Math Rock როკ მუსიკის ექსპერიმენტურ და ავანგარდულ მიმდინარეობას წარმოადგენს, რომელიც 80-იანი წლების მიწურულს აშშ-ში ჩამოყალიბდა. Math Rock ხასიათდება რთული, არატიპიური რიტმის სტრუქტურითა და დინამიკით, ასევე ხშირად არაჰარმონიული რიფებით.
რაც შეეხება თავად ტერმინის "მათემატიკური როკის" წარმოშობის ისტორიას:
როკ მუსიკაში ყველაზე მეტად 4/4
მუსიკალური ზომაა გავრცელებული. Math Rock-ში კი არასტანდარტული ზომები გამოიყენება, ისეთები როგორებიცაა: 7/8, 11/8, 13/6 და ამასთან რეგულარულ ცვლილებას განიცდის თვითონ უშუალოდ კომპოზიციის მსვლელობის განმავლობაში. სწორედ ამიტომ მელომანებმა და მუსიკალურმა კრიტიკოსებმა როკ მუსიკის ამ მიმართულებას Math Rock დაარქვეს.
Math Rock ჯგუფები შეიძლება ითქვას, რომ პოსტ როკის, პროგრესივის, ჰევი მეტალის და პანკ როკის გავლენებს განიცდიan, თუმცა ამ ჯგუფებს ზემოთჩამოთვლილ ჟანრებს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ.
Math Rock-ში სიმღერის ტექსტებსა და ვოკალს ცენტრალური ადგილი არ უკავია, პირიქით მუსიკალურ კომპოზიციებში ვოკალისტის ხმა მხოლოდ დამატებით ხმოვან ეფექტად ან ”ინსტრუმენტად” გამოიყენება. ასე რომ Math Rock ბენდების უმრავლესობა მთლიანად ინსტრუმენტალურ მუსიკას უკრავს.
Math Rock ძირითადად ისეთი ცნობილი Progressive და Avant-Garde შემსრულებლებისა და კომპოზიტორების გავლენას განიცდის როგორებიც არიან: King Crimson, Frank Zappa, Henry Cow, Captain Beefheart, John Zorn, Steve Reich და John Cage.
Math Rock-ის გამორჩეულ სცენებს, რაც შეეხება გამოყოფენ, პიტსბურგის, ჩიკაგოს, სან დიეგოს, იაპონიის და ა.შ. სცენებს, რომელთა შესახებ უფრო ვრცლად უშუალოდ ამ სცენების წარმომადგენელი ჯგუფების წარდგენისას ვისაუბრებ.
რაც შეეხება პოსტ როკს, კატალოგში ვნახე, რომ მის შესახებ თემა არსებობს, მაგრამ ზოგადად პოსტი Math Rock-თან იმდენად მონათესავე და ახლო მდგომი ჟანრია, რომ შეუძლებელია Math Rock-ზე საუბარი ისე, რომ პოსტ როკს არ შეეხო, ამიტომ ერთიანი თემის გახსნა გადავწყვიტე და წესით პრობლემა არ უნდა იყოს, მითუმეტეს, რომ აქ ძირითადად ალბათ მაინც Math Rock-ზე მექნება საუბარი.
მოკლედ პოსტ როკს და მის დეფინიციას რაც შეეხება: ის წარმოადგენს ალტერნატიული როკ მუსიკის ჟანრს, რომელიც ტრადიციული როკ-ინსტრუმენტების არატიპიური შესრულებითა და ჟღერადობით ხასიათდება და ისეთი განსხვავებული მუსიკალური ჟანრების ელემენტებს მოიცავს, როგორებიცაა: ემბიენტი, ელექტრონული და ექსპერიმენტური მუსიკა, ჯაზი, პროგრესივი და კრაუტ-როკი.
თვითონ ტერმინ Post Rock-ის წარმოშობის ისტორიას რაც შეეხება ის პირველად მუსიკალურმა კრიტიკოსმა საიმონ რეინოლდსმა გამოიყენა 1994 წელს ჟურნალ The Whire-ის 123 ნომერში, როდესაც პოსტ როკი შემდეგნაირად დაახასიათა: "პოსტ როკ შემსრულებლები როკ ინსტრუმენტებს იყენებენ კლასიკური როკ მუსიკისთვის არატიპიური და განსხვავებული ჟღერადობის შესაქმნელად, ხოლო გიტარებს ტემბრებისა და ტექსტურის წინ წამოსაწევად იყენებენ და არა რიფებისა და აკორდების შესაქმნელად."
>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>>
მაშ ასე შესავალი პოსტის შემდეგ დავიწყოთ Math Rock-ის ერთ-ერთი ლიდერითა და პიონერით DON CABALLERO, რომელსაც თამამად შეიძლება ეწოდოს პიტსბურგის სცენის ლიდერი და საუკეთესო ჯგუფი.
ბენდს სახელი კანადური კომედიური სატელევიზიო შოუსაგან აქვს აღებული, რომელიც Second City Television-ის გადაცემას წარმოადგენს. თავად ჯგუფი 1993 წელს შეიქმნა და პირველი ალბომი For Respect Noise rock-სა და საერთოდ ექსპერიმენტური როკ მუსიკის ლეგენდის სტივ ალბინის პროდიუსერობით ჩაწერა, თუმცა ახლა ჯგუფის მეორე სტუდიურ ალბომს Don Caballero 2-ს წარმოგიდგენთ, რომელიც ბენდის საუკეთესო ნამუშევრად ითვლება.
ეს დისკი Math-Post-Experimental როკის შედევრად შეიძლება მივიჩნიოთ, აი პროგრესივის მხრიდან თუკი შევხედავთ ამ ალბომს კრიმსონის გავლენაც იგრძნობა განსაკუთრებით Red და Construcktion of Light-ის, მოკლედ სასტიკად რეკომენდირებულია ყველა "მათემატიკოსისათვის" და არა მარტო...
DON CABALLERO - DON CABALLERO 2 - 1995
Songs / Tracks Listing
"Stupid Puma" – 4:20
"please tokio, please THIS IS TOKIO" – 11:18
"Dick Suffers Is Furious With You" – 3:43
"Cold Knees (In April) " – 10:59
"P, P, P, Antless" – 9:11
"Repeat Defender" – 4:14
"Rollerblade Success Story" – 4:30
"No One Gives a Hoot About FAUX-ASS Nonsense" – 10:43
Total Time: 59:01
Line-up / Musicians
- Damon Che / drums
- Ian Williams / guitars
- Mike Banfiled / guitars
- Matt Jencik / bass
http://up.jeje.ge//download.php?id=02B993E730 This post has been edited by Levani_8_9 on 19 Sep 2009, 17:43
მიმაგრებული სურათი