Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მეცნიერება და განათლება > ქართველებმა მსოფლიოს ცისფერი თვალებიც ვაჩუქეთ?!


Posted by: Irakli 10 Sep 2014, 22:20
დანიაში კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოცალკევეს მუტაცია, რომელიც უკავშირდება ცისფერი თვალების ქონას პიროვენბაში. რამდენიმე ცისფერი თვალების ინდივიდის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საერთო წინაპარი, ვინც პირველად შეიძინა ეს მუტაცია დაახლოებით 8 - 10 000 წლის წინ შავი ზღვის რეგიონში ცხოვრობდა. მეცნიერების ვარაუდით ამ მუტაციის გამოცენამდე ადამიანებს ყავისფერი თვალები გააჩნდათ. დაწვრილებით იხილეთ აქეთ: http://earthweareone.com/blue-eyes-originated-10000-years-ago-in-the-black-sea-region/


* * *
პერვიი გოლუბაგლაზიი ბილ არმიანინ givi.gif

Posted by: ჩოხა 10 Sep 2014, 22:55
ეგრეც ვიცოდი რო მუტანტები ვიყავით !

Posted by: merciamercia 10 Sep 2014, 22:59
QUOTE
პერვიი გოლუბაგლაზიი ბილ არმიანინ   
       

რა თქმა უნდა, ყველაფერში პირველები love.gif

Posted by: UMTS 10 Sep 2014, 23:04
QUOTE
8 - 10 000 წლის წინ

ეს ნიუსი ბიბლიას ეწინაარმდეგება, არ გვაწყობს

Posted by: Robin Hood 10 Sep 2014, 23:07
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გევხარ ზღვას

Posted by: pekineli 10 Sep 2014, 23:10
QUOTE
8 - 10 000 წლის წინ

8 10 ათასი წლის წინ არ არსებობდნენ ქართველები და ულ ტყუილად გიხარიათ.
ის ხალხი კი ვინც აქ ცხოვრობდა არამარტო ჩვენი წიმნაპრები იყვნენ.


კამპლექს ნიპალნაცენნოსტი!

Posted by: SNYPI 10 Sep 2014, 23:16
ანუ ჩემგან წევიდა ფაქტიურად


უმადურები მაგენი


რით მიფასებენ აბა?


Posted by: justdoit 10 Sep 2014, 23:21
შავი ზღვა არაააააა სევანი იქნებიდა ეგ.............

Posted by: 155V6TI 10 Sep 2014, 23:23
QUOTE
თვალები

QUOTE
ცისფერი


Posted by: Robin Hood 10 Sep 2014, 23:24
ისე შავი ზღვის ადგილას ადრე ხო ხმელეთი იყო?

რომელ საუკუნეში შემოხეთქა ბოსფორიდან წყალმა

ხო არ გახსოვთ?

Posted by: ფორცხოლი 10 Sep 2014, 23:25
QUOTE
ქართველებმა მსოფლიოს ცისფერი თვალებიც ვაჩუქეთ?!

ჰო.
მარა ვინ გიფასებს. user.gif

Posted by: Camel 10 Sep 2014, 23:26
დაგვეწყო უკვე სომხური ზამაშკები?

Posted by: justdoit 10 Sep 2014, 23:27
QUOTE (Camel @ 10 Sep 2014, 23:26 )
დაგვეწყო უკვე სომხური ზამაშკები?

აჰაჰააა საღოლ


პრივიჩკა )))))

Posted by: maxvili 10 Sep 2014, 23:30
ეს სომხები სულ თან რატომ დაგვყვებიან?

.......

Posted by: ცერცვა 10 Sep 2014, 23:34
ჯერ სტატია რამდენად სანდოა ეგაა გასარკვევი...

მერე მეორეც შავი ზღვისპირეთი მაინც და მაინც კავკასიას არ გულისხმობ. :დ

ახლა ზოგიერთები შემოვარდებიან და იტყვიან ანატოლიაშიც ჩვენ ვიყავითო. givi.gif



პ.ს. ნაკლებ სავარაუდოა ის ვერსია, რომ პირველად ქართველების წინაპრები იყვნენ ცისფერთვალება ხალხი. :დ
მე არ დავიჯერებ, ძალიან მარტივი მიზეზის გამო.

იმიტომ რომ საქართველოში გავრცელებული არ არის ისე გავრცელებული ცისფერი თვალები როგორც ეს ევროპაშია.

Posted by: Shurige 10 Sep 2014, 23:36
Robin Hood
QUOTE
ისე შავი ზღვის ადგილას ადრე ხო ხმელეთი იყო?

ხმელეთი არ იყო, ტბა უნდა ყოფილიყო
QUOTE
რომელ საუკუნეში შემოხეთქა ბოსფორიდან წყალმა

7500 წლის წინ (ჰიპოთეზის თანახმად)

Posted by: ფორცხოლი 10 Sep 2014, 23:40
ცერცვა
QUOTE
ახლა ზოგიერთები შემოვარდებიან და იტყვიან ანატოლიაშიც ჩვენ ვიყავითო.

დიახაც! ქართველური მოდგმის ხალხი იყო იქ, კოლხები სახლობდნენ...


არ გჯერა, ხო?!

















არც მე... rolleyes.gif

Posted by: Melano 10 Sep 2014, 23:42
დაიწყება ახლა გოდება
სიმაღლეზე და ცისფერ თვალებზე rolleyes.gif

Posted by: justdoit 10 Sep 2014, 23:42
ნიჩურინის ვაშლი ჩვენიააა ბრაცი???..........

Posted by: Irakli 10 Sep 2014, 23:42
ცერცვა
5000 წლის წინ ევროპაში სულაც არ სახლობდა ეგ ცისფერთვალება ხალხი. მუტაციის ფესვები კიდევ უფრო ადრინდელია.

Posted by: მნაცაკანა 10 Sep 2014, 23:45
Melano
QUOTE
დაიწყება ახლა გოდება
სიმაღლეზე და ცისფერ თვალებზე

სარკეში ჩახედვა კი დაეზარებათ.

Posted by: გობალა 10 Sep 2014, 23:47
ნეტა მეც მასეთი მუტანტი ვიყო, არ დავეძებ


ისე რამ გამახსენა და ძაღლის ჯიშები რომგირც გამოყავთ, არ შეიძლება ადამიანის ჯიშებიც გამოიყვანონ?

Posted by: Melano 10 Sep 2014, 23:52
მნაცაკანა
QUOTE
სარკეში ჩახედვა კი დაეზარებათ.

არ დაეზარებათ
არ უნდათ
ვის სიამოვნებს მომელოტო, ბანჯგვლიანი ,მრგვალოყებიანი
ტიპის დანახვა რომელსაც "სინდომ ზერკალა" აქვს
პლიუს კო ვსემუ biggrin.gif

Posted by: GEOKING95 10 Sep 2014, 23:53
ცერცვა
ცავატანე სომეხი-კოლხები ცისფერთვალება ხალხი იყვნენ biggrin.gif

Posted by: nika1792 11 Sep 2014, 00:00
შემოვლენ ახლა სომხები და იტყვიან ქართველებს ჩვენ ვაჩუქეთო lol.gif
ცერცვა
გეცდია ცოტახანი შე კაცო,ან ნელ-ნელა მაინც შემოგეპარებინა ასე უცბად რომ გადაგვასხი ცივი წყალი givi.gif

Posted by: lycan 11 Sep 2014, 00:03
QUOTE
რომ საერთო წინაპარი, ვინც პირველად შეიძინა ეს მუტაცია დაახლოებით 8 - 10 000 წლის წინ შავი ზღვის რეგიონში ცხოვრობდა.


ჩვენი გაკეთებული ყოფილა მთელი ევროპა

Posted by: Shurige 11 Sep 2014, 00:07
რამის მტკიცება ძნელია, მაგრამ, სხვათა შორის, მაგ თეორიის მიხედვით წყლის დონის აწევის და ბოსფორის გახეთქვის თარიღი ემთხვევა ქართულ დასაბამს (5604)

Posted by: gimmelle 11 Sep 2014, 00:10
ცერცვა
ქართველების 1/3-ს ცისფერი ან მწვანე თვალი აქვს.

Posted by: WhiteCross 11 Sep 2014, 00:13
დასავლეთ ქართველები იყვნენ აშკარად, შავი ზღვაც იქაა და ცისფერთვალება ხალხიც უფრო
აღმოსავლეთში მხოლოდ მთებში შემორჩნენ ალაგალაგ

Posted by: kikucha 11 Sep 2014, 00:14
QUOTE
იმიტომ რომ საქართველოში გავრცელებული არ არის ისე გავრცელებული ცისფერი თვალები როგორც ეს ევროპაშია.


კოლხები ყოველი მეორე ცისფერთვალებაა smile.gif

Posted by: ალი 11 Sep 2014, 00:17
user posted image






Posted by: AKREATON 11 Sep 2014, 00:18
რატომ მგონია რომ მაგ მუტაციის კერის ცოტა უფრო სამხრეთით გადაწევას ეცდებიან?

Posted by: axalirevolucia 11 Sep 2014, 00:19
Robin Hood
100000წლის წინ.
მაშინ ჩემი წინაპრები აფრიკელები იყვნენ.

Posted by: M-I-K-I 11 Sep 2014, 00:25
მსოფლიოსთვის ნორმალური ცისფერები ვერ გვიჩუქნია და თვალებს ვაჩუქებდით?! facepalm.gif

Posted by: karlsoni 11 Sep 2014, 00:27
როდის უნდა მოიშოროთ ნეტა ცისფერი თვალების და ქერა თმების კომპლექსი?
biggrin.gif
თვალის ფერს რას ათნევთ, თავში რა ყრია, რამდენად წესიერი ხალხი ხართ და რამდენად ჯანმრთელები და ძლიერები ხართ იმას მიხედეთ. . . .

Posted by: gimmelle 11 Sep 2014, 00:31
WhiteCross
რაის ალაგ, შიდა ქართლის სოფლებში ქართველების 30-40%-ს ღია ფერის თვალი აქვს.

Posted by: Shurige 11 Sep 2014, 00:32
axalirevolucia
QUOTE
100000წლის წინ.

