Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > ხშირი შარდვა


Posted by: gmail 16 Aug 2007, 09:26
აი ასეთი არასასიამოვნო თემა...

იქნებ ვინმეს გამოგიცდიათ და შეგიძლიათ რაიმე რჩევა მომცეთ?
დაახლოებით თვე ნახევრის წინ, როგორც მე ვფიქრობ, მქონდა ცისტიტი. სამი დღე აბაზანაში შესვლისას ვიტანჯებოდი ტკივილისაგან. შემდეგ ტკივილმა გადამიარა, თუმცა ანტიბიოტიკები არ მიმიღია და მხოლოდ უზუმო რაოდენობის წყალს ვსვამდი.

ახლა კი, მას შემდეგაც კი, როცა საპირფარეშოდან ერთი წუთის გამოსული ვარ მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ საშარდე ბუშტი სავსეა... თანაც ყოველ ჯერზე შარდი სულ მცირე რაოდენობით გამოდის...

ეს უკვე თვე ნახევარია გრძელდება, არა და ექიმთან მისვლა საშინლად არ მინდა და არც ის ვიცი კერძოდ რომელ სპეციალისტთან უნდა მივიდე...

იქნებ მირჩიოთ რამე,
გმადლობთ

Posted by: blear_witch 16 Aug 2007, 09:47
gmail
ცისტიტს გავს.. მიდი ექიმთან, თორემ გადავა ქრონიკულში.მგონი უროლოგი გჭირდება

Posted by: bassbomber 16 Aug 2007, 10:40
სასწრაფოდ მიდი ექიმთან!ცისტიტს კი ჰგავს, მაგრამ უფრო სერიოზული რამ არ გაგეპაროს და ეს დაყოვნება სანანებელი არ გახდეს. არ გაშინებ მაგრამ სიფრთხილეს თავი არ სტკივა!!!!!!!!!!!!

Posted by: gmail 16 Aug 2007, 13:32
გმადლობთ ხალხო, ორშაბათს მივდივარ და გული მისკდება.

Posted by: Keso 16 Aug 2007, 13:39
gmail

მეც მქონდა ანალოგიური პრობლემა ოღონდ ტკივილებისგან კი არ ვიტანჯებოდი კედლებს ვპორჭყნიდი (რა მაგარი სიტყვააsmile.gif ) აბაზანაში.

თუმცა არაფერი საშიში არ იყო. ერთი ორი ანტიბიოტიკი და სულ ეგ არის.

ნუ გეშინია


Posted by: Suleluka 16 Aug 2007, 15:42
gmail
http://forum.ge/?f=43&showtopic=33661792
ამ თემას გადახედე
ისე კი ცისტიტი არაა საშიში, მკურნალობას ადვილად ექვემდებარება


Posted by: gmail 22 Aug 2007, 17:44
გმადლობთ ყველას.
ჯერჯერობით მხოლოდ ანალიზები ავიღე და ბევრი არაფერი ვიცი, რადგან ჩემი ექიმი ორ კვირაში ჩამოდის. მოკლედ აღმოჩნდა, რომ ლეიკოციტებით გატენილი ვარ. ეგ შარდის ანალიზში არ ჩანდა, აი ნაცხისაში კი ძალიან ბევრია. უბრალო ცისტიტი არ ყოფილა. შეიძლება ქლამიდიით იყოს გამოწვეული... ვნახოთ. მოკლედ წარმატება მისურვეთ და მეც დაგააფდეითებთ. რა იცი ვის რაში გამოადგება ეს ინფორმაცია.

Posted by: vano_t 23 Aug 2007, 03:35
QUOTE (gmail @ 22 Aug 2007, 17:44 )
გმადლობთ ყველას.
ჯერჯერობით მხოლოდ ანალიზები ავიღე და ბევრი არაფერი ვიცი, რადგან ჩემი ექიმი ორ კვირაში ჩამოდის. მოკლედ აღმოჩნდა, რომ ლეიკოციტებით გატენილი ვარ. ეგ შარდის ანალიზში არ ჩანდა, აი ნაცხისაში კი ძალიან ბევრია. უბრალო ცისტიტი არ ყოფილა. შეიძლება ქლამიდიით იყოს გამოწვეული... ვნახოთ. მოკლედ წარმატება მისურვეთ და მეც დაგააფდეითებთ. რა იცი ვის რაში გამოადგება ეს ინფორმაცია.

ქლამიდია ძაან გაბაზრებული პონტია wink.gif

ცისტიტი კი არ გაქვს, არამედ სავარაუდოდ ის რასაც ეძახიან საშარდე გზების ინფექციას. შეიძლება იყოს ცისტიტი ან ურეთრიტი. ან შეიძლება კენჭია. ისე უფრო სავარაუდოა საშარდე გზები ინფექცია, რაც ყველაზე ხშირია, განსაკუთრებით ქალებში.

ის რომ შარდის ანალიზზე ეგ არ გამოჩნდა არასწორი ნათქვამია(სამედიცინოს სტუდენტებისათვის მინდა ავღნიშნო). შარდის ანალიზი მოიცავს მიკროსკოპულ ანალიზსაც და ე.წ. dipstick ანალიზსაც. დიპსტიკით (პატარა ჩხირებია რომელსაც შარდში ჩააწობენ და მასზე არსებული ფერების ცვლილების მიხედვით ადგენენ ქიმიური ნივთიერებების დაახლოებით რაოდენობას) არკვევენ შარდის ქიმიურ შემდგენლობას მაგლითად ცილას, კეტონებს, გლუკოზას და ასე შემდეგ. დიპსტიკით ვერ დაადგენ ლეიკოციტების რაოდენობას. მაგისათვის შარდი მიკროსკოპულად უნდა დაათვალიერო(მაგას უძახიან ნაცხს).

ისევ სტუდენტებისათვის და ექიმებისათვის ვინც ორ რამეს ერთმანეთში ურევს. ქლამიდია არ ითვლება საშარდე გზების გამომწვევ ინფექციად. საშარდე გზების ინფექციების ყველაზე ხშირი გამომწვევი არის გრამ უარყოფითი ბაქტერიები, განსაკუთრებით e. coli. რაც შეეხება ქლამიდიას, იგი იწვევს სასქესო გზების დაავადებებს, და არა საშარდე გზებისა. ამ დაავდებებს მიეკუთვნება ცერვიციტი(ყელის ინფექცია), ვაგინიტი(საშოს ინფექცია), მენჯის ანთებითი დაავადებები(ანუ PID), ვენერიული ლიმფოგრანულომა და ასე შემდეგ. ამ დაავადებების სიმპტომები უფრო ხშირად განსხვავდება საშარდე გზების ინფექციების სიმპტომებისაგან. ხანდახან, ქლამიდიოზის სიმპტომები შეიძლება წააგავდეს საშარდე გზების გაღიზიანების სიმპტომებს.

