ლიტერატურული თამაშის შინაარსი ასეთია: კლუბის წევრები წინასწარ შეთანხმებულ დროს ვასახელებთ წიგნებს, შესაბამისად დგება წიგნების სია. ამის შემდეგ ხმათა უმრავლესობით წყდება, რომელი წიგნი უნდა წაიკითხოს კლუბმა, ერთად ვსაზღვრავთ ამ წიგნის წასაკითხად საჭირო დროს და წაკითხვის შემდეგ ვუზიარებთ ერთმანეთს აზრს, განვიხილავთ, ვკამათობთ. შემდეგ ტარდება ახალი "არჩევნები" და ა. შ.
გთხოვთ დაიცვათ კლუბის წესები:
1. ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, ვალდებულია წაიკითხოს ის წიგნი, რომელიც იქნება არჩეული. თუ წიგნი უკვე წაკითხული აქვს, კითხულობს მას მეორედ. (წინააღმდეგ შემთხვევაში გამოტოვებს მომდევნო არჩევნებს, ანუ არ ექნება თავის წიგნის დასახელების და არც ხმის მიცემის უფლება)
2. არჩევნების დროს არ შეიძლება ხმა მივცეთ ჩვენივე დასახელებულ წიგნს.
3. წიგნის წაკითხვისთვის დრო განისაზღვრება წინასწარ და ყველა უნდა ჩავეტიოთ დასახელებულ დროში. (საშუალოდ 2 კვირა, საჭიროების შემთხვევაში დრო შეიძლება შეთანხმების საფუძველზე გაიზარდოს). უკვე დასახელებულ დრო აღარ გადაიწევა.
4. ვეცადოთ დავასახელოთ ისეთი წიგნი, რომელიც უმრავლესობას არ ექნება უკვე წაკითხული და მეტ-ნაკლებად ადვილად საშოვნელი იქნება ყველასთვის.
5. სიხარულით მივიღებთ ახალი წევრებსაც. ამისათვის უნდა გაეცნოთ კლუბის წესებს, წაიკითხოთ დასახელებული წიგნი, რომელსაც კლუბის წევრები იმ პერიოდში კითხულობენ, მიიღოთ განხილვაში მონაწილეობა და კეთილი იყოს თქვენი წევრობა ჩვენს ლიტერატურულ კლუბში!წინა თემებში წაკითხული წიგნები:
I
1. ჯ.სელინჯერი_ კლდის პირზე ჭვავის ყანაში
2. ა.კამიუ_უცხო
3. ფ.კაფკა_პროცესი
4. ჯ.ქარჩხაძე_ანტონიო და დავითი
5. კ.ჰამსუნი_მისტერიები
6. ჯ.კერუაკი_გზაზე
7. უ.ფოლკნერი_დროშები მტვერში
8. ჯ.ორუელი_1984
9. ჯ.სტაინბეკი_ზამთარი ჩვენი მღელვარებისა
10. ჰ.ბიოლი_კლოუნის თვალთახედვა
11. უ.ფოლკნერი_სული რომ ამომდიოდა
12. ჯ.ქარჩხაძე_ქარავანი
II
1. ჰენრი მილერი - ,,კირჩხიბის ტროპიკი"
2. ბორის ვიანი - ,,გულსაგლეჯი"
3. ჰერტა მიულერი - ,,მეფე დაიხრება და კლავს"
4. მარკესი - ,,სიყვარული ქოლერის დროს"
5. ალფრედ დობლინი - ,,ბერლინი, ალექსანდერპლაცი"
6. ჩეხოვი - ,,პალატა #6"
7. კამიუ - ,,დაცემა"
8. ფოლკნერი - ,,ხმაური და მძვინვარება"
9. დოსტოევსკი - ,,ორეული"
10. ერიკ ემანუელ შმიტი - ,,ნოეს შვილი"
11. ჰარპერ ლი - ,,ნუ მოკლავ ჯაფარას"
12. ჯონ კუტზეე - ,,სირცხვილი"
13. ბორხესის მოთხრობები
14. მარკუს ზუზაკი - ,,წიგნის ქურდი"
15. ენდი უირი - ,,მარსელი"
16. ძმები სტრუგაცკები - ,,ორშაბათი იწყება შაბათს"
17. სარამაგუ - ,,სიბრმავე"
III
1. დენიელ კიზი - ,,ბილი მილიგანის მრავალი გონება"
2. რობერტ ჰაინლაინი "კარი ზაფხულში"
3. თომას მანი - ,,დოქტორი ფაუსტუსი"
4. კურტ ვონეგუტი - ,,სარწეველა ფისოსთვის"
5. ედით უორტონი - ,,უმანკოების ხანა"
6. რეი ბრედბერი - ,,ბაბუაწვერას ღვინო"
7. ვლადიმერ ნაბოკოვი - ,,ლუჟინის დაცვა"
8. ჩეხოვი - ,,ალუბლის ბაღი"
9. სიუ ტაუნსენდი - ,,ედრიან მოულის საიდუმლო დღიური"
10. იტალო კალვინო - ,,უხილავი ქალაქები"
IV
1. ჯეინ ოსტინი - ,,ემა".
2. ჯოჯო მოიესი - ,,მე შენამდე".
3. პატრიკ როტფუსი - ,,ქარის სახელი".
4. უმბერტო ეკო - ,,ვარდის სახელი".
5. ალეკო შუღლაძე - ,,გადამალვა".
6. ფილიპ როთი - ,,ამერიკული პასტორალი".
ამ თემაში ყველაზე ცოტა წიგნი გვაქვს წაკითხული...
წინა თემები:
ლიტერატურული კლუბილიტერატურული კლუბი_ნაწილი IIლიტერატურული კლუბილიტერატურული კლუბიწინა თემაში მპოსტავები:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
marimari11 247
WendyD 175
senpai 139
Ezekia 116
BELLA-DONNA 112
holden kolpildi 74
jurnalistka 74
OHOI_IKA 73
Mazarin 65
რრედ 52
Pablo_Escobar 41
metro50 27
СAФO 26
Alisaka 22
ლილიტის_ქალიშვილი 20
thanos 20
giat 14
B l a c k J a c k 14
ახალგაზრდა 13
mero93 13
თოვლი_ 12
Joiner 12
MasterJC 11
დიოგენე 2013 10
Halinskioi 9
shushana 8
severuss 7
Universe 6
Greta 6
_sportsman_ 6
gordas 5
don gajetino 5
არმეძებო 5
roleqsissaatimachuqes 5
Geo-PUA 5
demna_ 4
MeBeforeYou 4
თორნიკეე 4
Likri 3
odiwbam 3
ვიღაც 2
*Mandala 2
madridiSSta1988 2
RayV 2
miishooo91 2
siml11 2
უბიკი 1
roena 1
Ziggy Pop 1
Moby-Dick 1
Dr.Kostava 1
poeti123 1
soffia 1
საკურა. 1
ADEADE 1
George Best
1
onisepolski 1
Krusty_the_Clown 1
GeoWarr1or 1
Tom Creo 1
tatuline 1
patriciia 1
აბა თქვენ იცით, ხალხო!..
და გულწრფელობა თქმაში კი არა, უთქმელობაში არის მეტადრე.
თუ დუმილი დროული არის, წრფელია იგი.
მაგალითისთვის ჰკითხეთ, მეთევზე მამიკოს ჰკითხეთ,
და იგი გეტყვით, რატომ იჭერენ და ჰკლავენ თევზებს?
მაშინ თევზები მოგაპყრობენ მდუმარე თვალებს.
ეს არის ღრმა და ზუსტი პასუხი.