რა 100 ათასი წლის წინ? სათვალავი აგერია, ახლა, შენ biggrin.gif

Posted by: ცერცვა 11 Sep 2014, 00:33
gimmelle
kikucha

კაი, ჩვენ ვართ პირველი ცისფერთვალება ხალხი. smile.gif

facepalm.gif




პ.ს. ისე პროცენტებს რომ მიწერთ ცოტა სასაცილოდ ხომ არ გეჩვენებათ? ;დ
ევროპელების ჩვენ მაგაშიც თუ ვეჯიბრებით საღოლ ჩვენ. givi.gif






Irakli
QUOTE
5000 წლის წინ ევროპაში სულაც არ სახლობდა ეგ ცისფერთვალება ხალხი. მუტაციის ფესვები კიდევ უფრო ადრინდელია.

ამიტომ აუცილებლად კავკასიაში სახლობდა? lol.gif

Posted by: მამაო ენუქი 11 Sep 2014, 00:33
ზატო მწვანე თვალები, სომხებმა აჩუქეს კაცობრიობას.

Posted by: gimmelle 11 Sep 2014, 00:37
ცერცვა
სად ვთქვი რომ ჩვენ პირველები ვართმეთქი? ხომ არ შეგიძლია მაჩვენო?

Posted by: WhiteCross 11 Sep 2014, 00:40
gimmelle
QUOTE
რაის ალაგ, შიდა ქართლის სოფლებში ქართველების 30-40%-ს ღია ფერის თვალი აქვს.

რავი, აღმოსავლეთ საქართველოში მე ნაკლებად მინახავს

user posted image

Posted by: Shurige 11 Sep 2014, 00:42
ცერცვა
და რას ერჩი ამ ხალხს, ვერ გავიგე? ვიღაც დანიელები ამბობენ, შავიზღვისპირეთიდან მოდისო. ეს შავიზღისპირეთი კავკასიაა და ხათის ტერიტორია, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მიდი და ეხითხითხითე იმ დანიელებს biggrin.gif

Posted by: Lark 11 Sep 2014, 00:55
ისე ეს ფენომენი მართლა მაინტერესებს.ზუსტად არ მახსოვს ეხლა ბაბუასაც ჰქონდა (მამის მხრიდან) ცისფერი თვალები თუ არა,მაგრამ ბებიებს ორივეს ჰქონდა,დედის მხრიდან მწვანე თვალები,მამის ცისფერი.მამაჩემს უფრო სიმწვანეში გადასდის,ლამაზი ფერის თვალები აქვს.
ხოდა ბავშობიდან როგორც იტყვიან გაჭრილი ვაშლივით ვგევარ მამას,თმის ფერი,კანის ფერი,აბსოლუტურად ყველაფერი,მაგრამ მოყავისფრო თვალები მაქვს.
დედის მხრიდანაც უმეტესობას მწვანე და ცისფერი თვალები აქვთ...მე კიდე ესაა რა

Posted by: მნაცაკანა 11 Sep 2014, 00:59
სკარეე ვსევო, ჩრდილო-დასავლეთ შავიზღვისპირეთიში გაჩნდაო რა.
http://www.independent.co.uk/news/science/how-one-ancestor-helped-turn-our-brown-eyes-blue-776170.html
"The mutations responsible for blue eye colour most likely originate from the north-west part of the Black Sea region, where the great agricultural migration of the northern part of Europe took place in the Neolithic periods about 6,000 to 10,000 years ago," the researchers report in the journal Human Genetics.

Posted by: Aurelio 11 Sep 2014, 01:00
დახედეთ რუკას და ნახეთ შავი ზღვის სანაპიროს რამდენი პროცენტი ესაზღვრება საქართველოს.... სტატიაში გარკვევით წერია რომ ევროპელებში და განსაკუთრებით სკანდინავიელებში არის გავრცელებული ღია ფერის თვალებიო და მუტაცია შავი ზღვის რეგიონში გამყინვარების შემდგომ პერიოდში განიცადეს თვალებმა და სავარაუდოდ ჩრდილო დასავლეთ სანაპიროს მკვიდრებზე მიდის საუბარი.

Posted by: WhiteCross 11 Sep 2014, 01:02
მნაცაკანა
QUOTE
სკარეე ვსევო, ჩრდილო-დასავლეთ შავიზღვისპირეთიში გაჩნდაო რა.

მერე ჩვენთან ჩრდილოეთიდან მიგრაცია როდის მოხდა, თრაკიელი კიმერიელების დროს? rolleyes.gif

Posted by: Gwynplaine 11 Sep 2014, 01:03
ამოალაგეს ჯიბეებიდან კომპლექსები

ახლა იასნა, რატო არ გვევასება ჩვენ და სომხებს ერთმანეთი

Posted by: gimmelle 11 Sep 2014, 01:06
WhiteCross
მაგ რუკაზე არაა გათვალისწინებული ეთნიკური ჯგუფები. აღმოსავლეთ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი არაქართველია (აზერი ან სომეხი), რაც რუკაზე შესაბამის ასახვას ჰპოვებს. სხვა დროს თუ მოხვდები, ვთქვათ, კავთისხევში, გარიყულაში, ცხინვალელ ლტოლვილებში, დააკვირდი, რამდენი ცისფერთვალებაა.



Posted by: senpai 11 Sep 2014, 01:07
QUOTE
8 - 10 000 წლის წინ შავი ზღვის რეგიონში ცხოვრობდა

ხო სუ ქართველები ცხოვრობდნენ მაგ პერიოდში მაგ ადგილზე. facepalm.gif

იამაყეთ drug.gif

Posted by: Precursor 11 Sep 2014, 01:20
აქ იყო ოპტიმალური პირობები იმისათვის, რომ გამყინვარებაგამოვლილი პოპულაცია სწრაფად გამრავლებულიყო, რამაც გამოიწვია მუტაციები და გენეტიკური მრავალFეროვნება... აქედან ადამიანები სხვადასხვა მხარეს გაემართნენ და მუტაციებიც წაიყოლეს, რის შემდგომაც ადგილებზე ის მუტაციები დამაგრდა, რომელიც კლიმატს უკეთ ესადაგებოდა - სამხრეთში მუქკანიანები და მუქთვალებიანები, ხოლო ჩრდილოეთში - თეთრები და ღიათვალებები... ადგილზე შემორჩა უნიკალური, კავკასიური მუტაციაც - მთიელები იბადებიან თეთრები და ასაკთან ერთად მუქდებიან, რაც იმის მანიშნებელია, რომ მუტაცია წარმატებით დასრულდა - ბავშვობაში ღია კანი ხელს უწყობს ძვლოვანი სისტემისთვის აუცილებელი ულტრაფიოლეტის მიღებას, ხოლო მოგვიანებით, როცა მოზრდილი ადამიანი იძულებულია სულ უფრო მეტი დრო გაატაროს მზის გულზე, ის უკვე შავგვრემანია...

ანუ, ფაქტიურად, რასაც ჩვენ მსოფლიოს ხალხების სახით ვხედავთ, ეს არის ბუნების ექსპერიმენტის ატხოდები, ხოლო ამ ექსპერიმენტის წარმატებული დასასრული ვართ ჩვენ - ანუ ისინი, ვინც ფითქინები ვიბადებით და მერე თანდათანობით ვმუქდებით!

რა თქმა უნდა, როცა ეს მუტაციები მიმდინარეობდა, ქართველები, როგორც ერი, არ არსებობდა, მაგრამ ჩვენ ისინი ვართ, ვისმა გენეტიკამაც ადგილზე გააგრძელა ხარშვა და სრულყოფილებამდე მივიდა.

მადლობა ბუნებას!

Posted by: WhiteCross 11 Sep 2014, 01:27
Precursor
შენ ისიც გეცოდინება, ზანგები რომ ჩამოდიან შმატოკებად, მუტაცია არ ექნებათ რომ გათეთრდნენ? rolleyes.gif

Posted by: Isaac Clarke 11 Sep 2014, 02:01

ცისფერი თვალები და ქერა თმა რითი ჯობია, ყავისფერ თვალს ან შავ თმას ?


თუ ცისფერი თვალი არიელობას ნიშნავს და ესესის ობერგრუპენფურერად დაგნიშნავენ biggrin.gif

ეს ნორდიკული გარეგნობა რაღაც ძალიან პატივშია ჩვენთან, აშკარად რასიზმის გამო.

ნორდიკების აღმატებულობის მითი იქ დაიმსხვრა ბრახიკეფალმა და მონგოლოიდ ნახევრად თათარმა საბჭოთა არმიამ რომ არბენინა ჯიგრებს იუტლანდიამდე biggrin.gif

Posted by: WhiteCross 11 Sep 2014, 02:35
user posted image

Posted by: Isaac Clarke 11 Sep 2014, 02:59
QUOTE (WhiteCross @ 11 Sep 2014, 02:35 )
user posted image



ეს რა არის ნაცისტური ბუკლეტია ?


თეთრების გენოციდი არის ზღაპარი და შექმნილია ნაცისტური ჩაგვრის გასამართლებლად.

30-იანი წლების გერმანიაში ზუსტად მაგას იძახდნენ "ლებენსრაუმი" არ გვაქვს არიელებს სემიტი ებრაელები და "უნთერმენში" სლავები გვავიწროებენო cry.gif

Posted by: @-MARIE-@ 11 Sep 2014, 03:17
ცისფერი თვალები ლამაზია , მაგრამ მედალს ყოველთვის 2 მხარე აქვს, უფრო მიდრეკილია დაავადებებისკენ, სუსტია . თან რეცესიული გენია, იჩაგრება შავთვალებასთან შეჯვარებისას biggrin.gif

პ.ს. მეც შავიზღვისპირელი ცისფერთვალება ვარ chups.gif

Posted by: Kidnapped 11 Sep 2014, 03:18
QUOTE (Irakli @ 10 Sep 2014, 22:20 )
დანიაში კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოცალკევეს მუტაცია, რომელიც უკავშირდება ცისფერი თვალების ქონას პიროვენბაში. რამდენიმე ცისფერი თვალების ინდივიდის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საერთო წინაპარი, ვინც პირველად შეიძინა ეს მუტაცია დაახლოებით 8 - 10 000 წლის წინ შავი ზღვის რეგიონში ცხოვრობდა. მეცნიერების ვარაუდით ამ მუტაციის გამოცენამდე ადამიანებს ყავისფერი თვალები გააჩნდათ. დაწვრილებით იხილეთ აქეთ: http://earthweareone.com/blue-eyes-originated-10000-years-ago-in-the-black-sea-region/


* * *
პერვიი გოლუბაგლაზიი ბილ არმიანინ givi.gif

კარგით, არ დაიღალეთ? gigi.gif gigi.gif gigi.gif

Posted by: sne II der 11 Sep 2014, 03:25
lol.gif lol.gif lol.gif კოლხების ცისფერ თვალებზე ვინმე მაშინდელი ისტორიკოსისგან რამე გაგიგიათ?

