#55386688 · 20 Oct 2019, 12:13 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გუშინ სოფელ რუხში გაიმართა ხაჭაპურის ფესტივალი ეს გამარჯვებულების ჩამონათვალი
მეგრული სამზარეულოს განუმეორებელი გემო - ბელა კუპრავა
ხაჭაპურის საუკეთესო ვარიაცია - რესტორანი „მენძელი“
ყველაზე სწრაფი მცხობელი - დარეჯან ყოლანდარია (გარდენ პალასი)
საუკეთესო მცხობელი - ნელი ბოჭორიშვილი
ვიზიტორთა რჩეული ხაჭაპური - „ოკო“ საცხობი ქუთაისიდან
მომავალის ხაჭაპური - კოლეჯი ,,ახალი ტალღა“
საუკეთესო ხაჭაპური - რესტორანი „შინ და გორი“
ამ შთამბეჭდავი ღონისძიების „ხაჭაპურის კონკურსში“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 37 მოყვარულმა და პროფესიონალმა მზარეულმა მიიღო მონაწილეობა. ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იყო ცნობილი შეფ-მზარეულების მასტერ-კლასები, მათ შორის, გურამ ბაღდოშვილის მესხური ხაჭაპური, ესმა კუნჭულიას გურული ღვეზელის საიდუმლო და ისტორია, დალი ცატავას და გასტრონომიის ასოციაციის კვლევა საქართველოს გასტრონომიული კულტურის შესახებ, ხაჭაპურის გზა UNESCO-მდე და ყველის ასოციაციის ხელმძღვანელის ანა მიქაძის ყველის ამოყვანის მასტერ-კლასი.
ფესტივალი ასევე მოიცავდა რეგიონების მიხედვით ხაჭაპურის სხვადასხვა სახეობის მომზადების კონკურსს, ნომინაციებში გამარჯვებულები გახდნენ:
QUOTE | საუკეთესო ხაჭაპური - რესტორანი „შინ და გორი“ |
ამათი ხაჭაპური დაგემოვნებული მაქვს მართლაც This post has been edited by ADUA on 20 Oct 2019, 12:16
--------------------
კიდევ კარგი ქოცებს რომ არ მოუწიათ რუსებთან ომი, თორე ეს პუტინის მონები,ომს ხო წააგებდნენ 2 დღეში,კოდორსაც უბრძოლველად ჩააბარებდნენ, ასობით მილიონის სამხედრო ტექნიკას ალაფის სახით გაატანდნენ რუსებს და 2 წელიწადში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც შეიყვანდნენ.
|