1 კვირის წინ ვიყიდე ესეთი fm converter (ფმ კონვერტერია თუ კონვერტორი) მშრალ ხიდზე 15 ლარად. ჩინურები 10 ლარი ღირდა.
ასევე ვეძებდი ელიავაზე დახურული სექტორები როა თუ რაცაა და ჩინურები იყო. სადაც ვიკითხე 10 ლარი ღირდა იქაც.
ვამჯობინე რო რუსული მეყიდა, 5 ლარი არ ღირდა ეკონომიად. ჩინურზე უარესი არ იქნება თუ უკეთესი არა.
ჩემ მაგნიტაფონზე პირდაპირ წავიდა (რადიოს შესაერთებელი სტანდარტულ შუპზეა) და კი იჭერს. ზოგ სიხშირიზე ცოტა შიშინებს, მაგრამ თავის ფასს ამართლებს 500%-ით.
ზუსტად 20 მეგაჰერცით უამტებს და ადვილია გადასაანგარიშებლად რომელი სიხშირის დაჭერაც გინდა.
ვარ რუსთავში და კმაყოფილი ვარ სიგნალის მიღების და ხარისხის.
აქვე (სპოილერში) დავდებ სურათებს რაც ვიყიდე. იქნებ ვინმეს რამეში გამოადგეს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by ჩეჩა on 16 Jan 2017, 14:16