Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პოლიტიკა > "საბა"-ში ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს


Posted by: Beka_ke 3 Mar 2013, 14:04
"საბას" მფლობელის განცხადებით, სავაჭრო ცენტრში ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს

სავაჭრო ცენტრ "საბას" მფლობელის პაატა კაჭარავას განცხადებით, "საბაში" ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს.

ამის შესახებ კაჭარავამ "იმედის" ეთერში, "ქრონიკასთან" საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, კრიმინალისტები იმ ვიდეო-მასალას სწავლობენ, რომელიც ადგილზე დამონტაჟებული ვიდეო-კამერების მიერაა გადაღებული.

"ხანძარი რომ ხელოვნურადაა გაჩენილი, ეს ვიდეო-კამერებში უკვე ჩანს", - აღნიშნა კაჭარავამ.

ამასთან, როგორც სავაჭრო ცენტრის მფლობელი აცხადებს, "საბაში" დასაქმებული მოვაჭრეები ალტერნატიულ ფართებს უფასოდ მიიღებენ, სავაჭრო ცენტრში კი რემონტი დაახლოებით, სამ თვეში დასრულდება.
http://www.pirweli.com.ge/?menuid=11&id=27538

ვის აწყობდა ცეცხლის ხელოვნურად გაჩენა?
1. უგულავას "საძმოს" ბიზნეს

Posted by: matusala_5 3 Mar 2013, 14:06
QUOTE
ვის აწყობდა ცეცხლის ხელოვნურად გაჩენა?

როგორ მაინტერესებს,რა გაამწარეს ხალხი((((((((((((

Posted by: LAZIKA-GEO 3 Mar 2013, 14:08
QUOTE
ვის აწყობდა ცეცხლის ხელოვნურად გაჩენა?

ბიძოს რათა დაებრალებინა
QUOTE
უგულავას "საძმოს" ბიზნეს

ისთვის wink.gif


Posted by: Boker 3 Mar 2013, 14:09
Beka_ke
უგულავა როცა ბოლომდე გრიალებდა მაშინ არ დაუწვიათ ეგ ბაზრობა და ახლა რატომ დაწვავდნენ?
იქნებ ამნისტირებულმა ქურდებმა შეაწერეს გადასახადი და ამით დააშინეს?

Posted by: Beka_ke 3 Mar 2013, 14:09
matusala_5
QUOTE
როგორ მაინტერესებს,რა გაამწარეს ხალხი((((((((((((

მე 1 ვარიანტი მომივიდა თავში, თუ ხელოვნურად დაწვეს ვის აწყობდა, ვინ იყო კონკურენტი?
კონკურენტები არიან დინამოს სტადიონზე არსებული მაღაზიები, რომლებიც უგულავას საძმაკაცოსი არის და თუ გადახედავთ არქივს ხშირად სტუმრობდა მათ საწარმოებდ და ეფექტურად აპიარებდა

Boker
QUOTE
უგულავა როცა ბოლომდე გრიალებდა მაშინ არ დაუწვიათ ეგ ბაზრობა და ახლა რატომ დაწვავდნენ?

ახლა განსაკუთრებით ჭირდებათ ფინანსური სახსრების მაქსიმალური მოძიება.
QUOTE
იქნებ ამნისტირებულმა ქურდებმა შეაწერეს გადასახადი და ამით დააშინეს?

ნებისმიერი ვარიანტი შეიძლება იყოს, მაგრამ რა დაშინება, გადაბუგეს ყველაფერი smile.gif

Posted by: kvarkvare 3 Mar 2013, 14:10


პოლიტიკურია თუ ბიზნესინტერესი?!

Posted by: miriani777 3 Mar 2013, 14:11
საწყალი ხალხი................ დაღუპეს ტო, ათასი კრედიტები ქონდათ გამოტანილი და კაპიკები რჩებოდათ იქიდან sad.gif უგუ უნდა დაკიდო მარწუხით.

Posted by: dzuku71 3 Mar 2013, 14:11
QUOTE (Boker @ 3 Mar 2013, 14:09 )
Beka_ke
უგულავა როცა ბოლომდე გრიალებდა მაშინ არ დაუწვიათ ეგ ბაზრობა და ახლა რატომ დაწვავდნენ?
იქნებ ამნისტირებულმა ქურდებმა შეაწერეს გადასახადი და ამით დააშინეს?

