 13 Jun 2016, 11:53 | ||
ლაბარნა თუმცა პირდაპირი გაგებით "მზეს დავუწიოთ" მაინც უაზრობაა, ასე, რომ
ანუ არ გვატყუებენ |
Posted by: ლაბარნა 13 Jun 2016, 16:09 | ||||
natonato88
ეგრეა, მაგრამ ჩვენს უცოდინარ მოსახლეობას (ყველაზე საუბრისგან შორს ვარ, ალბათ სადღაც 20-30% მაქვს მხედველობაში) მაინც არაფერი ამართლებს! საწყენი ისაა, რომ მათ უმეტესობას ჰქონდა შანსი, სკოლაში ნორმალურად ესწავლა. მაგრამ ჭკუას და ინტელექტს სხვა საქმეებში იჩენენ, სამავნეოში.
ქიმიურ რეაქციებში არსებობს "ინჰიბიტორები", პროცენტის მეასედს დაუმატებ და ქიმიური რეაქციის სიჩქარე მაგრად შენელდება. იქნება თერმობირთვულ რეაქციებსაც ჰქონდეთ თავიანთი ინჰიბიტორები, მაგრამ მე მგონი ჯერ მსგავსი არაფერი ვიცით (თუ სტარ-ტრეკის ფანტაზიებს არ ჩავთვლით). |
Posted by: giat 13 Jun 2016, 17:51 |
ძალიან საინტერესოა ერთი რამ თუ ყველა მეცნიერებაში მაგ მათემათიკა ფიზიკა ქიმია ბიოლოგის დარგში არსებობს ნობელის პრემია ან პრიზი რატომ არ არის პარამეცნიერებებში და ასტრონომიაში რა დააშავა ამ მეცნიეტებამ ასეთი რომ არავინ ან არასდროს ან ამ სფეროში მოღვაწე მეცნიერებს დაემსახურებინოს ან წარადგინონ ნობელზე |
Posted by: natonato88 13 Jun 2016, 19:48 | ||||
ლაბარნა
meh, ignorance is bliss უმეტესობისთვის
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: nocs_13 13 Jun 2016, 21:20 | ||
ეგ ღლორდმა ნობელმა ასე დააწესა. მათემატიკაც უნდოდა მარა რადგან მათემატიკოსმა საყვარელი აახია, მათემატიკაც ამოიღო სიიდან. ასტრონომიას არაფერში ეკუთვნის წესით ნობელი და მითუმეტეს არც პარამეცნიერებებს. |
Posted by: ლოგიკⒶ 14 Jun 2016, 07:12 | ||
natonato88
გააჩნია მზის დაწევაში რა იგულისხმება... უფრო განვითარებული ცივილიზაცია რომ ვიყოთ შეგვიძლია უზარმაზარი მზის ელემენტები გავუშვათ კოსმოსში რაც ერთის მხრივ ნაწილობრივ შეაკავებს მზის სხივებს და ტემპერატურად დაწევს დედამიწაზე მეორეს მხრივ კი ენერგიას მოგვცემს... კიდე უფრო რომ განვვითარდეთ მაშინ მზის ირგვლივ უნდა ავაშენოთ დაისონის სფერო ამ შემთხვევაში მზე მთლიანად ან ნაწილობრივ დაიბლოკება და უზარმაზარ ენერგიას მივიღებთ პირდაპირი მნიშვნელობით მზის გაცივება არვიცი როგორ შეიძლება ალბათ ერთადერთი გამოსავალია მზე ფიზიკურად დააპატარაო ზომაში თუმცა როგორ უნდა მოხდეს ეს? ალბათ რამე უზარმაზარი ანტიმატერიის ბომბა უნდა ესროლო ჩვენი კონტინენტის ხელა მაინც რომ იყოს giat ნობელმა დააწესა ეგ პრიზი და თვითონ თქვა ვის უნდა მიეღო... მათემატიკოსებს რაღაც თავისი პრიზი აქვთ ნობელის მაგდაგვარი ასტრონომიაში არვიცი ზუსტად არის თუ არა პრიზი მაგრამ აი პარამეცნიერება საერთოდ არარის მეცნიერება ეგ არის ადამიანის (სახეობის) თანდაყოლილი ხარვეზული აზროვნების შედეგი შესაბამისად მანდ ვერაფერს ვერ აღმოაჩენენ მაქსიმუმ ახალი ზღაპარი მოიგონონ ამიტომ რაიმე სახის მეცნიერულ პრიზზე ზედმეტია საუბარი |
Posted by: Foreign-Affairs 15 Jun 2016, 07:50 |
ევროპის სამხრეთის ობსერვატორიიდან გადაღებულ ფოტოზე გამოსახულია 1200 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავი და მის ირგვლივ მოძრაოვი პატარა პლანეტა (მარცხენა ზედა კუთხისაკენ): http://www.space.com/images/i/000/056/178/original/exoplanet-direct-image-eso.jpg?interpolation=lanczos-none&downsize=*:1400 |
Posted by: natonato88 15 Jun 2016, 17:54 |
ლოგიკⒶ ნუ, რა თქმა უნდა, პირდაპირი მნიშვნელობით "გამათბობელს ჩაუწიე ბევრს წერს" კითხვა იყო... თავიდანვე იუმორისტულად იყო დასმული და შესაბამისი ხალხის ნახვაც არ გაჭირდებოდა, ვინც ასეთ პასუხებს გასცემდა http://radikal.ru/big/9022afbae60344599405a8f8ad8ecd80 |
Posted by: გიორგი XII 15 Jun 2016, 22:34 |
ცოტა ნუბური კითხვა მაგრამ, რატომ არის მრგვალი ფორმები სამყაროში? |
Posted by: natonato88 15 Jun 2016, 22:41 | ||
გიორგი XII
გრავიტაციის გამო |
Posted by: ბეჟანბეჟანი 16 Jun 2016, 10:52 | ||
ერთი ეს გამაგებინეთ რა, როგორ შეიძლება პლანეტა ორი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავდეს. მართალია თუ ჟურნალისტური ინტერპრეტაციაა?
http://1tv.ge/ge/news/view/128542.html |
Posted by: nocs_13 16 Jun 2016, 21:14 | ||
"ვასმიორკებს" ურტყავს მეორე ვარიანტია ამ ორი ვარსკვლავის მასათა ცენტრის გარშემო ბრუნავდეს, მაგრამ მაშინ ძალზედ დაშორებული უნდა იყოს. |
Posted by: asphurcela 16 Jun 2016, 21:49 |
ორი ვარსკვალია ახლოს ერთმანეთთან და პლანეთა კაი შორიდან ურტყავს კრუგებს ორივეს საერთო მასათა ცენტრს. რა პრობლემაა ამ უკიდეგანო სივრცეში? ეს ნასას საიტი http://www.nasa.gov/feature/goddard/2016/new-planet-is-largest-discovered-that-orbits-two-suns ეს კი ზოგადად ეგრეთწოდებული circumbinary planets -ების ორბიტები: https://www.google.ch/url?sa=i&rct=j&q=&esrc=s&source=images&cd=&cad=rja&uact=8&ved=0ahUKEwj0hb_Yja3NAhVDXRoKHQgUCFIQjRwIBw&url=http%3A%2F%2Fwww.nature.com%2Fnature%2Fjournal%2Fv481%2Fn7382%2Ffig_tab%2Fnature10818_F1.html&psig=AFQjCNFTGovx0jy4b_U7j37WEXXtfFMGzA&ust=1466185621524721 |
Posted by: nforumi 17 Jun 2016, 19:45 | ||
asphurcela
საინტერესო იქნება დაშორებულ ვარსკვლავთა სისტემაში არსებული პლანეტას რა ტიპის ტრაექტორია ექნება. ტემპერატურის ცვლის დიდი დიაპოზონი გამოუვა ალბათ. (თუ არსებობს საერთოდ ასეთი). |
Posted by: misha20123 18 Jun 2016, 00:07 | ||
ადრეც ვანხე რაღაც მსგავსი ნიუსი |
Posted by: pato-7 19 Jun 2016, 01:11 |
რომელიმე ლურჯად მნათობი ვარსკლვავის პლანეტიდან დღე "რა ფერი" იქნება? ცოტა ცუდად კი დავსვი კითხვა, მაგრამ მიმიხვდებით მგონი |
Posted by: ლოგიკⒶ 19 Jun 2016, 05:08 |
pato-7 ვარსკვლავის ფერი დამოკიდებული იქნება პლანეტის ატმოსფეროს შემადგენლობაზე... ჩვენთან ცა იმიტომაა ლურჯი რომ აზოტი შთანთქავს და ხელახლა ასხივებს ლურჯ ფერს ხოლო სხვაგან ვინიცის რა შეიძლება ხდებოდეს |
Posted by: nforumi 19 Jun 2016, 10:49 | ||
ლოგიკⒶ
რატო ვინ იცის, ხომ ვიცით მარსზე მოწითალო ფერია, ვენერაზე მეწამული... ატმოსფეროს შემადგენლობა თუა ცნობილი, მაგის განსაზღვრაც შეიძლება. თუმცა მზის სპექტრზეც უნდა იყოს დამოკიდებული. |
Posted by: asphurcela 20 Jun 2016, 00:00 | ||
nforumi
კეპლერის კანონებს ვერ გაექცევა. იმოძრავებს ელიფსზე ვარსკვლავთა მასათა ცენტრის მიმართ. ესაა სტაბილური ორბიტა, რომელიც მილიარდობით წელს უძლებს. 8 ის ფორმის ორბიტა არ არსებობს სტაბილური, არ მსმენია. ხო ტემპერატურული სხვაობა გვარიანი ექნება, ალბათ. |
Posted by: LJprank 20 Jun 2016, 00:13 |
asphurcela კეპლერის კანონები ორი სხეულის ამოცანის შედეგია. სამი სხეულის ამოცანა გაცილებით უფრო საინტერესო ტრაექტორიებს იძლევა პრინციპში ჩათვალე პლანეტას შეუძლია ბრუნვა 5 ლაგრანჟის წერტილის გარშემო ... |
Posted by: ლოგიკⒶ 20 Jun 2016, 11:38 | ||
nforumi
ატმოსფეროს შემადგენლობა თუ ვიცით მაშინ კი მაგრამ მე ვამბობდი იმ შემთხვევაზე როცა არვიცით |
Posted by: nforumi 20 Jun 2016, 12:03 | ||
asphurcela
ვითომ? როცა საკმაოდ შორს არის, კი მაგრამ თუ ვარსკვლავებს შორის მანძილი ამ პლანეტამდე მანძილის რიგისაა, მაშინ? ალბათ არ იქნება სტაბილური სისტემა... |
Posted by: asphurcela 21 Jun 2016, 16:40 | ||||
nforumi
მაშინ მიიტაცებს ერთერთი და შთანთქავს, მასათა უზომო სხვაობის გამო და გარდა მაგისა გამოსხივება იმდენად მძლავრი იქნება რომ ააორთქლებს. ხოლო თუ ამ სამ სხეულს შორის მანძIლები ძალიან დიდია (გამოსხივებამ რო არ აწციოს ორთქლად) მაშინ არ ვიცი, ნახვა უნდა ასეთი ტიპის 3 სხეული თუ იქნება სტაბილური. აგერ LJprank ამბობს, რომ:
მაგრამ არ ვიცი არსებობს ეგეთი სისტემები უკიდეგანო ცაში? |
Posted by: nforumi 21 Jun 2016, 22:24 | ||
asphurcela
მაგ ვიკითხე მეც. ვინმემ თუ იცის რომ არის რამე ეგეთი რამე სადმე, გვეტყვის იმედია. |
Posted by: misha20123 23 Jun 2016, 13:12 |
ქარონი - მზის სისტემის ჯუჯა პლანეტაა. აღმოჩენილია 1978 წელს 22 ივნისს. ქარონი თან ახლავს პლუტონს და დიდი ხნის განმავლობაში მის თანამგზავრად ითვლებოდა, მაგრამ პლუტონის პლანეტიდან ჯუჯა პლანეტამდე ჩამოქვეითებასთან ერთად ქარონსაც ჩამოერთვა ეს სტატუსი, რადგან მისი ბარიცენტრი პლუტონს გარეთ არის. |
Posted by: astroastro172 23 Jun 2016, 16:33 | ||
ძალიან მჭირდება ვერ მიმასწალით რამე მაგაზიას? |
Posted by: natonato88 23 Jun 2016, 19:09 |
astroastro172 ვერ ვერკვევი სამწუხაროდ, მაგრამ პირველი სკოლის უკან, შევჩენკოს ქუჩაზე მაღაზია "ემბისი" არის და მაგათ ჰქონდათ დაურეკე ტყუილად რომ არ მიხვიდე http://www.mbc.ge/ |
Posted by: astroastro172 23 Jun 2016, 21:23 | ||
მადლობა რომ გამომეხმაურეთ მანდ ვიყავი ერთი ქონდათ მარტო ისიც ძალიან პატარა ახალი პარტია 2 თვეი შემოგვაქო მე კიდე 3-4 დგეში უნდა ვიშოვო თან მისაგებ ფასად კი არადა იაფად |
Posted by: severuss 26 Jun 2016, 01:31 |
აქა მშვიდობა. მაინტერესებს ვარსკვალები რატომ ციმციმებენ? ჩვენ გვეჩვენება თუ რამე აფერხებს სინათლეს? ზემოთ დასმულ კითხვაზე პასუხი ალბათ ამ კითხვასაც გამოეხმაურება: რატომ ციმციმებენ შორ მანძილზე დანახული ნათურები? |
Posted by: pato-7 26 Jun 2016, 01:37 | ||||
severuss
დედამიწის ატმოსფეროში აირთა ტურბულენტობის გამო ვარსკვავებიდან წამოსული სინათლე გარდატყდება სხვადასხვა მიმართულებით და "მახინჯდება". ამიტომ ვხედავთ მოციმციმე სხეულებს. ანუ ვარსკვავები სინამდვილეში არ ციმციმებენ, უბრალოდ ჩვენი ატმოსფერო ამახინჯებს მათგან წამოსულ სინათლეს.
ამაზე ზუსტი პასუხი არ ვიცი, თუმცა ვარსკვავთა ციმციმთან არაფერი უნდა ჰქონდეს საერთო |
Posted by: severuss 26 Jun 2016, 04:01 |
pato-7 დიიდი მადლობა. იმედი მაქვს ნათურების საიდუმლო ამბავსაც ავხდი ფარდას |
Posted by: Irakli 26 Jun 2016, 05:44 |
severuss მეორე კითხვის პასუხიც იგივეა, შორს მდებარე სინათლიდან წამოსული სხივიებიც გარდატყდება ჰაერის იმ ფენებში რაც უნდა გაიაროს რომ მოვიდეს ჩვენამდე. უბრალოდ ეს ეფექტი უფრო შესამშნევია შორ მანძილებზე, რადგან ჰაერის სიმკვრივე დაბალია. იგივენაირად სინათლის წყარო აუზის ფსკერზე რომ ჩააგდო, მაგ ეფექტს მოკლე მანძილზეც დაინახავ, რადგან წყლის სიმკვრივე გაცილებით მაღალია ჰაერისაზე. |
Posted by: severuss 26 Jun 2016, 15:55 |
Irakli გასაგებია. მადლობელი ვარ ) |
Posted by: Tariel 27 Jun 2016, 13:02 | ||
severuss
ჰაერის ფენებს შორის ტემპერატურული სხვაობის გამო მგონია მე. მაგალითად: სიცხეში თითქოს რომ მოძრაობს ყველაფერი (შორ მანძილზე კარგად ეტყობა). ალმურს რომ ეძახიან ეგეთი ვარიანტია. |
Posted by: Mateo Falcone 27 Jun 2016, 14:08 |
რა მაინტერესებს და ყველაზე დიდი მასის ვარსკვლავი, შავი ხვრელი, ღმერთის სავარჯიშო შტანგები თუ რაცაა... ყველაზე დიდი მასის რა არის აღმოჩენილ დაფიქსირებული დღეისთვის? |
Posted by: pato-7 28 Jun 2016, 01:49 |
Mateo Falcone ყველაზე დიდი ვარსკვლავი - https://www.google.com/#hl=en&q=VY+Canis+Majoris&gws_rd=ssl შავ ხვრელზე არ ვიცი ________________________________ დღეს პირველად შევესწარი მეტეორების წვიმას, საოცარი გრძნობა იყო |
Posted by: თუშჩი 28 Jun 2016, 04:29 |
Mateo Falcone შავი ხვრელი ( ბოლოშია ყველაზე დიდი ფეონიქს ბლუსტერ მგონი |
Posted by: Irakli 28 Jun 2016, 09:03 |
Mateo Falcone 40 მილიარდი მზის მასის: https://en.wikipedia.org/wiki/S5_0014%2B81 * * * თუშჩი მაგაზე ორჯერ დიდიც არსებობს, განახლებადი სია აგერაა: https://en.wikipedia.org/wiki/List_of_most_massive_black_holes |
Posted by: Mateo Falcone 28 Jun 2016, 14:32 |
წარმოდგენაც კი შეუძლებელია... აეხლა ჩვენ ხომ კვანტები ვართ იმ კვაზარისთვის იქნებ კვანტური ფიზიკის გარდა გიგანტური ფიზიკის კანონებიც არსებობს |
Posted by: severuss 28 Jun 2016, 18:46 | ||
სინათლის დეფორმირებასთან გვაქვს საქმე როგორც ჩანს. |
Posted by: natonato88 28 Jun 2016, 21:27 | ||||
აუ რაღაც ანიმაცია ვნახე რამდენიმე წლის წინ, ძალიან საინტერესო იყო მაგ მხრივ, სახელი არ მახსოვს.
ჩემი ერთ-ერთი პირველი ასტრონომიული კითხვა |
Posted by: severuss 28 Jun 2016, 21:30 |
natonato88 მერე პასუხი იგივე იყო რაც აქ ითქვა? ) |
Posted by: natonato88 28 Jun 2016, 22:19 |
severuss კი, ზუსტად იგივე |
Posted by: ლოგიკⒶ 28 Jun 2016, 23:06 | ||
severuss natonato88
ზაფხულში მაგრა გაცხელებული ასფალტის ზედაპირზე მირაჟი არ დაგინახავთ? თითქოს ციმციმებსო მანქანა დაახლოებით იგივე ხდება ვარსკვლავებზეც ჰაერი გარდატეხავს სინათლეს სხვადასხვა კუთხით და ციმციმი გვეჩვენება უბრალოდ სხვაობა ისაა რომ ვარსკვლავის შუქი ძალიან პატარაა თან მთლიანი ატმოსფეროს გავლა უწევს რაც საკმაოდ ზრდის ამ ეფექტს |
Posted by: severuss 29 Jun 2016, 05:08 |
ლოგიკⒶ ესეიგი ყველაფერშI დამნაშავე არის ჰაერი ) ატმოსფეროს გარედან, ღია კოსმოსიდან ვარსკვლავები არ ციმციმებენ? |
Posted by: Irakli 29 Jun 2016, 09:49 |
severuss ღია კოსმოსში არ ციმციმებენ თუ თავად არ იცვლიან სიკაშკაშეს: https://en.wikipedia.org/wiki/Variable_star |
Posted by: severuss 29 Jun 2016, 11:39 |
Irakli აუცილებლად უნდა გავიდე კოსმოსში |
Posted by: ლოგიკⒶ 29 Jun 2016, 11:56 |
severuss სადმე მაღალ მთაზე ადი და თეორიაში ცოტათი უნდა შემცირდეს ციმციმი... თან ზუსტად შენ თავზე რა ვარსკვლავებიც იქნება ისინი მინიმალურ მანძილს გაივლიან ატმოსფეროში და ნაკლებად იციმციმებენ ხოლო ჰორიზონტთან ახლოს დიდ მანძილს გადიან და ციმციმიც მოემატებათ... დააკვირდი შემდეგში და ნახავ ალბათ სხვაობას პ.ს. ასევე მკრთალი ვარსკვლავები უფრო ხშირად და ინტენსიურად უნდა ციმციმებდნენ ვიდრე კაშკაშა |
Posted by: severuss 29 Jun 2016, 12:23 |
ლოგიკⒶ საინტერესო ამბები მოვისმინე თქვენგან. აუცილებლად დავაკვირდები |
Posted by: pato-7 30 Jun 2016, 00:51 |
severuss ერთს დავამტებდი, რომ პლანეტების გარჩევაც შეიძლება, აი მაგალითად მარსს, იუპიტერს, სატურნს(ეხლაც შეგიძლია) ან ვენერას(ეს შემოდგომაზე), რომ დააკვირდე თითქმის არ ციმციმებენ. |
Posted by: severuss 30 Jun 2016, 11:32 |
pato-7 პლანეტები კიდევ რით განსხვავდებიან ვარსკვლავებისგან? უფრო კაშკაშაა? |
Posted by: NON-GRATAS 30 Jun 2016, 13:32 |
http://hi-news.ru/research-development/vopros-sfery-dajsona-v-sisteme-kic-8462852-mozhet-byt-skoro-reshen.html წელს უკვე 5 ჯერ ცვლიან ვერსიებს. ჯერ დეისონის სფეროო,მერე მეტეორიტების წრეო მერე მეტეორიტები გამორიცხეს, მერე შეცდომა გადაგებისასო- გამორიცხეს, ეხა SETI დაუმიზნეს. რით ვერ გაიგეს რახდება?? |
Posted by: natonato88 30 Jun 2016, 19:03 |
ლოგიკⒶ მე შორს მხედველი არ ვარ და, ზოგადად, დიდი შანსია მირაჟი უბრალოდ ჩემს ცუდ მხედველობად აღვიქვა |
Posted by: pato-7 1 Jul 2016, 00:48 | ||
severuss
მარსი, იუპიტერი და ვენერა ძალიან კაშკაშებია კი. stellarium ეს პროგრამა გადმოწერე, ძალიან გამოგადგება |
Posted by: severuss 1 Jul 2016, 01:42 |
pato-7 კარგი ვცდი stellarium -ს. |
Posted by: ლოგიკⒶ 1 Jul 2016, 02:21 |
natonato88 მერე სათვალეები უხდებათ გოგოებს პ.ს. იმ მირაჟს რომელზეც მე ვსაუბრობ წესით ვერ აურევ ცუდ მხედველობასთან იმიტომ რომ ობიექტები მოძრაობენ მირაჟის დროს... ძალიან რო დაცხება გაიხედე სწორი ასფალტის ზედაპირზე ცოტა შორს და ნახავ |
Posted by: severuss 1 Jul 2016, 14:28 |
pato-7 ესეიგი ვენერას და მერკურის დანახვა შეუძლებელია ამ ეტაპზე. მზეს უდგანან გვერძე კია სიმულატორია |
Posted by: ლოგიკⒶ 1 Jul 2016, 14:49 |
severuss ვინაიდან ვენერა და მერკური მზესთან უფრო ახლო ორბიტაზე იმყოფებიან ვიდრე დედამიწა და ასევე საკმაოდ პატარა ორბიტა აქვთ ამიტომ უმეტეს წილად ისინი მზეს დაყვებიან და ხანდახან შეიძლება მათი დანახვა მზის ჩასვლის მერე ან მზის ამოსვლამდე |
Posted by: asphurcela 1 Jul 2016, 15:17 |
NON-GRATAS არსებობს თემა https://forum.ge/?f=66&showtopic=34641302&st=1590 არ არის საჭირო მცირე ინფორმაციის შემცველ წინადადებას თემა გაუხსნა. მითუმეტეს წყარო სავსებით არასაიმედოა. მიებმება 2 წუთში ასტრონომიის თემას. |
Posted by: severuss 1 Jul 2016, 15:20 |
ლოგიკⒶ აჰ იმიტომ არის ვენერა ცისკრის ვარსკვლავი? ყვლაზე კაშკაშა პოლარული ვარსკვლავია არა? ამ სიმულატორში სირიუსი კაშკაშებს ყველაზე მეტად |
Posted by: natonato88 2 Jul 2016, 21:28 | ||||
ლოგიკⒶ
ვცდი აუცილებლად, როცა დაცხება შესაბამისად.
