გამარჯობა, წინასწარ ბოდიში თუ არასწორ განყოფილებაში ვპოსტავ ან არასწორად, მაგრამ ძალიან მჭირდება თქვენი დახმარება.
4 დღის წინ ჩამომივიდა კომპიუტერი, პირდაპირ აწყობილი კომპანია iBuyPower-სგან. მონაცემები ასეთია:
• i7 11700k
• Gigabyte RTX 3060 Ti (LHR)
• 16gb RAM (2x8) 3600Mhz
• Asrock Z590 -C/ac
• 1TB SSD, nvme m.2 Samsung 980
• 600w PSU - Gold Certified (რაღაცა ჩუნგა-ჩანგა ბრენდი, High Power).
• კაი კეისი, კაი ქულერებით, კაი პროცის გაგრილებით.
რაში მდგომარეობს პრობლემა:თავიდან სისტემაზე ეყენა Windows 11 Home, ვერ გავუგე რაღაც პრობლემები ქონდა, დროის სინქრონიზაციას ვერ აკეთებდა და მომიშალა ნერვები, გადავაყენე, დავაყენე Windows 11 Pro (rutracker-დან გადმოვწერე კაი ვერსია). დავაყენე ვიდეო კარტის დრაივერი Nvidia-ს საიტიდან, Geforce Experience-ის მეშვეობით. სხვა დრაივერებიც დავაყენე, ჩავწერე თამაშები და 3-4 საათი ვითამაშე. მერე რაღაც მომენტში, ეკრანზე გამოსახულება გაშეშდა, გაშავდა და გადარესტარტდა. როგორც კი ჩაირთო, ეკრანზე გამოჩნდა მწვანე ხაზები ჰორიზონტალურად (ფოტოს ჩავაგდებ). ამ ხაზებს მაუსს რო გადაატარებდი ქრებოდა მარა მერე ისევ ჩნდებოდა. მოკლედ Device Manager-ში რო ვნახე Nvidia-ს დრაივერი წაშლილი იყო. დავაყენე თავიდან, გადავარესტარტე და გასწორდა ყველაფერი თითქოს. გავუშვი FurMark 1080p preset, გრადუსი არ აცდენილა 60-ს, FPS დაწერა 175, დენი 200w. ამის სურათსაც ჩავაგდებ. ტესტის დროს არც რამე პიქსელები არეულა ან რამე მსგავსი. ამის შემდეგ ვითამაშე საკმაოდ ვიდეო კარტა დამოკიდებული თამაში New World დაახლოებით 5-6 საათი ყველანაირი პრობლემის გარეშე, შემდეგ გავთიშე კომპი. მეორე დღეს დილით, როგორც კი ჩავრთე, ეგრევე გამოჩნდა მწვანე ჰორიზონტალური ზოლები ისევ. გადავაყენე ვინდოუსი და დავაყენე Windows 10 Pro Build 1904, განვაახლე მაზერის BIOS ოფიციალური საიტიდან. გავაკეთე ვინდოუსის ყველა განახლება, დავაყენე ენვიდიას დრაივერები და ცოტახანი იმუშავა ნორმალურად. შემდეგ რამდენიმეჯერ ისევ გაჭედა, დარესტარტდა და ყოველ ჯერზე იშლებოდა ენვიდიას დრაივერი. ყოველი ჩართვის მერე Geforce Experience-ით ვაყენებდი დრაივერს თავიდან, ვარესტარტებდი კომპიუტერს და სწორდებოდა. შუალედებში, ორჯერ გავტესტე FurMark-ით და ორივეჯერ ძაან კაი შედეგი აჩვენა, ასევე გავტესტე GPUMemTest-ით და შედეგებს ჩავაგდებ, იქაც არანაირი პრობლემა არ დაწერა. ასევე, ვცადე ესეთი რაღაც. MSI Afterburner-ში ვიდეო კარტის ქულერები დავაყენე 100%-ზე, დაახლოებით 15-20 წამით, სხვა არაფერი შემიცვლია და 20 წამის მერე ეკრანზე ოდნავ აირია გამოსახულება წამიერად, გაჭედა გამოსახულება და დარესტარტდა. რესტარტის მერე ენვიდიას დრაივერები ისევ წაშლილი დამხვდა.
ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ, მირჩიეთ რამე, რისი პრობლემა შეიძლება იყოს. მე პირადად მაქვს ორი ვარიანტი:
1. გარკვეულ მომენტებში კვების ბლოკი ვერ უქაჩავს და დენს ვერ აწვდის სათანადოდ ან ვოლტაჟი ვარდება.
2. ვიდეო კარტას აქვს დარხეული (მარა ვერ ვიჯერებ ისეთ შედეგს დებს ტესტებში და სტრესზე, მარა ჯანდაბას თუ ამის ბრალია)
3. არ ვიცი, თავი მოვიკლა?
ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ. თუ ვინმე იცით პროფესიონალი ან ექსპერტი, მივუტან გამიტესტოს. არც მე ვზივარ ჭურში, გამეგება ბევრი რაღაც, ლიჟბი ვინმემ დიაგნოზი მითხრას დამეხმაროს. კომპიუტერის ნაწილები გარანტიაზე და შემიძლია გავუგზავნო უკან ეს ვიდეო კარტა და შემიცვალონ უფასოდ, მარა დროის საკითხია და თან რატომღაც არ მჯერა რო ვიდეო კარტის ბრალია და გთხოვთ დამეხმარეთ.
ეკრანზე ვერტიკალური შავი ზოლები არ შეიმჩნიოთ, ეკრანია გაფუჭებული.