gamura8677თეგეტა მოტორსი
თეგეტა მოტორსმა პირველმა საქართველოში დანერგა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა SAP-ი.
კომპანია SAP წარმოადგენს ბიზნესპროცესების ავტომატიზირებული პროგრამული გადაწყვეტილებების წამყვან მიმწოდებელს მსოფლიოში. დღეს 89 000-ზე მეტი კლიენტი მსოფლიოს 120 ქვეყნიდან თავის საქმიანობაში სწორედ SAP-ის პროგრამას იყენებს.
SAP პროგრამის დანერგვა კომპანია „თეგეტა მოტორსში" გრძელდებოდა 13 თვე - უკრაინული დამნერგავი კომპანია "Soft Rating"-ის მეშვეობით და მისმა ღირებულებამ მილიონ 200 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ზემოთ აღნიშნულ პროგრამამდე კომპანია მუშაობდა რამოდენიმე სისტემაში: 1 C, Oris, Oris Manager.
SAP წარმოადგენს ბიზნეს-პროცესების ავტომატიზაციის პროგრამას, რომელშიც ავტომატიზირებულია სამეურნეო სუბიექტის ეკონომიკური საქმიანობა. აღნიშნული პროგრამის დანერგვა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანური ფაქტორი კომპანიაში, გამკაცრებულია კონტროლი სამეურნეო ოპერაციების აღრიცხვაზე; აგრეთვე SAP-ის პროგრამული გადაწყვეტილებები ბიზნესპროცესების მართვისთვის, უადვილებს კომპანიებს კლიენტებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას, ხოლო ანალიტიკური ფორმების დროული მიღება ხელს უწყობს სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღებას.
თეგეტა მოტორსს აქვს მოლოდინი, რომ SAP ERP - ის ამოქმედება ხელს შეუწყობს კომპანიის ბიზნესპროცესების ავტომატიზაციას, გაზრდის მუშაობის ეფექტურობას და მიღებული ინფორმაციის ანალიზის გზით გააადვილებს სწორი და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების პროცესს.
სტატისტიკის მიხედვით კომპანიამ, რომელმაც დანერგა ზემოთ აღნიშნული პროგრამა, ეფექტურობის და მოგების გაზრდის გზით მაქსიმუმ 2 წელიწადში ამოიღო პროგრამაზე დანახარჯი.
კომპანია SAP დაარსდა 1972 წელს და დღეს უკვე 50 000-მდე თანამშრომელს ითვლის მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში. SAP დარეგისტრირებულია რამოდენიმე საფონდო ბირჟაზე; მათ შორის ფრანკფურტისა და ნიუ-იორკის საფონდო ბირჟებზე SAP-ის სახელით. კომპანია SAP AG-ის მთლიანმა შემოსავლებმა 2008 წელს 11,73 მლრდ. ევრო შეადგინა.
SAP ERP სისტემა დანერგილი აქვთ ისეთ ცნობილ კომპანიებს, როგორებიც არიან:
Bridgestone, MAN, Shell, Mercedes-Benz U.S., General Motors, Microsoft Corporation, HP, NEC, Harley-Davidson, Basf, Ericsson, Coca Cola Bottling Co., PepsiCo Inc., Exxon Mobile, Glaxosmithkline, Henkel, Johnson & Jonhson, Metro-Goldwyn-Mayer, Panavision Inc., Philip Morris USA Inc., Fujitsu Siemens, IBM, მსოფლიოსა და ევროპის მსხვილი ფინანსური კომპანიები, ბანკები და მრავალი სხვა. ამ ცნობილ კომპანიებს დღეიდან შეუერთდა TEGETA MOTORS Ltd.
SAP-ის პროგრამის დანერგვა შეუძლია ყველა კომპანიას, მაგრამ საბოლოო პროგრამული პროდუქტის ღირებულების და დანერგვის სირთულის გამო SAP AG იძლევა რეკომენდაციებს, თუ როდის დგება პროგრამის დანერგვის საჭიროება ამა თუ იმ კომპანიაში.