#51987009 · 12 Jan 2018, 18:21 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მინდობილობას "ნებისმიერი ქმედების განხორციელებისთვის" საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. პირი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თვითონ წყვეტს როდის სჭირდება წარმომადგენლის მეშვეობით რაიმე სამართლებრივი ქმედების განხორციელება და როდის არა,რაც ემსახურება ადამიანის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვას. გარდა ამისა, კანონით არის განსაზღვრული რიგი შემთხვევები,როცა წარმომადგენლის მეშვეობით მოქმედება საერთოდ აკრძალულია.
ისე კი, სსკ-ის 103-ე მუხლი, დასაშვებად მიიჩნევს გარიგებებში მონაწილეობას წარმომადგენლის მეშვეობით, რაც გამომდინარეობს ან კანონიდან ან მინდობილობიდან.
|