Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ავოკადოს ხე


Posted by: GeoWarr1or 5 Nov 2019, 00:47
user posted image

ავოკადო (ლათ. Persea americana) წარმოადგენს 6–20 მეტრის სიმაღლის ტროპიკულ ხეს. იზრდება მექსიკიდან ბრაზილიამდე. დღესდღეობით ახარებენ მთელ ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონაში.

აქვს ელიპსური ფორმის, წაწვეტებული ბოლოს მქონე, პრიალა, ღია ან მუქი მწვანე, მეორე მხარეს რუხი ფერის ფოთლები, რომლებიც ფორთოხლის ფოთლებს წააგავს.

აქვს დიდი 100–300 ყვავილისგან შემდგარი ყვავილედები, რომელთაგან მტვრიანდება მხოლოდ დაახლოებით 0,1%, რისი მიზეზიც ის არის, რომ ყვავილობის პირველ დღეს მწიფეა მხოლოდ ბუტკო, მტვრიანები კი ჯერ კიდევ განუვითარებელია.

შემდგომ ყვავილი ერთი დღით იხურება. მომდევნო დღეს კი ისევ იშლება, მტვრიანები უკვე მომწიფებულია, მაგრამ ბუტკო უკვე დამჭკნარია. გარდა ამისა, ყვავილები მომწიფებული მტვრიანებითა და ბუტკოებით დღის სხვადასხვა მონაკვეთში იშლებიან. ავოკადოს ნაყოფი კვერცხის ან მსხლის ფორმისაა.

სამრეწველო დანიშნულებით მოჰყავთ: ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ისრაელში, ესპანეთში, აშშ, ავსტრალიაში, ჩინეთში და ა.შ.
==============================================================================================================================

ჯიშობრივი ჯგუფები

ავოკადოს ჯიშები იყოფა სამ გეოგრაფიულ ჯგუფად:

ანტილიური (ტროპიკული) ჯგუფი ხარობს ტროპიკულ დაბლობებზე (ზღვის დონიდან 800 მეტრის სიმაღლეზე). მაგალითად, ამ ჯგუფს მიეკუთვნება შემდეგი ჯიშები „ვალდინი“, „სიმონდსი“ და „შავი პრინცი„ მგრძნობიარეა ყინვისადმი. ავოკადოს ნაყოფი 0,4–1,5 კგ–ს იწონის;
გვატემალური (ნახევრადტროპიკული) ჯგუფის სამშობლოა ტროპიკული მთიანი ზონები (800–2800 მეტრი ზღვის დონიდან). მოცემული ჯგუფის ტიპიურ წარმომადგენლებს მიეკუთვნებიან „ბემიკი“ და “ჰასი“. ამ ჯიშებს მოკლე ხნის მანძილზე შეუძლიათ გაუძლონ 0 C°–მდე ტემპერატურას. ნაყოფი 0,5–1,5 კგ–ს იწონის;
მექსიკური (სუბტროპიკული) ჯგუფის სამშობლოა მექსიკის სუბტროპიკული ზონა. ამ ჯგუფს მიეკუთვნება ყინვისადმი მეტად გამძლე ჯიშები (მცირე ხნის განმავლობაში შეუძლიათ – 4 C° ტემპერატურის გაძლება). მოცემული ჯგუფის ჯიშები ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ამ ფგუფს მიეკუთვნება „გოტფრიდი“ და „ფერნოდი“. ნაყოფი პატარაა (250 გრამამდე).
დღესდღეობით არსებობს ორი ჯგუფის (უფრო ხშირად გვატემალური და მექსიკური) ჯიშების შეჯვარებით გამოყვანილი ჯიშებიც. ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მხოლოდ მექსიკური ჯგუფის ჯიშებს გააჩნიათ.

საქართველოში ავოკადო პირველად 1904 წელს შემოიტანეს, სოხუმის ბოტანიკურ ბაღში, 1913 წელს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში და შემდეგ თანდათან მოიკიდა ფეხი.

საქართველოს ჰავა მისთვის ხელსაყრელი აღმოჩნდა, შავი ზღვის სანაპიროზე იყო გაშენებული საცდელი ნარგავები, კერძოდ, გავრცელებული იყო ჯიშები: მექსიკოლა, პუებლა და ფუერტე.

სასარგებლო თვისებები

ავოკადო მსოფლიოში ერთერთ ყველაზე სასარგებლო საკვებ ხილად არის ცნობილი. მისი ენერგეტიკული ღირებულება 840 100 გრ რბილობზე კილოჯოულის ტოლია (შედარებისათვის ბანანის ენერგეტიკული ღირებულება 355 კილოჯოულია, მანგოსი – 215, პაპაიას – 180, პომიდვრის – 90, კიტრისა კი მხოლოდ 0,64). შეიცავს A, B, C, D, K ვიტამინებს.

გამრავლება

ავოკადოს გამრავლება ყველაზე მარტივად თესლებით ხდება. ბაღის გასაშენებლად უმჯობესია შეიძინოთ ნერგები, საიმედო სანერგეში.

მრავლდება მყნობითაც, მყნობას ატარებენ მაისში ან აგვისტო-სექტემბერში, როდესაც მათში ინტენსიურია წვენის მოძრაობა.

სანამყენე კვირტებს იღებენ ერთწლიანი ტოტებიდან. მყნობას ატარებენ იმავე წესით, როგორც ციტრუსოვანებზე. სტანდარტული ნერგების გამოყვანისთვის საჭიროა 1-2 წელი.

თესვა

თესლები კარგად აღმოცენდება თუ თესვა ტარდება ნაყოფიდან თესლის გამოღებისთანავე. თესვის წინ თესლები ნახევრამდე წყალში უნდა დალბეს, ბლაგვი მხრით ფსკერისკენ.

თესლი მიწაში თავსდება ფუძით და ნაწილობრივ იფარება მიწით. ნიადაგი უნდა იყოს ტენიან მდგომარეობაში. თესლი ნელა აღმოცენდება. როცა აღმოცენებული მიაღწევს 10-12 სმ სიმაღლეს, უნდა გადაირგოს.

ტენიან სილაში შენახული თესლი აღმოცენების უნარს არ კარგავს ორი-სამი თვის განმავლობაში. თესვა ხდება სათბურებში ან კარგად მომზადებულ კვალებში.

=================================================================================================================================

თესვა ბინაში

მისი გამოზრდა შეიძლება ბინაში, ოფისში ან სათბურში. ზაფხულობით შეგიძლიათ გაიტანოთ აივანზე ან ბაღში.

თესლები ჩათესეთ ¾–ზე ბლაგვი მხრით დაბლა. სასურველია თითო–თითოდ დიდი ქოთნებში, თავზე შუშა გადააფარეთ. ქოთანში შენარჩუნებულ იქნება ტენიანი გარემო, რომელიც აღმოცენებას დააჩქარებს.

დასათესი სუბსტრატი (ნიადაგი) აირჩიეთ მსუბუქი და ჰაეროვანი, რათა ზედმეტი წყალი მაშინვე ჩამოდინდეს. მინის თავსაფარი ყოველდღე ნახევარი საათით მოაშორეთ, რომ თესლები ობით არ დაიფაროს.

სახლის პირობებში ავოკადო იშვიათად ყვავილობს და იძლევა ნაყოფს.

მაღაზიაში ნაყიდი ავოკადოს თესლებიდან თითქმის არ ხერხდება მცენარის გახარება, რადგან ნაყოფი იშვიათად არის დაკრეფილი სიმწიფის პერიოდში, ასეთ ნაყოფს კი არ გააჩნია აღმოცენების უნარი.

ნიადაგი

ავოკადო ნიადაგის მხრივ მომთხოვნი არ არის. შესაბამისად ნარგავებისთვის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ნიადაგი. მისთვის მისაღებია ნახევრად მჟავე ნიადაგიც, რომელიც ჩვეულებრივ გამოიყენება მებაღეობაში.

ვერ იტანს ნიადაგის ჭარბტენიანობასა და გრუნტის წყლების სიახლოვეს. ასევე, სუსტად ვითარდება გამომშრალ ნიადაგზე. ზედმეტი მორწყვა საჭირო არ არის, თუმცა გვალვის დროს ცვივა ფოთლები და საჭიროა დროდადრო წყლის შესხურება.

ტემპერატურა

ავოკადოს სახეობათა შორის, მეტი ყინვაგამძლეობა ახასიათებს მექსიკურ სახეობებს.

მოზრდილი ავოკადო უძლებს მინუს 10 გრადუსამდე ყინვას, თუმცა ახალგზარდა მცენარეები პირველ 2-3 წელიწადს მაინც, უნდა დავიცვათ მსგავსი ყინვებისგან. იგი ტენის მოყვარული მცენარეა. ამიტომ უკეთესად ვითარდება ტენიანი სუბტროპიკულ პირობებში. იდეალური ტემპერატურა 25 C°–ია.

