Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > General Discussion > ტოტალური ფარსი დღევანდელ საქართველოში


Posted by: blue_velvet 7 Feb 2018, 12:41
ჩემი დაკვირვებით ტოტალურ ტყუილში ვართ, ბანკები ვითომ გეხმარებიან და ფაქტიურად ანადგურებენ მოსახლეობას(მიკროსაფინანსოებიც).
ეკლესია ბრძოლობს საკუთარი ძალაუფლების და ფულისთვის, პოლიტიკოსების ნდობა საერთოდ არ არსებობს და სამსახურებში არის ვაზელინობის პიკი და ერთმანეთის ჭამა. საზოგადოება არის ადამიანების ერთობლიობა, ანუ ჩემი აზრით ეს ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები ახასიათებს ცალკეულ პიროვნებებს და ირკვევა ჯაჭვი, აქედან გამომდინარე ვფიქრობ ამ ადამიანების ეგრედ წოდებული მამულიშვილობა, ტრადიციები და ქართველობა არის ფარსი. შესაძლებელია თUარა ასეთ ქვეყანაში ადამიანი გამოეყოს ამ დიდ ჯგუფს და იცხოვროს ბედნიერად?
war.gif

Posted by: Lаki 7 Feb 2018, 13:06
blue_velvet

ორი კითხვა მაქვს
1 . აქ რატომ გახსენი ეს თემა
2. განდეგილად რატომ მიდიოდნენ

Posted by: Re-hanna 7 Feb 2018, 13:20
blue_velvet
რაც დაწერე, ყველაფერი მასეა.თუმცა არ ღირს დაგრუზვა.ბევრი სხვა ღირებულლებებიც არსებობს ადამიანის ცხოვრებაში.

Posted by: blue_velvet 7 Feb 2018, 13:26
Lаki
იმიტომ გავხსენი რომ ფსიქოლოგიურად ადამიანებშია ეს ტყუილი რაც გარეთ გამოდის საზოგადოების სახით და ყველაფერს იცავს რასთანაც მას შეხება აქვს.
განდეგილად სხვადასხვა მიზეზის გამო მიდიოდნენ, მე არ ვფიქრობ რომ განდეგილად უნდა წავიდეს ადამიანი ვინც ამ ფარსს გრძნობს.

Re-hanna
QUOTE
რაც დაწერე, ყველაფერი მასეა.თუმცა არ ღირს დაგრუზვა.ბევრი სხვა ღირებულლებებიც არსებობს ადამიანის ცხოვრებაში

დაგრუზული არ ვარ, ასეთია მოცემულობა გინდ დაიგრუზე გინდ არა, მე ჩემი დაკვირვება დავწერე და შესაძლო მიზეზი. თქვენი აზრი მაინტერესებს ანუ ფორუმელების დაკვირვება და ამის მიზეზები რა შეიძლება იყოს? ფაქტია რომ საზოგადობისთვის უფრო მომგებიანიცაა იყოს ნამდვილი ვიდრე ფარსი(სუფთა პრაგმატულადაც) მაგრამ საქმე საქმეზე რომ დგება ტყუილი არის დღეს ჩვეულებრივი ამბავი და ჩვენი ცხოვრების დიდი ნაწილი.

Posted by: LTC100 7 Feb 2018, 13:27
ჩემ სამსახურში არაა ვაზელინობდა და
მთავრობა და ეკლესია , პირადი კეთილდღეობისთვის არიან მანდ დიდი უმრავლესობა.
ამ ქვეყანაში ბედნიერად ვერ იცხოვრებ.

Posted by: Re-hanna 7 Feb 2018, 13:33
blue_velvet

გეთანხმები,რომ საზოგადოებისთვის უფრო მომგებიანია იყოს ნამდვილი ვიდრე ფარსი.ეს განვითარების მაღალი დონეა, რომლისთვისაც ჯერ არ მიუღწევია ჩვენ საზოგადოებას და ვერც მიაღწევს კიდევ დიდხანს sad.gif

Posted by: Lаki 7 Feb 2018, 13:38
blue_velvet
QUOTE
განდეგილად სხვადასხვა მიზეზის გამო მიდიოდნენ, მე არ ვფიქრობ რომ განდეგილად უნდა წავიდეს ადამიანი ვინც ამ ფარსს გრძნობს.

QUOTE
შესაძლებელია თUარა ასეთ ქვეყანაში ადამიანი გამოეყოს ამ დიდ ჯგუფს და იცხოვროს ბედნიერად?


სხვანაირად როგორ გამოეყოფი?

Posted by: s-n-r 7 Feb 2018, 13:39
QUOTE
შესაძლებელია თუ არა ასეთ ქვეყანაში ადამიანი გამოეყოს ამ დიდ ჯგუფს და იცხოვროს ბედნიერად?