ისე საერთოდ ეს სიმპტომები(ხშირი შარდვა, მტკივნეული შარდვა, შარდვის უცაბედი შეგრძნება) საშარდე გზების პათოლოგიას მიუთითებს ზოგადად და არა მაინც და მაინც საშარდე გზების ინფექციას. ინფექცია უბრალოდ ყველაზე ხშირი გამომწვევია მაგ სიმპტომების და პირველად როცა ავამდყოფს ამ სიმპტომებით ნახავ და შარდში კიდევ ლეიკოციტებს ან ერითროციტებს ნახულობ, მაშინ ემპირიულად შეიძლება უმკურნალო ავადმყოფს ინფექციაზე. აი, თუ სიმპტომები არ ქრება და რეზისტენტული ინფექცია გამორიცხე, მაშინ უკვე სხვა რამეებზე ფიქრობ და ავადმყოფს უშვებ უროლოგთან სულ მცირე ცისტოსკოპია რო გაუკეთდეს.

Posted by: ი ს ტ ე რ ი კ ა 23 Aug 2007, 04:15
QUOTE
ხშირი შარდდენა

მე პირიქით შეკავება მჭირს, რისი ბრალია ეგ? http://www.stamp.caucasus.net/smiles.htm

Posted by: screamin2u 26 Jan 2009, 01:30
აუ საშინელებაა .. დამტანჯა ეს დღეებია ..
თან უფრო ძილის წინ , ვერ ვიძინებ კაიხანი sad.gif

Posted by: mtvareuli 26 Jan 2009, 16:05
screamin2u

ცოტა უფრო მეტი დაწერე. ექიმთან არ მისულხარ?

Posted by: მ.დ.უ 19 Mar 2009, 16:47
რამდენიმე თვეა ძილის დროს მეღვიძება 4-5 ჯერ და მინდება შარდვა. არ დავკვირებივარ, მაგრამ შესაძლოა გაციებას მოყვა ეს ეფექტი.

შარდვის დროს არანაირ დისკომფორტს და ტკივილს არ განვიცდი.

რა შეიძლება იყოს მიზეზი, ექვემდებარება თვითმკურნალობას თუ უმჯოებსია რომ ექიმს მივმართო? ვის?

გმადლობ

Posted by: srt-8 19 Mar 2009, 16:50
მ.დ.უ
პროსტატის ჯირკვალი

-------------------------------------

Posted by: მ.დ.უ 19 Mar 2009, 17:00
srt-8
ვის მივმართო? რა სახის მკურნალობას მოიცავს?

Posted by: DICOM 19 Mar 2009, 23:05
მ.დ.უ

უნდა მიმართო უროლოგებს. მე უროლოგიის ინსტიტუტს გირჩევ. ის რასაც შენ აღწერ პროსტატის პრობლემას ჰგავს.

Posted by: lizofobi 20 Mar 2009, 09:27
და მე გოგო ვარ და მეც ანალოგიური პრობლემა მაქვს, ცისტიტი არ მაქვს აშკარად და შეიძლება ფიალის პრობლემა იყოს ან თირკმელში ქვიშის? ბოლო ექომ არაფერი არ აჩვენა...

Posted by: PHEPHIKO 20 Mar 2009, 09:34
lizofobi
QUOTE
და მე გოგო ვარ და მეც ანალოგიური პრობლემა მაქვს, ცისტიტი არ მაქვს აშკარად და შეიძლება ფიალის პრობლემა იყოს ან თირკმელში ქვიშის? ბოლო ექომ არაფერი არ აჩვენა...



აუცილებლად გაიკეთე ექოსკოპია, თუ უკვე გაიკეთე? გურამ ჩიტაიას მიმართე, ან დათო კვირკველიას, ბავშვთა მე-2-ში ე.წ. ჟვანიას კლინიკაში არიან უძლიერესი ნეფროლოგები, ჯერ ნეფროლოგს ეჩვენე, აი მერე გადაწყვეტენ სად გაგიშვან

Posted by: მ.დ.უ 22 Mar 2009, 23:25
srt-8
DICOM

გმადლობ
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: Bernard 13 Jan 2010, 16:32
გამარჯობა
მეც მაწუხებს იგივე პრობლემა.
რომელ საავადმყოფოში შეიძლება მივიდე? ან ვინმე ექიმის ტელეფონის ნომერს ხომ ვერ მომცემთ?

Posted by: Sonya 13 Jan 2010, 16:47
ოოოოოო... ამ პრობლემამ ჭკუიდან შემშალა უკვე sad.gif არც ტკივილები მაქვს, არც შარდვის დროს პრობლემები. უბრალოდ, სულ მინდა. არ ვიცი, რას დავაბრალო... ყველა ტუალეტი ვიცი უკვე ქალაქში gigi.gif. სახლიდან გასვლის წინ ყავას/ჩაის არ ვეკარები, და მაინც... მენსტრუაციის წინ კი განსაკუთრებით. სხვა თუ არაფერი, ნორმალურ ძილში ძალიან მიშლის ხელს. სულ მეღვიძება... ცისტიტს არ გავს (ვიცი სიმპტომები), უფრო სხვა რამეა. თან რამოდენიმე წელია უკვე ასე ვარ. ხან რას ვაბრალებ, ხან რას... იმედია, თირკმელებში არ არის საქმე sad.gif

ალბათ, უროლოგთან უნდა მივიდე...

Posted by: Raulito 13 Jan 2010, 17:34
ქრონიკული პროსტატიტის სიმპტომებიც იგივე არაა? და მაგას ანტიბიოტიკებით კურნავენ ხო?

