ჰეჰეეეეეეეეეეეეეეე
ვინა თქვა ჩიჩინი არ ჭრისო!!!!
პროტესტმა გაამართლა! მსოფლიო რაგბის კონცეფციით, 6 ერი და მსოფლიო ლიგა გაიხსნება
თარიღი: მარტი 7, 2019, 01:04
პროტესტმა გაამართლა! მსოფლიო რაგბის კონცეფციით, 6 ერი და მსოფლიო ლიგა გაიხსნება
როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში სარაგბო სამყაროში დიდი აჟიოტაჟია ატეხილი მსოფლიო ლიგის შექმნასთან და მის ფორმატთან დაკავშირებით.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უნდა შექმნილი 12-გუნდიანი ლიგა, რომელშიც პირველი დონის გუნდებთან ერთად (6 ერი და 4 ერი), იაპონია და აშშ ითამაშებდნენ, ხოლო აღზევება-დაქვეითების სისტემა არ უნდა ყოფილიყო.
აღნიშნულმა პროექტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც გულშემატკივრებს, ასევე დაჩაგრულ ერებს შორის. წყნარი ოკეანის კუნძულების წარმომადგენლებმა პირველივე დღეს აიმაღლეს ხმა, ეს ინიციატივა მკაცრად გააკრიტიკეს და მომავალ მსოფლიო თასზე ბოიკოტით დაიმუქრნენ, რომელთაც მხარი თვით ახალმა ზელანდიამ დაუჭირა. შემდეგ კი, მათ საქართველომაც აუბა მხარი და გოჩა სვანიძემ ამ პროექტის ავტორების პირდაპირ რეტროგრადებად მოიხსენია და ამ ვიდეომ მსოფლიო პრესა მოიარა.
მოკლედ, ამხელა პროტესტის ტალღამ ფუჭად არ ჩაიარა და "მსოფლიო რაგბი" დათმობაზე წავიდა. რამდენიმე საათის წინ, "მსოფლიო რაგბის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა განცხადება და ვიდეო, რომელშიც ასახულია მათი კონცეფცია "მსოფლიო ლიგის" ფორმატთან დაკავშირებით. რაგბის მმართველმა ორგანომ შემუშავებული პროექტი ერებს გადაუგზავნა და მომავალ კვირას დუბლინში მისი არსებითი განხილვა მოხდება.
თუ "მსოფლიო რაგბის" მიერ შემოთავაზებული კონცეფცია დამტკიცდება, მსოფლიო ლიგა 2022 წლიდან დაიწყება, სამ დივიზიონად იქნება დაყოფილი და რაც მთავარია, იარსებებს გავარდნა-აღზევების სისტემა.
პირველ დივიზიონში 6 ერის და 4 ერის გუნდების გარდა, რეიტინგით წინ მყოფი ორი ქვეყანა ითამაშებს, ანუ ფიჯი და იაპონია 4 ერს დაემატებიან. პირველი დივიზიონების ორ-ორი საუკეთესო გუნდი (ანუ სამხრეთის და ევროპის გუნდები) ნოემბრის ბოლოს ერთმანეთში ითამაშებენ ნახევარფინალს, ხოლო ფინალი მსოფლიო ლიგის გამარჯვებულს გამოავლენს. რაც შეეხება დაქვეითება-აღზევების სისტემას, პლეი-ოფში ერთმანეთს 6 ერის ბოლოადგილოსანი და რაგბი ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებული დაუპირისპირდებიან, რომელთა შორისაც უძლიერესი 6 ერში ითამაშებს, ხოლო დამარცხებული რაგბი ევროპაზე იასპარეზებს, რაც საქართველოსთვის 6 ერში შესვლის შანსი იქნება. ანალოგიური პლეი-ოფი იქნება რაგბი ჩემპიონშიპის ზონაშიც და ასევე შეეძლებათ მესამე დივიზიონიდან მეორეში გადასვლა.
ტურნირი სრული ფორმატით ჩატარდება ოთხ წელიწადში ორჯერ (არ ჩატარდება მსოფლიო თასის წელს და შემოკლებული იქნება ბრიტანელი და ირლანდიელი ლომების ტურნეს დროს).
გარდა ამისა, ამ ტურნირზე ნაჩვენები შედეგების მიხედვით მოხდება გუნდების მსოფლიო თასზე კვალიფიკაცია და "მსოფლიო რაგბის" მიზანია, რომ მსოფლიო თასი უფრო გლობალური გახდეს და მასში მონაწილე გუნდების რაოდენობა 2027 წლისთვის 24-მდე გაიზარდოს.
მოკლედ, მომავალ კვირას დუბლინში ბევრი რამ გადაწყდება. უმთავრესი დებატები კი ალბათ 6 ერსა და დანარჩენებს შორის გაიმართება, რადგან როგორც ცნობილია, ტურნირის გახსნის წინააღმდეგი და შესაბამისად, 6 ერის გახსნისაც, სწორედ ისინი არიან, რასაც სხვები არ ეთანხმებიან, თუმცა "მსოფლიო რაგბიმ" რომ ასეთი ტიპის პროექტი საჯაროდ გამოაქვეყნა, ეს წესით ბევრს უნდა ნიშნავდეს.
იხილეთ "მსოფლიო რაგბის" მიერ გამოქვეყნებული ვიდეო, რომელშიც მათი წინადადება მსოფლიო ლიგასთან დაკავშირებით დეტალურადაა განხილული.
https://goal.ge/news/113728-protestma-gaama...OVymyb5Bw3kOH60ესეც ვიდეო
This post has been edited by Lаki on 7 Mar 2019, 12:42