ავოკადოს ბაღის გაშენება

ავოკადოს ბაღის გასაშენებლად უნდა შევარჩიოთ განათებული და ქარისგან დაცული ადგილი. ფერდობების შერჩევისას უმჯობესია დასავლეთი, სამხრეთ-დასავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთ დაქანებები. კარგად ხარობს ღრმა ალუვიურ ნიადაგებზე.

დარგვამდე ნიადაგი იხვნება 18-20 სმ სიღრმეზე, წინასწარ ერთი თვით ადრე მზადდება 90 სმ სიგანის და 40 სმ სიღრმის ორმოები. დარგვის საუკეთესო დროდ გაზაფხული, აპრილის თვე ითვლება.

დარგვის სქემა: ავოკადო უნდა დაირგოს 6-8 მ. რიგებს და 5-6 მ. რიგებში მცენარეთა შორის დაშორებით.

თუ მცენარეების გადრგვა ხდება სიცხეების დროს უნდა დაიჩრდილოს, ხოლო ბუდნები მორწყვის შემდეგ დაიმულჩოს მცენარეული მასალით. ნარგავების მოვლა ისეთივე წესით ტარდება, როგორც სუბტროპიკული ხეხილოვანი მცენარეებისთვის.

მოსავალი

ავოკადო მსხმოიარობას იწყებს დარგვიდან 4-5 წლის შემდეგ.

ავოკადო ჯიშებიდან გამოდინარე მწიფდება, აგვისტოდან დეკემბერის ჩათვლით.
ნაყოფის ზომა ჯიშების, გარემო პირობების და მოვლის მიხედვით 5-20სმ.
ნაყოფი მასა მერყეობს 50 გრამიდან-1.5 კილოგრამამდე (ზოგჯერ მეტიც).
ნაყოფის რაოდენობა ერთ ხეზე სხვადასხვა კრიტერიუმებიდან გამომდინარე საშუალოდ 200 – 500 ცალი.

ერთი ძირი ზრდასრული ავოკადო საშუალოდ 150-300 კგ მოსავალს იძლევა.

შენიშვნა: ავოკადოს ფოთლები, ქერქი და კურკა შეიცავს პერსინს (Persin), რომელმაც ალერგიული რეაქცია შეიძლება გამოიწვიოს, როგორც ადამიანებში ისე ცხოველებში.

წყარო: https://agrokavkaz.ge/dargebi/mebageoba/avokado-thesva-dargva-baghis-gasheneba-jishobrivi-jguphebi.html

Posted by: Pickering 5 Nov 2019, 20:32
ამ ზაფხულში რვა კურკა ჩავრგე და ექვსმა გაიხარა,თუმცა ერთი ხმება.

რომ აცივდა ამათაც შეწყვიტეს ზრდა,იმედია გაზაფხულიდან გააგრძელებენ.

ტენიანი ჰავას სჭირდებათ, რამდენადაც ვიცი.


user posted image

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

Posted by: GeoWarr1or 5 Nov 2019, 21:27
Pickering
პრიველ ფოტოში რომაა ეგრეა ჩემიც დაახლოებით, წყალს რამდენჯერ აძლევ კვირაში? არ მინდა მოკვდეს, იქნება ხელოვნური განათება ჩავურთო ხოლმე? ყვითელი?

Posted by: Pickering 5 Nov 2019, 21:54

კვირაში ორჯერ დაახლოებით. ზაფხულში ყოველდღე ვრწყავდი.

თუ ისეა,როგორც პირველ ფოტოზეა,ჯანზე ყოფილა და რატომ ფიქრობ რომ გახმება.

ერთს სულ დასცვივდა ფოთლები ჩემთან და მარტო ღერო დარჩა.

ხელოვნური განათება არამგონია საჭირო იყოს,უბრალოდ ეცადე არ შესცივდეს

Posted by: <<Innamorata>> 17 Jan 2020, 01:57
როგორ ახარებთ,ვერცერთი კურკა ვერ გავაფესვიანეsad.gif((

Posted by: ani_k 17 Jan 2020, 02:41
<<Innamorata>>
დიდი დრო სჭირდება სანამ "გამოიღვიძებს" მარტივია ძალიან. აი ლინკიც . ჩემი ასე გაიზარდა.https://m.youtube.com/watch?v=TDd_QU9Crmk

p.s ზამთარში თუ ჩადებ წყალში გაზაფხულამდე არ ელოდო , თბილ და მზიან ამინდში უფრო მალე იწყებენ გაღვივებას . წარმატებები .

Posted by: <<Innamorata>> 17 Jan 2020, 02:56
ani_k
მართლა,?მე ერთ თვეში ვაგდებ,მგონია არ ხარობს..

ვცდი კიდევ თავიდან,მადლობაsmile.gif

ისე სახლში ისეთი სითბოა ჩინური ვარდი ზაფზულში არ ყვაოდა ასე..

Posted by: ani_k 17 Jan 2020, 13:23
ჩემთანაც ეგრეა ჩინური ვარდიც და იებიც მაგრამ ავოკადო გულით (კი არადა ფესვებით გრძნობს ეტყობაზაფხულის მოსვლას. ასე რომ სანამ კურკა არ დაჭკნება და არ გაშავდება არ გადააგდო. yes.gif chest.gif

Posted by: gramatikikina 17 Jan 2020, 13:35
დედაჩემს ჩაურგია ორი კურკა. ერთი წაღმა მეორე უკუღმა
იქიდან ერთერთი გაიზარდა
ეზოში გვაქვს და არც განსაკუთრებულად მოგვირწყია, ერთი ზამთარი ყველა ვარიანტში აქვს გამოვლილი
ჩვენ გვეგონა ჯერ ბალახი, მერე ალუბლის ამონაყარი
მერე გაახსენდა დედაჩემს, რომ იქ კურკები ჩარგო და ეგ ხომ არააო, ვფიქრობდითgivi.gif
ხვალ დავდებ უკეთეს სურათს
user posted image

Posted by: narmonana 17 Jan 2020, 15:33
user posted image

ისწავლეეთ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Jan 2020, 15:58
narmonana
QUOTE
ისწავლეეთ

ყოჩაღ biggrin.gif მარა წყალი არ აწყენდა და გაზაფხულზე მოზრდილი ქოთანი 2-3 წლის შემდეგ თავისუფლად შეიძლება ღია გრუნტში გადატანა სუბტროპიკულ ზონაში სადაც მინუს 10 ქვევით არ ეცემა ტემპერატურა
* * *
gramatikikina
QUOTE
დედაჩემს ჩაურგია ორი კურკა. ერთი წაღმა მეორე უკუღმა
იქიდან ერთერთი გაიზარდა
ეზოში გვაქვს და არც განსაკუთრებულად მოგვირწყია, ერთი ზამთარი ყველა ვარიანტში აქვს გამოვლილი
ჩვენ გვეგონა ჯერ ბალახი, მერე ალუბლის ამონაყარი
მერე გაახსენდა დედაჩემს, რომ იქ კურკები ჩარგო და ეგ ხომ არააო, ვფიქრობდით
ხვალ დავდებ უკეთეს სურათს

ეს სად?! eek.gif

Posted by: narmonana 17 Jan 2020, 16:39
M-A-S-E-R-A-T-I
წყლის მეტი რა აქსსს

არ მინდა ღია გრუნტი და სუბტროპიკულიი


ქოთანში იყოს სახლის ყვავილაად

Posted by: anaila 17 Jan 2020, 16:46
ნოემბერში მომიტანეს ავოკადოს კურკა და დღეს უკვე ყლორტებს ისხამს, გუშინ გადავრგე ქოთანში, ყოველდღე ვატყობ ცვლილებას ზრდისკენ,
ბოლქვს ყოველ მეორე დღეს ვუცვლიდი წყალს, როგორც მირჩიეს, წყალი უნდა ყოფილიყო ნელთბილი და არა ცივი,
ძალიან კარგად დაფესვიანდა და ახლა ვატყობ ქოთანშიც კარგად გრძნობს თავს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Jan 2020, 17:11
narmonana
QUOTE
ქოთანში იყოს სახლის ყვავილაად

ჰო მარა ეს ხეა biggrin.gif თან არც ისე პატარა


Posted by: narmonana 17 Jan 2020, 19:57
M-A-S-E-R-A-T-I
არაა დიდი.. 25 სანტიმეტრი იყოს სიმაღლეში დიდი-დიდი,


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Jan 2020, 21:27
narmonana
QUOTE
არაა დიდი.. 25 სანტიმეტრი იყოს სიმაღლეში დიდი-დიდი,

ვიგულისხმე რომ ავოკადოა ხეა biggrin.gif

Posted by: Master_Nick 17 Jan 2020, 21:36
ნაყოფს თუ ისხამს ეს ავოკადო საქართველოში? ვინმეს სადმე ნაყოფი მიუღია თუ უფრო დეკორატიული მიზნებისთვის ახარებთ ავოკადოს?