ცისფერთვალება კიმერიელები იყვნენ რომელმაც გადაუარეს კოლხეთს დღევანდელი ლაზების და აჭარის მაღალმთიანეთის ტერიტორიაზე.
(ე.წ მთიელი მეგრელები რომლებიც მოგვიანებით გავრცელდნენ დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიაზე).



http://www.radikal.ru


Premodern historians asserted Cimmerian descent for the Celts or the Germans, arguing from the similarity of Cimmerii to Cimbri or Cymry.

http://en.wikipedia.org/wiki/Cimmerians

Posted by: boone 11 Sep 2014, 05:50
QUOTE
თეთრების გენოციდი არის ზღაპარი და შექმნილია ნაცისტური ჩაგვრის გასამართლებლად.

არაა ზღაპარი . ადრე ბევრი თემა მქონდა გახსნილი მაგაზე
მარა იმ დღეს ამერიკელი ვნახე თეთრი და რო ვუთხარი ი აშშში თეთრები რომ რჩებიან უმცირესობაში ცუდია მეთქი და სულაც არაო .

ჰოდა მე რა?

Posted by: მნაცაკანა 11 Sep 2014, 08:34
QUOTE (WhiteCross @ 11 Sep 2014, 01:02 )
მნაცაკანა
QUOTE
სკარეე ვსევო, ჩრდილო-დასავლეთ შავიზღვისპირეთიში გაჩნდაო რა.

მერე ჩვენთან ჩრდილოეთიდან მიგრაცია როდის მოხდა, თრაკიელი კიმერიელების დროს? rolleyes.gif

მერავი. კიმერიელებსაც შეილება შემოჰყოლოდა და სხვა ჩრდილოურ ნაკადებსაც. როდის და როგორ, მაგის დასადგენად არქეოგენეტიკური მონაცემებია საჭირო თავის ქრონოლოგიური ანალიზით, რაც მე არ მაქვს.

Posted by: ბესიკის26 11 Sep 2014, 09:10
Shurige
QUOTE
სხვათა შორის, მაგ თეორიის მიხედვით წყლის დონის აწევის და ბოსფორის გახეთქვის თარიღი ემთხვევა ქართულ დასაბამს (5604)

როვა, იმ წყალს შემოვყევით? smile.gif

Posted by: mouravi 11 Sep 2014, 09:20
QUOTE
ეს ნიუსი ბიბლიას ეწინაარმდეგება, არ გვაწყობს

+

Posted by: Precursor 11 Sep 2014, 10:03
sne II der
QUOTE
კოლხების ცისფერ თვალებზე ვინმე მაშინდელი ისტორიკოსისგან რამე გაგიგიათ?ცისფერთვალება კიმერიელები იყვნენ რომელმაც გადაუარეს კოლხეთს დღევანდელი ლაზების და აჭარის მაღალმთიანეთის ტერიტორიაზე.(ე.წ მთიელი მეგრელები რომლებიც მოგვიანებით გავრცელდნენ დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიაზე).


კიმერიელების ცისფერი თვალები ასევე შავი ზღვის სანაპიროზე გაჩნდა - ისინი თრაკიისა და სკვითების საზღვარზე ცხოვრობდნენ და ჯერ თრაკიელებმა აახვევინეს, ხოლო მერე - სკვითებმა... მათი გავლა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე დევნის რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგანაც სკვითები მოსდევდნენ და ამიტომაც იმ დროისათვის ჯანზე მყოფ კოლხეთს დიდი ვნება არ მიუღია - დაუსახლებელ და აუთვისებელ ჭაობიან სანაპიროზე გაიარეს და ურარტუმდე არ გაჩერებულან... სკვითებს მხარი ეცვალათ და დარუბანდიდან შემოვიდნენ, მაგრამ მთებში შემოსვლა ვერ გაბედეს და ჩრდილოეთი ირანი, ანუ მიდია დაიპყრეს...

სტრაბონი ალბანელებს რუხთვალებებად და ქერათმიანებად მოიხსენიებს...

უფრო ადრე, ქსენოფონტი ძველქართულ ტომებზე ხაზგასმით ამბობს, რომ ისინი თეთრები არიან...

კიდევ უფრო ადრე, ჰეროდოტე ლიბიელებს (ჩრდილოაფრიკელებს) თეთრებად მოიხსენიებს და მათ კავკასიიდან გადასახლებულებად ვარაუდობს (რაც გენეტიკურმა ანალიზებმა დაამტკიცა კიდეც)...


@-MARIE-@
QUOTE
ცისფერი თვალები ლამაზია , მაგრამ მედალს ყოველთვის 2 მხარე აქვს,  უფრო მიდრეკილია დაავადებებისკენ, სუსტია .  თან რეცესიული გენია, იჩაგრება შავთვალებასთან შეჯვარებისას


მასეა - ცისფერი თვალები მელანინის ნაკლებობის შედეგია და კარგი მხოლოდ იმითაა, რომ სიბნელეში უკეთ ხედავს მომეტებული მგრძნობიარობის გამო - ღია თვალები უკეთ ხედავენ რიჟრაჟზე, მწუხრისას, დაბურულ ტყეში, ხეობებში - მონადირის თვალებია... ყავისფერი თვალები კი მიწადმოქმედისაა - თაკარა მზესა და მინდვრის გულზე ოპტიმალურია...

Isaac Clarke
QUOTE
თეთრების გენოციდი არის ზღაპარი და შექმნილია ნაცისტური ჩაგვრის გასამართლებლად.


ზღაპარი არაა, მაგრამ ნაცისტური ჩაგვრის გამართლება დაუშვებელია!
თვალისა და თმის ფერი კლიმატური ადაპტაციის შედეგია და ვერანაირად ვერ იქნება რაიმე სახის უპირატესობის მაჩვენებელი... სხვა საქმეა, რომ ევროპისა და განსაკუთრებით, გერმანიის ეკონომიკურ განვითარებას აფერხებდა მევახშეობა, რომელსაც სხვა ერის წარმომადგენლები, ებრაელები მოთავეობდნენ და რათა მევახშეობის აღმოფხვრის შემდეგ "არიელებსაც" არ დაეწყოთ მევახშეობა, რასისტებმა ის უღირს საქმედ, დაბალი კატეგორიის რასების მანკიერებად გამოაცხადეს...

ისე, შალიკოს თქმისა არ იყოს, გერმანიამ მგონი მართლა გაიმარჯვა მეორე მსოფლიო ომში - ევროპის ტერიტორიაზე ყველაზე ნაკლებადაა მევახშეობა... biggrin.gif

Posted by: aivenho 11 Sep 2014, 10:08
და კიდო ჰუსეინის მამა სტალინი იყო ან ბაბუა
ულვაშებში ეტყობოდა ცხონებულს

Posted by: ბენი 11 Sep 2014, 10:13
QUOTE
დაგვეწყო უკვე სომხური ზამაშკები?

lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: brutal_88 11 Sep 2014, 10:26
არ ვარ რასისტი, მაგრამ ფაქტი-ფაქტია smile.gif))))

ჩრდილოური ნაციები, ანუ ცისფერვალება-ქერა ხალხი უფრო განვითარებულია, ვიდრე მუქი. რაც უფრო ვუხლოვდებით ეკვატორს, მით ნაკლებია განვითარების დონე.


სამწუხაროდ სამხრეთელები ყოველთვის უკან იქნებიან ევოლუციის გზაზე sad.gif


იმედი მაქვს, რომ ქართველები დროებით ჩამოვრჩით ევროპეიდებს biggrin.gif და თლად სკანდინავიად თუ არა, საშუალო ევროპულ ნაციად ჩამოვყალიბდებით.
სამხრეთში კი ვართ, მაგრამ მთიანი ქვეყნაა, საკმაოდ გრილა და აზროვნებაც შეიძლება smile.gif))))))



Posted by: kvirike 11 Sep 2014, 10:32
Irakli
QUOTE
პერვიი გოლუბაგლაზიი ბილ არმიანინ

რაებს კადრულობ კაცო?!

პირველად იყო სომეხი და სომეხი იყო ღმერთთან და სომეხი იყო ღმერთი!!!

ე.ი. ჯერ იყო სომეხი, მერე თვალი და მერე ცისფერი თვალი!

Posted by: WhiteCross 11 Sep 2014, 10:34
მნაცაკანა
QUOTE
მერავი. კიმერიელებსაც შეილება შემოჰყოლოდა და სხვა ჩრდილოურ ნაკადებსაც. როდის და როგორ, მაგის დასადგენად არქეოგენეტიკური მონაცემებია საჭირო თავის ქრონოლოგიური ანალიზით, რაც მე არ მაქვს

სიტყვა "გმირი" "კიმერიელისგან" მოდისო, მართალია?

Posted by: ფორცხოლი 11 Sep 2014, 10:47
QUOTE
სიტყვა "გმირი" "კიმერიელისგან" მოდისო, მართალია?

ასე მსმენია მეც.

პროფესორ ვახტანგ გოილაძისგან მახსოვს. yes.gif

Posted by: maiklee 11 Sep 2014, 11:04
ნელ ნელა ნაბიჯ ნაბიჯ სომხებს ვემსგავსებით და მგონი ვუსწრებთ უკვე მარაზმში..

Posted by: Precursor 11 Sep 2014, 11:14
WhiteCross
QUOTE
სიტყვა "გმირი" "კიმერიელისგან" მოდისო, მართალია?

ერთი პერიოდი თაბალებისა და მესხების მოკავშირეები იყვნენ ურარტუს, ასირიისა და ლიდიის წინააღმდეგ, ხოლო მათი თვითწოდება იყო "გიმირ" - ასე რომ, გამორიცხული არაა, რომ უაღრესად აგრესიული და მეომარი მომთაბარეები, რომელთაც გამოცადეს დევნილობა მათი გენოცოდის მოსურნე სკვითების მხრიდან და საჭიროებდნენ საარსებო გარემოს მიტაცება-დამკვიდრებას და რომლებიც ჩვენი წინაპრების მოკავშირეები იყვნენ, გახდნენ ბრძოლაში მიბაძვისა თუ შედარების ობიექტები...
* * *
maiklee
QUOTE
ნელ ნელა ნაბიჯ ნაბიჯ სომხებს ვემსგავსებით და მგონი ვუსწრებთ უკვე მარაზმში..

yes.gif მალე იმასაც ვიტყვით, რომ "ჩაკრულო" ქართული სიმღერაა და "ქინძმარაული" ქართული ღვინო...