ალბათ ყველას უფიქრია მასეთ საზოგადოებაზე, მაგრამ საბოლოოდ ამ დასკვნამდე მივდივარ ხოლმე:
Be the change you want to see in the world (© HurricaneKat.).

Posted by: blue_velvet 7 Feb 2018, 13:45
LTC100
QUOTE
ამ ქვეყანაში ბედნიერად ვერ იცხოვრებ.

ჩემი აზრით ცდები

Re-hanna
QUOTE
გეთანხმები,რომ საზოგადოებისთვის უფრო მომგებიანია იყოს ნამდვილი ვიდრე ფარსი.ეს განვითარების მაღალი დონეა, რომლისთვისაც ჯერ არ მიუღწევია ჩვენ საზოგადოებას და ვერც მიაღწევს კიდევ დიდხანს

ალბათ დრო გვჭირდება და გააზრება რომ ასე ვერსად ვერ მივალთ. შეიძლება გენეტიკაშიც არის რაღაც პრობლემა.

Lаki
QUOTE
სხვანაირად როგორ გამოეყოფი?

მე ვფიქრობ ჩვენს საზოგადოებაშიც არსებობს ნაწილი რომელიც ასე ვთქვათ არ ითხვრება მაგ სიბინძურით, იმიტომ რომ ხედავენ რა შედეგი აქვს. მე ვფიქრობ თუ გყავს წრე თანამოაზრეების, შესაძლებელია აქაც კი ნორმალურად ცხოვრება.

s-n-r
QUOTE
Be the change you want to see in the world (© HurricaneKat.).

ძაან მაგარი გამოთქმაა, ვეთანხმები.

Posted by: Lаki 7 Feb 2018, 13:47
blue_velvet
QUOTE
მე ვფიქრობ ჩვენს საზოგადოებაშიც არსებობს ნაწილი რომელიც ასე ვთქვათ არ ითხვრება მაგ სიბინძურით, იმიტომ რომ ხედავენ რა შედეგი აქვს. მე ვფიქრობ თუ გყავს წრე თანამოაზრეების, შესაძლებელია აქაც კი ნორმალურად ცხოვრება.


მასეთი წრე მყავს (ანუ მასეთებთან ვმეგობრობ, ვახლობლობ)
მაგრამ ყველანი მიმოფანტულნი არიან

ამიტომ არ ვცილდები ინტერნეტს biggrin.gif

Posted by: blue_velvet 7 Feb 2018, 13:58
Lаki
გასაგებია, მე მაგალითად იძUლებული ვარ ვიმუშაო ისეთ ადამიანებთან ვინც სახეში გიცინის, გემეგობრება და ზურგს უკან ფეხს გიდებს. ექცევა ადამიანებს არა ისე როგორებიც ისინი არიან არამედ ისე როგორც თავად აწყობს(თუ სჭირდება უცინის, თUარა არა). ამავდროულად მგონია რომ ადამიანმა უნდა შეიტანოს წვლილი ჯანმრთელი საზოგადოების ფორმირებაში. თუნდაც ამ თემით, ამაზე საუბრით და ა.შ. ფაქტია რომ ეს ფარსი და ტყუილი ჩვენს ფსიქიკაში ზის, რატომ? იმიტომ რომ რაღაცეები მოვიპოვოთ, იქნება ეს ფული თანამდებობა თუ კომფორტული მომავალი, საერთო ჯამში რა თქმა უნდა ასეთი საზოგადოება აგებს, იქმნება გამოუვალი წრე სადაც გამოსავალი ფაქტიურად არ არსებობს.

Posted by: Lаki 7 Feb 2018, 14:13
blue_velvet

დარჩი სუფთად და კაცი თუ არა ღმერთი მაინც დაგიფასებს ამას wink.gif
მე მაგალითად თავად ვასუფთავებ(!) გარემოს ჩემს ირგვლივ.
ზოგჯერ უხეშად, ზოგჯერ დიპლომატიურად, ზოგჯერაც ტაქტით...

შეეცადე იყო სანიმუშო.... boli.gif

Posted by: HurricaneKat. 8 Feb 2018, 09:34
QUOTE (s-n-r @ 7 Feb 2018, 13:39 )
ალბათ ყველას უფიქრია მასეთ საზოგადოებაზე, მაგრამ საბოლოოდ ამ დასკვნამდე მივდივარ ხოლმე:
Be the change you want to see in the world (© HurricaneKat.).

მადლობა ჩემზე ასეთი კარგი წარმოდგენა რომ გაქვს smile.gif
მაგრამ განდიმ დამასწრო მაგ სიტყვების თქმა

Posted by: თორნიკეე 8 Feb 2018, 10:04
blue_velvet
ზოგადად არის ყველაფერი ფარსი... და სამი არჩევანი გაქვს...
1. გახდე ამ ფარსის წევრი და დაიკიდო ყველაფერი...
2. მოშორდე ფარსს... წახვიდე სრულიად მარტო ისეთ ადგიალს სადაც არავისთან კონტაქტი არ გექნება... პატარა ბოსტანს მოიწყობ... 1-2 ქათამს, ძროხას და ღორს დაითრევ და ცხოვრების ბოლომდე იცხოვრებ მანდ მარტო...
3. გახდე ფარსზე მეტი... ისწავლო ამ ფარსის ბერკეტები როგორ მუშაობს და გამოიყენო ეს ყველაფერი პირადი მიზნებისთვის და წინსვლისთვის...