Posted by: gramatikikina 17 Jan 2020, 22:43
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
ეს სად?! 

თბილისში
სურათის გადაღება დამავიწყდა რო გავდიოდი, ხვალ გადავუღებ ახლოდან

Posted by: narmonana 17 Jan 2020, 22:59
M-A-S-E-R-A-T-I
ბონსაიც ხეაა biggrin.gif


შენ იმენა არ გევასება ეს ავოკადოო,

ავოკადოს ყველა თემაში იგივე პოსტები გაქვს biggrin.gif

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 18 Jan 2020, 11:17
gramatikikina
QUOTE
თბილისში
სურათის გადაღება დამავიწყდა რო გავდიოდი, ხვალ გადავუღებ ახლოდან

რას არ გაიგებ eek.gif

narmonana
QUOTE
ბონსაიც ხეაა

ნუ ჰო პრინციპში არი რაღაც ვარიანტები ინტერნეტში

QUOTE
შენ იმენა არ გევასება ეს ავოკადოო, ავოკადოს ყველა თემაში იგივე პოსტები გაქვს

არა საიდან მოიტანე რა დამიშავა ნუ გემოზე არც ისე მარა არაფერს ვერჩი ეზო მქონდეს ძაან მაინტერესებს თუ მოისხამდა rolleyes.gif

Posted by: gramatikikina 18 Jan 2020, 15:31
M-A-S-E-R-A-T-I
narmonana
ვოტ
მე მგონი ეგაა. კაკალი არ დაგვირგია, ეგ ზუსტად ვიცით idea.gif
user posted image
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 20 Jan 2020, 16:36
gramatikikina
რაღაც განსაკუთრებული მიკროკლიმატი გაქვთ ალბათ უკან ალოკაზია დგას მაგას თუ არაფერი დაემართა ავოკადოსაც რა უშავს

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 11 Feb 2020, 19:33
gramatikikina
აბა ეხლა როგორაა ავოკადო?

Posted by: gramatikikina 12 Feb 2020, 01:27
M-A-S-E-R-A-T-I
givi.gif ღანძილის მწნილი დამხვდა გუშინfacepalm.gif
user posted image
user posted image
ავოკადოს ესეთი ყავისფერი ლაქები აქვს და ალბათ გახმება რავი
იგივე ყვავილები რაც აივანზე იდგნენ, გადარჩნენ და ეზოში ყველა გაიყინა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 12 Feb 2020, 12:19
gramatikikina
QUOTE
ღანძილის მწნილი დამხვდა გუშინ

biggrin.gif

ეს ალოკაზია შეგეფუთათ მაინც თუმცა საეჭვოა შეფუთვას ჰქონოდა მაინც აზრი ცოდვაა ამ ზომის მზენარე( ისე შეიძლება ამოიყაროს თუ აწი შეიტანთ და ავოკადოს სგ ცელოფანი რომ ჩამოახუროთ არ იქნებოდა ურიგო

Posted by: Universe 12 Feb 2020, 13:16
ჩემთან გაყინა. დამავიწყდა შეფუთვა

ამოიყრის ვითომ გაზაფხულზე?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 13 Feb 2020, 03:44
Universe
QUOTE
ჩემთან გაყინა. დამავიწყდა შეფუთვა

ამოიყრის ვითომ გაზაფხულზე?

საეჭვოა მაგრამ დელოდეთ მაინც

Posted by: tavadze 14 Feb 2020, 23:29
Master_Nick
QUOTE
ნაყოფს თუ ისხამს ეს ავოკადო საქართველოში? ვინმეს სადმე ნაყოფი მიუღია თუ უფრო დეკორატიული მიზნებისთვის ახარებთ ავოკადოს?

კი, ისხამს. მაგას დასავლეთში კარაქის ხეს ეძახიან. მეზობელთან მიჭამია და მართლაც აქვს კარაქის გემო, ფორმით კი თეთრ ლეღვს ჩამოჰგავს.

Posted by: gramatikikina 15 Feb 2020, 02:22
M-A-S-E-R-A-T-I
შეცფუთეთ :დ და ის საწყალი ამოვიყვანე ზევით
ვნახოთ რას იზამენ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Feb 2020, 11:18
tavadze
QUOTE
კი, ისხამს. მაგას დასავლეთში კარაქის ხეს ეძახიან. მეზობელთან მიჭამია და მართლაც აქვს კარაქის გემო, ფორმით კი თეთრ ლეღვს ჩამოჰგავს.

ეგ აზიმინაა სხვა მცენარეა საერთოდ

Posted by: Frankens†ein 15 Feb 2020, 13:44
სად შეიძლება ნერგების შეძენა ხო არ იცით?
გურიაში მინდა დავრგო რამდენიმე, ურეკში, ზღვის ნაპირთან ახლოს.
წესით უნდა გაიხაროს.
დაგუგლვამ შედეგი ვერ გამოიღო და ისე ხო არ იცით?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Feb 2020, 14:27
Frankens†ein
QUOTE
სად შეიძლება ნერგების შეძენა ხო არ იცით?
გურიაში მინდა დავრგო რამდენიმე, ურეკში, ზღვის ნაპირთან ახლოს.
წესით უნდა გაიხაროს.
დაგუგლვამ შედეგი ვერ გამოიღო და ისე ხო არ იცით?

თვითონ უნდა გამოიყვანო ნერგი ვერსად ვერ იყიდი

Posted by: Frankens†ein 15 Feb 2020, 17:00
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 15 Feb 2020, 14:27 )
Frankens†ein
QUOTE
სად შეიძლება ნერგების შეძენა ხო არ იცით?
გურიაში მინდა დავრგო რამდენიმე, ურეკში, ზღვის ნაპირთან ახლოს.
წესით უნდა გაიხაროს.
დაგუგლვამ შედეგი ვერ გამოიღო და ისე ხო არ იცით?

თვითონ უნდა გამოიყვანო ნერგი ვერსად ვერ იყიდი

გამოყვანაზე რაც წავიკითხე, კურკა უნდა დათესო.
ოღონდ კურკიდან რომ გამოიყვანო, ავოკადო სიმწიფის დროს უნდა იყოს დაკრეფილიო.
ანუ მაღაზიაში ნაყიდი ავოკადოს კურკით ვერ გამოიყვან ნერგს.


Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Feb 2020, 17:38
Frankens†ein
QUOTE
გამოყვანაზე რაც წავიკითხე, კურკა უნდა დათესო.
ოღონდ კურკიდან რომ გამოიყვანო, ავოკადო სიმწიფის დროს უნდა იყოს დაკრეფილიო.
ანუ მაღაზიაში ნაყიდი ავოკადოს კურკით ვერ გამოიყვან ნერგს.


თემას გადახედე ვინც დათესა ჩემი ჩათვლით ყველას მაღაზიაში გვაქვს ნაყიდი

Posted by: Unico 15 Feb 2020, 20:17
QUOTE
არა საიდან მოიტანე რა დამიშავა ნუ გემოზე არც ისე მარა არაფერს ვერჩი ეზო მქონდეს ძაან მაინტერესებს თუ მოისხამდა


მარტო ავოკადოს ხო, გემო ცოტა მძაღე აქვს, მაგრამ დრესინგი ან საწებელი ან რამე მაგდაგვარი გააკეთე და იცი რა გემრიელი გახდება?

პ.ს. მეც კურკით ვცდილობ გახარებას ^^ იმედია გამომივა. 4 დღეა ნახევრად თბილ წყალში მაქვს ჩაშვებული user.gif

Posted by: max-14 16 Feb 2020, 16:02
ამოდის ნაყიდის კურკიდან,რამოდენიმე ცადე

Posted by: tavadze 17 Feb 2020, 11:51
tavadze
QUOTE
კი, ისხამს. მაგას დასავლეთში კარაქის ხეს ეძახიან. მეზობელთან მიჭამია და მართლაც აქვს კარაქის გემო, ფორმით კი თეთრ ლეღვს ჩამოჰგავს.

QUOTE
Master_Nick -
ბოდიში - აქ შემშლია: ავოკადოს კი არა, მანგოს ეძახიან კარაქის ხეს. აგერ, M-A-S-E-R-A-T-I-მაც სწორად შემისწორა, აზიმინაზე მითქვამს და ამერია ავოკადოში.
M-A-S-E-R-A-T-I- შენ გახარებას, ბათუმისკენ ხომ არ იცი მაგ აზიმინას ნერგები? სამტრედიაში კი ვიცი, მაგრამ იქ სპეციალურად უნდა წავიდე და დრო დავკარგო, მანდეთ კი, იმ ნათქვამისა არ იყოს, ვიღაცა წყალს მიჰქონდა და გზა მაინც აქეთ მქონდაო, biggrin.gif მაინც მიწევს წამოსვლა და ბარემ მაქედან წამოვიღებდი.

