#52462470 · 3 Apr 2018, 02:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ, მოკლედ თბს-ს საკრედიტო ბარათი მქონდა 5000 ლარიანი,ვერ გადავიხადე და გადავდა რა ბლომად 6000 ავიდა, მერე გამიჩნდა რა საშუალება და 1000 ლარი გადავიხადე და მეორე თუ მესამე დღეს მირეკავს ტრიბადან ტიპი, მოკლედ მივედი, სამწუხაროდ რაღაცას მოვაწერე ხელი არ ვიცი რას, რაღაც მოლაპარაკება შედგა რო გადავიხდიდი სიტყვიერი, მაგრამ ისევ ვერ გადავიხადე და მომაწვნენ სახლშიც დარეკედ და ამბები და 1000 ლარი ისევ შევიტანე როგორღაც, მაგრამ მაგის მეტი ვერ შევძელი და ახლა 1 წელია არც დაურეკიათ, ძირი 4000 ლარი კი 7000მდე ავიდა პროცენტი ჯარიმებით. რას მირჩევთ? ბოლო გადახდა 30 იან 2017 წელს მაქვს. მაწუხებს ეს სესხი და 7000 არ მაქ.
|