Posted by: Bernard 13 Jan 2010, 17:47
ხოდა სად მივიდე არ მიმასწავლით?
--------------------------------------------

Posted by: Natuka NGN 14 Jan 2010, 00:38
Sonya
სონია, შენი პრობელმა მგონი საშვილოსნოს წინ დაწოლაა საშარდეზე. ეს საერთოდ ქალების პრობლემაა ასაკში. მაგას ან პლასტიკა უნდა, ან მასაჟები. საშარდე არაფერ შუაშია, საშილოსნოა გადახრილი და აწვება საშარდეს.

Posted by: Solveig 14 Jan 2010, 03:58
Raulito
QUOTE
ქრონიკული პროსტატიტის სიმპტომებიც იგივე არაა?

მაგ დროს შარდის შეკავება ვითარდება, რადგან პროსტატა აწვება შარდსადენს...

Natuka NGN
მეც ეგრე მგონია...

ისე, ხშირი შარდვა შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მანიშნებელიც იყოს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის (სხვა სიმპტომებთან ერთად).

ძლიერი ნერვული დაძაბულობის ან სიცივის დროსაც შეიძლება..

Posted by: Natuka NGN 14 Jan 2010, 04:10
Solveig
QUOTE
ძლიერი ნერვული დაძაბულობის ან სიცივის დროსაც შეიძლება..

სიცივე არაო, ნერვიულობაზე მეც ვიცი... მაგრამ როგორც აღწერს, საჭვილოსნოს ზეწოლას ჰგავს... შაქრიან დიაბეტი არა მგონი სჭირდეს, სხვა სიმპტომებიც ექნება...

Posted by: Masked 14 Jan 2010, 06:16
"მენსტრუაციის წინ კი განსაკუთრებით."
ჰორმონალური პრობლემმა აქვს სონიას

Posted by: Sonya 14 Jan 2010, 11:34
Natuka NGN
QUOTE
სონია, შენი პრობელმა მგონი საშვილოსნოს წინ დაწოლაა საშარდეზე. ეს საერთოდ ქალების პრობლემაა ასაკში. მაგას ან პლასტიკა უნდა, ან მასაჟები. საშარდე არაფერ შუაშია, საშილოსნოა გადახრილი და აწვება საშარდეს.

დიდი მადლობა! PM-ში გიპასუხეთ smile.gif მეც ეს მგონია...
Solveig
QUOTE
ისე, ხშირი შარდვა შეიძლება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის მანიშნებელიც იყოს, მაგალითად, შაქრიანი დიაბეტის (სხვა სიმპტომებთან ერთად).

საგულდაგულოდ შევისწავლე დიაბეტის სიმპტომატიკა - არაფერი ამდაგვარი არ მჭირს (იმედია), თან არც ისე დიდი ხნის წინ ანალიზებიც ჩავაბარე - ამ მხრივ რიგზეა ყველაფერი smile.gif
ნატუკას ვარიანტი მგონია - რამოდენიმე ექიმს ვკითხე - არაოფიციალურ გარემოში - და ყველამ ეს ივარაუდა, ანუ - საშვილოსნოს პრობლემა.
Masked
QUOTE
ჰორმონალური პრობლემმა აქვს სონიას

ესეც შესაძლებელია. არ ვიცი... მე უფრო მგონია, მენსტრუაციის წინ სისხლით ინტენსიური მომარაგება ხდება ამ ორგანოსი, და ის უფრო აწვება შარდის ბუშტს - ყოველ შემთხვევაში, ასეთი შეგრძნება მაქვს.

Posted by: Nugson 14 Jan 2010, 15:42
გამარჯობათ, აფსოლუტურად ვეთანხმები ნატუკას, ეს არის საშვლოსნოს დაწევის მიზეზი, ციკლის დროს მისი ვასკულარიზაცია მატულობს და პრობლემა მიტომ მძაფრდება. რაც შეეხება ჰორმონალურ მიზესს, შარდვის მატება, ანუ პოლიურია შეიძლება იყოს როგორც შაქრიანი დიაბეტის დროს, რაც თქვენ უკვე გამორიცხეთ, ასევე უშაქრო დიაბეტის დროს, როდესაც ორგანიზმში ჰორმონ ვაზოპრესინის უკმარისობის დროს ვითარდება პოლიურია და პოლიდიფსია, ანუ დიდი რაოდენობით წყლის მიგებაც, დაახლოვებით 5-10ლ, რაც თქვენს შემთხვევაში არაა

Posted by: anarxisti 14 Jan 2010, 19:38
QUOTE (Sonya @ 14 Jan 2010, 11:34 )
რამოდენიმე ექიმს ვკითხე - არაოფიციალურ გარემოში - და ყველამ ეს ივარაუდა, ანუ - საშვილოსნოს პრობლემა.

ხშირ შარდვას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს..
ყველაზე ხშირია ცისტიტის დროს.. ტკივილი და წვა არ არის ყოველთვის გამოხატული..
ზოგჯერ ცისტიტის კლასიკური ნიშნების გარეშე არსებობს ინფექცია, ქრონიკული რაც იწვევს ამ ხშირ შარდვას...ან შეიძლება იყოს რაიმე პათოლოგია შარდის ბუშტში (პოლიპი) თუ ეს პრობლემა დიდიხანია გაქვს, აუცილებელია შარდის ანალიზი (ციტო-ბაქტეროლოგიური) და ცისტოსკოპია (შარდის ბუშტის ენდოსკოპიური "დათვალიერება"- (ელემენტარული უროლოგიური ოპერაციაა).

საშვილოსნოს" მიზეზით მხოლოდ მაშინაა გამოწვეული ხშირი შარდვა, როდესაც საშვილოსნოს დიდი ფიბრომიომაა და ისიც წინა კედლის...რაც აწვება შარდის ბუშტს, იკავებს მისთვის განკუთვნილ ადგილს და მცირედად გავსებული შარდის ბუშტიც კი "ითხოვს" დაცლას..ეს მართლა ძალიან იშვიათია. სხვანაირად, ნორმალური ზომის ან ოდნავ გადიდებული საშვილოსნო ამ პრობლემასთან არაფერ შუაშია, არც ანატომიურად არც ფიზიოლოგიურად ..წინ გადახრილი ნორმალური ზომის საშვილოსნო არანაირად არ იწვევს ხშირ შარდვას, ვინაიდან ეს პოზიცია საშვილოსნოსი არის აბსოლუტურად ნორმალური..
საშვილოსნოს ზომების ნახვა შეიძლება ექოსკოპიით..