მერე ზოგიერთები საქართველოს ღვინისა და მეტალურგიის სამშობლოდაც გამოაცხადებს...

აი, ეგრეა, რა - სომხებს ვპარავთ ყველაფერს და ვიჩემებთ...

Posted by: WhiteCross 11 Sep 2014, 11:25
Precursor
QUOTE
მათი თვითწოდება იყო "გიმირ"

ნეტა რაიმე კავშირი თუ აქვს გერმანელი კიმრების სახელთან
ან უელსელების საკუთარ სახელ კიმრუსთან rolleyes.gif

საბჭოთა ისტორიკოსები ირანულ ხალხებს აკუთვნებდნენ, ამით ოსები სარგებლობენ
მაგრამ თანამედროვე მეცნიერები თრაკიელებთან აახლოებენ
ამბობენ თრიალეთის სახელიც კიმერიული ტომის - თრიარებისგან მოდისო
და სომხეთის ქალაქ - გიმრის

ისე მაგათმა შემოსვლამ მთავარი როლი ითამაშა ურარტუს განადგურებაში, რითაც ისარგებლეს სომხებმა რომ მაგ ადგილზე დასახლებულიყვნენ

Posted by: ზღარბიბი 11 Sep 2014, 11:26
QUOTE
დაახლოებით 8 - 10 000 წლის წინ შავი ზღვის რეგიონში ცხოვრობდა


ამ დროს აფრიკაში არ ვიყავით?

Posted by: lemo82 11 Sep 2014, 11:31
Irakli
QUOTE
პერვიი გოლუბაგლაზიი ბილ არმიანინ 

აი მანდა ვარ ელი
ესეიგი ეგენი რომ არაა, ქერა ხალხი არ იარსებებდა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
* * *
ზღარბიბი
QUOTE
ამ დროს აფრიკაში არ ვიყავით?

ეგ შენ იყავი თორე სომხებს უკვე კაი სამ სარტულიანი დაჩები ჰქონდათ შავიზღვის პირას biggrin.gif
* * *
maiklee
QUOTE
ნელ ნელა ნაბიჯ ნაბიჯ სომხებს ვემსგავსებით და მგონი ვუსწრებთ უკვე მარაზმში..

ჩვენ რა შიაში ვაარტ დანიელებმა იბაზრეს
ეგ კიარა ტუტანჰამონს კავკასიური გენები ჰქონია თუ დანიელებს დაუჯერებთ
თუ ვიტყვი მჯერა თქო მარაზმი იქნება?

Posted by: besvs 11 Sep 2014, 11:44
QUOTE
ეს სომხები სულ თან რატომ დაგვყვებიან?


მეგრულს სად გაურბიხართ ? smile.gif
შავი ზღვა და რამე ............ wink.gif

არ მიწყინოთ ვიხუმრე ...

Posted by: Inanna 11 Sep 2014, 12:02
საქმე არა აქვთ... თუმცა ხალხების მიგრაციების ერთერთი მარკერი შეიძლება გახდეს. თუმცა არ მჯერა რომ ცისფერი თვალები ასეთი ახალია.

Posted by: gimmelle 11 Sep 2014, 12:19
brutal_88
ებრაელებს რას უშვრები, ნორდები რომ არ არიან, რამით ჩამორჩებიან ჩრდილოელებს? ინტელექტით მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან, მსოფლიო რელიგიები მაგათგან იღებენ სათავეს. ასევე აღნიშვნის ღირსია მონღოლოიდების მაღალი აიქიუ. ზოგადად ცივილიზაციების აკვანი 30-ე პარალელია, ასე რომ, ვერ დაგეთანხმები ნორდების გადაჭარბებულ შეფასებაში.

Posted by: Paul Adrian Maurice 11 Sep 2014, 12:25
gimmelle
QUOTE
ებრაელებს რას უშვრები, ნორდები რომ არ არიან, რამით ჩამორჩებიან ჩრდილოელებს? ინტელექტით მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან


ამას ქვია ნაციზმი, რასიზმი, ფაშიზმი თუ რაცაა. ებრაელებს არავისზე მეტი ინტელექტი არააქვთ. ინტელექტი ყველა ხალხში თანბრად არის განაწილებული, ებრაელებში, ვიეტნამელებში თუ ამაზონის ტომებში.

Posted by: ზღარბიბი 11 Sep 2014, 12:26
gimmelle
QUOTE
ებრაელებს რას უშვრები, ნორდები რომ არ არიან, რამით ჩამორჩებიან ჩრდილოელებს? ინტელექტით მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან,


ნწ.
ნაღდი ებრაელები = არაბები. (სემიტები)
"ჭკვიანი" ებრაელები ევროპიდან არიან (შესაბამისი გენების კომბინაციით).

+ "ესტესწვენი ატბორ" (სულ ტისკებში იყვნენ, მხოლოდ ჭკვიანები გადარჩნენ)

Posted by: irusha 11 Sep 2014, 12:27
და სად წავიღეთ მერე ეს ცისფერი თვალები?? :შ



რანაირები ვართ რა.. ^^

Posted by: Paul Adrian Maurice 11 Sep 2014, 12:30
QUOTE (irusha @ 11 Sep 2014, 12:27 )
და სად წავიღეთ მერე ეს ცისფერი თვალები?? :შ



რანაირები ვართ რა.. ^^

ევროპელებს ვაჩუქეთ.

Posted by: ზღარბიბი 11 Sep 2014, 12:35
Paul Adrian Maurice
QUOTE
ევროპელებს ვაჩუქეთ.

no.gif

მოგვპარეს.

Posted by: gimmelle 11 Sep 2014, 12:42
Paul Adrian Maurice
ფაშიზმი? ეს არის მშრალი ფაქტები.
ზღარბიბი
არაბებს (და ზოგადად სემიტებს) რას უწუნებ, არაბებს უფრო დიდი წვლილი აქვთ კაცობრიობის განვითარებაში თუ ნორვეგიელებს და შვედებს?

Posted by: WhiteCross 11 Sep 2014, 12:44
gimmelle
QUOTE
არაბებს (და ზოგადად სემიტებს) რას უწუნებ, არაბებს უფრო დიდი წვლილი აქვთ კაცობრიობის განვითარებაში თუ ნორვეგიელებს და შვედებს?

ნორვეგიელებს და შვედებს

Posted by: Paul Adrian Maurice 11 Sep 2014, 12:47
gimmelle
არაფერი ფაქტები არაა, ფაქტები საპირისპიროს ამბობს. ამაზონის ჯუნგლების ტომის ბავშვების მათემატიკური უნარები ევროპელი ბავშვების უნარებს შეადარეს და ერთნაირი აღმოჩნდა. ზოგი ერი რაღაცა პერიოდში სხვაზე უფრო წარმატებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ სხვაზე უკეთესები არიან.

Posted by: brutal_88 11 Sep 2014, 12:50
gimmelle
QUOTE
ებრაელებს რას უშვრები

ჭკვიანი ებრაელები ევროპიდან არიან )))

QUOTE
ზოგადად ცივილიზაციების აკვანი 30-ე პარალელია

ერთი განვითარებული სახელმწიფო დამისახელე 40-ე პარალელს ქვევით.


ნავთობით გამდიდრებულები და ევროპეიდებით დასახლებული ქვეყნები არ ითვლება smile.gif)

Posted by: Dark_Angell 11 Sep 2014, 12:50
Lark
QUOTE
ისე ეს ფენომენი მართლა მაინტერესებს.ზუსტად არ მახსოვს ეხლა ბაბუასაც ჰქონდა (მამის მხრიდან) ცისფერი თვალები თუ არა,მაგრამ ბებიებს ორივეს ჰქონდა,დედის მხრიდან მწვანე თვალები,მამის ცისფერი.მამაჩემს უფრო სიმწვანეში გადასდის,ლამაზი ფერის თვალები აქვს.
ხოდა ბავშობიდან როგორც იტყვიან გაჭრილი ვაშლივით ვგევარ მამას,თმის ფერი,კანის ფერი,აბსოლუტურად ყველაფერი,მაგრამ მოყავისფრო თვალები მაქვს.
დედის მხრიდანაც უმეტესობას მწვანე და ცისფერი თვალები აქვთ...მე კიდე ესაა რა

ცისფერი თვალები და ქერა თმები რეცესიული გენია, შეიძლება ვიყავით კიდეც ადრე გერმანელებივით მარა ახლა იმძლავრა აზირმა გენმა თანდატან.

სვანეთსიც და გურიის მთებშიც სავსეა ჯერ კიდევ ღია ფერის ხალხით და უმეტესობას ცისფერი ან ღია ფერს თავლები აქვს მაგრამ შემდეგ თაობებში ეს ნელ ნელა დაიკარგება.


Posted by: ErK 11 Sep 2014, 13:32
QUOTE
საქართველოში გავრცელებული არ არის ისე გავრცელებული ცისფერი თვალები როგორც ეს ევროპაშია.

სადღაც აქედან წავიდა ყველა.

Posted by: Nostalgia34 11 Sep 2014, 13:40
irusha
QUOTE
და სად წავიღეთ მერე ეს ცისფერი თვალები??


სამწუხაროდ,თურმე თანდათან მცირდება ცისფერთვალიანთა რაოდენობა დედამიწაზე.
საინტერესოა,რატომ?!

ჩემი თვალების ფერი გარემოს,ჩაცმულობის მიხედვით იცვლება-
მწვანე,მოლურჯო/მომწვანო,ზღვისფერი,ცისფერი.

შენი მწვანე თვალები როგორ არიან,ირუშა?! biggrin.gif
აი,მწვანე ფერის თვალები საერთოდ იშვიათობაა,დედამიწაზე სულ რაღაც 2%-ს აქვს.


თვალების ფერით ხომ ადამიანის ტიპზე,ხასიათზე შეიძლება მსჯელობა,ურთიერთკავშირშია.
მთავარია,მხედველობის დეფექტი არ ქონდეთ,არ იყვნენ დალტონიკები-ეს ხომ ანომალიაა,
არის ფერთა მთლიანი გამმის სიბრმავეც,არა მხოლოდ მწვანე,ლურჯი თუ წითელი ფერის მიმართ.
ეს ხომ პროფესიონალური ჩვევების შეზღუდვას იწვევს.....

