Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > სამაგისტრო ნაშრომის დაწერა


Posted by: 4Motivi 27 Mar 2016, 15:55
გამარჯობათ მჭირდება სამაგისტრო ნაშრომის დაწერა, მასალები მაქ შეკრებილი, ახლა საჭიროა ნაშრომის ფორმის მიცემა, მასალებიდან მნიშვნელოვანი შინაარსის ამოკრება.

თანხაზე მოვრიგდებით. ვისაც შეგიძლიათ მსგავსი რამის შესრულება გთხოვთ მომწეროთ პმ-ში სახელი და ტელეფონი და დაგიკავშირდებით.

მადლობა

Posted by: Kim chi 31 Mar 2016, 19:53
რა თემაზეა სამაგისტრო? და მოთხოვნები რა აქვს?

Posted by: datomka 7 May 2016, 19:45
ძველი სამაგისტრო ნაშრომები სად შემიძლია რო მოვიძო ხომ ვერ დამეხმარებით?

Posted by: gregorzander 4 Jul 2019, 22:50
სადიპლომოების დაწერა 551-134-992

Posted by: Dato_dugla 9 Jul 2019, 10:48
წესით კანონით ისჯება ეგ...




...





30


Posted by: gregorzander 20 Sep 2020, 13:25
კვალიფიციური იურისტების გუნდი გთავაზობთ სადიპლომო ნაშრომების, სამაგისტრო და საბაკალავრო თემების, ასევე სადისერტაციო ნაშრომების დაწერას სამართალში: კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის მიმართულებით, ხარისხის გარანტიით, ქართულ და ინგლისურ ენებზე

551-994-995user posted image

Posted by: deiar123 15 Mar 2021, 19:28
QUOTE (gregorzander @ 20 Sep 2020, 13:25 )
კვალიფიციური იურისტების გუნდი გთავაზობთ სადიპლომო ნაშრომების, სამაგისტრო და საბაკალავრო თემების, ასევე სადისერტაციო ნაშრომების დაწერას სამართალში: კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის მიმართულებით, ხარისხის გარანტიით, ქართულ და ინგლისურ ენებზე

551-994-995user posted image

მერე გამოადგება ეგეთი იურისტი ქვეყანას, თვითონ რომ ვერ წერს სადიპლომოს? ეეჰ...

Posted by: semiramida1 26 Mar 2021, 20:59
პლაგიატები ხართ ყველანი ვინც მაგის დაწერას ითხოვთ და ვინც წერთ ისინი თაღლითები , კრიმინალები ან ხელშემწყობები მინიმუმ და უფრო რომ განვაზოგადო , ადამიანები ვინც ქვეყნის პროგრესს აფერხებთ ...ტვინის განძრევა , შრომა და სწავლა თუ გეზარებათ რა ჯანდაბა გინდათ იქ სადაც მაგას წერთ ..რა უნდა გამოხვიდეთ საერთოდ ...წადი რა იტაქსავე ( არ უნდა ტაქსაობას ორი დიპლომი !!!)



* * *
gregorzander
QUOTE
კვალიფიციური იურისტების გუნდი გთავაზობთ სადიპლომო ნაშრომების, სამაგისტრო და საბაკალავრო თემების, ასევე სადისერტაციო ნაშრომების დაწერას სამართალში: კერძო, საჯარო და სისხლის სამართლის მიმართულებით, ხარისხის გარანტიით, ქართულ და ინგლისურ ენებზე

დარწმუნებული ხარ რომ კვალიფიციურები ხართ ?

