ერთი უცნაურობა დავაფიქსირე. არ ვიცი თქვენც მასე ხართ თუ არა.
მახსოვს, ბავშვობაში ჩემი ყველაზე საყვარელი ზღაპარი ,,ნახევარქათამა'' იყო. არა, სხვა ზღაპრებიც მიყვარდა: ირმისა, ასფურცელა, წიქარა და ეგეთები, მაგრამ ,,ნახევარქათმა'' უპირობოდ პირველ ადგილს იკავებდა. მერე, რომ გავიზარდე, ზღაპარზე მეტად ის ემოციები მახსენდებოპდა, რაც ამ ზღაპრის მოყოლას ახლდა. მომწონდა და მორჩა. ხომ ოცნებობენ და უყვართ გოგებს მეფის ასულები და მზეთუნახავები, აი მე ეს პერსონაჟი მომწონდა.
ამასწინათ, ბიბლუსში შევედი, ნათლულისთვის წიგნი უნდა მეყიდა. თვალი რომ გადავავლე, ქართულ ხალურ ზღაპრებს მოვკარი თვალი. რაღცნაირად გამეღიმა, ის ემოციები გამახსენდა და გადავშალე, პირველი რაც მომხვდა ნახევარქათამა იყო. იქვე დავიწყე კითვა და ცუდად გავხდი. მერე ჩემ თავზე მომეშალა ნერვები, რატომ მომწონდა მაშინ თქო.
არ ვიცი, ვერ ვხსნი. უბალოდ მახსოვს, რომ ბავშვობაში ასე მძაფრად არ აღმიქვასმ ,უდანაშაულო'' ცხოველემის გადაყლაპვა, მერე გამოშვება და მერე სამეფო კარის ამოხაცვა. უფრო სამართლიანობის აღდგენად.
სხვათშორის ახლა ცხოველებზე ვგიჟდები და მოძალადე ტიპად არ მოვიაზრები.
არანაკლებ სასტიკად მეჩვენება ხუკუნჭულა. ახლა რომ წავიკითხე, დავიწვი დევის საცოდაობით. არადა ბავშვობაში მევასებოდა და კარგ ტიპად მიმაჩნდა. რავი...
მოკლედ ამდენი რატომ ვიბოდიალე. ქართულ და ზოგადად ყველა ერის ხალხურ ზღაპრებში, ერთი შეხედვით ძალადობის ქვშ, სხვა ქვეტექსტი იმალება, რომელსაც გადასარევად ხვდებიან ბავშვები. და რაც უფრო მეტს წაიკითხავს, მით უფრო კარგი ტიპი იქნება მომავალში.