forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (66) « პირველი ... 64 65 [66]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> თბილისის მეტრო, ნაწილი XII
Snow93
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 823
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 10 Apr 2018, 10:37  #52500024      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (რობი @ 5 Apr 2018, 22:19 )
QUOTE (Snow93 @ 5 Apr 2018, 12:22 )
რობი
ყოველთვის სტრანნი იყვნენ საზ. ტრანსპორტში 10-ს მერე და ახლა რამე განსაკუთრებული მოხდა?

მეგობარი მიყვებოდა 1 ტიპი ჯიბეში უძვრებოდა მეორესო 3კვირის წინ
და გუშინწინ ჩემ წინ უძვრებოდა ჯიბეში 1 ტიპი მეორეს

ქურდბაცაცები დაძვრებიან user.gif

ნიკა ქავთარაძე როა იმას გაუჭრეს 1 წლის წინ სადღაც ბრიტვით ჯიბე და საფულე მოპარეს პიკის საათში


--------------------
www.stalker.ge - Urban Exploration
perry
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 103
წევრი No.: 241977
რეგისტრ.: 6-April 18

გამოგზავნილია: 15 Apr 2018, 15:45  #52536773      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ავლაბრის მეტროს არემონტებენ თუ რა ხდება? ამას წინათ ამოვდიოდი და გული შემიწუხდა მაღლა რომ ავიხედე - მისტიკურ ფილმში მეგონა ჩემი თავი.
giorgevich23
ასობნიაკი კომბლე


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5676
წევრი No.: 95322
რეგისტრ.: 7-July 09

გამოგზავნილია: 15 Apr 2018, 23:01  #52539314      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
90 იან წლებში ვნახე აზერბაიჯანის მხრიდან როგორ მოყავდა სატვირთო მატარებელს მეტროს ვაგონები,ეგ აღარ მახსოვს მიბმული ყავდა თუ სატვირთო ვაგონზე ეწყო მეტროს ვაგონები.
მეტროს ლიანდაგის სიგანე რამდენია?


--------------------
აბა აბა
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16631
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 15 Apr 2018, 23:54  #52539716      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
giorgevich23
იგივე რაც რკინიგზის და ტრამვაის.
giorgevich23
ასობნიაკი კომბლე


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5676
წევრი No.: 95322
რეგისტრ.: 7-July 09

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 00:03  #52539791      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
TramwayMan
ანუ 1520 მმ.
ტრამვაიც?ტრამვაის ხაზი რაღაც ვიწრო მეჩვენებოდა,ალბათ ასფალტის პირას რომ იყო მაგიტომ

This post has been edited by giorgevich23 on 16 Apr 2018, 00:03
TramwayMan
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16631
წევრი No.: 44928
რეგისტრ.: 26-October 07

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 00:05  #52539811      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
giorgevich23
კი ერთნაირია.
დოჩანა
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 674
წევრი No.: 233165
რეგისტრ.: 21-June 17

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 00:23  #52539927      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეტროში მათხოვრობა რომ აიკრძალოს არ შეიძლება?


--------------------
ველოდები მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს!
Snow93
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 823
წევრი No.: 158539
რეგისტრ.: 2-January 13

გამოგზავნილია: 16 Apr 2018, 10:46  #52541166      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დოჩანა
იყო მაგის წინადადება ურბანული ლაბორატორიიდან მარა.....

*********************************************************************************************

ეს კი შახტა N60
user posted image
user posted image

როგორ ავტვირთო ისე რომ ხარისხი არ გაფუჭდეს? facepalm.gif

This post has been edited by Snow93 on 16 Apr 2018, 10:55
rachveli1
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7003
წევრი No.: 23413
რეგისტრ.: 19-September 06

გამოგზავნილია: 17 Apr 2018, 14:55  #52548447      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეტროს მემანქანეთა ნაწილი უგულებელყოფის შემთხვევაში გაფიცვით იმუქრება


თბილისის მეტროს თანამშრომელთა ნაწილი, დამსაქმებლისგან უგულებელყოფის შემთხვევაში გაფიცვით იმუქრება. განცხადებაში, რომელსაც სოლიდარობის ქსელი და ალტერნატიული პროფკავშირი ერთობა 2013 ავრცელებენ, ნათქვამია, რომ წინასაგაფიცვო პერიოდის გასვლამდე მხოლოდ ერთი კვირა დარჩა, მათი მოთხოვნა კი იგივეა: ხელფასების 45-პროცენტიანი ზრდა.

განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ კომპანია დასაქმებულთა დისკრედიტაციის მიზნით შიდა კამერებს იყენებს და რეორგანიზაციას აცხადებს. მათივე ინფორმაციით, წინასაგაფიცვო პერიოდში, კომპანია მეტროში უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მიზნით დაყენებულ კამერებს დასაქმებულთა კონტროლისა და შრომის დისციპლინური დარღვევების აღმოჩენისთვის იყენებს:

"ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს მიერ გამოცემულ ბრძანებულებას სამუშაო ადგილზე კამერების გამოყენებასთან დაკავშირებით".

პროცესი 2016 წლიდან დაიწყო. წინასაგაფიცვო პერიოდში მთავარი მოთხოვნა მაშინაც ხელფასების ზრდა იყო.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული ერთობა 2013-ის წევრები აცხადებენ, რომ 2016 წელს კომპანია მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლა, მათ კი კეთილი ნება გამოიჩინეს და გაფიცვით არ გააჩერეს ქალაქი:

"მედიატორი ჩართულია, თუმცა სიტუაცია მწვავეა, იმდენად რამდენადაც მეტროს თანამშრომლები უკან დახევას არ აპირებენ. 2018 წელსაც კომპანია თვიდან-თვემდე წელავს გადაწყვეტილების მიღებას. იმ შემთხვევაში, თუკი ხელფასების ზრდის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გაფიცვა გარდაუვალია".
გაფიცვის მცდელობა 2016 წელს

2016 წლის პირველ მარტს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დასაქმებულ მეტროს მემანქანეთა პროფესიულმა კავშირმა ერთობა 2013, წერილობით მიმართა კომპანიას და შრომის პირობების გაუმჯობესება, მათ შორის, საათობრივი სატარიფო განაკვეთის მატება მოითხოვა.

დასაქმებულთა მხრიდან შრომითი დავა წარიმართა. პროცესში მედიატორის ჩართვის მიუხედავად, მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. პროფესიულმა კავშირმა გაფიცვა გადაწყვიტა. მათ 2016 წლის 8 აპრილიდან გაფიცვის დაწყების თაობაზე, წერილობით აცნობა შესაბამის მხარეებს. საპასუხოდ, 2016 წლის 5 აპრილს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გაფიცვის დაწყების 30 დღით გადადება, შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობისათვის საფრთხის შექმნის გამო.

სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით დასაქმებულებს შეეზღუდათ გაფიცვის გამოყენების უფლება 30 დღის ვადით.

https://on.ge/story/21203-%E1%83%9B%E1%83%9...%83%90%E1%83%9C

This post has been edited by rachveli1 on 17 Apr 2018, 14:56
rachveli1
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7003
წევრი No.: 23413
რეგისტრ.: 19-September 06

გამოგზავნილია: 18 Apr 2018, 15:10  #52554382      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გურამიშვილი როდის უნდა დაიწყონ ბოლოს და ბოლოს? საერთოდ არაფერი არ გაკეთებულა ჯერ

This post has been edited by rachveli1 on 18 Apr 2018, 15:10
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (66) « პირველი ... 64 65 [66]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0268 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]