Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > კულინარია > ხიზილალა


Posted by: GIORGELA 26 May 2021, 17:18
დღეს შევედი ბელორუსიულ მაღაზიაში

დედა იფიცეს ნატურალური და კარგი ხარისხის საქონელი გვაქვსო

მომეწონა მაღაზია სუფთა და მოწესრიგებულია

თვალში მომხვდა ხიზილალა რომელსაც ძალიან დაბალი ფასი ედო

რომ წავიკითხე აწერია ხიზილალის იმტატორი.

ყიდვა ვერ გავრისკე, რაღაც ნაჩალიჩარია ეტყობა

რა არის ეგ რა პროდუქტია ვინმემ ხო არ იცით?

უსაფრთხოა?

გემოთი გავს ხიზილალას?

Posted by: Corro 26 May 2021, 19:33
GIORGELA
ნავთობისგან ამზადებენ
კარგია რომ ეწერა მაინც, ზოგი როგორც ნაღდს ისე ყიდის :დ

Posted by: toyota12345 26 May 2021, 20:28
ერთხელ გავსინჯე და რავი კი მომეწონა პურზე წასული გაასწორა მაგრამ რა ვჭამე არ ვიცი))))

Posted by: GIORGELA 26 May 2021, 23:16
ნავთობი არ ეწერა არსად

ეგ მეც მსმენია


მაგრამ ბელორუსებს მაგდენი ნავთობი აქვთ რომ ხიზილალები ამზადონ?

ბაქოში რომ აკეთებენ ვიცი კი


ნავთობის გარეშე არ მზადდება ეგ?

Posted by: Corro 27 May 2021, 00:02
GIORGELA
რუსეთში მზადდება ძირითადად ნავთობისგან
რუსული ხიზილალის 90% კონტრფასონია

Posted by: vaho 27 May 2021, 00:03
ნავთობის ხიზილალაზე კარბიდის არაყი მიდის მაგრად.

საუკეთესო შეთავსებადობაა...

Posted by: GIORGELA 27 May 2021, 23:09
ეგ ხიზილალას იმატორი ნავთობის გარეშე არ მზადდება?
გასინჯვის მუღამში ჩავვადი მაგრამ თუ ნავთობი და მაზუთია არ მინდა biggrin.gif

Posted by: LIVE-76 28 May 2021, 20:06
GIORGELA

რუსეთში მაქვს გასინჯული და მაგარი ცუდი საჭმელია, მაგის ჭამას კილკა იყიდო ტომატში კონსერვის სახით და ის მიირთვა ჯობია!!! yes.gif

ისე კი შავი იკრის გემო დამავიწყდა, არა და ბავშვობაში მეხვეწებოდნენ ჭამეო ისე ხშირად მოქონდა ცხონებულ მამაჩემს... ეხლა მგონი 4500 ლარი ღირს))

წითელი იკრის რეკლამებს მიგდებს ფეისბუქზე კილოს 150 ლარად და ვისაც იკრა გიყვართ არაა ცუდი ვარიანტი და დღევანდელ ფასებს თუ შევადარებთ აღარც ძვირია...

Posted by: GURAMI2 28 May 2021, 20:27
კალმახის ხიზილალას ყიდიან ფბ ზე მოძებნე ნატურალური მაინც იქნება. ცოტა წვრილი ქვირითი აქვს ოღონდ.

Posted by: xx3xx 28 May 2021, 21:31
QUOTE (LIVE-76 @ 28 May 2021, 20:06 )
GIORGELA

რუსეთში მაქვს გასინჯული და მაგარი ცუდი საჭმელია, მაგის ჭამას კილკა იყიდო ტომატში კონსერვის სახით და ის მიირთვა ჯობია!!! yes.gif

ისე კი შავი იკრის გემო დამავიწყდა, არა და ბავშვობაში მეხვეწებოდნენ ჭამეო ისე ხშირად მოქონდა ცხონებულ მამაჩემს... ეხლა მგონი 4500 ლარი ღირს))

წითელი იკრის რეკლამებს მიგდებს ფეისბუქზე კილოს 150 ლარად და ვისაც იკრა გიყვართ არაა ცუდი ვარიანტი და დღევანდელ ფასებს თუ შევადარებთ აღარც ძვირია...