გახსოვდეს რომ იქ სადაც საზოგადოებაა ფარსია... და ნებისმიერი ურთიერთობა ორზე მეტ ადამიანს შორის ფარსია...

პ.ს დახურეთ თემა... up.gif


Posted by: პიანისტი 8 Feb 2018, 10:30
ყველაფერი ფარსი არაა და ნუ მოკალით ერთ თემაში ადამიანობა , ფარსი არ მესწავლება თვალებით ,თვალებში ნათლად ვხედავ .

Posted by: თორნიკეე 8 Feb 2018, 10:37
პიანისტი
QUOTE
ყველაფერი ფარსი არაა და ნუ მოკალით ერთ თემაში ადამიანობა

მოდი შენ დაწერე რა გგონია რომ არ არის ფარსი და მე აგიხსნი რატომ არის ფარსი...

Posted by: blue_velvet 8 Feb 2018, 11:31
თორნიკეე
QUOTE
და სამი არჩევანი გაქვს...

მე მგონია უფრო მეტი მაქვს. მარტო ცხოვრება არ მიყვარს, მინდა ვიხოვრო და დავეხმარო სხვასაც და ჩემს თავსაც.
QUOTE
გახსოვდეს რომ იქ სადაც საზოგადოებაა ფარსია... და ნებისმიერი ურთიერთობა ორზე მეტ ადამიანს შორის ფარსია...

რატომ გამოუტანე კაცობრიობას განაჩენი?
არ გჯერა ადამიანების? არ შეიძლება მე შენთან ფარსის გარეშე ვიცხოვრო? მე ვფიქრობ შეიძლება.

პიანისტი
QUOTE
ყველაფერი ფარსი არაა და ნუ მოკალით ერთ თემაში ადამიანობა , ფარსი არ მესწავლება თვალებით ,თვალებში ნათლად ვხედავ .

ყველაფერი ფარსი არაა გეთანხმები, მაგრამ საზოგადოება დღეს ისეთი როგორიცაა არის ფარსი.
მისი შემადგენელი სტრუქტურები, მთავრობიდან, ეკლესიიდან და ა.შ. დაწყებული არის ფარსი.........
როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა ამ გარემოში იმისთვის რომ თავისუფალი იყოსამ ფარსისგან?

Posted by: Lаki 8 Feb 2018, 11:38
სადაც მეგობრობაა, იქ ფარსის ადგილი არ მოიძებნება.

Posted by: თორნიკეე 8 Feb 2018, 13:45
blue_velvet
QUOTE
არ გჯერა ადამიანების? არ შეიძლება მე შენთან ფარსის გარეშე ვიცხოვრო? მე ვფიქრობ შეიძლება.

ჰმ... რა თქმა უნდა არ მჯერა... ყველაფერს აქვს ფასი და ყველაფერი იყიდება...
მე ვცდილობ ვიცხოვრო ფარსის გარეშე... რამდენად გამომდის სხვა საკითხია...
ანუ მესამე პუნქტი მაქვს არჩეული...

Lаki
QUOTE
სადაც მეგობრობაა, იქ ფარსის ადგილი არ მოიძებნება.

+1

Posted by: პიანისტი 8 Feb 2018, 14:15
blue_velvet
რათქმაუნდა მაგ ინსტიტუტებში არის ფარსი და საზოგადოების ნაწილიც ნახსენები ინსტიტუტების ნაწილია , მაგრამ ყველა მანდაც არაა .
როგორ უნდა ვიცხოვროთ და კარგ ახლობელ ადამიანებთან ერთად , შეიძლება დღის განმავლობაში მოგიწიოს ეგეთ ადამიანთან ურთიერთობა , მაგრამ საღამოს განიტვირთო , ასევე უქმეებზე .
ერთეულები თუ უყურებენ ყოველთვის ,,ბაბილონის დაკიდულ ბაღებს".

თორნიკეე
ძალიან ბევრის წერა მომიწევს ,ჩემთვის დავიტოვებ biggrin.gif

Posted by: GeorgeSword 8 Feb 2018, 15:23
წავიდა ჯენერალში >>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>



!!!!!!!!!!!!!!!

Posted by: AMAZONKAA 18 Feb 2018, 17:51
ანუ ფარსი ძალიან შორსაა ადამიანის ფსიქოლოგიური ფონისგან? რატომ განდევნეთ ასე ოპერატიულად?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)