როცა გრიალებდა წილს ბოლომდე უხდიდნენ,ახლა გადაგდება მოუნდომეს და მიიღეს ხანძარი

Posted by: kvarkvare 3 Mar 2013, 14:13
Beka_ke
QUOTE
მე 1 ვარიანტი მომივიდა თავში, თუ ხელოვნურად დაწვეს ვის აწყობდა, ვინ იყო კონკურენტი?კონკურენტები არიან დინამოს სტადიონზე არსებული მაღაზიები, რომლებიც უგულავას საძმაკაცოსი არის და თუ გადახედავთ არქივს ხშირად სტუმრობდა მათ საწარმოებდ და ეფექტურად აპიარებდა

სადღაა დინამოს სტადიონზე მაღაზიები ყველა ეგენი საბაში გამდოიყვანეს.........

Posted by: matusala_5 3 Mar 2013, 14:14
Beka_ke
QUOTE
მე 1 ვარიანტი მომივიდა თავში, თუ ხელოვნურად დაწვეს ვის აწყობდა, ვინ იყო კონკურენტი?კონკურენტები არიან დინამოს სტადიონზე არსებული მაღაზიები, რომლებიც უგულავას საძმაკაცოსი არის და თუ გადახედავთ არქივს ხშირად სტუმრობდა მათ საწარმოებდ და ეფექტურად აპიარებდა

sad.gif
ერთ ერთი უგულავა მივიდა პირველი ოპერატიულად ხანძრის შემდეგ ადგილზეო.
(აქ ფორუმზე დაწერა ვიღაცამ ,საკუთარი თვალით არ მინახავს)

Posted by: dzuku71 3 Mar 2013, 14:15
თან დინამოზე უნდოდათ ბაზრობის გადატანა დადიოდნენ უგუს სახელით და აბავდნენ მოვაჭრეებს

Posted by: Boker 3 Mar 2013, 14:16
უგულავა ძალიან არ მიყვარს, მაგრამ ლოგიკაში ვერ ჯდება ეგ ვარიანტი.

Posted by: TopGear 3 Mar 2013, 14:18
საწყალი ხალხი ტო

_____________________--_


Posted by: Beka_ke 3 Mar 2013, 14:18
kvarkvare
QUOTE
სადღაა დინამოს სტადიონზე მაღაზიები ყველა ეგენი საბაში გამდოიყვანეს.........სწორის მაგათთან გაიხსნა საბა.....

კი გადმოიყვანეს, მაგრამ აბა შენდეგ ისევ გახსნეს დინამოზე მაღაზიები, უგულავას ძმაკაცმა.
უგულავა მაგის საწარმოს გახსნის პრეზენტაციაზეც იყო.

თბილისის მერმა ავეჯის საწარმო დაათვალიერა
http://www.myvideo.ge/?video_id=1413861

http://www.myvideo.ge/?CI=1&ci_c=video&ci_m=embed&id=4qR0yys-SN8

Posted by: Utopian 3 Mar 2013, 14:21
იმედია, ივანიშვილს არ მიადგებიან facepalm.gif

Posted by: kvarkvare 3 Mar 2013, 14:21
Beka_ke
QUOTE
კი გადმოიყვანეს, მაგრამ აბა შენდეგ ისევ გახსნეს დინამოზე მაღაზიები, უგულავას ძმაკაცმა.უგულავა მაგის საწარმოს გახსნის პრეზენტაციაზეც იყო.

საერთოდ რა უნდა დინამოზე ავეჯის მაღაზიებს...ძლიევს განიტვირთა იქაურობა.....

Posted by: Beka_ke 3 Mar 2013, 14:24
kvarkvare
QUOTE
საერთოდ რა უნდა დინამოზე ავეჯის მაღაზიებს...ძლიევს განიტვირთა იქაურობა.....

თან კანონდარღვევაა, სპეციალური სავაჭრო ზონის მოწყობის შესახებ
თუ კანონს არ დაარღვევენ მაშინ დინამოს სტადიონი გახდება ბაზარი

Posted by: Жми На Газ 3 Mar 2013, 14:24
დინამოზე გადასვლა გამორიცხეთ
დინამოზე გასაქირავებელი ადგილები სავსეა , ანუ ხალხის გადასაყვანად არარი გაჩენილი
შეილება იმიტო რო საბაში გაყიდვა ჩაწვეს და დინამო ამუშავდეს
ხზ

Posted by: miriani777 3 Mar 2013, 14:29
QUOTE
საერთოდ რა უნდა დინამოზე  ავეჯის  მაღაზიებს...ძლიევს განიტვირთა იქაურობა....