და ბოლო მიზეზი შეიძლება იყოს შარდის ბუშტის "დაწევა", ანუ პროლაპსი, ანუ ცისტოცელე, რაც შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, შეიძლება საშვილოსნოს ( ან ასევ სწორი ნაწლავის ) "დაწევასთან" ერთად. შარდის ბუშტის პროლაპსი უფრო ხშირია მენოპაუზის მერე, თუმც ახალგაზრდა ქალებშიც გვხვდება, განსაკუთრებით მძიმე მშობიარობების მერე (ნაყოფი 4 კგ ზე მეტი წონის) ან მაშების დადების, ჩახევების შემდეგ..
ამის დიაგნოზის დასმა ელემენტარული გინეკოლოგიური გასინჯვით შეიძლება..
სხვა იშვიათი მიზეზებიც არსებობს (მაგალითად "არასტაბილური შარდის ბუშტი") მაგრამ ჯერ ეს ზემოთ ჩამოთვლილი სიტუაციები უნდა გამოირიცხოს..

უიშვიათესი შემთხვევების გარდა, თუ დიაგნოზი სწორად დაისვა, ყველა ამ ჩამოთვლილი პრობლემებისათვის არსებობს მკურნალობის მეთოდები.

Posted by: Sonya 15 Jan 2010, 10:02
anarxisti
QUOTE
ზოგჯერ ცისტიტის კლასიკური ნიშნების გარეშე არსებობს ინფექცია, ქრონიკული რაც იწვევს ამ ხშირ შარდვას...

არც ამას გამოვრიცხავ.
QUOTE
ცისტოსკოპია

მტკივნეულია? sad.gif ძალიან მეშინია ტკივილის...
QUOTE
საშვილოსნოს ზომების ნახვა შეიძლება ექოსკოპიით..

ნორმაში მაქვს smile.gif
QUOTE
შარდის ბუშტის პროლაპსი უფრო ხშირია მენოპაუზის მერე,

მენოპაუზამდე ჯერ არ მივსულვარ smile.gif არადა, ხშირად მიფიქრია - ოღონდ ეს მტკივნეული მენსტრუაციები დამთვარდეს (ბავშვობიდან მტანჯავს ტკივილი) და მენოპაუზაზეც თანახმა ვარ... user.gif
QUOTE
ამის დიაგნოზის დასმა ელემენტარული გინეკოლოგიური გასინჯვით შეიძლება

ეჰ... მომიწევს მისვლა... ისევ...
QUOTE
თუ დიაგნოზი სწორად დაისვა

საქმეც მაგაშია. უღრმესი მადლობა გამოხმაურებისთვის! smile.gif
* * *
Nugson
QUOTE
ანუ დიდი რაოდენობით წყლის მიგებაც, დაახლოვებით 5-10ლ, რაც თქვენს შემთხვევაში არაა

საკმაოდ ბევრ სითხეს ვიღებ - მწეველი ვარ და პირი მიშრება. თან გავიგე, რომ ნიკოტინიც შარდმდენია... აღარ ვიცი, რა ვიფიქრო... დიდი მადლობა თქვენც ! smile.gif

Posted by: anarxisti 15 Jan 2010, 12:03
QUOTE (Sonya @ 15 Jan 2010, 10:02 )
QUOTE
მტკივნეულია? sad.gif ძალიან მეშინია ტკივილის

არაა მტკივნეული. საჭიროებს "ლაით" ადგილობრივ გაუტკივარებას , ანესტეზიური ჟელით, შარდსადენის ლორწოვანის გაუტკივარებისათვის
QUOTE
მწეველი ვარ და პირი მიშრება. თან გავიგე, რომ ნიკოტინიც შარდმდენია

რამდენად შარდმდენია არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია შარდის ბუშტის კიბოსი, განსაკუთრებით ქალებში;
შესაშინებლად არ ვამბობ, მაგრამ სჯობს თამბაქოს გადაგდება, ყველანაირად..

Posted by: Sonya 15 Jan 2010, 14:04
anarxisti
QUOTE
რამდენად შარდმდენია არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია შარდის ბუშტის კიბოსი, განსაკუთრებით ქალებში;
შესაშინებლად არ ვამბობ, მაგრამ სჯობს თამბაქოს გადაგდება, ყველანაირად..

და არა მარტო შარდის ბუშტის sad.gif ისე კი, მაინც შემაშინე... ჩემს იპოქონდრიას ესღა აკლდა...
QUOTE
არაა მტკივნეული. საჭიროებს "ლაით" ადგილობრივ გაუტკივარებას , ანესტეზიური ჟელით, შარდსადენის ლორწოვანის გაუტკივარებისათვის

ჩათვალეთ, რომ ტრუპი ვარ... ისე, მაინც დიდი მადლობა smile.gif კარგი ადამიანი და ესკულაპი ბრძანდებით smile.gif

Posted by: Masked 16 Jan 2010, 05:46
საკმაოდ ბევრ სითხეს ვიღებ - მწეველი ვარ და პირი მიშრება. თან გავიგე, რომ ნიკოტინიც შარდმდენია... აღარ ვიცი, რა ვიფიქრო... დიდი მადლობა თქვენც ! smile.gif

ეს არის ზüნდენბოკ. მწეველი სონია...
სონია, ციგარეტტე, კოფეინი, მოქმედებენ ჰორმონებზე.
ტუ სითხეს იღებ ბევრი. ამ შემთხვევაში ნორმალური არის ხშირი
ნორმალური არ არის როცა მეორდება კოველი 5 10 წუტის მერე, ან როცა არა გაქვს შეკვება. ეს არის ინკონტინენც.


"რამდენად შარდმდენია არ ვიცი, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზია შარდის ბუშტის კიბოსი"
აჰ, დახატა ეშმაკი კედელზე.
ციგარეტტე კი ნამდვილად არა არის კარგი.
შაქარის ანალიზი გაკეთე და ტჰიროქსინის, ტჰ. არის მაღალი მე ვფიქროპ.



Posted by: Sonya 16 Jan 2010, 09:39
Masked
QUOTE
ზüნდენბოკ

ეს რას ნიშნავს? smile.gif
QUOTE
ტუ სითხეს იღებ ბევრი. ამ შემთხვევაში ნორმალური არის ხშირი

ხო, საკმაოდ ბევრ სითხეს ვიღებ.
QUOTE
მეორდება კოველი 5 10 წუტის მერე, ან როცა არა გაქვს შეკვება. ეს არის ინკონტინენც.

