TROJANყველა სანდოა ზომიერად
პრობლემა ყველასთან შეიძლება შეგემთხვეს
ივლისის დასაწყისი: ივლისი-აგვისტო სეზონის პიკია, ბარხატნიც დიდად არ ჩამოუავრდება ფასით.
გააჩნია რა ფასში გინდა, 5*, AI, პეგასუსით დაახლოებით 6დან დაიწყება 10 ღამიანი განთავსებით. 'ბავშვები' იგივე ფასია ფაქტიურად რაც ზრდასრული - ბილეთს რაც შეეხება, და სასტუმრო ბევრს არ ამატებს ბავშვებზე, ორნი რახან არიან რაღაც დაემატება....
ადგილს რაც შეეხება:
ქემერი: კურორტი. არის ქემერ-ქემერი ანუ ქემერის ცენტრი, აი ნავაროჩენი ქობულეთი რომ წარმოიდგინო
და ქემერს აქვს კიდევ თავისი დასახლებები: ტეკიროვა, ჩემიოვა და გეინუკი - ყველა რეგიონს აქვს თავისი ცენტრალური ქუჩები სადაც კაფე-მაღაზიებია. თვითონ ქემერის ცენტრშია დისკოები და კლუბები. ქემერს უფრო ახალგაზრდები ირჩევენ, თუმცა ეს პატარა დასახლებებიც ახლოა ცენტრიდან - ქემერის მიმდებარედ შეიძლება ქესკურსიების არება, მთაზე საბაგიროა ლამაზი ხედებით, ზღვაზე გასვლები და ა.შ.... აეროპორტიდან 40კმ. + სასტუმროს ადგილმდებარეობა. ბუნება მთებია ნახევრადხრიოკი..... ანუ ნახევრადმწვანეა, არც კი...
ანტალია.
ქალაქია რა. მეტი სიტყვები არ მემეტება. ერთხელ უნდა წახვიდე და დაათვალიერო, მაგრამ დასასვენებლად ანტალია მე პირადად არ მომწონს. უფრო კურორტული სიტუაცია მხიბლავს. უფრო ცხელა. ქალაქური სასტუმროებია შიგ ცენტრში, ზღვის პირველი ზოლი მთლიანად ხელოვნურია, იმიტომ რომ ანტალიას არ აქვს კარგი სანაპირო ზოლი (ნუ თავად ქალაქს ვგულისხმობ)
ბელეკი. 40კმ-ა დაახალოებით ანტალიიდან. ექსკურსიები აქაც არის, ოლიმპიკი, ასპენდოსი, მოკლედ სანახავი ობიექტები არის ხმელეთზე (ახლოს). მე მომწონს სიმწვანით. გოლფის მოედნები აქვს ბევრ სასტუმროს. გაშლილი და ლამაზი ტერიტორიაა (ნუ, გოლფის მოედნის შესაბამისი). ევროპელებს ყველაზე მეტად ბელეკი მოსწონთ (ანტალიის სანაპიროდან). ყველაზე ბევრი კარგი სასტუმრო აქაა.
სიდე
ყველაზე კარგი ჰავა ბავშვებისთვის. მწვანე, მთაცაა და აქვეა ქალაქი მანავგატი - ცენტრი.
დაახლოებით 70კმა ანტალიიდან. ძალიან ბევრი ვილებია. სასტუმროები უფრო ოჯახურ დასვენებაზეა ორიენტირებული. თუმცა ახალგაზრდებისთვისაც არის რა თქმა უნდა.
ალანია ზღვისპირა ქალაქია. ფაქტიურად ყველაზე მეტად ცხელა ანტალიის სანაპიროს სხვა პურორტებს თუ შევადარებთ. ნაკლებფასიანი სასტუმროები აქაა თავმოყრილი. ყველაზე შორი ტრანსფერი ალანიამდე - აეროპორტიდან 120 კმ + კიდე სასტუმრო სადაა. ალანიას აქვს ციხესიმაგრე.
პ.ს. იაფი ტუროპერატორი არ არსებობს. როდესაც სასტუმროს შეარჩევ უნდა გადაამოწმო რამდენიმე ტურისტულთან. '1' ტურისტულს თუ 'ა' სასტუმრო აქვს იაფად. '2' ტურისტულს ექნება იაფად 'B'