==============================================================
Maison Francis Kurkdjian Oud ეს მომეწონა ყველაზე მეტად უდებიდან. ექსტრაქტები არ გამისინჯავს
გახსნა კარგი აქვს და კარგად ჯდება .. უფრო elemi-ს ნოტი დომინირებს რაც სხვა სუნამოებშიც შემინიშნავს
უფრო მოტკბო ხდება და უნიკალურ სუნი აქვს.. არ გავს არცერთ სუნამოს
ძალიან კარგი უდია და ადვილი სატარებელია .. მინდა
-------------------------
Oud Satin Mood ძალიან იგრძნობოდა ვარდი და არ მომეწონა
-------------------------
Oud Silk Mood აქაც იგრძნობა საკმაოდ ვარდი მაგრამ კარგი დაბალანსებულია და ძალიან კარგი სუნამოა
უფრო ქალისკენ იხრება ..პრინციპში მეც ვატარებდი
-------------------------
Baccarat Rouge 540 არ მომწონს ეს სუნამო და რატომ გიჟდება ხალხი ვერ ვხვდები
ათას რაღაც ღირს არომატეკაში .. ძალიან ძვირია
მოკლედ ვისაც ეს სუნამო ძალიან გიყვართ და ფული არ გაქვთ რომ შეიძინოთ
DUA FRAGRANCES - Casino Royale არის კლონი 1-1 ში გავს თუ დამიჯერებთ
სემპლი მაქვს და შევადარე .. კარგი კლონია
--------------------------
Aqua Universalis Forte მე მქონდა სემპლი Aqua Universalis და არ მომეწონა აი ფორტე უკვე სხვა თემაა
ძალიან მაგარი სუნამოა.. ელეგანტური ფრეშ სუნამოა მამაკაცებისთვის
უნიკალური არაა იმიტომ რომ ამ მიმდინარეობის ბევრი კარგი სუნამო არსებობს გაცილებით მისაღებ ფასში
-------------------------
By Kilian Straight to Heaven Extreme ორიგინალი Straight to Heaven ჩემ ტოპ 3 ფავორიტებში შედის და ძალიან მაინტერსებდა ექსტრიმ ვერსია
სამწუხაროდ ორიგინალს არ აქვს კარგი გამძლეობა და მაგიტომაც გამოუშვეს ექსტრიმი
გავს მაგრამ უფრო მეტი ალკოჰოლი იგრძნობა და უფრო მომჟავო სუნი აქვს რაც არ მომეწონა
ორიგინალი ვერსია ჯობია
-------------------------
Memo Tiger's Nest კარგი სუნამოა.. აღმოსავლური სტილია და ძალიან გავს ამუაჟის სუნამოებს
ამბრა ვისაც უყვარს ეს სუნამოც მოეწონება .. განსაკუთრებული არაფერი
--------------------------
Penhaligon's Halfeti ვერ ვხვდები რატომ არის ეს სუნამო ქალის.. უნისექსია 100%
ვარდის თემაში ერთერთი საუკეთესო სუნამოა თუ საუკეთესო არა
ადრეც გავსინჯე და ეხლაც დავრწმუნდი რომ კარგი სუნამოა.. სამწუხაროდ ამის სემპლი ძნელი საშოვნელია
ბოთლი ძვირია..ადრე თუ გვიან იმედია ჩავიგდებ ხელში
-------------------------