არა, ასე ხშირად ნამდვილად არ დავრბივარ. შეკავებაც შემიძლია - მთლად ასეთი ბებერიც არ ვარ gigi.gif ვხუმრობ, ვიცი, რომ ეს ასაკზე არაა დამოკიდებული და ქალებს ხშირად აწუხებთ ეს პრობლემა ანატომიურ/ფიზიოლოგიური თავისებურებების გამო
QUOTE
ტჰ

ეს რა არის? ჰორმომებთან არის კავშირში???

Posted by: LIKACSI 31 Jan 2010, 16:58
კითხვა მინდა დავსვა ვინმემ თუ იცის:
შარდის საერთო ანალიზი _ რა ღირს?
და რას ნიშნავს საერთო? კველა კრიტერიუმით ისინჯება თუუ?

Posted by: PANTALONE 1 Feb 2010, 13:19
ხო ვინმემ დაწერეთ რა სად მივიდე და ყველა ანალიზი რაც შეილება დაგჭირდეს რა ღირს?

Posted by: Bridgeman 1 Feb 2010, 16:20
ბევრ ლუდს, რომ ვსვამ მაშინ მინდა ხოლმე შარდვა 30-40 წუთში ისევ მაწუხებს ხოლმე მოშარდვის სურვილი biggrin.gif
და ეს ნორმალურია?

პროსტატა რა არის?
ცისტიტი რა არის?

Posted by: LIKACSI 1 Feb 2010, 17:56
ეჰ ისევ მე თორემ...

PANTALONE

დღეს ვიყავი ლეჩკომბინატში
შარდის საერთო ანალიზი ღირს 8 ლარი
ესაა და ეს...

Posted by: lizofobi 1 Feb 2010, 18:33
QUOTE (Sonya @ 13 Jan 2010, 16:47 )
არც ტკივილები მაქვს, არც შარდვის დროს პრობლემები. უბრალოდ, სულ მინდა. არ ვიცი, რას დავაბრალო... ყველა ტუალეტი ვიცი უკვე ქალაქში

ზუუუუუუუსტად ეგ პრობლემა მაქვს მეც smile.gif გატანჯული ვარ. ყველა მეღადავება gigi.gif საშვილოსნო მაწვება შარდის ბუშტზე ვითომ? spy.gif ორსულად არ ვყოფილვარ არასდროს და მაინც? spy.gif

Posted by: PANTALONE 2 Feb 2010, 10:39
LIKACSI
QUOTE
დღეს ვიყავი ლეჩკომბინატში
შარდის საერთო ანალიზი ღირს 8 ლარი
ესაა და ეს...

მადლობა/

ჩვენს პოლიკლინიკაში მივედი

სულ არ დამჭირდა უროლოგი

Posted by: milavi555 8 Jul 2012, 11:16
მეც გოგო ვარ ,

ამ ბოლო დროს შევამჩნიე , რამოდენიმე დღეა ძალიან ხშირად ვშარდავ, არც წვის , არც ტკივილის შეგრძენბა არ მაქვს, ღამეც ვერ ვიძინინებ კარაგად ამის გამო, შარდვის მერე ისევ ისეთი შეგრძნება მაქვს რომ კიდევ მინდა. გაციების ბრალი შეიძლება იყოს, მაგრამ ასეთი სიხშირე უკვე საეჭვოა. რა ვქნა მირჩიეთ რამე. რა შეიძლება ეს იყოს?

მადლობა

Posted by: matusala_5 8 Jul 2012, 19:21
ხშირი შარდვა ცისტიტის და პროსტატიტის გარდა შაქრიან დიაბეტსაც ახასიათებს.

Posted by: blblbl 10 Jul 2012, 01:48
ორსულობის ერთერთი სიმპტომია ხშირი შარდვა ესეც გაითვალისწინეთ

Posted by: Coldfire 23 Apr 2013, 01:00
მოკლედ მაქვს ხშირი შარდვა, ძალიან ხშირი. წავიკითხე რაღაც პოსტები და ხალხი წერდა ვისაც ესე ქონდა რომ, ტკივილიც ქონდათ, ხოდა არანაირი ტკივილი არ მაქვს არაფერი. უბრალოდ მითხარით რომელ ექიმთან მივიდე?

P.S "მონტიორთან მიდი ძმა" ან "ვულკანიზაციაში" ეგეთი კომენტარებისგან თავი შეიკავეთ

Posted by: Bobgure 23 Apr 2013, 02:31
შესაძლოა ცისტიტი გაქვს და მაგის ბრალია ან უბრალოდ გაცივდი .

Posted by: საჩინო 23 Apr 2013, 08:34
,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

Posted by: Coldfire 23 Apr 2013, 11:25
და ექიმი ? რომელ ექიმთან მივიდე ? smile.gif ზოგადად მე და გაციება ახლო მეგობრები ვართ

Posted by: Pakusa1 23 Apr 2013, 13:19
QUOTE
და ექიმი ? რომელ ექიმთან მივიდე ?  ზოგადად მე და გაციება ახლო მეგობრები ვართ


უროლოგს მიაკითხე...
300 არაგველზეა უროლოგიის ეროვნული ცენტრი, ალეკო ხელაია იკითხე მანდ yes.gif

Posted by: როლანდ 23 Apr 2013, 13:22
რეზინის გარეშე თუ გქონდა სექსი მაგის გამო გექნება უეჭველი, რაღაცა გადაგედო,ტრიბუხას ეძახიან მაგას მგონია . უროლოგი პირველ რიგში.
ისე ხშირი შარდვა მეც მაქვს ოღონდ პივის მერე ისე არც ისე..არ მეგონა თუ ეს დავადება ესეიგი

Posted by: Sargerass 24 Apr 2013, 20:10
დამტანჯა მაგან.. + ორსულობის გამო 100მაგად ხშირი მაქ.. 10-15 წუთში ერთხელ დამარბენინებს.. მაგრამ მე ნერვის ანთებასაც ვაბრალებ.. გაციებამ და ნერვის ანთებამაც იცის, თუ ცისტიტი არ არის.. უროლოგი გინდა.