ყველაზე ნაკლებ საინტერესოა მგონი მთელ მზის სისტემაში ლუზერი პლანეტათა შორის |
Posted by: ლოგიკⒶ 2 Jul 2016, 22:25 | ||
severuss სირიუსია ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ხოლო პოლარული უბრალოდ ჩრდილოეთით იმყოფება ჩვენი ბრუნვის ღერძის წერტილში... მაგ პროგრამაში საინტერესოა დროის გადახვევა ერთი 50 ათასი წლის მერე ნახე პოლარული სად წავა natonato88
როგორ გეკადრება მერკური არის ერთადერთი პლანეტა რომელზეც საჭირო ადგილას რომ იყო და საჭირო დროს დაელოდო მზე ამოვა ჰორიზონტიდან შემდეგ ცაზე გაჩერდება მერე უკან დაიწყებს სვლას ანუ ჩავა აღმოსავლეთში (საიდანაც ამოვიდა) და შემდეგ კვლავ ამოვა ასევე მერკურის ზედაპირზე ტემპერატურია პლიუს 430 გრადუსს აღწევს ხოლო მის კრატერებში სადაც მზის შუქი საერთოდ არ ხვდება მინუს 170 გრადუსია დაფიქსირებული |
Posted by: natonato88 2 Jul 2016, 22:43 |
ლოგიკⒶ ნუ ტემპერატურის მხრივ ვენერა მაინც ყველას ჯობნის რავი, ჩემთვის ვერაა გამორჩეული პლანეტა აი იუპიტერისნაირი ბედეზი, სატურნისნაირი უულამაზესი, ვენერასნაირი ჯოჯოხეთი, ან დედამიწისნაირი "ცოცხალი" და ა.შ. |
Posted by: severuss 3 Jul 2016, 01:12 |
ლოგიკⒶ კარგი მოვძებნი გადახვევის რეჟიმს ისე კოსმოსურ სიმულატორებში მგონი საუკეთესო ეს არის >>space engine |
Posted by: pato-7 5 Jul 2016, 17:46 |
ვახ ეს ინფო როგორ არ დადეთ აქამდე ? იუპიტერზე ნასას ხომალდი დაჯდა http://edition.cnn.com/2016/07/04/world/juno-jupiter-nasa/ |
Posted by: Future> 5 Jul 2016, 18:02 | ||
იუპიტერის ორბიტაზე დაჯდა ჯერ მის გარშემო იტრუალებს ფოტკებს გადაუღებს |
Posted by: nforumi 5 Jul 2016, 23:23 | ||
pato-7
დაჯდა |
Posted by: misha20123 6 Jul 2016, 00:15 |
NASA-ს კოსმოსური ხომალდი Juno, რომლის მისია იუპიტერის შესწავლაა, იუპიტერის ორბიტაზე წარმატებით დაჯდა. ამის შესახებ ინფორმაციას NASA ავრცელებს. იუპიტერამდე მიღწევას, ერთი მილიარდი დოლარის ღირებულების აპარტს 5 წელი და 3 მილიარდი კილომეტრის გავლა დასჭირდა. მისია 2011 წლის 5 აგვისტოს გაეშვა დედამიწიდან. Juno იუპიტერის ორბიტაზე 2018 წლამდე დარჩება. Juno-ს მთავარი მისია იუპიტერის წარმოშობისა და ევოლუციის შესწავლაა. მთავარი მიზანი კი ყარი პლანეტარული ბირთვის არსებობის გამოკვლევაა. |
Posted by: pato-7 6 Jul 2016, 00:40 | ||
nforumi
ანუ იუპიტერზე დაჯდომა შეუძლებელია ხომ? რამდენადაც აირისაა? |
Posted by: nforumi 6 Jul 2016, 12:02 | ||
pato-7
მგონი არც არის ცნობილი აქვს თუ არა მყარი ბირთვი. ისე, როგორც მახსოვს, იყო ერთხელ გაშვებული ე. წ. თვითმკვლელი ზონდი იუპიტერისკენ, რომელიც გადმოსცემდა ინფორმაციას, სანამ დაიპრესა წნევის გამო... თუ რაღაც ესეთი წავიკითხე ადრე სადღაც. |
Posted by: natonato88 6 Jul 2016, 20:15 | ||
კი, გაგზავნეს კაი ხნის წინ. საინტერესო ვიდეო/სტატიები ვნახე მაგაზე ადრე, რომ მოვიცლი დავდებ ინფოს, წესით დაგაინტერესებთ |
Posted by: misha20123 6 Jul 2016, 20:23 |
2018 ში ჯუნო როცა მისისას დაასრულებს იუპიტერს გაცდება და გზას გააგრძელებს თუ უკან დაბრუნდება მსოფლიო ჩემპიონატის სანახავად? :დ |
Posted by: ლოგიკⒶ 7 Jul 2016, 00:31 |
misha20123 იუპიტერს შეეჯახება რათა დამატებითი ინფორმაცია მიიღონ იუპიტერის შესახებ |
Posted by: misha20123 7 Jul 2016, 00:41 |
ლოგიკⒶ ვა მასე ტრაგიკულად ასრულებს? |
Posted by: Mateo Falcone 8 Jul 2016, 00:48 | ||
|
Posted by: ბეჟანბეჟანი 9 Jul 2016, 00:05 | ||
როსკოსმოსის შექმნილი 9 წუთიანი ვიდეორგოლი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ, როგორ გაყავსდედამიწის გარშემო ორბიტაზე კოსმოსური ხომალდი რაკეტა-მატარებელს.
http://www.popmech.ru/technologies/240706-soyuz-ms-vyvod-korablya-v-kosmos-video/?utm_source=facebook&utm_medium=social&utm_campaign=targetings-PopMechanics&utm_content=rssnewstechnologies#0_5_4122_6420_704_39572717 |
Posted by: nocs_13 9 Jul 2016, 12:10 |
http://www.eurekalert.org/pub_releases/2016-07/uoa-ndp070116.php |
Posted by: nforumi 10 Jul 2016, 14:04 |
რატო არავინ არაფერს წერს, არაფერი ინფორმაცია გვაქვს ჩვენი მზვერავი აპარატებისგან? რაღაც პირველადი ინფორმაცია ხომ უნდა მოსულიყო უკვე?! |
Posted by: misha20123 15 Jul 2016, 10:46 |
2015 წლის 14 ივლისს შექმნილი პლუტონის ერთ-ერთი გამოსახულება |
Posted by: nforumi 15 Jul 2016, 23:48 | ||
misha20123
პლასტმასის ბურთს გავს |
Posted by: natonato88 16 Jul 2016, 00:19 | ||
ეგ არაა პლუტონა აი პლუტო |
Posted by: nforumi 16 Jul 2016, 12:43 | ||
natonato88
ეს უკვე თექაა |
Posted by: Gurulo22 16 Jul 2016, 15:10 |
პლანეტები , ვარსკვლავები და ზოგადად კოსმოსი ძალიან მიზიდავს . ბევრი საინტერესო სტატია და გადაცემა მაქვს ნანახი და ასე თუ ისე ძალიან დამწყებიც არ ვარ ამ სფეროში.. მაგრამ მაინც დამწყები ვარ )) ეხლა გადავწყვიტე შევიძინო ტელესკოპი და დავაკვირდე ყველაფერს რისი დაკვირვების საშუალებაც იქნება მაგრამ, არ ვიცი რომელი ტეტესკოპი ვიყიდო რა მონაცემებით და ასე შედეგ, იქნებ დამეხმაროთ გარკვევაში რომელი ჯობს დამყებ ამბებში.. ამაზონიდან თუ დამილინკავთ უკეთესი იქნება მადლობაა |
Posted by: koba71786 18 Jul 2016, 16:02 |
სად დამეწერა არ ვიცოდი და თუ შეგიძლიათ მითხრათ ესეთი პრიზმა,თუ რაც ქვია ან სამკუთხა სად შევიძინო? თუ იყიდება აქ ან ამაზონზე ან იბეიზე ან სადმე? |
Posted by: ლოგიკⒶ 19 Jul 2016, 01:19 |
koba71786 15 სანტიმეტრიანი http://www.ebay.com/itm/6-Optical-Glass-Triple-Triangular-Prism-Physics-Teaching-Light-Spectrum-15cm-/401051079187?hash=item5d6081d213:g:jdsAAOSwwPhWiNWQ და 10 სანტიმეტრიანი http://www.ebay.com/itm/100mm-4-Optical-Triangular-Prism-Refractor-Physics-Light-Spectrum-Experiment-/121910313023?hash=item1c626bc03f:g:dGoAAOSwuAVW1TPf |
Posted by: koba71786 24 Jul 2016, 11:28 | ||
ლოგიკⒶ
გაიხარეეე,ძალიან დიდი მადლობაა |
Posted by: natonato88 29 Jul 2016, 12:23 |
გუშინ ყაზბეგში ცა იყო ისე გადაჭედილი ვარსკვლავებით, ეგეთი ცა ღრმა ბავშვობის მერე არ მინახავს მგონი. . . და რაც ყველაზე მთავარია, ცხოვრებაში პირველად ვნახე მეტეორების წვიმა. საოცრად ლამაზი იყო. მიკვირს, რომ არავინ დაწერა აქ |
Posted by: Tocadero 29 Jul 2016, 12:39 |
natonato88 პერსეიდებია. ეხლა დაიწყო. 11-13 აგვისტოს იქნება პიკი. ყოველ წელს ვაკვირდები |
Posted by: kikucha 29 Jul 2016, 14:17 |
Tocadero საიდან ჩანს ყველაზე კარგად ? |
Posted by: misha20123 29 Jul 2016, 22:25 |
საინტერესო საკითხავი; დედამიწა ჩვენი სამუდამო თავშესაფარი ვერ იქნება. დაახლოებით 2 მილიარდ წელიწადში გაფართოებადი მზე ამოაშრობს ოკეანეებს და ეს ლურჯი პლანეტა სამყაროში არსებულ სიცოცხლისთვის უვარგის მრავალ პლანეტათა რიცხვს შეუერთდება. თუმცა მანამდე შეიძლება ანდრომედას გალაქტიკასთან შეჯახებამ მოუღოს ბოლო აქაურობას. უფრო მეტიც, დედამიწას ელის მისი ორბიტული გზის სიახლოვეს მქროლავი 1000 კმ სიგანის ასტეროიდების მესამედის ჩამოცვენა – ეს მოვლენა ყოველ 300 000 წელიწადში ერთხელ ხდება. ვრცლად : http://www.file.ge/?p=24258 |
Posted by: asphurcela 29 Jul 2016, 22:33 | ||
მანამდე თვითონ ადამიანებმა არ მოვუღეთ ბოლო მას და ერთმანეთს |
Posted by: nforumi 30 Jul 2016, 00:04 | ||
asphurcela
მე კიდე ვფიქრობ რომ დედამიწას ან მოუღებს ბოლოს ადამიანი, ან გადაარჩენს ყველა სხვა ზემოთ ნახსენები საფრთხისგან. |
Posted by: asphurcela 30 Jul 2016, 00:18 | ||
nforumi
გააჩნია ვინ აიღებს სადავეებს ხელთ. ჯერჯერობით ნავთობით ვწამლავთ გარემოს. თუ ჰაერი აღარ გვექნა სასუნთქად. იმატებს დაავადებები, მიუხედავად მედიცინის წინსვლისა ბოლო ათწლეულებში. აქეთ ტერორიზმი, იქეთ გარემოს დაბინძურება. მოკლედ შარშია დედამიწა ესე თუ გაგრძელდა საქმე. |
Posted by: misha20123 30 Jul 2016, 00:23 | ||
ტერორიზმზე უფრ საშიში მაინც ჰაერის დაბინძურება მგონია ეს ც2 ი დიდი ჭირია რა |
Posted by: nforumi 30 Jul 2016, 00:34 | ||
asphurcela
მაგას ვამბობ ზუსტად, ან ადამიანი დაღუპავს თავად მთელ დედამიწას, ან მოეგება გონს, გადარჩება და დედამიწასაც გადაარჩენს. |
Posted by: pato-7 30 Jul 2016, 00:37 |
გუშინ ბნელი ციდან კი კარგად დავინახე მეტეორების წვიმა, მაგრამ, დღეს სახლიდან(არც ისე განათებულია) ვეღარ ვხედავ, შეიძლება მცირე სინათლის დაბინძურებას ამხელა ზემოქმედება ქონდეს? natonato88 ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პირველად, რომ დავინახე გალაქტიკის ცენტრი(Milky way) და მეტეორების წვიმა სრულიად ბნელ ცაზე. მაგარია ღამის ცა |
Posted by: misha20123 30 Jul 2016, 00:53 |
ჰელიუმ 3 ის ტრანსპორტირება რამდენად რეალურია მთვარიდან? |
Posted by: natonato88 30 Jul 2016, 14:31 | ||
Tocadero
ძალიან ლამაზი იყო. იმედია მაგ დღეებშიც მექნება საშუალება დავაკვირდე pato-7 ხო, საოცრად ლამაზი ცა იყო და ამას მეტეორების წვიმაც რომ დაემატა მოკლედ, გადავწყვიტე ტელესკოპის ყიდვა და იქნებ მირჩიოთ მოყვარულისთვის რამე ტელესკოპი რომ გამოვიწერო, სასურველია იბეიდან აშკარად საჭიროა ერთი ტელესკოპი ყველა სახლში |
Posted by: Mavro 31 Jul 2016, 07:53 |
|
Posted by: Tocadero 31 Jul 2016, 09:55 |
natonato88 Meade 70mm მიეცი სერში ფასი და ხარისხი ოპტიმალურია |
Posted by: natonato88 2 Aug 2016, 20:50 |
Tocadero გქონია შენ? სამოყვარულო დონეზე ადვილად გამოვიყენებ? გადავხედე ფასებს, სადღაც 190-230$ ღირს, ეგაა? http://www.ebay.com/itm/Meade-Infinity-70mm-Altazimuth-Refractor-Telescope-for-Amateur-Astronomer-Newest-/182194366158?hash=item2a6ba166ce:g:z7AAAOSwzJ5XegaE ეს from China არ მომწონს რომ აწერია, საეჭვოდ |
Posted by: Naniko1 4 Aug 2016, 15:08 | ||
natonato88
ხო, მართალია, სურათები მანახეს მე. საოცრება იყო. თქვენ არ გადაიღეთ? |
Posted by: natonato88 5 Aug 2016, 17:30 |
Naniko1 სამწუხაროდ, ვერ მაგრამ ეგეთ დროს მირჩევნია ვუყურო, ვიდრე სურათებს მოვახმარო დრო |
Posted by: გიორგი XII 8 Aug 2016, 17:04 |
იუპიტერზე რამე ახალი ხო არ ისმის?........ |
Posted by: natonato88 8 Aug 2016, 20:44 | ||
კარგადაა, კარგად დაბინავდაო Saturn is a crazy cat lady, they say... http://radikal.ru/big/2b8bc5fd06c74a08830bd5d12bffeeb7 |
Posted by: Optimer 9 Aug 2016, 23:34 |
ძალიან ჩამითრია ასტონომიამ და გამაგიჟა, უნდა დავიწყო ძირფესვიანად შესწავლა. ახლა გავხდი სტუდენტი და ნელ-ნელა ვიწყებ. ფიზიკა ჩავაბარე და ეს სფერო მაინტერესებს ბუნებრივია. სტელარიუმით პირველად დავაკვირდი ასევე შაშკვლავებს და აღმოვაჩინე კიდეც მშვენიერი რამ... : ) სატურნი, მარსი და ანტარესი ახლო-ახლო... აზიმუტით 5-დან 15-მდე/220-დან 230-მდე ბადეებშია. იმედია გასაგებად ვამბობ, სამხრეთისკენ ჩანს, თბილისიდან... საკმაოდ კაშკაშებენ, ლუმია 640-მაც დააფიქსირა. ისე მიკვირს, ანტარესი 550 სინათლის წლითაა დაშორებული და ასე მკაფიოდ მოდის გამოსახულება. ჩემი გამოთვლით ესეიგი 5,2 კვადრილიონი კილომეტრი გვაშორებს იქამდე, იმედია სწორად ვამბობ. update: ახლა გადავამოწმე ანტარესზე ინფორმაცია, იმდენად ნუბი ვარ ჯერ, არც ვიცოდი რამხელა ყოფილა. 300 მილიონი კმ რადიუსი აქვს, როცა ჩვენს მზეს დაახლოებით, 0,7 მილიონი აქვს. |
Posted by: გიორგი XII 10 Aug 2016, 23:04 |
ანტარესი მართლა ძალიან საინტერესოა სუპერგიგანტური ვარსკვლავი 550 სინათლის წლით დაშორებული. ალბათ ნამდვილი გრავიტაციული მორევი იქნება |
Posted by: Z.I. 11 Aug 2016, 11:46 |
https://www.youtube.com/watch?v=GoW8Tf7hTGA საინტერესოდ შექმნილი შედარებაა |
Posted by: Texas 11 Aug 2016, 12:27 |
დღეს არის საინეტრსო მეტეორ შაუერი. ხომ ვერ მეტყვით რაიმე კარგ ადგილს თბილისთან ახლოს, სადღაც მაქსიმუმ 1 საათის სავალზე სადაც light pollution არ იქნება და ადამიანურად შევძლებ ჩემი ბინოკლი/ტელესკოპით ამ ხედით დატკბობას |
Posted by: Optimer 11 Aug 2016, 13:09 |
Texas Perseids-ს ხომ არ გულისხმობ. ვაკვირდები მაგ მეტეორების წვიმას, აგვისტოს ბოლომდე იქნება, პიკი ჰქონდა უკვე, მაგრამ მეტი წილი მაინც ჩანს ღამე, უბრალოდ იმშიშორეზეა და ისე მოძრაობს, რომ კარგი ტელესკოპი უნდა რო დაინახო... |
Posted by: natonato88 11 Aug 2016, 13:46 |
Texas ჟინვალის წყალსაცავის შორიახლოს შეგიძლია ნახო რამე კარგი ადგილი მაგისთვის. რა კაი რამე გელოდება მე სვანეთში ვარ ეხლა და შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდება იმედია |
Posted by: Texas 11 Aug 2016, 16:39 | ||
Optimer ხო მაგას ვგულისხმობ, მაგრამ როგორც ვიცი ახლაა პიკი. The shower tends to peak around August 9-13. natonato88 რაიმე კონკრეტული ადგილი იცი თუ ისე მივადგე ჟინვალს * * *
ისე ჩემი რჩევა იქნება, და არ მარტო ჩემი რაც წამიკითხია ფორუმები / საიტები ყველა ამბობს რო დასაწყებად ძლიერი ბინოკლის ყირვა ჯობია დიდი ფულის ტელესკოპში დაბანდებას : აგერ გაეცანი რამოდენიმე სტატიას ამ საკითზე : http://www.skyandtelescope.com/astronomy-equipment/how-to-start-right-in-astronomy/ http://http://earthsky.org/astronomy-essentials/top-tips-for-using-ordinary-binoculars-for-stargazing http://www.skyandtelescope.com/astronomy-equipment/binoculars-for-astronomy/ მე პირადად https://www.amazon.com/Celestron-SkyMaster-Binoculars-Tripod-Adapter/dp/B00008Y0VN/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1470920998&sr=8-1&keywords=Celestron+SkyMaster ბინოკლი მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ. კარგ ამინდში იუპიტერის მთვარეებიც დამინახია. |
Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 11 Aug 2016, 18:43 | ||
Texas
საინტერესო ნივთია. დედამიწის ზედაპირზე არსებული ობიექტების დაკვრივებისთვისაც ხომ გამოდგება? |
Posted by: WOO 12 Aug 2016, 11:09 |
დღეს არის პერსეიდების შაუერი მაგას საერთოდ არ ჭირდება ტელესკოპი მთავარია სინათლეები არ იყოს გარშემო და ვერ ვნახე კარგი ადგილი სადაც შეიძლება წავიდე თბილისიდან ახლოს რომ ვუყურო და ძაან ტყეშიც არ გავიჩითო :/ :დ |
Posted by: Texas 12 Aug 2016, 12:56 | ||
ჩვენ ვიყავით გუშინ ქოროღლის ციხეზე . ძალიაკ გარგი ადგილია. ცუდი ისაა რომ ცის რაღაც ნაწილზე თბილისის ზემოთ რაცაა , არჩანს კარგად აარაფერი. დღეს ღამე შეიძლება კახეთში თეთრი გიორგისკენ წავიდეთ . ტელესპოკს რაც შეეხება მეტეორ შაუერს საერთოდ ვერ დაინახავ ტელესპოკით რაღაც სასწაულად თუ არ გაგიმართლა მგონი ) % ია მაგის შანსი რომ შესადაც იყურები ზუსტად იქ გაიფრინოს |
Posted by: pato-7 12 Aug 2016, 23:36 |
აბა გავედი მე, დღეს არის პიკი პერსეიდების |
Posted by: blacksabat 15 Aug 2016, 00:38 |
1000ჯერ რომ განვვითარდეთ, ზე ევოლუციას მიბაღწიოთ, გავიგებთ აქვს თუბარა კოსმოს საზღბარი? სდაღაც ხონუნდა მთავრდებოდეს, ? |