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 Feb 2020, 23:15
tavadze
QUOTE
ბოდიში - აქ შემშლია: ავოკადოს კი არა, მანგოს ეძახიან კარაქის ხეს. აგერ, M-A-S-E-R-A-T-I-მაც სწორად შემისწორა, აზიმინაზე მითქვამს და ამერია ავოკადოში.
M-A-S-E-R-A-T-I- შენ გახარებას, ბათუმისკენ ხომ არ იცი მაგ აზიმინას ნერგები? სამტრედიაში კი ვიცი, მაგრამ იქ სპეციალურად უნდა წავიდე და დრო დავკარგო, მანდეთ კი, იმ ნათქვამისა არ იყოს, ვიღაცა წყალს მიჰქონდა და გზა მაინც აქეთ მქონდაო,  მაინც მიწევს წამოსვლა და ბარემ მაქედან წამოვიღებდი.

მეც დამაინტერესა ამ თემამ და თუ გავიგე დავწერ მანამდე სამტრედიაში მითხარი სად შეიძლება რომ ვიყიდო

Posted by: tavadze 17 Feb 2020, 23:59
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
მანამდე სამტრედიაში მითხარი სად შეიძლება რომ ვიყიდო

მხოლოდ ის ვიცი, რომ შიგ ქალაქში არის, სადღაც კულაშის გზაზე. მეტი დაწვრილებით არ ვიცი, მაგრამ მეზობლად ერთი ნაცნობი ცხოვრობს და იმის ტელეფონი მაქვს. იმ ოჯახის უფროსი ადრე მეზღვაური ყოფილა და იმას ჩამოჰქონდა თურმე უცხოეთიდან ეგზოტიკური ხილი, გამოჰყავდა და ყიდდა. მოგვიანებით ოჯახმა სანერგე გააკეთა და საოჯახო ბიზნესი წამოიწყესო.

Posted by: bezzar 20 Feb 2020, 18:08
წყალს რამდენჯერ აძლევ კვირაში? არ მინდა მოკვდეს, იქნება ხელოვნური განათება ჩავურთო ხოლმე?

Posted by: ASIA 24 Feb 2020, 01:09
ორი ძირი მაქვს ქოთანში და ეზოში ვაპირებ გადარგვას. ზამთარში შეფუთვა ხომ არ ჭირდება???

Posted by: Universe 24 Feb 2020, 01:30
ASIA
შეფუთვა სჭირდება, კი. მეც ორი ცალი მქონდა და გაყინა. მასერატმა ან გაიხარებს თავიდან ან არაო, ალბათ უფრო არა.


Posted by: narmonana 15 Mar 2020, 15:28
user posted image

...,.............

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 16 Mar 2020, 11:20
narmonana
სილამაზე up.gif მაგრამ ეცადე თეფშზე წყალი არასდროს დატოვო ეს ყველა მცენარეს ეხება და რო დათბება უკვე ახალი ქოთანიც უნდა

Posted by: kotcio 16 Mar 2020, 14:31
narmonana
რა მაგარია, გრუნტში უნდა გადარგოთ? თუ გარეთ არ შეიძლება?

Posted by: narmonana 16 Mar 2020, 14:36
M-A-S-E-R-A-T-I
ჰო, დიდ ქოთანს ვაპირებ....გამოვიდეს ერთი ამინდები

kotcio
რავი, გრუნტში რისთვის გადავრგო. მოსავალს ამისგან არ ველოდები და :დ

ისე კიდე თვალს ატკბობს



Posted by: Pickering 20 Mar 2020, 17:45
narmonana

რამდენი წლისაა თქვენი ავოკადო?

Posted by: narmonana 20 Mar 2020, 19:19
Pickering
არ მახსოვს, სამი, ოთხი.....

Posted by: Pickering 20 Mar 2020, 19:42
[b]narmonana[

ლამაზია. იქნებ იყვავილოს წელს
* * *
ჩემი ერთი წლის გახდება ზაფხულში

user posted image

Posted by: Lamorac 21 Mar 2020, 18:26
narmonana
ჩვეულებრივი ავოკადო მაქვს. და კურკით შემიძლია გავახარო?

Posted by: narmonana 21 Mar 2020, 18:37
Pickering
ჰეჰ, ლამაზია შენიც

Lamorac
ჰოო,მიწაში ჩადეე და ამოვა...წყალი უსხი ცოტ-ცოტა

Posted by: Lamorac 21 Mar 2020, 18:38
narmonana
ანუ ავოკადო გავფატრო, კურკა ამოვუღო და დავრგო?
სულ ესაა? biggrin.gif

Posted by: narmonana 21 Mar 2020, 18:42
Lamorac
ავოკადო ჭამე, კურკა რაც დარჩება,მიწაში ჩადე biggrin.gif ძაან ღრმადაც არ გინდა,დააცადე და ამოვა..............

Posted by: Lamorac 21 Mar 2020, 18:44
narmonana
ვაა ესე მარტივი ყოფილა?

ვცდი. ორი კურკა მაქ

ამის ეზოში გადარგვა მერე არ მოსულა ხო?
სითბო უყვარს
თბილისურ ეზოში ალბათ ცოდოა
* * *
დღეს ჩატარდება დიდია ექსპერიმენტი ორი ავოკადოს კურკის დათესვის.
აგერ კეთილმა იუზერმა მასწავლა რა და როგორ უნდა ქნა.
მაგრამ მე უკეთეს გზას მივაკვლიე და გაგიზიარებთ.
მივაკვლიე რა, იუთუბზე ვნახე.

Posted by: Tornike Alashvili 22 Mar 2020, 23:10
QUOTE (Frankens†ein @ 15 Feb 2020, 13:44 )
სად შეიძლება ნერგების შეძენა ხო არ იცით?
გურიაში მინდა დავრგო რამდენიმე, ურეკში, ზღვის ნაპირთან ახლოს.
წესით უნდა გაიხაროს.
დაგუგლვამ შედეგი ვერ გამოიღო და ისე ხო არ იცით?

ავიკადოები ხომ იყიდება , შეჭამე და კურკა შენია, უღონდა ქოთანში ჯობია,რომ ზამთარშე სახლში შეიტანო. ან გარეთ თუ დარგავ -შეფუთო კარგად .

Posted by: max-14 25 Mar 2020, 18:14
QUOTE
ჩემი ერთი წლის გახდება ზაფხულში

მაგარია

Posted by: Lamorac 27 Mar 2020, 07:53
narmonana
ესე გავაკეთე
user posted image

Posted by: narmonana 27 Mar 2020, 08:50
Lamorac
ვიცოდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif არ დაგეზარაა? სად მიწაში გაზრდილი ფესვი და სად წყალშიი


ექსპერიმენტის ჩატარების მშვენიერი შანსი გაქვს, მიდი, ერთი მიწაში გადადე და დააკვირდი, რომელი უფრო კარგად გაიზრდება

biggrin.gif

Posted by: Lamorac 27 Mar 2020, 09:04
narmonana
QUOTE
არ დაგეზარაა? სად მიწაში გაზრდილი ფესვი და სად წყალშიი

იუთუბზე ვნახე ტუტორიალები და ყველა ასე აკეთებდა. ჭიქებიც მქონდა და კბილის ჩხირებიც, ხოდა გავაკეთე ეგრევე. biggrin.gif

QUOTE
ექსპერიმენტის ჩატარების მშვენიერი შანსი გაქვს, მიდი, ერთი მიწაში გადადე და დააკვირდი, რომელი უფრო კარგად გაიზრდება

არც ქოთანი მაქ, არც მიწა. იყოს ესე იქნება ამოვიდეს. ორიდან ერთმა მაინც გაამართლოს. 1 კვირაა უკვე ესე არიან და არაფერი ეტყობათ. მგონი სადღაც 1 თვე მაინც უნდა პატარა ფესვი რომ გამოიღოს.

Posted by: MaZarda 27 Mar 2020, 20:43
Lamorac

4-5 თვეც რომ გავიდეს არ გაგიკვირდეს, დიდი ხანი უნდა სანამ ფესვს გამოუშვებს. მე ბოლოს რომ ჩავდე წყალში 4 თვე ველოდე.

Posted by: Lamorac 28 Mar 2020, 10:50
MaZarda
QUOTE
4-5 თვეც რომ გავიდეს არ გაგიკვირდეს

უფ, რა ამბავია.

