2013 წელს გახსნილი პირველი თემა ქიუნეტის შესახებ:QNET - ქსელური მარკეტინგივითგამარჯვებული მანიფესტი პირამიდების (ქიუნეტის) აკრძალვის თაობაზე:https://manifest.ge/main/item/13552016 წლიდან გახსნილი საერთო თემა ქიუნეტის მავნებლობის შესახებ:vol.1
ქიუ ნეტი სერიოზული პრობლემაvol.2
ქიუ ნეტიvol.3
QNET / ქიუ ნეტი vol.3vol.4
QNET / ქიუ ნეტი vol.4 - არ გაეკაროთ!vol.5
არ გაეკაროთ!!! - QNET / ქიუ ნეტი vol.5vol.6
არ გაეკაროთ! - QNET / ქიუ ნეტი vol.6vol.7
არ გაეკაროთ! - QNET / ქიუ ნეტი vol.7მოკლედ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. ვაგრძელებთ ქიუნეტის თემის განხილვას მერვე თავში.
დავიწყებ პუნქტობრივად და შევეხები ქიუნეტთან დაკავშირებულ ყველა მეტ-ნაკლებად საინტერესო თემას. ყველა ინფორმაცია იქნება დადასტურებული წყაროებიდან, მათ შორის ქიუნეტის ოფიციალური საიტიდან.
-პუნქტი პირველი: რატომ არის ქიუნეტი ფინანსური პირამიდა?!
ავიღოთ ეროვნული ბანკის გაფრთხილება, ფინანსური პირამიდების თაობაზე და შევადაროთ მას ქიუნეტის „ბიზნეს-გეგმა“ -
https://www.nbg.gov.ge/bankjournal/index.ph...115&blog_id=183ამავე გაფრთხილების საფუძველზე ეროვნულმა ბანკმა აგრეთვე მოამზადა საინფორმაციო ვიდეო-რგოლიც -
https://www.youtube.com/watch?v=vNmWQFHbgyE» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ფერების შესაბამისად რიგის მიხედვით გავავლოთ პარალელი ქიუნეტთან.
1. ქიუნეტი გთავაზობთ „გრანდიოზულ ბიზნეს-გეგმას“, თითქოსდა გახდებით წარმატებული, გექნებათ დიდი ოდენობით შემოსავალი და რიგი პრეზენტატორები პირდაპირ მილიონრობას ჰპირდებიან ახალმისულებს.
2. ქიუნეტში მიღებული შემოსავალი ახალი წევრების ჩართვის პირდაპირპროპორციულია, არ/ვერ ჩართავთ თქვენს ქვევით ახალ წევრებს, შესაბამისად კომპანია 1 თეთრსაც არ ჩაგირიცხავთ.
3. ქიუნეტელები მუდამ ცდილობენ თავს მოახვიონ ახალ წევრებს, რომ კომპანია ძალზედ წარმატებულია, აჩვენებენ სხვადასხვა რეიტინგებს, გაურვეველ რეპორტაჟებს და არაავტორიტეტული პირების მოსაზრებებს ქიუნეტის შესახებ, ან ცდილობენ სხვადასხვა ავტორიტეტული პირების მოსაზრებებით (რომლებიც საერთოდ არ ეხება ქიუნეტს) გაამართლონ თავიანთი „ბიზნეს-გეგმა“. ყველაფრის მიუხედავად ბოლო ადრე თუ გვიან ერთი იქნება, როგორც კი მასიურად ვეღარ მოიძიებენ ადამიანებს, ვინც 4 500 ლარს შეიტანს ქიუნეტში, მაშინვე გაჩერდება შემოსავალიც (რადგან იგი დამოკიდებულია ახალი წევრების ჩართვაზე და ყოველი ახალი წევრის შეტანილი თანხიდან წილი რიგდება პირამიდაში) და შესაბამისად პირამიდაც გაიჭედება.
4. ქიუნეტელები ხშირად ცდილობენ, რომ თავგზა აუბნიონ ახალ წევრს და აჯერებენ მას, რომ ქიუნეტი არ არის ფინანსური პირამიდა, რადგან თითქოსდა ფინანსურ პირამიდებს „პროდუქტი“ არ გააჩნიათ. რეალობა არის საპირისპირო, ბოლო ათწლეულებში ზუსტად ე.წ. „პროდუქტის“ გაყიდვის საფარქვეშ მოქმედებს პირამიდული კომპანიების უმრავლესობა და „პროდუქტის“ ასორტიმეტი ქიუნეტის მსგავსად არის გარკვეული მომსახურებები, აქსესუარები, კოსმეტიკური საშუალებები, ტურისტული პაკეტები და ა.შ.