Posted by: Mavro 16 Aug 2016, 10:56 |
http://3tags.org/article/new-evidence-for-a-fifth-fundamental-force-of-nature-could-completely-change-our-understanding-of-the-universe New Evidence For a Fifth Fundamental Force of Nature Could Completely Change Our Understanding of The Universe რაო რას წერენ საინტერესოა რამე ? |
Posted by: natonato88 17 Aug 2016, 16:39 |
Texas მადლობა რჩევისთვის, სხვებიც, მათ შორის საყვარელი ასტრონავტი, phil plait-იც იგივეს ამბობს ახლო მომავალში გამოვწერ ბინოკლს პერსეიდებს რაც შეეხება მეც მაგ აზრზე ვარ, რომ შეუიარაღებელი თვალით უნდა უცქირო და დატკბე, თორემ ისე ძალიან, ძალიან მცირდება დანახვის შანსები. |
Posted by: Kvirila 18 Aug 2016, 15:53 |
მეტეორების თვალიერებას რაც შეეხება, 65 მილიონი წლის წინ ეგ მეტეორების წვიმა ცუდად დამთავრდა ჩემი ავატარი შეეწირა * * * აი კიდო: ერთი ასტეროიდი აცდა მეორე არა |
Posted by: ლოგიკⒶ 19 Aug 2016, 14:12 | ||
blacksabat
საზღვარი ალბათ არ ექნება მაგრამ შეიძლება სამყარო სასრული იყოს... ან შეიძლება უსასრულოც იყოს |
Posted by: misha20123 27 Aug 2016, 14:19 |
http://1tv.ge/ge/news/view/134238.html |
Posted by: nforumi 27 Aug 2016, 16:07 | ||
misha20123
შეცდომაა: პროქსიმა b თავისი ვარსკვლავიდან თითქმის იგივე მანძილითაა დაშორებული, როგორც დედამიწა მზისგან (პროქსიმა b-ს მანძილი მხოლოდ 5%-ით მეტია) და მის გარშემო ორბიტის ერთ შემოვლას მხოლოდ 11,2 დღეს ანდომებს. თუმცა, იმის გამო, რომ მისი ვარსკვლავი უფრო კაშკაშაა ვიდრე მზე, ის მაინც სასიცოცხლო ზონაში მდებარეობს; პლანეტაზე სავარაუდოდ არის წყალი და შესაბამისად, სიცოცხლეც. დედამიწა მზისაგან 150 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული, ხოლო ეს პლანეტა თავისი მზისაგან 7.5 მილიონი კილომეტრით. ამასთან ეს ვარსკვლავი უფრო კაშკაშა კი არა, ბევრად მკრთალია ვიდრე მზე. სხვანაირად როგორ იარსებებს მზეზე დიდხანს. |
Posted by: Future> 28 Aug 2016, 14:01 |
ესეც ჩვენი გათხაპნილი სურათი |
Posted by: natonato88 29 Aug 2016, 10:45 |
ენტროპიაზე და თერმოდინამიკის მეორე კანონზე თუ გსმენიათ მე გუშინ გავეცანი და საინტერესოა ძალიან ეს ფილმიდან ამონარიდი (რომლიდანაც ყველაზე ნაკლებ ველოდი რაიმე ახალის გაგებას ამ კუთხით) "Why does cigarette smoke never go back into the cigarette? Why do molecules spread away from each other? Why does a spilled drop of ink never reform? Because the universe moves towards a state of dissipation. That is the principle of entropy: the tendency of the universe to evolve toward a state of increasing disorder. The principle of entropy is related to the arrow of time, a result in the expansion in universe. But what will happen when gravitational forces counterbalance the forces of expansion? Or if the energy of the quantum void proves too weak? At that moment, the universe might enter its phase of contraction: The Big Crunch. So what will become of time? Will it reverse?” ეს ჯონ გრინის ძმა არ მევასება, მაგრამ ვიდეო საინტერესო და ადვილად გასაგებია » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: bigmaster 30 Aug 2016, 17:58 |
იცი რა მაინტერესებს წყალი რატოა აუცილებლად იმის მანიშნებელი რო სიცოცხლე არსებობს პლანეტაზე? არ შეიძლება წყალი იყოს მაგრამ სიცოცხლე არა |
Posted by: nforumi 30 Aug 2016, 19:26 | ||
bigmaster
შეიძლება. პირიქითაც შეიძლება დავუშვათ: არ იყოს წყალი მაგრამ იყოს სიცოცხლე (სხვა შემადგენლებით). რა ვიცით რომ არ შეიძლება? აქ უბრალოდ ლაპარაკი იმაზეა რომ წყლის არსებობის შემთხვევაში დიდია ჩვენი ტიპის სიცოცხლის არსებობის ალბათობა. |
Posted by: blacksabat 30 Aug 2016, 20:02 |
ლოგიკⒶ ეგ როგორ კაცო? თან აქვს დასასრული თან არა? რა ალოგიკურია ვთქვათ სამყაროს აქვს დასაარული, მივაღწიეთ სასურველ ებოლუციას და შევძლეით ამ კიდემდე მისვლა (სამყაროს გაფართოებასთან ან პირიქით შევიწორებასთან ერთად) და რახდება? კიდეზე ვდგავართ და წინ რა არის? სულ რომ სიცარიელე იყოს ესეც ხო ნიშმავს რომ არ ყოფილა აქ დასასრული? უასასრულობაზე ვერაფერს ვიტყვი, მზარავს ამაზე ფიქრი, ალბათ ჩვრნი თუ ჩემი გონება არ არის მზად ამას ჩაწვდეს, ანუ ჩვენთვის ალოგოკიროა რაღაცეები, და როდის მოვა ის დრო როცა ამაზე გვეცოდინება პასუხი? რომ მოვა დარწმ ვარ. გონებაში ქაოსი და გაურკბევლობა მაქვს არ მინდა უველაფერი ვოციდე, უბრალოდ მინდა ვიცოდე რა მაშტტაბებზე ლაპარაკი, ან გარედან მინდა ვხედავდე სად ვართ, სამყორებო სამყრაოებში, და კიდევ სამყაორბეში, სადამდე გრძლედება |
Posted by: bigmaster 31 Aug 2016, 00:31 | ||||
nforumi
მაგას კი ვხვდები მაგრამ კონკრეტულად მაინტერესებდა რატოა მნიშვნელოვანი წყალი, მეცნიერები წყლის არსებობაზე რო საუბრობენ ეგრევე იმას ამბობენ რო თითქოს ეს თითქმის ადასტურებს სიცოცხლის არსებობას , მაგრამ ეგ ალბათ სხვა სფეროა უკვე არა ასტრონომია.. მგონი თხევადი წყალია ატმოსფეროს და ჰაერის წარმოქმნის მიზეზი რასაც ვსუნთქავთ blacksabat
ჩემი აზრით და ბევრის აზრითაც სივრცეც და დროც სუბიექტური რეალობებია რომელსაც ჩვენი ტვინი აღიქვავს უბრალოდ, შეიძლება სივრცე და დრო გაქრეს მაგალითად შავ ხვრელში. მაგალითად ფარნიან ნოკიაში ხო ვერ ითამაშებ ყველაზე თანამედროვე თამაშებს? ვერც გადმოწერ , მაგრამ არსებობს ხო ეს თამაშები? ჩვენ ვართ ფარნიანი ნოკია და ჩვენი პროგრამით ტვინით აღვიქვავთ გარშემო სამყაროს მეტის დანახვაზე არა ვართ "დაპროგრამებული" და ადამიანი სამყაროს კიდემდე ვერ მიაღწევს იმიტო რო არ არსებობს მსგავსი რამ , ყოველშემთხვევაში ადამიანის გონება ვერ აღიქვავს მსგავს რამეს |
Posted by: blacksabat 31 Aug 2016, 00:58 | ||
bigmaster
ეგრე თუ ვიფიქრებთ 300 წლოს ადამიანი ვერ კი იფირებდა მთაბრეზე ფეხის დადგმა რომ რეალირი ოქნებოდა ოდესმე, ან იმ ვარკსბალრვენლბის გამოკვლევაზე წწრტილებად რომ ჩანამ. ეხლა თუ ვერ აღვიქვავთ ხო მოვა დრო როდესაც ტვინიც და ტექნოლოგოებიც ოსე დაოხბეწება ის გახდენა შესაძლებელი რაც ეცლხლა ჩემთვის წარმოიდგენელია? ამის დიდი იმედი მაქვს რომ სანამ მოვკვდები ეს მეცოდინება. ალბათ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად პროგრესირდება ტექნოლოგიები, რადგან პროგრესი გარდაუვალი და შეუქცევადია, იმედიაქვს რომ ოდესმე ბევრად შორს გავიხედებით, იმასაც ვუშვებ რომ მოიხედავად ტვინის რთული აგებულებოსა და წარ.ოსახვისა მე მაინც ვერ წარმოვიდგენ და ვერ აღვიქვავ ყველაფერს სწორად, ანუ მზად არ ვარ ამისთვის, თითქოს მოძველებული პროცესორი მიყენია თავში |
Posted by: bigmaster 31 Aug 2016, 03:16 | ||||
blacksabat
ალბათ ვერ აცნობიერებ კარგად რა მასშტაბებზეა საუბარი , ჩვენს ახლოს მდებარე უახლოეს მზის სისტემამდე რო მივაღწიოთ ანუ ისეთზე როგორიც ჩვენი მზის სისტემაა თავის პლანეტებით გვჭირდება 4 სინათლის წელი, ანუ 4 წელი უნდა ვიფრინოთ სინათლის სიჩქარით, სინათლის სიჩქარე უდრის 300 კილომეტრს წამში.... მაგას დაუმატოთ ის რო მარტო ჩვენ გალაქტიკაში ასობით მილიარდი ესეთი მზის სისტემაა და თვითონ გალაქტიკების რაოდენობა ასობით მილიარდია ნაკლები არ არი ყოველშემთხვევაშI . დიდი ალბათობით დედამიწა ისე განადგურდება და ჩვენც გავქრებით რო ყველაზე ახლოს მყოფ მზის სისტემამდეც ვერ მივაღწევთ |
Posted by: Tariel 31 Aug 2016, 10:04 | ||
bigmaster
300 000 კმ/წამში უნდა დაგეწერა ალბათ. მასშტაბების უკეთ აღსაქმელად წარმოიდგინეთ, სილის ერთი პატარა ნამცეცი მზედ და მეორე ნამცეცი 3 კმ-ის დაშორებით-უახლოესი ვარსკვლავი. |
Posted by: nforumi 31 Aug 2016, 10:11 | ||
bigmaster
ალბათობაზე უნდა იყოს საუბარი. დაზუსტებით ვინ იტყვის მაგას. blacksabat უსაზღვრო მაგრამ სასრული არის დედამიწის ზედაპირი. ანალოგიურად უნდა წარმოიდგინო სამყარო, ის შეიძლება იყოს სასრული, მაგრამ უსაზღვრო. |
Posted by: ლოგიკⒶ 31 Aug 2016, 14:56 | ||||
blacksabat
მაგალითად დედამიწა არის სასრული (უსასრულო არაა) მაგრამ ორ განზომილებაში მას საზღვარი არ გააჩნია ანუ შეიძლება რაღაც ობიექტს საზღვარი არ ჰქონდეს მაგრამ სასრული იყოს სამყაროზეც იგივეა, როგორც ამბობენ თუ სამყარო სასრულია მაშინ დიდი ალბათობით მას საზღვარი არ ექნება კიდესთან რომ მიხვალ სივრცე თავის თავში ტრიალდება ისე რომ საზღვართან ვერ მიხვალ და ხელს ვერ შეახებ
მეც ძალიან მიჭირს და მამძიმებს უსასრულობაზე ფიქრი ადამიანების ტვინი არაა გათვლილი ასეთი საკითხების გაგებაზე დრო როდის მოვა არავინ იცის იმედი ვიქონიოთ რომ ჩვენ სიცოცხლეში გაირკვევა რამე დეტალი |
Posted by: nforumi 31 Aug 2016, 17:51 | ||
ლოგიკⒶ
მაინც რისი გარკვევის იმედი გაქვს ამ საკითხში? |
Posted by: Tariel 31 Aug 2016, 19:41 |
იქნებ კომპიუტერული პროგრამის მსგავსი სივრცეში ვცხოვრობთ (აქ საუბარია ძალიან მაღალტექნოლოგიურ კომპიუტერულ პროგრამაზე), მაგალითად ავიღოთ თამაში ''ქაუნთერი'' იქ მოთამაშე ''ადამიანები'' ვერასოდეს ''მიხვდებიან'' რა განზომილებაში არსებობენ (ისინი ვერასოდეს გამოვლენ ჩვენს სამყაროში), რეალურად კი არსებობს რაღაც ვირტუალური განზომილება. ხოდა ალბათ ჩვენც ეგრეთ განზომილებაში ვცხოვრობთ. ალბათ გაიგებთ რისი თქმაც მინდოდა. |
Posted by: blacksabat 31 Aug 2016, 19:51 | ||||
nforumi
უსაზღვრო ალბათ ორ განზომილებაში? როგორც ლოგიკამ დაწერა. ლოგიკⒶ
კი მარა ის სივრცეც ხო სივცეში უნდა არსებობდეს? თუკი დედამიწას არ აქვს საზღვარი და კოდესთანაც ვერ მივალთ მისი ფორმის გამო, დედმიწა ხო არსებობს სივრცეში? რაც ანალოგიურად ნიშმვას რომ იქ სულაც არ ყოფილა კიდე და ის ვრცელდება სივცეში და ეხლა უნდა ვეძებოთ იმ სივრ ის კიდე? და ასე უსასრულოდ. |
Posted by: nforumi 31 Aug 2016, 21:18 | ||||
blacksabat
რა თქმა უნდა.
დედამიწას თუ განვიხილავთ ორ განზომილებაში, არის სასრული და უსაზღვრო. ამას ვხედავთ მესამე განზომილებიდან, რადგან სწორედ მესამე განზომილებიდან ვხედავთ რომ არის გამრუდებული. ჩვენ არ შეგვიძლია მეოთხე განზომილების წარმოდგენა, მაგრამ რომ შეგვეძლოს, დავინახავთ რა გამრუდებაა ჩვენს სამ განზომილებაში. |
Posted by: ქართლოსი 31 Aug 2016, 22:45 |
მზე ერთია სამყაროში? ================================= |
Posted by: nforumi 31 Aug 2016, 23:41 | ||
ქართლოსი
ჩვენთვის ერთია, კი |
Posted by: ლოგიკⒶ 2 Sep 2016, 02:03 |
blacksabat მე დაახლოებით ტალღა რომ ეცემა ეგრე წარმომიდგენია სივრცის დატრიალება თავის თავში მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვი რა და როგორ ხდება იმიტომ რომ მეთვითონაც არვიცი nforumi სამყარო თუ უსასრულოა მაშინ უსასრულო მზეებიც იარსებებენ და 100%-ით იდენტური ადამიანები იდენტური მზის სისტემით |
Posted by: nforumi 2 Sep 2016, 10:53 | ||
ლოგიკⒶ
მართალია. თუ ჩვენი მიერ შესაძლო გადაწყვეტილებათა რაოდენობა არ არის უსასრულო. |
Posted by: Tariel 2 Sep 2016, 11:53 |
სამყარო ჩვენთვის უსასრულოა მე ასე მგონია. |
Posted by: Bexx 7 Sep 2016, 16:58 |
სამყარო რა თქმა უნდა უსასრულოა წარმოუდგენელია საზღვრები ქონდეს. რომ ქონდეს იმ საზღვრების იქეთ კიდევ რაღაც იქნება ამ აგვისტოს პერსეიდების მეტეორებს თუ უყურეთ ვინმემ? |
Posted by: pato-7 7 Sep 2016, 21:12 | ||
Bexx
რა თქმა უნდა |
Posted by: Tariel 7 Sep 2016, 22:17 | ||
Bexx
რამდენიმე დღის წინ დავინახე მოსაღამოეულზე, თუმცა ჯერ არცერთი ვარსკვლავი არ ჩანდა, საკმაოდ დიდი მეტეორი იყო, დაახლოებით 5 წამი ჩანდა მეტი თუ არა და გზადაგზა იშლებოდა, ბოლოს მთას მოეფარა და მეთქი დაეცა სადღაც და დიდ განათებას ველოდი ბოლოს. |
Posted by: natonato88 10 Sep 2016, 18:17 |
შემთხვევით გამახსენდა ჩემი საყვარელი რეფ ბეთლ there're 10 million milion million million particles in the universe that we can observe yo mama took the ugly ones and put them into one nerd მთლიანი ვიდეო კარქია |
Posted by: Bexx 15 Sep 2016, 10:21 | ||
ზემო პოსტში ლინკი არ მუშაობს და აქ დავდებ
მეც ვუდარაჯე მთაში ასე 1 საათამდე და 2 ცალი დავინახე ისე წერდნენ კარგ ადგილას და შესაბამის პირობებში საათში 100-150 გამოჩნდებაო |
Posted by: fenrirhowls 15 Sep 2016, 20:14 |
სამყაროს უსასრულობა და უსაზღვროობა რა შუაშია ? ჩემი აზრით, სამყარო სასრულია, მაგრამ საზღვარი არ გააჩნია. ამ შემთხვევაში სივრცის გეომეტრიაა ისეთი რომ მისი ზომა სასრულია, თუმცა ნებისმიერი მიმართულებით რამდენი ხანიც არ უნდა იმოძრავო საზღვარს ვერასდროს მიაღწევ. როგორც დედამიწაზე მოძრაობის დროს. |
Posted by: nforumi 15 Sep 2016, 20:47 | ||
fenrirhowls
ამას ვამბობდით ზემოთ სწორედ. თუმცა ეს მოსაზრება რას უნდა დაეყრდნოს არ ვიცი. |
Posted by: Tocadero 18 Sep 2016, 00:16 |
ეგ მაგატი ტორმუზი მომენტია სამყაროს სასრულ უსასრულობაში. ვთქვათ და მართლა ბუთქა რაღაცამ. ანდა რა იყო თავიდან და მერე რა ჯანდაბა ეტაკა რომ ბუთქა. ხოდა რომ გაიშალა. აი იმის მერე რაღაა? რაღაც უსასრული სივრცეა და მერე იმაში რაღაც წერტილი იყო და მერე იმან ბუთქა? რაღაც არ ებმება ბოლოები ერთმანეთს არა? |
Posted by: Captain Cassius Calhoun 21 Sep 2016, 17:54 |
კითხვა მაქვს: როგორც ცნობილია მზის სისტემის ადგილას ოდესღაც დიდი კოსმოსური ღრუბელი იყო, მანამდე კი ზეახალი ვარსკვლავი. შეგიძლიათ რაიმე დამატებითი ცნობა მითხრათ როდის აფეთქდა ეს ზეახალი და რა სახის ვარკვლავი იყო? |
Posted by: ლოგიკⒶ 21 Sep 2016, 18:17 |
Captain Cassius Calhoun ეგ რომ გითხრათ ახალი აღმოჩენა უნდა გავაკეთოთ მაგისთვის |
Posted by: iBoss 23 Sep 2016, 03:13 |
ჩინელების გიგანტური ტელესკოპი https://www.facebook.com/cnn/videos/10155343206666509/ |
Posted by: nocs_13 23 Sep 2016, 20:51 |
სამყარო უსასრულო ვერ იქნება პრინციპულად. უსასრულობა ასევე ნიშნავს უსასრულო მასას, ხოლო ეს უსასრულოდ დიდ გრავიტაციას. უსასრულო დიდი გრავიტაცია ნიშნავს ვერანაირ გაფართოებას. შეიძლება სამყაროში იყოს 'ქვესამყაროები' ძალიან დაშორებული მაგრამ ეგ ცოტა სხვა ტიპის ვარაუდია. მაგრამ თავად უსასრულობა როგორც ასეთი ბევრ ცუდ ცვლილებებს შეიტანს ფიზიკის მათემატიკურ მხარეში და ბევრ რამეს აურდაურევს. |
Posted by: tebulooo 24 Sep 2016, 20:06 | ||
სამყაროს აქვს საზღვარი, მაგრამ სივრცე უსასრულოა. როგორც ვიცი სამყარო 150 მლიარდ სინათლის წელზეა განფენილი, ხოლო იმის იქით არაფერია მხოლოდ სივრცე, ბნელი უსასრულო სივრცე. ამ სივრცეს რომ მიყე და იმაზე ბევრად სწრაფად იმოძრაო ვიდრე სამყარო ფართოვდება, სამყარო ნელ-ნელა დაპატარავდება შენი ხედვისთვის და ბოლოს სინათლე სულ გაქრება, ასე მგონია მე ) |
Posted by: Tariel 25 Sep 2016, 00:39 | ||||
tebulooo
დავუშვათ გავიარეთ ეს 150 მლრდ. სინათლის წელი, იქით რა ხდება კედელია რამე თუ რა გაგვაჩერებს?
