საბავშვო წიგნი, რომელიც ტრანსგენდერიზმის პოპულარიზაციას ემსახურება
შვედეთში ბავშვებისთვის ახლად გამოცემულ წიგნში, სადაც განმარტებულია ტრანსგენდერიზმი, წარმოდგენილია ცხენი, რომელიც საკუთარ თავს ძაღლად მიიჩნევს. წიგნის მიზანია ასწავლოს სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, რომ მათ შეუძლიათ „იყვნენ ისინი, ვინც სურთ“.
წიგნი, სახელწოდებით Hästen & Husse, მოგვითხრობს ისტორიას კაცის შესახებ, რომელიც ქალის სამოსით დადის, ტუჩსაცხს ისვამს და ცხოვრობს ცხენთან ერთად, რომელიც ძაღლივით იქცევა.
წიგნის ავტორმა, უნივერსიტეტის ლექტორმა სუზან პელგერმა განმარტა, რომ მან ეს წიგნი დაწერა რამდენიმე სტუდენტის ცხოვრებაზე დაკვირვებით მიღებული შთაგონების შედეგად, სტუდენტებისა, რომლებმაც სქესის შეცვლის პროცესი გაიარეს.
პელგერი, რომელიც გენეტიკისა და ბიოლოგიის დოქტორია, ამბობს, რომ სქესის საკითხი მარტივი რამ არ არის.
„მხოლოდ XX ან XY ქრომოსომები სქესს არ განსაზღვრავს. არსებობს სხვა ვარიანტებიც. ჰორმონები ისეთივე როლს ასრულებს, როგორსაც გარემო და პიროვნება. ეს ძალიან რთული თემაა“, განაცხადა მან.
მან ისიც თქვა, რომ წიგნი უკვე გადაეცა სკოლამდელი ასაკის ბავშვების რამდენიმე ჯგუფს, რომლებიც დადებითად გამოეხმაურნენ ხსენებულ მასალას.
CNN-ის ცნობით, შვედეთში, სკოლამდელი ასაკის ბავშვებს შორის შეიმჩნევა მზარდი სურვილი იმისა, რომ გაქრეს განსხვავება ბიჭებსა და გოგონებს შორის.
ანგარიშში ნათქვამია იმის შესახებაც, რომ სკანდინავიელ ხალხებს შორის სკოლამდელი ასაკის ბავშვებს აღარ მიმართავენ „გოგონათი“ ან „ბიჭუნათი“, არამედ მიმართავენ საშუალო სქესის (გენდერულ-ნეიტრალური) აღმნიშვნელი ნაცვალსახელით „hen“
ერთ-ერთი კრიტიკოსი, ფსიქიატრი და ავტორი, დევიდ ებერჰარდი, ამბობს, რომ მსგავსი მიდგომა „ინტელექტუალურად არაკეთილსინდისიერია“ და ის „თვალს ხუჭავს ბიოლოგიურ განსხვავებებზე“.
„ერთგვარი რელიგიური სექტის მაგვარი რამაა იმის თქმა, რომ ქალსა და მამაკაცს შორის არ არსებობს განსხვავება. ამას არაფერი აქვს საერთო მეცნიერებასთან“, აცხადებს ებერჰარდი.
ივნისში შვედეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ აპირებს ახალი კანონის მიღებას, რომლის მიხედვითაც დამნაშავე იქნება ის, ვინც სიძულვილის ნიადაგზე არასწორად გამოიყენებს სქესის აღმნიშვნელ ნაცვალსახელებს.
https://jesus.ge/%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9...3%aa-%e1%83%a2/
უდიდესი თქვენს შორის თქვენი მსახური იყოს.
თორმეტმა ამირჩია. ერთზე გავიფიქრე იუდაა მეთქი და არ შევმცდარვარ.
ესენი უნდა მახსოვდეს.