5. რაც შეეხება ფასების ადეკვატურობას, აღნიშნული მრავალგზის იყო განხილული, მაგრამ აქვე ვახსენებ კოლოსალური ფასნამატის ყველაზე თვალშისაცემ მაგალითს - „ჩი ყელსაბამი“ რომელიც ქიუნეტის მაღაზიაში 658 აშშ დოლარი, როდესაც ზუსტად იგივე „ჩი ყელსაბამი“ შეგიძლიათ შეიძინოთ 3 დოლარად.
6. ქიუნეტელების „ბიზნეს-გეგმა“ ზუსტად ამ ფორმატით მოქმედებს, რომ მთავარია მოიძიო პიროვნება, რომელიც ერთჯერადად შეიძენს პროდუქტს და შემდეგ თვითონაც ანალოგიურ ქმედებას განახორციელებს.
აქ პარალელის გავლებას დიდი ახნა არ ჭირდება - „მოიყვან 2 კაცს, ის 2 კაცი თავიანთ 2-2 კაცს და ა.შ.“. სურათზე მაგალითად მოყვანილია კლასიკური პონცის სქემა, ანალოგიურ განვითარებას გვთავაზობს ქიუნეტიც თავის პირამიდულ „ბიზნეს-გეგმა“-ში.
პირველი და მეორე პუნქტები უკვე განხილულია.
მესამე პუნქტის შესაბამისად ქიუნეტს საქართველოში ჰყავს შუამავალი შპს „დრიმლაინი“, რომელსაც გააჩნია გარკვეული „შოურუმი“, სადაც გაგაცნობენ რა სახის პროდუქტს ყიდის კომპანია.
მეოთხე პუნქტში აღწერილიც პირდაპირ შეესაბამება ქიუნეტს, რადგან თანხა არსად იდება, არანაირი რეალური ინვესტიცია არ ხდება და იგი ნაწილდება კომპანიის მფლობელსა და პირამიდის წევრებს შორის.
მეხუთე პუნქტიც რა თქმა უნდა ქიუნეტის ზუსტი აღწერილობაა, რადგან მისი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ყოველთვის მწირად მოიპოვება ჩართული პირების მხრიდან, არ მოდიან არანაირ დეტალურ განხილვაზე, ყოველთვის მალავენ შემოსავლის ან სხვა სარგებლის მიღების დამადასტურებელ ფაქტებს და მანიპულირებენ ყალბი სურათებით (ერთიდაიგივე „ჩარიცხვის დამადასტურებელი“ სურათის გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა სხვადასხვა ქიუნეტელის მიერ სხვადასხვა პერიოდში).
მეექვსე პუნქტში აღწერილი გარემოებებზე ნებისმიერ უნდა გაგახსენდეთ „,მანჩესტერ სიტის სპონსორობა“, რაც რეალურად წარმოადგენს ქიუნეტის მიერ შეძენილ რეკლამის უფლებას, რასაც შემდეგში ქიუნეტის წარმომადგენლები იყენებენ ქიუნეტის ავტორიტეტის გასაზრდელად. აგრეთვე გაგახსენდებათ თუნდაც „ფორმულა 1-ის გუნდი მარუსია“, რომელზეც, მიუხედავად იმისა რომ 2015 წელს დაიშალა და დღეს საერთოდ არ არსებობს, მუდმივად აპელირებენ ისეთი ფორმით თითქოსდა ქიუნეტი მას კვლავ აფინანსებს. ასევე, „გაეროს სერთიფიკატი“ და მსგავსი უაზრო წარმომავლობის ვითომ დოკუმენტაცია.
-პუნქტი მეორე: რა „ბიზნეს-გეგმას“ გვთავაზობთ ქიუნეტი?! - ქიუნეტში არსებობს თანხის გამომუშავების რამოდენიმე ვარიანტი, მაგრამ ჩვენ გამოვიყენოთ „ბიზნეს-გეგმის“ ის კონკრეტული ვარიანტი, რომლითაც სარგებლობენ ქართველი ქიუნეტელები.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
კერძოდ, ქართველი ქიუნეტელები ყიდულობენ 3 000 BV ღირებულების პროდუქციას, რაც ამ ეტაპზე დაახლოებით 1 700-1 900 აშშ დოლარის ფარგლებში მერყეობს და მიჰყვებიან ქიუნეტის „ძირითად ბიზნეს გეგმას“, სადაც პირობები შემდეგია:
შენ ქვეშ მარჯვნივ და მარცხნივ (შემდგომში ბალანსი) მოგყავს თითო კაცი, რომელთაგან გერიცხება ერთჯერადად რეკომენდაციის (შემდგომში რეფერალი) საკომისიო თითოზე 100-100 აშშ დოლარი და ბალანსის საკომისიო 225 აშშ დოლარი, ხოლო შემდგომში შენს ქვევით შემოერთებულ ყოველ თითო-თითო ადამიანზე მარჯვნივ და მარცხნივ გერიცხება 225 აშშ დოლარი უკვე ხსენებული ერთჯერადი საკომისიოს გარეშე.