სად ფართობდება სამყარო? ანუ რაღაც საზღვარი აქვს. ბუშტიც ფართოვდება გაბერვით, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ბუშტის გარეთ სივრცე არ არის ხომ ასეა? |
Posted by: tebulooo 25 Sep 2016, 02:18 | ||||
Tariel
ხოდა მაგას ვამბობ ზუსტად. სამყარო რომ წარმოვიდგინოთ როგორც ბუშტი, იმის იქით ხოა სივრცე, ხოდა საზღვრების იქით იქნება სივრცე.
არა რა კედელი, იქნება მხოლოდ ცარიელი უსასრულო სივრცე. წარმოვიდგინოთ რომ სამყარო არის მხოლოდ ერთი გალაქტიკა, ჩვენი ირმის ნახტომის გალაქტიკა. გალაქტიკას ხომ აქვს საზღვარი და რომ გაცდები მიდიხარ სივრცეში, მაგრამ შემდეგ გხვდება მეორე, ანდრომედას გალაქტიკა, ხოდა რომ წარმოვიდგინოთ მხოლოდ ერთი გალაქტიკაა მთელი სამყარო და აი ამ გალაქტიკას გაცდი და მიდიხარ უსასრულობაში. აი ეგრე იქნება |
Posted by: koba71786 25 Sep 2016, 10:39 |
Tariel tebulooo მერე ის სივრცეც ხო რაღაცისგან შედგება? ერთი დიდი პარადოქსია ყველაფერი რაა არ მესმის მე სასრული რას ნიშნავს,დასასრული და იმის იქით არფერიაო,არაფერი ვერ იქნება გამორიცხულია, ნებისმიერი ნივთი მოთავსებულია რაღაც სივრცეში ხო, ასეა ჩვენი სამყაროც, მაგრამ იმის იქით სივრცეს არაფერს ვერ დაარქმევ, |
Posted by: rati nwt 25 Sep 2016, 16:22 |
ნასაში ხვალისთვის დაგეგმილ პრესკონფერენციაზე, რა ინფორმაცია გაქვთ? მოულოდნელი აქტივობები დააფიქსირეს იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე ო.. უცხოპლანეტელები არა, შესაძლო მიწისქვეშა ოკეანეს შესახებ არსებული თეორია დადასტურდა. |
Posted by: Tariel 25 Sep 2016, 23:42 |
საინტერესოა ეს სივრცე დიდ აფეთქებამდეც იყო თუ მერე გაჩნდა, როგორც ზოგი ამტკიცებს. |
Posted by: JORJ1 26 Sep 2016, 00:35 | ||
სივრცე მერე როგორ უნდა გაჩენილიყო ? |
Posted by: Tariel 26 Sep 2016, 00:45 | ||
JORJ1
ერთერთი თეორიის თანახმად დიდ აფეთქებამდე არ იყო დრო და სივრცე. არ გსმენია მსგავსი რამ? |
Posted by: nocs_13 26 Sep 2016, 06:03 |
თქვენ წარმოსახვით სივრცეს განიხილავთ, რეალურად კი სივრცე და მატერია ერთმანეთთან გადაბმულია, ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ. |
Posted by: JORJ1 26 Sep 2016, 12:36 | ||||
გამიგია, მაგრამ არ ვეთანხმები, რადგან ვერ წარმომიდგენია აფეთქებამ როგორ შეიძლება გააჩინოს სივრცე თუ ის არ არსებობდა. ბუშტის მაგალითზე რომ განვიხილოთ, მაგალითად, ბუშტს შიგნით რაც არის ის არის ჩვენი სამყარო და ამ ბუშტში უეცრად მოხდა აფეთქება რამაც გამოიწვია ბუშტის გახეთქვა და გამოჩნდა ახალი დიდი სივრცე, ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ აფეთქებამდე არ არსებობდა ეს სივრცე უბრალოდ არ ჩანდა და მეტი არაფერი... ასე რომ სივრცე აფეთქების შედეგად ვერ გაჩნდებოდა,რასაც ვერ ვიტყვი გამოჩენაზე და გაჩენასა და გამოჩენას შორის დიდი განსხვავებაა. |
Posted by: Bexx 26 Sep 2016, 13:03 | ||
აბა წარმოიდგინეთ სამყარო და თან საზღვარი აქვს impossible იმ საზღვარსაც რაღაც ესაზღვრება ყოველთვის |
Posted by: rati nwt 27 Sep 2016, 03:06 |
გეიზერები და დედამიწაზე არსებულზე დიდი მოცულობის ოკეანე ასტრონომებმა NASA-ს ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის საშუალებით გადაიღეს ფოტომასალა, სადაც ჩანს, რომ ევროპის ზედაპირიდან სავარაუდოდ წყლის ორთქლის ჭავლები იფრქვევა. აღმოჩენა კიდევ უფრო ამყარებს ჰაბლის იმ დაკვირვებებს, რომელთა თანახმადაც იუპიტერის ყინულით დაფარული მთვარე ძალიან დიდი ოდენობით წყლის გეიზერებს აფრქვევს. აღნიშნული აღმოჩენა კიდევ უფრო ზრდის იმის შესაძლებლობას, რომ ევროპაზე დაგეგმილი მისია ევროპას ოკეანის წყლის ნიმუშის აღებას კილომეტრობით სისქის ყინულის გაბურღვის გარეშე შესძლებს. „ევროპას ოკეანე ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ადგილია მზის სისტემაში, დედამიწის მიღმა სავარაუდო სიცოცხლის არსებობისათვის. წყლის ჭავლები, თუ ისინი მართლაც არსებობს, საუკეთესო გზაა ევროპადან წყლის ნიმუშის ასაღებად“, — ამბობს NASA-ს მეცნიერული მისიის დირექტორატის თანაადმინისტრატორი ჯეოფ იოდერი. ევროპაზე წყალი დაახლოებით 200 კმ სიმაღლეზე იფრქვევა, რის შემდეგაც უკან, კვლავ ზედაპირზე ბრუნდება წვიმის სახით. ევროპას უზარმაზარი გლობალური ოკეანე აქვს, რომელიც დედამიწის ოკეანეებზე ორჯერ მეტ წყალს შეიცავს, მაგრამ ეს ოკეანე დაფარულია უკიდურესად ცივი და მაგარი, გაურკვეველი სისქის ყინულით. გუნდმა, რომელსაც კოსმოსურ ტელესკოპთა მეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენელი, უილიამ სპარკსი ხელმძღვანელობს, თითის მსგავსი პროექციები მაშინ შენიშნა, როდესაც ევროპა იუპიტერის წინ მოძრაობდა. ჯგუფის თავდაპირველი მიზანი იყო დაკვირვებოდა და განესაზღვრა აქვს თუ არა ევროპას ატმოსფერო ან ეგზოსფერო. ჯგუფმა გააცნობიერა, რომ თუკი ევროპის ზედაპირზე წყალი იფრქვევა, მისი დაკვირვებისთვის საუკეთესო გზა იქნებოდა დაკვირვების იგივე მეთოდის გამოყენება, რომელსაც ვარსკვლავების გარშემო მოძრავი პლანეტების ატმოსფეროს გამოვლენის შემთხვევაში იყენებენ. „მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტის ატმოსფერო მის უკან მდებარე ვარსკვლავის შუქის გარკვეულ ნაწილს ბლოკავს. თუკი ევროპას გარშემო თხელი ეტმოსფეროა, მას ექნება პოტენციალი, რომ დაბლოკოს იუპიტერის შუქის გარკვეული ნაწილი. იუპიტერის წინ ევროპას ჩავლისას, კიდეებზე გეიზერების მახასიათებლები შევნიშნეთ“, — აღნიშნავს სპარკსი. იუპიტერის წინ ევროპას ჩავლისას, ჯგუფმა 15 თვის მანძილზე 10 სხვადასხვა შემთხვევა დააფიქსირა. აქედან სამ შემთხვევაში, მათ სავარაუდო ამოფრქვევები დაინახეს. ჯგუფის მიერ ჩატარებული სამუშაო კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას ევროპაზე წყლის გეიზერების არსებობის შესახებ. 2012 წელს, ჯგუფმა, რომელსაც სან-ანტონიოს სამხრეთ-დასავლეთის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერი ლორენც როთი ხელმძღვანელობდა, გამოავლინა მტკიცებულება, რომ ევროპას სამხრეთ პოლუსის გაყინულ რეგიონთან წყლის ჭავლი იფრქვეოდა, რომლის სიმაღლეც 160 კმ-ს აღმწევდა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჯგუფი ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის ფოტომასალის სპექტროგრაფიულ მეთოდს იყენებდა, ერთი და იგივე დასკვნამდე მისასვლელად მათ ერთმანეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი მეთოდი გამოიყენეს. „როდესაც სრულიად განსხვავებული გზით გამოვთვალეთ იმ ნივთიერებათა რაოდენობა, რაც ამ პროცესისთვის იქნებოდა საჭირო, ის ზუსტად იგივე აღმოჩნდა, რაც როთმა და მისმა გუნდმა დაასკვნა. მსგავსია სავარაუდო მასა, მსგავსია გეიზერების სავარაუდო სიმაღლე“, — აცხადებს სპარკსი. თუკი ეს დამტკიცდა, ევროპა მეორე მთვარე იქნება მზის სისტემაში, რომელზეც წყლის გეიზერები არსებობს. 2005 წელს, NASA-ს ორბიტერმა კასინიმ გამოავლინა წყლისა და მტვრისგან შემდგარი ჭავლური სვეტები, რომლებიც სატურნის ბუნებრივ თანამგზავრ ენცელადის ზედაპირზე იფრქვეოდა. ევროპას წყლის გეიზერების აქტივობაზე დასაკვირვებლად, მეცნიერებმა შესაძლოა გამოიყენონ NASA-ს ჯეიმს ვების ტელესკოპის ინფრაწითელი ხედვა; ტელესკოპის ფუნქციონიების დაწყება 2018 წლისთვისაა დაგეგმილი. გარდა ამისა, NASA ევროპაზე მისიის გაგზავნასაც გეგმავს. „ამ გეიზერების გადაღების საშუალება ჰაბლის უნიკალურმა შესაძლებლობებმა მოგვცა, რამაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ისეთი დაკვირვებების შესაძლებლობა, რისი საშუალებაც ჩვენ არასოდეს გვქონია. ეს დაკვირვებები შესაძლებლობათა მთელ სამყაროს ხსნის; ამ ამაღელვებელი აღმოჩენის კვალდაკვალ მიყოლისთვის, ჩვენ მომავალი მისიებისათვის ვემზადებით, ისეთებისთვის, როგორიცაა მაგალითად ჯეიმს ვების ტელესკოპი“, — ამბობს NASA-ს ასტროფიზიკის ქვედანაყოფის დირექტორი პოლ ჰერცი. სპარკსისა და მისი კოლეგების შრომა 29 სექტემბერს Astrophysical Journal-ში გამოქვეყნდება. ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი NASA-სა და ESA-ს (ევროპის კოსმოსური სააგენტო) საერთაშორისო თანამშრომლობის პროექტია. ტელესკოპს მართავს მერილენდში მდებარე NASA-ს გოდარდის კოსმოსური ფრენების ცენტრი. |
Posted by: nocs_13 28 Sep 2016, 16:37 | ||
პრობლემა არაა თუ საკითხს 3დ გარეშე განვიხილავთ. მაგალითად ელემენტარული ფართობითობის დაშვებულობის კონუსური სივრცე. ბევრი რამის წარმოდგენა შეუძლებელია მაგალითად ნაწილაკი რომელიც ერთდროულად სივრცის პატარა მონაკვეთშია ლოკალიზირებული და ამავე დროს სწრაფად ფართოვდება სივრცეში. ჩვენ ზუსტად ვიცით რომ სამყარო სამი განზომილებით არ იფარგლება და ევკლიდის სივრცის ფარგლებს სცდება. ამიტომ ბუშტის მაგალითი რომ მის გარეტ კიდე რამეა მთლად სწორი მაგალითი არაა. ყველაზე სწორი თუმცა მიახლოებითი ანალოგი იყო სფერულ ზედაპირზე მოძრაობა. |
Posted by: natonato88 29 Sep 2016, 12:46 |
The brightest objects in the universe: http://www.radikal.ru Truth's been told |
Posted by: Mamu.MG 19 Oct 2016, 23:45 |
მე გამიგია მეცნიერების ერთერთი აზრი, მაგალითად წარმოვიდგინოთ რომ მივუახლოვდით სამყაროს კიდეს, როცა გავაგრძელებთ გზას ჩვენ იმ ადგილის პარალელურად გამოვალთ. ანუ ეს თამაშ SNAKEივითაა სადაც გადიხარ კედელში წინ და გამოდიხარ უკან. ამან შესაძლოა ასევე ის ილუზიაც შექმნას რომ სამყაროში გადაადგილდები უსასრულოდ. -- რამდენად რეალური შეიძლება იყოს ეს არავინ იცის. უბრალოდ ერთერთი ასეთი მოსაზრებაა. თუმცა მე უფრო სწორად მიმაჩნია ის, რომ ჩვენი სამყაროს იქით არის უბრალოდ სიცარიელე არაფელი, მაგრამ სხეული იქ ვერ მოხვდება. ასევე ძალიან ბევრი სხვადასხვა მოსაზრებაა ამ ყველაფრის მიმართ. მაგალითად, რომ ჩვენი სამყარო არის ერთერთი სხვადასხვა სამყაროებს შორის. ან მოქცეულია შავ ხვრელში. ასეთი აზრიც არის, ფანტასტიკური, რომ ყველაფერი არის შექმნილი სხვა ცნობიერების მიერ, ანუ სამყარო არის პროგრამა ან რაიმე მაგგვარი და ახდენენ დაკვირვებას. მაგალითისთვის ყველამ ვიცით თამაში Sims სადაც შექმნილია გარემო სახლები ხალხი და შენ მართავ მათ. მოკლედ, რომ ვთქვათ არცერთი აზრის უარყოფა არ შეგვიძლია, მანამ სანამ ჩვენი ცივილიზაცია არ მიაღწევს ისეთი განვითარების საფეხურს რა დროსაც შეძლებენ სამყაროს ადვილად შესწავლას და ასე ვთქვათ, რომ უფრო შორს გაიხედებიან. |
Posted by: nocs_13 20 Oct 2016, 05:50 | ||
ისევ და ისევ 3D წარმოსახვა. გაიგეთ ერთი რამ, რასაც ჩვენ ვხედავთ 3D-ში ეს არის მხოლოდ და მხოლოდ 3D-ზე გეომეტრიული გეგმილი. ანუ თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ სფეროს გეგმილი სიბრტყეზე. 3D -> 2D-ში. სფერო(3D) -> გეგმილდება როგორც წრე(2D). ახლა წარმოიდგინეთ რასაც ხედავთ არის მხოლოდ 3D-ში მიგეგმილებული უფრო მაღალი განზომილებიდან. |
Posted by: nforumi 20 Oct 2016, 13:44 | ||
nocs_13
წარმოიდგინე კაია |
Posted by: Mamu.MG 20 Oct 2016, 20:58 |
nocs_13 გეთანხმები. კი შეგვიძლია მაგიც წარმოვიდგინოთ, მაგრამ ჩნდება კითხვა ვიცით რამე მაგ მაღალ განზომილებაზე? (მე არ ვამბობ რომ არარსებობს) ხოლო ჩვენ თუარ ვიცით და არ შეგვისწავლია მაშ მოდი ნებისმიერად წარმოვიდგინოთ ბარემ როგორც გვინდა სამყარო. მე მიტომ მიმაჩნია სწორად ის აზრი, რომ ჯერჯერობით მაგ დონეზე ვიცით და რაც აღმოჩენილა მაგის საზღვრებს არ სცდება. ხოლო ამის მერე შეიძლება სხვადასხვა მილიონნაირი აზრის გამოთქმა თუ როგორაა მოწყობილი სამყარო, რაც რაღაც მაგალითები დავწერე უკვე. ეს ყველაფერი მხოლოდ მოსაზრებაა ჯერჯერობით და მეტი არაფელი. |
Posted by: Giorgijee 2 Nov 2016, 09:37 |
აბა ვინ არი აქ ასტრონომი ამათ როგორ ახსნის მე ვნახე ცაზე სამი ვარსკვლავი , სიმეტრიულად განლაგებული, თავიდან ჩემგან წინ უფრო შორს შემდეგ კი რო შევხედე ისინი ჩემ ზემოთ იყვნენ ასევე მინახავს მოკაშკაშე ფერად ფერებში ობიექტი |
Posted by: Tariel 2 Nov 2016, 11:49 | ||||
Giorgijee
დედამიწა შემოტრიალდა და ცაზე, შენ წინ მდგომი ობიექტი აღმოჩნდა შენს თავზე, მზის მაგალითი აიღე, დილით დაბლაა შემდეგ მაღლა მერე ისევ დაბლა და შემდეგ საერთოდ ქრება ციდან.
ეგ ატმოსფერული ფენების ტემპერატურის გარდატეხის შედეგია, ჩემი აზრით. |
Posted by: natonato88 4 Nov 2016, 11:51 |
http://www.sciencealert.com/scientists-have-found-a-structural-similarity-between-human-cells-and-neutron-stars ჰეჰ, რამ გაგვყო მე და მაგნეტარები |
Posted by: არწივი9 7 Nov 2016, 00:42 | ||
ვა, რეპლიკაციაც ხომ არ მიდის მანდ? |
Posted by: ALIENSS 16 Nov 2016, 11:45 |
გამარჯობათ. ასეთი კითხვა მაქვს: შავ ხვრელში ხომ ხდება დროისა და სივრცის უსასრულოდ გამრუდება. მაინტერესებს ე.წ ჭია ხვრელიშიც(ქართულად ზუსტად არ ვიცი როგორ არის. Wormhole-ს ვგულისხმობ.) უსასრულოდ ხდება დროისა და სივრცის გამრუდება თუ ამ შემთხვევაში სასრულია? * * * და კიდევ ეს რა ტიპის შავი ხვრელია?(თუა საერთოდ შავი ხვრელი). რა ნაწილაკებს გამოტყორცნის და როგორ გამოტყორცნის?(როდესაც ამბობენ, რომ შავი ხვრელები ყველაფერს შთანთქავენ). ამ გამოტყორცნილი ნაწილაკების საერთო ენერგია რისი ეკვივალენტურია? |
Posted by: ქართლოსი 23 Nov 2016, 20:59 |
მანქნების ქარხნების გამონაბოლქვი დამსგავსი რაღაცეებიი მაღლა რომ ადის დედამიწის ატმოსფეროს მაღლა ადის? |
Posted by: ninia_nina 25 Nov 2016, 15:40 |
პლანეტების პლაკატი სად შეიძლება ვიყიდო? |
Posted by: nforumi 25 Nov 2016, 22:57 | ||
ქართლოსი
რა თქმა უნდა არა. რა სიმაღლეზე ავა დამოკიდებულია გაზის სიმკვრივესა და ტემპერატურაზე. ტემპერატურა თანდათან უტოლდება გარემოსას, შესაბამისად ასვლის სიმაღლე დამოკიდებულია მოცემული გაზის სიმკვრივეზე მოცემულ წნევაზე. (ისე ეს მოლური მასის მიხედვითაც შეიძლება განისაზღვროს) |
Posted by: ქართლოსი 26 Nov 2016, 03:34 |
nforumi არ ქრება არ იკარგება არ სუფთავდებაეს დაბინძურებული ჰაერი? |
Posted by: nforumi 26 Nov 2016, 10:39 | ||
ქართლოსი
გაქრობით ბუნებაში არაფერი ქრება საერთოდ, უბრალოდ მდგომარეობას იცვლის. ნახშირორჟანგი, რომელიც მიიღება წვის შედეგად, თუ ცოცხალი ორგანიზმების სუნთქვის შედეგად, საბოლოო ჯამში იხსნება ჰაერში. ჰაერში არსებულ ნახშირორჟანგს კიდე ხის ფოთოლი შთანთქავს, ხდება ფოტოსინთეზი, რის შედეგადაც გამოიყოფა ჟანგბადი, ნახშირბადს კიდე ხე იყენებს მასალად. ერთი სიტყვით წრეზე ბრუნავს |
Posted by: ქართლოსი 26 Nov 2016, 20:45 |
nforumi ხე ყველაფერს ხომ ვერ შთანთქავს და ადის მაღლა და მაღლა სადღაცას ხომ ჩერდება და გროვდება სადღაცას. კოსმოსში რომ გადიოდეს და იფანტებოდეს გლობალური დათბობა აღარ იქნებოდა ხო? და ამდენი დაბინძურებული ჰაერი და დაავადებები. |
Posted by: nforumi 26 Nov 2016, 23:55 | ||
ქართლოსი
შეუძლებელია სადმე გროვდებოდეს და გროვდებოდეს მხოლოდ. მაღლა რომ ადის, ხომ ცივდება და ერევა ჰაერს. მერე ქარი აბრუნებს. საბოლოო ჯამში რაღაც წონასწორობა მყარდება, ანუ ნახშირორჟანგის წარმოქმნილი ოდენობა უტოლდება მცენარეების მიერ შთანთქმულის ოდენობას. |
Posted by: Tariel 27 Nov 2016, 00:25 | ||
ქართლოსი
არ ჩერდება, წვიმას მოყვება, სწორედ ამიტომ ''წამლავენ'' მცენარეებს წვიმამ, რომ არ გააფუჭოს. |
Posted by: nforumi 27 Nov 2016, 00:47 | ||
Tariel
ნახშირორჟანგი წყალში იხსნება? ან რამდენი გრადუსია მისი დუღილის ტემპერატურა? |
Posted by: Tariel 27 Nov 2016, 11:50 | ||||
nforumi
ნახშირირჟანგზე არ მაქვს საუბარი. * * *
აქ საუბარია რასაც ხე ვერ შთანთქავს. |
Posted by: ქართლოსი 27 Nov 2016, 14:50 | ||||
Tariel
ეგ მომწამლავი ნივტიერება ღრუბლების მაღლა არ ადის?