უმეტესობა ტრუხა იქნება არ გირჩევ მათ ნდობას ვიყიდე მასე და დავრჩი ### ამოგდებული

Posted by: akako78 28 May 2021, 22:04
ერთმა თანამშრომელმა აქო ძალიან ფეისბუქზე ნახა და არ ვიცი 35 ლარად 200გრამიო..თან ეს ტიპი 10 წელი ჰყიდიდა თვითონ ხიზილალას ბაზარში და პროფესორი ვარო..ნაღდი გარბუშას წითელიაო..ძალიან მომეწონაო..ერთი უნდა დავტესტო მერე..თან სახლში მოაქვთო

Posted by: GIORGELA 28 May 2021, 22:11
akako78


ლინკი ჩააგდე რა
თან დაწერე როგორი იქნება smile.gif


ანუ ბელორუსებსაც არ ვენდო და არ გავსინჯო ეგ ხიზილალა.
დასკვნა ესეთია sad.gif

Posted by: Corro 28 May 2021, 22:28
GIORGELA
QUOTE
ანუ ბელორუსებსაც არ ვენდო და არ გავსინჯო ეგ ხიზილალა.

ბელარუსები თვითონ ტყუილში ცხოვრობენ და შენ რატომ უნდა ენდო? :დ
ისე მაგ შემთხვევაში არ მოუტ ყუებიათ, თუ აწერია ხელოვნურიაო biggrin.gif

Posted by: LIVE-76 28 May 2021, 23:06
xx3xx
QUOTE
უმეტესობა ტრუხა იქნება არ გირჩევ მათ ნდობას ვიყიდე მასე და დავრჩი ### ამოგდებული


ვახ ანუ ამაშიც იტყუებიან? მოკლედ რაა, საქართველოში ხომ ვერაფერი გიყიდია გარანტირებულად ხარისხიანი... ყველი რომ ყველია ისიც კი რთული საშოვნი გახდა ნატურალური და გემრიელი... ნუ ადეკვატურ ფასად, თორემ სამმაგ ფასში კი ყიდიან))

Posted by: xx3xx 28 May 2021, 23:27
QUOTE (LIVE-76 @ 28 May 2021, 23:06 )
xx3xx
QUOTE
უმეტესობა ტრუხა იქნება არ გირჩევ მათ ნდობას ვიყიდე მასე და დავრჩი ### ამოგდებული


ვახ ანუ ამაშიც იტყუებიან? მოკლედ რაა, საქართველოში ხომ ვერაფერი გიყიდია გარანტირებულად ხარისხიანი... ყველი რომ ყველია ისიც კი რთული საშოვნი გახდა ნატურალური და გემრიელი... ნუ ადეკვატურ ფასად, თორემ სამმაგ ფასში კი ყიდიან))

რომ არ მოგატყუო ბევრჯერ არც მაქვს ნაჭამი სულ რამოდენიმეჯერ და იქიდან ჩემით ნაყიდი სულ 2 ჯერ მაქვს და ორივე სკანდინავიის რომელიღაცა ქვეყნაში იყო წარმოებული
ხოდა აქაური რომ ვიყიდე ვიზუალურად იდეალური იყო აი როგორიც გინდა რომ იყოს ზუსტად ეგეთი და გემო და სუნი თევზის არ ქონდა ანუ კი ქონდა მაგრამ ძააან მცირე აი ვერც კი გრძნობდი ჭამისას რომ თევზის ქვირითი იყო ასევე მდუღარე წყალშიც ჩავაგდე და თეთრ ცილებთან ერთად რაღაც წითელი ზეთისებრი სითხეც იყო გარეული კაროჩე ფბ ზე ედო მაცივრები გაძეძგილი ქონდა ამ ბანკებით და ვთხოვე ვიდეო გადაიღე როგორ წველით ან გამოგყავთ ეგ ქვირითი თქო თავიდან არაო თუ გაინტერესებს ჩადი გორში და ნახეო მერე ხვალ დავდებო და არ დადო კაროჩე ხო ხვდები რა ჯობია ფასზე არ დახამდე და ხიზილალას ყოველკვირა მაინც ვერ შეჭამ ან თვე და როცა დრო იქნება ან მოგინდება გადაიხადო ცოტა მეტი და ნაღდი იყიდო რამე ბრენდირებული გამოიწერო ან სადმე მაღაზიაში გაატყნა ყველაზე კაი ვარიანტია ვიდრე ამათ წისქვილზე ასხა წყალი
თან 2021 წელია ვისღა უკვრის ფალისფიკაცია
akako78
კაი რა გჯერა ეხლა გარბუშკა არა ისა კიდე lol.gif