საიდან მოდის ეს 225 აშშ დოლარი? - ეს არის ეგრედწოდებული „სილვერ აქაუნთის“ სარგებელი ბალანსზე. ამასთანავე, ყოველი მეექვსე ბალანსი არ ირიცხება თანხად და გეძლევათ ვაუჩერი, რომელთა გარკვეული ოდენობით მოგროვების შემდეგ მხოლოდ ქიუნეტის საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ რაიმე „პროდუქტი“.
აქაუნთები არის 5 სახის: ბრონზა, ვერცხლი, ოქრო, პლატინა, ბრილიანტი. ბრონზის აქაუნთი ავტომატურად გენიჭება პირველი 3 000 BV ღირებულების პროდუქტის შეძენისას, ვერცხლზე გადასვლა ხდება შენს ქვეშ 2 ბრონზის აქაუნთანი რეფერალის გაჩენის შემდეგ.
ბარემ აქვე ლიმიტებს შევეხოთ, ყველა აქაუნთს აქვს შესაბამისი ლიმიტი, რომელიც ზღუდავს 1 კვირაში ანაზღაურებადი ბალანსების რაოდენობას. ამის თაობაზე ქიუნეტელები ატყუებენ ხალხს ვითომდა კვირაში 2 000 აშშ დოლარი არის ლიმიტი, როდესაც რეალურად ყველაზე დაბალი დონის ბროზნის აქაუნთს ლიმიტი აქვს 6 800 დოლარი კვირაში, რაც რეალურად მიუღწეველია, მაგრამ ამ ოდენობის ლიმიტის დასახელებას არანაირი აზრი არ აქვს, ამიტომ პრეზენტაციაზე ლიმიტად წარადგენენ 2 000 აშშ დოლარს და უსახავენ ხალხს ფუჭ იმედს, რომ ისინი როდესმე კვირაში 2 000 დოლარს ჩაირიცხავენ და მერე კიდევ ვითომ გაზრდიან ამ ლიმიტს.
ერთი საინტერესო პუნქტი კიდევ არის ის, რომ კომპანია ფინანსურად ეხმარება თავის წარმომადგენელს ავტომობილის შეძენაში, იმ პირობით, რომ იგი მასზე დააყენებს „QNET“ ნომრებს, რითაც მოახდენს კომპანიის რეკლამირებას. აღნიშნული პუნქტი შესაძლოა საქართველოშიც მოქმედებდეს „QNET“ ნომრიანი ავტომობილების რაოდენობის გათვალისწინებით.
-პუნქტი მესამე: ქიუნეტის პრეზენტაცია -
https://drive.google.com/file/d/0B08MJ4cVbV...zhiU2RCRnc/viewყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იმ გრანდიოზულ „ბიზნეს-გეგმას“, რომელიც ქართველმა პრეზენტატორმა წარგვიდგინა ონლაინ-პრეზენტაციის მეშვეობით, მოვარგებ დღევანდელ მოცემულობებზე.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოკლედ, ავიღებ ქიუნეტის ერთ-ერთ პროდუქტს, რომელიც თავის თავში მოიაზრებს qvi სამოგზაურო კლუბის წევრობას, რომელშიც შედის რამოდენიმე ქართულის სასტუმროც და მისი ღირებულებაა 1 780 აშშ დოლარი.
აღნიშნულს ემატება ქიუნეტის ვებ-გვერდზე საკუთარი ონლაინ-კაბინეტის მომსახურების ყოველწლიური გადასახადი 30 აშშ დოლარი, ანგარიშის უსაფრთხოების გადასახადი 40 აშშ დოლარი, მოწოდების ღირებულება 35 აშშ დოლარი, შესაბამისად ქიუნეტში ჩასართავად საკმარისია 1 885 აშშ დოლარი.
გაითვალისწინეთ, შემდგომში განხორციელებული ყველა გამოთვლა განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში ლარში, რომელშიც თავისთავად ხდება ქიუნეტში შესატანი თანხის შეძენა. ამჟამინდელი ლარის კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2.5-ს.
განვიხილოთ პირველი სქემა:
პირველი დონის პირმა „ილიამ“ ამ სქემით მიიღო 500 ლარი (2*100 აშშ დოლარი) 2 ცალი რეფერალის + 9 ბალანსის 9*560 ლარი (ბალანსი 225 აშშ დოლარი) და 1 ელექტრონული ვაუჩერი (ყოველი მეექვსე ბალანსი ვაუჩერია) = 5 540 ლარი. ილიამ აიღო მოგება 5 540 – 4 710 ლარი (1 885 აშშ დოლარი, რომელიც საჭიროა სქემაში შესვლისთვის) = 830 ლარი.