აბა რა ხდებოდა ხოლმე აქ, ზედახორა იყო........

Posted by: Robin Hood 3 Mar 2013, 14:37
ვის აწყობდაო რო კითხულობთ..... ე გ ხო გასაგებია

მაგრამ ახლა სხვაკითხვა ჩნდება ვინ წაუკიდა?

ხო არისო ვიდოეში რაღაცაოდა გამოიძიონ

შანსი არაა რო არ მოხერხდეს ყველა დამნასავის დაკავება მაქსიმუმ სამ ოთხ დღეში

Posted by: luka123 3 Mar 2013, 14:41
kvarkvare
QUOTE
პოლიტიკურია თუ ბიზნესინტერესი?!

საქართველოში ყველა სახის ბიზნესინტერესი პოლიტიკას უკავშირდება. უფრო სწორედ მმართველი ძალის პოლიტიკას. ცხადია რაღაც ფინანსურ გარიგებებთან ან წილებთან იქნება ე დაწვა დაკავშირებული,კვალის მოსასპობად.

Posted by: CDMA 3 Mar 2013, 15:55
მე რა მაინტერესებს, დირექტორმა ეს ამბავი ეხლა გაიგო თუ "გააგებინეს" ისე როგორც საჭიროა?

თუ გახსოვთ, თავიდან იძახდა, დაცვამ შეამოწმა ყველაფერი და არაფერი იყოო...

ეხლა თუ მოკიდებულია, ესე იგი დაცვის კომპეტენციაშია პრობლემა.

Posted by: Beka_ke 3 Mar 2013, 16:01
CDMA
QUOTE
თუ გახსოვთ, თავიდან იძახდა, დაცვამ შეამოწმა ყველაფერი და არაფერი იყოო...

მე მახსოვს ვერსია რომელიც გაჟღერდა, ელექტრო სადენებიდან გაჩენილი ხანძარი, ეგ გამოირიცხა, რადგან ელექტრო ენერგია არ მიეწოდებოდა და ამ მიზეზით ვერ გაჩნდებოდა ხანძარი.

Posted by: LAZIKA-GEO 3 Mar 2013, 16:03
ბიძინას მოწტობილია ასიანი yes.gif
ბიზნესმენი იყო ბიძოც და ალბათ რამე წილი ვერ გაიყო თავის დროზე და ახლა იძია შური .


Posted by: ვეშაპო 3 Mar 2013, 16:09
LAZIKA-GEO
QUOTE
ბიძოს რათა დაებრალებინა
უგულავას "საძმოს" ბიზნესისთვის wink.gif

უგულავას, რათა ხალხს გონებოდა, რომ ბიძოს აწყობდა, რომ უგულავას ”საძმოს” ბიზნესისთვის დაბრალებოდა.

Posted by: Saturn 3 Mar 2013, 16:11
Beka_ke
QUOTE
ვის აწყობდა ცეცხლის ხელოვნურად გაჩენა?

ბენზინის ექსპერტობიდან კრიმინალისტ-დეტექტივად გადაკვალიფიცირდი? biggrin.gif

Posted by: llaasshhaa 3 Mar 2013, 16:11
ვეშაპო
QUOTE
უგულავას, რათა ხალხს გონებოდა, რომ ბიძოს აწყობდა, რომ უგულავას ”საძმოს” ბიზნესისთვის დაბრალებოდა.

არა ესე ჯობია


ბიძIნას რათა ხალხს გონებოდა რომ უგულავა ფიქრობდა ბიძოს აწყობდაო რომ უგულავას საძმოს ბიზნეს დაბრალებოდა

თუ რაღაც ეგეთი რა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: _I_B_E_R_I_E_L_I_ 3 Mar 2013, 16:23
რუსული კვალი ხომ არ გამოკვეთილა?

Posted by: LAZIKA-GEO 3 Mar 2013, 16:40
ვეშაპო
QUOTE
რუსული კვალი ხომ არ გამოკვეთილა?