Posted by: Lamorac 14 Apr 2020, 16:43
დაიწყო ნელ-ნელა გამოსვლა narmonana

user posted image

Posted by: sweetAppletree 14 Apr 2020, 17:30
QUOTE
სად მიწაში გაზრდილი ფესვი და სად წყალშიი

აჰა, ჩავრგე პირდაპირ მიწაში, ვნახო აბა რა სხვაობაა. წინაზე წყალში მალევე გამოიღო ფესვი.
პატარა ავოკადოები მინდა მოისხას რომ გაიზრდება :დ

Posted by: utonega 14 Apr 2020, 20:19
ძალიან მაგარი თემაა, წარმატებები ყველას. ჩემი უსაყვარლესი ხილია.
თბილისში ცხოვრებისას ხშირად ვჭამდი, მაგრამ არც გემო ვარგოდა და ფასიც როგორც მახსოვს სადღაც 3-4 ლარი გამოდიოდა თითო.
ეხლა ამერიკაში ვარ და მივხვდი რა არის ნამდვილი ავოკადო. სასწაულად გემრიელია და სასარგებლო.
წარმატებები ყველას, დიდი ხეების გაზრდაში.

Posted by: sweetAppletree 14 Apr 2020, 23:18
QUOTE (utonega)
ჩემი უსაყვარლესი ხილია.

ჩემთვის არა. ისიც ვიცი რომ მესხმოიარობის შანსი ნულს უტოლდება, მაინც არ ვეშვები

Posted by: sweetAppletree 7 May 2020, 03:17
ავოკადო არ იზრდება, ძვრა არ აქვს.
სამაგიეროდ ვაშლის კურკამ გამოიტანა ფესვი

Posted by: narmonana 9 May 2020, 10:36
user posted image


ფუ ფუ ფუუ, გადავრგე და მოიწყინაა, რა ვუქნაააა



* * *
M-A-S-E-R-A-T-I
გაქვს რამე იდეა?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 10 May 2020, 01:52
narmonana
QUOTE
გაქვს რამე იდეა?

თავისი მიწიანად გადაიტანე? აანუ ფესვებში რაც მიწა ჰქონდა იმიანად მეტი წილი უნდა გადაგეტანა დაუშლელად, თუ ასეა მალე მოღონიერდება ისევ

Posted by: narmonana 10 May 2020, 10:14
M-A-S-E-R-A-T-I
არაა, თავისი მიწიანად არ გადამიტანია, ჩემმა კატამ გადმოაგდო ძვლეი ქოთანი და დაფხვნა მთლიანად...ქოთნისნ მიწიანად....მოვაცილე მიწა, მაგრამ კარგად შემოვიტკეპნე გარშემოო

Posted by: narmonana 15 May 2020, 11:20
თუ გადარგავთ თქვენ ავოკადოს, ეცადეთ, რომ ფესვი საერთოდ არ დაუზიანდეს, მინიმალურადაც კი

გახმა ჩემი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 17 May 2020, 21:09
narmonana
QUOTE
თუ გადარგავთ თქვენ ავოკადოს, ეცადეთ, რომ ფესვი საერთოდ არ დაუზიანდეს, მინიმალურადაც კი

sad.gif
ვიზიარებ

Posted by: narmonana 17 May 2020, 21:52
QUOTE (M-A-S-E-R-A-T-I @ 17 May 2020, 21:09 )
narmonana
QUOTE
თუ გადარგავთ თქვენ ავოკადოს, ეცადეთ, რომ ფესვი საერთოდ არ დაუზიანდეს, მინიმალურადაც კი

sad.gif
ვიზიარებ

იცოცხლე...............,...........

Posted by: sweetAppletree 5 Jun 2020, 15:54
ჰეჰ, როგორც იქნა! ორივემ გამახარა love.gif :jump
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


QUOTE
თუ გადარგავთ თქვენ ავოკადოს

ვაპირეებ... როცა მოძლიერდება ქოთანში გადატანას
აუ, პირდაპირ დამერგო rolleyes.gif

Posted by: narmonana 15 Jun 2020, 15:46
M-A-S-E-R-A-T-I
user posted image

გადარჩა biggrin.gif ფოთლები ქონდა აწეული მაღლა დღეს.

კი დაემსგავსა ავადმყოფობა გამოვლილს, მაგრამ რას ვიზამ

რამე არ იცი, რო მივცე და მოაძლიეროს ცოტა

Posted by: PAINKILLER 15 Jun 2020, 16:28
QUOTE
რამე არ იცი, რო მივცე და მოაძლიეროს ცოტა

narmonana

ბიოდეპოზიტი, ბუნებრივი სასუქია smile.gif

http://bioservice.ge/პროდუქცია/ბიოდეპოზიტ-ელექსირი

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Jun 2020, 22:01
narmonana
QUOTE
რამე არ იცი, რო მივცე და მოაძლიეროს ცოტა

ჯებოტანიკში ვიყიდე მწვანე პლასმასის პატარა ქილაშია ყვითელი თავით ახატია ფიკუსი რასაც დავუსხი ყველაფერი გააგიჟა ზედვე აწერია ინსტრუქცია ძალიან კარგი რამეა ღირდა 8 ლარი

Posted by: tavadze 30 Jun 2020, 23:46
M-A-S-E-R-A-T-I
QUOTE
მანამდე სამტრედიაში მითხარი სად შეიძლება რომ ვიყიდო

გავიგე იმ სანერგის ტელეფონი სამტრედიაში, სადაც აზიმინას ნერგები აქვთ. ბევრი საინტერესო რამეები აქვთო კიდევ.

Posted by: Unico 3 Jul 2020, 19:01
QUOTE
ჯებოტანიკში ვიყიდე მწვანე პლასმასის პატარა ქილაშია ყვითელი თავით ახატია ფიკუსი რასაც დავუსხი ყველაფერი გააგიჟა ზედვე აწერია ინსტრუქცია ძალიან კარგი რამეა ღირდა 8 ლარი

biggrin.gif biggrin.gif
მე - ნიკორაში და ღირს 9 ლარი. მანდ იარლიყებს უნდა დააკვირდე, სხვადასხვანაირია biggrin.gif ზოგი დაბალანსირებულ მინერალებს შეიცავს, ზოგში რკინა მეტია, ზოგი ყვავილობისას არის და რავი... მე მომწონს და მგონი ჩემ ბაღჩასაც მოსწონს.

user posted image

+1 მართლა ძალიან მაგარი რამეა მკვდარს გააცოცხლებს user.gif

Posted by: sweetAppletree 14 Jul 2020, 16:33
წელს ეზოში მოყინულმა ავოკადობ, რომ მეგონა აღარაფერი ეშველებოდა და მაინც დავტოვე -რა იცი რა ხდება, ახალი ყლორტი ამოიტანა. გამძლე მცენარე ყოფილა

Posted by: gramatikikina 14 Jul 2020, 18:30
sweetAppletree
ჩემმაც :დ გადავრგე ეხლა ქოთანში და ამოვიტანე ზევით

Posted by: sweetAppletree 15 Jul 2020, 15:21
gramatikikina
ფესვი ღრმად არ ჰქონდა? ვფიქრობ დავტოვო სადაცაა

სახლშიც მაქვს 2 და ერთზე ზედა ახალი ფოთოლი მომიძვრა, კარადას მივცხე უყურადღებობით.
ერთი წითელი, მეორე მწვანე ფერის სხვადასხვა სქესის იქნებიან-თქო და იყვავილებენ. მარა გადატეხილი რაღას გაიზრდება

Posted by: gramatikikina 15 Jul 2020, 17:51
sweetAppletree
არა, პატარა ფესვები ჰქონია
ნიჩბით ამოვიღეთ

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Jul 2020, 20:27
gramatikikina
QUOTE
ჩემმაც :დ გადავრგე ეხლა ქოთანში და ამოვიტანე ზევით

ზამთარგადატანილი ეხლა ამოიტანე ზემოთ? იქნებ სჯობდა დაგეტოვებინათ?

Posted by: gramatikikina 15 Jul 2020, 22:33
M-A-S-E-R-A-T-I
რა ვიცი, აბა როდის ჯობდა?
ჩრდილში უნდა იდგეს ხო, თუ პირიქით?

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Jul 2020, 22:56
gramatikikina
QUOTE
რა ვიცი, აბა როდის ჯობდა?
ჩრდილში უნდა იდგეს ხო, თუ პირიქით?

თუ ღია გრუნტში გადაურჩა წლევანდელ ყინვებს იქნებ საერთოდ არ ღირდეს ამოთხრა და იყოს იზარდოს გინდ ჩრდილში გინდ მზეში თუ ღია გრუნტშია და წყალს არ მოაკლებთ არაფერი უჭირს ყინვას თუ გაუძლო

Posted by: gramatikikina 15 Jul 2020, 23:28
M-A-S-E-R-A-T-I
არა, გაიყინა ამ ზამთარში :დ ეხლა ამოიყარა გვერდიდან ერთი ყლორტი

Posted by: Tornike Alashvili 16 Jul 2020, 07:38





ცდა ავოკადოზე

Posted by: narmonana 21 Jul 2020, 22:20
M-A-S-E-R-A-T-I
user posted image

მეორე სიცოცხლე biggrin.gif

Posted by: Hunterchupa 22 Jul 2020, 17:59
ბოლო ბოლო რა გავარკვიეთ ნაყოფი შესაძლებელია რომ გამოიღოს და მივირთვათ თბილისში?

