ხალხო, 2020 წლის 1 მარტს რუსთაველის გამზირზე მივსეირნობდი კოკა-კოლის ბოთლით ხელში. ზუსტად ოპერის მოპირდაპირე მხარეს ვიყავი და სავაჭრო ცენტრ "მერან"-ში ვაპირებდი შესვლას. ამ დროს რას ვხედავ, ჩემკენ მორბის 2 პოლიციელი და იცით რას მეკითხებიან????? "გოგონი, მოდით, ტემპერატურა გავიზომოთ, კოვიდი ხომ არ გვაქვსო. შენ გიჟი ხომ არ ხარ-მეთქი, ვუთხარი. მერე მეორეც ჩაერია "საქმეში" და მეუბნება, მოდი, ჩემს მანქანაში ჩავჯდეთ ერთი წუთითო. თავი გამანებე მეთქი, ვეუბნები. რატომღაც მალე იქვე გაჩნდა სასწრაფოს მანქანა საიდანღაც. იქედან ქალი გადმოდის და ამბობს (ეგეც დაქნეულია), "ეს აგრესიულია და მოდი, გადავიყვანოთ ასათიანზე"-ო. ჩამტენეს ამ ორმა პოლიციელმა სასწრაფოს მანქანაში და სადღაც გამაქანეს. თურმე ნუ იტყვით და სად მივყავარ, აბა, თუ გამოიცნობთ. ნარკომანიის პრევენციის ცენტრში! სადაც ვიღაც მოხუცები და გონებაჩლუნგები ყავთ შეყრილი რატომღაც... მოკლედ, 1 კვირით მანდ გამომკეტეს. არაფრით არ გამომიშვეს გარეთ, სანამ 1 კვირა არ გავიდა!
დანარჩენსაც დავწერ. ფრიად საინტერესოა.