მეორე დონის პირებმა:
„გია“-მ ამ სქემით მიიღო 500 ლარი + 3 ბალანსის 3*560 = 2 180 ლარი. „გია“ არის წაგებაში 4 710 (1 885 აშშ დოლარი) – 2 180 = 2 530 ლარი.
ხოლო „ნინო“-მ მიიღო 500 ლარი + 4 ბალანსის 4*560 = 2 740 ლარი. „ნინო“ არის წაგებაში 4 710 - 2 740 = 1 970 ლარი.
მესამე დონის პირებიდან, მხოლოდ „გია“-ს ქვეშ მყოფმა ერთმა პირმა მიიღო 500 ლარი + 3 ბალანსის 3*560 = 2 180 ლარი. ეს პირი არის წაგებაში 4 710 – 2 180 = 2 530 ლარი.
„გია“-ს ქვეშ მყოფმა კიდევ ერთმა პირმა მიიღო 250 ლარი ერთი რეფერალის და „ნინოს“ ქვეშ მყოფმა ორივე პირმა მიიღეს 250 – 250 ლარი რეფერალების, შესაბამისად აღნიშნული სამივე პირი ცალ-ცალკე არიან წაგებაში 4 710 – 250 = 4 460 ლარი.
მეოთხე დონის პირებიდან ერთმა მიიღო 500 ლარი + 1 ბალანსის 560 ლარი = 1 060 ლარი. ეს პირი არის წაგებაში 4 710 – 1 060 = 3 650 ლარი.
დანარჩენებმა მიიღეს 250 – 250 ლარი რეფერალების, შესაბამისად აღნიშნული ოთხივე პირი ცალ-ცალკე არიან წაგებაში 4 710 – 250 = 4 460 ლარი.
მეხუთე დონის პირებიდან ერთმა მიიღო 500 ლარი + 1 ბალანსის 560 ლარი = 1 060 ლარი. ეს პირი არის წაგებაში 4 710 – 1 060 = 3 650 ლარი.
დანარჩენებიდან ორმა პირმა მიიღო 250 – 250 ლარი რეფერალების, შესაბამისად აღნიშნული ორივე პირი ცალ-ცალკე არიან წაგებაში 4 710 – 250 = 4 460 ლარი.
და კიდევ დარჩენილმა სამმა კაცმა ვერაფერი მიიღო და არიან სუფთა წაგებაში ცალ-ცალკე 4 710 ლარით.
მეექვსე დონის ოთხი პირიდან ვერავინ ვერაფერი მიიღო და არიან სუფთა წაგებაში ცალ-ცალკე 4 710 ლარით.
დასკვნა პირველი სქემიდან: იმისთვის, რომ „ილიას“ კომპანიისგან ენახა სარგებელი 830 ლარი, მან თავისი და საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს ფულადი სახსრები 22*4 710 ლარი = 103 620 ლარი გადაურიცხა კომპანიას, საიდანაც კომპანიამ დააბრუნა უკან სქემაში რეფერალების და ხელფასებისთვის 5 540 + 2 180 + 2 740 + 2 180 + 250 + 250 + 250 + 1 060 + 250 + 250 + 250 + 250 + 1 060 + 250 + 250 = 17 010 ლარი და შესაბამისად სუფთა მოგება დარჩა 103 620 ლარს - 17 010 ლარი = 86 610 ლარი.
კომპანიამ სქემაში „ხელფასებად“ დააბრუნა მიღებული თანხის 16.42%, შესაბამისად დაიტოვა 83.58%.გილოცავთ „ილია“, იმისთვის რომ თქვენ 830 ლარის მოგება გენახათ, გააღარიბეთ თქვენი საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს წრე 86 610 ლარით.განვიხილოთ მეორე სქემაც:
პირველი დონის პირი არის წაგებაში 4 710 – 250 = 4 460 ლარი.
მეორე დონის პირი არის წაგებაში 4 710 – 250 = 4 460 ლარი.
მესამე დონის პირი „მე“არის წაგებაში 4 710 - 4 420 ლარს (500 ლარი 2 ცალი რეფერალის + 8 ბალანსის 7*560 და 1 ელექტრონული ვაუჩერი) = 290 ლარი.
მეოთხე დონის პირმა „მიშამ“ ამ სქემით მიიღო 500 ლარი 2 ცალი რეფერალის და 11 ბალანსის 10*560 და 1 ელექტრონული ვაუჩერი = 6 100 ლარი. „მიშა“ არის მოგებაში 6100 ლარს - 4 710 ლარი = 1 390 ლარით.
აგრეთვე მეოთხე დონის პირი „და“ არის წაგებაში 4 710 – 250 = 4 460 ლარი.
მეხუთე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 3 ბალანსი 2 რეფერალი = 4 710 – 2 180 = 2 530 ლარი.