კი ბიძინაზე გავედით ესეგი რუსული კვალია yes.gif

Posted by: shoshia 3 Mar 2013, 16:47
ვიდეო კადრებში ჩანს რომ ყველა სახლს ტანაბრად უკიდია ცეცხლი..1 კერიდან რომ დაწყებულიყო 1 ნაწილი მეტად უნდა იწვოდეს მეორე ნაკლებად...
მე რაც ვნახე ყველას ტანაბრად ეკიდა

Posted by: Nath 3 Mar 2013, 16:52
Saturn
QUOTE
ბენზინის ექსპერტობიდან კრიმინალისტ-დეტექტივად გადაკვალიფიცირდი?


თუ ეს ასე არ აღმოჩნდეს როგორც ამბობს, მოთხოვეთ პასუხი!!!

მეტი რა ქნას?!

Posted by: llaasshhaa 3 Mar 2013, 16:55
shoshia
QUOTE
ვიდეო კადრებში ჩანს რომ ყველა სახლს ტანაბრად უკიდია ცეცხლი..1 კერიდან რომ დაწყებულიყო 1 ნაწილი მეტად უნდა იწვოდეს მეორე ნაკლებად...
მე რაც ვნახე ყველას ტანაბრად ეკიდა

მე აქვე ვცხოვრობ ლუკოილის წინ და რო შევხედე ხანძარს ეგრევე დავეჭვდი რო გაჩალიჩებული იყო პროსტა იმხელა ცეცხლი იყო მთელ სიგანეზე და თან ძლიერი





აქაც კარგად ჩანს

Posted by: Solveig 3 Mar 2013, 17:06
QUOTE
ვიდეო კადრებში ჩანს რომ ყველა სახლს ტანაბრად უკიდია ცეცხლი..1 კერიდან რომ დაწყებულიყო 1 ნაწილი მეტად უნდა იწვოდეს მეორე ნაკლებად...
მე რაც ვნახე ყველას ტანაბრად ეკიდა


ამის დადგენა კადრებიდან შეუძლებელია, მხოლოდ ექსპერტიზას შეუძლია.
არ დაგვავიწყდეს, რომ ავეჯი არის ხის, გალაქული, რის გამოც ძალიან ადვილად ედება ცეცხლი.

Posted by: shoshia 3 Mar 2013, 17:11
Solveig
ეგეცაა..თუ ყველგან თითქმის ერთდროულად მოხდა აალება--ექსპერიზა ბევრ ვერაფერს დაადგენს

Posted by: llaasshhaa 3 Mar 2013, 17:21
საინტერესოა დაცვის კამერებით რა ვიდეოც აქვთ თუ დადებენ ჩვენც გვაინტერესებს რამოხდა

Posted by: CDMA 3 Mar 2013, 17:25
მაიცათ რა ყველა სახლს კაცო, სახლებიც დაიწვა რამე???

Posted by: llaasshhaa 3 Mar 2013, 17:25
CDMA
QUOTE
მაიცათ რა ყველა სახლს კაცო, სახლებიც დაიწვა რამე???

არა სახლებში სხვადასხვა შიდამაღაზიები იგულისხმეს








ისე შანსი არ იყო კალონკისკენ წასულიყო ხო ცეცხლი? ისეთI ჭორები დადიოდა ვერ აქრობენ და ლუკოილს უახლოვდებაო კორპუსები უნდა დაცალონო გზისპირზეო biggrin.gif პანიკა იყო მაგარი

Posted by: libero 3 Mar 2013, 18:12
Beka_ke
თუ დამტკიცდა, რომ ხანძრის გასაჩენად ბენზინი იქნა გამოყენებული, ერთი დეტალი იქნება საინტერესო:
რა დაჯდებოდა აღნიშნული ბენზინი მიშას დროს და რა დაჯდა ახლა, როცა ზემოგება აღარაა?

Posted by: Maya - Maya 3 Mar 2013, 19:32
სანამ დადგინდება ვის ი ბრალია, და (თუ) კომპენსაციას გადაუხდიან, ამ ხალხს ბანკის ვალები მოუღებენ ბოლოს და რაღა კომპენსაცია და ბრალი...

Posted by: erfiro 3 Mar 2013, 19:42
ბებრებმა თქვეს, თბილისის ცენტრალური უნივერმაღი რომ დაწვეს - პარაფინის სანთელი და ბენზინი გამოიყენეს დასაწვავადო.

ანუ, სანთელი ჩადგეს ბენზინიან პლასტმასის ჭურჭელში, მოუკიდეს სანთელს და გარკვეული დროის შემდეგ ბენზინი აალდაო.