Posted by: Coldfire 25 Apr 2013, 00:27
QUOTE (Sargerass @ 24 Apr 2013, 20:10 )
დამტანჯა მაგან.. + ორსულობის გამო 100მაგად ხშირი მაქ.. 10-15 წუთში ერთხელ დამარბენინებს.. მაგრამ მე ნერვის ანთებასაც ვაბრალებ.. გაციებამ და ნერვის ანთებამაც იცის, თუ ცისტიტი არ არის.. უროლოგი გინდა.

ხო საშინელებაა )) უკვე სადმე წასვლაზე უარს ვამბობ ხოლმე, ამის გამო, ნუ საათში ერთხელ მაინც რომ არ გავიდე სასწაული უნდა მოხდეს, თან სპორტით ვარ დაკავებული და მოკლედ რა )))) მადლობა ყველას, ისე თუ მირჩევთ კარგ უროლოგს დამავალებთ ძალიან, ოღონდ ცოტა საბურთალოსკენ რა )))

Posted by: Elviskote 27 Apr 2013, 07:04
uti ანუ urinary tract infection შეიძლება გაქვს, გაციება არის Eრთ-ერთი გამომწვევი მიზეზი, ნახე ექიმი, გამოგიკვლევს და ტU ეს დაავადებაა, დაგინიშნავს ანტიბიოტიკებს,
ანტიბიოტიკები Uნდა დალიო ბოლომდე, მთელი კურსი, თუნდაც თავი იგრძნო უკეთ

Posted by: Coldfire 5 May 2013, 00:07
ისედა მაგ ხელაასთან მისვლა რამდენი ჯდება სავარაუდოდ იქნებ მითხრათ ? smile.gif ვიცი რომ კონსულტაცია არ არის უფასო smile.gif

Posted by: სიზმარა 17 Feb 2014, 20:06
და მამაკაცებში რისი ბრალი შეიძლება იყოს ხშირი შარდვა? როცა არც ინფექციაა და არც პროსტატის პრობლემა? ღამე ერთი 4 ჯერ მეღვიძება, ხშირად ხელს მიშლის ჩაძინებაშიც.

Posted by: Brock 17 Feb 2014, 20:53
QUOTE (სიზმარა @ 17 Feb 2014, 20:06 )
და მამაკაცებში რისი ბრალი შეიძლება იყოს ხშირი შარდვა? როცა არც ინფექციაა და არც პროსტატის პრობლემა? ღამე ერთი 4 ჯერ მეღვიძება, ხშირად ხელს მიშლის ჩაძინებაშიც.

სიზმარა
ფეხებზე შეიძლება გცივა და მაგან იცის...

Posted by: სიზმარა 17 Feb 2014, 20:56
Brock
მართალი ხარ , ფეხები საკმაოდ მცივანა მაქვს. როგორც კი ოდნავ შემცივა ფეხებზე ეგრევე მომიჭერს ხოლმე.

Posted by: pilo772 15 Oct 2014, 22:22
ხალხოო, არიან აქ ექიმები? sad.gif

მოკლედ ერთი უცნაურობა დამემართა დღეს. საღამოს უკვე 6 ჯერ გავედი შარდზე. ისე ვშარდავ თითქოს არაფერი, არც წვა მაქვს, არც ტკივილი არც არაფერი. არც შარდია შეფერილი, ან სუნიანი, ეგ კი არა წყალივით ვშარდავ და არც კი ქაფდება sad.gif. მაგრამ 4 საათში 6 ჯერ მოშარდვა? დღეს ისედაც 6 ჯერ მქონდა მანამდეც შარდი sad.gif.

დღის განმავლობაში ვსვავ 2.5 ლიტრამდე წყალს. აქამდე დღის განმავლობაშჳ საშუალოდ 6 ჯერ მქონდა შარდვა.

ხო და რა ვქნა? ვინმემ მომწერეთ რა sad.gif 1 საღამოთი განსაზღვრო რამე რთულია, მაგრამ რისი ბრალი შეიძლება იყოს?

სიმპტომები რაც დავგუგლე ამოყარა მარტო ურეთრიტი, ცისტიტი, დიაბეტი. მაგრამ გარდა იმისა რომ მაქვს ხშირი შარდვა არაფერი მეტი სიმპტომი არ ემთხვევა sad.gif. დავიჯერო გაციების ბრალია? არის ვარიანტი რომ გაციებისგან იყოს ასე? მე პირადად არ მახსოვს გაციების დროს ასე მქონოდა რამე sad.gif.

მიშველეთ რამე რა

Posted by: _mavne_ 16 Oct 2014, 07:57
pilo772
Aრ კვდები, ნუ ღელავ, ექიმი არ ვარ მარა ეგ ხშირად სჭირს ადამიანს, 1 თვის წინ ვიყავი ეგრე ერთ საათში 2ჯერ გავდიოდი, ალბათ გაციებული ვიყავი, 2 დგე თუ გაგიგრძელდა მიდი ექიმთან, ექოსკოპიასაც გაგიკეთებს.

Posted by: Florbelle 26 Feb 2015, 14:54
pilo772
ზუსტად ეგრე ვარ და ნეტშიც რო წავიკითხე ეგ რაღაცეები გული გამისკდა გამოვედი ეგრევე
თან შენ გიწერია 2,5 ლიტრს ვსვამო და მე მქონია შემთხვევა თითქმის რო არ დამილევია წყალი რომელიმე დღეს და მაინც 5-10 წუთში გავდიოდი
რავი საიდან გროვდება მაგდენი ბ****დ

მარჯვენა მხარეს წელის ტკივილი დამეწყო კიდე ეს თუ კავშირშია შარდვასთან თავი უნდა მოვიკლა sad.gif

Posted by: .ნინო 1 Mar 2015, 13:43
Florbelle

კავშირშია, კავშირში და თირკმელის პრობლემაზე მიუთითებდა ჩემს შემთხვევაში. არ გაშინებ, დაჟინებით გირჩე სასწრაფოდ ნახო კარგი უროლოგი wink.gif

Posted by: Florbelle 1 Mar 2015, 19:50
.ნინო
წარმოდგენაზეც ცუდად ვხდები,აი სტატიებს რო ვკითხულობ ხოლმე მაგაზე sad.gif
ზაფხულამდე მოვიცდი და წავალ მერე სხვა რა გზაა
მადლობა გამოხმაურებისთვის

Posted by: enriqe 6 Oct 2015, 19:10
გამარჯობათ კითხვა მაქ თქვენთან იქნებ მიპასუხოთ

მაქვს გახშირებული შარდვა ვის მივმართო უროლოგს ? და კიდევ ვშიშობ რომ ეს გახშირებული შარდვა უკავშირდება ვენერიულ დაავადებას

Posted by: IngaKh 6 Oct 2015, 20:37
QUOTE (enriqe @ 6 Oct 2015, 19:10 )
გამარჯობათ კითხვა მაქ თქვენთან იქნებ მიპასუხოთ

მაქვს გახშირებული შარდვა ვის მივმართო უროლოგს ? და კიდევ ვშიშობ რომ ეს გახშირებული შარდვა უკავშირდება ვენერიულ დაავადებას

ხშირი შარდვა და წყურვილი შაქარმაც იცის.