მეორე არის წაგებაში 4 ბალანსი 2 რეფერალი = 4 710 – 2 740 = 1 970 ლარი.
მესამე არის წაგებაში 3 ბალანსი 2 რეფერალი = 4 710 – 2 180 = 2 530 ლარი.
მეექვსე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 710 – 1 060 = 3 650 ლარი.
მეორე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 710 – 1 060 = 3 650 ლარი.
მესამე არის წაგებაში 2 ბალანსი 2 რეფერალი = 4 710 – 1 620 = 3 090 ლარი.
მეოთხე არის წაგებაში 1 რეფერალი = 4 710 – 250 = 4 460 ლარი.
მეხუთე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 710 – 1 060 = 3 650 ლარი.
მეექვსე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 710 – 1 060 = 3 650 ლარი.
მეშვიდე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 1 რეფერალი = 4 710 – 250 = 4 460 ლარი.
მეორე არის სუფთა წაგებაში 4 710 ლარით.
მესამე არის სუფთა წაგებაში 4 710 ლარით.
მეოთხე არის სუფთა წაგებაში 4 710 ლარით.
მეხუთე არის წაგებაში 1 რეფერალი = 4 710 – 250 = 4 460 ლარი.
მეექვსე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 710 – 1 060 = 3 650 ლარი.
მეშვიდე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 710 – 1 060 = 3 650 ლარი.
მერვე არის სუფთა წაგებაში 4 710 ლარით.
მეცხრე არის სუფთა წაგებაში 4 710 ლარით.
მეათე არის სუფთა წაგებაში 4 710 ლარით.
მეთერთმეტე არის სუფთა წაგებაში 4 710 ლარით.
მერვე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 3 ბალანსი 2 რეფერალი = 4 710 – 2 180 = 2 530 ლარი.
მეორე არის სუფთა წაგებაში 4 710 ლარით.
მესამე არის სუფთა წაგებაში 4 710 ლარით.
მეოთხე არის სუფთა წაგებაში 4 710 ლარით.
მეხუთე არის სუფთა წაგებაში 4 710 ლარით.
მეექვსე არის სუფთა წაგებაში 4 710 ლარით.
მეცხრე დონის პირებიდან: პირველი არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 710 – 1 060 = 3 650 ლარი.
მეორე არის წაგებაში 1 ბალანსი 2 რეფერალი = 4 710 – 1 060 = 3 650 ლარი.
მეათე დონის პირებიდან ოთხივე პირი არის სუფთა წაგებაში თითო 4 710 ლარით.
დასკვნა მეორე სქემიდან: იმისათვის, რომ „მიშა“-სკომპანიისგან ენახა სარგებელი 1 390 ლარის ოდენობით, მათ თავიანთი და საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს ფულადი სახსრები 37*4 710 ლარი = 174 270 ლარი გადაურიცხა კომპანიას, საიდანაც კომპანიამ დააბრუნა უკან სქემაში რეფერალების და ხელფასებისთვის 250 + 250 + 4 420 + 6 100 + 250 + 2 180 + 2 740 + 2 180 + 1 060 + 1 060 + 1 620 + 250 + 1 060 + 1 060 + 250 + 250 + 1 060 + 1 060 + 2 180 + 1 060 + 1 060 = 31 400 ლარი და შესაბამისად კომპანიას სუფთა მოგება დარჩა 174 270 ლარს - 31 400 ლარი = 142 870 ლარი.
კომპანიამ სქემაში “ხელფასებად” დააბრუნა 18.02%, შესაბამისად დაიტოვა 81.98%.გილოცავთ „მიშა“, იმისთვის რომ თქვენ აგეღოთ მოგება 1 390 ლარის ოდენობით, გააღარიბეთ თქვენი საახლობლო-სანათესაო-საძმაკაცო-სამეგობროს წრე 142 870 ლარით.-პუნქტი მეოთხე: ქიუნეტელის დღიური, რომელიც იპოვა ერთ-ერთმა თანაფორუმელმა ქუჩაში გადაგდებული. დღიურში აღწერილი სქემის მიხედვით, ჩვენ შევძელით დღიურის გადაგდების მიზეზის დადგენაც.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მოდი ახლა განვიხილოთ ჩვენი „ოლიგარხების“ მიერ შექმნილი ბიზნეს-სქემა.
ამ სქემაში 8 ქიუნეტელი მოხსენიებულია სახელებით, დანარჩენი ნუმერაციით, ხოლო კიდევ 2 ქიუნეტელს არ აქვს თანხა შეტანილი, მხოლოდ დარეგისტრირებული არიან (ეტყობა ადგილი აქვთ შენახული) და x-თ არიან აღნიშნულები.
სქემაში ჩართულმა პირებმა ვიჯეისთან გადარიცხეს 21*4 710 = 98 910 ლარი.