ხე ყველა მომწამლავ ნივთიერებას ვერ შთანთქავს? |
Posted by: nforumi 27 Nov 2016, 17:07 | ||||
Tariel
ხო, ეგეთებიც არის. განსაკუთრებით ვულკანების მიერ ამოფრქვეულ აირებში. ქართლოსი
სიტყვა 'მომწამლავი' პირობითია. ღრუბლებზე მაღლა ადის ის რისი სიმკვირივეც ნკლებია ჰაერისაზე და ამასთან არ იხსნება ჰაერში. მძიმე ნივთიერებები აუცილებლად მიწაზე ბრუნდება. |
Posted by: ALIENSS 29 Nov 2016, 10:55 | ||
კომპეტენტურო დეიდებო, ბიძიებო, იქნებ მეც დამეხმაროთ და მიპასუხოთ თუ იცით ვინმემ? |
Posted by: nforumi 29 Nov 2016, 11:48 |
ALIENSS ჭია ხვრელები ფანტაზიაა ჯერჯერობით მხოლოდ. გამოტყორცნით შავი ხვრელები არაფერს გამოტყორცნიან. თუ სადმე რამის გამოტყორცნა ხდება, ესე იგი იქ შავი ხვრელი არ არის. და რისი გაგება გინდა? |
Posted by: ALIENSS 29 Nov 2016, 18:35 | ||
nforumi
ნუ ვარაუდის დონეზე რომ არის ვიცი, მაგრამ მაგ ნავარაუდევში როგორი თვისებები აქვს ეგ მაინტერესებს, ანუ შავი ხვრელივით უსასრულოა მანდაც თუ სასრულია? და, სურათზე რო არის, ეგ რა "არსებაა" და შუაში როა გამომავალი სვეტები ეგ რა პონტია? |
Posted by: nforumi 29 Nov 2016, 18:42 | ||
ALIENSS
მაგ უფრო პულსარს გავს, ანუ ვარსკვლავს, რომელიც პოლუსებიდან ასხივებს მხოლოდ. ჭია ხვრელზე ვერაფერს გეტყვი, იმედია გამოჩნდება ვინმე, ვინც არ დაგვზარდება. |
Posted by: nocs_13 29 Nov 2016, 21:15 |
"ჭია ხვრელი" რა უბედურებაა? ეგ მათემატიკური დაშვება უარყოფითი მასის შესახებ რომელსაც შეუძლია დრო უკან დააბრუნოს? რაც შეეხება სურათს, ის "ვერტიკალური" ხაზი რომელიც გამოიტყორცნება არანაირ კავშირში არაა შავი ხვრელის სივრცის "გამოტყორცნასთან". უბრალოდ ცენტრისკენული აჩქარების გამოა რადგან პოლუსებში აჩქარება ძალიან დაბალია მანდ უკვე ტერმობირთვული ძალებბი მეტია ამიტომ ნაწილი ადის ზევით, რაც წავა ქვევით მოხვდება ქმედების ჰორიზონტთან და ფაფუ წავა შავ ხვრელში. ახლა რაც შეეხება შავი ხვრელი აქ რო ითრევს მერე სადმიაქ ის შეწოვილი სადღაც ხომ უნდა ამოაფრქვიოსო... ასე არაა მთლად რადგან შავი ხვრელებიც იზრდებიან და მათი მასაც მატულობს, რაც მეტს შეჭამს მით მეტი ექნება მასა და მით მეტად მოიმატებს ჰორიზონტის რადიუსი ანუ უფრო შორიდან შეჭამს ხოლმე ეგაა და ეგ სულ. ასევე გაიხსენეთ სად არის ყველაზე მეტი მიზიდულობა? ანუ სფერული სხეულის მიზიდულობის მახიმუმი სად უწევს და მიხვდებით რომ შავი ხვრელიდან არსად წავა სხეული. ერტადერთი ვისაც და რასაც შეუძლია დატოვოს შავი ხვრელი არის ელ.ნაწილაკი ისიც ტუნელის ეფექტის გამო. ამიტომ ჰოკინგმა ივარაუდა შავი ხვრელის აორთლებაც... თუმცა ეს ტუნელის ეფექტი თავის მხრივ ალბათურია და ბევრი ნაწილაკი რომელიც ამოხტება შავი ხვრელიდან ისევ უკან უნდა ჩახტეს წესით, მაგრამ ისეთი მარდებიც გამოჩნდებიან რომელნიც თავს დააღწევენ... ალბათ... რავი პაპულისტიჩესკი ენაზე ასე გამოდის და დალშე თქვენ იცით. |
Posted by: nforumi 29 Nov 2016, 22:02 | ||
nocs_13
სიტყვა 'ხვრელი' გულისხმობს შესასვლელს და მერე გასასვლელს სადღაც, ამიტომ იქმნება მცდარი წარმოდგენა, თითქოს მერე სადღაც უნდა გადიოდეს შთანთქმული ნივთიერება. სწორი ტერმინი იქნებოდა შავი ბირთვი, მაგრამ რაღა დროს, დამკვიდრდა უკვე ტერმინი 'ხვრელი'. |
Posted by: Quest 30 Nov 2016, 02:01 | ||
ALIENSS
ეს არის ე.წ. Relativistic Jet ძირითადად შედგება ელექტრონ-პოზიტრონებისაგან რათქმაუნდა ისინი არ გამოდიან შავი ხვრელიდან. უბრალოდ მისი პოლუსების სიახლოვეს იწყება. მათი წარმომავლობა ჯერ არაა ბოლომდე შესწავლილი თუმცა ითვლება რომ მაგნიტური ველი წარმოქმნის მათ ამ მაგნიტური ველის წარმომავლობა, სხვა საქმეა |
Posted by: nocs_13 30 Nov 2016, 04:54 | ||
გეთანხმები, ბევრი "არასწორი" ტერმინია დამკვიდრებული და ისინი თავის მხრივ ქმნიან რაღაც არასწორ მოლოდინს. შეიძლება უარყოფითი მასის სხეულები მართლაც არსებობენ, ამას არ კრძალავს ფიზიკა თუმცა ჯერ არ გვიპოვია ამიტომ ამ ეტაპზე ძნელია ზუსტი პასუხის გაცემა თუმცა ამით აპელირებაც არასწორი მგონია რადგან თუ დაშვებულია ესეიგი მართლა უნდა იყოს. ნეტა მონოპოლს როდის ვიპოვით. |
Posted by: nforumi 30 Nov 2016, 12:35 | ||||
nocs_13
რატომ? შეიძლება იყოს დაშვებული, მაგრამ არ არსებობდეს რეალურად. მითუმეტეს თუ რაღაც თეორია უშვებს, ის თეორია სწორედ იმ ნაწილში იყოს არასწორი.
მონოპოლი რა არის? |
Posted by: nocs_13 30 Nov 2016, 21:13 | ||
მაგნიტური მონოპოლი არ გაგიგია? ნწ, ნწ, ნწ.... დიპოლი რათქმაუნდა დირაკის შემოთრეული დაშვებაა რომ მაგნიტური ველის წყაროს ნაწილაკის შესახებ, რომელსად ელექტრული მუხტი შეილება ნულის ტოლი ჰქონდეს. პრინციპში დასაშვებია მარა ჯერ ვერ ნაპოვნი. |
Posted by: nforumi 30 Nov 2016, 21:16 | ||
nocs_13
ვერ გავიგე... ჩვეულებრივ მაგნიტს ელექტრული მუხტი ნულის ტოლი აქვს, მაგრამ აქვს მაგნიტური ველი... |
Posted by: Quest 30 Nov 2016, 23:29 |
მონოპოლი არის მაგნიტი, მხოლოდ ერთი პოლუსით |
Posted by: nforumi 30 Nov 2016, 23:47 | ||
Quest
ეგეთი არ ვიცი რა უნდა იყოს... |
Posted by: oleg-i 1 Dec 2016, 00:03 | ||||
nforumi
''მონოხვრელი''-ს ანალოგიური.... მხოლოდ შემავალი(პირის ღრუ) ან მხოლოდ გამომავალი(ანუსის ღრუ) .... ეძებენ |
Posted by: ALIENSS 1 Dec 2016, 00:18 | ||||||||||||
nocs_13
ანუ wormhole. ასტრონომიულად ქართული შესატყვისი არ ვიცი როგორ არის, სიტყვასიტყვით "ჭია ხვრელი გამოდის" და სწორედ ეს მაინტერესებს, ამასაც შავი ხვრელისნაირი თვისებები აქვს თუ განსხვავდება? ჩემი აზრით აქ სასრულია დროისა და სივრცის გამრუდება, იმიტომ რომ ამას გააჩნია გამოსასვლელი ხვრელი და მიიჩნევა სივრცეში გადაადგილების ერთერთ უსწრაფეს ალტერნატივად.(ნუ ფანტასტიკურ/თეორიული იდეაა მაგრამ მაიც) თქვენ რას ფიქრობთ?(მე ფიზიკოს/ასტრონომი არ ვარ, უფრო მოყვარულის დონეზე და თქვენი, უფრო კომპეტენტური ხალხის აზრი მაინტერესებს).
ეს როგორ, შავი ხვრელი გამოტყორცნის სივრცეს?
ეს ხომ არ არის შემთხვევით ჩემი ზემოთ დასმული შEკითხვის პასუხი? ტუნელის ეფექტი როგორ იქმნება ორი სიტყვით ვერ მეტყვი?(ვრცელი საფუძვლების ახსნას ვერ მოგთხოვ, მესმის რომ ფორუმზე ძნელია ვრცელი ახსნა-განმარტებების წერა )
და შავი ხვრელი უსასრულოდ იზრდება თუ გააჩნია რამე საზღვარი? ადრე მაქვს მოსმენილი, რომ შავი ხვრელებიც ადრე თუ გვიან "კვდებიან" და რაც შთანთქეს, ყველაფერს უკან ამოაფრქვევენ, სწორედ ამას მიიჩნევენ სამყაროს შექმნის ერთერთ თეორიად, ანუ ამოფრქვეული ნაწილაკების სინათლის სიჩქარით(და ვინ იცი უფრო მეტით) მრავლობითმა შეჯახებებმა დაუდო საფუძველი ჩვენი სამყაროს შექმნას. თქვენ რას ფიქრობთ სისულელეა თუ მისაღბი? nforumi
არა ეგ კი, ვიცი, რომ პირობითდ ქვია "ხვრელი" და სინამდვილეში შავი ბირთვია, რომელიც საშინელი სიჩქარით ბრუნავს და ყველაფერს იერთებს და იზრდება ზომაში,,, Quest
ამ ნაწილაკების საერთო ენერგია რისი ტოლია? ანუ მთლიანი ერთი გალაქტიკის საერთო ენერგიის ტოლია თუ მრავალჯერ აღემატება? |
Posted by: nforumi 1 Dec 2016, 10:03 | ||
ALIENSS
ბრუნავს რო? ვინ იცის რა ხდება შიგნით. |
Posted by: ALIENSS 1 Dec 2016, 21:27 | ||
nforumi
ეგეც საკითხავია |
Posted by: nforumi 1 Dec 2016, 21:55 | ||
ALIENSS
უფრო სწორად სამარჩიელო |
Posted by: nocs_13 2 Dec 2016, 03:27 | ||
ბრუნავს ბრუნავს... შანსი არაა იდეალური სფერო იყოს და ისე რა გაჩენილი, ანუ რაღაც დინამიკაში შეიქმნა და როგორც წესი ბრუნავენ ხოლმე. ასევე სპირალის ფორმას რომ აძლევს მატერიას შეწოვის დროს სავარაუდოა რომ გრავიტაციული ველი იყოს არაერთგვაროვანი და დიდი ალბათობით დინამიური სხეულის მიერ შექმნილი. ცოტა ძნელია აღსაქმელია მარა დიდი ალბათობით ბრუნვადი იქნება. ახლა რაც შეეხება ჭიახვრელს, როგორც ვიკი ამბობს აინშტაინ-როზენის ხიდია, ორი ტიპის მდგრადი და არამდგრადი. წესით არამდგრადი გრავიტაციული ტალღების გადაკვეთის დროსაც შეიძლება შეიქმნას მაგრამ ძალზედ პატარა ზოის იქნება მგონია, იმდენად პატარა რომ იქ ნაწილაკი ვერ გაეტევა. ხოლო მდგრადს უარყოფითი მასა სჭირდება რომ არ დაიკეტოს. პირველი ვარიანტი რეალურია მეორე ნაკლებად. მაგრამ პრაქტიკული ეფექტი მგონია რომ არცერთისგან არ გვექნება. ძალიან უნდა გაიმრუდოს სივრცე რომ თავის საპირისპირო მხარეს შეეხოს ანუ გადაკვეთოს და ხვრელი წარმოქნას. შეილება შავი ხვრელის მახლობლად მართლაც იქმნებოდეს ეგეთი ობიექტები ისი ველის არაერთგვაროვნად გამრუდების გამო. თუმცა ერთ შავ ხვრელთან ჩაყვინთო და ეორესთან ამოყვინთოს პონტი არ მგონია. მაგის შემოწმება რეალურია ასის კარგვით. ანუ ერთი ხვრელის გარშემო საერთო ასა უნდა აკლდებოდეს და სადღაც სხვა ხვრელთან პირიქით მასა მატულობდეს. მასის მუდმივობის პრინციპიდან. ამდენ კვაზარ-ხვრელების დამზერისას სადღაც მასის კოლოსალური დაცემა შესამჩნევი იქნებოდა.
ჰმ, ლოგიკური ზღვარი აქვს თუ არა არ ვიცი. რადგან სამყაროს უსასრულო მასა არ აქვს შესაბამისად ისინი ყველა შეიძლება მთლიანად მოთავსდეს შავ ხვრელში. ერთი ვერსიით შავი ხვრელები ყველაფერს შეისრუტავენ და მერე ერთმანეთს დაესევიან, გაერთიანდებიან. დაგროვდება კოლოსალური მასა, რომელიც წავა უსასრულოდ ნულოვანი რადიუსისკენ და მერე იქ სადღაც ისეთ ზღვარს აღწევს რომ სივცეს არღვევს, სხვა განზომილებაში გადის და იქ უკვე ახალი დიდი აფეთქება იჩითება შესაბამისად ახალი სივრცე და სამყარო იბადება. მეორე ვარიანტია რომ იმდენად დაშორდებიან რომ შავი ხვრელები კი შეჭამენ ყველაფერს მაგრამ ერთმანეს ვეღარ რადგან ვერ მიწვდებიან. აგრამ ეს ბლენი მატერია ისე ჩაკვეხებული ზუსტი პასუხი ჭირს. ახლა თუ გავითვალისწინებთ რომ ბლენი ფოტონის კვლევა და აღმოჩენის მცდელობა მიდის ჯერ დასკვნები ცოტა ნაადრევია, აქეტაც და იქეთაც. გვაცალეთ ბატონო ერთი 4 მილიარდი წელი კიდე, და მერე გეტყვით პასუხს. მანამ ჩვენც გვინდა ბიუჯეტის წველა |
Posted by: Quest 2 Dec 2016, 03:28 | ||||
nforumi
რო/თუ იპოვიან, გავიგებთ ALIENSS
მაგაზე ზუსტი პასუხის გასაცემად, საჭიროა მათი წარმომავლობა ზუსტად ვიცოდეთ. რაც არ ვიცით. როგორც უკვე აღვნიშნე... მაგრამ არის ვარაუდი რომ ის გამოწვეულია აკრეციული დისკის ბრუნვით გამოწვეული სინქროტრონული რადიაციით. თუ ეს დადასტურდება, მაშინ გამოვა რომ ეს ენერგია, დაახლოებით დისკოს ბრუნვის ენერგიის ტოლი უნდა იყოს. არის კიდევ ვარაუდი რომ შავი ხვრელის ბრუნვა იწვევს (ე.წ. ერგოსფერო) - მაშინ არ ვიცი რისი ტოლი იქნება ეს ენერგია პ.ს. "მთელი გალაქტიკის ენერგია" შეიძლება ბევრნაირად გაიგოს კაცმა და მაინც რას გულისხმობ? |
Posted by: ALIENSS 2 Dec 2016, 11:19 | ||
მადლბა მეგობრებო ყურადღბისთვის და პასუხებისთვის. Quest
ანუ ვიგულისხმე მთლიანი ერთი გალაქტიკის ხილული ენერგია, სისტემები, ვარსკვლავები და ა.შ. მასში შემავალი შავი ხვრელების, შავი მატერიისა და ბნელი თუ შავი ენერგიის გარეშე... |
Posted by: Quest 2 Dec 2016, 12:05 |
ALIENSS ანუ ხილული მატერიის მასის ენერგია (E=mc2)? არა, ეს ძალიან დიდი ენერგიაა რაც არ უნდა იყოს ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ჭავლის ენერგიას განსაზღვრავს თვითონ შავი ხვრელის პარამეტრები და აკრეციული დისკო. გალაქტიკის ზომასთან კავშირი არაა დადგენილი. |
Posted by: nforumi 2 Dec 2016, 23:36 | ||
nocs_13
უფრო მეტს ვგულისხმობ მე. ბრუნავს მყარი სხეული, ან მინიმუმ რაღაც კონკრეტული ფორმის სხეული, სადაც წერტილის მონიშვნა შეიძლება და შესაბამისად მისი გარშემოქცევის დაფიქსირება. შავი ხვრელის შემთხვევაში ეგეთი არაფერი არსებობს, ყველაფერი ერთმანეთშია არეული და არის სხვადასხვა იდეები თუ რა უნდა იყოს შიგნით. ყოველ შემთხვევაში რამე კერძო წერტილი როგორ უნდა აირჩეს, გაუგებარია. |
Posted by: Future> 29 Dec 2016, 16:25 |
უყურეთ ვინმემ? https://www.google.ge/url?sa=t&rct=j&q=&esrc=s&source=web&cd=1&cad=rja&uact=8&ved=0ahUKEwii-5LlspnRAhXCYFAKHUH8DiwQFggZMAA&url=http%3A%2F%2Fwww.imdb.com%2Ftitle%2Ftt4939064%2F&usg=AFQjCNFYKCPiriLeljuImOH31_muC7RLpQ&sig2=mSyylDWK9uxCkvLkanU_iQ |
Posted by: nforumi 9 Jan 2017, 10:36 |
ტელეფონით გადავიღე, ადრე არასოდეს შემიმჩნევია ასეთი კაშკაშა - ალბათ ვენერაა ............................................. |
Posted by: ALIENSS 9 Jan 2017, 22:33 |
Future> შენ უყურე? nforumi თუ მარტო ეგ კაშკაშებდა ცაზე და საღამოზე გაიჩითა სანამ დაღამდებოდა და სხვა ვარსკვლავები არ ჩანდნენ ცაზე საერთოდ ან ძაან სუსტად ჩანდნენ, ზნაჩიტ პლანეტა ყოფილა, ახლა ეს მოთეთროდ კაშკაშებს(თუ სწორად აღვიქვამ სურათიდან) და სავარაუდოდ უფრო ვენერა უნდა იყოს, მარსი უფრო სუსტად ანათებს შედარებით... |
Posted by: nforumi 9 Jan 2017, 23:10 | ||
ALIENSS
ვენერა ვიფიქრე მეც, 9-ში საღამოს ცაზე. აი კიდე ერთი სურათი: |
Posted by: Future> 9 Jan 2017, 23:50 |
ALIENSS პირველ 3 სერიას ჩვეულებრივ მხატვრულ სერიაზე მაღლა დგას სამეცნიერო კუთხით. კარგი დოკუმენტური ჭრილები აქვს |
Posted by: nocs_13 10 Jan 2017, 01:47 |
http://www.spacetelescope.org/images/potw1702a/ |
Posted by: ლოგიკⒶ 10 Jan 2017, 20:50 |
nforumi კი ვენერაა ეგ... ვენერის შესახებ საინტერესო ის ვიცი რომ საერთაშორისო შეთანხმების თანახმად ვენერაზე ნებისმიერ კრატერს თუ სხვა ობიექტს ქალის სახელს არქმევენ... ასევე ვენერაზე ქვებიდანაც კი გამოვიდა ნახშიროჟანგი და ისეთი ძლიერი სათბურის ეფექტია რომ ყველაზე ცხელი პლანეტაა ჩვენს სისტემაში ~470 გრადუსამდე ადის ტემპერატურები როგორც მახსოვს ასევე მჟავის წვიმები მოდის და უკიდურესად არამეგობრული გარემოა... საბჭოთა კავშირმა რამდენიმე მისია გააგზავნა ვენერაზე თუმცა 2 საათზე მეტი ვერ გაძლო ვერცერთმა აპარატმა... ადრეულ პერიოდში მხოლოდ ვენერას ღრუბლებს ხედავდნენ და არიცოდნენ რეალურად რა ხდებოდა მაგ პლანეტაზე ამიტომ ბევრ ადამიანს ფანტაზია გაუღვივდა წარმოიდგინეს რომ ეგ წყლის ღრუბლები იყო რადგან წყალი იყო ესეიგი სიცოცხლეც იყო რადგან სიცოცხლე იყო ესეიგი ბალახიც იყო და რადგან ბალახი იყო დინოზავრები დადიან ვენერაზეო კარლ სეიგანი ამბობს ამ ტექსტს მაგრად იმ მაგალითის მოსაყვანად რომ ინფორმაციის არ ქონიდან გამომდინარე არ შეიძლება დაასკვნა ისეთი რამ რაც ინფორმაციას მოითხოვს პ.ს. ვიპოვე ვიდეოც |
Posted by: nforumi 10 Jan 2017, 21:57 | ||
ლოგიკⒶ
ვისაც რა უნდა ის იფანტაზიოროს, იქნებ კარგი წიგნიც დაწეროს, ფილმიც გადაიღოს მერე უბრალოდ ჩვენ არ უნდა მივიღოთ ფანტასტიკა რეალობად. |
Posted by: ALIENSS 11 Jan 2017, 10:35 |
Future> სერიალი არის? კინო მეგონა... * * * nforumi მეც ხშირად ვხედავ ხოლმე. სანამ დაბინდდება მაშინ არის კარგი შესამჩნევი, ერთი ეგ ანათებს და მეორე მთვარე ხოლმე ლოგიკⒶ გევასება ''იტაჩი''? |
Posted by: nforumi 11 Jan 2017, 12:21 | ||
ALIENSS
ხშირად კი არა, საერთოდ ვერ ვხედავ, ქალაქიდან სად ჩანს ეგეთი რაღაცეები (ნუ თუ სახლის სახურავზე არ ახვალ). თან ყოველთვის არ უნდა ჩანდეს, გააჩნია დედამიწა-მზე-ვენერას ურთიერთგანლაგებას. ჩანს ან დილას, ან საღამოს, ანდა არ ჩანს საერთოდ. |
Posted by: ლოგიკⒶ 11 Jan 2017, 14:39 | ||||
nforumi
ხო მაგრამ ეგ ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა ირაციონალური იდეების დაჯერება... რაციონალურად აზროვნება არაბუნებრივია ჩვენთვის და მაგ აზროვნებას სწავლა სჭირდება ისევე როგორც ეკონომიკას ან ქიმიას
ეტყობა ცუდ ადგილას ცხოვრობ თორე მე ყოველთვის ვხედავ პრაქტიკულად ყველა ვარსკვლავს... ALIENSS კი რატომაც არა |
Posted by: nforumi 11 Jan 2017, 15:32 | ||||
ლოგიკⒶ
მართალი ხარ, მაგრამ იმის გამო რომ ვინმემ რამე არ იცის, სიტყვის თავისუფლებას ვერ ავკრძალავთ.