Posted by: enriqe 8 Oct 2015, 01:44
IngaKh


შაქარი ნაკლებად მგონია


----------------------------------

Posted by: london1 13 Oct 2018, 18:20
ბოლო 1 თვეა რაც ძალიან ხშირად მინდება ტუალეტში ხამდახან ყოველ 5 წუთში, ისე რო ვერც ვასწრებ გამოსვლას უკვე ტუალეტში მინდება. გავიკეთე ექოსკოპია და შარდის ანალიზი ყველაფერი ნორმაში მაქ , არც ცისტიტი არ აღმომაჩნდა და არც მარილები მაქ მომატებული შარდში. ამას ის ახლავს თან რო ხანდახან ვერ ვიკავებ და ძალიან ოდნავ მაინც გამოიყოფა შარდი. დავიღალე ვის მივმართო არ ვიცი

Posted by: la reine 13 Oct 2018, 18:40
london1

პროსტატიტი გამორიცხე?

პროსტატის ანთებამაც იცის ეს სიმპტომები

Posted by: london1 13 Oct 2018, 18:50
la reine
გოგო ვარ :დდდდ

Posted by: la reine 13 Oct 2018, 19:34
london1

lol.gif

მაშინ ვერაფერს ვიტყვი, არ ვიციsmile.gif

Posted by: Solveig 13 Oct 2018, 19:36
london1

– შარდის შეუკავებლობა (Urinary Incontinence/UI/) უროგინეკოლოგიაში ფართოდ გავრცელებული დაავადებაა. უროგინეკოლოგების შეფასებით შარდის შეუკავებლობა 30% გვხვდება 30~60 წლის ქალთა პოპულაციაში.

https://shotanatsvlishvili.wordpress.com/2010/02/11/%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94/

Posted by: John Jolie 14 Oct 2018, 17:36
დაქალს სჭირდა
როგორც კი გაიაზრებდა რომ ისეთ ადგილას იყო, სადაც ტუალეტი არ იყო, საშინლად უნდებოდა და პანიკებში ვარდებოდა
ფსიქოლოგიური იყო მოკლედ
მერე ნელ-ნელა გაუარა

Posted by: trendygirl.me 14 Oct 2018, 17:39
შაქარი თუ შეიმოწმეთ ან საშვილოსნო.

Posted by: Florbelle 18 Oct 2018, 12:28
მოკლედ დღეში (ღამე განსაკუთრებით) ერთი 100-ჯერ მიწევს რა მოშარდვა, უცნაური ისაა რო წყალს არ ვსვამ, არ მევასება რა დღეში შეიძლება ხანდახან ერთხელ ან ორჯერ დავლიო, არც მინდება ხოლმე და საიდან მოაქვს ამდენი მაგას ვერ ვხვდები ის წყალი ხო უნდა გაჩნდეს ორგანიზმში ჯერ რო მოშარდო მერე
გაგიგიათ რამე ესეთი? რისი ბრალი შეიძლება რო იყოს

Posted by: la reine 18 Oct 2018, 17:20
Florbelle

ერთს დავუწერე პროსტატიტმა იცის მეთქი და გოგო აღმოჩნდაbiggrin.gif

რამე სხვა სიმპტომებიც ხო არ გაქვს. მაგალითად, პირი ხო არ გიშრება...

Posted by: Florbelle 18 Oct 2018, 17:30
la reine
არა არა, რავი არ შემიმჩნევია რამე ეგეთი
ბიჭი ვარ biggrin.gif biggrin.gif
სხვა რავი აბა, ეხლა ეს 2 დღე რაღაც ვირუსი ავიკიდე შეიძლება მაგანაც იქონია გავლენა არ ვიცი, გუშინ პირდაპირი მნიშვნელობით 2 საათში ერთხელ მეღვიძებოდა მოფსმის გამო არ მძინებია საერთოდ, კიდე ათასში ერთხელ მეწვის ხოლმე რა ცოტა ხანი გასვლის მერე სხვა ისეთი არაფერი მართლა
მარა ზოგადად რამდენი წელია ვაკვირდები ჩემს თავს და მეტნაკლებად სულ ესე ვარ როგორც მიწერია რა, იმის მეათედ წყალსაც არ ვსვამ ალბათ დღეში რაც შარდის სახით გამოდის და მაგას ვერ ვხვდები რანაირად და საიდან ჩნდება

Posted by: la reine 18 Oct 2018, 18:38
Florbelle

აი წვა საყურადღებოა
პროსტატიტმა იცის...ან ცისტიტმა..


კი შესაძლებელია ვირუსთან იყოს კავშირში. შენ წარმოიდგინე ოფლიც კი სხვანაირად მჭახე სუნს იძენს როცა ვირუსი გეტაკება ხოლმეbiggrin.gif

თუ ამის ბრალია, გაივლის, მაგრამ შეეცადე სითხეებით დაიტვირთო. მაინც ფსამ და ბარემ სასარგებლო საქმე ქენი:დდ

Posted by: Florbelle 18 Oct 2018, 19:10
QUOTE (la reine @ 18 Oct 2018, 18:38 )
მაინც ფსამ და ბარემ სასარგებლო საქმე ქენი:დდ

cry.gif cry.gif mad.gif biggrin.gif biggrin.gif

აჰა გასაგებია ყველაფერი, აი პარასკევ საღამომდე მიმაღწევინა როგორმე და მუშაობა რო დამთავრდება მოვზიდავ წვენებს მერე biggrin.gif

დიდი მადლობა რჩევებისთვის

Posted by: keen 18 Oct 2018, 19:16
Florbelle
QUOTE
უცნაური ისაა რო წყალს არ ვსვამ

შეიძლება რამე ისეთს ჭამ ან სვამ, რასაც შარდმდენი ეფექტი აქვს, მაგ. ბევრ ყავას... თუ არა და მაშინ, ექიმთან მისვლა სჯობს.

