სათაური წარმოადგენს დეკანოზის ტექტის შინაარსის არასწორ, დამახინჯებულ ინტერპრეტაციას.
ის საუბრობს არა მეცნიერებაზე, არამედ იმ სიმახინჯეზე - AI ტექნოლოგიაზე, რომელმაც მთელი მეცნიერული მონაპოვარი,
მთელი კაცობრიობის ცოდნა შეყლაპა და ადამიანის შესაძლებლობები ჩააყენა ბოროტის სამსახურში. ის მალე უმართავი გახდება.
დეკანოზი გვამცნობს იმ ტრაგედიის შესახებ, რომ ბოროტი იყენებს ჩვენს ცნობიერებას სწორედ AI ტექნოლოგიის დახმარებით.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართული მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი მეცნიერული ცოდნის მიღებას არ კრძალავს.
პირიქით, ჩვენი სარწმუნოება ცდილობს, გვასწავლოს ანალიტიკური აზროვნება და გვეუბნება, რომ დიახ, უნდა გავეცნოთ ყველაფერს
და გავაანალიზოთ, რათა ვისწავლოთ შავის თეთრისგან გარჩევა, რათა ვიყოთ ფრთხილად, რათა არ ვცდუნდეთ,
რათა ჩვენი არასაკმარისი ცოდნით ვინმემ ბოროტად არ ისარგებლოს.
უფალი ზუსტად იმდენ ცოდნას გვაწვდის ადამიანების, რამდენიც არ იქნება საზიანო არც ჩვენთვის და არც გარშემომყოფებისთვის.
ხელოვნური ინტელექტი გვინგრევს, გვიძარცვავს და გვტაცებს ყველაზე ბუნებრივს, ჯანსაღს, რაც უფალმა გვიბოძა: ჩვენს
სამშვინველს.
ამაზე უფრო მშვენიერს და სრულყოფილს, რაც მამა ღმერთმა უკვე შექმნა ჩვენი ცნობიერების, ჩვენი სამშვინველის,
ჩვენი გონების, ჩვენი თავის ტვინის სახით, ვერავინ (ვერც ერთი ძეხორციელი) და ვერც ბოროტი არსი ვეღარ შექმნის.
***
დაკვირვებით წაიკითხეთ ტექსტი, რომლის სათაურიც ამახინჯებს ტექსტის შინაარსს.
დეკანოზი საბა: ტვინის გამოყენება ადამიანს ღვთისგან აქვს შეზღუდული
23 დეკ, 17:06
https://tabula.ge/ge/news/659501-dekanozi-s...SgkqEa_B4Oe7fjcთქვენ იცით, რომ ადამიანს დაცემამდე მიკროსკოპი არ სჭირდებოდა, რომ მოლეკულები და ატომები დაენახა. არც ტელესკოპი არ სჭირდებოდა, რომ
ვარსკვლავები დაენახა. ეს ყველაფერი რომ დასჭირდა, მისი დაცემულობის შედეგია, ჩემო ძვირფასებო. თორემ ადამიანი სრულყოფილი იყო. ადამიანისთვის
შეიქმნა ყველაფერი, ადამიანმა დაარქვა ყველაფერს თავისი სახელი.
ადამიანი ჭვრეტდა ყველაფერს, ადამიანისთვის შეიქმნა მთელი სამყარო და ადამიანმა, როგორც უფალმა, ძალიან კარგად იცოდა, ადამმა და ევამაც, რამდენი ფოთოლი ება თითოეულ ხეს და რამდენი ქვიშის მარცვალი იყო ზღვაში და ოკეანეში, რამდენი თმის ღერი ჰქოდა...
ადამიანი თავისი ტვინის 2%-ს იყენებს მარტო. არ გიკვირთ, რატომ არის ასე? რატომ შეიქმნა ამხელა ტვინი, თუკი მხოლოდ 2%-ს იყენებს ადამიანი?
შეზღუდული აქვს ადამიანს განგებ, ღვთისგან ყველაფერი, რომ ბოროტად არ გამოიყენოს. ნახეთ, ეშმაკი რას აკეთებს? რომ შეზღუდა უფალმა, უკვე
ამ მატერიით უნდა, რომ შევიდეს ისევ ადამიანთან ერთობაში და გამოაგონებინა მიკროსკოპები, ტელესკოპები, რაღაცები...
ნახეთ, რას გეუბნებით, რეალურად, დღეს ადამიანისთვის, ადამიანს რომ არ ჰქონდეს ახლა მიკროსკოპი, რომ არ გამოეგონებინათ, ის ყველაფერი რასაც
ის მიკროსკოპით ხედავს, ის ყველაფერი ხომ ჩვენთვის რეალურად უხილავია? მოლეკულას, ატომს და ელექტრონს ადამიანი ოდესმე დაინახავდა თავისი ჩვეულებრივი თვალით? გაიგებდა მის არსებობას საერთოდ? ვერ გაიგებდა, ასე არ არის? უხილავი იყო მისთვის. ნახე, რას აკეთებს ეშმაკი - აი, ამ
ტექნოლოგიებით ცდილობს, რომ უხილავი ადამიანისთვის ხილული გახადოს. ვერასოდეს ვერ გაიგებდა ადამიანი დეენემის მოლეკულას და მის არსს.
აი, იქ მისი, აი, იქ ძვრება, აი, იქ უნდა რომ შევიდეს და იქიდან დაამყაროს ისევ ადამიანთან კონტაქტი..."
This post has been edited by Катеньки on 25 Dec 2020, 21:15
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.