განაცხადის გაკეთებადასაქმების სააგენტო ჯობლინკი აცხადებს ვაკანსიას კურიერი/მძღოლის პოზიციაზე. კურიერი/მძღოლი ესაჭიროება თბილისში, ნაძალადევის დასაწყისში, (გადასასვლელ ხიდთან ახლოს), მდებარე კომპიუტერული და მობილური ტექნიკის ონლაინ მაღაზიას.
ძირითადი მოვალეობები:
ონლაინ მაღაზიიდან შეკვეთილი პროდუქციის მომხმარებლების მისამართზე მიტანა;
კომპანიის სხვადასხვა საჭიროებებზე გასვლა.
ძირითადი მოთხოვნები:
B კატეგორიის მართვის მოწმობა;
საკუთარი ავტომობილი – გაზზე, ან ელექტრო ავტომობილი.
აუცილებელი თვისებები:
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
სისხარტე;
დროის ეფექტურად მართვის უნარი.
სამუშაო პირობები:
სამუშაო გრაფიკი: 10:00-დან 19:00 საათამდე;
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი: 600 ლარი;
საწვავის ღირებულებას ანაზღაურებს კომპანია;
ავტომობილის ამორტიზაციაზე ზრუნავს თვითონ მძღოლი.
გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ მისამართზე: resume@joblink.ge და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: კურიერი/მძღოლი. დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომრებზე: + 995 592 995555; +995 32 2880107.