ქალაქში ყოველთვის შეზღუდული მხედველობის არე და ამასთან განათებაც ხელს გიშლის. |
Posted by: ALIENSS 11 Jan 2017, 16:33 |
nforumi ნუ, ''ხშირად ვხედავ'' ცოტა ხმამაღალი ნათქვამი იყო, უფრო სწორი იქნებოდა: ვხედავ ხოლმე, მაგრამ რომ ვთქვა რო ძაან იშვიათადთქო არა. ლოგიკⒶ მეც მაგრად მევასება, ჩემი ფავორიტი არის... |
Posted by: ლოგიკⒶ 11 Jan 2017, 23:19 | ||||
nforumi
როგორც მახსოვს არსად მითქვამს ან მიმინიშნებია რომ არასწორად გამოტანილი დასკვნის გამო აზრის გამოთქმა უნდა აეკრძალოს ხალხს თქო ALIENSS ხელმოწერაშიც მისი ციტატა მაქ არვიცი იცანი თუ არა
|
Posted by: nforumi 11 Jan 2017, 23:40 | ||||
ლოგიკⒶ
ეგ არც მიგულისხმია. ისე ზოგადად ვთქვი. ALIENSS
|
Posted by: ALIENSS 12 Jan 2017, 14:23 | ||
ლოგიკⒶ
|
Posted by: antaresi 15 Jan 2017, 19:45 |
მოგესალმებით, მე ვარ ახალი მომხმარებელი. დავაარსე "საქართველოს ასტრონომიის კლუბი" რომლის მიზანიც არის საქართველოში ასტრონომიის და მეცნიერების პოპულარიზაცია. ორგანიზებას ვუწევთ საჯარო ლექციებს და ასტრონომიულ დაკვირვებებს. კლუბის ოფიციალურო ფეისბუკ გვერდია https://www.facebook.com/GAC.ge/?fref=ts ხოლო ოფიციალური ფეისბუკ ჯგუფი https://www.facebook.com/groups/GeoAstroClub/ ვინც დაინტერესებული ხართ ამ საკითხით ხთხოვთ მომაწოდოთ იდეები კლუბის მუშაობასთან და განვითარებასთან დაკავშირებით, ასევე ერთად დავგეგმოთ ღონისძიებები. |
Posted by: antaresi 15 Jan 2017, 23:28 |
ბეჟანბეჟანი მარსი წითელი იმიტომ არის რომ მისი მტვერი დიდი რაოდენობით შეიცავს რკინას და ჟანგს ასე რომ დედამიწიდან ჩატანილი ქვა მარსის ქვის მსგავსად წითელი არ იქნება. |
Posted by: ბეჟანბეჟანი 16 Jan 2017, 00:24 | ||
antaresi
ვერ ვხვდები რომელ პოსტს ეხმიანები. ალბათ, მზის სიშორის გამო ფერთა განსხვავებაზე მარსსა და დედამიწაზე. მარსიდან დედამიწაზე ჩამოტანილი ქვა აქ უფრო ნათელი გამოჩნდება, ვიდრე მარსზე და პირიქით. დედამიწაზე დანახული ფერადი საგანი მარსზე უფრო სხვა ტონში იქნება. |
Posted by: taimbola 16 Jan 2017, 05:04 |
5რტჯჰუერ ქჰე ჰეჰ ექრჰ ერ ეჰ ქე ჰ გაფრთხილება! უაზრო, არაფრის მთქმელი პოსტი. 4.3.9. უაზრო,უშინაარსო გზავნილი (ფლუდი) |
Posted by: antaresi 16 Jan 2017, 10:56 |
ბეჟანბეჟანი კი მაგ პოსტზე დავწერე ეგ პასუხი. |
Posted by: SolomonKane 24 Jan 2017, 14:07 |
სალამი, ოფფტოპიკია შეიძლება და ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სხვაგან არ ვიცი სად შეიძლება მეკითხა: ტელესკოპები იყიდება სადმე თბილისში ? |
Posted by: Green Earth 30 Jan 2017, 20:02 | ||
დღესაც უჩვეულოდ დიდი და კაშკაშაა. ეტყობა წელს განსაკუთრებით ახლო მანძილზე აქვს ორბიტა დედამიწისგან. ადრე მასე დიდი არასოდეს მინახავს ვარსკვლავი. |
Posted by: Tocadero 3 Feb 2017, 17:42 |
SolomonKane მაი მარკეტზე ნახე არის ხოლმე ხანდახან რაღაცეები მაგრამ იაფი არ იქნება რამე იაფს თუ ნახავ მოერიდე არ იყიდო ფულის ტყუილა გადაყრა იქნება https://www.mymarket.ge/ka/product/view/10403728/ |
Posted by: nforumi 3 Feb 2017, 22:50 | ||
Green Earth
ვარსკვლავი არა ოღონდ, პლანეტა |
Posted by: Foreign-Affairs 8 Feb 2017, 19:02 |
2022 წელს, გედის თანავარსკვლავედში მყოფი ორჯერადი ვარსკვლავი KIC 9832227 ერთ ვარსკვლავად გადაიქცევა და მიაღწევს 2 ვარსკვლავიერ სიდიდეს, ანუ ხილული გახდება შეუარაღებელი თვალისათვის. http://www.astronomy.com/news/2017/01/2022-red-nova |
Posted by: nocs_13 9 Feb 2017, 14:35 |
https://www.eurekalert.org/pub_releases/2017-02/uoc-abo020717.php ვაი ამათ პატრონს. |
Posted by: giogobrona 10 Feb 2017, 16:22 |
რა მაინტერესებს ძმებო იცით? ვოიაჯერ 1 რამდენი სიმღერაა და კონკრეტულად რომელი სიმღერები |
Posted by: koba71786 11 Feb 2017, 00:53 | ||
giogobrona
აქ ნახავ https://en.wikipedia.org/wiki/Contents_of_the_Voyager_Golden_Record#Sounds |
Posted by: nforumi 15 Feb 2017, 09:23 |
წუხელ მარსთან უნდა ქონოდა დედამიწას უახლოესი პოზიცია... სურათი არავის გადაუღია? |
Posted by: davitabarca 19 Feb 2017, 01:06 |
გამარჯობა ეს თემა მომასწავლეს ამ კითხვის დასასმელად ირმის ნახტომი ცაზე რომელი საათიდან ჩნდება? თუ როგორც კი დაღამდება ეგრევე ჩანს ფოტოს გადაღება მინდა და დაახლოვებით როდის უნდა ვიყო მზად? დეტალურად თუ ამიხსნით მადლობელი დაგრჩებით თუ სისულელეს ვწერ მომიტევეთ |
Posted by: nforumi 19 Feb 2017, 01:17 |
davitabarca თუ გალაქტიკას გულისხმობ, ცაზე რაც ვარსკვლავი ჩანს შეუიარაღებული თვალით, ყველა ირმის ნახტომისაა. |
Posted by: asphurcela 19 Feb 2017, 01:50 |
nforumi არა, გრძელ ნათელ ზოლად რო ჩანს, ის უნდა. გალაქტიკის ცენტრისკენ უნდა გახედვა davitabarca მოკლედ საფხულში ივლისს აგვისტოში გაქვს კარგი შანსი, და აუცილებლად მაღალ მთაში ადი, არ გვაქ საქართველოში თუ რა მზე რო ჩავა და კარგა ჩამობნელდება, სამხრეთის-აღმოსავლეთის მხრიდან ჩრDილო დასავლეთით გადაიჭიმება ეგ ზოლი. ზამთრის სეზონზე მგონი შანსი არ გაქვს, რადგან მზის და დედამიწის მდებარეობა ისეა რო გალაქტიკის ცენტრი მხოლოდ დღე "ჩანს" (ცხადია ვერ გამოჩნდება დღე). ზაფხულში რაჭაში რო ვარ ხოლმე, ღამე მშვენიერი სანახაობაა |
Posted by: nforumi 19 Feb 2017, 09:27 | ||
asphurcela დაბრუნდი თუ ისევ შემორბენით ხარ?
გალაქტიკის ცენტრი კი არა, როგორც მახსოვს სულ რამდენიმე ათასი სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავები ჩანს თვალით... არასწორად მახსოვს? |
Posted by: davitabarca 19 Feb 2017, 12:03 |
nforumi ამას ვგულისხომ. ხო ამას ქვია ირმის ნახტომი? http://www.picz.ge asphurcela ადგილი შერჩეული მაქვს გურიის მთებში, იმედია მთვარე არ იქნება ესეიგი ველოდები ზაფხულს მანამდე შეიძლება 8-15 ლინზაც ვიყიდო. აუცილებლად განახებთ ფოტოებსაც და თაიმლეფსსაც მადლობა მეგობრებო |
Posted by: nforumi 19 Feb 2017, 12:44 | ||
კაი სურათია. ეგ არის ირმის ნახტომის ძალიან მცირე ნაწილი. https://cdn0.vox-cdn.com/thumbor/GUGFckYAAs-wMtJkuVjOUXEdDSA=/800x0/filters:no_upscale()/cdn0.vox-cdn.com/uploads/chorus_asset/file/3615044/NS_MILKY_WAY_POSTER.0.0.jpg |
Posted by: davitabarca 19 Feb 2017, 12:52 |
nforumi ზუსტად მაგის გადაღება მინდა ველოდები ზაფხულს |
Posted by: nforumi 19 Feb 2017, 17:42 | ||
davitabarca
კაია, მოვა ახალი ამბავია, ტრამპს მთვარის ორბიტაზე უნდაო ასტრონავტების გაშვება: http://dailycaller.com/2017/02/16/trump-makes-nasa-add-astronauts-to-moon-mission-could-save-10-billion/ 10:43 AM 02/16/2017 |
Posted by: pato-7 24 Feb 2017, 18:14 | ||
მაისიდან -ოქტომბრის(დაახლოებით) ჩათვლით შეგიძლია ნახვა, სურათებში როგორც ჩანს შეუიარაღებელი თვალით ეგრე კაშკაშა არ იქნება, მაგრამ მაინც მაგარია. როგორც უკვე გითხრეს, ძალიან ბნელ ადგილას უნდა გახვიდე. ფოტოს გადასაღებად კამერა უნდა გადაიყვანო ხელით მართვის რეჟიმზე(M(Manual)), მონაცემები დააყენე შემდეგნაირად: ISO 3200(ან თუ უფრო ნათელი ფოტო გინდა 6400, (სინათლის მგრძნობელობაა ეს)); Shutter speed - 30წმ(30 წამის განმავლობაში გადაიღებს სურათს, შტატივი დაგჭირდება აუცილებლად, უძრავად უნდა იყოს კამერა ამ დროის განმავლობაში); f(aperture)-სასურველია 2.8. წარმატებები. მე ესე მაქვს გადაღებული. http://www.astropix.com/html/i_astrop/quick.html - კარგი საიტია რისი გადაღებაც გინდა ეგ არის ჩვენი გალაქტიკის(ირმის ნახტომის) ცენტრი |
Posted by: nforumi 24 Feb 2017, 18:50 | ||
pato-7
ცენტრი თუ ცენტრის მიმართულება? ცენტრამდე სად წვდება ჩვენი მზერა, ნახევარმდეც ვერა... |
Posted by: ლოგიკⒶ 24 Feb 2017, 20:31 | ||||
|
Posted by: nforumi 24 Feb 2017, 23:43 | ||||||
მართალია, მაგრამ მასეთი კამერა არა მგონია რომ ქონდეს |
Posted by: გიორგი XII 28 Feb 2017, 16:58 |
ჩაკრულო რატო გაუშვეს ვინმემ იცის? |
Posted by: Jermina 22 Mar 2017, 21:03 |
ერთი ჩაინიკური შეკითხვა მაქვს)) გადაცემას ვუყურებდი, სადაც დასმულ კითხვაზე რატომ არის ცა ღამით ბნელი? ასეთი ახსნა მოუძებნეს, რომ ყველა ვარკვლავის სინათლეს არ მოუღწევია დედამიწამდე (სივრცის მუდმივი გაფართოების გამო) თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, გვექნებოდა ღამითაც გაჩახჩახებული ცა. ხოდა რა მაინტერესებს, თუკი უშორესი ვარსკვლავებიდან სინათლე არ მოსულა ჩვენამდე, საიდან ვიცით მანძილი ამ ვარსკვლავებამდე ანდა სულაც დაკვირვებადი სამყაროს ფარგლები? თუ არ მეშლება 14 მილიარდი სინათლის წელი. |
Posted by: DRAKONI 22 Mar 2017, 22:44 | ||
Jermina
დედამიწამდე აღწევს ყველა ვარსკვლავის სინათლე, რომელიც ხილული ჰორიზონტის შიგნით არსებობს. ღამე იმიტომ ბნელა, რომ სამყაროში ვარსკვლავების რაოდენობა არის სასრული. ანუ სამყარო რომ უსასრულო იყოს, და ვარსკვლავების რაოდენობაც უსასრულო, მაშინ ღამე ცა დღესავით იქნება განათებული. |
Posted by: nforumi 22 Mar 2017, 23:14 | ||
DRAKONI
დღესავით განათებულობისთვის უსასრულო დრო იქნებოდა კიდე საჭირო... წარსულის მიმართულებით. |
Posted by: MsBrightside 23 Mar 2017, 00:36 |
გამარჯობა უმაგრესო ხალხო! ასტრონომია ვისაც უყვარს უკვე კაი ტიპია! ძაან გამიხარდა ამ თემის ნახვა პირველივე პოსტით მინდა დახმარება გთხოვოთ, თუ გახსენდებათ ისეთი საიტები სადაც ძალიან დიდი გაფართოვებით ვნახავ ასტრონომიის თემაზე ფოტოებს? რომც ფასიანი იყოს, ოღონდ სასწაულიც არ ღირდეს და ერთი ფოტოს იოლად ყიდვაც შეიძლებოდეს. მოკლედ დიიიდი ხნის ოცნება მინდა ავისრულო და ახალ სახლში/ოთახში ერთ მთლიან კედელზე გავაკრა კოსმოსი შპალერივით დავაბეჭდინებ. გადავქექე გუგლი და ამდენ მაგარ ფოტოში მთლად ის ვერ ვნახე რაც მინდა, ძაან რეალისტური ფოტოც არ მინდა, არც მარტო ნისლეული და არც მშრალად ერთ ხაზზე გამწკრივებული მზის სისტემის პლანეტები. რაღაც ისეთი მინდა ვიპოვო რო ყველაფერს იტევდეს, მთელ კოსმოსის სილამაზეს : ))) აუცილებლად პლანეტებიც ჩანდეს და კაი ინქბება ნისლეულიც ფონად. ანუ ფაქტიურად არტ ფოტო, ოღონდ ძაან ნახატივით და არარეალისტურ ფერებში არა. მოკლედ ბევრი მოვინდომე მარა იმდენი ხანია ეს მინდა... |
Posted by: nocs_13 23 Mar 2017, 00:48 | ||
ნასას ოფიციალრუ საიტზე. მგონი მარსის რუკაც დევს რამდენიმე გიგაბაიტიანი. |
Posted by: AnneSh 23 Mar 2017, 00:50 |
MsBrightside აუ რა მაგარიაა , მეც მინდააა თამბლერზე ნახე? ხანდახან კარგი ფოტოები იდება მანდ ნასას საიტზეც შედი , იქნებ რამეს წააწყდე |
Posted by: MsBrightside 23 Mar 2017, 00:53 |
nocs_13 მანდ ხო მხოლოდ რეალური ფოტოებია, ანუ ცოტა "შელამაზებული" მინდა, ნისლეული და პლანეტებიც რო ჩავტიო ამ ერთ კედელზე )) |
Posted by: DRAKONI 23 Mar 2017, 00:53 | ||
nforumi
მაშინ ასე ვთქვათ უფრო კორტექტულად: სამყარო რომ უსასრულო იყოს დროსა და სივრცეში, მაშინ დედამიწაზე მოვიდოდა უსასრულო რაოდენობის ვარსკვლავიდან სინათლის სხივი. და ღამე იქნებოდა დღესავით ნათელი. |
Posted by: nforumi 23 Mar 2017, 01:20 | ||
DRAKONI
ეს უფრო კორექტულია, კი. ასე იქნებოდა, თუ გზაში სადმე დიდი ობიექტი არ ჩამოეფარებოდა რომელიმე მიმართულებით. თუმცა თვალისთვის ნებისმიერი ასეთი წინაღობა მაინც შეუმჩნეველი დარჩებოდა. |
Posted by: MsBrightside 23 Mar 2017, 02:12 | ||
მარა მოდის მხოლოდ ის რაც სამყაროს ასაკის ოდენობის დაშორებაზეა, ანუ რისმა სხივმაც მოასწრო მოსვლა, ჯერ ჰაბლის კანონი კიარადა რა ერქვა დამავიწყდა ანუ უსასრულობა არ უშლის და არ მოქმედებს, რაც გინდა უსასრულო იყოს სამყარო მაინც დასჭირდებოდათ დრო ამ სხივებს/გამოსახულებას მოსასვლელად, და იმ ობიექტიდან მოსვლას ვერ მოასწრებდა რომელიც იმდენადაა დაშორებული რომ დრო არ კმარა მოსასვლელად |
Posted by: asphurcela 23 Mar 2017, 13:25 | ||
DRAKONI
რატომ? გალაქტიკებია გაფანტული სივრცეში და თან შორდებიან ერთმანეთს. რაც შორია მით მეტი სიჩქარით გარბის და არის საზღვარი საიდანაც სინათლე უბრალოდ ვეღარ მოვა. იმის იქით რა ხდება არავინ იცის და შესაბამისად ღამის ცის კაშკაში საიდან დაასკვენი? MsBrightside სწორეა |
Posted by: nforumi 23 Mar 2017, 14:17 | ||||
თუ სამყაროს გაფართოებას არ მივიღებდით მხედველობაში და ჩავთლიდით რომ სამყარო უსასრულოა დროში და სივრცეში, მაშინ იქნებოდა ასე. თუ გაფართოებას მივიღებთ მხედველობაში, ანუ გარკვეული მანძილის იქით სინათლეზე სწრაფად იზრდება დაცილება, მაშინ ცხადია არ გაგვინათდება ცა |
Posted by: DRAKONI 23 Mar 2017, 15:24 |
MsBrightside აქ "ჯერ" არაფერ შუაშია. ყველა ვარსკვლავი, რომელსაც ვხედავთ, არის ჩვენი სამყარო, რომელზეც დაკვირვება შეგვიძლია. არავითარი ახალი ვარსკვლავიდან სინათლის სხივი აღარ მოვა, იმიტომ რომ ჩვენ უკვე ვხედავთ სამყაროს ჰორიზონტს, ანუ დაახლოებით 13-14 მილიარს წელს. ყველა ვარსკვლავიდან, რომელიც ამ ჰორიზონტის შიგნითაა სინათლე უკვე მოვიდა. ხოლო იმ გალაქტიკებიდან, რომელიც გაცდა ჰორიზონტს, სხივი ვერასოდეს ვერ მოვა. ვერც ჩვენ მივალთ ვერასდროს იმ გალაქტიკებამდე, და ვერც ვერანაირად დავაკვირდებით. აქედან გამომდინარე, სამყაროში, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია დავაკვირდეთ, დავინახოთ, ვარსკვლავების რაოდენობა არის სასრული. ამიტომ არის ღამე ცა შავი. |
Posted by: Jermina 23 Mar 2017, 19:30 |
კიდევ ერთი შეკითხვა იმავე დოკუმენტური ფილმიდან) მაშ ასე, წამყვანი ფიზიკოსი ამბობს, რომ დედამიწიდან მაქსიმალურად დაშორებული აღქმადი ობიექტები იმყოფებიან 45 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე. აქაც ისმის კითხვა, 14 მილიარდი წლის მანძილზე როგორ დაგვშორდნენ ეს ობიექტები ამ მანძილით და ყველაზე მთავარი, როგორ გაზომეს ეს მანძილი? |
Posted by: MsBrightside 24 Mar 2017, 01:14 | ||||
DRAKONI ჰო, მართალი ხარ, თუ სამყაროს გაფართოვების სიჩქარე სინათლისაზე სწრაფია მართლაც ვეღარასდროს დაგვეწევიან. მაგრამ სიტყვაზე 14 მილიარდი და მეტით დაშორებული ვარსკვლავის სხივი მოვა მომავალში, მაგრამ ეს ვარსკვლავი იმ მომენტისთვის ცხადია აღარ იქნება ჩვენიდან ამ დაშორებაზე და უკვე შორს იქნება, ან აღარც იქნება. არა? * * * Jermina
არ ვიცი რა ფილმზე ამბობ. მაგრამ ჩვენიდან ხილვადი ვერანაირად ვერ იქნება 45 მლრდ სინათლის წლის მანძილზე მყოფი, რადგან სამყაროს ასაკია გაცილებით ნაკლები და მათი სხივი ვერანაირად მოასწრებდა ჩვენამდე მოსვლას. აღქმადი ვერ იქნება, მაგრამ ვარაუდი შეიძლება აქვთ რომ ამ სიშორემდე არსებობს სამყარო, რადგან თეორიის მიხედვით სამყაროს გაფართოვების (ანუ დაშორების) სიჩქარე სინათლის სიჩქარეზე დიდია * * * AnneSh
