#53780172 · 15 Nov 2018, 11:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
G-13
QUOTE | უცებ, მარტივად და ზუსტად რომ ამიხსნათ, რა ხილია? როგორ "მუშაობს"> და +/- აქვს ფულის ობლიგაციებში ჩადებას? |
კომპანიის ობლიგაციის ყიდვა ნიშნავს იმ კომპანიაზე ფულის გასესხებას. საპროცენტო განაკვეთი ობლიგაციაშივე უნდა იყოს მითითებული. ანუ დაახლოებით იგივეა რაც ბანკის ანაბრის გახსნა ოღონდ: 1) ბანკის ანაბარი დაზღვეულია სახელმწიფოს მიერ (მგონი 100 ათას ლარამდე), ობლიგაცია თუ სახელმწიფოს გამოშვებული არ არის სახელმწიფო არ აზღვევს. ანუ ბანკის გაკოტრების შემთხვევაში სახელმწიფოა იმედი გაქვს, კომპანიის გაკოტრრების შემთხვევაში არა 2) ბანკში მაღალი საპროცენტო განაკვეტი ვადიან ანაბარზე გაქვს. ანაბარს ვერ გაყიდი ნაადრევად თუ დაგჭირდა ფული. ობლიგაციის გაყიდვა შეგიძლია (გააჩნია ობლიგაციასაც, ზოგი არაა ლიკვიდური და ყიდვა-გაყიდვაში ფასთა სხვაობა არის დიდი (ბიდ-ასქ სპრედი), ანუ ზარალობ. კიდე ბევრის წერა შეიძლება, კონკრეტულად დადე რომელი კომპანიის/გამომშვების ობლიგაციის ყიდვა გინდა და აგიხსნი უფრო დეტალურად.
|