ეს 40 წლის წინ მოხდა.
ახლა ტექნიკა წინაა წასული. რამე უფრო "ნავაროჩენის" მოიფიქრებდნენ...

Posted by: gimmelle 3 Mar 2013, 19:45
libero
QUOTE
რა დაჯდებოდა აღნიშნული ბენზინი მიშას დროს და რა დაჯდა ახლა, როცა ზემოგება აღარაა?


მაგ საკითხში ქეთა გაბიანი ერკვევა კარგად.

Posted by: WOODOOW 3 Mar 2013, 19:54
ჭორის დონეზე ვიცი რომ ეგ ბაზრობა უგულავასიაო...

პ.ს. იქ მოღვაწე მოვაჭრეებისგან smile.gif

Posted by: matusala_5 3 Mar 2013, 20:06
ფორუმელ ექსპერტებს ვინ შეედრება, აქ დადონ ვიდეო ჩანაწერი, მაშინვე დაიდება ათასგვარი ვარიანტები...

არ მინდა დავიჯერო რომ ხელოვნურად გაჩნდა((((((((((
თუმცა საეჭვო დროს მოხდა.

Posted by: aivenho 3 Mar 2013, 20:24
QUOTE
ვის აწყობდა ცეცხლის ხელოვნურად გაჩენა?

გუბაზა გაბრაზებულა აქ ბაზარი მეგონა და ბაზრობა ყოფილა, შესაბამისად ბარკლებს არ მამცემენო და ....

Posted by: andamat3 3 Mar 2013, 20:33
QUOTE
იმედია, ივანიშვილს არ მიადგებიან


და რომც მიადგნენ, რა დაშავდება? დარწმულებული ვარ, ბევრ მათგანს ბიძოს მილიარდებისთვის ექნება ხმა მიცემული . . .

პ.ს. სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში ვალდებულია, დახმარება გაუწიოს დაზარალებულებს yes.gif

Posted by: TylerDurden 3 Mar 2013, 20:34
არ ვიცი რთული სათქმელია ვის აწყობდა
ბევრი ვერსია შეიძლება იყოს
1) კონკურენტები ავეჯის ბიზნესში
2) რომელიმე მოვაჭრე რომელსაც მოსაცილებელი ქონდა "ლევი" საქონელი
3) მოვაჭრე რომელსაც ქონდა ჩაწოლილი ნაშთი და დაზღვევა
4) სავაჭრო ცენტრის მფლობელების მტერი ან კონკურენტი
მარჩიელობას ჯობია დაველოდოთ რა გაირკვევა
ლოგიკურად პოლიტიკასთან არამგონია კავშირი უფრო ბიზნესინტერესებით იქნება ეს დანაშაული მოტივირებული

Posted by: mzesumzira 3 Mar 2013, 21:12
პაატა კაჭარავას. კიდევ ერთ უთავობას ადებენ პოლიტიკურ სარჩულს.

Posted by: miriani777 3 Mar 2013, 21:27
LAZIKA-GEO
QUOTE
ბიზნესმენი იყო ბიძოც და ალბათ რამე წილი ვერ გაიყო თავის დროზე და ახლა იძია შური .

ბიძინასთვის ეს კაპიკების მეასედებიც არაა.... რა წილი წის წილიsmile.gif პოდუმაი ა პოტომ გოვორი biggrin.gif

Posted by: pippina 3 Mar 2013, 21:48
რა ცუდია თუ ეგრეა ყველაფერი დაიწვა?

Posted by: coliani 3 Mar 2013, 22:06
მეც შემეხო ეგ ხანზარი დაუგულავას ურჩევნია კომპენსაციები დაარიგოს და
და ტყუილად ენას ნუ ატანტალებს
კარვებში გადაგანაწილებთო ეგრე თქვეს ამ ყინვაში რა კარავში უშვებენ ხალხს?

Posted by: Maya - Maya 4 Mar 2013, 17:23
რომც გაირკვეს სიმართლე, საჯაროდ მაინც არ იტყვიან და ყველაფერს გაყვანილობას დააბრალებენ.

Posted by: არწივი9 6 Dec 2021, 20:43
QUOTE (Maya - Maya @ 4 Mar 2013, 16:23 )
რომც გაირკვეს სიმართლე, საჯაროდ მაინც არ იტყვიან და ყველაფერს გაყვანილობას დააბრალებენ.

გაირკვა რამე?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)