არადა აი დღეს ხომ მარტივია ყველაფერი? ჩაიხედავ ტელესკოპში და შენი თვალით ხედავ, რომ ეს ასეა. პრინციპში, ვარსკვლავების დანახვაც საკმარისი უნდა იყოს ადამიანისთვის, მაგრამ მაინც.
ამ ყველაფრის მერეც კი არავითარი ცვლილება არ ჩანს მსოფლიო მასშტაბით რელიგიურობის მიმართულებით. რელიგია არსებობს და ადამიანების ნახევარზე მეტს მისი რწმენა აქვს. არადა პრაქტიკულად აღარ დარჩა არცერთი ფუნდამენტური საკითხი მსოფლიო რელიგიებში, რომელიც ელემენტარულად ღიმილს არ იწვევდეს თანამედროვე, მეტ-ნაკლებად განათლებულ ადამიანში.
ვერავინ იტყვის გადაჭრით, არსებობს თუ არა ღმერთი, მაგრამ ორგანიზებული რელიგიები რომ უბრალოდ გაბოლებენ, ამას როგორ ვერ უნდა ხედავდე არ მესმის საერთოდ. რა იცის ბიჭო ვიღაც ნაძველბიჭარმა წვერებიანმა იაკობმა, ან ყაზბეგელმა ირაკლი შიოლაშვილმა, ან წერა-კითხვის უცოდინარმა მოლამ, ან თუნდაც ნებისმიერმა მსოფლიოს უჭკვიანესმა ადამიანმა, თუ რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ერთადერთი გულწრფელი პასუხი ამ კითხვაზე არის "არ ვიცი". ნებისმიერი ადამიანი, რომელიც გიმტკიცებს, რომ იცის სიკვდილის შემდეგ რა ხდება, არის ან ფანატიკოსი, ან აფერისტი.
დიდი აფეთქების თეორია სულ რომ ექსპერიმენტარულად დამტკიცდეს, უცხოპლანეტელები ჩამოვიდნენ და სამყაროს კიდეებსაც მივაგნოთ, რელიგია მაინც იცოცხლებს და მუდამ იქნება, რადგან მისი ფუნდამენტი არის სიკვდილის შიში, აქედან გამომდინარე სხვადასხვა შიშებით. სიკვდილს კი, ალბათ ვერასოდეს დაამარცხებს ადამიანი.
ხოდა ვისაც ეს ყველაფერი არ გაწუხებთ, კაი რჩევა მაქვს თქვენთვის
დაიკიდეთ ფილოსოფიური საუბრები და საქმეს მიხედეთ, რადგან უზარმაზარი უპირატესობა გაქვთ ადამიანთა უმრავლესობასთან შედარებით. სანამ ისინი არკვევენ ზეცაში რა ხდება, თქვენ შეგიძლიათ რაციონალურად იაზროვნოთ და ძალიან კომფორტულად + საინტერესოდ გაატაროთ ცხოვრების წლები, რომელიც ისედაც ძალიან მოკლეა.
პ.ს. ისწავლეთ ბიძინასგან
2005 წლის ვედომოსტთან ინტერვიუში ამბობს, რომ არ სწამს სიკვდილის შემდეგ რამის არსებობის. იმავე 2005 წელს დაასრულა სამების მშენებლობა