Posted by: narmonana 22 Jul 2020, 23:12
QUOTE (Hunterchupa @ 22 Jul 2020, 17:59 )
ბოლო ბოლო რა გავარკვიეთ ნაყოფი შესაძლებელია რომ გამოიღოს და მივირთვათ თბილისში?

აბა რაა, დაჟე კამპოტს ჩადებ



როგორც მაზერატის აქვს ნათქვამი ასჯერ მაინც,დედალ-მამალი ხე უნდა...თან ვგონებ ავოკადოსთვის ცივა აქ

Posted by: BeerLover 18 Aug 2020, 14:31
კურკიდან გავზარდე და ფოთლები ხმება, ყვითლდება ნელნელა უკვე, რა ვუშველო?

Posted by: Comp_E X P E R T I 30 Nov 2020, 12:33
ჩემს ავოკადოს (წლინახევრის არის), რომელიც ასევე მაღაზიაში ნაყიდის კურკიდან გამოვიყვანე, უხმება ფოთლები, უფრო ზუსტად ჯერ ყავისფერი ლაქები უჩნდება და მერე ის ლაქები იზრდება სანამ სულ არ მოიცავს მთელ ფოთოლს. რამე რეჟიმია დარღვეული თუ რა უნდა?
user posted image
user posted image

Posted by: uqimerioni 9 Dec 2020, 16:18
ჯნიუჰბჰიბჯჰუბჯჰუბუჯყგბყუგბუყგბუყჰბუიჰუიჰიუჰ

Posted by: Hermosa 9 Jan 2021, 14:13
აბა რა ხდება ხალხო როგორ გყავთ ავოკადოები? დაისხა?:-))

Posted by: narmonana 10 Jan 2021, 21:28
Hermosa
კი,ექსპორტზე გამაქვს მექსიკაში..................
* * *
user posted image

............

Posted by: Comp_E X P E R T I 16 Jan 2021, 15:21
QUOTE
აბა რა ხდება ხალხო როგორ გყავთ ავოკადოები? დაისხა?:-))

QUOTE
კი,ექსპორტზე გამაქვს მექსიკაში

გაჭირდა ექსპორტი, გაჭირდა ამ უტრანსპორტობაში.
პ.ს. ისე ხუმრობა იქეთ და როგორც გავიგე ქოთნის ავოკადო არ ისხავსო თუ არ დაამყნეო და მართალია?

Posted by: UMTS 26 Mar 2021, 16:14
user posted image
ჩავრგო მიწაში თუ ჯერ დავტოვო წყალში?

Posted by: gramatikikina 23 May 2022, 17:51

არც დაისხავსო
რა ნერვებისმომშლელი კაცია, ბოლოს მიწისთხილის კარაქი და შოკოლადი რომ ამოიღო, ყვირილი დავიწყეgivi.gif help.gif
რეებს ბოდიალობს

Posted by: narmonana 24 May 2022, 10:22
QUOTE (gramatikikina @ 23 May 2022, 17:51 )

არც დაისხავსო
რა ნერვებისმომშლელი კაცია, ბოლოს მიწისთხილის კარაქი და შოკოლადი რომ ამოიღო, ყვირილი დავიწყეgivi.gif  help.gif
რეებს ბოდიალობს

ჰო რა, კურკიდან ამოსულ ძირზე უნდა დაამყნო გემრიელი ავოკადო, მერე უკვე ყველაფერსაც იზამს


დიდი ავოკადო და პატალა ავოკადო, ორივეს კურკა მიწაში ჩავარჭე და ისე ამოვიდა, არ უნდა წყლები და რაღაცეები

ნაბიჭვარი კატა ქვედა ფოთლებს აჭამს, ჩათლაშკა
user posted image

Posted by: gramatikikina 25 May 2022, 02:37
narmonana
დედალ-მამალი ხე უნდაო, მერე უნდა დაამყნოო და მერე 10 000-დან ერთი შანსი გაქვს, რომ გემრიელს მოისხამსო givi.gif გაქვს შენ დედალ-მამალი ხე?
QUOTE
ნაბიჭვარი კატა ქვედა ფოთლებს აჭამს, ჩათლაშკა

მოკბეჩილები ეტყობა givi.gif

Posted by: PAINKILLER 25 May 2022, 09:50
QUOTE
რომ გემრიელს მოისხამსო

gramatikikina

ავოკადო გემრიელიც არსებობს? biggrin.gif



საერთოდ ვერ დავამუღამე, არც ხილია, არც ბოსტნეული, რა მუღამი აქვს ვერ ვხვდები....

Posted by: narmonana 25 May 2022, 11:19
PAINKILLER
QUOTE
საერთოდ ვერ დავამუღამე, არც ხილია, არც ბოსტნეული, რა მუღამი აქვს ვერ ვხვდები....

ცოტა ნიორი,ცოტა ხახვი, ცოტა მარილი, ცოტა ოლივ ოილლ, ცოტა ლიმნის წვენი და მაგარია




gramatikikina
QUOTE
გაქვს შენ დედალ-მამალი ხე?

მეზობელს ყავს მამალი

Posted by: artavazi 26 May 2022, 22:05
ჩემს ავოკადოს არაფერი ეტყობა ჯერ 1 კვირაა წყალშია..

Posted by: PAINKILLER 27 May 2022, 12:01
QUOTE
ცოტა ნიორი,ცოტა ხახვი, ცოტა მარილი, ცოტა ოლივ ოილლ, ცოტა ლიმნის წვენი და მაგარია

narmonana

მაგდენი რამე თუ დავამატე, მასე ხრეშსაც შევჭამ biggrin.gif

Posted by: fermina 27 May 2022, 14:23
narmonana
QUOTE
ცოტა ნიორი,ცოტა ხახვი, ცოტა მარილი, ცოტა ოლივ ოილლ, ცოტა ლიმნის წვენი და მაგარია


ერთმანეთში გადაურიე და გამოვა გუაკამოლე love.gif

PAINKILLER
QUOTE
narmonana

მაგდენი რამე თუ დავამატე, მასე ხრეშსაც შევჭამ


ეე აზრზე არ ხარ რა biggrin.gif

გააკეთე ამ რეცეპტით და მოგეწონება smile.gif

Posted by: PAINKILLER 27 May 2022, 15:07
QUOTE (fermina @ 27 May 2022, 14:23 )
narmonana
QUOTE
ცოტა ნიორი,ცოტა ხახვი, ცოტა მარილი, ცოტა ოლივ ოილლ, ცოტა ლიმნის წვენი და მაგარია


ერთმანეთში გადაურიე და გამოვა გუაკამოლე love.gif

PAINKILLER
QUOTE
narmonana

მაგდენი რამე თუ დავამატე, მასე ხრეშსაც შევჭამ


ეე აზრზე არ ხარ რა biggrin.gif

გააკეთე ამ რეცეპტით და მოგეწონება smile.gif

მე უფრო ნატურალურ გემოზე მიყვარს ხილიც და ბოსტნეულიც, თან მაინცდამაინც ვერ ვერკვევი კულინარიაში მაგდენი რომ ვიჩალიჩო biggrin.gif




ბავშვებს უყვართ და მერე კურკებს აგროვებენ ხოლმე და თესავენ, ერთობიან თავისთვის biggrin.gif

Posted by: Universe´ 27 May 2022, 15:08
ჩემი ეზოში გადარგული ავოკადო წლევანდელ დიდთოვლობას გადაურჩა.
ადრე ზამთარს გაიყინა. გაზაფხულზე იგივე კურკამ ახალი ამოიყარა. წელსაც არ შეგვიფუთავს, მხოლოდ პლასმასისი ყუთი ჩამოვამხეთ თავზე biggrin.gif ნელ-ნელა შეეგუა კლიმატს

Posted by: PAINKILLER 27 May 2022, 15:11
QUOTE (Universe´ @ 27 May 2022, 15:08 )
ჩემი ეზოში გადარგული ავოკადო წლევანდელ დიდთოვლობას გადაურჩა.
ადრე ზამთარს გაიყინა. გაზაფხულზე იგივე კურკამ ახალი ამოიყარა. წელსაც არ შეგვიფუთავს, მხოლოდ პლასმასისი ყუთი ჩამოვამხეთ თავზე biggrin.gif ნელ-ნელა შეეგუა კლიმატს