არ იკურნება,ფერების აღქმის კორექტირება შეიძლება მხოლოდ, სპეციალური ლინზების მეშვეობით,
ან გენური ინჟინერიის მეთოდით, წარმატებით განხორციელდა უკვე მაიმუნებზე biggrin.gif

ამიტომ, ექიმების,მფრინავების,მძღოლების....საფუძვლიანი შემოწმება ხდება დასავლეთში.

მე,მოვითხოვდი პოლიტიკოსების ტესტირებასაც.....სრულ ფსიქო/ანალიზს,დიაგნოზს.....დავიწყებდი ბოკერიასგან!

არ ვხუმრობ,მართლა. biggrin.gif

What Does Your Eye Color Say About You?

Posted by: Irakli 11 Sep 2014, 13:45
მარტო მწვანე თვალები კი არა, ნაღდი რიჟა ხალხი არის გადაშენების მხარეს... ეგეთი რამეს ინტერნეტში სულ წააწყდებით. სინამდვილეში რეცესიული გენი, რიჟა თმაა ეგ თუ მწვანე თვალები, ვერ გაქრება ბოლომდე თუ ამ გენის მატარებელი ყველა ადამიანი არ მოკვდება - მაგ შემთხვევაშიც მუტაციებია შესაძლებელი და ისევ გამოჩნდეს რიჟა თმები და მწვანე თვალები. http://science.howstuffworks.com/life/genetic/redhead-extinction.htm

Posted by: irusha 11 Sep 2014, 13:46
Nostalgia34

2kiss.gif

QUOTE
შენი მწვანე თვალები როგორ არიან,ირუშა?! 
აი,მწვანე ფერის თვალები საერთოდ იშვიათობაა,დედამიწაზე სულ რაღაც 2%-ს აქვს.


biggrin.gif biggrin.gif

გასაფრთხილებელი ხალხი ვყოფილვართ.. user.gif

QUOTE
ვერ გაქრება ბოლომდე თუ ამ გენის მატარებელი ყველა ადამიანი არ მოკვდება - მაგ შემთხვევაშიც მუტაციებია შესაძლებელი და ისევ გამოჩნდეს რიჟა თმები და მწვანე თვალები.


არ გამოჩნდება! მოგვიარეთ! :შ

Posted by: brutal_88 11 Sep 2014, 13:52
ზოგადად შავი გენი დომინანტია.


დასავლურ ცივილიზაციას თუ რამე დაანგრევს, ეს იქნება თეთრი რასის გათქვეფვა. ასეც მოხდება ალბათ, ოდესმე დაინგრევა დასავლური ცივილიზაცია smile.gif)

Posted by: მნაცაკანა 11 Sep 2014, 13:54
QUOTE (WhiteCross @ 11 Sep 2014, 10:34 )
მნაცაკანა
QUOTE
მერავი. კიმერიელებსაც შეილება შემოჰყოლოდა და სხვა ჩრდილოურ ნაკადებსაც. როდის და როგორ, მაგის დასადგენად არქეოგენეტიკური მონაცემებია საჭირო თავის ქრონოლოგიური ანალიზით, რაც მე არ მაქვს

სიტყვა "გმირი" "კიმერიელისგან" მოდისო, მართალია?

შეილება. გიმირიდან მოდისო. კიმერების სახელიდან რა. ძველქართულად გმირი ნიშნავდა გოლიათს, გიგანტს, მამაცს.
"ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა." (ლეონტი მროველი: მეფეთა ცხოვრება)

Posted by: Playa4life 11 Sep 2014, 13:58
Robin Hood


საქართველოს ადგილას ოკეანე იყო თეტისი თუ არ ვცდები, შემდგომ ტექტონური ქანების ძვრის შედეგად ნელ ნელა ოკეანემ დაიწია და გამოჩნდა ხმელეთი smile.gif

Posted by: kvirike 11 Sep 2014, 14:00
მნაცაკანა
QUOTE
"ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა." (ლეონტი მროველი: მეფეთა ცხოვრება)

ჰოოო, თუ ლეონტიმა სთქვა, ზნაჩიტ მასეა.

მაგრამ მერე რაღამ დააჩიავა ჰაოსიანთა თესლი, გამაძღარმა ხომ არ გააკეთა ბალღები? თუმცა ჰაოსას შემდეგაც, არ გამოირჩეოდნენ დიდად, გარდა საპოჟნიკ-დალაქობისა...

Posted by: იონათან 11 Sep 2014, 14:19
brutal_88
QUOTE
არ ვარ რასისტი, მაგრამ ფაქტი-ფაქტია ))))


არც მე ვარ ჰომოფობი, მაგრამ ფაქტია გეიები ავადმყოფები არიან :*
არც მე ვარ შოვინისტი, მაგრამ სომხები რომ უვარგისები არიან, რად უნდა ამას ლაპარაკი.
ეხლა არც მე ვარ რელიგიური ფანატიკოსი, მაგრამ მუსლიმები რომ ტერორისტები და ჩამორჩენილები არიან, ეს ხო ნათელია.
და ა.შ.

QUOTE
ჩრდილოური ნაციები, ანუ ცისფერვალება-ქერა ხალხი უფრო განვითარებულია, ვიდრე მუქი. რაც უფრო ვუხლოვდებით ეკვატორს, მით ნაკლებია განვითარების დონე.


ხოოო, ცისფერ თვალებსა და განვითარებულობას შორის ნამდვილად მიზეზობრივი კავშირია.
ძალიან ცუდადაა საქმე, ძალიან. user.gif

Posted by: brutal_88 11 Sep 2014, 14:26
იონათან
QUOTE
არც მე ვარ ჰომოფობი, მაგრამ ფაქტია გეიები ავადმყოფები არიან :*
არც მე ვარ შოვინისტი, მაგრამ სომხები რომ უვარგისები არიან, რად უნდა ამას ლაპარაკი.
ეხლა არც მე ვარ რელიგიური ფანატიკოსი, მაგრამ მუსლიმები რომ ტერორისტები და ჩამორჩენილები არიან, ეს ხო ნათელია.
და ა.შ.

სომხებზე ვერ დაგეთანხმები, ბევრ ჭკვიან და კარგ სომეხს ვიცნობ smile.gif)))))
გეიები ავადმყოფები არ არიან, იქიდან გამომდინარე, რომ არ იკურნებიან.
მუსლიმების დიდი ნაწილი მართლა ჩარჩენილია შუა საუკუნეებში.


QUOTE
ხოოო, ცისფერ თვალებსა და განვითარებულობას შორის ნამდვილად მიზეზობრივი კავშირია.

არის და რა ვქნა?

შენ მაინც დამისახელე ერთი განვითარებული ქვეყანა ჩრდილოეთ განდედის მე-40 პარალელიდან სამხრეთით biggrin.gif



Posted by: abkhazi_83 11 Sep 2014, 14:28
Shurige
QUOTE
და რას ერჩი ამ ხალხს, ვერ გავიგე? ვიღაც დანიელები ამბობენ, შავიზღვისპირეთიდან მოდისო. ეს შავიზღისპირეთი კავკასიაა და ხათის ტერიტორია, მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მიდი და ეხითხითხითე იმ დანიელებს


ჰოდა შავიზღვისპირეთში მარტო ქართველური მოდგმის ხალხის მოსახლეობა უნდა ვივარაუდოთ?)) იქნებ აფხაზებმა ვაჩუქეთ მსოფლიოს ცისფერი თვალები?)) ისე საინტერესოა მომენტია, მამის მხრიდან ნათესაობა (წარმოსობით აფხაზები) ძირითადად ღია ფერის თვალებით ხასიათდება (მე ცისფერი მაქვს), დედის მხრიდან (მეგრელები ) კი მუქი ფერი არის დომინანტი...smile.gif

Posted by: იონათან 11 Sep 2014, 14:47
brutal_88
QUOTE
არის და რა ვქნა?


არაფერი არ უნდა ქნა.
უბრალოდ, უნდა დაფიქრდე.
რამ გამოიწვია ამ ქვეყნების განუვითარებლობა? - კანის ფერმა თუ ბოლო 400 წლის განმავლობაში კოლონიზაციამ, მონათმფლობელობამ, დაპრყობებმა?
დაპყრობებსაც გააჩნია, რუსეთმა საქართველო რომ დაიპყრო, სკოლები და თეატრები ააშენა,
ინგლისელები, ფრანგები, ესპანელები, პორტუგალიელები, ჰოლანდიელები რომ იპყრობდნენ აფრიკას და ამერიკას, რამეს კი არ აშენებდნენ, ძარცვავდნენ ხალხს, მათ შორის საუკეთესოებს მონებად იყენებდნენ და ასე ''ვითარდებოდა'' ევროპა. დღესაც დასავლეთი მაგიტომაა ძლიერი, რადგან მთელი მსოფლიო მას ეკუთვნის. ნუ, ფორმალურად კი არის აფრიკა და სამხრეთი ამერიკა დამოუკიდებელი, მაგრამ აფრიკის და ამერიკის სასარგებლო წიაღისეული (მარგალიტები, ნავთობი, ყველა სახის ლითონი თუ სხვა მასალები) ევროპული ფირმების საკუთრებაშია.
ერთ მაგალითს გეტყვი - ნესტლე აფრიკიდან ეზიდება მინერალურ წყალს ევროპაში !!! რამხელა ცინიზმია, აფრიკაში ხალხი უწყლოდ იხოცება, ნესტლე კი აფრიკულ წყალს ევროპაში ყიდის. აფრიკელ იაფმუშახელს ხმარობს და მილიარდებს შოულობს. ამ მილიარდებით იხდის გადასახადებს და შვეიცარიას ''ავითარებს''.
ეს ერთი მაგალითია, ძალიან დამცინავი, მაგრამ ზუსტად ასახავს იმას, თუ რატომ არის ევროპა ასე ''განვითარებული''.


თორემ ევროპა მე-15 საუკუნემდე იყო ყველაზე გაჭირვებული კონტინენტი,
კოლონიზაციების მერე დაიწყეს ბაროკო-როკოკო სასახლეების შენებები.
400 წელი მთლიანად ანადგურებდნენ აფრიკას და არაფერს აშენებდნენ. სკოლებიც კი სანატრებელი ჰქონდათ და აქვთ აფრიკელებს.