თამბლერზე მაგხელა გაფართოებით მგონი არ დევს. 20 მეგგაპიქსელის ზევით ვეძებ (სადღაც 5200-3900 და მეტი გაფართოვებებით), ისევ გუგლი რა, მარა მთლად რაც მინდა ვერ შევარჩიე ყველა "გემრიელობა" მინდა ჩავტენო ამ ერთ ფოტოში რო მერე დავტკბე და დავტკბე )))) |
Posted by: nocs_13 24 Mar 2017, 11:35 |
ერთს დავანამიოკებ. ზოგადად როცა გაფართოებაზე მიდის საუბარი, უმთავრესად ნიშნავს რომ დიდი აფეთქების თეორიის მიხედვით მიმდინარეობს. დიდი აფეთქების თეორია მუშაობს მხოლოდ სასრული რაოდენობის ვარსკვლავების ფარგლებში, ანუ ზოგადად სასრული რაოდენობის მასის შემთხვევაში. თუ დავუშვებთ რომ სამყაროში უსასრულო მასაა, მაშინ გამოდის რომ დიდი აფეთქება უნდა გადავდოთ გვერდზე და სამყაროს გაფართოება სხვა ტეორიის ფარგლებში განვიხილოთ. ამისთვის კი იმ "ახალი" თეორიის შემოტანაა ჯერ საჭირო. თუ სამყარო სინათლის სიჩქარეზე მაღალი სიჩქარით ფართოვდება მაშინ მისი მანძილი გაცილებით უნდა აღემატებოდეს 45მილიარდს. დიდი აფეთქების თეორიაშიც ფიგურირებს მომენტი რომ ადრეულ ეტაპზე სამყარო ფაზური(სინათლეზე მეტი) სიჩქარით ფართოვდებოდა. ისე კი ზოგადად შესაძლოა დრო მოვიდა დიდი აფეთქების თეორიაც გადაიხედოს. თუმცა ჯერ დასკვნებისთვის ცოტა ნაადრევია. |
Posted by: DaNGeR_DaNGeR 24 Mar 2017, 19:01 |
........................................................................................................................ |
Posted by: Tariel 24 Mar 2017, 20:31 |
ერთი კითხვა მაქვს, დიდი აფეთქება რომ მოხდა ყველაფერი ხომ სფეროსებურად ფართოვდება და სადაც აფეთქება მოხდა იმ ადგილზე რა არის? |
Posted by: MsBrightside 25 Mar 2017, 00:30 |
nocs_13 დიდი აფეთქების გადახედვა შეიძლება, მაგრამ უფრო უკეთესიც ჯერ არაფერი გვაქ. კი, თავიდან ეტაპზე ყველაზე დიდი სიჩქარით გაფართოვდა სამყარო და მერე დაიკლო სიჩქარემ, მაგრამ თეორიის მიხედვით მგონი ახლაც სინათლეზე ჩქარა ფართოვდება. მაგრამ გაფართოვების სიჩქარე და თუნდაც ის რომ თავიდან გაცილებით ჩქარა ფართოვდებოდა, აი ეს თეორიები რით "საბუთდება"? უსასრულობას რაც ეხება, თუ მასის უსასრულობას დავუშვებთ მაშინ სამყაროც უსასრულოა, და ცხადია მის გაფართოვებაზე ვეღარ ვისაუბრებთ საერთოდ Tariel სამყაროს ცენტრი სავარაუდოდ, ყველაზე დიდი ჰიპერ-სუპერმასიური შავი ხვრელით * * * ჩემი საყვარელი პლანეტა იუპიტერი, როგორ გვიცავს |
Posted by: nocs_13 25 Mar 2017, 21:42 | ||||
ელემენტარული "ჩმორიზმით" საბუთდება. საქმე იმაშია რომ სამყარო იმაზე დიდია ვიდრე პირდაპირ დიდი აფეთქების თეორიას + ფარდობითობა. ჰოდა რომ ნახეს რომ ვერანაირად ვერ ეტეოდნენ და მათემატიკა არ არეოდათ, დაუშვეს რომ საწყის ეტაპზე სანამ ადრონული მასა ჩამოყალიბდებოდა მანამ სინათლეზე სწრაფად ვრცელდებოდაო. ჰოდა სულ ესაა მათი "საბუთები". რაც არუნდა პარადოქსულად ჟღერდეს
მასის უსასრულობა კი ნიშნავს გრავიტაციის უსასრულობას, რაც ყველანაირ გაფართოებას ტაბუს ადებს. |
Posted by: MsBrightside 25 Mar 2017, 22:29 |
nocs_13 ჰმმ, "ცუდი" საბუთებია და იდეაში ახლა აღარ ფართოვდებაო სინათლეზე სწრაფად? მე მახსოვს თითქოს ახლაც ასეა. მარა ეს იმდენად თეორიებია რო მაინც ვერ აღვიქვავ ძაან სერიოზულად, როგორც გემრიელ ზღაპარს, როგორც ედემის ბაღს და ადამ-ევას ანუ გაფართოვების სიჩქარესა და ამ სიჩქარის ისტორიაზე ვიძახი, თორემ გაფართოვება თითონ იდეაში გალაქტიკების მოძრაობითაც ხო "საბუთდება" |
Posted by: sanfol 25 Mar 2017, 23:46 |
მე მაინტერესებს რით ვასაბუთებთ დიდი აფეთქების თეორიის უტყუარობას? |
Posted by: nocs_13 26 Mar 2017, 10:16 | ||
საქმე იმაშია რომ ელემენტარული ლოგიკა ითხოვს, რადგან სამყარო ფართოვდება და ეს გაფართოება ჰგავს სიმეტრიულს(თითქოს სფერო ფართოვდებაო). ამასთან ვიცით რომ ღრავიტაცია იზიდავს და გაფართოებას ეწინააღმდეგება, ესეიგი რაღაცა სერიოზული უძღვოდა წინ რომ ასე მომხდარიყო. ხოლო თუ გადავთვლით გალაქტიკების რაოდენობას იმათ მასას შესაფერის გრავიტაციას რომ ეს ყველაფერი დაძლეულიყო. ძალაუნებურად მივდივართ "დიდი აფეთქების" ტიპის თეორიასთან. სანამ ბნელ მატერიას "აღმოაჩენდნენ" დაობდნენ იმაზე ეს გაფართოება შეკუმშვით დასრულდება თუ მარადიულად გაფართოებადი იქნებაო და ა.შ. ერთი სიტყვით ეს თეორია "ლოგიკურია" თუმცა რათქმაუნდა კითხვებს ბადებს და დასაზუსტებელიც არის რაღაცეები. აქ უფრო სხვა საკითხია მგონი მნიშვნელოვანი.საერთოდ უნდა გვაღელვებდეს თუ არა ეს საკითხი და მის კვლევაში იხარჯებოდეს ის თანხები რაც იდება, თუ არა. უახლესი მილიარდი წლები ბევრი არაფერი შეიცვლება სამყაროს ფარგლებში, ამიტომ იქნებ ჯობია უფრო საჭირო საკითხებზე გაკათდეს აქცენტი და ეს "სამყაროს საწყისიც" როგორც თანმდევი თავისით მოვა. |
Posted by: MsBrightside 26 Mar 2017, 22:17 | ||||
nocs_13
ან ელემენტარულად ბნელი ენერგიის თეორია (ანტიგრავიტაცია) დადასტურდება და მარტივად ახსნის ამ ამბავს. პრინციპში აინშტაინმაც ხო იწინასწარმეტყველა ეგეთი რამის არსებობა, ანუ თუ გრავიტაციის საპირისპიროდ არ მოქმედებს "რაღაც" გაფართოვება კიარა კოლაფსისკენ შეიძლება წასულიყო, პირველი ბიძგის ენერგიის დაგკარგვის შემდეგ.
კი, მაგაზე გეთანხმები მიუხედავად იმისა რო ეს სფერო ძალიან მიყვარს და დიდი იმედი მაქ სიცოცხლეშივე მოვესწრები რაიმე მართლა დიდ აღმოჩენებსა და პასუხებს. ცერნში ვიყავი შარშან და ისეთი ენთუზიაზმ-ინტერესით ველოდი, ადგილზე კი მსგავსი კითხვები უფრო და უფრო გამიჩნდა.... |
Posted by: ლოგიკⒶ 27 Mar 2017, 13:27 | ||
sanfol
უტყუარობაში რას გულისხმობ გააჩნია... სინგულარობა რომ არსებობდა და ეგ რომ აფეთქდა ამის მატერიალური მტკიცებულებები არარსებობს ეგ მხოლოდ "მათემატიკურ" დონეზეა გამოთვლილი იმიტომ რომ დღეს დღეობით შეუძლებელია რაღაცა სახის ინფორმაციის მიღება მაგ მოვლენის შესახებ თუმცა მომავალში იგეგმება მზის ორბიტაზე ზონდების გაშვება რომელიც დააფიქსირებენ უმცირეს გრავიტაციულ ტალღებსაც კი ანუ ეს ის ტალღები იქნება რომელიც უშუალოდ აფეთქების მომენტში წარმოიქმნა და ეგ იქნება ერთადერთი პირდაპირი მტკიცებულება რისი მოპოვებაც შეიძლება უახლოეს მომავალში ხოლო აფეთქების შემდეგ რაც მოხდა ამის პირდაპირი მტკიცებულებები უკვე არსებობს რისი დანახვაც შესაძლებელია ფიზიკურად... ბევრი რამის დაწერა შეიძლება გააჩნია შენ რა დონეზე გაქ ასტრონომია შესწავლილი და რა დონეზე გესმის კოსმოსის მოქმედების პრინციპები 1) ის უნდა გაიაზრო რომ რაც უფრო შორეულ ობიექტს ვაკვირდებით მით უფრო წარსულს ვუყურებთ იმიტომ რომ ნებისმიერ სიგნალს სჭირდება დრო რომ ჩვენამდე მოაღწიოს ხოდა ახლოს მდებარე ობიექტიდან სწრაფად მოდის სიგნალი შეიძლება სიტყვაზე 1000 წელი დასჭირდეს ხოლო შორს მყოფ ობიექტიდან დიდი დრო უნდა სიგნალის მოსვლას შეიძლება მილიონი ან მილიარდი წელი დასჭირდეს რათქმაუნდა გააჩნია მანძილს... ხოდა როდესაც მაქსიმალურად შორს ვიხედებით ჩვენ ვხედავთ შორეულ წარსულს და ასე ნელნელა მოვყვებით ქრონოლოგიურ ისტორიას და ვხედავთ როგორ ვითარდებოდა ჩვენს სამყაროში მოვლენები 2) დიდი აფეთქებისას თავიდან არსებობდა უზარმაზარი ენერგია ხოლო ენერგია სხვაგვარად არის სითბო ანუ ძალიან დიდი ტემპერატურები იყო აფეთქების დროს მერე კი რაც უფრო გაფართოვდა სივრცე მით უფრო დაიკლო ტემპერატურამ... ხოლო უზარმაზარი ტემპერატურის არსებობისას საერთოდ ატომებიც და პროტონებიც იშლება ანუ მოკლედ რომ ვთქვა აფეთქებისას მატერია საერთოდ არარსებობდა ამ სახით და ეს ყველაფერი ნელნელა უნდა წარმოქმნილიყო ტემპერატურის დაცემასთან ერთად ყველაზე შორს რისი დანახვაც შეგვიძლია ანუ ყველაზე შორეულ წარსულში ვხედავთ მიკროტალღურ ფონურ გამოსხივებას ამ დროს არარსებობდნენ არც გალაქტიკები არც ვარსკვლავები და არც პლანეტები... მთელი სამყარო შედგებოდა მხოლოდ ცალკეული ატომებისგან წინააღმდეგ შემთხვევაში ამ ფონურ რადიაციას ვერ დავინახავდით (ძირითადად წყალბადის და ჰელიუმის ატომები იყო) შემდეგ ტემპერატურა კიდევ უფრო რომ დაეცა ამ ატომებმა შეწყვიტეს გამოსხივება ანუ ფონური გამოსხივება გაქრა და საერთოდ სიბნელე იყო სამყაროში იმიტომ რომ აღარაფერი ანათებდა (ამ პერიოდში ეს ატომები გროვდებოდნენ და იქმნებოდნენ პლანეტები) შემდეგ წარმოიქმნენ პირველი ვარსკვლავები და შემდგომში პირველი გალაქტიკები (უშუალოდ პირველი ვარსკვლავების და გალაქტიკების წარმოქმნის პროცესს ვერ ვხედავთ იმიტომ რომ ძალიან შორს არიან და ჰაბლის ტელესკოპი არარის საკმარისად ძლიერი თუმცა ჯეიმს ვების ტელესკოპს უშვებენ 2018 წელს რამაც წესით უნდა დაინახოს ეს პროცესი) მაგრამ ჰაბლს რისი დანახვაც შეუძლია (დაახლოებით 13 მილიარდი სინათლის წლის მანძილზე) მანდ ვხედავთ რომ სამყაროში არსებული ელემენტების ძირითადი ნაწილი იყო წყალბადი (პრაქტიკულად არარსებობდნენ მძიმე მეტალები რკინა ოქრო პლატინა და ასე შემდეგ) შემდგომში რაც უფრო მეტი ვარსკვლავი ფეთქდებოა და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა სულ უფრო ემატებოდნენ ეს მძიმე ელემენტები იმიტომ რომ ვარსკვლავის ბირთვში და ასევე აფეთქებისას წარმოიქმნებიან მძიმე მეტალები მოკლედ რომ ვთქვა ჩვენი სამყაროს ქრონოლოგია ემთხვევა დიდი აფეთქების პროგნოზებს და მომავალში კიდევ უფრო მეტს დავინახავთ როცა ჯეიმს ვების ტელესკოპს გაუშვებენ და რაც მთავარია როცა დიდი აფეთქების გრავიტაციულ ტალღებს დააკვირდებიან თუმცა ეგ იგეგმება 2030 წლისთვის https://en.wikipedia.org/wiki/Laser_Interferometer_Space_Antenna პ.ს. ეს არის არტისტის საინტერესო ნამუშევარი სადაც ჩანს რას ვხედავთ როცა კოსმოსს ვუყურებთ (წითელი ზოლი არის ფონური გამოსხივება) |
Posted by: sanfol 27 Mar 2017, 21:41 | ||||
ლოგიკⒶ ასტრონომიის დიდი მცოდნე არ ვარ ერთი ჰაბლის კანონი ვიცი v=Hr დანარჩენი ძაან ზედაპირულად
აქ რო დავაზუსტოდ სამყარო 13 მილიარდი წლისაა თუ 13 მილიარდი სინათლის წლის?
ტელესკოპის გარეშე ახლა ცაში რო ავიხედო რამდენი სინათლის წელიწადის დანახვას შევძლებ |
Posted by: nocs_13 27 Mar 2017, 21:43 | ||
არ მგონია ეგეთი დაკავშირება სწორი იყოს, თუ გავიხსენებთ ტემპერატურის განსაზღვრებას. |
Posted by: MsBrightside 27 Mar 2017, 21:48 | ||
sanfol
წლის. სინათლის წელი მანძილის საზომია |
Posted by: ლოგიკⒶ 27 Mar 2017, 22:43 | ||||||
sanfol კანონების ცოდნა არაა საჭირო და ფორმულების გამოყვანა... შეიძლება უბრალოდ ზოგადი ინფორმაცია გქონდეს რა ძალები როგორ მოქმედებს სამყაროში
სამყარო 13.78 მილიარდი წლისაა მაგრამ მანძილი იზომება სინათლის წლებში ანუ 13 მილიარდი სინათლის წელი ნიშნავს იმ მანძილს რის გასავლელადაც სინათლეს დასჭირდება 13 მილიარდი წელი
მთვარე არის 1.3 სინათლის წამით დაშორებული... მზე დაახლოებით 8 სინათლის წუთითაა ჩვენგან ხოლო სირიუსი (ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი ცაზე) 8.6 სინათლის წლით nocs_13
შეიძლება არც იყოს სწორი ეს უბრალოდ ჩემი ინტერპრეტაციაა... მაგრამ მე თუ არასწორად ვამბობ მაშინ სწორი დაკავშირება როგორი იქნება? |
Posted by: nforumi 28 Mar 2017, 15:52 | ||
ლოგიკⒶ
ის მაქსიმუმს კითხულობდა მე მგონი |
Posted by: ლოგიკⒶ 28 Mar 2017, 22:45 |
sanfol nforumi http://bfy.tw/Au96 |
Posted by: nforumi 29 Mar 2017, 03:09 | ||
ლოგიკⒶ
საინტერესოა. ასეა თუ ისე, 7500 ნიშნავს რომ ნებისმიერ შემთხვევაში 10 000-ის ფარგლებშია ჩვენი ხედვის მაქსიმუმი. |
Posted by: kaatinga 30 Mar 2017, 00:59 |
რა მინდა გკითხოთ. პლანეტები ტრიალებენ ვარსკვლავის გარშემო, თანამგზავრები პლანეტების გარშემო და ა.შ. ტრიალებენ გრავიტაციის გამო. ჰოოოოოდა, ამ ტრუალის დროს ნელ-ნელა უახლოვდებიან იმ ობიექტს რისი გრავიტაციის ტყვეებიც არიან, თუ არის ე.წ. მკვდარი ზონები, სადაც ჩერდებიან და არც წინ მიდიან არც უკან? ანუ წრეზე კი მოძრაობენ მაგრამ არც უახლოვდებიან და არც შორდებიან მიმზიდველ ობიექტს |
Posted by: nforumi 30 Mar 2017, 05:32 | ||
kaatinga
ზოგი უახლოვდება, ზოგი შორდება. ეს დამოკიდებულია პლანეტის ბრუნვის მიმართულებასთან რა მიმართება აქვს თანამგზავრის სიჩქარის ვექტორს. მაგალითად მთვარე შორდება დედამიწას ნელ-ნელა, 4სმ-ით წელიწადში როგორც მახსოვს. |
Posted by: ქაფქიანა 5 Apr 2017, 13:51 |
kaatinga იდეაში სწორედ ეგ მკვდარი ზონაა ორბიტა. მაგრამ აბსოლუტურად მკვდარი ზონები არ არსებობს. გრავიტაციული შეშფოთებების გამო ორბიტები ირღვევა. ოღონდ ეს დარღვევა რამდენად კანონზომიერია, მაგის გარკვევა უკვე საკმაოდ რთული პროცესია. |
Posted by: nforumi 5 Apr 2017, 15:54 | ||
kaatinga
უახლოვდებიან? გააჩნია რა შემთხვევაში. მთვარე მაგალითად გვშორდება ნელ-ნელა. |
Posted by: _I_B_E_R_I_E_L_I_ 5 Apr 2017, 20:02 |
დედამიწა ბრტყელიაო ზოგი რომ ასეთ თეორიას ავითარებს,ამაზე არაფერია თემაში? |
Posted by: ქაფქიანა 5 Apr 2017, 20:37 | ||
_I_B_E_R_I_E_L_I_
და რა უნდა იყოს? ,,დაჟე" თეორიას ანვითარებს ზოგიერთი? აბსურდი, ცრუმეცნიერული ###ობა და აზროვნების დეფიციტის მწვავე შეტევა აქ კი არა, ფსიქოლოგიის განყოფილებაში განიხილება, კერძოდ ფსიქიატრიის თემაში. |
Posted by: _I_B_E_R_I_E_L_I_ 5 Apr 2017, 21:12 | ||
ქაფქიანა სავსეა იუთუბი ამ თეორიის დამცველებით.
ნუ მთლად ასე მარტივად რომ იყოს ყველაფერი და მავანი მაწონის შავობას ამტკიცებდეს ეგრე არ არის. იქითა ფლანგზეც არ არიან მთლად უმეცრები. ჭეშმარიტება კამათში იბადება. ჰოდა იკამათონ. ხომ იყო დრო,როდესაც პირიქით ეგონა აბსოლუტურ უმრავლესობას და გარკვეული ხერხებით უმტკიცებდნენ ,,ბრტყელისტები'' ,,მრგვალისტებს'' ბრტყელიაო, თან კოცონებზე წვავდნენ. ვნახოთ ეხლა რა მოხდება.. რამდენიმე წელიწადში კარგ რაზგონს აკრეფს ეს საკითხი ვეჭვობ... |
Posted by: ქაფქიანა 5 Apr 2017, 21:18 | ||||||
_I_B_E_R_I_E_L_I_
და? რა? მერე? ანუ?
ეგრეა. აი ასე მარტივად.
მრცხვენია კიდეც, ამ თემაზე რომ გპასუხობ. |
Posted by: _I_B_E_R_I_E_L_I_ 5 Apr 2017, 21:24 |
ქაფქიანა და რატომ გრცხვენია, გაერთე ყურებით. და მე რას მპასუხობ ვერ მივხვდი. არ მიკითხავს მგონი არაფერი.. |
Posted by: ქაფქიანა 5 Apr 2017, 21:32 |
_I_B_E_R_I_E_L_I_ იმიტომ მრცხვენია და იმიტომ ვერ გავერთობი, რომ სწორედ ასეთი ანტიმეცნიერული, შიზოიდური ბოდვა აფერხებს მეცნიერების და ცივილიზაციის განვითარებას. ვერ გავერთობი, იმიტომ რომ ამ ბოდვით უცოდინარ ადამიანებს ტვინს უწამლავენ. შენ რა შუაში ხარ, მაგრამ მაგ მანიაკალური ბოდვის მქადაგებლები კოსმოსში უნდა გასტყორცნო სკაფანდრის გარეშე, რომ თავიანთი თვალით ნახონ და შეამოწმონ. როგორ არ გიკითხავს. შენს პოსტს ბოლოში კითხვის ნიშანი ერთვის. |
Posted by: _I_B_E_R_I_E_L_I_ 5 Apr 2017, 21:37 | ||||
ქაფქიანა
ეგ კოცონზე დაწვაზე უარესი არ არის? მე სიამოვნებით ვერთობი. თუმცა ამ თემაზე დავა რომ იყო იუთუბზე,ეს სულ რაღაც ერთი კვირაა რაც აღმოვაჩინე. მომბეზრდება და შევეშვები.
