#61088232 · 15 Mar 2024, 16:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ნებართვა მჭირდება ამისთვის? |
წესით კი რადგან იცვლება განაშენიანების ფართობი მოქმედი რეგულაციით კი ეგ არის რეკონსტრუქცია რაც საჭიროებს შესაბამის პროექტს და ნებართვას, ასევე შესაძლოა მზიდ კონსტრუქციებთანაც მოგიწიოთ შეხება, რაც ასევე ითხოვს პროექტს და ნებართვას.
შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაა – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; მზიდი ელემენტების რეკონსტრუქციაა – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გაჭრა;
|