#55487061 · 16 Nov 2019, 12:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
marimarikuna
რამდენი მილიმეტრი გითხრეს თიაქარი? და ნევრალური არხების კომპრესიას თუ იწვევს?
დედაჩემსაც აღმოაჩნდა, 2 თვის წინ გადაიღო MRI. წელის მე-5 მალაზე აქვს 5მმ-იანი და არ იწვევს ნევრალური არხების კომპრესიას დასკვნაში უწერია. ორ სხვადასხვა ექიმთან ვიყავით, ნევროლოგთან და ნეიროქირურგთან. ორივემ ერთი და იგივე გვითხრა, რომ ოპერაციას არ საჭიროებს. ქამრის ტარება მხოლოდ გამწვავებისას ურჩიეს, ისე მუდმივად არა, რადგან წელის კუნთებს მოგიდუნებსო, პირიქით ვარჯიშები უნდა აკეთო, რომ მაგ მიდამოს კუნთები გამაგრდეს და საყრდენი შეუმნასო. სპეც. ვარჯიშებიც დაუნიშნეს სახლის პირობებში გასაკეთებლად. მედიკამენტები მარტო მწვავე პროცესის ჩასაცხრობად გამოუწერეს, ახლა გაუარა და აღარაფერს აღარ სვამს. სიმძიმეების აწევის აკრძალვაზე აქვს მკაცრი რეკომენდაცია. 2-3 კილო მაქსიმუმო. ფიზიოთერაპიაც ურჩიეს, მაგრამ არ გაიკეთა.
მაგ დეკომპრესიაზე სამწუხაროდ არ ვიცი არაფერი.
This post has been edited by rock in rose on 16 Nov 2019, 12:52
|