http://www.accentnews.ge/ge/news/details/6...z2Y8diCg5dd2EO0ტელეწამყვან ნინო ჟიჟილაშვილის განცხადებით, თავის დროზე „მაესტროს“ დამფუძნებელი მას სთხოვდა, სარედაქციო პოლიტიკა რუსული და სახელისუფლებო ინტერესების შესაბამისად შეეცვალა. განცხადება ჟიჟილაშვილმა „პოლიტმეტრის“ ეთერში გააკეთა. მანამდე გადაცემის სტუმარმა, ისტორიკოსმა გრიგოლ გეგელიამ ანალიტიკოს ნიკა ლალიაშვილთან დებატების დროს განაცხადა, რომ ხელისუფლება თავისუფალ მედიას თავს ესხმის.
„არაერთი მაგალითი ვიცით, როდესაც თავისუფალ მედიას ესხმოდნენ თავს“,– აღნიშნა გეგელიამ და მაგალითად „რუსთავი 2“, „იბერია“, „ტვ პირველი“ მოიყვანა, თუმცა ლალიაშვილი მას არ დაეთანხმა. შემდეგ გეგელიამ ჟურნალისტ ნინო ჟიჟილაშვილს მიმართა კითხვით, „არის თუ არა დღეს მედია თავისუფალი?“ და განმარტა, რომ ჟიჟილაშვილი ისტორიული ჟურნალისტია, რომელიც ყველა მთავრობის დროს მუშაობდა.
„ჩემთვის ერთ–ერთი ძვირფასი არხი – “მაესტრო“ ველიდან გაქრა. მიკერძოების გარეშე, უბრალოდ ვიტყვი, რომ ამ არხზე [ტვ პირველზე] ვმუშაობთ ჟურნალისტები, რომლებიც სხვადასხვა არხებიდან გამოგვაგდეს და „ტვ პირველმა“ შეგვიფარა“,– განაცხადა ჟიჟილაშვილმა.
„თქვენ პოლიტიკური მოტივით გამოგაგდეს „მაესტროდან?“,– დაინტერესდა ნიკა ლალიაშვილი.
„კი ბატონო. ამის შემდეგ მოვყვები, ან არქივებში ვნახოთ, რის გამო გამომაგდეს. „მაესტროს“ დამფუძნებელი მე მთხოვდა, სარედაქციო პოლიტიკა რუსული და სახელისუფლებო ინტერესების შესაბამისად შემეცვალა“,– უპასუხა ლალიაშვილს ჟიჟილაშვილმა.
„სახელისუფლებო, თუ რუსული?“,– ითხოვა დაზუსტება ლალიაშვილმა. – „ერთმანეთთან იყო თანხვედრაში“,– უპასუხა ჟიჟილაშვილმა.
„თუ სახელისუფლებო ინტერესებს ატარებდა, რატომ დახურეს „მაესტრო?“,– ისევ იკითხა ლალიაშვილმა.
„იმიტომ, რომ ინტერესი კონვერტირდა და ის საჭირო აღარ გახდა. როგორც წესი, როცა ვინმეს იყენებენ, მერე მას აგდებენ და ასე მოხდა „მაესტროს“ შემთხვევაშიც. მესტროში“ ექსპერტი ვარ ნიკა, და მოდი, მედიის საკითხზე ნუ ვიდავებთ“,– დასძინა ჟიჟილაშვილმა.
ცნობისთვის: ნინო ჟიჟილაშვილი „მაესტროს“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოზიციიდან 2014 წლის დეკემბერში გაათავისუფლეს. როგორც მაშინ ჟიჟილაშვილი აცხადებდა, მას დაუკავშირდა ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი კოტე გოგელია და სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ აცნობა.
მე ვეთანხმები პარტაიგენოსე ფორუმელის ამ განცხადებას:
''ქალბატონო ნინო,
ძალიან კარგია რომ "წამოგცდათ" ეს აღიარება. საკმაოდ გამჭრიახი ჟურნალისტი ხართ ქართული ჟურნალისტიკის ფონზე და ხვდებით უკვე თუ როგორ დასრულდება 2012 -ის ოქტომბერში რუსული სპეცსამსახურების სცენარით ჩატარებული ბინძური კონტრრევოლუცია. ჰოდა, დროა უკვე გაემიჯნოთ
ისე, ამ "აღიარებასთან" ერთად სულ ცოტა ლოგიკაც რომ მოიშველიოთ და ისიც დაასკვნათ რომ სასარგებლო ( ან თუნდაც უსარგებლო ) იდიოტად გამოგიყენეს ( ნებით თუ უნებლიეთ ) ოკუპანტი ქვეყნის სპეცსამსახურებმა და მათთან ერთად სასტიკი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური დარტყმა მიაყენეთ წვალებით მუხლებზე წამომდგარ საქართველოს, მერე იქნებ ცოტა პატივისცემაც დაიმსახუროთ იმ მოაზროვნე ქართველებისაგან ვინც თქვენი აღიარების გარეშეც კარგად იცოდა ვის ემსახურებოდით და რას შეუწყვეთ ხელი.
ჰო, "იდიოტზე" არ აღშფოთდეთ, პოლიტიკური ტერმინია''