ეს ქმედება კანონიერია?

spy.gif

ფაქ პუკე რატო გააუქმეს ყველაზე შესაფერი სმაილი სმაილტა შორის
* * *
4Motivi
მასალა თუ გაქვს და ყველაფერი აჰა – შენნაირებისთვის დაწერა ეკომ

მოიძიე და იქნებ შენც დაწერო ..მანდ ბოლომდე არაა

იქნება და გადაიფიქრო და მოინდომო დაწერა

http://www.socium.ge/index.php/articles/education/59-2012-08-07-20-14-55

Posted by: gregorzander 27 Mar 2021, 01:01
user posted image
კვალიფიციური იურისტების ჯგუფი მოგიმზადებთ სადოქტორო დისერტაციებს, სამაგისტრო ნაშრომებსა და კვლევებს სამართალში, თქვენთვის სასურველ თემაზე და ხარისხის გარანტიით

Warning:
კვალიფიციური მოდერი წაგიშლით ყველა შემდგომ პოსტს, რომელიც  სხვებისთვის სადისერტაციო ნაშრომის დაწერას ეხება. ეს არის პლაგიატი უნივერსიტეტიდან გარიცხვის გარანტიით, ეწინააღმდეგება აკადემიურ ეთიკას, უნივერსიტეტების რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას

Posted by: 4Motivi 13 Apr 2021, 00:37

semiramida1 2016 წლის პოსტზე 2021 წელს რომ პასუხს სცემთ ცოტა დროში ხომ არ აცდით ? რაც შეეხება ამ სტატიას http://www.socium.ge/index.php/articles/education/59-2012-08-07-20-14-55 აბსოლიტური ბოდვაა. ცხადია ყველამ თავად უნდა შეასრულოს აკადემიური ნაშრომი, ჩაბოღმას კი არ მიყოთ ხელი, ისეთი სისტემა უნდა გააკრიტიკოთ რომელიც ვერ ახდენს სხვის მიერ დაწერილი ნაშრომის იდენტიცირებას (განათლების სისტემა იქნება თუ მეცნიერების). მე რაც მეწერა 2016 წლის პოსტში საუბარი იყო ე.წ. Literature Survey-ის თავის გაკეთებაზე ერთ-ერთ ნაშრომში. და არა სამაგისტრო ნაშრომის "გამოცხობაზე". Literature Survey სხვადასხვა კვლევის ფარგლებში მეც გამიკითებია, როცა გუნდის სხვა წევრს არ ეცალა და ჩემთვისათვისაც გაუკეთებიათ როცა მე არ მეცალა.

პირველ რიგში ზრდილობა დაიცავით: "შენნაირებისთვის დაწერა ეკომ". შენობითი ტონით ჰეითერების იმ ჯგუფს მიმართეთ ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ.

2016 წლის პოსტზე რომ ჰეითერ სპიჩს მიწერ 2021 წელს, წარმომიდგენია თქვენი მიხვედრილობისა და ლოგიკის განვითარების დონე.

Posted by: semiramida1 14 Apr 2021, 14:20
4Motivi
უფრო სიმართლესთან ახლოს რომ ვიყოთ აი ამისgregorzander პოსტსგამოვეხმაურე და როგორც ხედავ წარმატებით აგრძელებს მაიმუნობას 2021 წელსაც ..და სანამ სისტემაში ცვლილებებზე და ქვეყნის გაბრწყინებაზე დავიწყებთ მუშაობას ცოტა დაბლიდან დაწყება ხომ არ აჯობებდა .. მაგალითად იქედან რომ თითოეულმა იცოდეს რომ ეგ მარაზმია და არა იმის მოლოდინში იყოს, სისტემამ გაუფლიტროს რაღაც


"შენობით" ტონზე ჰეითერობაზე , მიხვედრილობაზე ლოგიკაზე და ა.შ ნო კომენტ თემასთან კავშირი არ აქვს ..და დროს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს როცა ისევ აქტუალურია ის პრობლემა რაც ასი წლის წინაც იყო..შენ არ გამოგადგება და დაგვიანებულია? არაუშავს იმას გამოადგება ვინც ამ თემაში 2021 ში შემოვა

Posted by: LOLZ 14 Apr 2021, 19:21
semiramida1
დაარეპორტე ხოლმე მსგავსი განცხადებები და როცა შემოვალ მივხედავ.