Posted by: Corro 29 May 2021, 00:49
დღეს საუკეთესო შავი ხიზილალა (კავიარ), რომელსაც შეიძლება ენდო - ირანულია, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს.
ირანია სწორედ ხიზილალის სამშობლო, სიტყვები კავიარ და ხიზილალაც სპარსულიდან მოდის.
ყველაზე მეტს კი ჩინეთი აწარმოებს ხელოვნურ ტბორებში...

Posted by: akako78 30 May 2021, 13:24
GIORGELA
ოკ როცა ვიყიდი ჩავაგდებ
xx3xx
კაცი ვაჭრობდა მეთქი 10 წელზე მეტი მაგით(ეხლა თუ ეგეთი ჩიტირეკია რომ ვერ ცნობს როცა მაგისი ძმა ეხლაც ვაჭრობს 25 წელია სადღაც მაგრამ მხოლოდ რუსულს ჰყიდის და მაგან თქვა ნაღდი გარბუშას ხიზილალას გავდაო ნუ მარილიც ზომაზე ჰქონდაო და არ იყო არც სველი და არც მშრალიო მაშინ არანორმალური ყოფილა)..მე ასე წითელი ხიზილალა არ მომწონებიაო აქაურიო-მჯერა არ მჯერა რა მნიშვნელობა აქვს?ეხლა კამჩატკის გარბუშა რომ არ იქნება ძალიან კარგად ვიცი..სანამ მე თვითონ არ გავსინჯავ ვერაფერს ვერ ვიტყვი..უბრალოდ ასე მგონია რომ თუ დიდი 3-4 წლის თევზიდან იქნება ამოღებული ან არ უნდა იყოს ცუდი და კარგი ტექნოლოგიით დამზადებული..

Posted by: alva 30 May 2021, 21:14
გაგეცინოთ შეიძლება მაგრამ რუსული არის ნორვეგიული.
საქართველოში რაც შემოდის უმაღლესი ხარისხის არის Русское Море
ყალბი კი არ არის ხიზილალა წითელი არამედ დაბალფასიანი თევზისაა.
წვრილია საფანტივით. არც გემო არ აქვს განსაკუთრებული.

საქართველოში გაუკეთებიათ კარგი "ქარხანა" მაგრამ ვერ ყიდიანო.


Posted by: akako78 30 May 2021, 22:03
alva
მეუღლე რომ ორსულად იყო 2010 წელს მაგას ყუთებით ვყიდულობდი..ერთი ცალი გამოდიოდა 16-18 ლარად..140 გრამიანი..და კიდევ არაუშავდა რა..მერე ამ ბოლო ხანს არც მე მომეწონა ეგ რუსკოე მორე-მართლა დაბალფასიანია და უიაფესია რუსეთში..აქ იყო და ვაუ და ვუიო-ვითომდა მოხოდილი..აწი მელოდოს ეგ ფირმა თუნდაც ერთი ცალი ვიყიდო მაგათგან რაიმე-კალაძის არ იყოს გადაშენდნენ იქითsmile.gif