ახალგაზრდა მცენარეს უფრო უჭირს პირობებზე შეგუება, თავიდან სჭირდება შეფუთვა და მოფერება, მერე თვითონ მიხედავს თავის თავს smile.gif

Posted by: Universe´ 27 May 2022, 16:58
QUOTE
ახალგაზრდა მცენარეს უფრო უჭირს პირობებზე შეგუება, თავიდან სჭირდება შეფუთვა და მოფერება

love.gif

მართალი ხარ

Posted by: PAINKILLER 27 May 2022, 17:46
QUOTE
. წელსაც არ შეგვიფუთავს, მხოლოდ პლასმასისი ყუთი ჩამოვამხეთ თავზე

Universe´

თუ მთლიანად დაფარეთ, იგივე შეფუთვაა ეგ, უფრო უკეთესიც ფაქტიურად მინი ორანჯერეა მოგიწყვიათ biggrin.gif

Posted by: Universe´ 27 May 2022, 17:51
PAINKILLER
მთლიანად დაიფარა, მაგრამ საჰაერო რამდენიმე ნახვრეტი გავუკეთეთ ყუთს

QUOTE
ორანჯერეა

მექნებოდა მოსასვენებელ ოთახად

Posted by: artavazi 27 May 2022, 22:40
კურკიდან გაზრდილმა ავოკადომ რომ ნაყოფი მოისხას მაგის მცირე შანსი მაინც არსებობს?

Posted by: gramatikikina 29 May 2022, 02:54
narmonana
QUOTE
მეზობელს ყავს მამალი

lol.gif
PAINKILLER
QUOTE
ავოკადო გემრიელიც არსებობს?


ანუ ისე რასაც მოისხამს, იმას საერთოდ ვერ შეჭამო givi.gif კიდევ კარგი არ მოისხა ჩემმა და არ გავსინჯე

Posted by: artavazi 29 May 2022, 12:26
................................. ავოკადოს ექსპერტები, როგორ ატყობთ, ეს გაღვივება?
user posted image

Posted by: _luckskywalker_ 29 May 2022, 12:35
ავოკადო მაგარია bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: Daukvirdi 30 May 2022, 21:27
QUOTE (artavazi @ 27 May 2022, 22:40 )
კურკიდან გაზრდილმა ავოკადომ რომ ნაყოფი მოისხას მაგის მცირე შანსი მაინც არსებობს?

მე როგორც ვიცი დამტვერვა უნდა მაგას, დედალ-მამალი უნდა

Posted by: aabbaa 11 Jun 2022, 12:49
მე როგორც ვიცი ძალიან იშვიათად რომ ნაყოფი გამოიღოს, ინტერნეტში უამრავი ვიდეო დევს სადაც ამას ამტკიცებენ,
ხოლო როგორც ხე კი ბატონო ლამაზად გაირდება და გაიხარებსო.
მეც ვზრდი ახლა კურკიდან მაგრამ დიდი დრო უნდა.

Posted by: marrriam 28 Jul 2022, 12:52
რანაირად გავიგო დედალ-მამალი რომელია drug.gif
4 მყავს ჯერ და ყველა დედალი როგორ იქნება
ან მამალი
QUOTE
კურკიდან ამოსულ ძირზე უნდა დაამყნო გემრიელი ავოკადო

სად ვიშოვო გემრიელი ავოკადო help.gif

Posted by: მამაო ენუქი 28 Jul 2022, 13:01
სისულელეა ეგრე წყალზე გახარება, მე ერთი ეგრე გავახარე, მეორე პირდაპირ ჩავაგდე ქოთანში, 2 კვირით გვიან გამოხეთქა, მაგრამ ფესვები ქონდა 5 ჯერ დიდი, ამან გაიხარა, ის მეორე გახმა მერე მიწაში რომ გადავრგე biggrin.gif

Posted by: narmonana 28 Jul 2022, 13:31
marrriam
ვერ იშოვი გემრიელ ავოკატოს biggrin.gif ტუ ვინმეს დასავლეთში არ აქვს ნამყენი biggrin.gif


Posted by: marrriam 28 Jul 2022, 14:09
narmonana
ლანჩხუთში გააშენეს ბაღიო და ჩავაკითხავ იქნებ ვიშოვო

Posted by: narmonana 28 Jul 2022, 14:58
marrriam
ოღონდ ხო იცი,დედალ მამალია საჭირო biggrin.gif აქნ ორი ხე უნდა გქონდეს, დედალი და მამალი, ააან კიდე ერთ ხეზე უნდა დაამყნი დედალი და მამალი ხის კალმები რო ერთმანეთთი დამტვერონ biggrin.gif


აუუუ, აუუ, არა, ყველაფერი უფრო რთულად ყოფილა lol.gif

დავწერ ცოტა ხანში

მარტივად, რომ ვთქვათ, ყველა ავოკადოს აქვს დედალი და მამალი ყვავილები, მაგრამ სქესები განსხვავებულ დროს შლიან ყვავილს, ანუ როცა დედალი ყვავილია გაშლილი, ამ დროს მამალი დახურულია.. ანუ ერთი ავოკადო, საკუთარ თავს ვერ დამტვერის, თქვენ ალბათ იკითხავთ, ორი რო დავრგათ? აი ეგაა გამოსავალი, მააგრამ მანდაც საჭიროა არჩევა, იმიტომ რომ არსებობს ორი კატეგორიის ავოკადო.

პირველ კატეგორიას პირველი დღის დილას ეშლება დედალი ყვავილები და და იმ საღამოს იხურება, შემდეგი დღის საღამოთი კიდევ იშლება მამალი ყვავილები

მეორე კატეგორიის ავოკატოზე, პირველი დღის საღამოს იშლება დედალი ყვავილები, შემდეგ იხურება და მეორე დილას იშლება მამალი ყვავილები, რომლებიც საღამოს იხურება.

ანუუუ ა და ბ ავოკადო უნდა დარგო, თან ამ ყველაფერს იდეალური კლიმატი სჭირდება, ჩვენ კლიმატზე რას იზამს ღმერთმა იცოდეს lol.gif

Posted by: marrriam 28 Jul 2022, 15:48
narmonana
QUOTE
და ბ ავოკადო უნდა დარგო, თან ამ ყველაფერს იდეალური კლიმატი სჭირდება, ჩვენ კლიმატზე რას იზამს ღმერთმა იცოდეს

სანამ დავრგავ ეს ა და ბ რანაირად გავარჩიო ერთმანეთისგან biggrin.gif
კაი ავოკადოს ხედ გაზრდას ვცდი ლამაზია და ნაყოფს ვიყიდი ხოლმე
ფასი შესაბამისი ჰქონია
lol.gif lol.gif
მაგრამ ლანჩხუთში თუ მოვხვდები მაინც ვიკითხავ

Posted by: Universe´ 28 Jul 2022, 15:53
QUOTE (narmonana @ 28 Jul 2022, 14:58 )
marrriam
ოღონდ ხო იცი,დედალ მამალია საჭირო biggrin.gif აქნ ორი ხე უნდა გქონდეს, დედალი და მამალი, ააან კიდე ერთ ხეზე უნდა დაამყნი დედალი და მამალი ხის კალმები რო ერთმანეთთი დამტვერონ biggrin.gif


აუუუ, აუუ, არა, ყველაფერი უფრო რთულად ყოფილა lol.gif

დავწერ ცოტა ხანში

მარტივად, რომ ვთქვათ, ყველა ავოკადოს აქვს დედალი და მამალი ყვავილები, მაგრამ სქესები განსხვავებულ დროს შლიან ყვავილს, ანუ როცა დედალი ყვავილია გაშლილი, ამ დროს მამალი დახურულია.. ანუ ერთი ავოკადო, საკუთარ თავს ვერ დამტვერის, თქვენ ალბათ იკითხავთ, ორი რო დავრგათ? აი ეგაა გამოსავალი, მააგრამ მანდაც საჭიროა არჩევა, იმიტომ რომ არსებობს ორი კატეგორიის ავოკადო.

პირველ კატეგორიას პირველი დღის დილას ეშლება დედალი ყვავილები და და იმ საღამოს იხურება, შემდეგი დღის საღამოთი კიდევ იშლება მამალი ყვავილები

მეორე კატეგორიის ავოკატოზე, პირველი დღის საღამოს იშლება დედალი ყვავილები, შემდეგ იხურება და მეორე დილას იშლება მამალი ყვავილები, რომლებიც საღამოს იხურება.

