გილოცავთ ახალ თემას!
და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში შემოგთავაზებთ წესებს, როგორ დავიკლოთ დიეტის გარეშე :დ
1. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დიდხანს გიწევთ კომპთან/ლეპტოპთან/წიგნებთან ჯდომა,
ეცადეთ შეეჩვიოთ ხშირად ფეხზე ადგომას.
გარდა იმისა, რომ დიდი ხნის განმავლობაში ჯდომა რამდენიმე კილოგრამსაც გჩუქნით, ცუდიც არის ჯანმრთელობისთვის და სხვადასხვა დაავადებების რისკს ზრდის. გადით მეორე ოთახში, ფეხზე მდგომმა უპასუხეთ ზარს და ა.შ. ფეხზე ადგომის მიზეზებს თქვენ უფრო მოიფიქრებთ. კალორიების ხარჯვა ერთი და იმავე სამუშაოს შესრულების დროს ფეხზე დგომისას და ჯდომისას საკმაოდ განსხვავებულია. დაახლ. 8 საათის განმავლობაში ფეხზე დგომის დროს 500 კალორიით მეტი იწვება.
2.
არ ჭამოთ საღამოს.
უბრალოდ შეეცადეთ, რომ ჭამოთ, ვთქვათ, მხოლოდ დილის 8–დან საღამოს 8 საათამდე. ბევრისთვის მოუხერხებელია 6 საათამდე ვახშმის ჭამა. ვფიქრობ, მაქს. 8 საათამდე უფრო მოახერხებთ. ამასთან, საღამოს ჭამეთ შედარებით მსუბუქად. ანუ ნაკლებად ცხიმიანი საკვები და არა იმ რაოდენობით, რასაც შუადღეზე მიირთმევდით. ამგვარი კვების რეჟიმით შესაძლებელია მთლიანი სხეულის მასის 12%–მდე დაიკლოთ. გააჩნია საწყის წონას. ვისთვისაც მოუხერხებელია 8 საათიც, შეგიძლიათ 9 საათზეც ჭამოთ და 9-დან 9-მდე რეჟიმი დაიცვათ, მაგრამ ამ 1 საათიანი სხვაობის გამო კიდევ უფრო ნაკლების ჭამა მოგიწევთ. ასე რომ, ისევ 8 აჯობებს 9 საათიან უცხიმო ხაჭოს
იგივე უნდა ვთქვათ ალკოჰოლსა და სხვა კალორიულ სასმელებზეც.
ჰმმ. გამონაკლისები დაიშვება
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
3.
კარგად იძინეთდაუშვებელია 7-8 საათზე ნაკლები დრო დაუთმოთ ღამის ძილს(!). არ ჩაითვლება, რომ კარგად გძინავთ, თუ დილის 6 საათზე იძინებთ და დღისით, 2 საათზე დგებით. ასე რომ, თუ წონაში დაკლება გინდათ, მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი
გადმოწიეთ 12 საათისთვის. მაქს. 01:00 -- თუ შეყვარებული ხართ, ან ახალ სამსახურს იწყებთ, ან დილით გამოცდა გაქვთ და ა.შ. სხვადასხვა მიზეზებით გიჭირთ დაძინება. შეჩვევისთვის დაიწყეთ დილით ადრე ადგომა. დაიხმარეთ მაღვიძარა. ასევე დაწექით უფრო ადრე- თუნდაც არ გეძინებოდეთ. გამორთეთ ლეპტოპი, გადადეთ მობილური. ცხვრების თვლა არ დაგჭირდებათ.
4.
მეტი ხილი და ბოსტნეული ჩართეთ კვების რაციონში. თუ არ გიყვართ, შეიყვარეთ. ისინი დაგეხმარებიან ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში. არ გამოვყოფ კარტოფილს, ბანანს და დანარჩენ ბევრისგან უარყოფილ
ნატურალურ პროდუქტს, თითქოს ისინი იყვნენ გასუქების მიზეზი. არ გაგასუქებთ ხილი და ბოსტნეული. გაგასუქებთ ბევრი თეთრი პური, რომელსაც აყოლებთ, ცხიმი, რომელშიც წვავთ და ა.შ. ჯანსაღი საკვები, ისეთი, როგორიც ხილი და ბოსტნეულია გჭირდებათ იმისთვის, რომ თქვენნმა ორგანიზმმა ყველაზე დიდი შიმშილი დაიკმაყოფილოს - სასარგებლო ნივთიერებების, ვიტამინების შიმშილი
)
http://thefruitmarket.tumblr.com/ ოჰ
5.