Posted by: xx3xx 30 May 2021, 22:33
akako78
მერე რა რო ვაჭრობდა biggrin.gif ვინც ვაჭრობს ყველა სპეცია და დიდი გრანდ მაგისტრ მასტერშეფ ულტრა მემარჯვენე მასონ დეგუსტატორია?
ეგრე მიდი აბა ღვინო გაარჩიე ნაღდი და გაკეთებული
ხიზილალა კი არა ყველაფერი ტრუხაა საჭმელები რაც იყიდება ყველაფრის ფალსიფიკაცია მიდის აი წარმოიდგინე პაგალოვნად ყველაფრის დაჟე პლანიც კი იყიდება ტრუხა და ხიზილალა რო ხიზილალობს მაგას ვინ დატოვებდა აუთვისებლად drug.gif
პ.ს იმა კი არ ვწერ უეჭველი ტრუხა იყიდა თქო უბრალოდ ვერ გაარჩევს ვერავინ მასე დაჟე შეიძლება მეც სულ რამოდენიმეჯერ მაქვს ნაჭამი და ისინიც კი ტრუხები იყოს. ლუგარის ლაბორატორია და სამხარაულის ექსპერტიზაც კი ვერ გაარჩევს

Posted by: Frankens†ein 2 Jun 2021, 01:10
QUOTE
ისე კი შავი იკრის გემო დამავიწყდა, არა და ბავშვობაში მეხვეწებოდნენ ჭამეო ისე ხშირად მოქონდა ცხონებულ მამაჩემს... ეხლა მგონი 4500 ლარი ღირს))

ჩემი მეგობარია ერთ-ერთი შემომტანი შავი ხიზილალის.
არაერთხელ მიჭამია სტუმრად, კოვზითაც, კარაქიან პურზე წასმულიც, შამპანურთან ერთადაც... მაგრამ ვერ დავუმუღამე გემოს biggrin.gif
წითელ ხიზილალას არაფრით ჯობს გემოთი მეთქი, მაგასაც ვერ ვამბობ ხმამაღლა smile.gif))
ხშირად ვარ თან სტუმრად, ძაან ახლო მეგობარია ჩემი და ბოლო დროს აღარ ვჭამ ხოლმე ან ძაან ცოტას...
ფასიდან გამომდინარე მიტყდება ჭამა biggrin.gif გაფუჭებაა ფაქტიურად ჩემგან, ვერ ვკაიფობ smile.gif

Posted by: thug 2 Jun 2021, 05:02
შავი მაინც სხვა დონეა რა
წითელი ბაზარი არაა მევასება და იაფიც ღირს აქეთ 1 კილო 100$ საუკეთესო ალიასკის.

user posted image

მარა შავი სხვა ტიპია პატარა კოვზიც სხვა გემოებს და კაიფს გაჭერინებს

უბრალოდ საშინელი ფასები აქვს smile.gif)

ეს 1KG ღირს $7600

კონკრეტულად ეს ქილა არის $384.67 50 gr.



user posted image


უფრო ძვირიანებიც არის 1კგ 14,000$

30 წლის წინ მოხოდა ამერიკაში ჭკვიანმა ტიპმა ფერმები დღეს უკვე მაგარ ხოდშია და ფასებსაც ხედავთ smile.gif



Posted by: SoulPrayer13 4 Jun 2021, 16:22
მინდოდა გლოვოდან გამოწერა და რაღაც კი მქონდა განაგონი, რომ ნავთობისგან ამზადებენ და კარგი ვქენი თავი, რომ შევიკავე რა

Posted by: elchi 5 Jun 2021, 18:36
პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ რას ვეძახით ხიზილალას.
სხვადასხვა თევზის ქვირითისგან გაკეთებული "ხიზილალა" სხვა რამეა.

ნამდვილი ხიზილალა კეთდება ზუთხის ქვირითისგან!!!
შავს ვეძახით, მაგრამ ეგრეც არ არის.
thug-მა დადო ნამდვილი "შავი" ხიზილალის სურათი.
დიახ, ეგ გახლავთ ხიზილალა, დანარჩენები კიდევ თევზის კვერცხებია გამოყვანილი ისეთი ტექნოლოგიით, როგორითაც ზუთხისგან კეთდება.

მარტივია ხომ?

