#57263958 · 7 Dec 2020, 16:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
buenos
ეხლა ეგ რომ ჩვენს ვულკანიზატორშიკებს ანახო, ტყემალზე დაჯდებიან. მერე პროფესორობას დაიწყებენ და იმისთანა სისულელეს მოთხრიან, ჭკუაზე გადაგიყვანენ. 2015 წელს ამბოლში ვიყიდე ზამთრის საბურავები, ტოიოსი, ამერიკის საელჩოსთან რომ აქვთ მაღაზია. თვითონვე მიყენებდნენ და მიბალანსებდნენ. ვუთხარი, რომ 2 ატმოსფეროზე დაებერათ ახლად დაყენებულები. დაიწყო პროფესორობა: ახლა ეგენი ახლებიაო, მეტი უნდა ჩავტუმბოო, პაკრიშკა მერე მოჯდებაო, გაიწელებაო და წნევაც დაიკლებსო. არ მაინტერესებს მეთქი, 2,0 აწერია ბირკაზე და ეგრე დააყენე მეთქი და წავედი თანხის გადასახდელად. პროგრამა გაეჭედათ და სანამ გადავიხადე, რომ მოვბრუნდი უკვე დაბალანსირებული ჰქონდათ და აყენებდნენ(პადიომნიკზე ჰყავდათ აწეული და 4 -ვე ერთდროულად მოხსნეს). დავჯექი და წამოვედი. თიანეთის სოფლებისაკენ მქონდა საქმე და 4 დღე დავრჩი იქ, თოვლში მიწევდა სულ სიარული. მანქანა გახდა როგორც ურემი, ისეთი, ჯაყჯაყებდა. თბილისში რომ დავბრუნდი, გლდანში პირველივე ვულკანიზაციაში შევამოწმებინე წნევა და 3 ატმოსფერო იყო. არადა რა არ ვიფიქრე, საბურავები არ ვარგა მეთქი, უხეშებია, მძიმეები და ამიტომ არის ასე. ვნანობდი უკვე ამათ ყიდვას, ნეტავ ყველა სეზონის მეყიდა და ა.შ. დავაყენეთ 2,0 - ზე და დავისვენე!
|