გამარჯობა, შარშანწინ ვიყავი პუერტო პლატაში 5 დღით და სანტო დომინგოში 3 დღით.
პოპულარული ადგილია კიდევ პუნტა კანა.
ქვეყნის ჩრდილოეთით ატლანტიკის ოკეანე, სამხრეთით კარიბის ზღვა.
ულამაზესი ბუნება და ქვეყანა, კარიბის აკვატორიაა რა
კრიმინალი მაღალია, იქ ყველასთვის გრინგო ხარ (როგორც ადგილობრივმა კანადელმა ტაქსისტმა მითხრა).
თუმცა ტურისტულ ადგილებში მე არ მიგრძვნია კრიმინალი საერთოდ -
4 ბიჭი ვიყავით სასტავში, მანქანა ვიქირავეთ პუერტო პლატაში და 1000 ჯანდაბაში ვიყავით.
ყველაზე მეტად ის დამამახსოვრდა რომ მაღაზიებს ეხატათ ნიშანი იარაღით შემოსვლა აკრძალულიაო.
იმიგრაციას რაც შეეხება მგონი მოთხოვნა იყო რომ პასპორტში შენგენის ვიზა ან ამერიკის ვიზა თუ გქონდა ეგრევე გიშვებდნენ,
ყოველგვარი ვიზის გარეშე (ან შეიძლება გადასახდელი ყოფილიყო რაღაც პატარა fee, ზუსტად აღარ მახსოვს).
მე ამერიკის ვიზა მქონდა და ამიტომაც ეგრევე შევედი. ეხლა შენგენთან უვიზო რომ გვაქვს არ ვიცი როგორ იქნება.