სვით წყალიარ არსებობს ზუსტად განსაზღვრული რაოდენობა, რამდენი ლიტრი უნდა დალიოთ დღეში. მაგრამ ეცადეთ არ დალიოთ 1 ლიტრზე ნაკლები და თუ ალკოჰოლის სმაც გიწევთ, იმ დღეს დალიეთ გაცილებით მეტი, ვიდრე ჩვეულებრივ. 1 ლიტრი მინიმუმი დავწერე იმიტომ, რომ ბევრს ძალიან უჭირს ბევრი წყლის სმა და ზოგჯერ შეიძლება არც გაახსენდეს მთელი დღის განმავლობაში (ჩემსავით), თუ რამე მარილიანი არ ჭამა. 2 ლიტრამდე თუ ახვალთ, მთლად უკეთესი. ოღონდ ჭამის დროს და ასრულების შემდგომ მაშინვე ნუ დალევთ. საჭმლის მონელებას უშლის ხელს.
6.
დაწვით + 100 კალორია დღეში20 წთ სიარული ( არ ჩათვალოთ სახლიდან მაღაზიაში გასვლა) სპეციალურად, სიარული სიარულისთვის!!.თან ეს ყველაზე მარტივი მგონია. 24 საათიდან დაუთმეთ სიარულს 20 წთ!! .// ან ძუნძული 10 წუთი// ან სახლის ლაგება 30 წთ..
7.
გააკეთეთ სწორი არჩევანისწრაფი კვების ობიექტის, კერძების, პორციების, სასმელების, ტკბილეულობის არჩევისას.
8.
აკონტროლეთ წონა და პარამეტრები აიწონეთ ერთსა და იმავე სასწორზე რამდენიმე კვირაში ერთხელ. გაიზომეთ პარამეტრები თვეში ერთხელ (გოგოებისთვის ციკლის დღეებს მნიშვნელობა აქვს, ამიტომ მაინცდამაინც კრიტიკულ დღეებში ნუ გაიზომავთ და გულს ნუ გაიხეთქავთ ). სანტიმეტრი იაფია, მაქს 1 ლარი. ნებისმიერ მაღაზიაში იქნება, სადაც საოჯახო ნივთები იყიდება. გქონდეთ კონკრეტული და რეალური მიზნები. ჩაინიშნეთ, რამდენი კგ ხართ და რამდენი გინდა იყოთ, ვთქვათ, 3 თვეში, 6 თვეში! მიაღწიეთ მიზანს და გიყვარდეთ თქვენი თავი ყველაფრისთვის, რასაც აკეთებთ.
9.
აწარმოეთ დღიურიჩაწერეთ ყოველ საღამოს, რა ჭამეთ დღის განმავლობაში. აუცილებელი არც არის კალორიების თვლა. უბრალოდ იცოდეთ რა ჭამეთ. 1 თვის მერე გადახედავთ და გაიგებთ, რამ შეგიშალათ ხელი კლებაში და პირიქით. ეს ძალიან დაგეხმარებათ ხოლმე სწორი არჩევანის გაკეთებაში და გააზრებაში, როდის რას ჭამთ. ცოტა არ იყოს რთული პუნქტია. მაგრამ თუ კვებაზე შეზღუდვებს ვერ აწესებთ და დიეტას გამორიცხავთ, თან ფორმაში ყოფნაც გინდათ, ღირს დღეში 3 წუთის გამოყოფა პატარა ბლოკნოტში რაღაცების ჩასანიშნად. იყიდეთ სპეციალურად ამ მიზნით პატარა დღიური და დაიწყეთ ხვალ დილიდანვე წერა.
-------------------
თავის დროზე მეც ასე დავიწყე. მადლობა იდეებისთვის
http://www.prevention.com/ -ს.
მალე სწორ კვებაზეც გადავედი და დავიკელი 14 კგ 3 თვეში. კვებასთან დაკავშირები კითხვების შემთხვევაში პმ.
წინა თემა
ექსპრეს–დიეტა15 და მისი
ტოპ 5 მპოსტავი
ninc_lfc
xecu_xecu_xecu
पूर्णपणे
Alisaka
gramatikikina
This post has been edited by ninc_lfc on 3 Oct 2015, 15:57