Posted by: brutal_88 11 Sep 2014, 15:18
იონათან
შენ ეხლა სულ სხვა რაღაცას ამბობ.
მართალი ხარ, უსამართლობაა ერთი რასის მიერ, მეორე რასის ჩაგვრა.
მაგრამ ეგ რა შუაშია ინტელექტთან?
რატომ არ დაიპყრეს აფრიკულმა ტომებმა ბრიტანეთი? smile.gif
არ ქონდათ მაგის ინტელექტუალური, თუ სხვა რესურსი და მაგიტომ.


ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით ხალხის განვითარების დონე მცირდება. შეიძლება კლიმატის, ბუნების ბრალიცაა.
ბრიტანელი ვერ დაჯდებოდა აფრიკელივით ბანანებით და ქოქოსებით სავსე სანაპიროზე არხეინად, მას უნდა ემუშავა რომ გამთბარიყო, საჭმელი ეჭამა და ა.შ.

Posted by: იონათან 11 Sep 2014, 15:25
brutal_88
QUOTE
მაგრამ ეგ რა შუაშია ინტელექტთან?


თვალების ფერია ინტელექტთან შუაში და თავშიც, ხო? biggrin.gif

QUOTE
რატომ არ დაიპყრეს აფრიკულმა ტომებმა ბრიტანეთი?
არ ქონდათ მაგის ინტელექტუალური, თუ სხვა რესურსი და მაგიტომ.


ადამიანს ინტელექტი თუ გაქვს, წესით სხვისი დაპყრობა და მონად დაყენება არ უნდა მოგინდეს.
ამიტომ მიკვირს დაპყრობებს და მონათმფლობელობას განვითარებულობასთან და მაღალ ინტელექტთან რატომ აიგივებ?

ეხლა რუსეთი რომ იპყრობს საქართველოს, ე.ი. რუსები უფრო ინტელექტუალურები და განვითარებულები არიან?
რა ვიცი, ჩემთვის პირიქითაა. ატომური ბომბისა და ადამიანების დასახოცად გამოგონილი იარაღები ინტელექტუალურობას ნამდვილად არ ნიშნავს.

Posted by: brutal_88 11 Sep 2014, 15:33
იონათან
QUOTE
ადამიანს ინტელექტი თუ გაქვს, წესით სხვისი დაპყრობა და მონად დაყენება არ უნდა მოგინდეს.
ამიტომ მიკვირს დაპყრობებს და მონათმფლობელობას განვითარებულობასთან და მაღალ ინტელექტთან რატომ აიგივებ?

ჰოდა მაგ ჰუმანიზმამდე ეხლა მივიდა სამყარო, როცა მუცელი ამოიყორა და საჭმლის იქით სხვა ფასეულობებზეც დაიწყო ფიქრი smile.gif)
აფრიკაში სულ ცალ ფეხზე კიდიათ შენი ჰუმანიზმი და მაღალი მატერიები, როცა ხალხი წყურვილით იხოცება.

მაღალ ინტელექტთან იმიტომ ვაიგივებ, რომ დაპრყობას სწორად რომ ინტელექტი სჭირდება, ტექნოლოგიები, ცოდნა და ა.შ. ეს ყველაფერი ციდან არ ჩამოვარდნილა.
ევროპელმა ხალხმა თავისი შრომის და საზრიანობის შედეგად მიიღო ის სიკეთეები, რაც ეხლა აქვს smile.gif)) არავის არაფერი არ უჩუქებია.






* * *
იონათან
QUOTE
ეხლა რუსეთი რომ იპყრობს საქართველოს, ე.ი. რუსები უფრო ინტელექტუალურები და განვითარებულები არიან?

აქამდე არ იცოდი? biggrin.gif
რუსები ერთ ერთი ყველაზე ინტელექტუალური ნაციაა smile.gif))
შეიძლება ბრიტანელებთან შედარებით ეგენიც ჩამორჩნილები არიან, თორემ ჩვენ რა გვაქვს რუსეთზე სათმელი? smile.gif))




QUOTE
რა ვიცი, ჩემთვის პირიქითაა. ატომური ბომბისა და ადამიანების დასახოცად გამოგონილი იარაღები ინტელექტუალურობას ნამდვილად არ ნიშნავს.

ინტელექტს კეთილი ნებისთვის არ იყენებენ ყოველთვის, სამწუხაროდ.

შენ რა გგონია, აფრიკელ ნგაბუ ნგაბუს არ უნდა ჰქონდეს ატომური იარაღი, რომ მთელი მსოფლიო აზანზაროს? უნდა, მარა სად აქვს მაგის შნო? biggrin.gif


ისე არ ვიცი, არსებობს კი გამოჩენილი აფრიკელი ფიზიკოსი?

Posted by: Irakli 11 Sep 2014, 15:45
brutal_88
QUOTE
ისე არ ვიცი, არსებობს კი გამოჩენილი აფრიკელი ფიზიკოსი?

Erasto Mpemba

http://en.wikipedia.org/wiki/Mpemba_effect
http://www.chemistry.ge/view_worldnews.php?id=106

Posted by: იონათან 11 Sep 2014, 15:48
brutal_88
QUOTE
აფრიკაში სულ ცალ ფეხზე კიდიათ შენი ჰუმანიზმი და მაღალი მატერიები, როცა ხალხი წყურვილით იხოცება.


აფრიკა იყო ძალიან მდიდარი კონტინენტი, სანამ ევროპელები ბოლომდე გაანადგურებდნენ.
არც საჭმელი აკლდათ და არც წყალი.
წესით დღესაც არ უნდა აკლდეთ, მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე, ევროპელები ყველაფერს აკონტროლებენ აფრიკაში.

QUOTE
ისე არ ვიცი, არსებობს კი გამოჩენილი აფრიკელი ფიზიკოსი?


რა ფიზიკოსი, როცა სკოლები არ აქვთ?
აუშენე სკოლები, ჰქონდეთ ზუსტად ისეთი პირობები, როგორც ევროპაში და მერე დაინახავ, რომ ინტელექტს კანისა და თვალის ფერთან არაფერი აქვს საერთო.


სადღაც ქართულ სოფელში ტყუპები რომ იყვნენ და მშობლებმა ერთი შვილი ინგლისში გააშვილონ, სადაც ეს ბავშვი ბაგა-ბაღში ივლის, სკოლაში ივლის, უნივერსიტეტში ივლის და მისი ტყუპისცალმა თოხისა და ბარის გარდა არაფერი დაინაყოს ცხოვრებაში, შენი აზრით რატომ იქნება ინგლისში გაზრდილი უფრო ინტელექტუალური? რადგან მას სხვა თვალის ფერი აქვს, ვიდრე მის ტყუპისცალს საქართველოში?

Posted by: brutal_88 11 Sep 2014, 16:01
Irakli
QUOTE
Erasto Mpemba

კარგია, მაგრამ ზღვაში წვეთია, სამწუხაროდ.


იონათან
QUOTE
აფრიკა იყო ძალიან მდიდარი კონტინენტი, სანამ ევროპელები ბოლომდე გაანადგურებდნენ.
არც საჭმელი აკლდათ და არც წყალი.
წესით დღესაც არ უნდა აკლდეთ, მაგრამ როგორც ზემოთ დავწერე, ევროპელები ყველაფერს აკონტროლებენ აფრიკაში.


ბუნებრივი რესურსებით მდიდარი იყო და არის, რაღათქმაუნდა.
ერთ დროს ევროპის კონტინენტიც მდიდარი იყო რესურსებით, მაგრამ იქ მცხოვრებმა ხალხმა რესურსები აამუშავა, ბუნებრივი რესურსები ამოწურა, სამაგიეროდ ინტელექტუალურად განვითარდა.
აემუშავებინათ აფრიკელებსაც ეგ რესურსები თავის სასიკეთოდ.


QUOTE
აუშენე სკოლები

ავუშენოთ, ძალიან ჰუმანური იქნება.
ოღონდ იცოდე, რომ ბრიტანელებისთვის არავის აუშენებია სკოლები, თვითონ აიშენეს smile.gif)))

შემ ძაან ჩაიციკლე ეხლა თვალის ფერზე. ცისფერი თვალის ფერი არ ნიშნავს აპრიორი მაღალ ინტელექტს და პირიქით.
უბრალოდ ფაქტს ვამბობ, ჩრდილოეთ ქვეყნები უფრო განვითარებულები არიან.


სამხრეთელების იმპულსორობა, ინფანტილურობა, არაპუნქტუალურობაც იმპერიალისტებს დავაბრალოთ??!!


თუნდაც ევროპის მაშტაბით ავიღოთ, ჩრდილოეთი ქვეყნები უკეთ ცხოვრობენ, ვიდრე სამხრეთი ქვეყნები.
თუნდაც ესპანეთის მაგალითი, ყველაზე კარგად ბასკები ცხოვრობენ, ჩრდილოეთში, ყველაზე ცუდად ანდალუსიელები სამხრეთში. ეგეც ამერიკის ბრალია? biggrin.gif biggrin.gif

Posted by: ცერცვა 11 Sep 2014, 16:25
Precursor
QUOTE
ხოლო ამ ექსპერიმენტის წარმატებული დასასრული ვართ ჩვენ - ანუ ისინი, ვინც ფითქინები ვიბადებით და მერე თანდათანობით ვმუქდებით!

ბედი მქონია, ღია ფერის თმითა და ცისფერი თვალებით დავიბადე და მერე გავმუქდი...

ესეიგი წარმატებული ექსპერიმენტის ნაყოფი ვარ.

drug.gif facepalm.gif





პ.ს. მერჩივა ღია ფერის თმა და ცისფერი თვალი დამრჩენოდა, ვიდრე წარმატებული ექსპერიმენტი შედევრი ვყოფილიყავი. :დ





brutal_88

facepalm.gif იაპონელებს რა ფერის თვალები აქვს?

ებრაელებზე ვიცი დაწერ მიზეზს, ევროპიდან არიან და მიტომ არიან ჭკვიანებიო. givi.gif
ნეტა რატომ სდევნიდნენ 2000 წელი იმიტომ ხომ არა რომ მათზე მოხერხებულები, ორგანიზებულები და ჭკვიანები იყვნენ? : )))

Posted by: brutal_88 11 Sep 2014, 16:49
ცერცვა
QUOTE
იაპონელებს რა ფერის თვალები აქვს?