ის სხვა,ზოგადი შეკითხვაა თემაში ამდაგვარი აზრები ხომ არ გაჟღერებულა მეთქი. საერთოდაც პირველად შემოვედი აქ. |
Posted by: ქაფქიანა 5 Apr 2017, 21:40 | ||||
_I_B_E_R_I_E_L_I_
უარესია კი. მაგრამ რა, მამენტ ხომ სჯერათ, რომ კოსმოსიც არ არსებობს?
გასართობი როგორაა. აი გასართობი რა არის - ჩვენი სამყაროს უსასრული სილამაზე, მწყობრი და ლამაზი ფიზიკურ - მათემატიკური კანონები. არ სჯობია ამით გაერთო, ვიდრე მანიაკალური ბოდვით? |
Posted by: ბეჟანბეჟანი 5 Apr 2017, 21:56 | ||
_I_B_E_R_I_E_L_I_
რად უნდა ამას თემა და თეორია. გაიხედ-გამოიხედე ირგვლივ. სიმრგვალეს ხედავ სადმე? მაგრამ არც სულ ბრტყელია. მიწა მთა-გორიანიცაა. ბრტყელი არის ზღვა და ოკეანე. ფიზიკაში ხომ ვისწავლეთ ზიარჭურჭელი. ისიც ვიცით, რომ ზიარჭურჭელი იქნება თუ მიხვეულ-მოხვეული ჭურჭელი, წყლის დონე მის ყველა წერტილში ერთ დონეზეა. დედამიწა მრგვალი რომ იყოს, ხომ გამოვა, რომ შავი ზღვა მთელი დედამიწისხელა დიამეტრით მაღლა იქნება მექსიკის ზღვაზე. და თუ მაღლა იქნება, მთელი წყალი ხომ იქ ჩაიღვრება. და რადგამ წყალი არსად არ იღვრება და ყველა მეცნიერი გვიმტკიცებს, რომ ოკეანის დონე დედამიწის ნებისმიერი ადგილისათვის არის ნულოვანი ნიშნული, დედამიწა სფეროსებრი რანაირადღა გამოდის? მაშინ ან ზიარჭურჭელი კანონი შეცვალონ და ან თქვან, რომ ატლანტიკის და წყნარი ოკეანეები სხვადასხვა დონეზე არიან. მაგრამ ამას ვერ იტყვიან, რადგანაც წყლის თვისებაა დონეთა გათანაბრება. თუ არ გჯერათ და ჩასხით ჭიქაში წყალი და თუ ერთ მხარეს მაღლა იქნა და მეორე მხარეს დაბლა, მაშინ დამწვით ჯორდანო ბრუნოსავით. |
Posted by: _I_B_E_R_I_E_L_I_ 5 Apr 2017, 23:02 | ||
ბეჟანბეჟანი
წეღან მაცივარში შევიხედე და კვერცხი დავლანდე. ბავშვების სათამაშოებს შორის კი ბურთი. |
Posted by: ლოგიკⒶ 6 Apr 2017, 02:52 | ||
ქაფქიანა
შენ ასეთი რეაქცია იმიტომ გაქ რომ მთელი ცხოვრება გესმის დედამიწა მრგვალიაო და არ შეხვედრილხარ ბრტყელი დედამიწის მომხრეებს შესაბამისად ძალიან მიუღებლად გეჩვენება ეგ იდეა თორე აბა მითხარი რა სხვაობაა იმ მოსაზრებას შორის რომ 1) დედამიწა ბრტყელია 2) უცხოპლანეტელები გვსტუმრობენ და იტაცებენ ხალხს 3) ენები იმის შედეგად წარმოიქმნა რომ ბაბილონის გოდოლს აშენებდა ხალხი და ღმერთი გაუწყრათ 4) ადამიანის დაბადების თარიღსა და ვარსკვლავის ადგილმდებარეობას გავლენა აქვს მის ბედზე რეალურად არც არანაირი სხვაობა არაა ყველა მათგანი არის არასწორი აზროვნების ნაყოფი როდესაც კრიტიკულად აზროვნება და საკმარისი ცოდნა არ გააჩნია ადამიანს ამა თუ იმ სფეროში... მაგრამ არის ილუზიები რომელიც უფრო გავრცელებულია და უფრო პოპულარულია და არის ილუზიები რომელსაც ნაკლები მიმდევარი ყავს თუმცა ილუზია მაინც ილუზიაა kaatinga მაგალითად ავიღოთ ჩვენი სატელიტები... სატელიტი რეალურად ხანდახან უახლოვდება დედამიწას თუმცა რაც უფრო ახლოს მოდის მით უფრო სწრაფად იწყებს მოძრაობას ხოლო რაც უფრო სწრაფად მიდის მერე მით უფრო შორდება დედამიწას ხოლო რაც უფრო შორდება კვლავ ისევ უფრო ნელა იწყებს მოძრაობს... ანუ მცირე გადახრის კომპენსირება ხდება ავტომატურად თუმცა შორიდან რომ შეხედო საერთოდ არ გამოჩნდება ეს მცირე მიხვევ მოხვევები და ისე ვხედავთ თითქოს ყველაფერი იდეალურად ბრუნავს... მთვარე იმიტომ გვშორდება რომ დედამიწაზე მიქცევა მოქცევებია და დედამიწის კინეტიკური ენერგიის დაკარგვის ხარჯზე იგი უფრო შორეულ ორბიტაზე გადადის თორე სულ ხმელეთი რომ იყოს დედამიწაზე მთვარე სულ ერთ დისტანციაზე იქნებოდა |
Posted by: ქაფქიანა 6 Apr 2017, 09:34 |
ლოგიკⒶ არა, ასეთი რეაქცია ბუნებრივია, სუპერყლეობა რომ გესმის. ეს ძალიან ბუნებრივი რეაქციაა და ზედმეტი წიაღსვლები არ სჭირდება. გეოგრაფიის შესავალში და ასტრონომიის საფუძვლებში ლექციებს რომ ვკითხულობდი ილიაუნში, იქ უნდა გენახა, ვის ვხვდებოდი და ვის არა. რამდენიმე გამოცდაზეც არ დავუშვი. მათი ადგილი არ იყო უნივერსიტეტში. |
Posted by: nforumi 6 Apr 2017, 09:42 | ||
ლოგიკⒶ
არა, მაინც გააგრძელებდა დაშორებას. მიქცევ-მოქცევა აღარ იქნებოდა თორემ, რა ძალაც ამ მიქცევ-მოქცევას იწვევს, ის კი არ გაქრებოდა. |
Posted by: Optimer 7 Apr 2017, 18:19 |
პირველ რიგში მოგესალმებით, 2 კითხვა მაქვს, ბევრი რამ არ მესმის და იმედია კითხვებსაც სწორად დავსვამ. 1. დიდი აფეთქების თეორიის თანახმად, სამყარო წარმოიშვა არაფრისგან. ზოგადად სიტყვა "არაფერი" იწვევს შიშს, რადგან კითხვა იბადება, არაფრისგან რაიმე როგორ უნდა წარმოიშვას, მაგრამ რამდენიმე სტატიას გავეცანი და როგორც მე გავიგე, არაფერი უნდა წარმოვიდგინოთ რაღაც მდგომარეობად, როდესაც ენერგია არის 0-ს ტოლი. ანუ რადგან არ გვაქვს ენერგია, არ გვაქვს მატერიაც. ამის შემდეგ რა მოხდა? რამ გამოიწვია აფეთქება? კოლოსალური ენერგიის დაგროვებამ? სად დაგროვდა ეს ენერგია? რის ენერგიაზეა საუბარი? 2. დამზერადი სამყაროს დიამეტრია 93 გიგა-სინათლის წელი. ეს მანძილი როგორ მივიღეთ? update: ანუ, მეორე კითხვას დავუბრუნდები. მოდით დავუბრუნდეთ სამყაროს იმ ეტაპზე, როდესაც მისი ასაკი იყო 300'000 მილიონი წელი. პირობითად დავუშვათ, რომ ამ სამყაროში, გარკვეულ კოორდინატზე ვდგავარ და ფოტონმა, რომელიც ჩემგან 30 მილიონი სინათლის წლითაა დაშორებული გადაწყვიტა წამოსულიყო ჩემკენ. გავიდა 10 მილიონი წელიწადი... მან დაფარა 10 მილიონი სინათლის წელიწადი, მანძილის მესამედი? დაფარა რო? ანუ სანამ ის მანძილის მესამედს დაფარავდა, 10 მილიონი წლის მანძილზე სამყარო სტატიკური ხომ არ იყო, რაღაც სიჩქარით ფართოვდებოდა. რა გამოდის? 10 სინათლის წლის მანძილს უნდა გამოვაკლოთ ის მანძილი, რა მანძილზე გაფართოებასაც სამყარო ამ 10 წელში მოასწრებდა? (ვთქვათ 70კმ/წმ სიჩქარით ფართოვდება. Distance = 10 წ x 70 კმ/წმ ) და მივიღებთ იმ მანძილს, რა მანძილიც გაიარა? წანაცვლება იქნება 70/300'000-ზე, თუ 300'000 კმ/წმ-ით ჩემკენ მოდიოდა და სამყარო ფართოვდებოდა 70 კმ/წმ სიჩქარით და 10 მილ. სინ. წელი კი არა მიახლოებით 9,9976(...) მილ. კმ. რაში ვცდები? მადლობა. |
Posted by: ლოგიკⒶ 7 Apr 2017, 23:24 | ||
nforumi
წყლის მოძრაობის ანუ მიქცევა მოქცევის ბრალია რომ მთვარე დედამიწას შორდება... ამ მიქცევა მოქცევით დედამიწა კარგავს კინეტიკურ ენერგიას და უნელდები საკუთარი ღერძის გარშემო მოძრაობა და ოკეანეების მეშვეობით ეს ენერგია გადაეცემა მთვარეს რის შედეგადაც მთვარე გადადის უფრო შორეულ ორბიტაზე ოკეანეები რომ გაშრეს მაშინ დედამიწა მთვარეს ვერ გადასცემდა ენერგიას და ასევე ვერც დაკარგავდა ამ ენერგიას... შედეგად აღარანაირი ძალა არ იმოქმედებდა მთვარეზე და იგი არ დაგვშორდებოდა ჩვენ აქ არის უფრო დეტალურად ახსნილი ამის გამომწვევი მიზეზები http://www.bbc.com/news/science-environment-12311119 The migration of the Moon away from the Earth is mainly due to the action of the Earth's tides. The Moon is kept in orbit by the gravitational force that the Earth exerts on it, but the Moon also exerts a gravitational force on our planet and this causes the movement of the Earth's oceans to form a tidal bulge. Due to the rotation of the Earth, this tidal bulge actually sits slightly ahead of the Moon. Some of the energy of the spinning Earth gets transferred to the tidal bulge via friction. This drives the bulge forward, keeping it ahead of the Moon. The tidal bulge feeds a small amount of energy into the Moon, pushing it into a higher orbit like the faster, outside lanes of a test track. |
Posted by: ლოგიკⒶ 7 Apr 2017, 23:39 | ||||
Optimer
ვერ ვიტყოდი რომ მთლად სწორი განმარტებაა... საერთოდ ისაც არარის ცნობილი სამყარო სასრულია თუ უსასრულო შესაბამისად არ ვიცით აფეთქება ერთი წერტილიდან დაიწყო თუ ყველგან აფეთქდა... მაგრამ ყველაზე პოპულარული ვერსიის თანახმად სინგულარობა იყო რაც აფეთქდა აი ეგ სინგულარობა როგორ წარმოიშვა რატომ და ასე შემდეგ არის უცნობი შეიძლება არაფერი იყო შეიძლება რაღაც იყო სხვა განზომილებიდან რამემ გამოიწვია აფეთქება... ნუ მოკლედ სინგულარობის თემაზე რასაც ამბობენ ყველაფერი არის ჰიპოთეზის დონეზე და დაუდასტურებელია მათ შორის ბატონი ჰოკინგის აზრებიც... რათქმაუნდა დაუდასტურებლობა იმას არნიშნავს რომ რაღაცა მცდარია შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ესა თუ ის ვერსია უფრო დიდი ალბათობითაა სწორი ვიდრე სხვა ვერსია მაგრამ ის რაც ზუსტად არვიცით არის უცნობი და დანამდვილებით შეუძლებელია რამის თქმა
შენ რაც დაწერე გაფართოებაზე მართალია ციფრები არ დამითვლია მაგრამ ზოგადად რათქმაუნდა უნდა გაითვალისწინო სამყაროს გაფართოების ტემპები... ვინაიდან სამყარო 13.8 მილიარდი წლისაა ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ამ მანძილზე მაგრამ ზუსტად სამყაროს გაფართოებიდან გამომდინარე გამოთვალეს რომ ეხლა რასაც ვხედავთ 13.8 მილიარდი წლის მანძილზე ეგ ობიექტი ამ დროის მანძილზე დაგვშორდებოდა ჩვენ და ეხლა იქნება 46 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ჩვენგან (93 არის დიამეტრი) |
Posted by: nforumi 8 Apr 2017, 00:30 | ||
ლოგიკⒶ
წყალი იქნება თუ მთა, არა აქვს მნიშვნელობა. მთვარეზე ხომ არაა წყალი, მაგრამ ის დაფიქსირდა დედამიწის მიმართ ერთი მხრით მობრუნებული (თითქმის, ჯერ მთლად ბოლომდე არაა ეს პროცესი მისული). საბოლოოდ დედამიწა და მთვარე ერთი მხრით იქნებიან მიქცეული ერთმანეთისკენ, მიუხედავად იმისა იქნება დედამიწაზე წყალი თუ არა. |
Posted by: Optimer 8 Apr 2017, 12:26 |
ლოგიკⒶ სინგულარობა როგორც ვიცით განუსაზღვრელად მარტივია, რომლის იქითაც აღარაფრის გაზომვას აქვს აზრი, სწორია? მესმის ჰიპოთეზის დონეზეა და ყველაფერზე პასუხი ვერ გვექნება, თქვენი აზრი მაინტერესებს უბრალოდ... |
Posted by: DRAKONI 8 Apr 2017, 15:46 | ||
nforumi
მთავარი მიზეზი მთვარის დაშორებისა დროში არის წყალი. სწორს გეუბნება. მთვარე იწვევს მოქცევებს, ანუ წყლის დონე იწევს მაღლა, ეს აწეული წყლის მასა "მიყვება" მთვარეს დედამიწის ბრუნვის გამო. როცა წყლის მასა ხმელეთს მიაღწევს, ის ეჯახება ხმელეთს, ამ დროს გამოიყოფა ენერგია. ენერგიის მუდმივობის კანონის გამო, ეს ენერგია საიდანღაც უნდა მოვიდეს. ანუ რომელიღაც ენერგია უნდა დაიხარჯოს. ამიტომ ნელდება დედამიწის ბრუნვის სიჩქარე, და კლებულობს მთვარის სიჩქარე ორბიტაზე. ხოლო რადგან სხეულის სიჩქარეს ორბიტაზე მისი შესაბამისი დაშორება ჭირდება, ამიტომ მთვარე შორდება დედამიწას. ეს პროცესი ძალიან აქტიური იყო 3 მილიარდი წლის წინ, მაშინ დედამიწა ღერძის გარშემო 6 საათში ტრიალებდა, ხოლო მთვარე 10 ჯერ ახლოს იყო, ამიტომ მოქცევები ძალიან ძლიერი იყო, 20-30 მეტრს აღწევდა, და პროცესი ენერგიის დაკარგვისა სწრაფად მიდიოდა. რაც უფრო შორდება მთვარე დედამიწას, მით უფრო სუსტია ამ პროცესის დინამიკა. წყლის გარდა, იგივე ეფექტი აქვს დედამიწის ქერქის მოძრაობას, ეს იწვევს ხახუნს და ქერქის გათბობას, ტექტონიკურ ძვრებს. მაგრამ მოქცევებთან შედარებით, ამისი წილი ბრუნვის შენელებაში და მთვარის დაშორებაში მცირეა. |
Posted by: Optimer 8 Apr 2017, 16:19 |
DRAKONI დადგება ის მომენტი, როდესაც იმდენად მცირე იქნება პროცესის დინამიკა, რომ პრაქტიკულად სტატიკური გახდება და აღარც არსად გაგვეპარება მთვარე? |
Posted by: nforumi 8 Apr 2017, 16:28 | ||||
ჯერ ერთი, მთვარის მექანიკური ენერგია იმატებს, იმიტომ გადადის უფრო დაშორებულ ორბიტაზე. თუ არ გჯერა, გადახედე კეპლერის კანონებს, ან კითხე ასფურცელას. მეორე, წყლის მასების მოძრაობა მეორადი ეფექტია და სულაც არ არის არსებითი ამ პროცესში. არსებითი არის შემდეგი: მთვარე უფრო მეტად იზიდავს მისკენ ახლოს მყოფ დედამიწის ნაწილს, რომელიც მუდმივად შორდება (ბრუნვის გამო), შედეგად ხდება დედამიწის ბრუნვის შენელება (მცირდება დედამიწის ბრუნვის მომენტი). მომენტის შენახვის კანონის თანახმად, შესაბამისად უნდა გაიზარდოს მთვარის ბრუნვის სიჩქარე (დედამიწის გარშემო). ეს პროცესი გაგრძელდება მანამ, სანამ მთვარე და დედამიწა მუდმივად არ იქნებიან ერთიდაიგივე გვერდით მიქცეული ერთმანეთისკენ. |
Posted by: ლოგიკⒶ 8 Apr 2017, 18:45 | ||||||||
Optimer
არა ეგ არის პლანკის ზომა (ყველაზე მცირე რამ)... სინგულარობას რაც შეეხება შეუძლებელია სრული სამყაროს მაშტაბებზე საუბარი ანუ მთლიანად ეს სამყარო რაში იყო მოთავსებული უცნობია თუმცა შეგვიძლია ვთქვათ დამზერადი სამყარო როგორ წარმოიქმნა... ეს 93 მილიარდი სინათლის წელზე რაც არის გადაჭიმული მოთავსებული იყო ძალიან მცირე წერტილში თუ სწორად მახსოვს დაახლოებით პროტონის ხელა იყოო (რაც გაცილებით უფრო დიდია პლანკის ზომაზე)
როგორც ენფორუმმა დაწერა
ასე მოხდება... ამას tidal locking ქვია ანუ დედამიწა თავისი ღერძის გარშემო თვეში ერთხელ იტრიალებს ზუსტად იმ სისწრაფით რაც მთვარეს დასჭირდება რათა დედამიწას დაარტყას ერთი წრე შესაბამისად ეს როცა მოხდება მთავერ აღარ დაგვშორდება nforumi
ეს კი წავიკითხე და გავიგე რაც ეწერა მაგრამ რატომღაც ვერ გავიაზრე რას გულისხმობდი მართალი ხარ რომ მთვარე მუდმივად ჩვენ გვიყურებს ერთი მხრით თუმცა ამისთვის უეჭველი საჭიროა რაღაცა რომ მოძრაობდეს პლანეტის ზედაპირზე რაც გამოიწვევს პლანეტის ბრუნვის სიჩქარის დარეგულირებას თორე ცარიელი კლდე რატომ გაჩერდება ასე? უეჭველი წინათ მთვარეზე ლავა იქნებოდა რამაც გამოიწვია ეს ეფექტი |
Posted by: nforumi 8 Apr 2017, 20:09 | ||
ლოგიკⒶ
რატომ? გრავიტაცია თხევადზე მოქმედებს სხვანაირად? |
Posted by: ლოგიკⒶ 8 Apr 2017, 22:13 |
nforumi როგორც შენ თქვი მომავალში დედამიწაც შენელდება მთვარის ბრუნვის სისწრაფემდე და დედამიწის მხოლოდ ერთი მხრიდან გამოჩნდება მთვარე მეორე მხარეს არასდროს აღარ იქნება მთვარე ხო? და რატომ ნელდება დედამიწის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო? რაღაც ძალა ხომ უნდა უშლიდეს ხელს ბრუნვაში და ანელებდეს მას არა? თვითონ გრავიტაცია პირდაპირ ბრუნვასთან არაფერ შუაშია... როდესაც მთვარის გრავიტაცია იზიდავს ოკეანეს და ოკეანე ამობურცულია მთვარის მიმართულებით ამ დროს კი დედამიწა ბრუნავს, ეს მთვარის მიმართულებით ამოწეული ოკეანე ეხახუნება მბრუნავ დედამიწას და ანელებს მის მოძრაობას... შესაბამისად როდესაც დედამიწის ბრუნვის სისწრაფე გაუტოლდება მთვარის ბრუნვის სისწრაფეს ამ დროს ეს ოკეანის ამობურცვა მუდმივად დედამიწასთან ერთად იმოძრავებს მისი სიჩქარით და არანაირი ხახუნი ან შენელება აღარ იქნება თუ პლანეტა მთლიანად მყარია და მიზიდულობის გამო ერთი ობიექტი მეორეს არ ეხახუნება მაშინ პლანეტის ბრუნვაც უცვლელი დარჩება |
Posted by: nforumi 8 Apr 2017, 22:21 | ||||
ლოგიკⒶ
შენ გინდა თქვა რომ მთვარეზე, პლუტონზე, ქარონზე - ყველგან თხევადი მასები არსებობდა და მიტოა მაგ ეფექტი?
ეგეთი რამე არ არსებობს. დიდი ობიექტები არ შეიძლება იყვნენ ისეთი შეკრული, როგორც დავუშვათ ლითონის პატარა ბურთულა. |
Posted by: giorgevich23 8 Apr 2017, 22:32 |
მართლა ასე დაერხევა დედამიწას მთვარე რომ დაკარგოს? |
Posted by: asphurcela 9 Apr 2017, 00:09 |
დაილუქა. გაგრძელება აქ: https://forum.ge/?act=ST&f=66&t=34941145 |