ანუუუ ა და ბ ავოკადო უნდა დარგო, თან ამ ყველაფერს იდეალური კლიმატი სჭირდება, ჩვენ კლიმატზე რას იზამს ღმერთმა იცოდეს lol.gif

ეს ყველაფერი ადრევე წავიკითხე

მაინც დავრგე

იმედი ბოლოს კვდება biggrin.gif

Posted by: narmonana 28 Jul 2022, 16:14
marrriam
QUOTE
სანამ დავრგავ ეს ა და ბ რანაირად გავარჩიო ერთმანეთისგან
კაი ავოკადოს ხედ გაზრდას ვცდი ლამაზია და ნაყოფს ვიყიდი ხოლმე
ფასი შესაბამისი ჰქონია

ეგ უკვე რთული მეცნიერებაა, ავოკადოს წიგნი უნდა გქონდეს biggrin.gif მაგრამ ზოგიერთი სახეობა ა არის, ზოგიერთი ბ.

Universe´
ნუ ,მეც, ორი ავოკადო მაქვს და სამ კურკას ველოდები, სულ არ მინდა ამათი ნაყოფი,მითუმეტეს რო თბილისში მაინც ვერ იზამს, ზამთარში ყვავილობს მგონი biggrin.gif

Posted by: Universe´ 28 Jul 2022, 20:26
narmonana
QUOTE
სამ კურკას ველოდები

ბონსაი გააკეთე jump.gif


მთავარი ინტერესია და არა ნაყოფი
თუმცა, ნაყოფსაც მოველი, იმ მხრივ რომ სულაც არ ვიტყვი უარს, თუკი გამოისხამს

Posted by: narmonana 28 Jul 2022, 22:51
Universe´
ეჰჰ, რა ბონსაები მქონდა, კანადური ნაძვის,კოწახურის, რცხილის, მარა მოვლა უნდა რა,არ გამოდის მარტივად, და არც ვიცოდი წესიერად მოვლა, აი კერძო სახლში რო გადავალ, დავუბრუნდები დაგროვილი ცოდნით..

Posted by: Universe´ 29 Jul 2022, 21:28
narmonana
დრო რომ არ გქონდა, ტყეში გადარგე თუ რა უყავი?

Posted by: narmonana 30 Jul 2022, 13:10
QUOTE (Universe´ @ 29 Jul 2022, 21:28 )
narmonana
დრო რომ არ გქონდა, ტყეში გადარგე თუ რა უყავი?

გავაჩუქე,გახმა, მიწაში გადავრგე და მერე ჩემი ძმის ძაღლმა დაკვნიტა...რავი

Posted by: В.И. Ленин 1 Aug 2022, 21:41
მთლად ავოკადო არ არის, მანგოა კურკიდან გაზრდილი.

user posted image

Posted by: aabbaa 20 Aug 2022, 15:07
მე ვერ გავახარე კურკიდან. 2 ცალს დავშტერებოდი. ერთმა იწვალა და ცოტა ამოყო თავი,
ახლა ჩავრგე და ვნახავ თუ ივარგებს რამედ.

Posted by: aabbaa 4 Sep 2022, 11:00
მოკლედ იზრდება და მიხარია, ციტა კიდევ წამოიჩიტოს და დავდებ ფოტოს.

Posted by: narmonana 29 Mar 2023, 10:45
ყოველ წელს გაზაფხულის პირზე ყველა ძველ ფოთოლს ვაჭრი და ახლები მოაქვს, ცადეთ, გალამაზდება თქვენიც

user posted image

Posted by: ჩხრამბურთლაძე 10 Apr 2023, 03:54
QUOTE (marrriam @ 28 Jul 2022, 14:48 )

მაგრამ ლანჩხუთში თუ მოვხვდები მაინც ვიკითხავ

42 პარალელზე ავოკადოს გაშენება ცოტა უცნაურათ მომეჩვენა თავიდანვე, არადა ერთ ერთი ყველაზე პოპულარული თემაა ამ განყში.
ნუ აწვალებთ მცენარეს და საკურთარ თავს, ცივი ზამთარი გვაქვს! შანსი თითქმის არ არის, ყინვაგამძლე ჰიბრიდი ჯიში სანამ არ გამოიგონეს.


გურიაში, ავოკადოს ერთადერთი ბაღის 50% უამინდობამ გაანადგურა - Geonuts Company-ი
ბიზნესი
2023-03-21 13:21:56
საქართველოში ავოკადოს ერთადერთმა ბაღმა პირველივე ზამთარს ვერ გაუძლო.

Geonuts Company-ს დირექტორი, ფერმერი რეზო ჩიტაძე Business Insider Georgia-თან ამბობს, რომ მეურნეობას ექსპერიმენტის სახე აქვს, რომელმაც სამწუხაროდ, ჯერჯერობით ვერ გაამართლა.

„პირველივე ზამთარი რთული აღმოჩნდა ავოკადოსთვის, ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. 2022 წელს უამინდობის გამო ავოკადოს ნარგავების 50% გახმა. გავრისკეთ და საკმაოდ ვიზარალეთ. გვეგონა, ჩვენს პირობებში მოვლას შევძლებდით, ცდა არ დაგვიკლია. ყინვის საწინააღმდეგო ყველა ზომა გავატარეთ, რაც საჭირო იყო, მაქსიმალურად დავიცავით რეკომენდაციები. წელს რა სიტუაცია დაგვხვდება, არ ვიცით, ნერგები შეფუთულია, ერთ კვირაში უნდა გაიხსნას და ვნახავთ. აშკარაა, რომ ავოკადოს საქართველოს კლიმატურ პირობებში გაუჭირდა, " - ამბობს მეწარმე.

რეზო ჩიტაძის თქმით, მიმდინარე წელსაც თუ დაფიქსირდება ნერგების გახმობის პრეცედენტი იძულებული გახდებიან, ალტერნატივაზე იფიქრონ და ავოკადო სხვა მცენარით ჩაანაცვლონ.

ცნობისთვის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ეგზოტიკური ხილის, ავოკადოს პირველი, საცდელი მეურნეობა 2021 წელს შეიქმნა. ინვესტიცია ქართულმა კომპანიამ Geonuts Company განახორციელა, რისთვისაც 6 ჰექტარზე 3 500 ნერგი დაირგო. ბაღის შენარჩუნების შემთხვევაში, პირველ მოსავალს კომპანია 4 წელიწადში მიიღებს, ხოლო ავოკადოს სრულ მსხმოიარობას 6 წელი დასჭირდება.

რაც შეეხება ფასს, ავოკადოს 1 ნერგი ევროპაში საშუალოდ 13-15 ევრო ღირს. ხოლო ნაყოფის ღირებულება 3-დან 5 ევრომდე მერყეობს. თბილისის სუპერმარკეტების ქსელებში 1 კგ. ავოკადოს ფასი 22-25 ლარის ფარგლებში მერყეობს.

https://www.businessinsider.ge/ka/product/1650

Posted by: aabbaa 9 May 2023, 09:20
ჩხრამბურთლაძე
ხოდა ასე საწვალებელი რომაა, მიტომაც აქ ფასი..

Posted by: artavazi 11 May 2023, 23:55
user posted image

.............................

Posted by: Comp_E X P E R T I 22 May 2023, 16:44
QUOTE
ცოტა ნიორი,ცოტა ხახვი, ცოტა მარილი, ცოტა ოლივ ოილლ, ცოტა ლიმნის წვენი და მაგარია

QUOTE
მაგდენი რამე თუ დავამატე, მასე ხრეშსაც შევჭამ



lol.gif lol.gif lol.gif
* * *
QUOTE
მარტივად, რომ ვთქვათ, ყველა ავოკადოს აქვს დედალი და მამალი ყვავილები, მაგრამ სქესები განსხვავებულ დროს შლიან ყვავილს, ანუ როცა დედალი ყვავილია გაშლილი, ამ დროს მამალი დახურულია.. ანუ ერთი ავოკადო, საკუთარ თავს ვერ დამტვერის, თქვენ ალბათ იკითხავთ, ორი რო დავრგათ? აი ეგაა გამოსავალი, მააგრამ მანდაც საჭიროა არჩევა, იმიტომ რომ არსებობს ორი კატეგორიის ავოკადო.

პირველ კატეგორიას პირველი დღის დილას ეშლება დედალი ყვავილები და და იმ საღამოს იხურება, შემდეგი დღის საღამოთი კიდევ იშლება მამალი ყვავილები

მეორე კატეგორიის ავოკატოზე, პირველი დღის საღამოს იშლება დედალი ყვავილები, შემდეგ იხურება და მეორე დილას იშლება მამალი ყვავილები, რომლებიც საღამოს იხურება.

ანუუუ ა და ბ ავოკადო უნდა დარგო, თან ამ ყველაფერს იდეალური კლიმატი სჭირდება, ჩვენ კლიმატზე რას იზამს ღმერთმა იცოდეს


ხელოვნური განაყოფიერება არ გამოდგება? მაგალითად მოვაგროვოთ მამალი ყვავილის მტვერი დილით და დავაყაროთ დედალ ყვავილს საღამოს lol.gif lol.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)