Posted by: gregorzander 12 May 2021, 12:51
QUOTE (gregorzander @ 27 Mar 2021, 01:01 )
user posted image
კვალიფიციური იურისტების ჯგუფი მოგიმზადებთ სადოქტორო დისერტაციებს, სამაგისტრო ნაშრომებსა და კვლევებს სამართალში, თქვენთვის სასურველ თემაზე და ხარისხის გარანტიით

[w]კვალიფიციური მოდერი წაგიშლით ყველა შემდგომ პოსტს, რომელიც  სხვებისთვის სადისერტაციო ნაშრომის დაწერას ეხება. ეს არის პლაგიატი უნივერსიტეტიდან გარიცხვის გარანტიით, ეწინააღმდეგება აკადემიურ ეთიკას, უნივერსიტეტების რეგულაციებს და საქართველოს კანონმდებლობას [/w]

ეწინააღმდეგება კი მაგრამ რეალურად უნივერსიტეტებს არ აინტერესებთ რა განათლებას იღებენ სტუდენტები. ამიტომ მათმა დიდმა ნაწილმა არ იცვის როგორ დაწეროს ნაშრომი. ერთი სიტყვით დიპლომრების საამქროებია. რეალობა ეგაა

Posted by: 4Motivi 29 May 2021, 10:02
semiramida1
"და სანამ სისტემაში ცვლილებებზე და ქვეყნის გაბრწყინებაზე დავიწყებთ მუშაობას ცოტა დაბლიდან დაწყება ხომ არ აჯობებდა .. "- არა არ ჯობია აზრი არ აქვს, რაზე დაყრდნობით ამბობთ რომ ქვემოდან ანუ კონკრეტულ ადამიანზე აქცენტრირებით ჯობია ? რამე პირადი ისტორიის გამო ჯიბრის მომენტი გაქვთ ? თუ რატომ არ ჯობია და რატომ არაა შედეგიანი პირად სიძულვილში გადახრდილი ე.წ. პრობლებლემის გამოსწოროება შეგიძლიათ ნახოთ ლუდვიგ ფონ მიზეზის ნაშრომები - ბიუროკრატია. ქართულადაც არის თარგმნილი. ჭავჭავაძესასაც აქვს ეგ იდეა გატარებული: "ჩვენ საზოგადო ჭირზე ვწერთ, კერძო პირთან საქმე არ გვაქვს .." იქ აგრძელებს თავის არგუმენტებს. "გაბრიწყინება" - ზოგადად ხელოვნების ტერმინია და საზოგადობრივ მოვლენებთან კავშირი არ აქვს. ეგ ტერმინიც ალბათ დამცინავი კონოტაციის ტექსტის აგებისათვის გამოიძახეთ, რაც სამწუხაროა.

'არაუშავს იმას გამოადგება ვინც ამ თემაში 2021 ში შემოვა' - ასეთი კეთილშობილურ იდეას გამოდევნებულ ადამიანს კიდევ ერთხელ გთხოვ, ეს მიმართვა: "შენ არ გამოგადგება და დაგვიანებულია? " და მიმართვის ფორმა უცნობების მიმართ არ გამოიყენოთ. ჯერ საკუთარ "პრობლემას", საკუთარ "კორექტურლობას" მიხედეთ და შემდეგ დაიწყეთ ზრუნვა 2021 და შემდგომი წლების პრობლემებზე.

Posted by: LOLZ 1 Jun 2021, 21:59
gregorzander

ყველა ნორმალურ უნივერსიტეტს აინტერესებს სტუდენტის მოსწრება და მიღწევები. თუ ვინმემ არ იცის როგორ დაწეროს სადიპლომო უნდა იკითხოს, ან შესაბამისი ტრენინგი გაიაროს

4Motivi
semiramida1
სურვილის შემთხვევაში პირადში იჟღურტულეთ 2kiss.gif
თემა იხურება.
ისევე როგორც სხვა შემდეგი თემები, რომლებიც სადიპლომოების დაწერას შეეხება.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)