Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > დასაქმება სტუდენტებისთვის |
Posted by: Rene Adler 29 Nov 2010, 22:55 |
გამარჯობათ ! მოკლედ ვარ III კურსის სტუდენტი და ძალიან მინდა მუშაობის დაწყება. ვიცი რომ ჩემნაირი ბევრია ვისაც სწავლაც უნდათ და მუშაობაც და ნუთუ ძალიან ძნელია სტუდენტისთვის დასაქმება ?! ნუ, რა თქმა უნდა, კარგი ნაცნობია საჭირო, მაგრამ ისე არაფერი გამოვა? ვაპირებ პოპულში და ნიკორაში მივიდე იქნებ ჰქონდეთ რამე ვაკანსია და მეშველოს რამე რჩევას ხომ ვერ მომცემდით? ვის მივმართო რა წყალში გადავვარდე? პ.ს. ვეძებე და ანალოგიური თემა ვერ ვნახე, თუ არის მე მაპატიეთ |
Posted by: levaa 29 Nov 2010, 22:56 |
Rene Adler დსმა არ გინდა გაყიდვების მენეჯერი იყო? თვეში 200-300 ლარს თავიდან დადებ მერე მოიმატებს |
Posted by: Oldboy 30 Nov 2010, 00:51 | ||
|
Posted by: krasusi_92 30 Nov 2010, 14:19 |
თუ გეტYვიან საოჯახო თექნიკა გაასაღეო სრაზუ მოხიე ძმაო,........ |
Posted by: dinji 30 Nov 2010, 16:01 | ||
|
Posted by: kote91 30 Nov 2010, 16:58 |
აუ რას კაიფობთ მეც მინდა |
Posted by: Littlekoku 30 Nov 2010, 17:03 | ||
არც ისე ძნელი ყოფილა, მეც ეგრე მეგონა, მაგრამ გამოჩნდა უცბათ ვაკანსიები და მიმღეს უნივერსიტეტში იკითხე ეგრე უფრო დიდი შანსი რო დასაქმდე |
Posted by: kote91 30 Nov 2010, 17:09 |
Littlekoku თუ საიდუმლო არ არის რაზე დასაქმდი? |
Posted by: krasusi_92 30 Nov 2010, 17:49 |
მაშინ თუ ნაღდია მეც მითხარით რამე სამუშაო მეც მითხარით რაა, ინგლისური რუსული საოფისე პროგრამები ყველაFერი ვიცი, ჰოო კიდე მთლად ბეტონის ქარხანაშიც არ მინდა მარა არ პიზიკურ სამუშაოზე ვიტოდი უარს კაი ჯანძე ვდგევარ ბივსი სპორცმენის კვალობაზე, აბა სტუდენტებისტვის თუ ვინმეს რამე მოგეძებნებათ დაწერეთ ან დამიპიემეთ მაინც |
Posted by: Littlekoku 30 Nov 2010, 22:16 | ||
kote91
ჟურნალისტი ვარ http://www.facebook.com/#!/pages/The-Students-Leader/156487107709981 |
Posted by: Beroname 30 Nov 2010, 23:04 |
სტუდნტებისთვის კი არა ჩამოყალიბებული სპეცილისტებისთვის არაა ჩემ თავზე არ მაქვს საუბარი, უბრალოდ ბევრს სტკივა |
Posted by: merabk 30 Nov 2010, 23:50 | ||
იყო, არის და იქნება. მთავარია სურვილი, მონდომება შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა. ის ამბავი რომ რამოდენიმე ადგილზე არ მიგიღეს, ან საერთოდ გასაუბრებაზეც კი არ გეძახიან, არნიშნავს იმას რომ სულ ასე იქნება. უბრალოდ გული არ უნდა გაიტეხოთ და უნდა გააგრძელოთ მცდელობა. გაგზავნეთ რეზიუმე ყველა შესაფერის ვაკანსიაზე. წარმატება თავისით არ მოდის. დამერწმუნეთ ეს მარტო კეთილი სურვილი არ არის. ეს რეალობაა ბევრი ვიცი 2-3 კურსიდან რომ მუშაობენ. წინა სამსახურში ბევრი გვყავდა ეგეთი განყოფილებაში. |
Posted by: Tombstone 4 Dec 2010, 22:15 | ||||
მართალია.... პირველკურსელი ვარ და უკვე ვმუშაობ... უბრაოდ ხელფასია დაბალი, ამის დედაც (ეხლა არ მკითხოთ რამდენი გაქვსო ) |
Posted by: DONTAZO 4 Dec 2010, 23:12 |
Tombstone არ გეკითხები მაგრამ ისე რამდენი გაქვს? |
Posted by: Front National 5 Dec 2010, 00:14 |
მეც ვეძებ სამსახურს. შემიძლია სტატიების მომზადება სხვადასხვა თემაზე, ასევე პოლიტიკური ანალიზი (პოლიტიკურ მეცნიერებებზე ვსწავლობ ჯავახიშვილში - თსუ) და სხვა. ამასთან დაკავშირებით მაქვს თემატური ბლოგი: http://geword.wordpress.com ვარ კომუნიკაბელური, აქტიური, ინოცვაციური და სხვა. სამსახურს ვეძებ არა მაღალი ან საშუალო ანაზღაურებისათვის, არამედ იმისთვის რომ ვიყო დასაქმებული და მივიღო გამოცდილება ხოლო საკუთარ თავს მივცე რეალიზების საშუალება, რითიც უშუალოდ იმ ადგილის გავითარებას შევუწყობ ხელს, სადაც დავსაქმდები. |
Posted by: nutsiko 5 Dec 2010, 01:12 |
