კარგი კლუბია.
კომერციული კლუბებიდან ყველაზე კარგი ალბათ.
ალბათ არა, არ მსმენია უკეთესი კლუბი, შეიძლება არის სადმე თავის პონტში, მაგრამ რადგან არ მსმენია უკეთესი და ეს მსმენია, ესაა.
უამრავი ადამიანია კმაყოფილი, ალბათ ყველა.
კაი ტურები აქვთ, ადეკვატური ფასებია, გამოცდილი გიდები ყავთ, დისციპლინა დაცულია - სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ, დალევა არ შეიძლება
დალევა რო აკრძალულია, მაგაზე თავიდან უარყოფითი დამოკიდებულება გამიჩნდა, მაგრამ რო დავფიქრდი, მართალია.
ტიპებისთვის ბიზნესია, ხალხს ფულს ახდებინებენ და ნამდვილად არ იმუშავებს მათ სახელზე კარგად, ვიღაცა რო დათვრეს მაგრად და ცუდად გახდეს და ვეღარ იაროს მეორე დღეს და მაგის გამო ტური შეფერხდეს,,,
ან დათვრეს და გაჭედოს.
დალევა და ღრეობა თუ გინდა, შინაურულ ლაშქრობაში. ადამიანს ფულს რო ახდევინებ და მომსახურებას სთავაზობ, სვანაირად უნდა იყო მობილიზებული.
დაინტერესებული პირი არ ვარ რო ტყუილად ვარეკლამებდე.
ერთხელ ვიყავი მაგათთან ერთად და რაც ვნახე იმ რეალობას ვამბობ.
ზამთარში ვიყავი ეხლა კლდეკარი-რკონზე.
პირველი ლაშქრობა იყო მგონი, დილას პახმელიაზე რო არ გავიღვიძე
წვეთი არ დაგვილევია არავის საღამოს კოცონთან, არადა ვერ წარმომედგინა რა უნდა აკეთო სადღაც გადაკარგულში სასტავმა დალევის გარეშე
მაგრამ გაასწორა
წელს ორ ლაშქრობაში ვაპირებ რო გავყვე:
ერთი სვანეთი-რაჭა, ჩემს სასტავთან ერთად.
გვინდოდა ჩვენით, მაგრამ თრექი ვერ ვიშოვე და გზაც არ ვიცით.
და მეორე ხევსურეთი-თუშეთი-პანკისი, 8-9 დღიანი ტურია და მაგხელა ტურზე ისეთს უნდა გაყვე, ვინც გზა იცის.
ამის მერე მეც მეცოდინება
დანარჩენ ლაშქრობებს ჩემ სასტავთან ერთად ვაპირებ.
ლაკუმურაშ ტობაზე მინდა და ტობას თრექი ვნახე და ლაკუმურაშ ტობაც არის, ამის მიხედვით წავალ -
https://georgiantravelguide.com/ka/routes/-...-egrisis-qedze/ეს ჯორჯიანთრეველგაიდის სასტავი ძაან ჯიგრები არიან, რასაც გაივლიან, თრექებს დებენ.
მესმის რო ყველას უნდა საავტორო ბილიკები, მარტო თვითონ რო ატარონ ხალხი, მაგრამ ლაშქრობის მოყვარული სასტავისთვის ძაან კარგს აკეთებს ეს ხალხი.
სვანეთი-რაჭის თრექი რო დამეთრია, წავიდოდი ჩემით და 6-7 კაცით არ გავყვებოდი ზებრას.
ჯიგრები არიან, მაგრამ სხვის ტემპში და სხვისი წესებით სიარული მაინც შებოჭილობაა.
კიდე ყუჯთან ერთად ვაპირებ, მეგობრები არიან მაგათ სასტავში.
ცხვანდირის ტბებზე და ოქროწყალზე ალბათ.
ლაკუმურაშზეც აპირებენ წამოსვლას.
ყველაზე ჯიგრული კლუბია ისე, ზოგჯერ მიდიან სადმე და არც გზა იციან უეჭველი და არც პასუხიმგებლობას იღებენ რამეზე, თუ გინდა გაყევი და ერთად გქონდეთ თავგადასავლები
უბრალოდ არავის ვურჩევდი რო გაყვეს მაგათ, დამწყებს
მარტო საკუთარი თავის იმედი თუ გაქვს, მაშინ კი
ზემოთ როგორც ვთქვი ეს საიტი გამოგადგებათ ვისაც ლაშქრობების დაგეგმვა გინდათ თქვენ პონტში:
https://georgiantravelguide.com/ka/routes/მცირე აღწერებია რას ნახულობ და თრექებიც.
სამსახურში ლაშქრობის კლუბი გვაქვს, კლუბის პრეზიდენტი ვარ და გამომადგება ლაშქრობებში.
600 თანამშრომელზე მეტი მუშაობს და 50-60 კაცი მაინც დადის მაგდენი ხალხის ისე წაყვანა ახალ ბილიკებზე საშაროა, გზა თუ არ იცი ზუსტად.
ერთო ეს ავიღე -
https://georgiantravelguide.com/ka/routes/s...is-qedis-tbebi/ , საკაიფო ტურია, ძაან ძნელიც არაა.
და მეორე კლდეკარი-რკონი, თრექი რო ვერ ვიშოვე ვერსად (არ მომცა არავინ) მაგიტო გავყევი მწვანე ზებრას რო მცოდნოდა გზა
კაი ხალხი კი აღმოჩნდა
მოკლედ ყველას მოვუწოდებ რომ ხელი გაუმართოთ ერთმანეთს,
წინა გვერდებზე ერთ იუზერთან ვსაუბრობდით და არავის ვაძლევ თრექს, რო დაიკარგოს მე დამბრალდებაო და იქაც დავწერე და ისევ ვიტყვი რო არასწორი მიდგომაა.
უთრექოდ ხო უფრო დაიკარგება, ვიდრე თრექით.
და შენ გაუმართე ხელი და დანარჩენი ყველა თავის თავზეა პასუხისმგებელი.
მე დამაბრალებენო, არასერიოზულია ეგ არგუმენტი.
ვინმემ თრექი მთხოვოს, მივცე და დაიკარგოს და მე დამადოს ხელი ამან დამკარგაო, ხო დავალეწე თავპირი...
და თრექი მთხოვოს, მქონდეს და არ მივცე და წავიდეს და დაიკარგოს, ეგ მაგრად ტეხავს.
ან უნდოდეს და ვერ წავიდეს თრექის არქონის გამო.
This post has been edited by Frankens†ein on 18 Mar 2018, 22:59
Mens sana in corpore sano...