ეგ კაი გამახსენე smile.gif)))

იაპონელებიც ჩრილოეთის ხალხია )))
აბა დააკვირდი, იაპონია, ყველაზე განვითარებული აზიური სახელმწიფო, ცოტა უფრო სამხრეთით, ცოტა უფრო ნაკლებად განვითარებული კორეა, მერე ჩინეთი და მერე თლად ეკვატორისკენ ყველაზე ნაკლებად განვიტარებული აზიური სახელმწიფოები (სინგაპური ზედ ეკვატორზეა, მაგრამ ეგ არ ითვლება, ალბათ იცით რაოტმაც ) .

თუმცა იაპონელების და კორეელების წარმატებაში, არცთუ პატარა როლი ითამაშეს შტატებმა.

Posted by: ზღარბიბი 11 Sep 2014, 16:51
ბრაცი.
ევროპელების "ჭკუა" არის ახალი ტრენდი, ბრაცი.

გძე ტა მეთხუთმეტე საუკუნამდე მაგარი ბნელე პელეებე ივყნენ. (კრომე შუტაკ)



brutal_88
QUOTE
ზოგადად შავი გენი დომინანტია.


ხო და საინტერესოა, ხსენებული შემთხვევითი მუტაცია როგორ გადარჩა, კაგდა კრუგომ ვსე ს კარიმი გლაზამი.


QUOTE
ცოტა უფრო სამხრეთით, ცოტა უფრო ნაკლებად განვითარებული კორეა

კაი რა ბრუტალ.
ეგვიპტელები.
საბერძნეთი.
რომის იმპერია.
ბიზანტიის იმპერია.

Posted by: ცერცვა 11 Sep 2014, 16:53
brutal_88

ძაან რომ ახურებ თუ ატყობ? :დ

მოგეძალა ტროლინგი? : ))))

Posted by: brutal_88 11 Sep 2014, 16:57
ზღარბიბი
QUOTE
კაი რა ბრუტალ.
ეგვიპტელები.
საბერძნეთი.
რომის იმპერია.
ბიზანტიის იმპერია.


მერე, ვინ ცხოვრობდნენ მაგ იმპერიებში? ნუთუ შავტუხა თურქები და არაბები? biggrin.gif

ცერცვა
QUOTE
ძაან რომ ახურებ თუ ატყობ? :დ

ესეიგი ტყუილს ვამბობ, ხომ? biggrin.gif ვაააა, გეგოგრაფია ყველამ იცით, მშპ-ც ყველას გაგიგიათ.
გახსენით რუკა და დააკვირდით ტენდენციებს, გინდა აზიაში, გინდა ევროპაში, გინდა აფრიკაში...
ჰო აფრიკაშიც იგივე პრინციპია, ჩრდილოეთ აფრიკა მეტად განვიტარებულია, ვიდრე ეკვატორული აფრიკა.

Posted by: nigo 11 Sep 2014, 17:03
რაზეც გინდათ ,იმაზე იკამათეთ,მაგრამ ებრაელები რომ ყველაზე მაგარი ხალხია თავისი ინტელექტით,ნიჭიერებით,გამძლეობით და მიზანდასახულობით,ტყულია.

ნეტავ ჩვენ გვქონდეს ისრაელის მეასედი სახელმწიფოებრივი შეგნება,პატრიოტიზმი და თავისი მოქალაქის დაფასება.

ახლა წარმოიდგინეთ, საქართველო იყოს ისრაელის ტერიტორია , რა ქვეყანა იქნებოდა.

Posted by: VIP Blogger 11 Sep 2014, 17:18
QUOTE (Aurelio @ 11 Sep 2014, 02:00 )
დახედეთ რუკას და ნახეთ შავი ზღვის სანაპიროს რამდენი პროცენტი ესაზღვრება საქართველოს.... სტატიაში გარკვევით წერია რომ ევროპელებში და განსაკუთრებით სკანდინავიელებში არის გავრცელებული ღია ფერის თვალებიო და მუტაცია შავი ზღვის რეგიონში გამყინვარების შემდგომ პერიოდში განიცადეს თვალებმა და სავარაუდოდ ჩრდილო დასავლეთ სანაპიროს მკვიდრებზე მიდის საუბარი.

დღეს რამდენი % ესაზღვრება შავი ზღვა რა საერთო აქვს მერე ამ თემასთან ?

დღეს საქართველოს სანაპირო ხაზი 315 - 320 კმ მერყეობს კოლხეთის სამეფოს ორჯერ მეტი ესაზღვრებოდა სადღაც 600 კმ და მეტი

Posted by: FreSH999 11 Sep 2014, 17:57
აეეე bis.gif bis.gif მწვანე თვალები მაქ პახოდუ ბავშვობაში ქერა თმაც მქონდა მარა ეხლა ყავისფერი გამიხდა

Posted by: adelasa 11 Sep 2014, 18:03
QUOTE
დაგვეწყო უკვე სომხური ზამაშკები?



შემოვარდება მნაცაკანა ახლა და განახებთ ვის ჰქონდა ცისფერი თვალები, და მეტსაც გეტყვით ვინ იყო პირველი ცისფერი. gigi.gif

Posted by: იონათან 11 Sep 2014, 18:23
brutal_88
QUOTE
მერე, ვინ ცხოვრობდნენ მაგ იმპერიებში? ნუთუ შავტუხა თურქები და არაბები?


უიმეე,შენი ვეღარაფერი გამიგია.
დაპყრობები და იმპერიები თუ ინტელექტს და განვითარებულობას უდრის,
ოსმალეთის იმპერიას, მონღოლეთის იმპერიას, სპარსეთის იმპერიას, არაბთა სახალიფოს ქერათმიანი და ცისფერთვალება ჩრდილოეთ ევროპელები უდგნენ სათავეში?

user posted image

user posted image

Posted by: moen 11 Sep 2014, 18:29
QUOTE (adelasa @ 11 Sep 2014, 17:03 )
QUOTE
დაგვეწყო უკვე სომხური ზამაშკები?



შემოვარდება მნაცაკანა ახლა და განახებთ ვის ჰქონდა ცისფერი თვალები, და მეტსაც გეტყვით ვინ იყო პირველი ცისფერი. gigi.gif

აჰ შანსი არ აქვს.. ავიდეს სომხეთში სადმე მთის დასახლებაში.. შავშავი მუგუზალივით , დაგრეხილი ბაჯაჯო ხალხის მეტს თუ ნახავს რამე.. მერე ადი საქართველოს მთიანეთში და გულს გესიამოვნება.. ღია ფერის, ულამაზესი , კეთილი და თბილი აურის ხალხი.. სილაღე და თავისუფლება რომ იგრძნობა მთლიანად მათში.. დასავლეთისკენ გაიარე, ნებისმიერგან ღია ფერის ლამაზი ხალხია.. რაის სომეხი ხომ არ აბჟუილებთ ღია ფერის ინდოელი სად გინახავთ.. biggrin.gif

Posted by: Isaac Clarke 11 Sep 2014, 18:57


დასავლეთმა რომ ინტელექტით მოიპოვა წარმატება ეს არის მითი და შეიქმნა ბოლო 20-წელია. დასავლეთი დღეს ბევრად უფრო სუსტია და ნაკლებად მდიდარია ვიდრე იყო 19-საუკუნეში. ნეტა რატომ ? კოლონიზაციის გამო ხომ არა ?


ინტელექტუალური რომის იმპერია ბანალურად დაანგრიეს და გაძარცვეს ველურმა გერმანულმა ტომებმა.

არიელი გერმანელები ჭკვიანები რომ ყოფილიყვნენ ებრაელები არ მოაჯდებოდნენ თავზე, ნაცისტების მოსვლამდე გერმანიაში ვინც წარმატებული და ფულიანი იყო 75% ებრაელი იყო, ეს იმიტომ ხდებოდა რომ უფრო მეტ ებრაელს ჰქონდა უმაღლესი განათლება მიღებული და უფრო მოაზროვნე იყო ვიდრე გერმანული ბიდლო, თან გერმანია დიდად არასდროს არ წყალობდა ებრაელებს და უმრავი შეზღუდვის მიუხედავათ მაინც უგებდნენ ებრაელები კონკურენციაში. ეს რომ დაინახეს ჯიგრებმა, თავისი წინაპრების ძველ ველურ ტრადიციას დაუბრუნდნენ და ამოწყვეტა გადაწყვიტეს იმ ხალხის.

დღესაც ამერიკის დომინანტობა და ეკონომიკური წარმატება დგას უხეშ ძალაზე, არმიაზე. ამერიკის არმიის დასუსტების და მსოფლიო ჰეგემონობის გამომშვიდობების შემთხვევაში, ამერიკას გაჭირვება ემუქრება.

Posted by: karlsoni 11 Sep 2014, 19:04
brutal_88
QUOTE

ესეიგი ტყუილს ვამბობ, ხომ? biggrin.gif ვაააა, გეგოგრაფია ყველამ იცით, მშპ-ც ყველას გაგიგიათ.
გახსენით რუკა და დააკვირდით ტენდენციებს, გინდა აზიაში, გინდა ევროპაში, გინდა აფრიკაში...
ჰო აფრიკაშიც იგივე პრინციპია, ჩრდილოეთ აფრიკა მეტად განვიტარებულია, ვიდრე ეკვატორული აფრიკა.

ბიჯო, ერთი გაგანია ამბავი რომ გაგაქვს ხოლმე შემოდგომის იმერელი აზნაურივით: "აპა ჩვენ ვართ რაცა ვართ, ყველაზე ქერები და ჰევროპელებიო", მაგ შენი "ლოგიკით" და რუკებით ხევსურები და სვანები ყველაზე ჩრდილოეთელები და ყველაზე განვითარებულები რომ გამოვდივართ, თუ ხვდები მაგდენს? biggrin.gif

Posted by: gochino80 11 Sep 2014, 19:10
QUOTE (Robin Hood @ 10 Sep 2014, 23:24 )
ისე შავი ზღვის ადგილას ადრე ხო ხმელეთი იყო?

რომელ საუკუნეში შემოხეთქა ბოსფორიდან წყალმა

ხო არ გახსოვთ?