გადარიცხული თანხის სანაცვლოდ კონკრეტულმა პირებმა დაიბრუნეს თანხები შემდეგი ოდენობით:
გიო (ჩემი) qnet – 1 060 ლარი.
იპო qnet – 4 420 ლარი.
დათო qnet – 250 ლარი.
ილონა qnet – 250 ლარი.
ზაზა qnet – 1 060 ლარი.
კობა qnet – 1 620 ლარი.
ლამზირა qnet – 1 060 ლარი.
1 qnet – 2 180 ლარი.
3 qnet – 250 ლარი.
4 qnet – 250 ლარი.
5 qnet – 1 060 ლარი.
6 qnet – 250 ლარი.
9 qnet – 250 ლარი.
დარჩენილი 8 პირი - 0-0 ლარი.
მოკლედ, „ბიზმესმენებმა“, იმის ფონზე, რომ თავიანთი თანხაც კი არცერთს არ ამოუღია, ვიჯეისთან გადარიცხეს 98 910 ლარი, რის სანაცვლოდაც ვიჯეიმ დაუბრუნა 13 960 ლარი (14.11%), ხოლო თანხის 85.89% შეიტყაპუნა.-პუნქტი მეხუთე: სად არის გავრცელებული ქიუნეტი?! -
http://www.qnet.net/ru/our_company/contact_us/» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რეგიონალური ოფისები:
ჰონგ კონგი;
მალაიზია;
ოფისები:
ჰონგ კონგი;
არაბთა გაერთიანებული საემიროები (2 ოფისი - აბუ დაბი, დუბაი);
ირლანდია;
ინდონეზია (3 ოფისი - ბალი, ჯაკარტა, სურაბაია)
შვილობილი კომპანიები:
მალაიზია (QNET Malaysia);
რუანდა (QNET East Africa);
ფილიპინები (QNET Philippines);
სინგაპური (QNET Singapore);
ფრენჩაიზინგის მწარმოებელი კომპანიები:
ინდოეთი (QNET India);
თურქეთი (Qnet Promosyon);
პარტნიორი ორგანიზაციები:
ალჟირი (Zenati Belazzoug Import Export);
აზერბაიჯანი (NEXT SERVICES LLC) (წარსულშიGeorgian Olive Gardens);
ბურკინა ფასო (Burkindi S.A.R.L);
კოტ დ’ივუარი (Trading-CI);
საქართველო (LLC Dreamline) (წარსულში Georgian Olive Gardens);
გვინეა (Africa Business and Consulting);
ყაზახეთი (LLP «International Bureau of Consulting»);
მიანმარი (2 ოფისი - იანგონი Double Rainbow CHJ Co. Ltd, მანდალაი Double Rainbow CHJ Co. Ltd);
მაროკო (Quality E-Services and Trade “QEST” SARL) (წარსულში IEDNET S.A.R.L);
ნიგერია (Nomade Production);
უკრაინა (LLC “ALEXFARUKRAINE”);
რუსეთი (OOO «Sky Agency»);
აღარ არსებობს:
მოლდოვა (V.V.R. Consulting Service S.A.R.L);
გერმანია (2014 წლიდან გარკვეული პერიოდი არსებობდა ოფისი).
-პუნქტი მექვსე: რას ყიდის ქიუნეტი?!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ქიუნეტის წარმომადგენლები პრეზენტაციაზე პირდაპირ ეუბნებიან ხალხს, რომ მათ მიერ გადახდილი თანხის მხოლოდ 20% მიდის „პროდუქტის“ ღირებულებაში, ხოლო დანარჩენ 80%-ს ატრიალებენ პირამიდაში.
მივყვეთ პროდუქციას რიგის მიხედვით:
გაჯანსაღებისთვის: წყლის გამწმენდები, ჰაერის გამყმენდები, ზეთისხილის ექსტრაქტი, ვიტამინები, საკვების დანამატები, ვიტამინები თხევადი ფორმით, მინერალების კომპლექტი, ბიო დისკი, ამულეტი.
აქსესუარები: საათები, კულონები, საყურეები, ყელსაკიდები.
ტექნოლოგიური პროდუქცია: ვითუბი, საკუთარი საიტის ძრავი, ონლაინ პრეზენტაციები, მენეჯმენტის ონლაინ ხელსაწყო.
პარფიუმერია: კრემები, მაკიაჟი და სხვა.
ონლაინ საგანმანათლებლო კურსები.
სამოგზაურო პაკეტები: ფასდაკლების ვაუჩერები და კონკრეტული სასტუმროების ნომრების დაჯავშნა.
ძრავის მოვლის საშუალება: ზეთი TITANIUM.
