Loligoreკარგია. კარგი სტატიია.
თუმცა PS3 ის SPE ბირთვებიდან მხოლოდ 7 მუშაობს მერვე ყოველთვის გამორთულია და მხოლოდ იმისთვისაა რომ პროცესორეის წარმოების პროცესში ბრაკის პროცენტი ყოფილიყო დაბალი. 6SPE არის ხელმისაწვდომი დეველოპერებისთვის და 1SPE იყო გამოყოფილი სისტემისთვის.
ასევე ნახსენებია რომ XBOX HD DVD ფორმატი ქონდა მაგრამ სინამდვილეში XBOX ეგეც არ ქონდა ადონის სახით იყიდებოდა HD DVD რომელზეც შესაძლებელი იყო HD DVD ი ფილმების ყურება და თამაშებს არ უშვებდა თვითონ XBOX ში კი აბსოლიტურად სტანდარტული ჩვეულებრივი DVD წამკითხველი დევს.
ეს თემა კიდე რო XBOX 360 ზე თამაშები უკეთესი იყო და PS3 ზე არ ვარგოდა ეგრე არის ცნობილი მაგრამ ჩემი აზრით სულ რამდენიმე თამაშის სიცუდემ გამოიწვია ეგეთი შეხედულება და უფრო კონკრეტულად კი ორის Red dead remdeption და bayonetta რომლებიც მართლა ბევრად ცუდი იყო PS3 ზე მაგრამ თამაშების სრული უმრავლესობა ერთნაირი იყო ან ისეთი განსხვავებებით რომლებითაც გადაჭრით ვერ იტყვი რომ ან ერთი ჯობია ან მეორე.
არის ისეთი შემთხვევბიც რომლებიც უკეთესია PS3 ზე მაგალითად Final Fantasy XIII და მისი გაგრძელებები საგრძნობლად უკეთესი იყო გრაფიკულადაც და FPS ითაც PS3 ზე ასევე იყო LA noire რომლიც PS3 ვერსია ბევრად ჯობნის XBOX 360 ის ვერსიას გრაფიკული კუთხით.
ასევე არის ისეთი შემთხვევბი სადაც ორივეს აქვს პლიუსები და მინუსები მაგალითად alice madness returns XBOX 360 ზე გრაფიკა აშკარად უკეთესია მაგრამ აქვს საკმაოდ შემაწუხებელი ტექსტურების ჩატვირთვის პრობლემა რის გამოც ხშირად ობიექტები უფრო დაბალი ხარისხისაა ვიდრე PS3 ზე სანამ არ გაჩერდები და არ დელოდები რომ მაღალხარისხოვანი ტექსტურა ჩაიტვირთოს ცნობისთვის გარკვეულწილად ეს პრობლემა unreal engine 3 ის ყველა თამაშს ახასიათებდა PC ზეც კი.
PS3 ზე პროგრამირების სირთულე იმდენად არქიტექტურამ არ გამოიწვია რამდენადაც ძალიან ცუდად მოეკიდა მაგ საკითხს სონი. როდესაც PS3 გამოუშვეს ინგლისურ ენოვანი დოკუმენტაცია პროგრამირებისთვის საერთოდ არ არსებობდა მაშინ როცა მაიკროსფტმა მთელი დამხმარე tool ები მოაყოლა დეველოპმენტ კიტებს XBOX 360 ისთვის რომელიც მხოლოდ X86 არქიტექტურის მცოდნეს აძლევდა საშუალებას პროგრამები მაინც ეწერა power PC არქიტექტურისთვის რამაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სისტემების დასაწყისში უფრო ხარისხიანი ვერსიების არსებობაში. ნოთი დოგიდან თვითონ ყვებოდნენ რო არ ვიცოდით რა როგორ გამოგვეყენებინა და ექსპერიმენტებით ვისწავლეთო თორე პირველი ანჩარტედი SPE ბირთვებს თუ არ ვცდები საერთოდ არ იყენებს