სულ ავირ დავირიე
PAINKILLERჩემი სახლი სულ ერთი სართულია. მეორეს არ ვაპირებ , არ მჭირდება არაფერში. თან მუხლებზე ხან რა ოპერაცია მჭირდება , ხან რა , კიბეები ჩემთვის ჯოჯოხეთია
ხოდა ვერ ჩამოვყალიბდი ეს გათბობა როგორ ჯობს რა
არადა 10 მაისისთვის უკვე მაგ ეტაპზე ვიქნები და მე ჯერ არ ვიცი რას ვაკეთებ ....
აი მეტლახს როგორ ვუყურებ იცი ? მარტივი მოსავლელია , მაგრამ არაკომფორტული რა , ავტომობილში ტყავის სალონივით , მოსავლელად მარტივია მაგრამ ზამთარში გათბობა უნდა , ზაფხულში გაგრილება
ვიტანჯები ხოლმე
ხის იატაკი რაღაც წარმომიდგენია რომ მეტ მყუდროებას ქმნის ინტერიერში.
ხოდა რა ავიღო პრიორიტეტად ვერ ვყალიბდები
სად ვცდები , სად არ ვცდები .... ხე თან რაღაცნაირი ელეგანტურია , მეტლახს / გრანიტსაც კი ვიყიდი ხის ვიზუალით , მაგრამ მაინც იმიტაციაა რა ....
ხან იატაკის გათბობისკენ ვიხრები , ხანაც რადიატორებით გათბობისკენ.
* * *
თუ მეტლახი გადავწყვიტე , მაშინ აუცილებლად იატაკის გათბობას გავაკეთებ , არც განვიხილავ სხვა ვარიანტს. უბრალოდ მეტლახი VS ხე მაქვს ფიქრები , იატაკის საფარი ვერ გადამიწყვეტია რა
სააგარაკე სივრცე არაა , 2 სახლში ცხოვრება ვერ წარმომიდგენია , სულ წინ და უკან რო დარბიხარ , ძალიან მერთულება ეს აბარგებები
უნდა ვიცხოვრო აქ
This post has been edited by webdesigner93 on 27 Apr 2024, 10:32