ასე რომ თემა გავაგრძელოთ მხოლოდ ამ მიმართულებით, თორემ კარჩხანის/"კარასი"/, ქარიყლაპიის/"შუკა"/ და ა.შ. ქვირითისგანაც კეთდება ე.წ. ვითომ "ხიზილალა".

დავუძახოთ ყველაფერს თავისი სახელი!!!

Posted by: max-14 1 Jul 2021, 23:41
QUOTE
შავი მაინც სხვა დონეა რა

100%- yes.gif yes.gif yes.gif
ახლა იმხელა ფასი ადევს ყველგან, რომ სურათზეღა ვნახულობ sad.gif(((
ქართულიც გამოუშვეს შავი ახლახანს

Posted by: iosebovich 2 Jul 2021, 10:28
ქართულ ვითომ წითელ ხიზილალას არ გაეკაროთ. მე არ ვიცი მაგას რისგან მაზადებენ მარა ისე შორსაა ეგ ნამდვილი ხიზილალისგან როგორც დედამიწა მარსისგან. ფეისბუქზე აგდებენ რეკლამებს დღე და ღამე. სპეციალურად გავსინჯე და მორჩ მაგას არც ვიყიდი არასოდეს.

Posted by: fermina 2 Jul 2021, 12:20
iosebovich
QUOTE
ქართულ ვითომ წითელ ხიზილალას არ გაეკაროთ. მე არ ვიცი მაგას რისგან მაზადებენ მარა ისე შორსაა ეგ ნამდვილი ხიზილალისგან როგორც დედამიწა მარსისგან. ფეისბუქზე აგდებენ რეკლამებს დღე და ღამე. სპეციალურად გავსინჯე და მორჩ მაგას არც ვიყიდი არასოდეს.


მე სადაც მიყიდია, ადგილობრივ საკალმახეში, ნამდვილად კალმახის ხიზილალაა, მართლა წველიან საკუთარ თევზს და იმისგან ამზადებენ, ცუდიც არაა, არც ფერისთვის უკეთებენ დანამატებს. შენ სად შეიძინე?

Posted by: iosebovich 2 Jul 2021, 15:18
fermina
QUOTE
მე სადაც მიყიდია, ადგილობრივ საკალმახეში, ნამდვილად კალმახის ხიზილალაა, მართლა წველიან საკუთარ თევზს და იმისგან ამზადებენ, ცუდიც არაა

ჰოდა კალმხის როა და პლასტმასის გემო რო აქვს და აქეთ იქეთ დაგორავს ბურთივით და არაფერზე არ ჩერდება მაგიტომ არაა მისაღები და ფული გადასახდელი.

Posted by: fermina 2 Jul 2021, 19:49
iosebovich
QUOTE
ჰოდა კალმხის როა და პლასტმასის გემო რო აქვს და აქეთ იქეთ დაგორავს ბურთივით და არაფერზე არ ჩერდება მაგიტომ არაა მისაღები და ფული გადასახდელი.


კი ეგ ახლა უმაღლესი ხარისხი რომ არაა, ფაქტია, მაგრამ ფასის შესაბამისად რა, მე სადაც ვყიდულობ ხოლმე, ძალიან ვენდობი, არაფერს ურევენ და გემოსაც არაუშავს.

Posted by: mepar 10 Aug 2021, 23:52
Corro
biggrin.gif lol.gif gigi.gif givi.gif
ნავთობი არა კარბიტი კიდე... თევზის ცხიმია, წერია შემადგენლობა მათ შორის შედარებით ხარისხიანებს ვიტამინების კარგი შემადგენლობა აქვს, აბსოლუტურად უსაფრთხოა და უგემრიელესი. ბევრნაირია იყიდეთ შუშის შეფუთვაში მსხვილი მარცვლით. ბევრ ქართულ ხიზილალას ჯობს გემოთი და თან დაბალი კალორიულობა აქვს.

Posted by: torckiko 11 Sep 2021, 10:49
QUOTE (fermina @ 2 Jul 2021, 19:49 )
მე სადაც ვყიდულობ ხოლმე, ძალიან ვენდობი, არაფერს ურევენ და გემოსაც არაუშავს.

კონკრეტულად სად ყიდულობთ და არ ღირს?

