ჰარდენი ერთადერთია დღეისთვის, ვის გამოც საყურებლად მიწევს გული
და ჰიუსტონი ყველაზე კარგი გუნდია ამ მხრივ, ,,90–იანების კალათბურთს" თამაშობს მაქსიმალურად
ჩემთვის
და შემდეგ, გოლდენ სტეიტის კალათბურთისგან მე სიამოვნებას ვერასდროს მივიღებ, ისევე როგორც, პოპოვიჩის კალათბურთისგან ვერ ვიღებდი...
მაგრამ ეს სან ანტონიო უკვე ჩემთვის N2 ,,ძველი კალათბურთის" მოთამაშეა
, ამიტომ ვამბობდი სეზონის წინ, პოლი დახატავდა მეთქი ლეონარდ–ოლდრიჯებს და ამ შემადგენლობას
თუმცა ახლა უკეთესად ,,დაჯდა", არ ველოდი ასე მალე ჰიუსტონის გაგრანდებას
და პარკერიც კი მომწონს სან ანტონიოში
, რომ დაბერდნენ ეგ და ჯინობოლი, უკვე მომწონს ეგენი
რაები ვწერე
ჰოდა, თუ რამე არ შეიცვალა
წელს ასე ვუგულშემატკივრებ პლეიოფებში
1. ჰიუსტონი
2. კლივლენდი
3. ბოსტონი
4. სან ანტონიო
ეს რამე თუ არ მოხდა, არ გამოვრიცხავ ლეონარდმა საბოლოოდ მოიგოს ჩემი გული და ამ დღევანდელი ლებრონის წინააღმდეგაც წავიდე (არ მომწონს ეს ,,დაღვინებული" ჯეიმსი
)
რაები ვწერე
პ.ს. დანკების სტატისტიკა რომ იდებოდა ადრე, სად ვიპოვნო?
და კიდევ, არის სტატისტიკა, სიტყვაზე დუეტების? ანუ სტოქტონი–მელოუნის ან ჯეიმსი–ვეიდის, ერთმანეთის პასებით რამდენს აგდებენ?