საყურადღებოა, რომ კომპანიის პროდუქციის ფასთან შესაბამისობასთან და ვარგისიანობასთან დაკავშირებით არსებობს მრავალი არგუმენტირებული მოსაზრება, რომ ყოველი “პროდუქტი” წარმოადგენს ფსევდო-პროდუქტს, იყიდება კოლოსალური ფასნამატით და მათი გამოყენება რეალურად არც ხდება. ამასთანავე ამ პროდუქტებიდან ერთიც კი არაა ქიუნეტის მიერ წარმოებული ვინაიდან მათ არანაირი საწარმო ან მცირე ცეხიც კი არ გააჩნიათ!
აქვე, მოვიყვან ჩვენი თანაფორუმელის
avante-ს მიერ დათვლილ ხარჯებს ქიუნეტში ერთ დროს ფართოდ გასაღებული „ტაილანდური საგზურის“ გამოყენების შემთხვევაში:
ქიუნეტში გასაწევრიანებლად ყველაზე იაფი საშუალება იყო ტაილანდის 21 დღიანი საგზური 4 კაცზე - 1650$. გაყოფილი 3 ნაწილად, ანუ 7+7+7 დღე მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ არა სეზონურ პერიოდში !!! დავუშვათ მართლაც გადაწყვიტა რომელიმემ მისი გამოყენება 4 პერსონაზე, დავითვალოთ: ვიზა 80$ (80*4=320$), სამოგზაურო დაზღვევა 10$ (10*4=40$), ფრენა ორივე მხარეს ბანგკოკამდე 720$ (720*4=2880$), ფრენა ორივე მხარეს ბანგკოკიდან ფხუკეტამდე 100$ (100*4=400$), ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმრომდე ორივე მხარე 20$ (20*4=80$), კვება საკურორტო ზონაში საშუალოდ 1 პერსონაზე 1 დღეში 25$ (25*4*7=700$), ჯამი - 4420$ 7 დღეზე, მთლიანი ე.წ. 1650$-იანი საგზური დაჯდება 1650+(4420*3)=14 910$.
შევეცადე ყველაფერი მინიმალურ ფასებში მეანგარიშა, რეალურად კი ხარჯი მეტი იქნება. 14 910 $ !
ასევე უნდა ვახსენოთ ქიუნეტის მიერ გასაყიდ ნივთებზე კოლოსალური ფასნამატის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი: ბიო დისკი (ჩი პედანტი), რომლის ღირებულება OEM/ODM მწარმოებლებთან 3 – 8 აშშ დოლარს შორის მერყეობს,
ქიუნეტი კი მას ყიდის 630 დოლარად + შიპინგზე ამატებს 28 დოლარს.
ასევე საყურადღებოა, რომ „ბიოდისკების“ მსგავსი პროდუქცია მრავლად გააჩნია ქიუნეტს და იგი წარმატებით ახერხებს კოლოსალური ფასნამატით მათ რეალიზაციას ისეთ ქვეყნებში სადაც ინფორმაციაზე წვდომა ნაკლებია და განათლების დონეც დაბალია (მაგალითად ინდოეთი), მაგრამ მათი საქართველოში გაყიდვა ფაქტიურად წარმოუდგენელია, პლიუს ეს პროდუქცია პირდაპირ ავლენს ქიუნეტის მიერ უსარგებლო ნივთების კოლოსალური ფასნამატით გაყიდვის ფაქტს, ამიტომ 2017 წლის 24 იანვრიდან მათი დიდი ნაწილი საქართველოსთვის განკუთვნილი ინტერნეტ მაღაზიიდან ამოიღეს:
-პუნქტი მეშვიდე: მომდევნო ეტაპზე განვიხილოთ სქემის უსასრულოდ გავრცელების უტოპია. კერძოდ, ხშირად მსხვერპლებს თავს ახვევენ, რომ საშუალოდ შესაძლებელია თითო კაცმა თავის ქვეშ 1 თვეში მოიყვანოს 2 კაცი, რაც რეალობისგან აბსოლიტურად აცდენილია. გადავხედოთ სისტემას.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1 თვე - 1 კაცი
2 თვე - 1 კაცი + მისი მოყვანილი 2 კაცი
3 თვე - 1 კაცი + მისი მოყვანილი 2 კაცი + ამ 2 კაცის მოყვანილი 2-2 კაცი = 7 კაცს
4 თვე - 1 კაცი + მისი მოყვანილი 2 კაცი + ამ 2 კაცის მოყვანილი 2-2 კაცი + ამ 2-2 კაცის მოყვანილი 2-2-2-2 კაცი = 15 კაცს
5 თვე = 31 კაცი
6 თვე = 63 კაცი
7 თვე = 127 კაცი
8 თვე = 255 კაცი
9 თვე = 511 კაცი
33 თვე = 8 589 934 591 კაცი (აჭარბებს ჩვენი პლანეტის მოსახლეობას)
მოკლედ ქიუნეტელების ბოდვა საშუალოდ ერთ თვეში თითო კაცის მიერ თავიანთ ქვეშ ორი კაცის მოყვანის შესაძლებლობის შესახებ, რომ რეალობასთან ახლოს იყოს, სქემის მიერ პლანეტა მოცული იქნებოდა 2 წელიწადსა და 9 თვეში, ანუ 2001 წელს.