Posted by: fermina 11 Sep 2021, 10:50
torckiko
QUOTE
კონკრეტულად სად ყიდულობთ და არ ღირს?


60 ლარი ნახევარკილოიანი ქილა

https://www.facebook.com/godessakalmaxe

Posted by: torckiko 11 Sep 2021, 11:25
QUOTE (fermina @ 11 Sep 2021, 10:50 )


60 ლარი ნახევარკილოიანი ქილა

https://www.facebook.com/godessakalmaxe

მადლობაააა, ამ ხიზლალაზე თუ გსმენიათ რამე რამდენად სანდოა?
https://www.facebook.com/georgiancaviar

Posted by: fermina 11 Sep 2021, 18:38
torckiko
QUOTE
მადლობაააა, ამ ხიზლალაზე თუ გსმენიათ რამე რამდენად სანდოა?


ბევრი არაფერი მსმენია, მაგრამ ისე გადავხედე გვერდს და წესით არ უნდა იყოს ცუდი.

გორის საკალმახედან მოაქვთ ხოლმე კიდევ და ისიც კარგია.

Posted by: torckiko 12 Sep 2021, 10:43
QUOTE (fermina @ 11 Sep 2021, 18:38 )


ბევრი არაფერი მსმენია, მაგრამ ისე გადავხედე გვერდს და წესით არ უნდა იყოს ცუდი.

გორის საკალმახედან მოაქვთ ხოლმე კიდევ და ისიც კარგია.

გასაგებიაა, მადლობაა კიდევ ერთხელ

Posted by: razer7 3 Aug 2023, 18:46
ფეისბუქზე გვერდები რაც არის ორაგულის ხიზილალად რასაც ასაღებენ, რომელიმე თუ არის მართლა ორაგულის და არა კალმახის? ხარისხით თუ არის ნორმალური რომელიმე?

Posted by: cosаnоstra 6 Aug 2023, 14:02
razer7
ყველა ორაგულისაა. გორის საკალმახებიდანაა
ხარისხზე რა გითხრა იმპორტირებულთან ვერ მივა მარა ფასიც 5ჯერ ნაკლები აქვს

Posted by: xx3xx 2 Sep 2023, 03:22
QUOTE (cosаnоstra @ 6 Aug 2023, 14:02 )
razer7
ყველა ორაგულისაა. გორის საკალმახებიდანაა
ხარისხზე რა გითხრა იმპორტირებულთან ვერ მივა მარა ფასიც 5ჯერ ნაკლები აქვს

ტრუხა ხიზილალებია ‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎‏‏‎ ‎

Posted by: cosаnоstra 2 Sep 2023, 14:27
xx3xx
ტრუხას რას ეძახი? თევზის ხიზილალაა, ნავთობისგან და პლასმასისგან არაა დამზადებული

Posted by: xx3xx 2 Sep 2023, 20:59
QUOTE (cosаnоstra @ 2 Sep 2023, 14:27 )
xx3xx
ტრუხას რას ეძახი? თევზის ხიზილალაა, ნავთობისგან და პლასმასისგან არაა დამზადებული

გეგონოს tongue.gif

Posted by: Катеньки 26 Sep 2023, 23:54
Осторожно! Поддельная ИКРА! Как распознать?
https://www.youtube.com/watch?v=JJgIlNb_ARw



А Ты Знаешь как Добывают ИКРУ Лосося?
https://www.youtube.com/watch?v=6NRYXVMeKTE



Галилео | Икра
https://www.youtube.com/watch?v=w9GS7dxLxTY

Posted by: *Irresistible* 23 Feb 2024, 22:13
იმიტირებული ხიზილალის ჭამას რა აზრი აქვს ვერ ვხვდები უბრალოდ. ჯერ ხო რას შეიცავს ღმერთმა უწყის და მერე კიდე ნამდვილი ხიზილალის გემოსთან ახლოსაც ვერ მივა ვერანაირად.

Posted by: plekhanovi 17 Apr 2024, 17:36
ზუთხის ხიზილალის ყიდვა სად შეიძლება კარგ ფასში

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)