კახა ბექაური - ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარს გლობალური ინტერნეტის შემომტანი კომპანიები აკონტროლებენ, რასაც მალე შევცვლითკომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური ამბობს, რომ გლობალური ინტერნეტის შემომტანი კომპანიები და მასთან დაკავშირებული რეგულაციები არაეფექტურია, რაც აღნიშნულ ბაზარზე პარადოქსულ ვითარებას ქმნის.
კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, სომხეთი, რომელიც ერთ-ერთი პროვაიდერიდან ყიდულობს ინტერნეტს, იგივე ინტერნეტს ქართულ მცირე ოპერატორებს უფრო დაბალ ფასში სთავაზობს, ვიდრე ამას ჩვენი პირდაპირი ხაზებით ახერხებენ.
ბექაურის განცხადებით, ფაქტობრივად, ინფრაქტრუქტურის მფლობელი კომპანიები აკონტროლებენ სიტუაციას და კონკურენტული გარემო ვერ იქმნება, რაც მომხარებელს აზარალებს. კომისია სიტუაციის გამოსწორებას უახლოეს მომავალში ეფექტური რეგულაციებით აპირებს.
„დღეს ფაქტობრივად გლობალური ინტერნეტის ბაზარი სრულად კონტროლდება, რის გამოც მაღალი ტარიფები უჭირავს გლობალური ინტერნეტის შემომტან კომპანიებს. ინფრასტრუტურას ისინი აკონტროლებენ, ვგულისხმობ ბოჭკოვან ხაზებს. პარადოქსული სიტუაციაც კი მივიღეთ ამის შედეგად, ერთ-ერთი პროვაიდერი არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყანას, სომხეთს აწვდის ინტერნეტს, სომხური კომპანიიდან კი მცირე და საშუალო ქართულ ოპერატორებთან უკვე წამოვიდა წინადადებები, რომ საქართველო-სომხეთის საზღვარზე მათ შეუძლიათ უფრო იაფად მიაწოდონ ინტერნეტი, ვიდრე ამას ჩვენი პირდაპირი ხაზებით ახერხებენ. ფაქტობრივად, ინფრასტრუტურის მფლობელი კომპანიები აკონტროლებენ ბაზარს და ჩვენ გავამკაცრებთ ამ ნაწილში რეგულაციებს. ეფექტიანი რეგულაციებით გავხსნით ბაზარს, შევქმნით პირობებს, რომ ინფრასქტრუქტურა, კერძოდ, ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელები, საკანალიზაციო ჭების გაზიარება მოხდეს მცირე და საშუალო ოპერატორებისვთის. გლობალური ინტერნეტის შემოტანა და ინფრასქტრუქტურის გაზიარება - ეს ორი ფუნდამენტური საკითხია მოსაგვარებელი, ამ საკითხების მოგვარება გამოიწვევს ტარიფების შემცირებას და ხარისხის გაუმჯობესებას“, -განაცხადა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარემ.
კახა ბექაური აცხადებს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მობილური ოპერატორების ბაზარზე მდგომარეობა მკვეთრად გამოსწორდა და მომხარებელი გაუმჯობესებულ პროდუქტს უფრო იაფად იღებს. მისი თქმით, სწორედ ასე უნდა მოხდეს ფიქსირებული ინტერნეტის ბაზარზეც.
„ეფექტურმა რეგულაციებმა ხელი უნდა შეუწყოს ბაზარზე კონკურენციის არსებობას. ჩვენ მობილურ კომპანიებში გვაქვს ბევრად კარგი ვითარება, ბოლო სამ წელიწადში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მდგომარეობა, ერთი მხრივ, მოიმატა პროდუქტების მოცულობამ, მაგრამ ეს მომხარებელს უფრო იაფი უჯდება. სამი სრულფასოვანი ოპერატორია ბაზარზე და მძაფრი კონკურენციაა, ხოლო რაც შეეხება ფიქსირებულ ინტერნეტს, აქ ძალიან ბევრი პრობლემაა და ეფექტური რეგულაციების შედეგად უნდა მოხდეს ბაზარზე კონკურენციის გაზრდა, რაც ბევრად გაუმჯობესებულ ვითარებას მოგვცემს“, - აცხადებს კახა ბექაური.
http://1tv.ge/ge/news/view/170416.html* * *
აბა რომ აძლევდნენ თანხმობას ჯერ კაუკასუს ონლაინის და მერე დელტანეტის შეძენაზე რა ეგონათ? ჰა?
ფაქტიურად ერთი კვირა ინტერნეტი არ მაქვს, სულ ითიშება, ვარ ყოფილი დელტანეტის მომხმარებელი, 2016 წლის 16 სექტემბრიდან 2017 წლის 12 ივლისამდე რუტერი არ დამირესტარტებია საერთოდ, იდეალური ინტერნეტი იყო.
აი როგორ იპინგება ელხა მაგთიკომის DNS-ი 213.157.196.130:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
სად არის ანტიმონოპოლიური სამსახური?
"The measure of a good city is one where a child on a tricycle or bicycle can safely go anywhere." - Enrique Peñalosa