QUOTE
პროსტატიტმა იცის...ან ცისტიტმა..

როგორც ზემოთ დაგიწერეს, ეს ან სხვა პათოლოგია რომ გამოირიცხოს ...

Posted by: Florbelle 18 Oct 2018, 19:21
QUOTE (keen @ 18 Oct 2018, 19:16 )
შეიძლება რამე ისეთს ჭამ ან სვამ, რასაც შარდმდენი ეფექტი აქვს, მაგ. ბევრ ყავას... თუ არა და მაშინ, ექიმთან მისვლა სჯობს.

არა არა, მართლა არაფერი ესეთი. გლეხურად რომ ვთქვათ კალბასი, ყველი, პური, კატლეტი და ამ ტიპის მზა პროდუქტებია რა ჩემი რაციონი ძირითადად, ვაშლი და ბანანი კიდე ხანდახან და ეგაა

თქვენც დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის, აი შევხედავ 2-3 დღე კიდე, გუშინ მართლა ჯოჯოხეთი იყო თუ არ გამოსწორდა მდგომარეობა მივალ ექიმთან უეჭველი მერე

Posted by: tanamshromeli 18 Oct 2018, 20:14
მე მჭირდა ძილისწინ. ერთი 10-ჯერ შევდიოდი ხოლმე და საშინელი გრძნობა იყო. გამოვიკვლიე ყველაფერი პროსტატა, შარდი, საშარდე გზები არაფერი არ მჭირდა. თურმე OCD-ის ერთ-ერთი გამოვლინება ყოფილა და ნერვების დამშვიდებამ და დამაწყნარებლებმა გამიქრო ხშირი შარდვა.

Posted by: london1 18 Oct 2018, 20:56
tanamshromeli
აუ მე მჭირს ეგრე დამამშვიდებლებს რო ვსვამ შედარებით ნაკლებად მჭირს ხოლმე , როგორ იმკურნალე შენ რეები სვი??

Posted by: Florbelle 18 Oct 2018, 22:01
tanamshromeli
მაგაზე კი არ მიფიქრია ისე, მართლა სანამ არ დავცლი რაღაცნაირად ვარ ხოლმე არაფერი არ მისწორდება რა, სადმე გასვლის წინ ჯერ უნდა მოვიშორო ყოველთვის.
დავაკვირდები მაგასაც აბა, მადლობა

Posted by: lilululu 18 Oct 2018, 22:13
თუ წოონაშიც იკლებთ
დიაბეტზე შეიმოწმეთ თავი

Posted by: Florbelle 19 Oct 2018, 13:44
lilululu
დიაბეტზე სადღაც 2 წლის წინ შემამოწმეს და არ მქონდა მაშინ, ცოტა დავიკელი ამ ბოლო დროს მარა შესამჩნევად არა რა
თან მაგაზე წერია რო დაღლილობის შეგრძნება უნდა მქონდეს სულ და არ ვარ ხოლმე უენერგიოდ რავიცი
ჩემთან რო ჩავალ გავიკეთებ ანალიზს ამათთან თან ძვირია ყველაფერი თან overrated და არ ღირს აქ რა

მადლობა smile.gif

Posted by: tanamshromeli 20 Oct 2018, 01:22
london1


ამიტრიპტილინი
მარა არ გირჩევ

დიაგნოზირებაც ჩემი იყო და წამალიც თავად შევარჩიე და ძალიან არ შეიძლება მასე :დ

ასე რომ მიდი ნევროპათოლოგთან მას შემდეგ რაც სრულიად ჩაიტარებ გამოკვლევებს,

Posted by: Tamuna181994 23 Mar 2024, 15:39
ხალხნოოო მიშველეთ გავგიჟდები, ცისტიტი მქონდა, გამიარა, 2 დღეში მობრუნდა, აგერ უკვე 1 თვეა სულ შარდვა მინდა, ვმკურნალობ, არ მივლის, რა ჯანდაბაა, რას გადამეკიდა, ჰიპერაქტიულ სარდის ბუშტზე აქვს ეჭვი ექიმს, ვინმეს ასეთი რამე გქონიათ? გაუვლია და თუ კი რამდენ ხანში, მადლობა

Posted by: keandra 9 Apr 2024, 05:47
tanamshromeli
QUOTE
თურმე OCD-ის ერთ-ერთი გამოვლინება ყოფილა და ნერვების დამშვიდებამ და დამაწყნარებლებმა გამიქრო ხშირი შარდვა.

ჯარში რომ წავედი და ციხეში აღმოვჩნდი ფაქტიურად ჩაკეტილი, იქ დამემართა მასე. ჯარის ექიმმა მიმკურნალა მერე და მომეხსნა ერთ თვეში.

Posted by: moen38 10 May 2024, 12:03
QUOTE (Tamuna181994 @ 23 Mar 2024, 15:39 )
ხალხნოოო მიშველეთ გავგიჟდები, ცისტიტი მქონდა, გამიარა, 2 დღეში მობრუნდა, აგერ უკვე 1 თვეა სულ შარდვა მინდა, ვმკურნალობ, არ მივლის, რა ჯანდაბაა, რას გადამეკიდა, ჰიპერაქტიულ სარდის ბუშტზე აქვს ეჭვი ექიმს, ვინმეს ასეთი რამე გქონიათ? გაუვლია და თუ კი რამდენ ხანში, მადლობა

ექიმთა სახლი რომ არის ტესტი, მანდ არის პაატა წიკლაური ... ერთ 5 კლინიკის ლაბორატორიაში არაფერი რომ არ ამოვიდა ბაქტერიულ ნათესზე, მანდ 3 ბაქტერია ამოვიდა და აქედან 1 უკვე კაი ჯანიანი და რეზისტენტული იყო.. კაი 3 თვე დასჭირდა მაგათ ჩაკვლას..
ქრონიკული ცისტიტი არ იკურნება ეს მალე და უცბად

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)