ნოეს კიდობანის ამბები როდის იყო? აი მაშინ

Posted by: annavita 11 Sep 2014, 19:19
brutal_88
QUOTE

იმედი მაქვს, რომ ქართველები დროებით ჩამოვრჩით ევროპეიდებს  და თლად სკანდინავიად თუ არა, საშუალო ევროპულ ნაციად ჩამოვყალიბდებით.
სამხრეთში კი ვართ, მაგრამ მთიანი ქვეყნაა, საკმაოდ გრილა და აზროვნებაც შეიძლება ))))))


მიფრინავენ პეროები : )) თან ვითომ ხუმრობთsmile.gif)
საიტერესოა როგორ განსაზღვრავთ ადამიანს. რა არის თქვენი აზრით ადამიანი. რა კრიტერიუმებით ზომავთ "ჩამორჩენას" და "პროგრესს", ტექნოლოგიებით?
დრო მოვა ტექნოლოგიებს გააკეთებს ტექნოლოგიის პროდუქტი. თქვენი ადგილი სად იქნება ამ დროს იცით? biggrin.gif

"ჩამორჩენილებმა" იმღერეს საუკუნეების წინ ეს ზნეობა. 'ჩამორჩენილი ადამიანების" ნამღერ ტექსტს მოუსმინეთ

Posted by: maxvili 11 Sep 2014, 19:22
სკანდინავიელებმა არ გააპროტესტეს
...............




Posted by: WhiteCross 11 Sep 2014, 19:26
სწორია, ევროპელები (სლავების, განსაკუთრებით რუსების გამოკლებით) არიან განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურზე მდგომი რასა და ეს უკვე დიდი ხანია გენეტიკურია

ყველაზე დაბალ საფეხურზე ნეგროიდები არიან

Posted by: gocha333 11 Sep 2014, 20:02
biggrin.gif კომლექსები
კომლექსები
კომლექსები.

Posted by: მნაცაკანა 11 Sep 2014, 21:02
QUOTE (kvirike @ 11 Sep 2014, 14:00 )
მნაცაკანა
QUOTE
"ხოლო ჰაოს უმეტეს გმირი იყო ყოველთასა, რამეთუ ეგევითარი არაოდეს ყოფილ იყო არცა წყლის-რღუნის წინათ და არცა შემდგომად ტანითა, ძალითა და სიმჴნითა." (ლეონტი მროველი: მეფეთა ცხოვრება)

ჰოოო, თუ ლეონტიმა სთქვა, ზნაჩიტ მასეა.

მაგრამ მერე რაღამ დააჩიავა ჰაოსიანთა თესლი, გამაძღარმა ხომ არ გააკეთა ბალღები? თუმცა ჰაოსას შემდეგაც, არ გამოირჩეოდნენ დიდად, გარდა საპოჟნიკ-დალაქობისა...

ვინ თქვა, რო სიმართლეა ვაფშე გინდ ჰაოსი და გინდაც ქართლოსი? ძველქართულში გმირის ხსენების მაგალითი იყო რა. ისე, რა პონტში აქიაქებ ქართველთა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს მემატიანეს? ფარნავაზზე და ა.შ. მის თხრობასაც ეგრე მასხრად იგდებ? ეხა ერის დამცირების გროტესკული მცდელობით რო თავს იმცირებ, ეგ იასნა.

ანტიკური ხანის სომხეთმა იბერიას რო ლამის ნახევარი სამეფო წაართვა (გოგარენე, ხორზენე, პარიადრის მთიანეთი), საპოჟნიკობით და დალაქობით შესძლო? შუა საუკუნეებშიც, ქვემო ქართლის უდიდესი ნაწილი როგორ მიიტაცეს? კსტაწი, ქართველები, დაბრუნების მერეც, კაი ხანი მაგ ნაწილს სომხითს არ უძახდნენ (ანუ იგივეს, რასაც სომხეთს)? "ქართლის ცხოვრების" უძველესი ხელნაწერი რომ სომხური თარგმანის სახით არის შემონახული, ეგეც საპოჟნიკებმა ქნეს? უძველესი ქართული ხელნაწერი XV ს-ის ბოლოსია, ხოლო სომხური თარგმანი XIII-XIV ს-ების მიჯნის. ეხა შემოასკდება სასტავი და ქირქილს დაიწყებს. იმ იმედით, რო ესაა ვიღაც სომეხი ფანტასტიკოსის მონაჩმახი და არა საყოველთაოდ აღიარებული ფაქტი, ქართულ ისტორიოგრაფიაშიც გაზიარებული.
თუ გინდა, ჩვენს დროში, მსოფლიო დონის გამოჩენილ ხალხს გადახედე. თუ აქვთ ქართველებს რაიმენაირი უპირატესობა სომხებზე?

adelasa
QUOTE
შემოვარდება მნაცაკანა ახლა და განახებთ ვის ჰქონდა ცისფერი თვალები, და მეტსაც გეტყვით ვინ იყო პირველი ცისფერი. 

moen
QUOTE
აჰ შანსი არ აქვს.. ავიდეს სომხეთში სადმე მთის დასახლებაში.. შავშავი მუგუზალივით , დაგრეხილი ბაჯაჯო ხალხის მეტს თუ ნახავს რამე..

უნიჭო შუტკების რახუნს, არ გირჩევნიათ ჯერ წერა-კითხვა დაამუღამოთ? იდო ზევით წყარო, სადაც წერია, რომ ჩრდილო-დასავლეთ შავიზღვისპირეთზეა საუბარი, სასტავმა რო ეგრევე თავის თავზე აიღო. ხოლო კავკასიაში ჩრდილოურ ნაკადებს უნდა შემოჰყოლოდა.
http://forum.ge/?showtopic=34684550&view=findpost&p=42200666
QUOTE
სკარეე ვსევო, ჩრდილო-დასავლეთ შავიზღვისპირეთში გაჩნდაო რა.
http://www.independent.co.uk/news/science/how-one-ancestor-helped-turn-our-brown-eyes-blue-776170.html
"The mutations responsible for blue eye colour most likely originate from the north-west part of the Black Sea region, where the great agricultural migration of the northern part of Europe took place in the Neolithic periods about 6,000 to 10,000 years ago," the researchers report in the journal Human Genetics.

Posted by: brutal_88 11 Sep 2014, 21:27
karlsoni
QUOTE
ბიჯო, ერთი გაგანია ამბავი რომ გაგაქვს ხოლმე შემოდგომის იმერელი აზნაურივით: "აპა ჩვენ ვართ რაცა ვართ, ყველაზე ქერები და ჰევროპელებიო", მაგ შენი "ლოგიკით" და რუკებით ხევსურები და სვანები ყველაზე ჩრდილოეთელები და ყველაზე განვითარებულები რომ გამოვდივართ, თუ ხვდები მაგდენს?


საქართველო უნიკალური ქვეყანაა, ჩვენთან ჩრდილოეთ-სამხრეთის პრინციპი არ მოქმედებს, ჩვენთან დასავლეთ-აღმოსავლეთის პრინციპია givi.gif givi.gif givi.gif


war.gif იონათანი დამცხებს ეხლა, წადით ჩემი ქართლიდანო war.gif

givi.gif

Posted by: არწივი9 23 Jan 2024, 18:38
QUOTE (Irakli @ 10 Sep 2014, 21:20 )
დანიაში კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოცალკევეს მუტაცია, რომელიც უკავშირდება ცისფერი თვალების ქონას პიროვენბაში. რამდენიმე ცისფერი თვალების ინდივიდის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ საერთო წინაპარი, ვინც პირველად შეიძინა ეს მუტაცია დაახლოებით 8 - 10 000 წლის წინ შავი ზღვის რეგიონში ცხოვრობდა. მეცნიერების ვარაუდით ამ მუტაციის გამოცენამდე ადამიანებს ყავისფერი თვალები გააჩნდათ. დაწვრილებით იხილეთ აქეთ: http://earthweareone.com/blue-eyes-originated-10000-years-ago-in-the-black-sea-region/

ლინკი არ მუშაობს spy.gif

Posted by: Frankens†ein 23 Jan 2024, 18:42
QUOTE
ისე შავი ზღვის ადგილას ადრე ხო ხმელეთი იყო?

ეგ ვინ თქვა არ ვიცი, მაგრამ კახეთში რომ ზღვა იყო, ჩემი თვალით მაქვს ნანახი smile.gif

Posted by: qar-tleti 23 Jan 2024, 20:47
ცერცვა
QUOTE
პ.ს. ნაკლებ სავარაუდოა ის ვერსია, რომ პირველად ქართველების წინაპრები იყვნენ ცისფერთვალება ხალხი. :დ
მე არ დავიჯერებ, ძალიან მარტივი მიზეზის გამო.

იმიტომ რომ საქართველოში გავრცელებული არ არის ისე გავრცელებული ცისფერი თვალები როგორც ეს ევროპაშია.



მაშინაც ევროპისაკენ ვიქაჩებოდით და იქიტკენ გავრბოდით







Posted by: Primrose 23 Jan 2024, 21:20
ცისფერი თვალები და თეთრი კანის ფერი არის ინცესტის შედეგი

Posted by: gramatikikina 23 Jan 2024, 21:40
ეს თემა პოლიტიკაში ნახვების გამრავლებისთვის გადმოაგდო მოდერმა? lol.gif
-ბრად, თემას გადმოგიგდებ ცოტა ხანს და მერე უკან გადმომიგდე, ხო?
-ხო.

Posted by: GIORGI XXL 23 Jan 2024, 22:26
gramatikikina

QUOTE
ეს თემა პოლიტიკაში ნახვების გამრავლებისთვის გადმოაგდო მოდერმა?

ეს თემა არწივმა ამოქექა, უყვარს ძველი თემების განახლება. მოდერი თუა რატომ ავატარის ქვეშ არ აწერია?

Posted by: gramatikikina 23 Jan 2024, 22:33
GIORGI XXL
რავი, ზოგიერთი იუზერი ისეთია, მოდერი თუ არაა ალტერ ნიკით, წესით დაბანილი უნდა იყოს სამუდამოდ :დ
პ.ს. არწივმა ამოქექა, მაგრამ ეს თემა პოლიტიკაში გადმოაგდო მოდერმა და ისევ უკან გადაუგდეს

Posted by: Irakli 25 Jan 2024, 01:53
არწივი9
10 წლის წინანდელი ლინკი ან იმუშავებს ან არა, მარტივად დაგუგვლით იპოვი რაც გინდა: https://www.independent.co.uk/news/science/how-one-ancestor-helped-turn-our-brown-eyes-blue-776170.html

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)