მაინც მგონია, რომ სამსახური თუნდაც სტუდენტებისთვის არის. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ მაინცდამაინც ვიღაც მოგკიდებს ხელს (თუ რა თქმა უნდა პატრონი არ გყავს) და თავისთან წაგიყვანს. როგორც იტყვიან, ჯერ უნდა ითხოვო და მოგეცემაო ანუ უნდა საკუთარ თავში ვეძებოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. თუკი მაგალითად ხარ უცხო ენების ფაკულტეტის სტუდენტი, მოამზადე მოსწავლეები, შეგიძლია ფლაერები დაარიგო ან თუ გეხერხება ის საქმე აკეთო, რაც გამოგდის და დიდს თუ ვერა ჯიბის ფულს მაინც მოგიტანს საწყის ეტაპზე. ამავდროულად უკეთეს იშოვნი და საკუთარი პირობების გაუმჯობესება არასოდესაა გვიანი, ასე რომ წარმატებები! |
Posted by: krasusi_92 5 Dec 2010, 15:54 |
იურიდიულზე ვსწავლობ და რა ჯანდაბაში მობვამზადო ბავშვები :დდდდდდდდდდდდ |
Posted by: Tika Japaridze 16 Dec 2010, 17:12 |
მეოთხე კურსზე ვარ და ვერ გეტყვით რამდენ ადგილზე ვარ მისული, პირველ კურსზე არ ვიცოდი და იმ ბლეF ვაკანსიებზე დავდიოდი, თავს მიბრუებდნენ იმდენს ლაპარაკობდნენ ზღაპრულ მომავალს მიხატავდნენ, რა თქმა უნდა მათ მახეში არ გავები.. შემდეგ დავიწყე სახალხო ბანში გაყიდვების მენეჯერად მუშაობა .. ვარკეთილში დაგვაბოდიალებდნენ და ხალხისთვის უნდა შეგვეთავაზებინა ანაბრები გაეხსნათ, (ბევრი გაბრაზებული გვიხურავდა კარებს, სად არის მაგის ფული ბანკში შევინახოო, ზოგი კიდე გულისხმიერი გამოჩნდებოდა და ყავით გვიმასპინძლდებოდა) ასე ვიყავი 3 თვის განმავლობაში 1 თეთრიც არ ამიღია, არ მომცეს თორემ ავიღებდი მერე დაიწყო ომი სახალხო ბანკი საერთოდ გაკოტრდა და აზრი აღარ ქონდა დარჩენას, წამოვედი.. მას შემდეგ გასაუბრებაზე ბევრგან ვიყავი, ტესტირებები წარმატებით გავიარე , თუმცა მთლიანი სამუშაო გრაფიკით მუშაობას ვერ ვახერხებ უნივერსიტეტში პრობლემები შემექმნება, საგნების დარჩენას კი მირჩევნია ისევ მხოლოდ სტუდენტი ვიყო. ამის გამო ბევრ სამუშაოზეც ვთქვი უარი.. ხვალაც ვარ დაბარებული საქართველოს ბანკში, ტელეფონზე ვუთხარი მთლიანი სამუშაო გრაფიკით ვერ მოვახერხებ მეთქი, ტყუილად რომ არ მომიწიოს მისვლა და მიპასუხეს დეტალებზე გასაუბრებაზე ვისაუბებთო.. |
Posted by: 7903251 17 Dec 2010, 20:18 |
Tika Japaridze ყოჩაღ შენ!!! მე დიდის ამბით მინდა შსს-ს აკადემიაში ვისწავლო რათა შემდგომში სასაზღვრო პოლიციაში დავსაქმნდე! რავიცი... ჯერ სინათლე არ ჩანს! |
Posted by: Front National 17 Dec 2010, 21:47 |
ყველასათვის წარმატებები მისურვებია, მე კი ვარ თსუ-ს (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის II კურსის სტუდენტი. ვიცი ინგლისური, მაქვს პრეზენტაციების კეთების გამოცდილება, ვიცი პროექტზე მუშაობა, კომპიუტერი, კარგად ვფლობ ვერბალურსა და არავერბალურ კომუნიკაციას, ასევე შემიძლია კარგად წერა სოციალურად აქტუალურ თემატიკაზე (ჟურნალისტიკას ვეუფლები მეორადი სპეციალობით, ძირითადით პოლიტიკური მეცნიერებანი), ვარ საკმაოდ კონტაქტური, კომუნიკაბელური ადამიანი. სამუშაო გამოცდილება მაქვს თბილისის მერიის არჩევნების დროს მიკროკოორდინატორის პროფესიაზე. თვითრეალიზებისა და დიდი სურვილის გამო ვეძებ სამსახურს (უნივერსიტეტთან შეთავსებით) თუნდაც არც ისე მაღალი ანაზღაურებით (საშუალოდ 200-300 ლარი). შეგიძლიათ დამიკავშირდეთ, როგორც ფორუმის, ისე ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: giorgi.kob@gmail.com პატივისცემით გიორგი |
Posted by: web0 18 Dec 2010, 02:17 |
პირველ კურსელი ვარ და ვებ დიზაინერათ ვმუშაობ სახლიდან... ხელფასი 200$ მაქ და პლიუს პარლამენტისგან ვიღებ შეკვეთას ყოველკვირას და თვეში სადღაც მთლიანობაში 600$ გამომდის... ვმუშაობ სახლიდან ეჰ ზაფხული მოვიდეს მალეე ფულს ვაგროვებ რო სტაჟირებაზე ევროპაში წავიდე. ჯერ უკრაინაში მინდა და მერე გერმანიაში აი მერეკი ნამდვილი პროფი ვიქნები ))))) |