ushba გასაგებია, მაგრამ ეს ისეთი თემაა ამის საჯაროობას აზრი არ აქვს. სიტყვაზე აი რამე მიმართვის მსგავსი რომ იყოს: ხალხნო, იცით რაა? ჩვენს მუქსზე არ ერთვება ამ გოთვერანი პირველი არხის მეორე არხი და ბლა ბლა ბლა. ახლა ხალხს სულ ცალ ფეხზე არ კიდია ორი სახელმწიფო კანტორა ერთმანეთში რატო ვერ რიგდება?
ეს ფორუმია და ამ განყოფილებას უბრალოდ გვაინტერესებს ეს თემა, ზოგს ისე რა, ზოგს ძალიან.
ახლა საზმაუს ხალხის აზრი როგორც გავიგე, არამარტო ბერძენიშვილის, არამედ უმეტესობის, იმიტო რო ტექნიკური მიმართულებით არამგონია ახლა რომელიმე მათგანმა იცოდეს რა არის დვბ ტ2... ესენი არ მიიჩნევენ ამას მნიშვნელოვნად. ხოდა ვინმემ თუ წესიერად არ აუხსნა ვერც გაიგებენ და ხვალ ზეგ შეიძლება ვაბშე წავიდეს ან გადავიდეს ტრცს მუქსიდან.
ახლა მაგ ბორდიან, მენეჯმენტიან ყველა ერთად აღებული ვინცაა მინიმუმ 95% მაინც IPTVით აქვს პირველი არხი, ძირითადში სილქი/მაგთი, დანარჩენი გაჯეტებიდან იღებს. რაღა შორს წავიდე და მეც IPTVს ვირჩევ უამრავი მიზეზის გამო, ისევე როგორც ალბათ თქვენ, მაგრამ ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს რომ ღია ეთერის პირველ არხს არავინ ითხოვს. რათ მინდა სტატისტიკა თაბახზე, აგერ ვარ მოძრავი სტატისტიკა
უამრავი ადამიანი ითხოვს პირველ არხს, აი უამრავი. არ აქვს მნიშვნელობა სოფელია თუ ქალაქი. დაჟე ქალაქში მეტია. მათი რიცხვი უფრო მატულობს სპორტული ღონისძიების მოახლოებისას, როცა ეჭოჭებათ და არ იციან რა ქნან.
ხოდა რავი რა, რაც თქვენ გამოცდილი და პატივსაცემი ხალხი გყავთ უფროსობაში, კი უნდა აგვარებდნენ ეგენი მაგ თემებს, თან კაი ხნის წინ.
გახსოვთ ციფრული რეფორმის საწყის ეტაპზე ქუმსიშვილის სასტავი ბანძ გადამცემებს რო გტენიდათ? ხო დაარწმუნეთ, რომ როდეშვარცები იყო საჭირო და ჩაანაცვლეს ეგრევე.
ანდა თუ პატრონი არაა სახელმწიფო გაასხვისოს მაინც, ვიღაცამ იქმებ ჩადოს 2 კაპიკი. აბა არცერთ ქვეყანაში არ იქნება 1 მულტიპლექსზე 2 არხი იყოს
ჰა 3 ჯანდაბას. სტრატეგიულობაზე იტყვის ვინმე რამეს და ყველაფერი რაც მართლა სტრატეგიული იყო მიაყიდეს მიჯრით და რაღა ესაა კერკეტი კაკალი. ეგერაა მარეგულირებელი და აკონტროლოს როგორც უნდა ისე.
მოკლედ ესაა რაც ვიბოდიალე ამ ღამის პირველ საათზე
ეს თემა გარედან ასე ჩანს, შიგნით რა ხდება ეგ თქვენ იცით.
ჩვენნაირები კი უყურებენ მეორე არხს მაგრამ ათიათასობით ადამიანი ზაფხულში სად უყურებს საინტერესოა