რეალურის განვითარების სისწრაფე კი ძალზედ ჩამორჩება მოსალოდნელს და ქიუნეტელის მიერ სასურველ სიჩქარეს, რადგან კომპანიის დაფუძნებიდან 19 წლის შემდეგ ჯერ მხოლოდ 15 000 000 კაცი არის მსოფლიო მასშტაბით მოცული. თუნდაც 150 მილიონი იყვნენ, მაინც “ლოკოკინა უფრო ჩქარია”.
ამის გათვალისწინებით კიდევ საინტერესოა ის გარემოება, რომ არსებობენ ქიუნეტელები, რომლებიც უცებ 30 კაცს ჩართავენ ხოლმე თავის ქვეშ და გაიჭედებიან, ყოველი ასეთი „უცებ 30 კაცის ჩართვა" კიდევ უფრო აფერხებს ახალი პირების სქემაში ჩართვის საშუალო სიჩქარეს.
-პუნქტი მერვე: ჩვენს ხელთ არის ტექსტური და ვიდეო მასალის ნაწილი, რომლის მიხედვითაც ხდება ქიუნეტელების ტრენინგი, რა დროსაც მათ ასწავლიან თუ როგორ უნდა მოახდინონ ფსიქოლოგიური გავლენა მსხვერპლზე, რათა ისინი ჩაერთონ სქემაში. პარალელურად ქიუნეტელების თვითდაჯერების ასამაღლებლად, მათ აძლევენ ცნობილ მოთხრობებს, იგავ-არაკებს და ნაშრომებს რომელიც ეხება ბიზნეს-სფეროს, მაგრამ რეალურად საერთოდ არ ეხება ქიუნეტის სამუშაო სისტემას ანუ ფინანსურ პირამიდას (იგემეთ ბაყაყი, სად არი ჩემი ყველი, მილიონერის საიდუმლო) -
https://drive.google.com/open?id=0BxHFG52ZT...U0hjeTFMY1A0S28» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
აღნიშნული მასალებით ხდება ქიუნეტელების დატრენინგება და მათზე ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენის მოხდენა, ამასთანავე ტექსტური და ვიდეო ტრენინგების გარდა არსებობს ზეპირი სახის ტრენინგები. კერძოდ:
ტრენინგი „პოზიტივი/ნეგატივი“ - აღნიშნული ტრენინგის მიმდინარეობისას ახლად ჩართულ ქიუნეტელს რამოდენიმე ქიუნეტელი უჯდება წინ და უსვამს ნეგატიურ შეკითხვებს. ახალმოსული ქიუნეტელი ცდილობს ყველა შეკითხვაზე მოახერხოს ისეთი პასუხის გაცემა, რომ შეკითხვა მაქსიმალურად ამოწუროს კომპანიის სქემის სასარგებლოდ. ეს ტრენინგი არის მრავალჯერადი და მასზე აგრეთვე ასწავლიან შეკითხვების კონკრეტულ ჯგუფებში შეყვანის ტექნოლოგიას, რომლის შემდეგაც ქიუნეტელი კონკრეტულ შეკითხვას შესაბამის პასუხს სცემს, რომელიც თავის მხრივ ტრენინგის დროს აქვს შესწავლილი.
ტრენინგის მეორე ფორმა „ბრიფინგი“ - აღნიშნული ტრენინგისას გამოცდილი ქიუნეტელი ოფისში არსებულ ქიუნეტელებს განალაგებს წრეში (დაახლოების ისე ფილმებში რომ გაქვთ ნანახი ანონიმური ალკოჰოლიკების, ნარკომანების და სხვა სამკურნალო წრეები რომ არის) და მათ უყვება თავის პირად გამოცდილებებს, როგორ უნდა გახდეს წარმატებული და რას აკეთებს ამისთვის, შემდეგ რიგრიგობით ქიუნეტელებიც ყვებიან თავიანთ აზრებს და სურვილებს. „ბრიფინგები“ ტარდება ოფისის ზრდის სიჩქარის შესაბამისად, რაც უფრო შეფერხებულია ოფისის განვითარება მით უფრო იზრდება „ბრიფინგების“ სიხშირე.
პ.ს. მადლობა ყურადღებისთვის, გავაგრძელოთ თემის განხილვა -
http://sendvid.com/i4moxqzm This post has been edited by FoolOnTheHill on 3 Nov 2017, 10:53
როგორც ვიცი, კანონმდებლობით, ნებაყოფლობითია გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდები თუ არა © Qnet-ელი Woman777