#59571406 · 2 Sep 2022, 21:53 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
klim2410 თუ ქულერ ჩართულზე მოგიწევს გაჩერება, ეგრევე ნუ ჩააქრობ ძრავს. სანამ დაქოქილია, პომპა ატრიალებს კონტურებში სითხეს და დაუტვირთავ ძრავზე ტემპერატურაც მალე დაეცემა. გადახურებულ ძრავს როცა ჩააქრობ, წყალი მოძრაობას წყვეტს და ბლოკში კონტურები გაგრილების გარეშე რჩება (ცოდოა ამ დროს) სეზონის ამ პერიოდში წყლის დუღილი ნორმალურია და ხმაც რომ გესმის ეგეც (თუ ყველაფერი ნორმის ფარგლებშია). დუღილის დროს, როცა სითხე ფართოვდება, მაგ დროს ე.წ. "რასშირიწელნი ბაჩოკში" გადადის ჭარბი მოცულობის გამო. როცა გაგრილდება ძრავი, ისევ უკან დაიბრუნებს. ყოველი შემთხვევისთვის, შეამოწმე სითხე ხომ არ აკლია რადიატორში. თვითონ რადიატორის ხუფიც შეამოწმე რომ მწყობრში იყოს. თუ მაინც, გაეჭვებს რომ ნორმის ფარგლებს ცდება, აუცილებლად მიიყვანე შესამოწმებლად ვინმე კარგ სპეციალისტთან.
|